ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

მეორე ტალღის პიკი დეკემბრის ბოლოს იქნება! – გიორგი ფხაკაძე

16/10/2020

გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინების და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პიკი დეკემბრის ბოლოს იქნება.


„რომ შეხედოთ დროს, აბსოლუტურად ერთი-ერთში ჯდება. იწყება ოქტომბერში, დეკემბრის ბოლოს იქნება პიკი, დეკემბრის ბოლოდან უკვე ჩამოდის ქვემოთ და მესამე, პატარა ტალღა იქნება, დაახლოებით, აპრილში-მაისში“, – განაცხადა „დღის კურიერში“ გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/meore-talghis-piki-dekembris-bolos-iqneba-giorgi-fkhakadze/


ეს მხოლოდ დასაწყისია, ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე ათასეული შემთხვევით გაიზრდება – ჯანდაცვის

17/10/2020

ჯანდაცვის სფეროში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას მძიმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.


როგორც მან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების პიკური დრო ნოემბრის ბოლოს იქნება.

გიორგი ფხაკაძე: მეცნიერებაზე დაფუძნებული ციფრები გვეუბნება, რომ საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში დაიწყება, იანვარში პიკი იქნება, იანვრის შემდეგ კი ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს. მესამე ტალღა აპრილ-მაისში გვექნება.

– ბატონო გიორგი, დღეს საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი ინდოეთის მონაცემზე 3-ჯერ მეტია. თქვენი შეფასებით, რამდენად რთულია საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია?

– ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაზე რთული თვე იქნება ნოემბრის ბოლოს, ეს იქნება ძალიან მძიმე დრო. ღმერთმა ქნას, ასე არ მოხდეს, მაგრამ საქართველოში ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე ათასეული შემთხვევებით გაიზრდება. ყველაზე საშიში არის სიკვდილიანობა, რომელიც რამოდენიმე კვირაში გაიზრდება. ჩვენ უკვე ერთ კვირაში დავინახავთ კორონავირუსით ინფიცირებულების მომატების შედეგს.

– რამდენად მაღალი იქნება სიკვდილიანობის ზრდა?

– დინამიკას რომ შევხედოთ, ალბათ, ჩვენ ერთ კვირაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება. თუ არ შეჩერდა ინფიცირებულთა ზრდა, სიკვდილობაც გაიზრდება. თანაც, მთავარია, რომ ბევრი მძიმე პაციენტი გვეყოლება. რამდენი იქნება, ეს კალკულაციის საკითხია.

– ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე პატარა ტალღა აპრილ-მაისში იქნება. რა გაძლევთ აღნიშნულის თქმის საფუძველს?

– გადახედეთ ესპანური გრიპის დროინდელ 1918-19 წლის რუკებს, ჩვენ ამ რუკას მივყვებით. იქაც აპრილ-მაისში იყო პატარა ტალღასავით. საქართველოშ მესამე ტალღა ძლიერი არ იქნება, რადგან სამედიცინო კუთხით უფრო მობილიზებულები ვიქნებით.

– თქვენი ვარაუდით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნის ალბათობა 6%-ია – რატომ ფიქრობთ ასე?

– ეს ჩემი სტატისტიკა არ არის. ეს არის გლობალურად ცნობილი სტატისტიკა. ნებისმიერი ვაქცინის შემუშავებას ერთი მილიარდიდან ხუთ მილიარდამდე თანხმა სჭირდება. რაც შეეხება დროს – საშუალოდ ორი წლიდან ხუთ წლამდე. ვაქცინების 94% არ მტკიცდება, ეს არის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ დებენ ფულს ვაქცინებში. ვაქცინა იქნება, მაგრამ როდის, არავინ ვიცით.

– საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე, არის თუ არა საჭირო ქვეყანაში უფრო მკაცრი რეგულაციების დაწესება?

– ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კარანტინი არ შემოვიღოთ, მაგრამ როცა შენ არ ხარ მზად ჯანდაცვის კუთხით, რომ შენს მოსახლეობას დაეხმარო, მაშინ სხვა გზა არ გაქვს. თუ თქვენ არ გაქვთ რეანიმაციული საწოლების საკმარისი რაოდენობა, მაშინ კეტავთ ქალაქსა და მერე ქვეყანას.

– საქართველოში არსებული ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობის ფონზე, უნდა განხორციელდეს შეზღუდვა, რომელზეც თქვენ მიუთიეთ?

– რა თქმა უნდა, სხვა გზა არა გვაქვს. ერთადერთი გზა არის ის, რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები. პირბადის სწორი ტარება, ორმეტრიანი დისტანცია და ხელების ხშირი დაბანა არის ამჟამად გამოსავალი, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შევამციროთ. პარიზში სახლიდან რომ გამოხვიდეთ, თუ პირბადე არა გაქვთ,135 ევროთი დაგაჯარიმებენ. საქართველოში რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმები ძალიან მაღალი უნდა იყოს.

დამთავრდეს ტკბილი ლაპარაკი, აქ არის საუბარი ადამიანის სიცოცხლეზე. რეალურად, საქართველოში არის კოვიდპაციენტებისთვის კარგი 500 რეანიმაციული საწოლი. ქვეყანა ვერ გაქაჩავს. ნახავთ, ქვეყანაში ორ კვირაში, რა მდგომარეობა იქნება.

– საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე, 31 ოქტომბერს არჩევნები უნდა ჩატარდეს?

– ვფიქრობ, რომ არჩევნების ჩატარება ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის და წინსვლისთვის. არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ შეზღუდვებით. ყველას მოგიწოდეთ, დაიცავით რეგულაციები, არ წახვიდეთ კლინიკებში, რადგან იქ დაინფიცირების შანსი ძალიან მაღალია.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-mkholod-dasatskisia-infitsirebulta-raodenoba-ramdenime-ataseuli-shemtkhvevit-gaizrdeba-jandatsvis-sferoshi-gaeros-generaluri-mdivnis-mrcheveli/



რა ვიტამინები უნდა მიიღოთ Covid-თან გასამკლავებლად – გაეროს მრჩევლის რეკომენდაციები

01/11/2020

გაეროს გენერალური მდივნის 10 მრჩევლიდან ერთ-ერთი ქართველი ექიმი გიორგი ფხაკაძე 20 წელია სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. ის აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის საკითხებში.


ის მოსახლეობას იმუნური სისტემის გაძლიერების რეკომენდაციას აძლევს. დიდი გამოცდილების მქონე ექიმის რჩევაა ვიტამინების მიღება, რეგულაციების დაცვა და არა ჩაკეტვა.


„ჩაკეტვების დიდი წინააღმდეგი ვარ. ჩაკეტვა ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს და ქრონიკულ დაავადებებსაც აძლიერებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკონომიკურ მდგომაროებაზე. პრობლემას კი არ უნდა გავექცეთ, თვალებში უნდა ჩავხედოთ და თავში ჩავარტყათ. ამ შემთხვევაში მუშაობს პირბადე, ორმეტრიანი დისტანცია და ხელების მალმალე დაბანა.

ამის გარდა, ადამიანებმა უნდა მიიღონ გააძლიერონ იმუნური სისტემა. აუცილებლად უნდა მიიღონ D 3 ვიტამინი და თუთია. ასევე, ზოგადად ვიტამინებით შეავსონ ორგანიზმი და სტრესი მინიმუმამდე დაიყვანონ. კორონავირუსი არ გვკლავს. არამედ – ჩვენი იმუნური სისტემა. სწორედ იმუნური სისტემა ებრძვის Covid-ს მწევლებსა და ალკოჰოლის მომხმარებლებს ვურჩევ უარი თქვან ამ მავნე ჩვევებზე.” – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ra-vitaminebi-unda-miighot-covid-tan-gasamklaveblad-gaeros-mrchevlis-rekomendatsiebi/


გიორგი ფხაკაძე: საქართველოში ნოემბერი უმძიმესი იქნება, გარდაცვლილთა რიცხვი კატასტროფულად გაიზრდება

01/11/2020

გაეროს გენერალური მდივნის 10 მრჩევლიდან ერთ-ერთი ქართველი ექიმი გიორგი ფხაკაძე 20 წელია სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. ის აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის საკითხებში.


„2020 წ. ნოემბერი – დეკემბერი იქნება უმძიმესი. რა ენაზე ვილაპარაკო აღარ ვიცი​” – სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ წერდა გიორგი ფხაკაძე, რომელმაც ვირუსზე ვრცლად ჟურნალ „სარკესთან” ისაუბრა.

„კოვიდმა აჩვენა, რომ ჩვენი სისტემა იქცევა. კორონავირუსის დაბალი მაჩვენებელი რომ იყო საქართველოში, ამაში ჯანდაცვის სისტემის როლი ნული იყო. იმუშავა პატრულმა და სწორად შეშინდა მთავრობა. კარანტინმა კარგად იმუშავა. როცა ეს ყველაფერი მოეშვა, მივიღეთ დღევანდელი მდგომარეობა.

ჯანდაცვის სისტემის რეალური სურათი ისაა, რაც დღეს ხდება – ათასობით ინფიცირებული. არ მჯერა, რომ ეს განზრახ გააკეთეს. ესაა პროფესიონალიზმის ნაკლებობით გამოწვეული.

მე იმ ჯგუფის ნაწილი ვარ, რომელიც ვამბობთ, რომ სამი ტალღა იქნება. ჩვენი გამოთვლებით მეორე ტალღა დეკემბერსა და იანვარში იქნება. მერე მაჩვენებელი ნელნელა ჩამოიკლებს. მესამე ტალღას ველით აპრილსა და მაისში, ეს ყველაზე პატარა ტალღა იქნება, მეორე კი – ყველაზე ძლიერი.” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-saqartveloshi-noemberi-umdzimesi-iqneba-gardatsvlilta-ritskhvi-katastrofulad-gaizrdeba/


კოვიდის გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს გაფანტულობა და მახსოვრობის პრობლემები – გიორგი ფხაკაძე

16/11/2020

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს რეკომენდაციებს აძლევს. მისი განცხადებით, ვირუსმა შესაძლოა დატოვოს ადამიანში გვერდითი ეფექტები, მათ შორის გაფანტულობა და პრობლემები მახსოვრობასთან.


„ადამიანს, ვინც გადაიტანა კოვიდი, ნუ იქნება ძალიან გახარებული, რომ კოვიდი დაამარცხა და ყველაფერი კარგად არის. ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით კოვიდიდან – პირველი თვე ნუ დაისტრესავთ ორგანიზმს, ნუ გადაიტვირთებით, სწორად იკვებეთ და სუფთა ჰაერზე იარეთ მინიმუმ, 30 წუთის განმავლობაში.

ახლა ნუ გადატვირთავთ სამედიცინო დაწესებულებებს, მაგრამ ყველაფერი რომ გადაივლის, მთლიანი გამოკვლევები ჩაიტაროთ. სამწუხაროდ, კვლევები წამოვიდა, რომ ძირითადად გვაქვს გვერდითი ეფექტები. ჩვენ დავინახეთ, რომ მენტალურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება იყოს გაფანტულობა, პრობლემები მახსოვრობასთან, შეიძლება იყოს უფრო მარტივი ფორმები, ან უფრო მძიმე,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „დღის კურიერში“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kovidis-gverditi-efeqtebi-sheidzleba-ikos-gafantuloba-da-makhsovrobis-problemebi-giorgi-fkhakadze/


ყველგან არის ვირუსი, ერთადერთი გზა არის სრული ჩაკეტვა – გიორგი ფხაკაძე

22/11/2020

საკმარისი იქნება თუ არა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება ვირუსის გავრცელების შესამცირებლად – ამ კითხვას გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ უპასუხა. მისი თქმით, „სანამ ჯაჭვის გადაცემას არ შევწყვიტავთ, ვირუსი არ გაჩერდება. ნაწილობრივი ჩაკეტვები, ნაწილობრივი ზომები მოგვცემს ნაწილობრივ შედეგს“

ამასთან, გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქართველო მეორე ტალღას მომზადებულად ვერ შეხვდა.

„ქვეყანაში მეორე ტალღა 24 აგვისტოს დაიწყო და სწორედ ამ დროიდან უნდა მიგვექცია ყურადღება უფრო მკაცრი შემზღუდავი ღონისძიების გამოყენებით. სანამ ჯაჭვის გადაცემას არ შევწყვიტავთ, ვირუსი არ გაჩერდება. ნაწილობრივი ჩაკეტვები, ნაწილობრივი ზომები მოგვცემს ნაწილობრივ შედეგს… როცა უკვე კლასტერები აღარ გვაქვს საქართველოში და ყველგან არის ვირუსი, ერთადერთი გზა არის სრული ჩაკეტვა, რაც მაგალითად, ჩინეთმა გააკეთა. რაც უფრო დიდხანს ვწელავთ, მით უფრო მწარე ჩაკეტვა უნდა გავაკეთოთ. სამწუხაროდ, ჩვენ გადავლახეთ არაერთი წითელი ხაზი და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას…


რაც შეეხება ლოკდაუნს, მე არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ არაერთი დოკუმენტი იყო გაჟღერებული აპრილში, რომ ის ქვეყანა, რომელიც დროზე დაკეტავს, დროზე გამოდის მდგომარეობიდან“-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kvelgan-aris-virusi-ertaderti-gza-aris-sruli-chaketva-giorgi-fkhakadze/



„ჩვენ ეპიდემიას ვერ ვაკონტროლებთ, ყოველი კვირა გვექნება სიკვდილიანობის ზრდა“ – გიორგი ფხაკაძე

22/11/2020

„როგორ უნდა იმუშაო ჯანდაცვის მინისტრად საქართველოში, როდესაც მთელი სისტემა განადგურებულია. მეგობრებო, ვინც ამას მწერთ, მწყევლით. ყველა ის ადამიანი, ვინც იძახის, რომ ქვეყანა არ უნდა ჩავკეტოთ, არის თქვენი მტერი“ – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქ ლაივის დროს განაცხადა.


ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ჩაკეტვა ერთადერთი გამოსავალია.

„ჩვენ ეპიდემიას ვერ ვაკონტროლებთ. ეს არის ცხადი და თუ ვინმე კიდევ ფიქრობს, რომ ამ ეპიდემიის მართვა კიდევ შესაზლებელია, მაინტერესებს საიდან აქვთ ეს მოსაზრებები. ჩვენ დავკაგეთ ყველა ის საშუალებები, რაც იყო აგვისტოდან დაწყებული.

ახლა გამოდის, რომ ყოველი კვირა გვექნება სიკვდილიანობის ზრდა. განა მიხარია, რასაც ვამბობ, საშინელებაა, მაგრამ რეალურად კოვიდ პაციენტების 5% არის მძიმე.

ჩაკეტვა დავაგვიანეთ. როცა ვთქვი, გამლანძღეს, გამთათხეს. ყველაზე მეტად მიკვირს, როცა ეკონომისტი ამბობს, რომ ვერ დავკეტავ, მესმის, არ ესმის ჯანდაცვა. მაგრამ როცა გაქვს სამედიცინო განათლება, გავლილი გაქვს ეპიდემიოლოგია და ამბობ, რომ ჩაკეტვას აზრი არა აქვს, ჩემამდე ვერ დადის.

კიდე ვერ გამოვედით, რომ უნდა გავყოთ ეკონომიკა, ჯანდაცვა და პოლიტიკა. ხალხნო, არ შეიძლება ჯანდაცვაში პოლიტიკოსები.

საქართველო მთვარეზეა განლაგებული? ჩვენს სამეზობლოში აფეთქება არ არის? ჩვენ ვართ განსხვავებულები? რითი? ჯანდაცვის სისტემა გაქვთ, ფული გაქვთ, ექიმებს მაგარი ხელფასი აქვთ თუ ყველაფერი აწყობილი გაქვთ?

ჩაკეტვა განა მიხარია, მარა სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენ ვართ ძალიან ჩავარდნილები. როცა გვეუბნებიან, რომ 4 ათასამდე დაინფიცირებულია, გგონიათ მეტი არ არის? რამდენია უსიმპტომო. პრაქტიკულად, ნახევარი ჯანდაცვის სისტემა არის ინფიცირებული. ბიოლოგიურ ომში ვართ. ჩემი თუ არ გჯერათ, გადახედეთ ჩინეთში რა ხდება, დრაკონული ზომებით ჩაკეტეს ქვეყნები, სხვა წამალი არ არსებობს… ადამიანის თუ არა, ღმერთის მაინც არ გეშინიათ, თვალებში ხომ უნდა ჩახედოთ მომავალს. დაფიქრდით, რას აკეთებთ“, – ამბობს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/chven-epidemias-ver-vakontrolebt-koveli-kvira-gveqneba-sikvdilianobis-zrda-giorgi-fkhakadze/



საქართველოს ყველა მოქალაქე კერძო საავადმყოფოს მძევალია – გიორგი ფხაკაძე

24/11/2020

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში პროფესორი, გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში არსებულ კოვიდ ვითარებას აფასებს და ამბობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში კერძო კლინიკების ჩართვა აუცილებელია. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.


გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში კერძო საავადმყოფოები უარს აცხადებენ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებაზე. მისივე თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ყველა რეანიმაციული საწოლის ნაციონალიზაცია.

„საქართველოში ჩვენ გვაქვს გენერალიზებული ეპიდემია, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ.


საქართველოს ყველა მოქალაქე არის კერძო საავადმყოფოს მძევალი. რომ იძახიან, საავადმყოფოებში საწოლი არ არის, როგორ არ არის? საქართველოში უფრო ბევრი საწოლია, ვიდრე საჭიროა. მაგრამ, კერძო საავადმყოფოებმა დაკეტეს თავის კარები და თქვეს, ჩვენ არ შევუშვებთ კოვიდიან პაციენტებს. რომ იძახიან არ გვაქვს რეანიმაციული საწოლები. კარგით რა…

დღეს გიორგობაა და მინდა მოგილოცოთ, მაგრამ რა უნდა მოგილოცოთ, ის რომ კერძო საავადმყოფოები აჯანყდნენ, რომ ფული უნდა გააკეთონ? საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?

საქართველოში სახელმწიფო საავადმყოფოები თითქმის არ არსებობს. ყველა კერძოა. ამიტომ ვამბობდი, ყველა რეანიმაციული საწოლის ნაციონალიზაცია მოხდეს. მორჩა ლაპარაკი. ხალხი კვდება. იგივე მთავრობის ექსპერტებიც კი. არ დავასახელებ სახელს. არადა ჩემზე უკეთესად იცის, რომ 10000-მდე ინფიცირდება დღეში და გენერიზებული ეპიდემიაა ქვეყანაში. დამთავრდა არჩევნები, დამთავრდა პოლიტიკა, მიხედეთ ჯანმრთელობას.

ჩვენ ახლა ვდგავართ კატასტროფის წინაშე, კი არ გატყუებთ, ვართ კატასტროფაში, იმიტომ რომ ჩვენ ვარ მძევლები კერძო კომპანიების, რომლებმაც პრაქტიკულად ჩაკეტეს საავადმყოფოები, ჩაკეტეს ლაბორატორიები და ყიდიან ტესტებს და საწოლებს. ჩვენ ვართ ყველა მძევლები“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველთან”.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/saqartvelos-kvela-moqalaqe-kerdzo-saavadmkofos-mdzevalia-giorgi-fkhakadze/


ეს იქნება მედიცინაში დიდი აფეთქება, ამას თავად ნახავთ … – გიორგი ფხაკაძე ვაქცინის შექმნის დეტალებზე

25/11/2020

მე, გიორგი ფხაკაძე გეტყვით, არ დაგიმალავთ – გაიკეთეთ ეს ვაქცინა. მერე თქვენ როგორც გინდათ ისე მოიქეცით,- ასე მიმართა მოქალაქეებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ პირდაპირი ჩართვის დროს, სადაც მან ვაქცინის შექმნაზე მუშაობის სტანდარტებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყველა ფარმაკოლოგიური კომპანია ცდილობს თავისი პროდუქტი გაასაღოს. მაგრამ საქართველო უნდა დაელოდოს არა ამერიკის, ან რომელიმე ქვეყნის გადაწყვეტილებას, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავლილ ყველა ექსპერტიზას.

„მართალია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც ბევრი შეცდომებია, მაგრამ მე მაქვს იქ მუშაობის გამოცდილება და ვიცი რა ხდება შიდა სამზარეულოში. იქ არიან ძალიან ბევრი ექსპერტები და ამასთან მათ ჰყავთ კიდევ დამატებით, მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები. იქ ძალიან მკაცრია იურიდიული სამსახური და მკაცრად კონტროლდება, რომ რომელიმე ექსპერტი არ იყოს დაინტერესებულ კომპანისთან კავშირში.

როცა იქ ექსპერტი ამბობს თავის მოსაზრებას, ის არის ნამდვილად დამოუკიდებელი. ეს არის პლუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ამიტომაც არის ბევრი კომიტეტი. რადგან თუ რამე „გაიპარება“ ერთ კომიტეტში, ის ვერ გამოეპარებათ მეორეში. შეჯახება მოხდება აზრების და შესაბამისად, არაფერი გამოეპარებათ. ამიტომ, დაუჯერეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. ის გეტყვით, თუ რომელია კარგი. დანარჩენი არის სპეკულაცია.

ახლა მეორე: მთლად კარგი ამბავიც არ მაქვს – სამწუხაროდ, დიდი, მდიდარი ქვეყნები მოიქცნენ არასწორად. ამ ქვეყნების ნაწილმა დაიწყო ფარმაკომპანიებთან მოლაპარაკება. გადაიხადეს წინასწარ ფული და უთხრეს,რომ როცა შენ ამ წამალს გააკეთებ, მე მომყიდე 50-100 მილიონი. აქედან გამომდინარე, თუ მომავალ წელს გვექნება ვაქცინა, ხელმისაწვდომობა იქნება ძალიან რთული საკითხი.

ბევრი მეკითხება ეს ვაქცინა სავალდებულო იქნება? – ვაქცინა ვერ იქნება სავალდებულო, მაგრამ თქვენამდე ეს ვაქცინა მოვა? – აი ეს არის კითხვა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ვაქცინა ჩვენამდე მოვიდეს. ვაქცინის ფასი იქნება 20-25 დოლარი.

-70 გრადუსი უნდა ამ ვაქცინას. ქარხანაში რომ დამზადდება -70 გრადუსზე უნდა იყოს, მერე მას სჭირდება ტრანსპორტირება. ბრიტანეთშიც კი არ აქვთ ისეთი ინფრასტრუქტურა რომ ეს შეინახონ და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა საქართველოში? – ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიქნებით. ვაქცინაზე წვდომა იქნება პრობლემური. ეს დამოკიდებულია ტრანსპორტირებაზე, ფინანსებზე და ა.შ“,- ამბობს ფხაკაძე.

ფხაკაძის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ ვსაუბრობთ ვაქცინაზე მაგრამ არ ვიცით რა ვაქცინაა.

„ეს როგორ არის იცით? – აი, ცოლი მომყავს. დაგპატიჟეთ. დეკემბერში მაქვს ქორწილი, მაგრამ არავინ იცის ვინაა პატარძალი. ზუსტად ეს მდგომარეობაა.

საშიშროება არის ის, თუ ჩვენ ვიჩქარეთ და და ნაჩქარევი ვაქცინა გავაკეთეთ, ის გამოიწვევს უკუშედეგს. რას გამოიწვევს გლობალურ პრობლემას და ამ უკუჩვენების ფონზე ხალხი აღარ დაიჯერებს რომ კარგი ვაქცინა არსებობს და მას აღარ გაიკეთებს. მე გპირდებით, თუ მე გეტყვით, რომ ეს ვაქცინა გავიკეთე და ეს არის კარგი ეს რეკლამაში არ ჩაითვლება.

ასევე გთხოვთ, „ანტივაქცინის მოძრაობის“ წარმომადგენლებს – ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ.

ვაქცინა იქნება. ორი აზრი არ არსებობს. ამის პარალელურად გაჩნდება სხვა დაავადების წინააღმდეგ ახალი წამლები და ვაქცინები გაჩნდება. რადგან ამ ვაქცინაზე მუშაობის პროცესში იქნება შეცდომები, რაც სხვა დაავადებებზე დადებითად იმოქმედებს. 2-3 წელიწადში წლიდან მედიცინაში იქნება დიდი აფეთქება, ამას თქვენ თავად დაინახავთ“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-iqneba-meditsinashi-didi-afetqeba-amas-tavad-nakhavt-giorgi-fkhakadze-vaqtsinis-sheqmnis-detalebze/



მძიმე ახალი წელი გვექნება – გიორგი ფხაკაძის პროგნოზი

25/11/2020

სამედიცინო საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ ქვეყანას საკმაოდ მძიმე დეკემბრის თვე და ახალი წელი ელოდება.


მისი თქმით, ჯერჯერობით, მისი პროგნოზი უკეთესობისკენ არ იცვლება და თუ რამე არ შეიცვალა, ვირუსის გავრცელების კონტროლის მხრივ, შეიძლება პირიქით, გაუარესდეს კიდეც.

„მე არაფერი შემიცვლია, როდესაც რამეს ვამბობ, მტკიცებულების საფუძველზე ვამბობ, მძიმე ახალი წელი გვექნება, ესეც კიდევ კალკულაციაა, თუ რაღაც ზომები არ იქნა მიღებული სასწრაფოდ, კიდევ უფრო მძიმე იქნება და მე იმედი მაქვს, რომ საღი გონება გაიმარჯვებს,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/mdzime-akhali-tseli-gveqneba-giorgi-fkhakadzis-prognozi/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights