ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

გიორგი ფხაკაძის პანდემიური იუბილე – 14 ათასამდე მისალოცი კომენტარი და საფრანგეთის საჩუქარი

17/06/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე 45 წლის გახდა.


როგორც თავად ამბობს, იუბილეს არასდროს აღნიშნავს და ამ დღეს საკუთარ თავს თავად უძღვნის. საფრანგეთში მცხოვრებ ქართველს ტრადიცია არც ამჯერად დაურღვევია.

პანდემიური დაბადების დღე სახლში და ქუჩაში გასეირნებით გაატარა. თუმცა აღსანიშნავია, ისიც, რომ ტრადიციული ფეისბუქ-ჩართვით ყველას მადლობა გადაუხადა მილოცვებისთვის და რჩევებიც არ დაიშურა პანდემიასთან ბრძოლისთვის.

როგორც აღმოჩნდა პროფესორს თაყვანისმცემლების საკმაოდ დიდი არმია ჰყოლია. მის ფეისბუქზე 14 ათასამდე მისალოცი კომენტარი დაიწერა და უფრო მეტი მოწონებისა და სიყვარულის გამომხატველი ემოცია.

როგორც ლაივ-ჩართვაში ფხაკაძემმ აღნიშნა, ყველაზე კარგი საჩუქარი საფრანგეთმა გაუკეთა, პირბადე, რომლის ტარებაც “საშინლად“ არ უყვარს, შეუძლია აღარ ატაროს.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadzis-pandemiuri-iubile-14-atasamde-misalotsi-komentari-da-safrangetis-sachuqari/


საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს – გიორგი ფხაკაძე კოვიდპანდემიის ბუნებრივად…

25/06/2021

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და კორონავირუსის პანდემიას, მის წარმოშობასა და დამარცხების გზებს მიმოიხილავს.


„როცა პრესა რაიმეს წერს ჩემზე, არ აქვს მნიშვნელობა, ცუდს თუ კარგს, არ ვეთანხმები თუ ვეთანხმები, ყველაფერს ვდებ ჩემს გვერდზე. სიტყვის თავისუფლებაა – წერონ.

კოვიდთან დაკავშირებით საზოგადოებას ბევრი ინფორმაცია მივაწოდე, რისი მიწოდებაც შეიძლებოდა და ზოგჯერ, არც კი შეიძლებოდა. ზოგადად, სხვა ქვეყნებში ექსპერტები ხალხის განათლებისთვის ასე არ ზრუნავენ.

ვცდილობდი, მაქსიმალურად ყოფილიყავით უახლესი ინფორმაციებით შეიარაღებული, რომ სწორი გადაწყვეტილება მიგეღოთ. სამწუხაროდ, ბევრი ვერ გებულობს, რას ვამბობ და არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს.

ზოგი მიბრაზდება, თითქოს ეს ვირუსი ჩემი გამოგონილია. ხომ ვიცით, რომ ჩინელებისაა და ისიც ვიცით, რომ, სავარაუდოდ, ვუხანის ლაბორატორიაშია ეს გოგლი-მოგლი გაკეთებული. იმედია, დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა მოუწევს. თუმცა საქართველოსთვის რა შეიცვლება, რომც დადგინდეს, რომ ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა?! არაფერი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად.

ასევე მე მოგაწოდეთ ინფორმაცია, ვინ შეძლებს ევროკავშირში მოგზაურობას. ამაზეც დამეტაკნენ. შედით ევროკავშირის ვებგვერდზე და ნახეთ, რომ მართალი ვარ.


მოგაწოდეთ ინფორმაცია კოვიდასპორტის შემოღებაზე. ჩემი ბრალია, რომ ევროპაში ჩინური და რუსული ვაქცინით აცრილებს არ უშვებენ?! ეს ევროკავშირმა გადაწყვიტა.

რაც შეეხება კორონავირუსის შტამებს. როცა გაჩნდა ინდური შტამი, პირველი კვლევებით, ასტრაზენეკას და ინდურ ვაქცინას კარგი შედეგები არ ჰქონდა.

დრო გავიდა და გუშინწინ უკვე დაიბეჭდა უახლესი კვლევის სასიხარულო შედეგები, რომ ინდური შტამის მიმართ „ფაიზერზე“ თითქმის 80%-იანი ეფექტურობაა და „ასტრაზენეკაზე“ – 60%. ჩინურზე კი კვლევები არ არის.

უმნიშვნელოვანესია უწყვეტი სამედიცინო განათლება. მედიცინა არის მუდმივად განახლებადი მეცნიერება და რამდენიმე თვის წინ ჩატარებული კვლევები შეიძლება, არსებითად შეიცვალოს. სიახლეებს მუდმივად უნდა გავეცნოთ.

გადავწყვიტე, ამ მძიმე დროს რაც შეიძლება საიმედო, სახალისო და საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ. მხოლოდ პოზიტივს მოგაწვდით, ნეგატივის მომწოდებლად უკვე უამრავი ექსპერტია.

ერთ-ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ მაქსიმალურად შემცირდა გრიპით სიკვდილიანობა. მაგალითად, კოვიდამდე აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 86 000 ადამიანი კვდებოდა სეზონური გრიპით, შარშან ეს რიცხვი 400-მდე დავიდა.

შემდეგი კარგი ამბავი – ვიცით, სწრაფი ტესტის სიზუსტე 50%, ხოლო პისიარის – 60%-ია, ბოლო კვლევებით ბრიტანეთში დადგინდა, რომ ძაღლები 88%-იანი სიზუსტით ადგენენ, არის თუ არა ადამიანი კოვიდინფიცირებული. კოვიდის სკრინინგისთვის სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების აეროპორტებში გამოყენება ეფექტური იქნება.

ყველაზე აქტუალური კითხვა – როდის დამთავრდება კორონაპანდემია?

გადავხედოთ ისტორიას. 1889 წელს იყო რუსული ვირუსი OC43. სავარაუდოდ, ეს იყო პირველი კორონავირუსი, რომელიც შესაძლოა, ცხოველებიდან ადამიანებზე გადავიდა. მაშინ არ იყო ვაქცინა, მაგრამ ეს ვირუსი ჩაცხრა. 1918 წელს იყო „ესპანური გრიპი“ H1N1. რომელიც იყო არა კორონავირუსი, არამედ გრიპის ვირუსი. მიუხედავად დიდი ლეტალობისა, ისიც ვაქცინების გარეშე ჩაცხრა.

1957 წელს გავრცელდა ვირუსი H2N2, რთული მიმდინარეობით. მაშინ შექმნეს ვაქცინა, მაგრამ ძირითადად სამხედროებში გამოიყენებოდა. 1968 წელს კი გამოჩნდა რთული ვირუსი H3N2. მაშინ აშშ-ში დაამზადეს 22 მლნ დოზა ვაქცინა, თუმცა პანდემია უფრო ადრე დამთავრდა და ამ დოზების დიდი ნაწილის გამოყენება ვერ მოასწრეს.

2009 წელს გავრცელდა H1N1. მაშინაც დამზადდა ვაქცინის ასობით მილიონი დოზა, თუმცა ვირუსმა მილევა დაიწყო და ძალიან ბევრი დოზა გადასაყრელი გახდა.

შეჯამება – ზოგადად, ვირუსებს ახასიათებთ2 წლიანი ციკლურობა.


კოროვიდ 19-ის გამოჩენიდან წელიწადნახევარი უკვე გავიდა. სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, ამ ვირუსს ახასიათებს ბევრი მუტაცია და 14 დიდი შტამი ტრიალებს მსოფლიოში. „ვუხანური“ ვირუსი წესით, სექტემბერში უნდა დამთავრდეს. ჩვენთან ახლა რაც არის, ეს არის ბრიტანული ვირუსის მეორე ტალღა.

ფაქტია, რომ რაც უფრო ლეტალური და რთულია ვირუსი, მით უფრო სწრაფად ქრება. მაგალითად, „მერსი“.

უკვე ვიცით, როგორ უნდა ვაკონტროლოთ კოვიდ19. მაგალითად, ასვტრალია, სადაც ჩაკეტვით შედეგს მიაღწიეს. პირბადე და დისტანცია არის საუკეთესო გამოსავალი.

ჩემი დასკვნა ასეთია, შეიძლება ვცდები – ამ ვირუსს მარტო ვაქცინებით ვერ დავამარცხებთ, შეიძლება, ბუნება მოგვეხმაროს და ეს ვირუსი ისე წავიდეს, რომ ბოლომდე ყველა ვაქცინა ვერც გავხარჯოთ.

იქნებიან ქვეყნები, რომლებიც სექტემბრის ბოლოსთვის ვაქცინაციას ძირითადად დაასრულებენ (მაგალითად აშშ, ევროპა) და მათი ეკონომიკაც იქნება უფრო ძლიერი. სადაც ნაკლებად იქნება აცრილი ხალხი, იქ იქნება „ჯოგური“ იმუნიტეტი, როგორც საქართველოში, მათი ეკონომიკაც შედარებით მძიმე მდგომარეობაში იქნება.

პანდემია უსასრულო ვერ იქნება – ეს ბუნების კანონია. ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ეს პანდემია დამთავრდება, ვაქცინით – უფრო სწრაფად, უვაქცინოდ – უფრო ნელა.

საქმე იმაშია, როგორ დამთავრდება? მსხვერპლის რაოდენობა კი ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული. თუ ფრთხილად ვიქნებით, იოლად გადავაგორებთ, თუ არა – შესაბამის ფასს გადავიხდით.

მჯერა, 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი. წელიწადნახევარი მოვითმინეთ, 6-8 თვეც მოვითმინოთ, წესები დავიცვათ და ყველაფერი იქნება კარგად.

საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს და სიცივეში უფრო აქტიური იქნება, ზაფხულში კი სუფთა ჰაერზე ძალას დაკარგავს. მოვემზადოთ.

უკვე მაქსიმალური ცოდნა დაგროვდა, ვიცით, ვინ არის მტერი და როგორ ვებრძოლოთ, ფაიზერი მეტად, ასტრაზენეკა ცოტა ნაკლებად მუშაობს ინდური შტამის წინააღმდეგ, მოდერნა უკვე ქმნის ბუსტერს, რომელიც სხვა შტამებზეც იქნება ეფექტური.

სექტემბერში უკვე ძლიერი კვლევები წამოვა ვაქცინირებულებზე, განსაკუთრებით, ისრაელიდან. გაიზარდა ვაქცინების წარმოებაც. ასევე კარგია, რომ საქართველოს კლინიკებშიც უკვე იციან, როგორ მართონ კოვიდინფიცირებულები.

რაც შეეხება ქვეყნის გახსნას, მეც ვიყავი შეშინებული და წინააღმდეგი, მაგრამ ახლა რომ გადავხედე, უაზრო ჩაკეტვებს ეფექტი არა აქვს. თუ ქვეყანას კეტავ, უნდა წარმოადგინო პროგრამა, რატომ კეტავ და რას გეგმავ. თუ პროგრამა არა გაქვს, ჩაკეტვას აზრი არა აქვს, რადგან ამას მოჰყვება ჩაკეტვა-გახსნის უსარგებლო მონაცვლეობა.

ჯობს, გავსხნათ ქვეყანა, ოღონდ ფრთხილად. ტურისტულადაც მომგებიანი იქნება. ხომ რთულია მოსასმენად, რასაც ვამბობ?! ვუთხრათ სიმართლე მოსახლეობას, რომ პასუხისმგებლობა მასზეა, რომ პირბადის ტარება გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ ღარიბები ვართ და თუ გვექნება ვაქცინა, გავიკეთებთ. გვაქვს ხელმისაწვდომი სამედიცინო პირბადე და გამოვიყენოთ, დაცულები ვიქნებით.

საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს. ჩვენი იმუნური სისტემა ისწავლის მასთან ბრძოლას.

რაც შეეხება ვაქცინებს, უკვე ყველამ იცის, რომელი ვაქცინაა კარგი და რომელი – ძალიან კარგი. მალე ეფექტური წამლებიც გამოვა, ასზე მეტი ლაბორატორია მუშაობს ამაზე მსოფლიოში. წლის ბოლომდე ბევრი სხვადასხვა სახეობის იარაღით ვიქნებით შეიარაღებული. წლის ბოლოს სიკვდილიანობა დაიწევს. კარგი ახალი წელი გვექნება, მთავარია, მანამდე ბევრი სისულელეები არ გავაკეთოთ და თავი დავიცვათ.

მე გირჩევთ, ნუ ვეთამაშებით ცეცხლს და ეს 2-3 თვე (სექტემბერი-ოქტომბერი-ნოემბერი) როგორმე ფრთხილად გადავიტანოთ. ახლავე დავიწყოთ მუშაობა, რომ სექტემბრისთვის სასწავლო დაწესებულებები იყოს მომზადებული.

ევროპიდან და აშშ-დან ჩამოვა დიდი რაოდენობის ვაქცინები, წლის ბოლოსთვის წამლებიც მოგვისწრებს. მსოფლიოში უკვე ყველაფერი დალაგდა და ეს იმიტომ, რომ აშშ-ში მოვიდა ნორმალური მთავრობა. წინა მთავრობა იყო სუფთა „ბიზნესმენების კოლექცია“. ახლა ამერიკის ადმინისტრაციაში მოვიდნენ რეალური პოლიტიკოსები – მსოფლიო ლიდერი თავის ადგილას დაბრუნდა და მიხედავენ მსოფლიოს, ჩვენც.

იყავით პოზიტიურები, გაეცით სითბო, დაიცავით წესები, ნუ ნერვიულობთ თითოეულ მუტაციაზე. ვირუსის მუტაცია ნორმალური მოვლენაა, ხვალ შეიძლება ქუთაისური, სვანური, რაჭული, თბილისური, ან სულაც ვაკის მუტაცია გაჩნდეს. შეიძლება, მეგრული შტამიც გაჩნდეს, წარმოიდგინეთ, მეგრული შტამი რა იქნება, წიწაკიანი შტამი, ხო გადაგვივლის ყველას…. ისე, ალბათ, რაჭული შტამი ჯობს, რომ იყოს, ყველაზე ნელი მაინც იქნება.

ნუ ნერვიულობთ, მიხედეთ ბავშვებს, ფეხმძიმეებს, მოხუცებს. არ ჩავიდინოთ ბევრი სისულელე ამ ზაფხულს და ძალიან არ გავგიჟდეთ. იცით, რაც უნდა გააკეთოთ. დავისვენოთ, მაგრამ დავიცვათ ზომიერება. ნურავის ნურაფერს დააბრალებთ, საკუთარი თავის გარდა.

ფეხმძიმეების ვაქცინაციას რეკომენდაციას ვერ გავუწევ, არ მაქვს კვლევები, ერთადერთი, მცირე ზომის კვლევა არსებობს, რომ მეძუძურ დედებში ვაქცინამ როგორც დედა, ასევე ბავშვი დაიცვა.

რაც შეეხება სპერმის ხარისხს, ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხი იქნება იგივე. მაგრამ თუ დაინფიცირდებით, სპერმის ხარისხი ქვეითდება.

თუ არ გინდათ ვაქცინის გაკეთება, ნუ გაიკეთებთ, თუ გინდათ – გაიკეთეთ, მაგრამ ორივე შემთხვევაში, გაქვთ თუ არა ვაქცინა გაკეთებული, სამედიცინო პირბადე ცხვირზე! დაიცავით მაქსიმალურად შესაძლებელი დისტანცია, შენობებში გააკეთეთ ორპირი, დაიბადეთ ხელები საპნით, იარეთ სუფთა ჰაერზე.

ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები და მაღალი რისკი, აუცილებლად უნდა გაიკეთონ ვაქცინა, თუნდაც ჩინური.

ყველაფერი იქნება კარგად, თუ თქვენ ვიქნებით ფრთხილად.”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/sabolood-es-virusi-sezonuri-gripis-sakhes-miighebs-giorgi-fkhakadze-kovidpandemiis-bunebrivad-dasrulebis-dros-asakhelebs/


გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს: ბრმად ნუ აყვებით, მოკლედ აგიხსნით, რაშია საქმე

29/05/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელიც უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირდება.

გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ აყვეს, ის გავლენიან მედია გამოცემას The New Yourk Times-ს მეცნიერულად დაუზუსტებელი სტატიის გამოქვეყნებისთვის აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ კვლევა, რომელშიც საუბარია ვირუსის “მახსოვრობაზე” სუსტია, რადგან მასში მონაწილეობა მხოლოდ 77 ცდის პირმა მიიღო.

“ეს არის დეზინფორმაცია!
“ნიუ იორკ ტაიმსმა” დადო სასწაული სათაური და ასეულობით წერილი მივიღე ამასთან დაკავშირებით. ახლა მოკლედ აგიხსნით, რაშია საქმე:
კვლევა ჩატარდა 77 ადამიანზე! ხომ მაგარი კვლევაა?!

კვლევა ეფუძნება 2007 წლის კვლევას/თეორიას, რომ იმუნიტეტი “იმახსოვრებს” ვირუსებს (ნახეთ ბმულში)
ამ სტატიაში მკაფიოდ წერია, რომ ვირუსის გრძელვადიანი “მახსოვრობა” არის შესაძლებელი მარტო იმ ადამიანებში, ვინც ვირუსი გადაიტანა.

ვინც ვაქცინირდა, მასზე ეს გრძელვადიანი “მეხსიერება” არ ვრცელდება და პირველი დოზიდან, ალბათ, 6 თვეში, ზოგი “პლაცებო” ვაქცინის შემთხვევაში – ალბათ, 3 თვეში, ზოგი კი 9-12 თვეში იქნება საჭირო “ბუსტერი” ვაქცინის გაკეთება;
გთხოვთ, ბრმად ნუ აყვებით ასეთ კვლევებს. ეს არის ვიწრო მეცნიერული მსჯელობის საკითხი და საზოგადოება ასეთი სტატიებით უფრო იბნევა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკები იზრდება. გისურვებთ ჯანმრთელობას”, – წერს ფხაკაძე.

https://www.facebook.com/pkhakadze/posts/10160240211885579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-sazogadoebas-afrtkhilebs-brmad-nu-akvebit-mokled-agikhsnit-rashia-saqme



გიორგი ფხაკაძე აიცრა

14/06/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან „ფაიზერის“ ვაქცინა საფრანგეთში გაიკეთა.


როგორც ის ამბობს, თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ ინექციის ადგილას აქვს მცირე დისკომფორტი.

როგორც ის ამბობს, ვაქცინაციის შემდეგ სასურველია, რომ ალკოჰოლურ სასმელებს მოვერიდოთ.

ნახეთ ვიდეო


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-aitsra/


არც მიქელასთან ამოვყოფ თავს და არც რატიანთან – გიორგი ფხაკაძე

14/06/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შემდეგ ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ვაქცინის დადებით მხარეზე საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინაციის მიუხედავად, პირბადის მოხსნას არ აპირებს.


„მე ავიცერი კარგი ვაქცინით, რომელიც ვიცი, რომ დამიცავს. მაგრამ პირბადის მოხსნას, სადაც ხალხი იქნება, არ ვაპირებ, სანამ ბოლომდე არ ვიქნები კომფორტულად.

თუ დამემართა ვირუსი, ისე რთულად არ ვიქნები და ვიცი, რომ არც მიქელასთან ამოვყოფ თავს და არც რატიანთან. საფრანგეთში რატიანთან მართლა არ მოვხვდები“, – განაცხადა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/arts-miqelastan-amovkof-tavs-da-arts-ratiantan-giorgi-fkhakadze/


VIDEO+PHOTO: როგორია საფრანგეთში ვაქცინაციის სერტიფიკატი და ადგილი, სადაც გიორგი ფხაკაძე აიცრა

14/06/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან „ფაიზერის“ ვაქცინა საფრანგეთში გაიკეთა.


როგორც ის ამბობს, თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ ინექციის ადგილას აქვს მცირე დისკომფორტი.

გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ, სასურველია, ალკოჰოლურ სასმელებს მოვერიდოთ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/videophoto-rogoria-safrangetshi-vaqtsinatsiis-sertifikati-da-adgili-sadats-giorgi-fkhakadze-aitsra/


მე მინდა, როგორც ქართველს, რომ საქართველოში მალე იყოს „ფაიზერი“ – გიორგი ფხაკაძე

15/06/2021

„მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება რაც თქვენთვის და თქვენი ჯანმრთელობისთვის კარგია“,- ამბობს ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე.


„თუ მენტალურად დაძაბული ხართ, მაშინ ნუ გაიკეთებთ. თუ თქვენ დასტრესილი ხართ და ვაქცინა გაიკეთეთ, შემდეგ მთელი ღამე ვერ დაიძინეთ და ცუდად ხდებით, მაშინ სულ ნუ გაიკეთებთ. მე მინდა, როგორც ქართველს, რომ საქართველოში მალე იყოს შემოსული „ფაიზერი“. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი“,- აცხადებს ვიდეომიმართვაში გიორგი ფხაკაძე.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით რამდენიმე საათის წინ აიცრა.

მან „ფაიზერის“ ვაქცინა საფრანგეთში გაიკეთა.

როგორც ის ამბობს, თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ ინექციის ადგილას აქვს მცირე დისკომფორტი.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/me-minda-rogorts-qartvels-rom-saqartveloshi-male-ikos-faizeri-giorgi-fkhakadze/



ჩაკეტვა არ ნიშნავს, სახლში გამოკეტვას, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს წერტილოვნად – გიორგი ფხაკაძე…

15/06/2021

გიორგი ფხაკაძის თქმით, მეოთხე ტალღა, რაც სექტემბერში უნდა ყოფილიყო, აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყება, რადგან საქართველოში ინდური შტამის გავრცელება დაიწყო, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


„ბრიტანული ვირუსის შედეგად მეოთხე ტალღა უნდა ყოფილიყო სექტემბერში, თუმცა ამ ფონზე ინდურის გამოჩენა დააჩქარებს გავრცელებას და იქნება აგვისტოს შუა რიცხვებში.

ქვეყანა არის სასწრაფოდ ჩასაკეტი, მაგრამ ისე კი არა, რომ ჩავკეტოთ და სახლში ვისხდეთ, არამედ ჩასაკეტია ჭკვიანურად, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს წერტილოვნად, ჭკვიანურად და რაც შეიძლება მალე.

საქართველოში ინდური ვირუსის გავრცელება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე დღეს. ვირუსი სწრაფად გავრცელდება, რადგან ჩვენთან არანაირი პირობები არ არსებობს, რომ ეს შეჩერდეს.

აფეთქებდა დაიწყება აგვისტოში. ჩემი კალკულაციით ეს იქნება შუა რიცხვებში, ეს არის სუფთა მათემატიკა. რეალურად ინდური შტამით 18 ადამიანზე მეტია ინფიცირებული საქართველოში. ამ 18-ს ალბათ ერთ ნული უნდა დავუმატოთ” – განაცხადა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/chaketva-ar-nishnavs-sakhlshi-gamoketvas-qvekana-unda-chaiketos-tsertilovnad-giorgi-fkhakadze-mosalodnel-meotkhe-shtamze/


გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს

17/06/2021

გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძისა და ნინო ნადირაძის “დაპირისპირებას ეხმაურება“. ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტის თქმით, ღოღობერიძეს სუბორდნაცია ჰქონდა დაცული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.


„სრულიად ვეთანხმები ჩემს კოლეგას! ახალგაზრდა კოლეგები – ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი! მე უსურვებ ჩემს კოლეგას გიორგი ღოღობერიძე წარმატებას !!!


რამდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი და საკმაოდ საინტერესოდ უხსნის მოსახლეობას სამედიცინო შემთხვევებს და რაც მე ვნახე, სუბორდინაცია (რაც მედიცინაში არის მნიშვნელოვანი) ჰქონდა დაცული და პირველი წყაროები (მტკიცებულებითი მედიცინაზე დგას თანამედროვე მედიცინა) აქვს მითითებული/ნახსენები.

ვუსურვებ საქართველოს, რომ უფრო მეტი ასეთი ახალგაზრდა კოლეგა ჰყავდეს მედიცინის სხვადასხვა დარგში.

თანამედროვე მედიცინა დგას: უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე; მუდმივი ხარისხის გაუმჯობესებაზე; დამოუკიდებელ სამედიცინო აკრედიტაციაზე“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-giorgi-ghoghoberidzis-mkhardamtcher-posts-aqveknebs/


გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას კორონავირუსის ახალ მუტაციაზე აფრთხილებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ…

18/06/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსისახალი შტამების შესახებ წერს.


მისივე თქმით, საყურადღებო კიდევ 7 ვარიანტია.

„4 პრობლემატური კორონა ვარიანტი მსოფლიოში უკვე ცირკულირებს… და 7 საყურადღებო ვარიანტია, რომლებიც არავინ იცის, რას იზამენ.

ამ შვიდეულს 14 ივნისს კიდევ ერთი ახალი ვარიანტი დაემატა…

ეს ვირუსი უნდა შევაჩეროთ და ყველამ ვიცით, როგორ. თავს ნუ ვიტყუებთ. ყველაფერი ჩვენს ხელშია,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-sazogadoebas-koronavirusis-akhal-mutatsiaze-afrtkhilebs-romelits-ramdenime-dghis-tsin-dafiqsirda-es-virusi-unda-shevacherot/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights