ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

„გოგოებო და ქალბატონებო მაქსიმალურად გაავრცელეთ…“ – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

29/01/2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ქალებს მიმართავს და პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
“გოგოებო და ქალბატონებო მაქსიმალურად გაავრცელეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.


ძვირფასო გოგოებო და ქალბატონებო, შეგახსენებთ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ), რომელიც ვაქცინით მართვადი დაავადებაა.
უფასო ვაქცინაცია ტარდება პირველადი ჯანდაცვის რგოლში – პოლიკლინიკებში.
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასოა 10-26 წლის ასაკის გოგოებისთვის”, – წერს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/gogoebo-da-qalbatonebo-maqsimalurad-gaavrtselet-giorgi-fkhakadzis-mimartva


გიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის

02/02/2023

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის.


„მინდა, საჯაროდ ბოდიში მოვუხადო ბატონ ამირანს. ბატონი ამირანი იყო და არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოჩენილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა.


როგორც დარგის ექსპერტი, ყოველთვის არ ვეთანხმებოდი (დასაბუთებულად) მის პოზიციას/მოსაზრებას და ასევე უფრო მაღალ სტანდარტს ვითხოვდი მისგან, ვინაიდან ის არის მაღალი დონის ექსპერტი არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც.


პროფესიულ საკითხებზე კამათი, ეს არის ჯანსაღი პროცესი პროფესიულ სფეროში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ამირანი პირადად ჩემზე არასდროს იყო გაბრაზებული. პირიქით, პროფესიონალები ძლიერ/დასაბუთებულ კრიტიკას ვაფასებთ.


საჯაროდ გამოქვეყნებულმა მიმოწერამ, სამწუხაროდ, ნათლად გვაჩვენა, თუ რატომ ახორციელებდა ბატონი ამირანის უწყება ამ ბოლო პერიოდში ასეთი ტიპის გაუგებარ გადაწყვეტილებებს! მინდა, საჯაროდ ბოდიში მოვუხადო ბატონ ამირანს, ვინაიდან მე არ მქონდა ზემოაღნიშნული ინფორმაცია.“ – წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/giorgi-fkhakadze-amiran-gamyrelidzes-bodishs-ukhdis


,,იწვევს ორგანიზმის დაზიანებას და ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას” – გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება

10/02/2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას მიმართავს.


პროფესორი მედიკამენტების გადაჭარბებული მოხმარების საზიანო შედეგებზე საუბრობს.


ამასთან, როგორც გიორგი ფხაკაძე წერს, ექიმის დანიშნულების გარეშე წამლების მიღება სახიფათოა.


,,მედიკამენტების გადაჭარბებული მოხმარება იწვევს მეორად თავის ტკივილის აშლილობა, რომელიც ასევე იწვევს ორგანიზმის დაზიანებას და ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას.

არ მიიღოთ წამლები ექიმის დანიშნულების გარეშე! არასწორი მკურნალობა არის საშიში.

გახსოვდეთ, ბებო მაროს და დეიდა იზოლდას წამალი თქვენ არ გამოგადგებათ ვინად მათი დიაგნოზები არ არის თქვენი დიაგნოზი!

ჯანმრთელობას გისურვებთ …”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/itsvevs-organizmis-dazianebas-da-tskhovrebis-khariskhis-daqveitebas-giorgi-fkhakadzis-gafrtkhileba


„ცხოვრებაში უკვე მეორედ სიკვდილს ჩავხედე თვალებში…“ – რა შეემთხვა გიორგი ფხაკაძეს

05/03/2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თავს გადახდენილ ისტორიას გვიყვება.


როგორც ფხაკაძე ამბობს, ცხოვრებაში უკვე მეორედ სიკვდილს ჩახედა თვალებში.


„არ ვიცი სახეზე როგორი ფერი მაქვს. ახლა ჩამოვფრინდი ჟენევიდან სტამბოლში და ცხოვრებაში უკვე მეორედ სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ხომალდი სტამბოლში დაჯდა, გაიარა ცოტა ხანი და ისევ ზევით ავიდა. ხომალდზე როგორი სიწყნარე იყო იცით, კაციშვილი ხმას არ იღებდა. დაახლოებით ნახევარი საათი სტამბოლის თავზე დავფრინავდით და დაჯდომის დროს არსებული სიჩუმის მსგავსი, მთელი ცხოვრების მანძილზე არასდროს მინახავს. სრული შოკი იყო, არ მჯერა, რომ ცოცხალი ვარ. ძალიან დიდი სტრესი იყო. სომალის გადავურჩი და სტამბოლში, რომ მეხეთქა თავი, ხომ უბედურება იქნებოდა. ხალხო, თითოეული წუთი შეირგეთ. არავინ იცის, რა იქნება ხვალ”, – საუბრობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/tskhovrebashi-ukve-meored-sikvdils-chavkhede-tvalebshi-ra-sheemtkhva-giorgi-fkhakadzes


„უმაგრესი ამბავია…“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე

15/03/2023

„უმაგრესი ამბავია, დენგეს ცხელების ვაქცინა დაამტკიცა ბრაზილიის წამლის სააგენტომ!“, – ამის შესახებ საზოგადოებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„დენგეს ცხელების საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც წამალი არსებობდა! ეს ვერაგი დაავადება კოღოების მიერ ვრცელდება (ძირითადად ტროპიკულ კლიმატურ ზონებში). ყოველ წელს დაახლოებით 390 მილიონი ადამიანი ინფიცირდება და სიკვტილობა 13%-დე ადის თუ პაციენტი დროულად არ იქნა ჰოსპიტალიზებული.


2003 წელს მე ჩავატარე კვლევა ჩემს კოლეგასთან ერთად ინდოეთში დენგეს ცხელების შესახებ « Dengue Vectors in Chennai City ». კვლევა წარდგენილი იყო იორკის უნივსრსიტეტის მიერ ორგანუზებულ კონფერენციაზე. ამ კვლევის ჩატარების პროცესში პირადად არ ერთი ათეული დაავადებული ადამიანი მოვინახულე და ვნახე თუ რა ვერაგია ეს ვირუსი“,- წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/umagresi-ambavia-ras-tsers-giorgi-fkhakadze


მომაკვდინებელი სოკოს კანდიდას შემთხვევების რიცხვი იზრდება – რა სიმპტომებით ხასიათდება

23/03/2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მომაკვდინებელი სოკოს კანდიდას შემთხვევების ზრდის შესახებ წერს.


გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ შემთხვევების ზრდა კორონავირუსს უკავშირდება.
გიორგი ფხაკაძე ასევე წერს, რომ ეპიდემიის საშიშროება ჯერ არ არის, თუმცა ექსპერტი საზოგადოებას გარკვეულ რჩევებს აძლევს.


„მომაკვდინებელი (ინფიცირებულთა 60% სიკვდილიანობა დაფიქსირდა) სოკოს კანდიდას შემთხვევების რიცხვი იზრდება. ზრდა, სავარაუდოდ, უკავშირდება კორონავირუსს. ეპიდემიის საშიშროება ჯერ არ არის.


მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა სასიკვდილო სოკოვანი ინფექციის შემთხვევები Candida auris, რომელიც მდგრადია წამლების უმეტესობის მიმართ.


ინფექციონისტების თქმით, Candida auris, ან, როგორც მას ასევე უწოდებენ, candida aureus, არის საფუარის მსგავსი გამომწვევი აგენტი.


ეს სოკო ითვლება იდეალურ პათოგენად. ის პირველად 2009 წელს გამოვლინდა. ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ინფექცია შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში იყოს აქტიური სხვადასხვა ზედაპირზე.


ბოლო დრომდე ითვლებოდა, რომ Candida auris იშვიათად აინფიცირებს თბილსისხლიან ცხოველებს, რადგან ის ვერ მრავლდება და იზრდება 37 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე. თუმცა, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ სოკო წლების განმავლობაში ვითარდებოდა და კარგად ერგება მაღალ ტემპერატურას. გარდა ამისა, ეს სოკო პრაქტიკულად იმუნურია იმ ანტიფუნგალური აგენტების მიმართ, რომლებიც დღეს არსებობს.


სოკოს დიაგნოსტიკა ლაბორატორიული მეთოდებითაც კი ადვილი არ არის, რადგან მის გამოსავლენად სპეციალური ტექნიკური საშუალებებია საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ პათოგენის ზოგიერთმა შტამმა აჩვენა წინააღმდეგობა სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების ყველა სერიის მიმართ, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია.


რა არის მისი სიმპტომები:
ტაქიკარდია; არტერიული წნევის არასტაბილურობა; თირკმლის დაზიანება; სუნთქვის პრობლემები; სისუსტე და ძილიანობა; მოძრაობის სირთულეები; რეპროდუქციული ორგანოების დაზიანება; პანკრეასის დარღვევა; კუჭის დისკომფორტი.


ექიმები აღნიშნავენ, რომ ინფექციის მიმართ ყველაზე მგრძნობიარენი არიან ადამიანები, რომლებსაც ახლახან ჰქონდათ დაავადება, რომელმაც იმუნიტეტის მკვეთრი დაქვეითება გამოიწვია. გარდა ამისა, Candida auris ითვლება ნოზოკომიურ ინფექციად.


„ეს ნიშნავს, რომ ძირითადად ავადდებიან ისინი, ვინც საავადმყოფოებშია. რა პირობებია საჭირო ინფექციისთვის? ამისათვის საკმარისია სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრა და ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება დიდი ხნის განმავლობაში“, – განმარტავენ ინფექციონისტები.


ექიმების აზრით, დაავადების გავრცელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს კოვიდ პაციენტებში ანტიბიოტიკების დიდ მოხმარებასთან.
დაავადება ვლინდება ექსკლუზიურად კონკრეტულ ადამიანში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში და დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა ანტიბიოტიკებით.


კორონავირუსის დროს ბევრმა პაციენტმა მიიღო არა მხოლოდ ანტიბიოტიკოთერაპია, არამედ ჰორმონული პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც თრგუნავს იმუნურ სისტემას, ასუსტებს ორგანიზმს და ქმნის შესანიშნავ პირობებს საშიში სოკოთი ინფექციისთვის.


გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი კანდიდოზი საკმაოდ ადვილი დასათრგუნავია, ინფექციის ვარიანტი, რომელიც გამოწვეულია კანდიდას ეგზოტიკური ვერსიებით, უკიდურესად რთულად განკურნებადია, აღნიშნა სპეციალისტმა.


„თუმცა, არ უნდა ველოდოთ დაავადების პანდემიას და ძლიერ გავრცელებას. Candida aureus არ გადადის კლასიკური მეთოდებით: საყოფაცხოვრებო საშუალებებით, ჰაერწვეთოვანი წვეთებით, ჩვეულებრივი ჭურჭლით ან საკვებით, განმარტეს ექიმებმა.
ანტიბიოტიკები, რომელთა მიმართაც დაავადება მგრძნობიარეა, ხელმისაწვდომია, მაგრამ ისინი ძალიან ძვირია.


„ექინოკანდინები და პრობიოტიკები რეკომენდებულია როგორც პირველი რიგის თერაპია, მაგრამ კომბინირებული თერაპია სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან უფრო პერსპექტიული მკურნალობაა“.
მკურნალობის ხანგრძლივობა ყველა პაციენტისთვის განსხვავებულია. ამასთან, თუ ექიმები არასწორ თერაპიას აირჩევენ, სიკვდილის თავიდან აცილება შეუძლებელია,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/momakvdinebeli-sokos-kandidas-shemtkhvevebis-ritskhvi-izrdeba-ra-simptomebit-khasiatdeba


მსოფლიო, მათ შორის საქართველო 3 ტიპის ტალღას გადაიტანს! – გაეროს გენმდივნის მრჩეველი

06/04/2020

„ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დიდი ტალღისთვის არ არის მზად. დიდი თუ იქნება, ამას ვერ გავუძლებთ.


ერთადერთი წამალი საქართველოსთვის არის სოციალური დისტანცირება“ , – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ, ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ მსოფლიო, მათ შორის საქართველო 3 ტიპის ტალღას გადაიტანს. ყველა ექსპერტები ვთანხმდებით, რომ ეს ეპიდემია არის ანარეკლი ე.წ. ისპანკის პანდემიის. გვექნება სამი ტალღა პირველი – საშუალო დონის ტალღა, მეორე ძალიან დიდი და მტკივნეული და მესამე იქნება ბოლო ტალღა, რომელიც იქნება დამარცხება ამ ვირუსის“, – აღნიშნა ექსპერტმა

მისი თქმით, საქართველოში პანდემიის პირველი ტალღა ზაფხულამდე მორჩება და შემდგომ სავარაუდოდ მეორე ტალღა დაიწყება ოქტომბრიდან. ექსპერტის თქმით, ეს დრო უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ სამედიცინო თვალსაზრისით მომზადებულები დავხვდეთ.

„ყველა ქვეყანას სხვადასხვა სტრატეგია აქვს. ალბათ ჩვენ გვექნება ზაფხულამდე პირველი ტალღა და მეორე ტალღა დაიწყება ოქტომბრის თვისთვის. ეს ზაფხულის დერეფანი უნდა გამოვიყენოთ და მოვმარაგდეთ“ , – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ

კითხვაზე, რას ნიშნავს მეორე ტალღა და რატომ იქნება უფრო მძიმე, ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი ხალხის გადაღლა იქნება, რომლებსაც გარეთ გასვლა მოუნდებათ.

„ხალხი დაიღლება და დაიწყებს გარეთ გამოსვლას. ეს არის ადამიანი ბუნება. აქედან გამომდინარე იქნება დამოკიდებულება „მე კარგად ვარ არაფერი მჭირს“. ნახეთ რა ხდება სინგაპურში, იქ წავიდა მეორე ტალღა. თავიდან კონტროლი ჰქონდათ, მაგრამ ახლა ისევ დაიწყეს გარეთ გამოსვლა“ – განაცხადა გაეროს გენმდივნის ექსპერტმა.

გიორგი ფხაკაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ ამ ეტაპამდე სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, თუმცა ეს მომავლისთვის არ არის საკმარისი.

„ძალიან მიხარია რომ სახელმწიფომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ რომ კიდევ უფრო მკაცრი ზომებია გასატარებელი. მე ვფიქრობ რომ პირველ ეტაპზე სანამ არ გვაქვს დიდი აფეთქება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ გავაძლიეროთ ჩვენი საკარანტინო საშუალებები.

პირველი არის – სოციალური დისტანცირება. თუ გავდივართ გარეთ, შევეცადოთ 2 მეტრის დისტანციით არ გვქონდეს კონტაქტი არავისთან.

მეორე საკითხია ტესტირება – უნდა მოხდეს მიზნობრივი და არა მთელი მოსახლეობის ტესტირება, რადგან რადგან ჩვენ არ ვართ სამხრეთ კორეა, ირლანდია და სხვა ქვეყნები. ჩვენი რეალურად ფინანსური, თუ ტექნიკური საშუალებების, არ გვაქვს რომ ეს გავაკეთოთ, ამიტომ მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება აბსოლიტურად ყველგან უნდა იყოს“, – აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არ არის მყარი და დიდი ეპიდაფეთქების შემთხვევაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უბრალოდ ვეღარ გაუმკლავდება ეპიდემიას.

„ჯანდაცვის სისტემა არ არის ძალიან მყარი. ბოლო 15 წელი ჩვენ ვმუშაობდით პროექტებზე,მაგრამ გვაკლდა დიდი სტრატეგიული ხედვა, ვთქვათ იყო ერთი პროექტი მუშაობდნენ ამაზე, მაგრამ არ იყო ხედვა, რომ აგვეშენებინა მყარი ჯანდაცვის სისტემა.

საქართველომ დრო მოიგო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგ მდგომარეობაში ვართ. ყველაფერი კარგად არ არის, გადავხედოთ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და სამედიცინო პერსონალს, მათ აღჭურვილობას, პერსონალური დაცვით ბარიერებს, პირბადეებს და ა.შ. ამისი ნაკლებობა არის“ , – აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ვირუსის შესაჩერებლად უპირველეს ყოვლისა საქართველოში უნდა დაიწყონ ყველა სამედიცინო მუშაკის ტესტირება.

„რეალური სურათი რომ დავინახოთ ყველა ჩვენი სამედიცინო მუშაკი უნდა დავტესტოთ, განსაკუთრებით საგანგებოს ექიმები. თუ ჩვენ ეს არ გავაკეთოთ, უკვე გვექნება ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ჩვენი ექთნები არიან რისკ ჯგუფში. ძალიან ბევრ საავადმყოფოებში ექიმების და ექთნების საშუალო ასაკია 60 წელი“, – განაცხადა გაეროს გენმდივნის მრჩეველმა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/msoflio-mat-shoris-saqartvelo-3-tipis-talghas-gadaitans-gaeros-genmdivnis-mrcheveli/



ეს არ არის პარაცეტამოლი, ეს არის ვაქცინა და დაჩქარება საშიშია – გაეროს ექსპერტი

06/04/2020

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ამჟამად მსოფლიოში 50-მდე ლაბორატორია მუშაობს ვაქცინაზე, თუმცა ის სრულყოფილ სახეს ჯერ ვერ მიიღებს.


ამის შესახებ მან ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ ილაპარაკა.

„ყველა ეს ვაქცინა არც 6 თვეში, არც 7 თვეში არ იქნება მზად. რომც იყოს დამტკიცებული ჯანმოს მიერ, ამას სჭირდება დრო. ყველას გვეჩქარება, ყველაზე ექსტრემალურ შემთხვევასაც სჭირდება 12 თვე. შესაძლებელია დაჩქარება, მაგრამ საშიშროებაც არის.

შიდსის ვაქცინაზე მაგალითს გეტყვით: ვაქცინის გამოშვება დააჩქარეს და პირველ სტადიაზე რომ გადავიდნენ, 50 ადამიანი დაინფიცირდა და არ იმუშავა ვაქცინამ.

ეს არ არის პარაცეტამოლი, ეს არის ვაქცინა და დაჩქარებაც შეიძლება საშიშიც იყოს. მინიმუმ 1 წელი სჭირდება“ – განაცხადა ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-ar-aris-paratsetamoli-es-aris-vaqtsina-da-dachqareba-sashishia-gaeros-eqsperti/


იქნება ძალინ მძიმე სურათი, სიკვდილიანობა იქნება ძალიან მაღალი! – გაეროს ექსპერტი ოკუპირებულ…

06/04/2020

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ, ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ საუბრის დროს აღნიშნა, რომ საქართველოში ეპიდემიის დროს ყველაზე მეტად შესაძლოა ორი ოკუპირებული რეგიონი დაზარალდეს.


„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ამ ორ რეგიონში ჩვენს მოქალაქეებს. იქნება ძალინ მძიმე სურათი, სიკვდილიანობა იქნება ძალიან მაღალი თუ არ მიეცა საქართველოს დახმარების საშუალება და ამ რეგიონში იქნება არასასხარბიელო სიტუაცია.

ჩემი პროგნოზი არის, რომ ეს ორი რეგიონი ყველაზე ძლიერ დარტყმას მიიღებს ამ ეპიდემიის შედეგად“ , – აღნიშნავს ექსპერტი.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/iqneba-dzalin-mdzime-surati-sikvdilianoba-iqneba-dzalian-maghali-gaeros-eqsperti-okupirebul-regionebze/


დადოს სიკვდილიანობის მთლიანი მაჩვენებელი, არამხოლოდ ეს 6 ქეისი! – გიორგი ფხაკაძე

27/04/2020

ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დადოს სიკვდილიანობის მთლიანი მაჩვენებელი საქართველოში. არამხოლოდ ეს 6 ქეისი, რომელიც ოფიციალურადაა დადასტურებული, არამედ გასაკეთებელია მთლიანად სტატისტიკის ანალიზი.

ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ „ტვ პირველის ეთერში“ განაცხადა.

„ერთი რამე რაც ვიცით დაზუსტებით, რომ ვაქცინა არ გვექნება ახლო მომავალში, წამალიც რათქმაუნდა არ გვექნება დაახლოებით 6 ან მეტი თვე. ვიცით, რომ ერთადერთი წამალი სოციალური დისტანცირებაა.

რაც შეეხება სიტუაციას საქართველოში, კარანტინის მთელი პროცესი, რომელიც განხორციელდა იყო ეფექტური. შესაბამისად მოგვცა პოზიტიური შედეგი.

თუმცა, როცა ვლაპარაკობთ ჯანდაცვის სისტემაზე, ჩემი პირველივე კომენტარი, როცა მომეცა საშუალება, იყო რომ ჯანდაცვის სისტემას უნდა გავუფრთხილდეთ.

რომელიც პრაქტიკულად დაუცველია, შეხვდა დაუცველი და სამწუხაროდ ახლაც დაუცველია, რასაც ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა საავადმყოფოებში.

როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სტატისტიკაზე, ბაზისური ეპიდემიოლოგიაა – თუ თქვენ ბევრ ტესტებს ჩაატარებთ, ბევრ ადამიანს აღმოაჩნდება.

საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი – ამ ბოლო სამი თვის მანძილზე, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დადოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში.

არამხოლოდ ის, რომელიც მოხვდა ინფექციურ საავადმყოფოში, ანუ ეს 6 ქეისი. მთლიანად სტატისტიკის ანალიზია გასაკეთებელი.

სახელმწიფოს ჰქონდა დრო, რომ მოემზადებინა ბევრ მიმართულებაში და მე ვფიქრობ, რომ ინფორმაციის შეგუებლობის, კუთხით გვაქვს ნაკლოვანება.

ექსპერტებს, მათ შორის მეც, გვიჩნდება კითხვები რატომ არ გვაქვს საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში.“- განაცხადა ფხაკაძემ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/dados-sikvdilianobis-mtliani-machvenebeli-aramkholod-es-6-qeisi-giorgi-fkhakadze/



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights