ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

დეპრესია გადამდებია, ასეთი ადამიანები მოიშორეთ – გიორგი ფხაკაძე

02/05/2021

დეპრესია გადამდებია. თუ თქვენს გარშემო დეპრესიული ადამიანია, ერთხელ შეიძლება ხელი შეუწყო, მერე ეს გადამდებია. ჩემი რჩევაა, ასეთი ადამიანები მოიშოროთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ფეისბუკის პირდაპირ ეთერში საუბრობს.


„თუ ეს ადამიანი ონლაინ-რეჟიმში გყავთ, დაბლოკეთ. ჩემს სივრცეში მე ნეგატიური ხალხი არ მინდა. მთავარია, იყოთ პოზიტიურები და თქვენს ირგვლივ გყავდეთ ასეთივე ადამიანები. პოზიტივი ქმნის პოზიტივს.


ამ სიტუაციამ ბევრი დასტრესა, მეც რამდენჯერმე დეპრესიული ფონივით გამომიმჟღავნდა და შემეშინდა, მე ჩემს მეგობრებში ყველაზე ენერგიული ვარ და ვთქვი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

იფიქრეთ პოზიტივზე, სიყვარულზე, მეგობრებზე, მუსიკაზე, ბუნებაზე… ყველაფერი ნეგატივი მოიშორეთ“, – ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/depresia-gadamdebia-aseti-adamianebi-moishoret-giorgi-fkhakadze/


„წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება…“ – გიორგი ფხაკაძის ოპტიმისტური გათვლები

03/05/2021

კარგი ამბავი არის ის, რომ ამერიკაში და ევროპაში სექტემბრისთვის ეპიდემია იქნება კონტროლქვეშ მეტ-ნაკლებად, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, დალაგდება ამერიკაში და ევროპაში სიტუაცია და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოსაც მიხედავენ.

„მე მაინც იმედი მაქვს, რომ წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება. საიდან, როგორ, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ, ალბათ, დააკვირდით, რომ როცა რაღაცას ვამბობ, ახდება ხოლმე. გაგიმხელთ, მე მინდა, რომ ჩამოვიდე საქართველოში და იმედი მაქვს, რომ წინასაახალწლოდ ჩამოვალ საქართველოში. სექტემბერ-ოქტომბერში ევროპის ქვეყნები უკვე მიხედავენ თავიანთ სამეზობლოს და ჩვენც მოვყვებით ამ პროცესში. მანამდე როგორმე გავიტანოთ თავი და ბევრი სისულელე არ გავაკეთოთ, მე იმედი მაქვს, რომ სხვანაირი ახალი წელი გვექნება.

მე მინდა, ახალ წელს ვიყო თბილისში, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ახალ წელს ვიყო თბილისში. თუ ვირუსის კუთხით უსაფრთხო არ იქნება, ვერ ჩამოვალ. რა თქმა უნდა, მინდა, რომ უფრო მალე ჩამოვიდე, მაგრამ ეს არის ჩემი გათვლები,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tsinasaakhaltslod-situatsia-saqartvelooshits-dalagdeba-giorgi-fkhakadzis-optimisturi-gatvlebi/


„მივიღე გადაწყვეტილება“ – ცნობილია, რომელი ვაქცინით აიცრება გიორგი ფხაკაძე

04/05/2021

დღეს მივიღე გადაწყვეტილება, ავიცრა. აქამდე თავს ვიკავებდი, რომელი ვაქცინით ავცრილიყავი, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რომელი ვაქცინა იყო უფრო ეფექტური ჩემი ასაკისთვის. გადავწყვიტე, გავიკეთო „ფაიზერი-ბიონტეკის“ ვაქცინა. ავიცრები თვენახევარში, ივნისში, ჩემს დაბადების დღემდე, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს.


„28 დღეში მეორე დოზას გავიკეთებ, 5 თვის შემდეგ კიდევ ერთი ნემსის გაკეთება მომიწევს. გადაწყვეტილება მივიღე რამდენიმე მიზეზის გამო: 1.მინდა, ვიყო დაცული, დავიღალე ამ დისტანციების დაცვით, 2.ასევე მომიწევს მოგზაურობა, აეროპორტებსა და სადგურებში ყოფნა, ამიტომაც ზედმეტ რისკს ვერ გავწევ; 3.არ მინდა, ვიყო ვირუსის გამავრცელებელი სხვებისთვის, არ მინდა, ჩემს გამო ვინმე იყოს ავად. თუ იქნა საშუალება, როცა ავიცრები ლაივს გავაკეთებ , ან ვიდეოს ჩავწერ და შემდეგ გაჩვენებთ.

მქონდა არჩევანი, ვაქცინა გამეკეთებინა ან ჟენევაში, ამ საფრანგეთში. გადავწყვიტე, ავიცრა საფრანგეთში, რადგანაც ჟენევაში იყო 2 ვარიანტი, „მოდერნა“ და „ფაიზერი“ და წინასწარ არ იყო ცნობილი, რომლის რიგი მომიწევდა. ვინაიდან „მოდერნასთან“ დაკავშირებით კიდევ არის პასუხგაუცემელი კითხვები, შესაბამისად, ავირჩიე საფრანგეთი და „ფაიზერით“ აცრა. ყველაზე მეტი ინფორმაცია და კვლევა გვაქვს ფაიზერზე.

რაც შეეხება ზოგადად მოგზაურობას, საქართველოში თუ აიცრებით „ფაიზერით“ ან „ასტრაზენეკათი“, ევროპაში იმოგზაურებთ, აუცრელობის ან ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში კი კარანტინის გავლა მოგიწევთ. ჩინეთში მხოლოდ ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში შეხვალთ, წინააღმდეგ შემთხვევაში 21 დღიან კარანტინს გაივლით.


ჩვენი ზოგიერთი ექსპერტი რეკლამას უკეთებს ჩინურ ვაქცინას, რატომ აკეთებთ ამას? ხომ გავა დრო, გამოჩნდება სიმართლე და ხალხს თვალებში ვეღარ შეხედავთ.

ამას წინათ გავლანძღე როგორც „ნაციონალები“, ასევე მთავრობა, რომ ისინი არიან დამნაშავე, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა რომ აფეთქდა, ხოლო მომავალ არჩევნებზე იმავე შეცდომას გაიმეორებენ. მე ვთქვი, პარტიები არიან დამნაშავენი, რა დროს არჩევნებია, გამოაცხადე მორატორიუმი, კოვიდის საკითხი მოაგვარე და შემდეგ იარჩევნე – ამის თქმით შემდეგ შევატყვე, რომ არც ერთ ტელევიზიას ამ სიმართლის თქმა არ მოეწონა, აღარ მირეკავენ კომენტარებისთვის.

არავის თამაშს არ ვითამაშებ, იმიტომ, რომ არა ვარ არავის მონა. ზოგიერთებისგან განსხვავებით… გადახედეთ, რომელი ექსპერტი რომელ ტელევიზიაში გამოდის და ხელისგულზე გაქვთ ლუსტრაცია, ვინ ვინ არის…. ფხაკაძე არის ფხაკაძე, ის ამბობს სიმართლეს! ყველას უნდა, ვიღაცის მხარეს ვიყო, არავის მხარეს არ ვარ, ვარ მხოლოდ სიმართლის მხარეს. სიმართლე არავის უნდა, რადგან მწარეა. ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვარ აფილირებული, ვერც ვიქნები, იმიტომ, რომ არ მჯერა მათი. ალბათ, ელოდებოდნენ, რომ წინასაარჩევნოდ ვიღაცას დავუჭერდი მხარს. ვაცხადებ, არავის დავუჭერ მხარს, დავუჭერ მხოლოდ იმ ჯგუფს, რომელიც იტყვის, რომ მორატორიუმია გამოსაცხადებელი, ჯერ დავალაგოთ ვირუსის ამბავი და შემდეგ ვილაპარაკოთ არჩევნებზე. ინდოეთის სიტუაცია არის მაგალითი, რისი გაკეთება არ შეიძლება, სიტუაცია ააფეთქა არჩევნებმა და დიდი რელიგიური დღესასწაულის ჩატარებას, რომელიც არჩევნების გამო გამართეს.

მინდა, გამოვეხმაურო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვითომდა მაგიურ წამალზე ატეხილ აჟიოტაჟსაც. მესამე სტადიის კვლევები დადონ და შემდეგ ვილაპარაკოთ. მაგიური მედიკამენტი არ გვექნება. იქნება რამდენიმე წამალი, ზოგი მეტად კარგი, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ ის, რომ დავლევ და კოვიდი არ დამემართება, ეს არის ზღაპარი.

სექტემბერამდე ამერიკა და ევროპა თავიანთ ქვეყნებში პანდემიას „რქებს მოუგრეხენ“. ამის შემდეგ ევროპა მიხედავს, ალბათ, ახლო აღმოსავლეთს, მათ შორის საქართველოსაც. ამის იმედი მაქვს.

კიდევ ერთი სიახლე „ფაიზერზე“ – უკვე საუბარია, რომ ფაიზერით ვაქცინაცია უკვე 12 წლის ასაკიდან იქნება დაშვებული. ეს არის ერთ-ერთი მზიეზი, რატომაც ავირჩიე „ფაიზერი“, რადგან ეს უსაფრთხოების მაღალი გარანტიაა.

საქართველოში ვაქცინაცია პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. ის რამდენიმე ათასი დოზა არაფერს ნიშნავს. საქართველოს სჭირდება დაახლოებით 4 მლნ დოზა. ვაქცინაცია ნიშნავს, რომ მოზრდილი მოსახლეობის 90% იყოს აცრილი. ეს 2021 წლისათვის საქართველოში ვერ განხორციედება.

მე ვაფრთხილებდი – „ასტრაზენეკას“ პარტია ორ ნაწილად უნდა გაყოფილიყო, იმიტომ, რომ შეიძლება. მეორე დოზისთვის ვეღარ ჩამოეტანათ. ასეც მოხდა. მეორე პარტია ინდოეთიდან უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ახლა ამ ქვეყანას თვითონ სჭირდება ვაქცინები და ვერ მოგვცემს. შანსი, რომ ასტრაზენეკას მეორე დოზა თავის დროზე ჩამოვიდეს საქართველოში, არის ნული.

რაც შეეხება რჩევებს: 1.ამ პერიოდში მაქსიმალურად შეეცადეთ, არ მიხვიდეთ სამედიცინო დაწესებულებებში, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის; 2.ინფიცირებულებმა, თუ მდგომარეობა აძლევთ საშუალებას, სახლის პირობებში მართოთ დაავადება, ჯობია სახლის პირობებში დარჩნენ. 3.როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში ინდური შტამი არ არის, შეკითხვა მაქვს, ამ შტამზე კვლევებს აკეთებენ? საქართველოში ადეკვატურ სეკვენსირებას არ აკეთებენ, ძვირადღირებული სიამოვნებაა, შესაბამისად, ჩვენმა მთავრობამ არ იცის, ქვეყანაში რეალურად რა ვირუსი ცირკულირებს.

თუ ვირუსის შეჩერება გვინდა, ამისთვის ორი გზა არსებობს: 1.ქვეყანაში 4 მლნ ვაქცინა უნდა ჩამოიტანო, მაგრამ ჩინური ნაგავი კი არა, „ფაიზერი“. მაგათი ვაქცინა 15 დოლარი ღირს, ჩინურზე უფრო იაფია. 2 თვეში საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია სრულიად შესაძლებელია. ამის ათასი ხრიკი არსებობს, მე გასწავლით, თუ გინდათ, მაგრამ ამის სურვილი არ არსებობს. ამ 4 მლნ ვაქცინის გაკეთების შემდეგ შეიძლება, ქვეყანა გაიხსნას; 2.მეორე ვარიანტია, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, საზღვარგარეთიდან ჩამოსული ყველა ადამიანი კარანტინში უნდა გადავიდეს.

ქვეყანას ვერ დაკეტავენ, რადგანაც სახელმწიფოს ეკონომიკა გაკოტრებულია. ალბათ, არჩევნებს ჩაატარებენ და დეფოლტს გამოაცხადებენ, რადგანაც ფული და სემოსავლები პრაქტიკულად აღარ არის.

მე გეუბნებით, გზა არსებობს, როგორ შეიძლება ქვეყნის გახსნა და ჩვენ ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად. დამიკავშირდით, გეტყვით.

ახალი ინიციატივა – „უსაფრთხო მოგზაურობა საქართველოში“.

რაც შეეხება კარგ ამბებს – ერთი კარგი ამბავი არის ის, რომ „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ კარგად მიდის, ერთმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ – „ჰებე“, უკვე მიიღო აკრედიტაცია ფრანგული ორგანიზაციის მიერ – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, რიგშია კიდევ 11 სამედიცინო დაწესებულება. პროცესი დაჩქარდება და ყოველ 2 კვირაში თითო ორგანიზაცია აკრედიტაციას მიიღებს.

მეორე კარგი ამბავი, რაც ეხება ტურისტულ სექტორს – საქართველოში ვესაუბრე რამდენიმე ორგანიზაციას და ჩემი დახმარება შევთავაზე, თუ როგორ გავაკეთოთ აკრედიტაცია უსაფრთხო ბიზნესის შესაქმნელად. მაგალითად, ტუროპერატორმა უცხოელ ტურისტს როგორ შეიძლება შესთავაზოს საკუთარი უსაფრთხო მომსახურების პაკეტი. პაკეტში შედის: 1.კოვიდ უსაფრთხო ტრანსპორტირება, 2.კოვიდ უსაფრთხო გიდი, 3.კოვიდ უსაფრთხო ტურები, 4.კოვიდუსაფრთხო რესტორანი, 5.კოვიდუსაფრთხო აკომოდაცია ანუ სასტუმრო. მივმართავ დაინტერესებულ პირებს, დამიკავშირდნენ, დავეხმარები.


ტურისტულ ბიზნესში ჩართულ რამდენიმე ასოციაციასთან მქონდა საუბარი. ძალიან მინდა, ეს მომსახურება იყოს უფასო, თუ ეს ასოციაციები დამთანხმდებიან.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ – დღეიდან ვაცხადებ ახალ პროგრამას – „უსაფრთხო მოგზაურობა საქართველოში“. ჩემი ლოზუნგია – „ვიმოგზაუროთ საქართველოში უსაფრთხოდ“. ეს არის როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლებისათვის. მე დავეხმარები ტურიზმის სფეროში ჩართულ ყველა ორგანიზაციას, რომ გავაკეთოთ ტუროპერატორების კოვიდუსაფრთხო სერვისები და გადავარჩინოთ ეს ბიზნესი. ეს შესაძლებელია. უკვე ვთხოვე ჩემს უცხოელ მეგობრებს, ისინი უანგაროდ დაგვეხმარებიან.

„ვიმოგზაუროთ საქართველოში უსაფრთხოდ“ – ეს არის ჩემი მეორე ახალი ინიციატივა, ხელახლა როგორ ჩავრთოთ და ავამუშაოთ ტურიზმის მკვდარი ბიზნესი. ჩვენს გარდა ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს. ამისთვის სათანამშრომლოდ დამჭირდება ქართული ორგანიზაცია, რომელმაც ადგილზე უნდა ჩაატაროს ტრენინგები და ა.შ. ჩემი მხრიდან დახმარება იქნება აბსოლუტურად უფასოდ!

ეს გამოვა. „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ რომ დავიწყე, არავის სჯეროდა, რომ გამოვიდოდა, მაგრამ უკვე 30-ზე მეტმა ორგანიზაციამ გააკეთა განაცხადი. მე დარწმუნებული ვარ, ტურიზმის სფეროში 30-ზე მეტი ორგანიზაცია გამოთქვამს აკრედიტაციის გავლის სურვილს“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/mivighe-gadatskvetileba-tsnobilia-romeli-vaqtsinit-aitsreba-giorgi-fkhakadze/


ველოდები კონკრეტულ ზარს კონკრეტული წინადადებებით!.. – სთავაზობენ თუ არა გიორგი ფხაკაძეს თანამდებობას

04/05/2021

„ველოდები კონკრეტული ზარს კონკრეტული წინადადებებით, რომ დაგეხმაროთ ამ ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელებაში“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, რა იგულისხმა ამ განცხადებაში ექსპერტმა, თავად მას მივმართეთ.

ფხაკაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იგი პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს, არც თანამდებობები აინტერესებს და მხოლოდ ექსპერტის რანგში შეუძლია საქართველოს გაუწიოს დახმარება.

„საქართველოში არანაირი თანამდებობა არ მაინტერესებს, არც პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას არ ვაპირებ, არ მაინტერესებს.

მე ვფიქრობ, რომ ასეთ პოზიციაში უფრო მეტად შემიძლია დავეხმარო საქართველოს. მაგალითად სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციაში, უწყვეტი სამედიცინო განათლების მიღებაში, ტურისტულ სფეროში covid-19-ის უსაფრთხოების აკრედიტაციაში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

ცნობისთის, ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებისთვის „უსაფრთხო სასტუმროსა“ და „უსაფრთხო რესტორნის“ სერვისების შეთავაზებას აპირებს.

გიორგი ფხაკაძის თქმით, უხარია, რადგან მთავრობა უსმენს.

„ახლა ველოდები კონკრეტული ზარს კონკრეტული წინადადებებით, რომ დაგეხმაროთ ამ ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელებაში. ყველამ ვიცით, რომ ჩემს გარეშე არ/ვერ გამოგივათ.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ საჯაროდ, რომ დაგეხმარებით. ისე არ დამთავრდეს, ჩემი მოსაზრება გაიზიარეთ და ყველაფერი პიარის დონეზე დარჩეს.

მე, გიორგი ფხაკაძე, დღეიდან ამ საქმეს ვაკეთებ. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენს ეკონომიკას, ეს სჭირდება ჩვენ ხალხს. „იმოგზაურე საქართველოში უსაფრთხოდ“ – ეს არის ინიციატივა ყველასთვის“, – დაწერა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-velodebi-konkretuli-zars-konkretuli-tsinadadebebit-kvelam-vitsit-rom-chems-gareshe-ar-ver-gamogivat/



„რევოლუციას თუ აკეთებ, ადექი და ბოლომდე მიიყვანე… ვაი თქვენს პატრონს, უბედურს” – გიორგი ფხაკაძე…

05/05/2021

რევოლუციას თუ აკეთებ, ადექი და ბოლომდე მიიყვანე, რა უბედურებაა, – ასე მიმართა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ოპოზიციას.


ფხაკაძის თქმით, ოპოზიციიდან ყველა, ვინც მიტინგებზე გამოდის კორუმპირებულები არიან.

„ საქმე საქმეზე რომ მიდგება გეგონება, არაფერი არ ხდება. რევოლუციას თუ აკეთებ, ადექი და ბოლომდე მიიყვანე, რა უბედურებაა. თუ აჯანყებას აპირებ, აიღე და დაამთვრე რა. თუ ოპოზიცია ხარ, ოპოზიცია იყავი. არაფრის გამკეთებლები. ვერ გავიგე ამათ რა უნდათ. ოპოზიციის ვერაფერი ვერ გავიგე. თუ მაგრები ხართ გამოდით და გააკეთეთ. ამდენი ხალხი გამოიყვანეთ ქუჩაში და მიგეყვანათ საქმე ბოლომდე. რა იყო ეს ორ საათიანი მიტინგი. მერე დაიშლებით და პურ-მარილზე მიდიხართ? ესაა თქვენი მიტინგები? ვაი თქვენს პატრონს უბედურს. ყველა კორუმპირებულები არიან მაგენი. გადახედეთ ვინ გამოდიან და როგორ გამოდიან”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/revolutsias-tu-aketeb-adeqi-da-bolomde-miikvane-vai-tqvens-patrons-ubedurs-giorgi-fkhakadze-opozitsias-mimartavs/


ახლა თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია – გიორგი ფხაკაძე

05/05/2021

გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რატომ არის ეფექტური ფაიზერის ვაქცინა ჩინურზე მეტად.


ექსპერტი განმარტავს, რომ იმუნიტეტს მინიმუმ პირველი გაკეთებიდან ერთი თვე სჭირდება, ანუ დღესაც რომ დავიწყოთ კარგი ვაქცინით მასიური ვაქცინაცია, იმუნიტეტს ერთ თვეში მივიღებთ.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა აღიარა,რომ საქართველოში ცირკულირებადი ვირუსების 70% ბრიტანული შტამია, ხოლო ძველი შტამი, ე.წ. „უხანის ვირუსი“ მხოლოდ 30%-ია.

რაც შეეხება მესამე ტალღას… უკვე სამ კვირაზე მეტია, მესამე ტალღაა დაწყებული. წესიერი ვაქცინაც რომ გვქონდეს, იმუნიტეტს მინიმუმ პირველი გაკეთებიდან ერთი თვე სჭირდება, ანუ დღესაც რომ დავიწყოთ კარგი ვაქცინით მასიური ვაქცინაცია, იმუნიტეტს ერთ თვეში მივიღებთ. ესეც მარტივი ეპიდემიოლოგიაა, – უკვე დაწყებულ მესამე ტალღას ვაქცინაციით ვერ შევაჩერებთ!

ერთადერთია ფაიზერის ვაქცინა, რომელსაც სხვა ვაქცინებთან შედარებით ეფექტიანობა მაღალი აქვს, ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს, ასევე, შედარებით კარგად ფარავს სხვადასხვა შტამებს.

ზოგადად, ორდოზიან ვაქცინებთან დაკავშირებითა. ადამიანები, ნებისმიერ ქვეყანაში, მეორე დოზის გასაკეთებლად ყველანი არ ცხადდებიან.

თქვენ იცით, თუნდაც ფაიზერის შემთხვევაში, მესამე დოზის გაკეთებაცაა საჭირო მეორე დოზით ვაქცინირებიდან 5 თვის შემდეგ? ვინმემ გითხრათ ეს? ან ვინმე ზრუნავს, რომ ეს მესამე დოზა შემოიტანონ?! – არა!


თქვენ იცით, თუნდაც ფაიზერის შემთხვევაში, მესამე დოზის გაკეთებაცაა საჭირო მეორე დოზით ვაქცინირებიდან 5 თვის შემდეგ? ვინმემ გითხრათ ეს? ან ვინმე ზრუნავს, რომ ეს მესამე დოზა შემოიტანონ?! – არა!


არავინ დამაბრალოს ანტივაქსერობა! მე ვარ პირველი მომხრე ვაქცინაციის, ოღონდ რისკების სწორად შეფასების და პროცესის სწორად წარმართვის შემთხვევაში.

თქვენი ოჯახის ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია და სწორად შეაფასეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისკების გათვალისწინებით მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება! დაიმახსოვრეთ, ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და უსაფრთო!

ვირუსს ახასიათებს ციკლურობა, იმედია, მაისის ბოლოსკენ ვირუსის გავრცელების მრუდი უკვე ქვემოთ წავა. მზის ულტრაიისფერი სხივებიც თავის საქმეს იზამს. მანამდე ძალიან გაუფრთხილდით თავს! დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია. კი არ გეუბნებით, მიტინგებზე არ იაროთ-მეთქი. პირიქით, ისეთი სიტუაციაა, დუღს ქვეყანა და ცვლილებების დროა – კი, ბატონო, იარეთ მიტინგებზე, მაგრამ დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია და ატარეთ ყველგან სამედიცინო პირბადე!

მოუფრთხილდით თავს, ახლა თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა თქვენს ხელშია!“

გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ აკონკრეტებს, ჩინური ვაქცინის ეფექტიანობას.

„ეს ვაქცინა გაკეთებული არის ვუხანურ შტამზე. გათვლილია ეფექტურობა სწორედ ვუხანურშტამზე და არა ბრიტანულზე, რაც უკვე საქართველოში 70 პროცენტია“.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ჩინური ვაქცინით აიცრნენ, დაზღვეულები ვერ იქნებიან, რომ ვირუსი არ დაემართებათ. თუმცა საიმედო და კარგი ის არის, რომ მას მსუბუქად გადაიტანენ. ამასთან, შემცირდება ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/akhla-tqveni-janmrteloba-tqvens-khelshia-giorgi-fkhakadze/



პირბადეების გამოყენება ვაქცინაციის შემდეგაც დაგვჭირდება – გიორგი ფხაკაძე

05/05/2021

პირბადეების გამოყენება ვაქცინაციის შემდეგაც დაგვჭირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „თავისუფალ სივრცეში“ საუბრობს.


პირბადეების გამოყენება ვაქცინაციის შემდეგაც დაგვჭირდება. გავიკეთოთ ვაქცინა და ყველაფერი კარგად იქნება, ასე არ არის. ამას სჭირდება დრო და უნდა ვიყოთ უსაფრთხოდ. ჩვენ უნდა გავხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიზნესი, ჩვენ უნდა გავხსნათ ჩვენი ტურისტული სეზონი, მაგრამ მომზადებულები, შეიარაღებულები უნდა ვიყოთ და რაც მთავარია, ვიცოდეთ, სად მივდივართ“, – განაცხადა ფხაკაძემ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/pirbadeebis-gamokeneba-vaqtsinatsiis-shemdegats-dagvtchirdeba-giorgi-fkhakadze/


ახალი ინიციატივა ბიზნესს გიორგი ფხაკაძისა და სერტიფიცირებული გიდების ასოციაციისგან

06/05/2021

დაგეგმილი გვაქვს, გავაკეთოთ კოვიდ უსაფრთხო რესტორანი და სასტუმრო – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციასთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს, გავაკეთოთ კოვიდსერტიფიცირებული ტრანსპორტი, ეს იქნება დიდი თუ პატარა მანქანები.

ასევე, დავიწყეთ საუბარი, რომ იქნება კოვიდ უსაფრთხო რესტორანი, კოვიდ უსაფრთხო სასტუმრო“, – განაცხადა ფხაკაძემ „თავისუფალ სივრცეში“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/pirbadeebis-gamokeneba-vaqtsinatsiis-shemdegats-dagvtchirdeba-giorgi-fkhakadze/




ისეთ ადგილებში ვარ ნამუშევარი, ადამიანი ცოცხალი ვერ ჩამოდის იქიდან – გიორგი ფხაკაძე

06/05/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვცაქცინაციის პროცესსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ფეისბუკ-ლაივის მეშვეობით ეხმაურება.

ახლა ცოტა რამ პოლიტიკაზე და იმაზე, როგორ ატრიალებენ ჩემს ნათქვამს:

ხანდახან მარტო სათაურებს კითხულობენ, ან მარტო ერთ ფრაზას ამოიღებს ჩემი ლაივიდან. ამას წინათ პოლიტიკოსებზე ვილაპარაკე და ვერ მიხვდნენ, რა იყო ჩემი ბრაზის მიზეზი.

მე ის ვთქვი, რომ რევოლუციებისკენ მოწოდებით პოლიტიკოსები აქეზებენ ახალგაზრდებს, მოაწყონ თავყრილობები, ამით კი ვირუსი ვრცელდება. რეალობაა, რომ ეპიდემიის კუთხით პროცენტულად საქართველოში ინდოეთზე უარესი მდგომარეობაა. ეს რეალობა პოლიტიკოსებმაც უნდა გაითვალისწინონ.

ჩემი პოლიტიზირება არავის გამოუვა, მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერ მხარს. ნაცები ქოცს მეძახიან, ქოცები – ნაცს, ჩემზე ზოგი ამბობს, მიშიასტიაო, ზოგი – მთავრობისტიაო. ხალხო, არავისი არა ვარ, მე ვარ ფხაკაძე. გიორგი ფხაკაძე არის ფხაკაძისტი… ხომ შეიძლება, ჩვეულებრივად იყო ადამიანი და არავისტი არ იყო?!

პოლიტიკოსები თითქმის ყველანი კორუმპირებულები არიან და ადამიანებით მანიპულირებენ. საბოლოოდ. წაგებულია ხალხი, პოლიტიკოსები რჩებიან მოგებულნი და უამრავ ქონებას აგროვებენ. საიდან? მე რომ კარგი სახლ-კარი მაქვს, 24 საათი თავაუღებლად ვმუშაობ, ისეთ ადგილებში ვარ ნამუშევარი, ადამიანი ცოცხალი ვერ ჩამოდის იქიდან. ეს პოლიტიკოსები ამდენს სად შოულობენ?! და ისინი ხალხზე ფიქრობენ?! მეტი არაა ჩემი მტერი.

კიდევ ერთხელ – პოლიტიკაში ვერავინ ვერ ჩამითრევს, იმიტომ, რომ არ მაინტერესებს ქართული პოლიტიკის კი ვერაფერი გავიგე, ისეთი ამბებია“, – ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/iset-adgilebshi-var-namushevari-adamiani-tsotskhali-ver-chamodis-iqidan-giorgi-fkhakadze/



ხალხო, რა დროს ეგაა, კოვიდია, ჯობს, იყოთ იმ ადამიანთან, ვინც გიყვართ – რა მისწერეს გიორგი ფხაკაძეს

06/05/2021

ლაივში კომენტარი წავიკითხე ახლა – „კოვიდუსაფრთხო ნაშებიო“, დაწერა ერთმა. სამწუხაროდ, კოვიდუსაფრთხო ნაშები პრობლემაა, ვაქცინირებული უნდა იყოს, სასურველია, ფაიზერით და თან პირბადე უნდა გამოიყენოს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხკაძემ ლაივჩარტვისას განაცხადა.


როგორც გაირკვა, ამ საკითხზე კომენტარებში მსმენელმა მიწერა.

მსმენელის სახუმარო კითხვას ფხაკაძემ ხუმრობითვე უპასუხა და თქვა, რომ „კოვიდუსაფრთხო ნაშების“ სერტიფიცირებას ვერ გააკეთებს.


„აგერ მეორე მსმენელმა კაცი ნაშებიც მოითხოვა, კარგი, ორ კომიტეტს გავაკეთებ ცალ-ცალკე, ქალებისა და კაცებისთვის, მაგრამ ეს აკრედიტაცია იქნება ფასიანი. როგორც კომიტეტებში მოხვედრა, ასევე აკრედიტაციის მიღება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება იქნება.

ვხუმრობთ, ხალხო, რა დროს ეგაა, კოვიდია, ჯობს, იყოთ იმ ადამიანთან, ვინც გიყვართ. თუ ვინმე გიყვართ, უთხარით: მიყვარხარ“ და იყავით ერთად.

განსაკუთრებით ამ პანდემიისას რაც უფრო ნაკლები სხვადასხვა ურთიერთობები გექნებათ, უკეთესია. ხუმრობა ხუმრობაა, მაგრამ ამას სერიოზულად გეუბნებით. პანდემიის დროს გყავდეთ ერთი მეგობარი და ეს იქნება უსაფრთხო თქვენთვის“,- თქვა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/khalkho-ra-dros-egaa-kovidia-jobs-ikot-im-adamiantan-vints-gikvart-ra-mistseres-giorgi-fkhakadzes-video-chartvisas/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights