ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

„მესამე ტალღას მივიღებთ უფრო ადრე, ვიდრე ველოდებით“ – გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება და მიმართვა

09/01/2021

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება.


მისივე თქმით, მესამე ტალღა აპრილში დაიწყება და მთელი მსოფლიო მოლოდინის რეჟიმშია.

„მათემატიკური გათვლებით, მესამე ტალღა უნდა დაიწყოს აპრილში, მთელი მსოფლიო მოლოდინის რეჟიმშია, მაგრამ, ისევე, როგორც ჩვენ მოგვივიდა მეორე ტალღის შემთხვევაში, როცა ველოდებოდით ნოემბერში და მივიღეთ სექტემბერში, თუ არ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, იმის ნაცვლად, რომ მესამე ტალღა აპრილში იყოს და იქამდე კარგად მოვემზადოთ, მივიღებთ უფრო ადრე. ეს გადაწყვეტილებები არის ერთი და იგივე – პირბადის ხელმისაწვდომობა.


ყველა ამბობს, პირბადეო, კი ბატონო, მაგრამ თუ ის ღირს 1 ლარი და 60 თეთრი, ადამიანმა როგორ იყიდოს ის პირბადე, სუბსიდირება გააკეთონ, რომ პირბადე იყოს 5 თეთრი, ეს არის ერთადერთი წამალი, ვაქცინა, რომელიც არსებობს დღევანდელ მსოფლიოში კოვიდის საწინააღმდეგოდ“,– თქვა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/mesame-talghas-mivighebt-ufro-adre-vidre-velodebit-giorgi-fkhakadzis-gafrtkhileba-da-mimartva-khelisuflebas/


„ძალიან კარგ დიეტას გასწავლით, ეს იქნება ფხაკაძის დიეტა“ – გიორგი ფხაკაძის მორიგი რჩევა მოსახლეობას

10/01/2021

გაეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე თავის მორიგ ლაივჩართვაში მოსახლეობას პოსტკოვიდურ სიმპტომებზე ესაუბრება.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ამბობს, რომ კოვიდგადატანილი ადამიანები არ უნდა მოდუნდნენ და ისევ ყურადღებით დააკვირდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.


ექსპერტის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი პოსტკოვიდური სიმპტომები, როგორიცაა: უძილობა, დეპრესიული განწყობები და ფილტვებში სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები.

სწორედ კორონავირუსის მიერ ფილტვების დაზიანების გამო ფხაკაძე კოვიდგადატანილ ადამიანებს ურჩევს არ მოწიონ სიგარეტი.

„ბევრი ამბობს, რომ ამის გამო წონაში მოიმატებს, ნუ გეშინიათ, არ მოიმატებთ, ერთ კვირაში ძალიან კარგ დიეტას გასწავლით, მე ვიყენებ, ეს იქნება ფხაკაძის დიეტა“ – ამბობს ის და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ატარონ პირბადე, რადგან ეს არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/dzalian-karg-dietas-gastsavlit-es-iqneba-fkhakadzis-dieta-giorgi-fkhakadzis-morigi-rcheva-mosakhleobas/


“ეს კოვიდგადატანილების 25%-ს ემართება… კვლევები მაქვს ნანახი, რომელიც ჯერ არც დაბეჭდილა”

11/01/2021

კოვიდგადატანილებს 25%-ს დეპრესიული მდგომარეობა აქვთ და კარგად ვერ იძინებენ, – ამის შესახებ გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “ფეისბუქ live-ის” დროს განაცხადა.

“კვლევების მონაცემები მაქვს ნანახი, რომელიც ჯერ არ არის დაბეჭდილი, მაგრამ მალე დაიბეჭდება. იქ იყო საუბარი, რომ დაახლოებით 25% ადამიანების, ვინც გადაიტანა კოვიდი, კვლევა გვეუბნება, რომ რჩება დეპრესიული მდგომარეობა, ადამიანი კარგად ვერ იძინებს. ვითომ ხომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ძილში აქვს პრობლემა, ვერ იძინებს კარგად. მე არ ვიძახი, რომ ყველა, მაგრამ 100 ადამიანიდან, ვინც კოვიდი გადაიტანა 25 კარგად ვერ იძინებს.

ასევე არის დეპრესიული მდგომარეობა ადამიანი დეპრესიაში ვარდება, არაფერი არ მოწონს, ყველას ეჩხუბება, ცუდ ხასიათზეა, ცუდ პოსტებს წერს”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ფხაკაძე ურჩევს მოქალაქეებს დღე-ღამეში იძინონ არანაკლებ 8 საათი, რადგან უძილობა ამცირებს ადამიანის შრომისუნარიანობას, მოქმედებს მის ხასიათზე და აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.

“ძილი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, დღეში 8 საათი უნდა დაიძინოთ. როცა ნაკლები ძილი გაქვს, იმუნური სისტემა ჩამოდის ქვევით, თქვენ არახართ ძლიერები, თქვენ საქმეს ვერ აკეთებთ. როცა უძილობა გაქვს, ეს მოქმედებს მთელს თქვენს სისტემაზე და სხვა დაავადებებზე. დეპრესია ისეთი რამაა, რომ ძალიან რთულია და ოჯახის წევრების, მეგობრების და ფსიქოლოგის დახმარებაა საჭირო”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-kovidgadatanilebis-25-s-es-emarteba-kvlevebi-maqvs-nanakhi-romelits-jer-arts-dabetchdila-giorgi-fkhakadze-sazogadoebas-mimartavs/


სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი, 2023 წლამდე კოვიდი არსად არ წავა – გიორგი ფხაკაძე

12/01/2021

გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით კორონავირუსი 2023 წლამდე არსად წავა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ


ფხაკაძე საზოგადოებას ერთმანეთის გვერდში დგომისა და “ხელების დაკაპიწებისკენ” მოუწოდებს.

“სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ 2023 წლამდე კოვიდი არსად არ წავა.

ამიტომ, ქვეყანა უნდა გადავიყვანოთ სხვა რელსებზე. გვჭირდება გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა!
მკაცრი რეგულაციები სამედიცინო პირბადეზე და დისტანციაზე!

თავში ხელის წაშენის დრო არ არის, ახლა ხელების დაკაპიწების და შრომის დროა!
ერთმანეთის გვერდითდგომის დროა, რათა გადავრჩეთ!”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/simartles-unda-gavustsorot-tvali-2023-tslamde-kovidi-arsad-ar-tsava-giorgi-fkhakadze/


ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ელექტრონული ბარათი, სადაც თავმოყრილი იქნება სამედიცინო

14/01/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანამდე ბევრი ტექნიკური საკითხი მოუგვარებელია.

ფხაკაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა მოქალაქე ინდივიდუალური ელექტრონული ბარათებით, სადაც თავმოყრილი იქნება სამედიცინო მონაცემები.

“უნდა იყოს პოლიტიკური ნება, ან იყოს გამოცემული ბრძანება და ხვალიდან ყველა საავადმყოფოს დაევალოს, რომ ერთ თვეში დაიწყოს ელექტრონული ბარათების ხმარება, დატესტილია და მომზადებულია ყველაფერი.

სტომატოლოგიური კლინიკები უნდა გადასულიყვნენ პირველი იანვრიდან და მაქვს კითხვა, რატომ არ გადავიდნენ? პასუხი არ მაქვს სამწუხაროდ, მილიონობით ფულია დახარჯული მაგრამ არ გაკეთებულა”, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერში” საუბრისას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kvela-moqalaqes-unda-hqondes-individualuri-eleqtronuli-barati-sadats-tavmokrili-iqneba-sameditsino-monatsemebi-giorgi-fkhakadzis-initsiativa/


შეიძლება თუ არა ბავშვების აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით – გიორგი ფხაკაძის განმარტება

15/01/2021

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ბავშვები კორონავირუსის ვაქცინაშიაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ამის შესახებ ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ბავშვები, ზუსტად ისეთივე საფრთხის ქვეშ არიან პანდემიის გამო, როგორც უფროსები. განსაკუთრებით, ჭარბწონიანი ბავშვებისთვის არის საშიში კორონავირუსი. ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ჭარბწონიან ბავშვებს, ეს ვირუსი უფრო მძიმედ გადააქვთ. ამიტომ, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.

რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, ჯერჯერობით, არცერთ კომპანიას არ გაუკეთებია კვლევა, შესაბამისად, ბავშვები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვაქცინაციაში, ვინაიდან ჯერ, შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა,”- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/sheidzleba-tu-ara-bavshvebis-atsra-koronavirusis-satsinaaghmdego-vaqtsinit-giorgi-fkhakadzis-ganmarteba/


საპირფარეშოები სენსორებზე, ხალხმრავლობის კონტროლი მაღაზიებსა და ტრანსპორტში – ექსპერტების რეკომენდაც

19/01/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას, ოღონდ მკაცრი რეგულაციების დაცვით.

„ქვეყნის გახსნას ვეთანხმები, მაგრამ მკაცრი რეგულაციებით. როდესაც რამე საზოგადოებრივს ხსნი, პირველი, რაზეც უნდა იყოს ფოკუსირება, უნდა იფიქრო, სად არის ყველაზე დიდი გავრცელების წყარო. გავრცელების პირველი წყარო არის საპირფარეშო. ყველაფერი უნდა იყოს სენსორებზე, როგორც წყალი და ხელსახოცი უნდა იყოს ქაღალდის. ეპიდემიის კუთხით, ლილოს ბაზრობა უკეთესია, ვიდრე, მაგალითად, სითი მოლი. ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი,”-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2 -თან“ საუბრისას.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად უნდა გაკონტროლდეს ადამიანების რაოდენობა დიდ სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში და, ამასთან, გაიზარდოს PCR ტესტირებების რიცხვი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/sapirfareshoebi-sensorebze-khalkhmravlobis-kontroli-maghaziebsa-da-transportshi-eqspertebis-rekomendatsiebi/



გიორგი ფხაკაძე: საქართველოში წარმოებულმა პირბადემ ევროპული სერთიფიკატი მიიღო, საქმეში გარევა ჩემი…

31/01/2021

საქართველოში წარმოებულმა პირბადემ ევროპული სერთიფიკატი მიიღო. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.


„დიდი მადლობა “რესპირატორი”. არ დაგიმალავთ, ჩემი თხოვნა იყო ამ საქმეში გარეული… და შედეგი არის.

1. სამედიცინო პირბადეების ფასი საქართველოში 14-20 თეთრი გახდა.

2. სამედიცინო პირბადეების წონადობა გაიზარდა.

3. საქართველოში წარმოებულმა პირბადემ ევროპული სერტიფიკატი მიიღო“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-saqartveloshi-tsarmoebulma-pirbadem-evropuli-sertifikati-miigho-saqmeshi-gareva-chemi-tkhovna-iko/



ეთანხმებით მე-4 კლასელ გოგოს აბაშიდან, გიორგი ფხაკაძის შეფასებაში? – მედიკოსი სკოლაში დაწერილ თემას

23/01/2021

გაეროს მრჩეველი, ევროპაში მოღვაწე ქართველი ექიმი, გიორგი ფხაკაძე ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ პოპუალარულია. მის სოციალურ ქსელს ყოველდღიურად ასობით ადამიანი სტუმრობს, ეს ექიმის ვიდეოებზე დაწერილი კომენტარებიდანაც ადვილად ირკვევა. მის გულშემატკივრებსა თუ მიმდევრებს შორის როგორც აღმოჩნდა, პატარებიც არიან.


გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აბაშელი მე-4 კლასელი გოგოს დაწერილი თემის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც პატარა წერს, რომ გიორგი ფხაკაძე და კიდევ მისი რამდენიმე კოლეგა გმირები არიან.

პატარა გოგოს ყურადღების მიღმა არც ფხაკაძის ერთ-ერთი დამსახურება დარჩენია – თემაში „პანდემია საქართველოში” აღნიშნავს, რომ პირბადეების გაიაფება ცნობილი ექიმის დამსახურებაა.

მარიამ თოფურიამ ჯერ არ იცის მომავალში რომელ პროფესიას დაეუფლება, მაგრამ სურს, რომ ლევან რატიანის, ირაკლი კვეკვესკირის, ირაკლი ღოღობერიძისა და გიორგი ფხაკაძის მსგავსად, საქართველოს ისიც გამოადგეს…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/etankhmebit-me-4-klasel-gogos-abashidan-giorgi-fkhakadzis-shefasebashi-medikosi-skolashi-datseril-temas-aqveknebs/


ქორწილი არის და სიძე არ ვიცით ვინ არის, პატარძალზე ლაპარაკი ზედმეტია, ასეთი დაპირებებია ვაქცინაზე

24/01/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.


მისი თქმით, კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს.


„ქორწილი არის და სიძე არ ვიცით ვინ არის, პატარძალზე ლაპარაკი ზედმეტია – ასეთი დაპირებებია, რომლებიც ვაქცინაციას ეხება.

მე საერთოდ ვფიქრობ, რომ მოსახლეობას არ უნდა ველაპარაკოთ, როგორც პატარა ბავშვს, რომელმაც არაფერი არ იცის. მოსახლეობას გულღიად უნდა ველაპარაკოთ სიმართლე, უნდა იყოს გამჭვირვალობა“, – განაცხადა ფხაკაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/qortsili-aris-da-sidze-ar-vitsit-vin-aris-patardzalze-laparaki-zedmetia-aseti-dapirebebia-vaqtsinaze-giorgi-fkhakadze/



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights