პარასკევი, მაისი 1, 2026

გიორგი ფხაკაძე ბავშვებში ახალი ტიპის ჰეპატიტის შესახებ საუბრობს და მშობლებს რჩევას აძლევს

08/05/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ბავშვებში გავრცელებული ახალი ტიპის ჰეპატიტზე სოციალურ ქსელში საუბრობს.


“ბავშვებში გავრცელებული ახალი უცნობი ჰეპატიტი – ბოლო მონაცემები!


300 ბავშვი (109 ამერიკაში, 160 ბრიტანეთში) 20 ქვეყნიდან (საქართველოში ჯერ არ არის დაფიქსირებული) დაინფიცირდა ახალი ტიპის ჰეპატიტით.


სამწუხაროდ,დაინფიცირებული ბავშვების:
90% ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია.
10%-14%-ს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა.
ბრიტანეთში უკვე 11 ბავშვს გადაუნერგეს ღვიძლი.
ძირითადად 5 წლამდე ბავშვები ინფიცირდებიან.
ათამდე ბავშვი გარდაიცვალა (5 ამერიკაში, 1 ბრიტანეთში, სხვა მოგვიანებით დადასტურდება)
ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი.


სავარაუდოდ ეს “AAV-2” ადენო ვირუსია, ასევე “F41” ვირუსსაც ვარაუდობენ,
არაა დადასტურებული, მაგრამ, სავარაუდოდ, დაინფიცირება შეინიშნება შინაური ძაღლებიდან, ვინაიდან თითქმის ყველა ბავშვს ჰქონდა შეხება ძაღლებთან.


ეს ინფორმაცია ცირკულირებს სამეცნიერო საზოგადოებაში 2021 წლის ოქტომბრიდან და უკვე 8-9 კვირაა (2022 წლის აპრილის დასაწყისიდან) უფრო გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი და გაიზარდა ინფიცირებულების რაოდენობა, მაგრამ დღემდე ამ ბავშვებში ჰეპატიტის ზუსტი მიზეზი უცნობია.


ჯერჯერობით ინფიცირების რაოდენობა არ არის საგანგაშო, მაგრამ საყურადღებოა.


პრაქტიკული რჩევები მშობლებს:
არავითარი პანიკა;
დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში;
მუქი შარდი;
ნაცრისფერი განავალი;
კანის ქავილი;
კუნთების და სახსრების ტკივილი;
მაღალი სიცხე;
ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ.
ბავშვი გრძნობს დაღლილობას;
მადის დაკარგვა;
ტკივილი მუცლის არეში.


გირჩევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს პედიატრთან.ხელების ხშირად დაბანა საკმაოდ კარგი პრევენციული მექანიზმია!არავინ იცის ბოლომდე/დაზუსტებით, საიდან, რატომ ან როგორ ვრცელდება ეს ჰეპატიტი!დადასტურდა, რომ კოვიდ ვაქცინებთან არანაირი კავშირი არ არის, დაინფიცირებული ბავშვები არავაქცინირებულები იყვნენ.ჯანმრთელობას გისურვებთ!” – წერს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/giorgi-fkhakadze-bavshvebshi-akhali-tipis-hepatitis-shesakheb-saubrobs-da-mshoblebs-rchevas-adzlevs


„მინდა დავიჩოქო თქვენ წინაშე“ – გიორგი ფხაკაძე ქართველ ემიგრანტებს მიმართავს

09/05/2022

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საუბრობს, რომ ის საფრანგეთში უვლიდა 85 წლის მეგობარს, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა.


ის აქვე მიმართავს იმ ემიგრანტებს, რომლებიც ოჯახებში მომვლელებად მუშაობენ და ამბობს, რომ მის თვალში ეს ადამიანები გმირები არიან:


„იმ ქართველ ქალბატონებს, რომლებიც არიან იტალიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში, რომლებიც მუშაობენ ოჯახებში და რომლებიც ეხმარებიან მოხუცებს, თქვენ რა მაგრები ყოფილხართ?


ცხოვრებაში უნდა გააკეთო ისეთი რაღაც, რაც შეიძლება ცოტა უცნაური იყოს, შეიძლება არ იყოს სტანდარტული, მაგრამ შენ ფიქრობ, რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს ადამიანის სიცოცხლეა.


განსაკუთრებით, როდესაც ადამიანს მრავალი წლის მანძილზე ბევრი რამ გაუკეთებია და ახლა გაქვს შანსი, მადლობა უთხრა, მთავარია ახლოს იყო და მე ვუთხარი, მე ვიქნები-მეთქი.


ორ კვირაზე მეტია, ასეთ კარგ ბუნებაში, ვარ პარიზის გარეუბანში და ვეხმარები, არაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ ერთად ვსვამთ, ერთად ვჭამთ, მაგრამ ის იცის, რომ გვერდით არის ვიღაც, პრობლემა რომ იყოს.


ეს მანდილოსნები, ვინც ევროპაში ხართ და მოხუცებს უვლით, თქვენ ხართ ანგელოზები. სასწაული ხალხი..


მინდა დავიჩოქო თქვენ წინაშე, იმიტომ, რომ თქვენ სასწაული საქმეს აკეთებთ, ბევრი ვერ ხვდება, თქვენ რას აკეთებთ”, – მიმართავს ფხაკაძე ემიგრანტებს.
ნახეთ ვიდეო: – ჩვენი ემიგრანტი მანდილოსნები იტალიაში, საბერძნეთში და სხვგან, თქვენ ხართ ცოცხალი მფარველი ანგელოზები



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/minda-davichoqo-tqven-tsinashe-giorgi-fkhakadze-qartvel-emigrantebs-mimartavs


„ახლა მართლა კარგი ამბავი“ – გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

10/05/2022

„ახლა მართლა კარგი ამბავი. დიდი ხანია არ იყო ასეთი პოზიტიური ამბები“,- ამის შესახებ, ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.


„გლობალურად კოვიდის ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლები მცირდება 2022 წლის მარტიდან.


ეს არის საკმაოდ ფაქიზი მიღწევა და უნდა ვიყოთ ფრთხილად… არ დავკარგოთ ის რაც გვაქვს, ჯანმრთელობა, თავისუფლება და სიცოცხლე. ჯანმრთელობას გისურვებთ…“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/akhla-martla-kargi-ambavi-giorgi-fkhakadze-sasikharulo-informatsias-avrtselebs


„ვიყოთ პრაგმატულები, ფრთხილები და მოვემზადოთ“ – გიორგი ფხაკაძე

11/05/2022

ზოგადად, მსოფლიოში კოვიდის მაჩვენებელი ნელი ტემპებით 2022 წლის მარტიდან მცირდება და ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ვაქცინაცია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 80% არის მიღწეული, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„სამწუხაროდ, ის ქვეყნები, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 80%-ზე დაბალია, მაგალითად, სამხრეთ აფრიკა და საქართველო, იქ ახალი ტალღების დარტყმა უფრო რთული იქნება (ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი და სიკვდილიანობა).


სამხრეთ აფრიკაში ომიკრონის BA.4 და BA.5 ვარიანტების მე-5 ტალღა დაიწყო… ცნობისათვის, ამ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 36% აარის აცრილი… და საქართველოში მხოლოდ 10%-მდე არის აცრილი (ფაიზერის 3 დოზით). სავარაუდოდ, საქართველო სამხრეთ აფრიკის სცენარით წავა და არა შვეიცარიელი ან ფრანგული სცენარით … ოღონდ 1-2 თვის დაგვიანებით ანუ ივნისს/ივლისში. გამოვიყენოთ ეს 1-2 თვე, რომ მოვემზადოთ!


გავაძლიეროთ ვაქცინაცია „ფაიზერით“ და შემოვიტანოთ „მოდერნა“. მოვიმარაგოთ ჟანგბადი. პირბადეების მარაგი არ შევამციროთ. სამედიცინო დაწესებულებების გადაიარაღება/გადამზადება.


პროტოკოლების გადასინჯვა და ტრენინგების გაძლიერება. მოსახლეობის ინფორმირება სწორი საინფორმაციო კამპანიით. ვიყოთ პრაგმატულები, ფრთხილები და მოვემზადოთ,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/viyot-pragmatulebi-frtkhilebi-da-movemzadot-giorgi-fkhakadze


მართლა კარგი ამბავია – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

14/05/2022

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას აქვეყნებს. პოსტს „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:


„მე-2 ტიპის დიაბეტის ახალი სამკურნალო საშუალება (Twincretin) დაამტკიცა ამერიკის წამლის სააგენტომ მართლა კარგი ამბავია. ეს არის კიდევ ერთი იარაღი ენდოკრინოლოგების ხელში! გილოცავთჯანმრთელობას გისურვებთ,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/martla-kargi-ambavia-ra-informatsias-avrtselebs-giorgi-fkhakadze


„შესაძლოა, ბავშვებში ინფექცია პოსტკოვიდური იყოს“… – გიორგი ფხაკაძე დაუდგენელი ტიპის მწვავე…

18/05/2022

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მწვავე ჰეპატიტის აფეთქება დააანონსა. თვალების სიყვითლე, უმადობა, ძლიერი სისუსტე, გულისრევის შეგრძნება და გონების დაბინდვა,- ეს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, დაუდგენელი წარმოშობის ინფექციას – მწვავე ჰეპატიტს ახასიათებს.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მწვავე ჰეპატიტის აფეთქება უკვე დააანონსა. უცნობი დაავადება ერთ თვეში, 25 ქვეყანაში გავრცელდა. ოფიციალური მონაცემებით, სულ 500 -მდე შემთხვევაა გამოვლენილი და 11 ბავშვია გარდაცვლილი.


ამასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველ, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:


ბავშვებში ახალი, დაუდგენელი ტიპის ჰეპატიტი დაფიქსირდა ბრიტანეთში, დანიაში, ირლანდიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთში და შეერთებულ შტატებში. ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი. ეს ინფორმაცია ცირკულირებს სამეცნიერო საზოგადოებაში უკვე 3-4 კვირაა, მაგრამ დღემდე ამ ბავშვებში ჰეპატიტის ზუსტი მიზეზი უცნობია.


ეს ინფორმაცია, 19 აპრილს, პირველად მე გავავრცელე, რასაც საზოგადოების მხრიდან, უამრავი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა.


მაგრამ დღეს, ამ თემას ბევრი ადამიანი და სამედიცინო პერსონალი გამოეხმაურა. მარტის შუა რიცხვებში, უკვე ვიცოდი ეს ინფორმაცია, მაგრამ სპეციალურად არ გავავრცელე, რადგან არ მინდოდა პანიკის დათესვა.


მაგრამ როცა 14 -ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა, სპეციალურად დავდე პოსტი, მარტივ და გასაგებ ენაზე.


ამ ვირუსის შესახებ, დაზუსტებული ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ არც ახლა არის ბევრი რამ ცნობილი.


რა ინფორმაციას ფლობთ ამ ვირუსთან დაკავშირებით?


პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ვირუსული ჰეპატიტი, 30 ქვეყანაშია დაფიქსირებული. 500 -ზე მეტი ბავშვს, რომელსაც დიაგნოზი, დადასტურებული აქვს ლაბორატორიულად.


აქედან, 11 ბავშვი გარდაიცვალა. პრაქტიკულად, 15 -მდე ბავშვს, ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა, რომელიც საბედნიეროდ, კარგად დასრულდა.


11 ბავშვი, ოპეაციის შემდეგ გარდაიცვალა?


როგორც ვიცი, ამ ბავშვებზე, ვერ მოასწრეს ოპერაციის ჩატარება. ღვიძლის ისეთი დაზიანება ჰქონდათ, რომ ბავშვებმა ვერ გადაიტანეს.


ვისაც ეს დიაგნოზი დაუდასტურდა, 90 % -ს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. სამედიცინო მაჩვენებლით, 10-14 % -ს, ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა. 100 -დან 15 ბავშვს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.


საქართველოში, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია არ კეთდება. აქედან გამომდინარე, თუ საქართველოში 100 ბავშვი დაინფიცირდება, 15 -ს დავკარგავთ.


ეს ფაქტია, არავის ვაშინებ. ასევე დადასტურდა ლაბორატორიულად, რომ ეს ახალი ვირუსული ჰეპატიტი არ არის – A, B, C, D და E ტიპის. ასევე დადასტურდა, რომ ადენოვირუსი „F41”, ჩართულია ამ საქმეში.


ვაქცინაციას არანაირი კავშირი აქვს, ბავშვების დაინფიცირებაზე. უმრავლესობა, 5 წლამდე ბავშვია, რომლებიც არ იყვნენ აცრილები. ევროპაშიც და ამერიკაშიც ვაქცინაცია 5 წლის ასაკიდან იწყება. დაინფიცირებული ბავშვების უმრავლესობა, თითქმის 90%, არავაქცინირებულია.


პირველად ვიტყვი თქვენთან, თუ რა თეორიებზე დაიწყეს მეცნიერებმა საუბარი:


1) შესაძლებელია ცხოველებთან კავშირი და 2) დადასტურდა, რომ ჩვენ ორგანიზმში პოსტკოვიდური, მსუბუქად გადატანილ კოვიდ ადამიანებში, კოვიდის ნაწილი კუჭ-ნაწლავში რჩება.


რამდენიმე მეცნიერის ინფორმაციით, ვერ დაადგინეს, გადამდები აირწვეთოვანი გზით არის თუ არა. არც მოგზაურობაა მიზეზი – პაციენტების მშობლების მოგზაურობის ანამნეზი გამოკითხა და დადგინდა, რომ არც ერთს უმოგზაურია.
ყველაზე მეტად, სამეცნიერო წრეებში, ადენო ვირუსული ინფექცია მუსირებს, რომელიც არ არის საშიში. მაგრამ ეს ვირუსი მეტად საგანგაშოა. დადასტურდა, რომ ბევრ ბავშვს კოვიდი ჰქონდა გადატანილი და ეს შესაძლოა პოსტკოვიდური ინფექცია იყოს.


ვინც კოვიდი უსიმპტომოდ გადაიტანა, ვირუსი დარჩა ორგანიზმში და განვითარდა ახალი ვირუსული ჰეპატიტი. უკვე რამდენიმე კვლევა დაიდო, რომ, ეს ინფექცია, შესაძლოა ბავშვებში პოსტკოვიდური იყოს. ეს ინფორმაცია, არ არის დადასტურებული, მაგრამ მიმდინერეობს კვლევა.


რეკომენდებულია, რომ იმ ბავშვებს, ვისაც აქვს ეს მაჩვენებლები, შესწავლილ იქნეს, ბავშვი კოვიდგადატანილია, თუ არა.


რა რეკომენდაციებს აძლევთ მშობლებს?


პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ არავითარი პანიკა, რადგან შეიძლება ბავშვი უფრო დააზიანოს. დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში, მუქი შარდი; ნაცრისფერი განავალი; კანის ქავილი; კუნთების და სახსრების ტკივილი; მაღალი სიცხე;


ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ, გრძნობს დაღლილობას; მადის დაკარგვა; ტკივილი მუცლის არეში. პრაქტიკულად, ინფექციური დაავადების (ბოტკინი) ვარიანტია.
გირჩევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს პედიატრთან. ხელების ხშირად დაბანა საკმაოდ კარგი პრევენციული მექანიზმია.


რადგან შესაძლოა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, ცხოველებთან კონტაქტი იყოს (რადგან ადრე იყო ფაქტები, რომ ცხოველები დაინფიცირდნენ კოვიდით), ამიტომ მშობლებს ვურჩევდი, მოარიდონ ცხოველებს.


არსებობს სამი თეორია, რომელიც ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული – 1) ცხოველებთან კონტაქტი, 2) შესაძლებელია, ბავშვმა გადაიტანა კოვიდი, უსიმპტომოდ. უფრო კოვიდგადატანილებს ვარაუდობენ.


საქართველოში, დაახლოებით 2-3 თვეა, ბავშვების უმეტესობას აღენიშნება სურდო, ცემინება და ხველა, რომელიც გარკვეული პერიოდი მიმდინარეობს, გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე დღეში, ისევ უმწვავდებათ, რა არის ამის მიზეზი?


ეს გრძელი კოვიდია. ამიტომ ორი წელია მოგიწოდებთ, ყველამ აიცრათ. ბავშვები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რადგან დაუცველები არიან.


ინდოეთში პანდემიის პირველი აფეთქება, ბავშვებმა გაავრცელეს. ყველას ეგონა, ბავშვებში არ ვრცელდებოდა კოვიდი. მალე მოხდა ამის მეცნიერულად შესწავლა და დადგინდა, რომ სწორედ, ბავშვები იყვნენ ვირუსის გამავრცელებლები. მათ ყველაზე იოლად გადააქვთ ვირუსი, მაგრამ პირველი გადამდებია. ახლა უკვე ბავშვებში დაფიქსირდა, ამიტომ უნდა ავიცრათ ჩვენი მომავალი თაობისთვის.


სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დადასტურებული არ არის, საიდან წამოვიდა და რა იწვევს ამ ვირუსს. ჩემი აზრით, პოსტკოვიდი მგონია. რამდენიმე ხანში, დაიდება ინფორმაცია და აუცილებლად გაგაცნობთ.


შეკითხვა მაქვს საქართველოს მთავრობასთან – 1) მზად ვართ, ამ ახალ ვირუსთან გასამკლავებლად? 2) ამ თემაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უნდა საუბრობდეს და არა მე. 3) რეკომენდაციას, მე უნდა ვიძლეოდე, თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრი? 4) რას ვაკეთებთ, როგორ ვემზადებით – გვაქვს ტესტირება, ან ურთიერთობა სხვა ლაბორატორიებთან? ბავშვი თუ ავად გახდა, რომელ ლაბორატორიაში უნდა მოხდეს მისი შემოწმება – როგორ დავადგენთ, ბავშვს აქვს თუ არა, ეს ახალი ჰეპატიტი?


გამოკვლევა, უნდა კეთდებოდეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში, რომელიც, სავარაუდოდ, მზად არ არის.


თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ისევ მკაცრად უნდა დავიცვათ რეგულაციები…


აუცილებლად, პრაქტიკულად, ჩვენ უკვე, კოვიდიდან გადავდივართ ჰეპატიტზე. ჩემი მოსაზრება, დაფუძნებულია, არსებულ მეცნიერულ დოკუმენტებზე.


ამჟამად, ევროპაში და სავარაუდოდ, საქართველოში ცირკულირებს კივიდის 5 ვარიანტი – დელტა (Delta), ომიკრონი 1 (Omicron BA.1), ომიკრონი 2 (Omicron BA.2), ომიკრონი 4 (Omicron BA.4) ძალიან გადამდები, ომიკრონი 5 (Omicron BA.5) ძალიან გადამდები. განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ურჩევ დროულად აიცრან ბუსტერით.


უნდა შეგახსენოთ, რომ ეს ვირუსი გადაება იმ დროს, როცა ომიკრონი BA.4 და BA. 5 გავრცელება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც ეს ახალი ვურუსული ჰეპატიტი გავრცელდა, საინტერესოა, რომ სწორედ, იმ ქვეყნებში გავრცელდა.


ომიკრონის ახალი ტალღა უკვე წამოვიდა. ჯერ კიდევ, ორი თვის წინ, აღვნიშნე, რომ საქართველოში, შემდეგი ტალღა, ივნის-ივლისში დაიწყება. საქართველოში ძირითადად, ომიკრონი 4 (Omicron BA.4) და ომიკრონი 5 (Omicron BA.5) ვირუსი დაფიქსირდება.


სხვათა შორის გრძელვადიანი იქნება, რადგან საქართველოში, მოსახლეობა, პრაქტიკულად, არ არის აცრილი. ვინც ჩინური ვაქცინით არის აცრილი, არანაირი დაცვა არ აქვს. საქართველოში მოსახლეობის, დაახლოებით, 80% დაუცველია.


არის საშიშროება, რომ იმ ბავშვების ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც 2-3 თვეა, გაურკვეველ ინფექციას თუ ალერგიას ებრძვიან, ამ ახალი ვირუსული ინფექციის განვითარების წინა პირობა იყოს?


არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ბოლომდე არ არის დადასტურებული, რა აზიანებს ღვიძლს. ამ ახალი ინფექციას ახასიათებს რამდენიმე სიმპტომი, რომელიც უკვე მოგაწოდეთ, და არავინ იცის პირველი რა გამოვლინდება. ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვეულებრივი კოვიდინფექცია, რომელიც გავრცელებულია ბავშვებში. ყველანაირი სახის გაციება, თუ სურდო, ნიშნავს რომ კოვიდია.


​- შეიძლება, 2 თვეც გაგრძელდეს?


რა თქმა უნდა. ბავშვები, ყველაზე რთული კონტინგენტია, დიდი ალბათობით, კოვიდი, შეიძლება 2-3 ჯერაც კი ჰქონდეთ გადატანილი.კოვიდს, ერთი დამახასიათებელი თვისება აქვს, რაც ბევრჯერ გადაიტან, მით უფრო რთულად გადაიტან შემდეგ კოვიდს. არიან ადამიანები, რომლებმაც 20 -ჯერ და მეტჯერ გადაიტანეს კოვიდი.


რა რეკომენდაციებს აძლევთ მშობლებს?


პირველ რიგში, არ ჩავარდნენ პანიკაში, დაიცვან ჰიგიენის წესები, დაიბანონ ხელები და ბავშვებსაც ასწავლონ, რომ მაქსიმალურად შეამცირონ ინფექციის გადადება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე, არ არის დაზუსტებული, რა გზით გადადის, ეს ახალი ინფექცია.


ახალი კვლევების თანახმად, რომელიც ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, ეს ინფექცია, იმ ბავშვებში ვითარდება რომლებმაც უსიმპტომოდ, ან იოლ ფორმაში გადაიტანეს კოვიდი.


რამდენიმე ხნის წინ, საუბარი მქონდა ჩემ კოლეგებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ სფეროში და დავადგინეთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც BA.2 ვირუსი, განსაკუთრებით BA. 4, არის ასტრალური შედეგები, ყველაზე მეტია, ამ ახალი ინფექციის, ჰეპატიტით დაავადებული ბავშვების რაოდენობა.


პირველად, რომელ ქვეყანაში გავრცელდა, მწვავე ჰეპატიტის ინფექცია?


საიდან წამოვიდა, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ პირველად ბრიტანელებმა დაადასტურეს. თავიდან ვერ დაადგინეს რა ინფექცია იყო, შემდეგ შეისწავლეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში, პირველი ზარი, სწორედ, ბრიტანეთიდან შემოვიდა.


სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, რა სახის კვლევა ტარდება,?


ამ კვლევას, სჭირდება, სპეციალური ლაბორატორია, რომლის შესაძლებლობა, მხოლოდ დაავადების კონტროლს გააჩნია. მათი პოზიცია, ამ ეტაპზე გაურკვეველია, არ ვიცი რას მოიმოქმედებენ.


შეგახსენებთ, რომ აუცილებელია, პირბადეს ხმარება, რათა თავი დავიცვათ მწვავე ინფექციისგან.


ყველას მოვუწოდებ, ბუსტერი გაიკეთონ, განსაკუთრებით, 60 წელს გადაცილებულებს. არავითარი პრობლემა აღარ არის, სხვადასხვა ვაქცინით ბუსტერის გაკეთება.


მთავარია, სამედიცინო პირბადე მოვიხმაროთ, რომელიც მხოლოდ აფთიაქებში იყიდება, მე ვაგრძელებ კონტროლს, იმ პირბადეებზე, რაც დიდ აფთიაქებში იყიდება, რასაც როგორც მოხალისე, დღემდე უანგაროდ ვაკეთებ.


დაიმახსოვრეთ, რომ აუცილებელია სამედიცინო პირბადე, ხელის დაბანა. მოვარიდოთ ბავშვები ხალხმრავალ ადგილებს, საუკეთესო ვარიანტია, სოფელში, სუფთა ჰაერზე გაატარონ ზაფხული. ჯანმრთელობას გისურვებთ!

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/kultura/shesadzloa-bavshvebshi-infeqtsia-postkoviduri-iyos-giorgi-fkhakadze-daudgeneli-tipis-mtsvave-hepatitze


„ეგღა გვაკლდა… მგონია გვამზადებენ“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე

18/05/2022

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გამოცემა telegraph-ის სტატიას აზიარებს, სადაც ვკითხულობთ, რომ აშშ-ს კონგრესმა უცხოპლანეტელებზე პირველი საჯარო მოსმენა გამართა.


„ეგ ღა გვაკლდა… მგონია გვამზადებენ…


ასე საჯარიდ, ღიად საუბარი უცხოპლანეტელებზე ოფიციალური სახელმწიფო მაღალჩინოსნებისგან მე არ მახსოვს… თან აღიარეს რომ 400-ზე მეტჯერ „შეუმჩნევიათ“ ტიპები“, – წერს ფხაკაძე „ფეისბუქზე“.


ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, 50 წლის განმავლობაში პირველად, გამართა საჯარო მოსმენა აუხსნელი საჰაერო ობიექტების შესახებ.


პენტაგონის დაზვერვის მაღალჩინოსანმა კონგრესში თქვა, რომ აშშ-ის სამხედროებს 11 სავარაუდო შეხვედრა ჰქონდათ უცხოპლანეტელებთან.


ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჯარო მოსმენაზე დაზვერვის ხელმძღვანელებმა პირველად ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ჯამში დაფიქსირებულია 400 უცხოპლანეტელი.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/eggha-gvaklda-mgonia-gvamzadeben-ras-tsers-giorgi-fkhakadze


„მაიმუნის ყვავილი – ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში“ – გიორგი ფხაკაძე

19/05/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, მაიმუნის ყვავილის ვირუსის შესახებ, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:


„მაიმუნის ყვავილის ვირუსი – Monkeypox virus.


ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში (იხილეთ: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1923205…)
პორტუგალიაში დადასტურდა რამდენიმე შემთხვევა.


ვინაიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება ამ ვირუსის შესახებ იხილეთ მოკლე განმარტება:


მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში.


ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავადების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.


სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.
ამჟამად მკურნალობისთვის სპეციფიკური მკურნალობის კურსი არ არსებობს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს”, -წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/maimunis-yvavili-es-virusi-aris-gansakutrebit-sashishi-patogenebis-nuskhashi-giorgi-fkhakadze


„ეს ვაქცინა 85 პროცენტით იცავს“ – გიორგი ფხაკაძემ დაასახელა ვაქცინა, მაიმუნის ყვავილის თავდასაცავად

21/05/2022

ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ დაასახელა ვაქცინა, მაიმუნის ყვავილის თავდასაცავად.


„ამ ვირუსის მკურნალობა როგორც ასეთი არ არსებობს ნაწილობრივი თავდაცვის მექანიზმი. ამ ვირუსის წინააღმდეგ სპეციალურად შექმნილი, მაიმუნის ყვავილის ვირუსის ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ არსებობს ჩუტყვავილას ვაქცინა, რომელიც 85 პროცენტით იცავს ადამიანს“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე ვიდეო მიმართვაში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/es-vaqtsina-85-protsentit-itsavs-giorgi-fkhakadzem-daasakhela-vaqtsina-maimunis-yvavilis-tavdasatsavad


„კარგი ამბავი, დაწყნარდით“ – გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის ვირუსზე

24/05/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში, მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას აქვეყნებს:


„კარგი ამბავი, დაწყნარდით. მაიმუნის ყვავილის ვირუსი 17 ქვეყანაში (აფრიკა არ ითვლება, იქ ეს ვირუსი სულ იყო და სავარაუდოდ იქნება, იქ ამ ვირუსის გარდა კიდევ ბევრი ვირუსებია, ეს ისე) გავრცელდა და არც ერთი სიკვდილი არ იქნა დაფიქსირებული დღეის მდგომარეობით (ამ 17 ქვეყანაში)….


პანიკას არ აჰყვეთ, შეირგეთ ზაფხულის მზე. არავინ არ აპირებს ლოკდაუნების გამოცხადებას ამ ვირუსის გამო. ჯანმრთელობას გისურვებთ…“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/kargi-ambavi-datsynardit-giorgi-fkhakadze-maimunis-yvavilis-virusze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights