პარასკევი, მაისი 1, 2026

გიორგი ფხაკაძე ივანე ჩხაიძეს მიმართავს: „რატომ არ შემოიტანა საქართველომ კოვიდის ბივალენტური ვაქცინა?

16/01/2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეხმიანება იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებას, რომელშიც ივანე ჩხაიძე კოვიდის საწინააღმდეგო ბივალენტურ ვაქცინებზე საუბრობს.


ჯანმო აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ კორონავირუსის ახალი ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ – ივანე ჩხაიძე


გიორგი ფხაკაძე სვამს კითხვას, რატომ არ შემოიტანა საქართველომ ბივალენტური ვაქცინები:


„საჯარო შეკითხვა ვაქცინაციის საბჭოს თავმჯდომარეს: თავად ადასტურებთ, რომ კოვიდის ბივალენტური ვაქცინები ეფექტიანია.


თავად რეკომენდაციას უწევთ ბივალენტურ ვაქცინებს.


რატომ ქვეყანამ არ შემოიტანა კოვიდის ბივალენტური ვაქცინა?


უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ…


ის, რომ კოვიდვაქცინები ან კოვიდის გადატანა ნაწილობრივად იცავს 5-6 თვე კოვიდისგან, ამაზე მე უკვე 2 წელია ვსაუბრობ… ანუ, ამჟამად საქართველო არის 99% აუცრელი ქვეყანა, აფრიკის კონტინენტის ქვეყნების მსგავსად და მარტო ჯოგურ იმუნიტეტზეა ქვეყნის „დაცვა“ დარჩენილი.


ვფიქრობ, ვაქცინაციის საბჭომ ამოწურა თავისი ფუნქცია (უფუნქცო და მავნე გადაწყვეტილებების შეკრების ადგილი იყო მაინც) და უნდა იქნეს გაუქმებული“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-ivane-chkhaidzes-mimartavs-ratom-ar-shemoitana-saqartvelom-kovidis-bivalenturi-vaqcina-ucnaur-qveyanashi-vckhovrobt


„პრეზიდენტის კოვიდინფიცირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაუცველია.. ერთადერთი

26/01/2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე უკრაინაში „ომიკრონის“ ახალი შტამის, ე.წ. „კრაკენის“ დადასტურებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.


როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, „მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კოვიდინფიცირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობა დაუცველია“.


„უკრაინაში კოვიდის ახალი შტამი გამოჩნდა და საქართველოში ოფიციალურად როდის გვაცნობებენ ახალი შტამის შემოსვლის შესახებ? თუ ჩრდილოეთ კორეის მაგალითს ვიყენებთ და „უსახელო“ ვირუსებზე საუბარს ვაგრძელებთ?


კოვიდის ომიკრონის ქვეშტამ „კრაკენის“ შემოსვლის შესახებ მე ჯერ კიდევ 11 იანვარს დავწერე პოსტი.


რამდენი ადამიანი დაინფიცირდა საქართველოში, ამის შესახებ სამინისტრო რატომღაც დუმს.


მე-3 პრეზიდენტის კოვიდინფიცირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაუცველია, განსაკუთრებით, 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები.


პირბადე არის ერთადერთი იარაღი თქვენს ხელში ამ ვირუსის წინააღმდეგ… გამოიყენეთ პირბადე!“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/prezidentis-kovidinficireba-kidev-ertkhel-adasturebs-rom-qveynis-mosakhleoba-daucvelia-ertaderti-iaraghi-tqvens-khelshi-aris-ras-wers-giorgi-fkhakadze


“ძვირფასო გოგოებო და ქალბატონებო, მაქსიმალურად გაავრცელეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა”

27/01/2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას სოციალურ ქსელში მიმართავს და საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ინფორმაციას აზიარებს.


,,მაქსიმალურად გაავრცელეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.


ძვირფასო გოგოებო და ქალბატონებო, შეგახსენებთ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ), რომელიც ვაქცინით მართვადი დაავადებაა.


უფასო ვაქცინაცია ტარდება პირველადი ჯანდაცვის რგოლში – პოლიკლინიკებში.


პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასოა 10-26 წლის ასაკის გოგოებისთვის.

გაიგე მეტი საშვილოსნოს ყელის კიბოზე”, – წერს ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/dzvirfaso-gogoebo-da-qalbatonebo-maqsimalurad-gaavrcelet-dzalian-mnishvnelovani-informaciaa-giorgi-fkhakadze




„წადით, ბატონო, რუსეთში, რას დადიხართ ამ „ბინძურ“ და „განადგურებულ“ ევროპაში“

21/02/2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის ყოფილი წევრის, ხათუნა ხოფერიას მიერ ჟურნალ „სარკესთან“ გაკეთებულ განცხადებას პარიზთან დაკავშირებით.


საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმად, ხათუნა ხოფერია ამბობს, რომ „პირველად არ გახლდით პარიზში და, მართალი გითხრათ, ძალიან შეცვლილი დამხვდა. ქალაქი, პირველ რიგში, საშინლად ჭუჭყიანია, ჩაჩუმებული. ჩვეული ხალისი აღარ იგრძნობა“.


გიორგი ფხაკაძე აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტით პასუხობს:



„ეს პიროვნება რა არის („ვინ“-ს ვერ ვუწოდებ, დიდი პატივი იქნება მისთვის). რუსეთი მოგწონთ?!


წადით, ბატონო, რუსეთში, რას დადიხართ ამ „ბინძურ“ და „განადგურებულ“ ევროპაში.

კრემლოვიჩები ყველანი ერთი ხართ… გაუნათლებელი ანუ უწიგნური (მარქსი, ენგელსი და ლენინი არ ითვლება), უსაქმური (არაფერი შეგიქმნიათ ცხოვრებაში, ბოღმის და შურის გარდა) და მავნე პარაზიტები ქართული საზოგადოების სხეულზე.


უკრაინის ჯარი როცა დადგება (და აუცილებლად დადგება) ფსოუზე, მერე საით მიდიხართ?!,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/wadit-batono-rusetshi-ras-dadikhart-am-bindzur-da-ganadgurebul-evropashi-giorgi-fkhakadze-khatuna-khoferias-ganckhadebas-ekhmaureba


ვიდეო: „დღეს მესამედ დავიბადე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში” – რა შეემთხვა გიორგი ფხაკაძეს

05/03/2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თავს გადახდენილ ისტორიას გვიყვება.


როგორც ფხაკაძე ამბობს, ცხოვრებაში უკვე მეორედ სიკვდილს ჩახედა თვალებში.


„არ ვიცი სახეზე როგორი ფერი მაქვს. ახლა ჩამოვფრინდი ჟენევიდან სტამბოლში და ცხოვრებაში უკვე მეორედ სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ხომალდი სტამბოლში დაჯდა, გაიარა ცოტა ხანი და ისევ ზევით ავიდა. ხომალდზე როგორი სიწყნარე იყო იცით, კაციშვილი ხმას არ იღებდა. დაახლოებით ნახევარი საათი სტამბოლის თავზე დავფრინავდით და დაჯდომის დროს არსებული სიჩუმის მსგავსი, მთელი ცხოვრების მანძილზე არასდროს მინახავს. სრული შოკი იყო, არ მჯერა, რომ ცოცხალი ვარ. ძალიან დიდი სტრესი იყო.


სომალის გადავურჩი და სტამბოლში, რომ მეხეთქა თავი, ხომ უბედურება იქნებოდა. ხალხო, თითოეული წუთი შეირგეთ. არავინ იცის, რა იქნება ხვალ”, – საუბრობს გიორგი ფხაკაძე.


ვიდეო https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2023/03/10000000-510124247997029-6135427337940457456-n-2023-03-04_23-59-46_819078.mp4?_=1




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/video-dghes-mesamed-davibade-sikvdils-chavkhede-tvalebshi-ra-sheemtkhva-giorgi-fkhakadzes


„თუ კორონა არ არსებობს, როგორ დაემართა?! თუ ევროპა არ ვარგა, ევროპაში რატომ წავიდა?!“

07/03/2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება გუშინ, 6 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა.


გიორგი ფხაკაძე რამდენიმე შეკითხვას სვამს, რითაც სავარაუდოდ, დედაქალაქის მერის მიერ რამდენჯერმე განცხადებულ პოზიციას ეხმაურება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.


კალაძე: თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, ნუ, არ მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონ


„პარიზიდან ჩამოსულ თბილისის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კორონა, რომელიც არ არის. ევროპა, რომელიც არ ვარგა. ორი შეკითხვა:

  1. თუ კორონა არ არსებობს, როგორ დაემართა?!

  2. თუ ევროპა არ ვარგა, ევროპაში რატომ წავიდა?!“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


ცნობისთვის, თბილისის მერმა 15 თებერვალს ჟურნალისტებთან ანდრიუს კუბილიუსის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართული წესებით ითამაშებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი სტატუსს არ მიანიჭებს საქართველოს, შეუძლიათ, “თავისთვის დაიტოვონ”.


რაც შეეხება დედაქალაქის მერის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც „ფორტუნას“ მერიაში განუცხადეს, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.


„გადაწყდა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება“, – აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/tu-korona-ar-arsebobs-rogor-daemarta-tu-evropa-ar-varga-evropashi-ratom-wavida-giorgi-fkhakadze


„ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა.. აშშ-ის წამლის სააგენტომ შაკიკის სამკურნალოდ პირველი სწრაფმოქმედი ცხვირი

14/03/2023

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის სააგენტომ კომპანია „ფაიზერის“ მიერ წარმოებული შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი ცხვირის სპრეი დაამტკიცა.


Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძეც.


„აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ ფაიზერის (Pfizer) მიერ წარმოებული სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი დაამტკიცა. ამის შესახებ ფარმაცევტული გიგანტი იუწყება.


„ფაიზერის“ განცხადებით, პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით გავა და აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება.



„ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ Zavzpret-ის დამტკიცება მნიშვნელოვანი მიღწევაა შაკიკის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც ტკივილისგან გათავისუფლება სურთ და ორალურ პრეპარატებს ალტერნატიულ ვარიანტებს არჩევენ“, – წერს განცხადებაში „ფაიზერი“.


პრეპარატზე ჩატარებულმა კლინიკური ცდების მესამე ფაზამ აჩვენა, რომ შაკიკის მქონე ადამიანებში ტკივილს ის სულ რაღაც 15 წუთში ამსუბუქებდა.


„Zavzpret-ი სწრაფად შთანთქმადი ცხვირის სპრეია და მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ტკივილის გაყუჩება ესაჭიროებათ, მაგრამ ორალურ პრეპარატებს პირღებინების გამო ვერ იღებენ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/es-mnishvnelovani-mighwevaa-ashsh-is-wamlis-saagentom-shakikis-samkurnalod-pirveli-swrafmoqmedi-ckhviris-sprei-daamtkica-ras-wers-giorgi-fkhakadze


გიორგი ფხაკაძე: „უმაგრესი ამბავია, ბრაზილიის წამლის სააგენტომ დენგეს ცხელების ვაქცინა დაამტკიცა!“

15/03/2023

„უმაგრესი ამბავია, დენგეს ცხელების ვაქცინა დაამტკიცა ბრაზილიის წამლის სააგენტომ!“, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე უზიარებს სოციალურ ქსელში.


„დენგეს ცხელების საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც წამალი არსებობდა! ეს ვერაგი დაავადება კოღოების მიერ ვრცელდება (ძირითადად ტროპიკულ კლიმატურ ზონებში). ყოველ წელს დაახლოებით 390 მილიონი ადამიანი ინფიცირდება და სიკვტილობა 13%-დე ადის თუ პაციენტი დროულად არ იქნა ჰოსპიტალიზებული.


2003 წელს მე ჩავატარე კვლევა ჩემს კოლეგასთან ერთად ინდოეთში დენგეს ცხელების შესახებ « Dengue Vectors in Chennai City ». კვლევა წარდგენილი იყო იორკის უნივსრსიტეტის მიერ ორგანუზებულ კონფერენციაზე. ამ კვლევის ჩატარების პროცესში პირადად არ ერთი ათეული დაავადებული ადამიანი მოვინახულე და ვნახე თუ რა ვერაგია ეს ვირუსი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-umagresi-ambavia-braziliis-wamlis-saagentom-denges-ckhelebis-vaqcina-daamtkica


სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის შესახებ ისაუბრებს გიორგი ფხაკაძე

05/04/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

7 აპრილს, 22:00 საათზე სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის შესახებ ისაუბრებს მედიცინის დოქტორი, პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, “Accreditation Canada” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე,


ჩართვა განხორციელება “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ოფიციალურ გვერდზე,


სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციასთან დაკავშირებით შეკითხვები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ წინასწარ შემდეგ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე:

hfggeorgia@gmail.com



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

თუ გინდათ რომ დაადგინოთ თქვენი კოვიდ სტატუსი… – ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

13/01/2022

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას კოვიდ სტატუსის დასადგენად PCR ტესტის გაკეთებას ურჩევს.


„თუ გინდათ რომ დაადგინოთ თქვენი კოვიდ სტატუსი გაიკეთეთ მხოლოდ პსრ ტესტი (RT-PCR).


გახსოვდეთ პსრ 100%-იანი სწორი ტესტია. ​სწორი პასუხი არის 4 დღეში ინფიცირებიდან (საშუალოდ 77% (54-88%)) და ინფიცირებიდიან 10 დღეში პსრ ტესტი აჩვენებს სწორ პასუხს 50% (38-65%) ალბათობით.


სხვა ტიპის ტესტებს ნუ იკეთებთ, დაზოგეთ ფული, დრო და ენერგია. ჯანმრთელობას გისურვებთ.“ – წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/covid-19/tu-gindat-rom-daadginot-tqveni-kovid-statusi-nakhet-ra-informatsias-avrtselebs-giorgi-fkhakadze



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights