ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

„მე რომ ვთქვი ზუსტად ეს სიტყვები, რამდენი დამესია“ – გიორგი ფხაკაძე მეუფე იაკობი „დაიმოწმა“

28/02/2021

მეუფე იაკობის განცხადებას, რომ „არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა.


„ამას როდის ვამბობდი. სიმართლე ვთქვათ. მე რომ ვთქვი ზუსტად ეს სიტყვები, რამდენი დამესია (2020 ივნისიდან, ვისაც არ გახსოვთ)“, – წერს პროფესორი Facebook-ზე.

ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა:


„ვისაც საქართველო უყვარს, ეს სიტუაცია ალბათ, ყველას დააფიქრებს. თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, ყველაფერი არასწორად ვითარდება. რადგან როგორც ვიცით, ცოტა რომ დაწყნარდება სიტუაცია მაგაზეც ვისაუბრებთ.

„იმ მობილობებმა რაც იყო, გამოიწვია ის, რომ აგვისტოს მერე ფაქტობრივად, საქართველოში ეპიდემია გაძლიერდა, ძალიან ბევრი ადამიანი დაავადდა. რაც ყველაზე სამწუხაროა, 300 ადამიანზე მეტის სიკვდილი მოჰყვა. სიმართლე ვთქვათ, არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო.“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/me-rom-vtqvi-zustad-es-sitkvebi-ramdeni-damesia-giorgi-fkhakadze-meufe-iakobs-gamoekhmaura/


მე გადავდგებოდი… პენსიაზე წადით რა! – გიორგი ფხაკაძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის წინააღმდეგ

01/03/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აკრიტიკებს.


მისივე თქმით, ცენტრი პასუხისმგებელია იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება.

„ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დედა გვაქვს ნატირები. დღეს პირველად ვამბობ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი პასუხისმგებელია იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. ეპიდემიოლოგი ხარ, რა სინდისით გამოდიხარ ტელევიზორში და კიდევ რაღაცას ლაპარაკობ. მე რომ ვყოფილიყავი იმ წუთას გადავდგებოდი. მართლა ბოდავენ. ხალხო, პენსიაზე წადით რა. რუსებმა რაც ვერ გააკეთეს ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაცია, ეს იმ ტიპებმა გააკეთეს, ვინც ამ ცენტრს მართავს,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/me-gadavdgebodi-pensiaze-tsadit-ra-giorgi-fkhakadze-daavadebata-kontrolis-tsentris-tsinaaghmdeg/


ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგადო

02/03/2021

გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი მრჩეველის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კოვაქს პლატფორმასთან მომხდარზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრია.


„მინისტრი ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება, იმიტომ, რომ მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობა. მინისტრთან სხვა პრეტენზიები გვაქვს ჩვენ ყველას. უბრალოდ, აქ ვიღაც სხვა უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი.

პასუხისმგებელი პირი აქ არსებობს, მე როდესაც ვიყავი პრემიერთან შეხვედრაზე, პრაქტიკულად დაავადებათა კონტროლი ლაპარაკობდა და მინისტრი ხმას არ იღებდა. ჩანდა, რომ ლიდერშიფი იყო ის.

საქმე საქმეზე როდესაც დგება და ერთხელ ვთქვი კომენტარი, ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგადო. აი, ვინ რას ასწავლის, აი ეს არის პასუხი, სად არის ვაქცინა? სად არის პასუხისმგებლობა 3000 ადამიანზე, პირბადეების კონტროლი ვერ გააკეთეს ელემენტარულად და ახლა ვსაუბრობთ პროფესიონალიზმზე?“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ნახეთ ვიდეო ↓ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში – გიორგი ფხაკაძე


ცნობისთვის, covax პლატფორმის წარმომადგენელი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ თებერვლის ბოლოს საქართველომ pfizer-ის ვაქცინა ვერ მიიღო რადგან შესაბამის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/batonma-amiranma-mitkhra-giorgi-nu-gvastsavli-chven-kvelaferi-vitsit-dzalian-kargado-fkhakadze-daavadebata-kontrolis-tsentrs-akritikebs/


ვის ეკისრება პასუხისმგებლობა დაგვიანებულ ვაქცინაზე – ბრალდებები და არგუმენტები ჯანდაცვის და…

02/03/2021

საქართველოში ვაქცინა თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო, თუმცა მოლოდინი ამაო აღმოჩნდა და ზარ-ზეიმით დაანონსებული თარიღი გაურკვეველი რჩება.

კოვაქსი ვარაუდობს, რომ ვაქცინების ძირითადი ნაწილი საქართველოში 2021 წლის მარტში გაიგზავნება.

“თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ”, – აცხადებენ პლატფორმის წარმომადგენლები.

კოვაქსის განმარტებით, რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომელსაც ყველა ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, არის შემდეგი:

“ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა კოვაქსის პლატფორმიდან დოზების მიღება შეძლოს”.

საქართველომ შესაძლოა კოვაქს პლატფორმას უჩივლოს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ საქართველომ კოვაქს პლატფორმას უჩივლოს, ვინაიდან რეპუტაციულ რისკებზეცაა საუბარი.

„ჩვენ მოვთხოვეთ მათ პასუხი იმაზე, თუ რატომ გაეცა ინტერპრესნიუსს მსგავსი პასუხი, ვინაიდან ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კოვაქს პლატფორმასთან 18 სექტემბრის შემდეგ, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან წერილობით, რომ ჩვენ რაიმე სახის შეცდომა დავუშვით ან დროული პასუხი მათ არ გავეცით, ამ კომუნიკაციის წერილებში მსგავსი პასუხი არასდროს მოსულა.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ კოვაქს პლატფორმა ერთხელ უკვე მოხვდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ კოვაქს პლატფორმას უჩივლა და შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ველოდებით ჯერ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ფაქტია, რომ ვაქცინაციის დაწყება მინიმუმ ერთი თვით გადავადდა. „ასტრაზენეკასგან“ გასხვავებით, რომლის მიღებას მთავრობა მარტში ვარაუდობს, „ფაიზერზე“ უკვე კონკრეტული თარიღი აღარ სახელდება.

2 მარტს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილმ თამარ გაბუნიამ განამრატა, რომ „კოვაქსთან“ თანამშრომლობა გრძელდება.

ამირან გამყრელიძის შვილის რჩევა ხელისუფლებას

ნიკოლოზ გამყრელიძე ხელისუფლაბას მიმართავს და აღნიშნავს,რომ ასეთი საკითხები მხოლოდ ელჩების დონზე არ უნდა წყდებოდეს.

„ისრაელის მაგალითი ხომ ნახეთ. რამდენიმე თვე ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი იჯდა „ფაიზერის“ ოფისში ,სანამ ვაქცინები არ გამოიტანა და ჩვენ ამ პატარა ქვეყანას სხვა შანსი არ გვაქვს. მთავრობის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებმა იგივე უნდა აკეთონ. ერთი მინისტრი უნდა იჯდეს ინდოეთში, მეორე ბრიტანეთში, მესამე კიდევ სადღაც, რომ წამოვიღოთ ეს ვაქცინა“,- აღნიშნავს ნიკოლოზ გამყრელიძე.

ჯანდაცვის წარმომადგენლების პასუხი გამყრელიძეს

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ნიკოლოზ გამყრელიძის კრიტიკას პასუხობს. ჯანდაცვის მინისტრი არ თვლის, რომ ისრალეის მსგავსად უნდა იმოქმოდონ, როგორც ეს ნიკოლოზ გამყრელიძემ მთავროაბს ურჩია.

„ამ კრიტიკას არ ვიღებ, ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერი, ჰყავს არაერთი მინისტრი, ჩვენ ვმუშაობთ საბჭოს ფორმატში და ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს. იმ საკითხსაც – მინისტრი ქვეყანაში უნდა იყოს, თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში კარავში ელოდებოდეს მისცემენ თუ არა ვაქცინას, ჩვენ თვითონ როგორმე გადავწყვეტთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ნიკოლოზ გამყრელიძისგან განსახვავებით, პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე ვაქცინის დაგვიანებაზე პასუხისმგებლობას დაავადებათა კონტროლის ცენტრს აკისრებს.

მინისტრი ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება, იმიტომ რომ მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობა. მინისტრთან სხვა პრეტენზიები გვაქვს ჩვენ ყველას. უბრალოდ, აქ ვიღაც სხვა უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი.

პასუხისმგებელი პირი აქ არსებობს, მე როდესაც ვიყავი პრემიერთან შეხვედრაზე, პრაქტიკულად დაავადებათა კონტროლი ლაპარაკობდა და მინისტრი ხმას არ იღებდა. ჩანდა, რომ ლიდერშიფი იყო ის.

საქმე საქმეზე როდესაც დგება და ერთხელ ვთქვი კომენტარი, ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგადო. აი, ვინ რას ასწავლის, აი ეს არის პასუხი, სად არის ვაქცინა? სად არის პასუხისმგებლობა 3000 ადამიანზე, პირბადეების კონტროლი ვერ გააკეთეს ელემენტარულად და ახლა ვსაუბრობთ პროფესიონალიზმზე?“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ოპოზიციის ნაწილი ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვს

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მინისტრმა ვაქცინის საქართველოში არშემოსვლასთნ დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

ეს იყო საერთო ეროვნული გამოწვევა, ამ დროს ხელისუფლებას უნდა გაეხსნა კარი და ყველა მცოდნე ადამიანი ჩაერთო, რომ ქვეყანას ჰქონოდა კრიზისის სწორი მართვა და დროულად მიგვეღო ვაქცინა. ამის საპასუხოდ ჩვენ ხელისუფლებისგან ვიღებდით მხოლოდ და მხოლოდ არაფერზე დაფუძნებულ თავდაჯერებას, ტყუილების კასკადს, რომელიც დღეს გასკდა იმიტომ, რომ „კოვაქსის პლატფორმამ“ გააკეთა ღია განცხადება, თუ ვისი და რისი ბრალია, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ვაქცინა. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვნახეთ სრულიად არაფრის მთქმელი, დაბნეული პრესკონფერენცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის. მინისტრი ახლაც არ კადრულობს, რომ ახლა მაინც გამოსულიყო, გაეკეთებინა საბოლოო ახსნა-განმარტება და ეთქვა, რომ „მივდივარ იმიტომ, რომ ვერ მოვაბი თავი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით , „ლელომ“ შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა გააკეთა თითოეულმა უწყებამ იმისთვის, რომ ქვეყანას ვაქცინა მიეღო, თუმცა, მისივე თქმით, ამ დრომდე ინფორმაცია არ მიუღიათ.

ნაცვლიშვილი მოუწოდებს სასწრაფოდ დატოვოს თანამდებობა მინისტრმა ტიკარაძემ და ასევე მოითხოვა უსწრაფესად გასაჯაროვდეს არსებული მიმოწერა ვაქცინის საქართველოში შემოტანასთნ დაკავშირებით.

ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს?
1-ელ მარტს გავრცელდა ინფორმაცია ამირან გამყრელიძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით. სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება უკვე ერთი კვირაა განიხილება.

ვიცი, რომ განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა, ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, კულუარული ინფორმაცია 1 კვირა გვაქვს, რომ ეს განიხილება“.

გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თავად გამოეხმაურა მცირე კომენტარით: „ვმუშაობ ჩვეულ რეჟიმში“.

ვისზე ნაწილდება პასუხისმგებლობა ვაქცინაციის ქვეყანაში შემოტანაზე

ვისზე ნაწილდება პასუხისმგებლობა ვაქცინაციის ქვეყანაში შემოტანაზე – ამას თავის მხრივ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მონაწილე, მოგეხსენებათ, შექმნილია უწყებათა სააკორდინაციო საბჭო, რომელიც მთლიანად წარმართავს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის პროცესს.

ესაა უწყებათაშორისი საბჭო და მასში მონაწილეობს როგორც ჯანდაცვის, ასევე ფინანსთა, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები – ეს არის საბჭო, სადაც განიხილება ყველა ის მექანიზმი, რა გზით შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში ვაქცინა და შემდეგ უკვე მოლაპარაკებების დონეზე ჯანდაცვის სამინისტროში არის შექმნილი ვაქცინის შესყიდვის საბჭო, რომელიც შესყიდვის პროცედურებს წარმართავს.

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ცენტრი იქნება შემსყიდველი, შეისყიდის ვაქცინას და გადაიხდის თანხას. რადგან ეს არის გამართული მექანიზმი მართვის. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ბატონი ამირანი ხელმძღვანელობს, აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროცესში.

როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყება მარტს აღარ გადასცდება.

ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უფრო ადრე შემოვა, ვიდრე „ფაიზერი“. მოლოდინი გვაქვს, რომ მარტს აღარ უნდა გადასცდეს ვაქცინაციის პროგრამის დაწყება და ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში სამივე მხარე შეასრულებს თავის ვალდებულებას“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/dapirispireba-arsebobs-chemsa-da-mkholod-ert-subieqts-shoris-amiran-gamkrelidze-gavrtselebul-informatsias-ekhmaureba/


ძალიან კარგია, ჯერ რომ არ გვაქვს ვაქცინა! – ნახეთ გიორგი ფხაკაძის არგუმენტები

03/03/2021

გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ძალიან კარგია, ჯერ რომ არ გვაქვს ვაქცინა.


მისი თქმით, როცა ვაქცინა საქართველოში შემოვა, მასზე უკვე ყველა ინფორმაცია იქნება ცნობილი და სხვა ქვეყნებში გაიტესტება კიდეც, ხოლო მანამდე კი უკვე არსებული რეკომენდაციების დაცვა იქნება აუცილებელი.

ნახეთ ვიდეო ↓ მე მაქვს ვაქცინაციის პასპორტი 2000 წელს აღებული – გიორგი ფხაკაძე

“საუბარი იყო ვაქცინაციის ელექტრონულ პასპორტზე. მე მაქვს ვაქცინაციის პასპორტი 2000 წელს აღებული. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ფორმატი. ვაქცინის პასპორტი იქნება, ამისკენ მიდის ყველაფერი, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, იქნება ელექტრონული, იმისათვის, რომ ვიცოდეთ, ვინ არის ვაქცინირებული.

ადრეც ვამბობდი, ძალიან კარგია, ჯერ რომ არ გვაქვს ვაქცინა, ჩვენთან ჩამოვა ვაქცინა, რომელიც არის ყველაზე კარგი, დატესტილი, ყველაზე ნავარჯიშები, გვეცოდინება ყველა ინფორმაცია. დადებითიც ხომ უნდა დავინახოთ. – ნუ ნერვიულობთ! ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! – გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, არ იაროთ ხალხმრავალ ადგილებში! გასასვლელი თუ გაქვთ 2-3 გაჩერება, წადით ფეხით, არ იმგზავროთ ამ დროს ტრანსპორტით!..“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vaqtsinatsiis-datskeba-kovidis-gavrtselebas-ar-acherebs-rodis-imoqmedebs-vaqtsinatsia-epidvitarebaze/


დიდი სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში და ვიმუშავებ 1 ლარად, ოღონდ ერთი პირობით… – გიორგი ფხაკაძე

04/03/2021

ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მზად არის საქართველოში ჩამოვიდეს, იმ პირობით, თუ პოლიტიკოსები, როგორც ოპოზიციიდან, ასევე ხელისუფლებიდან, შეთანხმდებიან კონკრეტულ პუნქტებზე.


„დიდი სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში და ვიმუშავებ 1 ლარად, ოღონდ ერთი პირობით – ყველა პოლიტიკური პარტია ერთად დასხედით და იფიქრეთ მხოლოდ ერთ რამეზე – აგერ არის ფხაკაძე და როგორ შეიძლება ის გამოიყენოთ.

ფხაკაძე ჩამოვა და თქვენ უთხარით, ბატონო გიორგი, ჩვენ გვინდა A;B;C;D;I; – ეს გვინდა, ეს გვინდა და ეს გვინდა“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ნახეთ ვიდეო ↓ გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოსვლის პირობას ასახელებს



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/didi-siamovnebit-chamoval-saqartveloshi-da-vimushaveb-1-larad-oghond-erti-pirobit-giorgi-fkhakadze/


როდესაც ქართული ვაქცინაციის გეგმა წავიკითხე, შემრცხვა – ფხაკაძე

05/03/2021

როდესაც წავიკითხე ქართული გეგმა, შემრცხვა, მაგრამ სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება ჩავერიო, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.


„2021 წელს საქართველოში ვაქცინაცია ვერ დასრულდება. ვაქცინაციის დასრულება ნიშნავს 85%-ის (აცრას) და ეს ეროვნული გეგმა, რომელიც არის ვაქცინაციის, მე, როგორც ექსპერტი ამ სფეროში, ვამბობ, რომ ეს გეგმა არ ვარგა. იქ არის იმდენი შეცდომები, ჩემთან რომ მოვიდეს ასეთი გეგმა და ახლა ამაზე ვმუშაობ ზუსტად, ქვეყნები აგზავნიან ასეთ გეგმებს, პირდაპირ ვამბობ, რომ ესა და ეს გაკლია. როდესაც წავიკითხე ქართული გეგმა, შემრცხვა, მაგრამ სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება ჩავერიო, რადგან ეს არის ინტერესთა კონფლიქტი,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/rodesats-qartuli-vaqtsinatsiis-gegma-tsavikitkhe-shemrtskhva-fkhakadze/


“პირდაპირ მწერენ, – შენ ოჯახი დამინგრიეო” – ვინ და რატომ უპირისპირდება გიორგი ფხაკაძეს

06/03/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ალიასთან” საუბრისას აცხადებს, რომ უამრავ წერილს იღებს იმ კომპანიების მფლობელებისგან, რომლებიც ფალსიფიცირებული, არასამედიცინო პირბადეების რეალიზებაში ამხილა და ეუბნებიან, რომ მან მათ ოჯახი დაუნგრია.

“არ ვსაუბრობ მხოლოდ დიდ კომპანიებზე, არიან პატარა კომპანიებიც, რომლებმაც 20-30 ათასის ღირებულების პირბადეები შემოიტანეს და პირდაპირ მწერენ, – შენ ოჯახი დამინგრიეო, შემოვიტანე და ვფიქრობდი, რომ 40 თეთრად გავყიდდიო… არ იცით, რა შინაარსის წერილები შემომდის და მე ვეუბნები, კი ბატონო, გაყიდეთ ელიავაზე, გაყიდეთ სხვა მოხმარებისთვის, მაგრამ არა სამედიცინო მოხმარებისთვის, აფთიაქებში რა უნდა ამ პირბადეებს? ათას სისულელეს ავრცელებენ, ვსაუბრობ პირბადეზე და უყურებენ ჩემი ცხვირის ზომას – სხვას ვერაფერს რომ ვერ პოულობენ, ალბათ… მთელი ჩემი ბიოგრაფია საჯაროა, საკონტაქტო ინფორმაცია საჯაროა, სად ვმუშაობდი, ვისთან, რამდენი ხანი ვმუშაობდი, არაფერს ვმალავ. ადამიანები ვერ ხვდებიან, რატომ შეიძლება რამეს ვაკეთებდე უანგაროდ. საქართველოში ხშირად ხდება ისე, რომ რაღაცას აკეთებს ადამიანი და საბოლოოდ მთვარდება ეს ბიზნესინტერესით. ზოგი ტელევიზიაში წავიდა, ზოგი პოლიტიკაში, ზოგი ფარმა კომპანიაში, საბოლოო ჯამში ყველა აღმოჩნდა ვიღაცასთან, მე ერთი წელია ვლაპარაკობ და რომელიმე კომერციულ კომპანიასთან, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიმე თანამდებობის პირთან ვარ შემჩნეული? „იმედშიც“ გადის ჩემი ინტერვიუ და მერე „მთავარ არხზე“ – ხალხი დაიბნა, ხან ხელისუფლების მომხრე ვგონივარ, ხან მოწინააღმდეგე. არც ერთი ვარ და არც მეორე და ვისაც გონება აქვს მიხვდება, რომ ინტერესი მაქვს ნული – როგორც პოლიტიკური, ისე თანამდებობრივი. კარგსაც ვიტყვი, რამდენიმე აფთიაქმა თავიდან შემოიტანა იაფიანი, თურქული პირბადე, არც მერე აღიარეს შეცდომა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამედიცნო პირბადეების კამპანია დავიწყე, უკვე ხალხი მწერს, რომ ნელ-ნელა კარგი პირბადეების შემოტანა დაიწყეს კომპანიებმა. რამოდენიმე სააფთიაქო ქსელს დავუკავშირდი და ვუთხარი, თქვენ ჩაიწერებით, „ჯიპისის“ და „ფარმადეპოს“ სიაში – მეთქი და ცოტა ხანი გვაცადეთო, მიპასუხეს…”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/pirdapir-mtseren-shen-ojakhi-damingrieo-vin-da-ratom-upirispirdeba-giorgi-fkhakadzes/




რატომ არის საშიში მესამე ტალღა, რატომ „მოდის” კოვიდი 21 საათის შემდეგ? – გიორგი ფხაკაძე

06/03/2021

„ქვეყანაში საზღვრები ღიაა, აეროპორტები ღიაა, ადამიანები დაფრინავენ. აბა, მეორე ტალღა როგორ დაიწყო? ციდან კი არ ჩამოსულა ვირუსი. ადამიანმა იმოგზაურა, ჩამოიტანა ვირუსი და ასე წავიდა და წავიდა. მესამე ტალღის რატომ გვეშინია, გეტყვით. ნოემბერში მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტი დაინფიცირდა – ვირუსს აქვს 5 თვიანი ცირკულაცია, ხელახალი დაინფიცირება უკვე ვირუსის გადატანიდან 5 თვის შემდეგ შესაძლებელია, 5 თვის მერე თქვენი იმუნიტეტი იკარგება. ვინც ნოემბერში იყო ავად, აპრილში ის ღიაა რეინფიცირებისთვის. ადამიანი ვინც ერთხელ დაინფიცირდა, ფიქრობს, რომ მას აღარაფერი დაემართება და აქვს უსაფრთხოების ცრუ შეგრძნება. მოსახლეობაც დაიღალა ამდენი ხანი ჩაკეტვით, დეპრესიული ფონია აწეული. ასევე ქრონიკული დაავადებების რიცხვია მომატებული ქვეყანაში. დაღლილობა, ცუდი კვება, ქრონიკული დაავადებები, დაქვეითებული იმუნიტეტი (ისედაც ქვეითდება იმუნიტეტი ზამთრის შემდეგ) 5 თვიანი ციკლურობა ვირუსის – ამ ყველაფერს ერთად თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მოსახლეობა რისკის ქვეშაა.

ამას კიდევ ემატება სიურპრიზი, ბრიტანული შტამი, რომელიც უკვე გავრცელებულია ევროპაში, ჟენევაში ახალ ინფიცირებულთა 80 პროცენტი ბრიტანული შტამითაა ინფიცირებული. იმიტომ იკეტება ქვეყნები, რატომაა, აბა, საფრანგეთი ჩაკეტილი? ბრიტანული შტამი ძალიან გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ახალგაზრდებშიც. ძველი ვირუსიც ვრცელდებოდა, სხვათა შორის ახალგაზრდებში.

ძველი ვირუსი ძალას კარგავს, რაც აისახება სტატისტიკაზე, მაგრამ ბრიტანული შტამი უნდა განვიხილოთ როგორც ახალი ვირუსი, გამოდის, ორი ვირუსი გვაქვს, ჩვენ ჯერ ძველ ვირუსს როგორ მივხედოთ, იმას ვერ მივხვდით და უკვე ახალი მოდის, რომელიც შეეგუა ადამიანს, შეხორცდა და უკეთ ვრცელდება. ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა შევგუებოდით ვირუსს, მაგრამ ვირუსმა დაგვასწრო და ის შეეგუა ადამიანებთან ცხოვრებას.

რატომ „მოდის“ კოვიდი საღამოს 9 საათის მერე მაინცდამაინც?

– ძალიან მარტივად გიპასუხებთ, რატომ „მოდის“ 9 საათზე კოვიდი, ისე, საფრანგეთში რატომ „მოდის“ 6 საათზე ხომ არ იცით? რა ხდება სინამდვილეში – ამთავრებენ ადამიანები სამუშაო დღეს და მიდიან მერე ან რესტორანში, ან ერთმანეთთან სტუმრად, არ იცავენ დისტანციას, ვახშმობენ ერთად – ამ შემთხვევაში, საღამოს საათებში გადაადგილების აკრძალვა საუკეთესო ხერხია, შეკრებების თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, წყვილი წავიდა სავახშმოდ, წაიყვანა თან ორი მეგობარი, დახვდა მასპინძელი წყვილი თავისი ორი მეგობრით, რამდენი კლასტერი გამოდის? არ დაგავიწყეთ, რომ თითოეულს თავის მხრივ ჰყავს ოჯახის წევრები, თანამშრომლები და ა.შ. ამიტომაა აუცილებელი ხალხს კარგად განუმარტო, რას რატომ აკეთებ, მაგრამ ელემენტარულად სპიკერიც არ გვყავს.

მეცნიერულ ენაზე საუბარი არ არის საჭირო ხალხთან, აუხსნან გასაგებ ენაზე. ყველანი დავიღალეთ, მესმის, ყველანი დავზარალდით და მეც დავზარლდი კორონავირუსით. ჩვენ უნდა აგვერჩია ორი მაგალითიდან – ისრაელის ან ჩინეთის მაგალითიდან ერთ-ერთი, მაგრამ ავირჩიეთ მესამე – ქართული მაგალითი.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/?s=%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94&type=post&fbclid=IwAR244EEZgdwHvHWdlXbaag8UgzFcgL3fnaha_O4sm1BwKAlf2dbxEh9g_sQ




ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება – გიორგი ფხაკაძე ექიმებზე

07/03/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.


გიორგი ფხაკაძის თქმით, ექიმები, რომლებიც კორონავირუსზე საუბრობენ კორუმპირებულ პროფესორებად და არაპროფესიონალ ახალგაზრდებად იყოფიან.

“საქართველოში ყველა პროფესორობს, ყველა გამოდის და რაღაცას ბოდიალობს, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მოკლედ დავიღალე რა, ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. აქეთ გვყავს კორუმპირებულები, ფულს აკეთებენ გასაგებია. აქეთ არიან არაპროფესიონალები, პატარა, ახალი გამოჩეკილი ბავშვები, რომელთაც ჯერ ცხოვრება არ უნახავთ და არ იციან რა ხდება. გამოდიან და იძახიან, ჩვენ ყველაფერი ვიცით, გუგლში ნახეს. ასეა ეს ქვეყანა”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვაში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/am-qvekanas-araferi-ar-eshveleba-giorgi-fkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights