ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

მალტიდან ვაქცინის ჩამოტანა “ფეიკნიუსია”, ბატონი მიხეილი, ალბათ, შეცდომაში შეიყვანეს – გიორგი ფხაკაძე

29/01/2021

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართელოს მალტას დახმარებით უფასო ვაქცინის მიღება შეუძლია, “ფეიკნიუსს” უწოდებს.


გიორგი ფხაკაძის თქმით, მალტას არათუ სხვისთვის უფასოდ ვაქცინის გადაცემის საშუალება არ აქვს, არამედ დამატებით ყიდულობს ვაქცინას სხვადასხვა მწარმოებლებისგან, რადგან შიშობენ, რომ არ ეყოფათ.

“მალტიდან ჩამოტანილი ვაქცინა, ხომ იცით, რომ ეს არის “ფეიკნიუსი”, ბატონი მიხეილ შეცდომაში შეიყვანეს, ალბათ. მე გეტყვით ინფორმაციას, რა ხდება მალტასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მალტა არის ევროკავშრის ქვეყანა. ევროკავშირმა მიიღო ვაქცინაციის პროგრამა, ეს არის ერთიანი გადაწყვეტილება თუ როგორ განხორციელდეს ვაქცინაცია მთელს ევროპაში.

ამასთან, მალტამ “მოდერნიდან” შეიძინა 100 000 დოზა, ასევე “ფაიზერიდან” შეიძინა 670 000 დოზა, ასევე მალტამ “ასტრაზენეკიდან” შეუკვეთა 1 მლნ დოზა. პრობელმები შეიქმნა “ფაიზერსა” და “ასტრაზენეკას” შორის, შესაბამისად მიხვდნენ, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ვერ ჩამოვა და არ ეყოფათ ვაქცინები და დამატებით 80 000 დოზა “მოდერნას” ყიდულობენ.

ახლა კითხვაა მარტივი, თუ დღეს მალტა ყიდულობს 80 ათას “მოდერნას” აქცინას, რადგან შიში აქვს რომ ვაქცინ დააკლდება, საიდან ექნებათ ვაქცინა, რომ საქართველოს კი არა, ვინმეს მისცენ”, – განაცხადა ფხაკძემ.

როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ვაქცინა უფასოდ – სააკაშვილის შეთავაზება საქართველოს მთავრობას




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/maltidan-vaqtsinis-chamotana-feikniusia-batoni-mikheili-albat-shetsdomashi-sheikvanes-giorgi-fkhakadze/


ვისაც საშუალება გაქვთ, გადასახლდით სოფელში, მინიმუმ 2-3 წელი ეკონომიკა მინუსში იქნება

31/01/2021

გაუფრთხილდით დანაზოგს, რადგან მინიმუმ, 2-3 წელი ეკონომიკა მინუსში იქნება, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.


„გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რადგან ამაზე ძვირფასი, ახლა არაფერი გაგვაჩნია. გაუფრთხილდით დანაზოგს, რადგან. მინიმუმ 2-3 წელი ეკონომიკა მინუსში იქნება. საქართველოში, თითქმის ყველას აქვს სოფელი, ვისაც საშუალება გაქვთ, გადასახლდით სოფელში. დაფიქრდით, როგორ დროში გვიწევს ცხოვრება.


ახლა ფუფუნების დრო არ არის, ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, ნაკლები დანახარჯით, როგორ გავიტანოთ თავი და მოვიგოთ დრო. ვიღაცა შემოგვიტანს ვაქცინას, ვიღაცა გვაჩუქებს ვაქცინას, როგორც ყველა ღარიბი ქვეყნები მიიღებს ვაქცინას, ისე მიიღებს საქართველოც“, – ამბობს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/visats-sashualeba-gaqvt-gadasakhldit-sofelshi-minimum-2-3-tseli-ekonomika-minusshi-iqneba-giorgi-fkhakadze/


მოემზადეთ, მესამე ტალღა აპრილში იქნება! – გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

01/02/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე საქართველოს მოსახლეობას მესამე ტალღის შესახებ აფრთხილებს და ხალხს სოფლებში გადასვლისკენ მოუწოდებს.


როგორც ფხაკაძე ამბობს, თავი არ უნდა მოვიტყუოთ და არ უნდა გვეგონოს, რომ ამ მოკლე პერიოდში ვაქცინა მოქალაქეებს დაიცავს, რადგან იგი შესაძლოა მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს გაუკეთდეს.

გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ვაქცინები ფიზიკურად არ არის.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/moemzadet-mesame-talgha-aprilshi-iqneba-giorgi-fkhakadze-sazogadoebas-afrtkhilebs/


ადამიანების ამ კატეგორიაზე ჯერ კვლევები არ ჩატარებულა და ისინი ვაქცინას ვერ გაიკეთებენ

02/02/202

გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინას 18 წლამდე ბავშვები, ფეხმძიმე ქალები და 80 წელს გადაცილებულები ვერ გაიკეთებენ, რადგან მათზე კვლევები არ არის ჩატარებული.

ფხაკაძის თქმით, მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება, სხვა ქვეყნების გამოცდილების ხარჯზე ყველანაირი ინფორმაცია გვექნება.

,,სანამ საქართველოს მოსახლეობამდე იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, უკვე მაგ დროისათვის, ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია გვექნება მასზე. პირველი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე ვიცით, რომ ვაქცინაცია, ჯერჯერობით, არ შეიძლება ბავშვებისათვის, იგულისხმება 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ვინაიდან მათზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, არ ვიცით შეიძლება თუ არა ვაქცინაცია ფეხმძიმე ქალებზე და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, ვინაიდან არც მათზე ჩატარებულა ჯერ კვლევები. მიმდინარეობს კვლევები და დამატებითი ინფორმაციის შეგროვება”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ,,რუსთავი 2-ის” ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/adamianebis-am-kategoriaze-jer-kvlevebi-ar-chatarebula-da-isini-vaqtsinas-ver-gaiketeben-giorgi-fkhakadzis-ganmarteba/


გთხოვთ, ნუ აწევთ ჭიქას და სადღეგრძელოს ნუ იტყვით, გაუმარჯოს საქართველოსო! – ვის მიმართავს…

03/02/2021

ისინი, ვისაც სამედიცინო პირბადე არ გიკეთიათ, გთხოვთ, ნუ აწევთ ჭიქას და სადღეგრძელოს ნუ იტყვით გაუმარჯოს საქართველოსო. ეს სადღეგრძელო არის მაშინ, როცა გიკეთიათ სამედიცინო პირბადე, – ამის შესახებ ექიმი გიორგი ფხაკაძე Facebook-ლაივის მეშვეობით საუბრობს.


იხილეთ ვიდეო: ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე


„ინდოეთში, სადაც არაერთი კონტაქტი მაქვს, მინისტრებს ვიცნობ და ა.შ, 95%-მდე ავიდა პირბადეების გამოყენება. ინდოეთში, რომელიც საერთოდ უკანონო ქვეყანაა, არ იცით ხალხი როგორ ატარებს მანქანას. არეულ ქვეყანაში აიწია 95%-მდე პირბადის გამოყენებამ და ინფექციის გავრცელებამ დაიწია. ჩვენ რა გვჭირს?!


სადღეგრძელოს აწევა ხომ გვიყვარს, პირბადის გაკეთება არ გვიყვარს თურმე. როცა საქართველოს სიყვარულზე საუბრობ, არ უნდა ილაპარაკო, უნდა გააკეთო.

საქართველოში პატრიოტიზმის გამოხატულება არ არის „დავით გარეჯი ჩვენია“, რა თქმა უნდა ჩვენია, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ასევე ისიცაა, როცა სამედიცინო პირბადე გიკეთიათ. ვისაც პირბადე არ გიკეთიათ, პატრიოტები არ ხართ. ნუ გამოდიხართ დემონსტრაციებზე, რომ საქართველო გიყვართ, გიყვართ მაშინ, როცა თქვენ და თქვენს შვილს სამედიცინო ნიღბები გიკეთიათ“, – განაცხადა ფხაკაძემ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/gtkhovt-nu-atsevt-tchiqas-da-sadghegrdzelos-nu-itkvit-gaumarjos-saqartveloso-vis-mimartavs-giorgi-fkhakadze/


ხალხო, კოვიდ 19-ის მესამე ტალღა მოდის აპრილში… – გიორგი ფხაკაძე

06/02/2021

„ხალხო, კოვიდ 19-ის მესამე ტალღა მოდის აპრილში, რა ენაზე უნდა გითხრათ? თუ არ ვიქნებით მომზადებულნი, გადაგვივლის” – ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ “ფეისბუქზე” პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.


„ნოემბერი ყველას დაავიწყდა? ზაფხული ყველას დაავიწყდა? რა გახსნაზეა საუბარი? სახელმწიფოზე მაქვს საუბარი, სკოლებს ხსნით? გაიხსნებთ ჩემს სიტყვებს“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/khalkho-kovid-19-is-mesame-talgha-modis-aprilshi-giorgi-fkhakadze/


“არ ილაპარაკოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში!” – გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

10/02/2021

გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.


რეკომენდაციებში მოცემულია საკლასო ოთახში, ტრანსპორტში, ბარ-რესტორნებსა და სახლში მოქცევის წესები.

ფხაკაძე საზოგადოებას კაფე-ბარებში დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს, ხოლო ტრანსპორტში კი დისტანციის დაცვასთან ერთად საუბრისგან თავის შეკავებას.

ფხაკაძის თქმით, დისტანცია უნდა დავიცვათ ოჯახებშიც.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ar-ilaparakot-sazogadoebriv-transportshi-giorgi-fkhakadze-sazogadoebas-afrtkhilebs/


ეს არის კრიმინალი, ეს არის ერის ღალატი – რომელ კომპანიებზე წერს გიორგი ფხაკაძე

13/02/2021

გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პირბადეების შესახებ წერს.


ფხაკაძე ასახელებს კონკრეტულ სააფთიაქო ქსელებს და ამბობს, რომ ისინი არასამედიცინო პირბადეს, სამედიცინოდ ასაღებენ.

„ეს არის კრიმინალი! ბოიკოტი GPS და ფარმადეპოს! არა სამედიცინო პირბადეებს ყიდიან ამ სააფთიაქო ქსელებში.

სურათები კარგად ნახეთ. ეს არის ერის ღალატი, როცა პანდემიის დროს აფთიაქში ყიდი არასამედიცინო პირბადეს და ასაღებ როგორც „სამედიცინოს“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-aris-kriminali-es-aris-eris-ghalati-romel-kompaniebze-tsers-giorgi-fkhakadze/


ვინც ტაძარში დადიხართ, დავანთოთ სანთლები და გავუშვათ ლოცვები… ის, რაც ხდება, მეცნიერებაში არ ჯდება…”

22/02/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის, დამოუკიდებელი ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კორონავირუსის ძველი შტამი უკან იხევს და ნელ-ნელა ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება, რაც მეცნიერულად აუხსნელია, მაგრამ ახალი, ბრიტანული შტამი ძალიან საშიშია და თუ ის საქართველოშიც შემოაღწევს, ქვეყნის ჯანდაცვა ვერ გაუძლებს.

ნახეთ ვიდეო: გიორგი ფხაკაძე პანდემიის „სასწაულზე“

“მოკლედ, ეს ძველი ვირუსი მიდის ქვევით და მართლა ხალხო, ვინც ტაძარში დადიხართ, არავინ არ იცის რა ხდება, დავანთოთ სანთლები და გავუშვათ ლოცვები თუ არსებობს რამე, იმიტომ, რომ მეცნიერებაში არ ჯდება, მაგრამ ვირუსი მიდის ქვევით, ძველ ვირუსზე მაქვს საუბარი, საქართველოში ძირითადად ძველი ვირუსია გავრცელებული. მაგრამ ახალი ვირუსი ძალიან ცუდია. ეს არის ძირითადად ბრიტანული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბრიტანული შტამი არ შემოვიდეს ქვეყანაში. კარანტინი უდნა იყოს გამკაცრებული. 14 დღიანი კარანტინი, ვინც ჩამოდის საზღვარგარეთიდან, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან. თუ ეს ვირუსი შემოვიდა, მას ევროპა ვერ უმკლავდება და საქართველო გაუმკლავდება?! არ გვინდა ეს ზღაპრები, რომ მაგარი ჯანდაცვა გვაქვს, ეს ზღაპრები ბავშვებს მოუყევით ძილის წინ, ჩვენი ჯანდაცვა დაიღალა, გადაიტვირთა”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vints-tadzarshi-dadikhart-davantot-santlebi-da-gavushvat-lotsvebi-is-rats-khdeba-metsnierebashi-ar-jdeba-giorgi-fkhakadze-pandemiis-sastsaulze/


ახალი შტამი არის საშიში, შეიძლება ორმეტრიანმა დისტანციამაც ვერ დაგვიცვას – გიორგი ფხაკაძე

26/02/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმარვაში მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბრობს.

გიორგი ფხაკაძის თქმით,მთავრობის გადაწყვეტილება არაადეკვატურია, რადგან კორონავირუსის ბრიტანული შტამი ძალიან საშიშია და უფრო სწრაფად ვრცელდება.

“როცა მე ვამბობ, რომ ეს არის ასე, ეს არ არის იმიტომ, რომ დილას ავდექი და რაღაც აზრები მომივიდა, ეს არის დაფუძნებული მტკიცებულებებზე, რომელიც არის შეგროვებული მთელი მსოფლიოდან და ჩემი პირადიგამოცდილებაც კი, ყველაფერი ნაზავი ერთად ამბობს, რომ ის გადაწყვეტილება, რაც არის მიღებული საქართველოში არის ნაადრევი და არ არის ადეკვატურ იმ ეპიდემილოგიური მდგომარეობის, რაც არის მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში და საქართველოში.

კი, ძველი ვირუსი მიდის ქვევით რაც ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ახალი ვირუსი ანუ ახალი შტამი, უძახიან ახალ შტამს, მაგრამ ჩემთვის ეს ახალი ვირუსია, ეს არის ბრიტანული კოვიდი. ბრიტანული კოვიდი არის საშიში… სამწუხაროდ ახალი ვირუსი უფრო გადამდებია, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ორმეტრიანმა დისტანციამაც ვერ დაგვიცვას. არანაირი დოლბანდიანი და კლაპანიანი პირბადეები არ დაგიცავთ. ერთადერთი სამედიცინო პირბადეები დაგიცავთ”, – განაცხადა ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/akhali-shtami-aris-sashishi-sheidzleba-ormetrianma-distantsiamats-ver-dagvitsvas-giorgi-fkhakadze/



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights