პარასკევი, მაისი 1, 2026

მივმართავ მოსახლეობას! ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ მესამე ტალღა უფრო იოლად გადავიტანოთ!

18/04/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს და პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.​

„ბრიტანული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება! მესმის, რომ პოლიტიკური დუღილია, მაგრამ საბოლოო ჯამში რად გინდა ის პოლიტიკა, ხალხი თუ აღარ დაგრჩა?!

სამწუხაროდ, მე ვერავისგან ვხედავ ვერც პოლიტიკურ და ვერც ზნეობრივ გადაწყვეტილებას. არავინ ამბობს, – კოვიდი რახან მძვინვარებს, დროებით გადავავადოთ ყველა აქტივობა, დაველოდოთ ვირუსის შემცირებას და შემდეგ გავაგრძელოთ პოლიტიკური პროცესები. აგიზგიზებულ ცეცხლში ყველა შეშას უკეთებს, მე არ ვიცი, ყველაფერი ეს რითი დამთავრდება!

მივმართავ მოსახლეობას: გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები, ნუ მიხვალთ ხალხმრავალ ადგილებში. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ მესამე ტალღა უფრო იოლად გადავიტანოთ!

იმედია, მოსახლეობა იქნება უფრო მობილიზებული და სიფრთხილეს გამოიჩენს!“ – ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/mivmartav-mosakhleobas-es-aris-ertaderti-sashualeba-rom-mesame-talgha-ufro-iolad-gadavitanot-giorgi-fkhakadzis-gamafrtkhilebeli-rekomendatsiebi/


აგიზგიზებულ ცეცხლში ყველა შეშას უკეთებს, არ ვიცი, ეს ყველაფერი რითი დამთავრდება

19/04/2021

აგიზგიზებულ ცეცხლში ყველა შეშას უკეთებს, მე არ ვიცი, ყველაფერი ეს რითი დამთავრდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა.


„ბრიტანული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება! მესმის, რომ პოლიტიკური დუღილია, მაგრამ საბოლოოდ, რად გინდა ის პოლიტიკა, ხალხი თუ აღარ დაგრჩა?! სამწუხაროდ, მე ვერავისგან ვხედავ ვერც პოლიტიკურ და ვერც ზნეობრივ გადაწყვეტილებას. არავინ ამბობს, კოვიდი რახან მძვინვარებს, დროებით გადავავადოთ ყველა აქტივობა, დაველოდოთ ვირუსის შემცირებას და შემდეგ გავაგრძელოთ პოლიტიკური პროცესები. აგიზგიზებულ ცეცხლში ყველა შეშას უკეთებს, მე არ ვიცი, ყველაფერი ეს რითი დამთავრდება!


მივმართავ მოსახლეობას: გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები, ნუ მიხვალთ ხალხმრავალ ადგილებში,“ – გიორგი ფხაკაძე.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 750 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 659 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93 %

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/agizgizebul-tsetskhlshi-kvela-sheshas-uketebs-ar-vitsi-es-kvelaferi-riti-damtavrdeba-fkhakadze-epidsituatsiaze/


„არ ვიცი, ამას რატომ გიმალავენ“ – გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს

19/04/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ფეისბუქ-ლაივის დროს საზოგადოებას მიმართავს.


„ვინც ვაქცინას გაიკეთებს, მაგალითად „ასტრაზენეკას“, 6 თვის მერე უნდა გაიკეთოს ხელახალი დოზა. და ასე უნდა მოიქცეს ყოველ 6 თვეში – ამაზე არავინ ლაპარაკობს.

„ფაიზერის“ შემთხვევაში, პირველი დოზის გაკეთებიდან 5 თვე რომ გავა, კიდევ უნდა გაიკეთოს ერთი დოზა. ანუ, ამჯერად 5-დან 6 თვემდე უნდა გაიკეთოს, 1 თვე აქვს ვადა. თუ ამ ვადაში არ გაიკეთებს ვაქცინის ერთ დოზას, მერე უკვე ხელახლა უნდა გაიკეთოს 2 დოზა.

ნახეთ ვიდეო

ამაზე ვინმე ლაპარაკობს? რომ ამბობენ მასიური ვაქცინაციაო, ვაქცინები გაქვთ ქვეყანაში?

კარგია, თუ ცუდი ვაქცინა, ეგ სხვა თემაა, მაგრამ არაა ვაქცინა. უნდა გათვალო, რომ 2 დოზას გაუკეთებ და 5 თვის მერე კიდევ უნდა გქონდეს გადანახული. უნდა იმუშაო, რომ კიდევ სხვა დოზები მოიზიდო. რაც საქართველოში ხდება, ეს აფიორაა. ჩინეთმა ხომ გვაჩუქაო, ნაგავი გვაჩუქა, წყალია ჩვეულებრივი.

ვინც გაიკეთა ვაქცინა, დავუშვათ „ფაიზერი“, ვინმემ გითხრათ, მესამე დოზა როდის უნდა გაიკეთოთ? ფურცელზე მითითებულია რამდენია ვაქცინაციის ვალიდურობა?

ეს არის არაპროფესიონალიზმი. თანამდებობებზე სხედან ბიძაშვილები, მამიდაშვილები და საყვარლები.

დაავადებათ კონტროლი ყველაზე დიდი ანტივაქსერია, თავისი უფროსიან-მოადგილიანად. ბევრ ადამიანს ვცემ პატივს, მაგრამ სიმართლე ესაა.

ვინც კოვიდი გადაიტანა, უნდა გადათვალოთ დადასტურების დღიდან 5 თვე, 5 თვიდან 6 თვემდე, მხოლოდ ერთი დოზა ვაქცინა უნდა გაიკეთოთ და მერე კიდევ 5 თვის მერე და ა.შ. და თუ არ გაიკეთებთ ვაქცინას კოვიდის დადასტურებიდან 5-6 თვის მერე – მაშინ უკვე დაგჭირდებათ ვაქცინის 2 დოზა. არ ვიცი, ამას რატომ გიმალავენ და რატომ არ გეუბნებიან,“- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ar-vitsi-amas-ratom-gimalaven-giorgi-fkhakadze-sazogadoebas-mimartavs/


VIDEO: დაათვალიერეთ გიორგი ფხაკაძის ზღაპრული სახლი, რომლის რესტავრირებას პლასტიკური ქირურგის…

22/04/2021

ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი ზღაპრულად გამოიყურება. სახლის ფოტოები ჟურნალმა „ინტერიერმა“ ორი წლის წინ გადაიღო.


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, სახლის რესტავრირებას პლასტიკური ქირურგის სიზუსტით მიუდგა.


ლინკი: https://www.facebook.com/interierimagazine/posts/2085324031798269



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ar-vitsi-amas-ratom-gimalaven-giorgi-fkhakadze-sazogadoebas-mimartavs/


სანამ არ დაინფიცირებულხართ, გააჩინეთ ბავშვები!.. თანახმა ვარ, ნათლია ვიყო – გიორგი ფხაკაძე (ვიდეო)

23/04/2021

ჩემი რჩევაა, სანამ არ ხართ ინფიცირებული, იზრუნეთ შთამომავლობაზე, სანამ ხართ ჯანმრთელი, გააჩინეთ ბავშვებო – თუ გაქვთ ამის ფიზიკური და ფინანსური საშუალება, – ამის შესახებ ჯანდაცის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა.


„ვისაც გაუკეთდა ვაქცინაცია, მათი რეპროდუქტოლოგიურ უნარებზე (მამაკაცებში) კვლევები ჯერ არ არის ჩატარებული. ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხზე კვლევა არ არსებობს და როგორ ვიტყვი…

გავიმეორებ – ჩემი რჩევაა, სანამ არ ხართ ინფიცირებული, იზრუნეთ შთამომავლობაზე, სანამ ხართ ჯანმრთელი, გააჩინეთ ბავშვები – თუ გაქვთ ამის ფიზიკური და ფინანსური საშუალება. თუ გყავთ ადამიანი, ვინც გიყვართ, გააჩინეთ ბავშვები; ეს არის ჩემი რჩევა და როგორც გინდათ, ისე ატრიალეთ.

თუ გიყვართ ვიღაცა, აუხსენით, რომ გიყვართ… თუ 9 თვის მერე ბავშვები დაიბადებიან, კი ბატონო , თანახმა ვარ, ვიყო თქვენი ნათლია,“ – ამბობს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/sanam-ar-dainfitsirebulkhart-gaachinet-bavshvebi-tanakhma-var-natlia-viko-giorgi-fkhakadze-video/


ქვეყანა უნდა იყოს გახსნილი მკაცრი პირობებით – ფხაკაძე

25/04/2021

ყველა დაიღალა გახსნით და დაკეტვით. ქვეყანა უნდა იყოს გახსნილი მკაცრი პირობებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას განაცხდა.


„ძველ ცხოვრებას ჩვენ ვერასდროს ვეღარ დავუბრუნდებით. ეს არის ზღაპარი. როგორც ეკონომიური თვალსაზრისით, ისე სხვა თვალსაზრისით. ჯობს ვაღიაროთ, რომ ვირუსი ჩვენთან იქნება კარგა ხანს. სანამ ეს ვირუსი არ წავა, ჩვენ ჩვენი ცხოვრების წესი უნდა ავაწყოთ სხვანაირად.ეს ნიშნავს, რომ ბიზნესიც უნდა იყოს ადაპტირებული.

სხვა შემთხვევაში სულ ასე იქნებით. ყველა დაიღალა გახსნით და დაკეტვით. ქვეყანა უნდა იყოს გახსნილი მკაცრი პირობებით“,- განაცხადა გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/qvekana-unda-ikos-gakhsnili-mkatsri-pirobebit-fkhakadze/


საქართველოს ამბებით ადამიანი, ნარკოზის გარეშე შეიძლება გათიშო – გიორგი ფხაკაძე

26/04/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქ-ლაივის დროს საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.


„ამ ბოლო დროს იმდენი კარგი და ცუდი ამბავი ხდება ერთდროულად, რომ რა ვიცი. საქართველოში ისეთი ამბები ხდება, ადამიანი შეიძლება, გაგიჟდე. ტელევიზორს რომ ჩართავ, გული გაგისკდება, ფეისბუქზე რომ შემოხვალ – გული წაგივა. მე მგონი, ნარკოზის გარეშე შეიძლება, ადამიანი გათიშო საქართველოს ამბებით.

მთელ მსოფლიოში ძალიან დაძაბული სიტუაციაა, მაგრამ საქართველოში – განსაკუთრებით. ნეგატივს აქვს თვისება – ნეგატივს ყოველთვის მოაქვს მეორე ნეგატივი, მეორეს მესამე და ა.შ. აი, მთიდან რომ ზვავი წამოვა, ზუსტად ასეთი მექანიზმია.

რომ დაფიქრდე, მართლა როგორ შეიძლება, ამდენი პრობლემა იყოს კონცენტრირებული გეოგრაფიულად ასეთ პატარა ადგილას, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, მაგრამ ეს რეალობაა,“ – ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/saqartvelos-ambebit-adamiani-narkozis-gareshe-sheidzleba-gatisho-giorgi-fkhakadze/


ინდური ვირუსის წინააღმდეგ არცერთი ვაქცინა არ მუშაობს! – გიორგი ფხაკაძე

24/06/2021

ინდური ვირუსის წინააღმდეგ არცერთი ვაქცინა არ მუშაობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.


ინდური შტამის ვირუსი მოკლე პერიოდში უკვე 20 ქვეყანაშია. ბრიტანულ ვირუსს რამდენიმე თვე დასჭირდა, რომ გავრცელებულიყო. ეს არის ელვადეპეშა. ინდური ვირუსი არის იმდენად ვერაგი, რომ ამის საწინააღმდეგოდ არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს.


„ფაიზერს“ თავში აუვარდა, ჩვენ მაგრები ვართო – კი, მაგრები არიან, მაგრამ ბრაზილიურის წინააღმდეგ არ მუშაობს. „ფაიზერმა“ ახლა თქვა ჩვენ დაგეხმარებითო – სად იყავით მანამდე?“, – ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/induri-virusis-tsinaaghmdeg-artserti-vaqtsina-ar-mushaobs-giorgi-fkhakadze/


დედაჩემის საფლავზე სიარული ეს არის რაღაც ისეთი, როცა დედას აკითხავ და უყვები რა მოხდა

28/04/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „ფეისბუქ“ ლაივში აცხადებს, რომ აღდგომის დღესასწაულზე ძალიან უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა და დედის საფლავზე მისვლა.


„აღდგომას ვაპირებდი ჩამოსვლას რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩემთვის. დედაჩემის საფლავზე სიარული, ეს არის რაღაც ისეთი, როცა დედას აკითხავ, გაესაუბრები და მოუყვები რა მოხდა.

ძალიან მინდოდა წელს ჩამოსვლა, მაგრამ არ გამოვიდა, ყველაფერი გადმოატრიალა ინდურმა შტამმა და ეს უკვე ინდოეთის მთავრობის მავნებლური პოლიტიკაა და ესენი მართლა დასასჯელები არიან“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/dedachemis-saflavze-siaruli-es-aris-raghats-iseti-rotsa-dedas-akitkhav-da-ukvebi-ra-mokhda-%e2%80%8b-giorgi-fkhakadzis-emotsiuri-videochartva/


რა დაგემართათ ხალხო?! მე მაქვს აწყობილი, დალაგებული ცხოვრება – ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე

30/04/2021

მე მაქვს აწყობილი, დალაგებული ცხოვრება,- ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ „ფეისბუქ“ ლაივში განაცხადა.

„დავიწყოთ პრესის მიმოხილვა:„ტვ პირველმა“ გამომიყვანა ანტივაქსერი. სასაცილოა ეს, არაუშავს. საერთოდ მიკვირს ამ კომპანიის ამბავი, სხვათაშორის მათთვის არაერთი ინტერვიუ მიმიცია და ძალიან კარგი გუნდი hყავთ.

არ ვიცი, საერთოდ რა დაგემართათ ხალხო. პატივს გცემთ ყველა ჟურნალისტს, მაგრამ რა მიმართულებით მიდიხართ ვერ გავიგე. მაგალითად ვიღაცას რომ გავლანძღავ კარგად, გემრიელად , სიმართლეს როცა ვამბობ, ჩნდება ჩემ წინააღმდეგ სტატიები. ან ოცნების მხარეს ჟურნალისტები ან ნაციონალების. მოკლედ, ვერ გაარკვიეს ვის მხარესაა გიორგი ფხაკაძე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არავის მხარეს არა ვარ.

მაგალითად კიდევ „რეზონანსი“ პატივს ვცემ არაერთი სტატია დაწერეს ჩემზე, მაგრამ ტყუილი რატომ დაწერეთ? რომ თითქოს მე ვთქვი, რომ ქვეყანა ჩაკეტეთ, როცა მე არ მითქვამს, რომ ქვეყანა უნდა ჩაკეტონ. ვიღაც ვაჟბატონი კიდევ „ასავალ-დასავალიდან“.

ასევე დაგაინტერესებთ – ძველ ცხოვრებას ვერასდროს ვერ დავუბრუნდებით – გიორგი ფხაკაძე

ყველა ჟურნალს და გამოცემას ჰყავს თავისი მსმენელი და ყველას ვცემ პატივს, უარს არავის ვეუბნები. მაგრამ ასეთი ტყუილების ტირაჟირება? გავიგე რომ აღდგომაზე ფული ჭირდებათ ოჯახში, პასკებია საყიდელი, კვერცხები. მაგრამ კვერცხები სხვა რაღაცით იყიდეთ კაცო და არა ფხაკაძეზე სისულელეების წერით. თუ გინდათ რაიმე სკანდალური ინფორმაცია, შემეკითხეთ.

იმდენი სკანდალები მაქვს, შემიძლია დღეში ასი სკანდალი მოგცეთ. სისულელეებს რატო წერთ. ამით პირველ რიგში თქვენ თავს აყენებთ შეურაცხყოფას და მერე მოსახლეობას.

ხალხი აღარ გენდობათ. წავიკითხე კიდევ რაღაცები: პერსონალური ლანძღვა, დედის გინება. მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით, ქურდი ფიქრობს რომ ყველა ქურდია, ყველა კორუფციონერი ფიქრობს, რომ გარშემო სულ კორუფციონერები არიან.

ხოდა აი, ვაჟბატონო „ასავალ დასავალიდან“ , რასაც ჩემზე ლაპარაკობთ, ალბათ თქვენ გაწუხებთ ყველაზე მეტად ეგ პრობლემა. თქვენ რომ ლაპარაკობთ ჩემზე რაღაცებს როგორ არ მაინტერესებს იცით. მე მაქვს კარგი, აწყობილი, დალაგებული ცხოვრება. კარგად ვარ ჩემი მუშობით, არა ქურდობით ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით“,- აცხადებს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ra-dagemartat-khalkho-me-maqvs-atskobili-dalagebuli-tskhovreba-vis-mimartavs-giorgi-fkhakadze/



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights