პარასკევი, მაისი 1, 2026

მაქვს ძალიან კარგი და სასიხარულო ინფორმაცია – რას სიახლეს იტყობინება გიორგი ფხაკაძე

27/03/2021

„მაქვს ძალიან კარგი და სასიხარულო ინფორმაცია: ძალიან ბევრმა სამედიცინო დაწესებულებამ გამოხატა მზადყოფნა და ინტერესი, რომ მიიღონ მონაწილეობა აკრედიტაციის პროცესში“,- ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


რგოროც გიორგი ფხაკაძე ამბობს, კლინიკების შეფასება სპეციალურ ვებ-გვერდზე ინება შესაძლებელი.

„ერთობლივი ძალებით დავიწყეთ ის, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ვერავინ გააკეთა

ყველაფერი კეთდება უანგაროდ, ყველა მეხმარება სულით და გულით. ყველაზე დიდი დახმარება იქნება, თუ შეაფასებთ იმ საავადმყოფოებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე, accreditation-ge.

განაცხადი შემოიტანეს: ერთმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ, ორმა პოლიკლინიკამ და ერთმა სააავადმყოფომ.


აკრედიტაცია არ ნიშნავს, რომ ვინმე დაჩაგრო და გააკოტრო. აკრედიტაცია ნიშნავს – გააუმჯობესო ხარისხი და სწორი მიმართულებით განვითარდნენ“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოვიდა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/maqvs-dzalian-kargi-da-sasikharulo-informatsia-ras-siakhles-itkobineba-giorgi-fkhakadze/


ზაფხული გვექნება კარგი, ყველა რეანიმაციული საწოლი იქნება თავისუფალი – ფხაკაძის პოზიტიური პროგნოზი

31/03/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში აპრილის თვე იქნება რთული, თუმცა თუკი მოსახლეობა დაწესებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს ზაფხული ყველასთვის იქნება კარგი.

ფხაკაძე ვარაუდობს, რომ მაისის თვეში ქვეყანაში ყველა რეანიმაციული საწოლი განთავისუფლდება.

„ევროპაში გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, საქართველოც ევროპის ნაწილია. ნახეთ, რა ხდება უკრაინაში, საფრანგეთში პორტუგალიაში, ჩეხეთში, ჩრდილოეთ კორეაში თუ არ არის ლოქდაუნი ეს არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ უნდა ვუყუროთ იქ სადაც რეალური ინფორმაციის მართვა ხდება და არა დაფარვა. ყველა დიქტატორულ ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა არის სადაც მალავენ ან ამბობენ, რომ ვირუსი არ არსებობს.

რეალობა ის არის, რომ ვირუსი იყენებს ამ საშუალებას და სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ის რაც არის.

დაახლოებით მაისის ბოლოს, როგორც იყო შარშან, ალბათ ყველა რეანიმაციული საწოლი იქნება თავისუფალი, მე მაგის ძალიან დიდი იმედი და ზუსტად ეს სიცხე, კარგი ამინდი, ზაფხულის სამი თვე იქნება კარგი პერიოდი, ნამეტანი არ გავგიჟდეთ, კარგად გამოვიყენოთ და მოვემზადოთ სექტემბერ-ოქტომბრისთვის.

ერთადერთი გზა, რაც არის ახლა არის ეს არის ორ მეტრიანი დისტანცია, სამედიცინო პირბადე 5 წლიდან, ხელების ხშირი დაბანა, ტესტირება და რა თქმა უნდა ჯანდაცვის სისტემის რეფორმა. სხვანაირად ჩვენ წინ ვერ წავალთ – გავიხსნებით, დავიკეტებით და ისევ იგივე.

ფაქტია, რომ ვირუსი ისევ ამოდის ზემოთ. აპრილი იქნება რთული და იმედი არის, რომ უკვე მაისის მესამე კვირაში ჩაცხრება და ზაფხული გვექნება კარგი, გემრიელი, დავისვენებთ ზღვაზე. ოღონდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/zafkhuli-gveqneba-kargi-kvela-reanimatsiuli-satsoli-iqneba-tavisufali-fkhakadzis-pozitiuri-prognozi/





მეც მაბრალებენ, რომ მეც ვარ ანტივაქსერი. კარგით რა, ნამუსიც კარგი საქონელია – გიორგი ფხაკაძე ჩინური

02/04/2021

ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდნილია. რატომ? უნიათური და არაპროფესიონალური კორუფციული ნაზავია. ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ და დაავადებათა კონტროლის სააგენტომ, რომ ეს პროგრამა ჩავრდნილიყო, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერმა, გიორგი ფხაკაძემ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა.


„ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდნილია. რატომ? უნიათური და არაპროფესიონალური კორუფციული ნაზავია. ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ და დაავადებათა კონტროლის სააგენტომ, რომ ეს პროგრამა ჩავრდნილიყო და ამას ნურავის ნუ აბრალებენ. სხვათა შორის მეც მაბრალებენ, რომ მეც ვარ ანტივაქსერი. კარგით რა, ნამუსიც კარგი საქონელია. ელემენტარულია, რომ საინფორმაციო კამპანია ვერ მოამზადეს და ახლა კიდევ გავიგე, რომ ჩინური ვაქცინა შემოაქვთ. ეს ხომ ახლა კორუფციული ამბავია და ეს ხომ დანაშაულია.

როგორ შეიძლება შემოიტანო ჩინური ვაქცინა. ჩამოაქვთ ვაქცინა, რომელიც არსად არ არის რეგისტრირებული. თუ ზიმბაბვეში და მოზამბიკაშია დარეგისტრირებულია, კი ბატონო. მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს ვაქცინა არაა დარეგისტრირებული. ჩვენთან რომ ნორმალური ქვეყანა გვქონოდა, ეს ხალხი უკვე ციხეში იქნებოდა, მაგრამ ვართ იქ, სადაც ვართ“, – აცხადებს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/mets-mabraleben-rom-mets-var-antivaqseri-kargit-ra-namusits-kargi-saqonelia-giorgi-fkhakadze-chinuri-vaqtsinis-tsinaaghmdeg/


“მესამე ტალღა” ორი კვირის წინ დაიწყო! მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში! – გიორგი ფხაკაძე

02/04/2021

“ქვეყანა მიდის ქვემოთ, ქვეყანა ნადგურდება. კი არ უნდა შეაშინოთ ხალხი, გეგმა დადეთ.”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა უკვე დაწყებულია.

“იმიტომ ვნერვიულობ, რომ ჩემი ქვეყანაა. ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, – საქართველოში “მესამე ტალღა” დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი, არის ოთხი. გვაქვს სხვადასხვა ინდიკატორები და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ-პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი. პატარა მიწისძვრების შემდეგ უკვე იცი, მოსალოდნელია ცუნამი. ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, საქართველოში “მესამე ტალღა” ორი კვირის წინ დაიწყო. ეს არის პირველი მაჩვენებელი და თავს ნუ ვიტყუებთ.

ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ. რატომ ვიტყუებთ თავს?! მე მაინც ვერ გავიგე. ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ, ნოემბერში და ერთ-ერთი მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში.

დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია, ერთი-ორი გაჩერება თუ გაქვთ გასავლელი, ფეხით გაიარეთ, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, სამედიცინო პირბადეები ძალიან კარგი იწარმოება საქართველოში, ხელები დაიბანეთ ხშირად, კონდიციონერი არ შეიძლება, არ ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/mesame-talgha-ori-kviris-tsin-daitsko-mivighebt-imas-rats-gvqonda-noembershi-giorgi-fkhakadze/




საქართველოში „მესამე ტალღა“ ორი კვირის წინ დაიწყო – გიორგი ფხაკაძე

03/04/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა უკვე დაწყებულია.


როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, საქართველოში „მესამე ტალღა“ ორი კვირის წინ დაიწყო.

„იმიტომ ვნერვიულობ, რომ ჩემი ქვეყანაა. ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, – საქართველოში „მესამე ტალღა“ დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი, არის ოთხი. გვაქვს სხვადასხვა ინდიკატორები და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ-პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი. პატარა მიწისძვრების შემდეგ უკვე იცი, მოსალოდნელია ცუნამი. ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, საქართველოში „მესამე ტალღა“ ორი კვირის წინ დაიწყო.


ეს არის პირველი მაჩვენებელი და თავს ნუ ვიტყუებთ. ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ. რატომ ვიტყუებთ თავს?! მე მაინც ვერ გავიგე. ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ, ნოემბერში და ერთ-ერთი მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში. დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია, ერთი-ორი გაჩერება თუ გაქვთ გასავლელი, ფეხით გაიარეთ, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, სამედიცინო პირბადეები ძალიან კარგი იწარმოება საქართველოში, ხელები დაიბანეთ ხშირად, კონდიციონერი არ შეიძლება, არ ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/saqartveloshi-mesame-talgha-ori-kviris-tsin-daitsko-giorgi-fkhakadze/


რა არაავტორიზებული ჩინური ვაქცინის შემოტანა, გაგიჟდით?! ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ყველაფერზე

03/04/2021

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მწვავედ აკრიტიკებს.

მისი თქმით, ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანა არაპროფესიონალიზმთან ერთად დანაშაულია და ამის მოთმენა აღარ შეიძლება.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრი (NCDC), გეკითხებით, რის საფუძველზე დაასკვენით, რომ საქართველოში ხალხი ჩინურ ვაქცინას ენდობა? თქვენ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ და ვერ იგებთ საზოგადოების განწყობებს?

ვერ გავიგე, რუსეთის აგენტები არიან? მესმის, არაპროფესიონალები არიან, თავის დროზე გავლენიანმა მამიკო-დედიკომ სადღაც მოაწყო და ასე მოდიან, გასაგებია, მაგრამ როცა ასეთ მავნებლობას სჩადიან, ეს უკვე მოუთმენელია! რა არაავტორიზებული ჩინური ვაქცინის შემოტანა, გაგიჟდით?!

ხომ უნდა დამთავრდეს ბოლოსდაბოლოს ამ ქვეყანაში ყველაფერზე ფულის კეთება! პირდაპირ ვამბობ – NCDC კორუმპირების და არაპროფესიონალების ბუდეა! ეს არის ყველაზე მავნე, ყველაზე ანტივაქსერული ორგანიზაცია. შეგიძლიათ, ყველა ჟურნალისტმა დაწეროთ, მე არ მეშინია!”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ra-araavtorizebuli-chinuri-vaqtsinis-shemotana-gagizhdit-khom-unda-damtavrdes-am-qvekanashi-kvelaferze-fulis-keteba-giorgi-fkhakadze/



ვინც ბღავის არ მინდა აცრაო, პირველებმა იმათ დაიწყეს ვაქცინის გაკეთებაზე „ჩალიჩი“ – გიორგი ფხაკაძე

05/04/2021

“ვაქცინაცია იცით რას ნიშნავს? როცა 4 მილიონი ვაქცინა შემოვა. ხედავთ ოთხ მილიონს?,, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი “ჩაწყობით” მიმდინარეობს.

“მთელი უბედურება ის არის, რომ ამდენი ვაქცინა ფიზიკურად არ არის. 200 ვაქცინიდან 3-მა მიიღო მარტო პრე-აკრედიტაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ არაუშავსო, მაგრამ გადასარევი არცერთი არ არის, ყველა არის კვლევის სტადიაში. რისკები, რა თქმა უნდა არის, ბრიტანეთში კი რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღე კოვიდისგან ადამიანი არ გარდაცვლილა.

გაიხსენეთ, მე რომ გითხარით, ჩაწყობიბით იქნება ვაქცინები-მეთქი, ყველაზე მეტად ვინც ბღავის არ მინდა ვაქცინა, პირველებმა იმათმა დაიწყეს ვაქცინის გაკეთებაზე “ჩალიჩი”. ასეთი რაღაცებია, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, შეიძლება შეცდე, მაგრამ განზრახ როცა აკეთებ ასეთ რაღაცას უნდა დაისაჯო”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vints-bghavis-ar-minda-vaqtsina-pirvelebma-imatma-daitskes-vaqtsinis-gaketebaze-chalichi-giorgi-fkhakadze/


მესამე ტალღა დაიწყო!.. გადავდგებოდი! – ვის გასაგონად აცხადებს ამას გიორგი ფხაკაძე

05/04/2021

მესამე ტალღა დაიწყო, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ქვეყანა კიდევ 2 კვირის წინ იყო ჩასაკეტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


„გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩაკეტვასთანაა დაკავშირებული, სუფთა პოლიტიკურია. მე რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი, გადავდგებოდი თანამდებობიდან იმ დღიდან, როცა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და ყველა შეზღუდვა მოხსნეს. და ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ შეზღუდვებზე მანიპულაციას ცდილობენ თქვენით, ისინი ყველაზე მავნებლები არიან. თქვენს ემოციებზე თამაშობენ და ქულების აღება უნდათ, ეს ქულები დროებითია“, – განაცხადა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/mesame-talgha-daitsko-gadavdgebodi-vis-gasagonad-atskhadebs-amas-giorgi-fkhakadze/


ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი – გიორგი ფხაკაძე

05/04/2021

ჩვენ ვართ ბიოლოგიურ ომში! ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი. თქვენ რომ წაიკითხოთ ჯანმოს დასკვნა, თუ ჟელატინი არ გაქვთ ტვინში და წაიკითხავთ ამ დასკვნას, ყველაფერი ისეა დაწერილი, ვითომ არაფერი არ არის, ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთიდან წამოვიდა ვირუსი და ჩინეთის მთავრობა არის პასუხისმგებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


„ამას მე კი არ ვამბობ, ამერიკის მთავრობა ამბობს! როცა შენ ვერ დაარწმუნე, რომ არ ხარ დამნაშავე, ე.ი. დამნაშავე ხარ! ახლა გამოდის ჩინეთი და ამბობს, ვაქცინას გაძლევთ, რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ რომ ხმა არ ამოვიღოთ ჩინეთის საწინააღმდეგოდ! შემდეგ როცა დადგება საკითხი, ჩინეთი გაგახსენებს, – მე რომ მოგეცი ვაქცინა, გახსოვს?! ახლა ფასი უნდა გადაიხადო! როცა იქნება ხმის მიცემის დრო, როცა უნდა დასაჯო ჩინეთი, შენ ჩუმად იქნები ან თავს შეიკავებ!

ეს ქვეყანა გაყიდულია! რაც დღეს მოვისმინე, ძალიან შემრცხვა, თავი მეგონა ჩამორჩენილ დიქტატორულ, გაღატაკებულ აფრიკულ ქვეყანაში! ჩემთვის ეს იყო კოლაფსი!

იმედი მქონდა, რომ ჩვენ მაინც მაგრები ვართ! ძალიან საწყენია, როდესაც ასეთი ძლიერი ქვეყანა ძლიერი ისტორიით, ძლიერი, გამოცდილი და ჭკვიანი ხალხით, ძალიან მაგარი ექიმებით, ექთნებით, ძლიერი პროფესიონალებით, აქამდე რომ დავეცით! გავხდით რაღაცა ჩამორჩენილი დიქტატორული, გაღატაკებული, კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა!

ჩვენ ვიცით, ვინც არის დამნაშავე, ვინც მართავს ამ ქვეყანას, ვინ აკეთებს ამ არაფროფესიონალურ კორუფციულ გარიგებებს! ეს სხვისი ბრალი არ არის, ეს ჩვენი ბრალია!

ხალხი პანიკაშია! თითოეულ თქვენგანს აქვს საშუალება, პასუხი გასცეს ამ გადაწყვეტილებას!

ხომ დაგპირდით, სიმართლეს ყოველთვის ვიტყვი! კოვიდის ვაქცინაცია მსოფლიოში არის ნებაყოფლობითი. მარტო დიქტატორულ ქვეყნებშია იძულებითი! თქვენ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. მე გითხარით, რომელი ვაქცინა როგორ უნდა გამოიყენოთ,“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/adre-chumad-vikavi-da-ar-vambobdi-saidan-tsamovida-es-virusi-giorgi-fkhakadze/


ვაქცინა რთული ფორმებისგან დაგიცავთ, თორემ ის, რომ კოვიდი არ დაგემართებათ, – ეს არის ტყუილი!

07/04/2021

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ვაქცინა კორონავირუსის ინფიცირებისგან ვერ დაგვიცავს, მაგრამ მისი რთული ფორმები იქნება თავიდან აცილებული.

“ვაქცინაციის მთავარი მიზანია, ვაქცინამ კორონავირუსის რთული ფორმებისგან და რეანიმაციისგან დაგიცვათ, თორემ ის, რომ კოვიდი არ დაგემართებათ, – ეს არის ტყუილი!

თქვენ უკვე თუ გქონდათ კოვიდი, მაშინ ხუთი თვის შემდეგ უნდა გაიკეთოთ ან „ასტრაზენეკას“ ან „ფაიზერის“ ვაქცინა (ასაკის მიხედვით) ერთი დოზა, ინფიცირებიდან თუ 6 თვეა გასული, მაშინ ორივე დოზის გაკეთება მოგიწევთ.

უწყვეტად მიმდინარეობს კვლევები, ინფორმაციები იცვლება. ეს არის ამ წუთას არსებული ინფორმაცია. როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, მაშინვე მოგაწვდით!

მე პასუხისმგებლიანი ხელისუფალი რომ ვყოფილიყავი, მოვიქცეოდი შემდეგნაირად:

60 წლის ზევით ასაკის ადამიანებისთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინას გავაკეთებდი, 55 წლის ქვევით კი „ფაიზერს“. ასტრაზენეკაზე უფრო ბევრი შეკითხვებია. არ არის გამორიცხული, საერთოდ გააუქმონ. ვნახოთ, რას იტყვის ჯანმო, მართალია, შედეგი არის დიდ ბრიტანეთში, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიწია, მაგრამ უკუჩვენებებიც არის.”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vaqtsina-rtuli-formebisgan-dagitsavt-torem-is-rom-kovidi-ar-dagemartebat-es-aris-tkuili-giorgi-fkhakadze/



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights