კვირა, მაისი 3, 2026

„ინფიცირების რაოდენობა საყურადღებოა“ – გიორგი ფხაკაძე ბავშვებში დაუდგენელი ჰეპატიტის გარცელებაზე

20/04/20224

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ახალი ტიპის ჰეპატიტზე წერს, რომელიც ბავშვებში ევროპასა და აშშ-შია გავრცელებული. ფხაკაძის პოსტს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ:


„ახალი, დაუდგენელი ტიპის ჰეპატიტი დაფიქსირდა ბრიტანეთში, დანიაში, ირლანდიაში, ჰოლანდიაში, ესპანეთში და შეერთებულ შტატებში. ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი. ეს ინფორმაცია ცირკულირებს სამეცნიერო საზოგადოებაში უკვე 3-4 კვირაა, მაგრამ დღემდე ამ ბავშვებში ჰეპატიტის ზუსტი მიზეზი უცნობია. ჯერჯერობით ინფიცირების რაოდენობა არ არის საგანგაშო, მაგრამ საყურადღებოა.


პრაქტიკული რჩევები მშობლებს:


არავითარი პანიკა;
დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში;
მუქი შარდი;
ნაცრისფერი განავალი;
კანის ქავილი;
კუნთების და სახსრების ტკივილი;
მაღალი სიცხე;

ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ.
ბავშვი გრძნობს დაღლილობას;
მადის დაკარგვა;
ტკივილი მუცლის არეში.
გირჩევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს პედიატრთან.
ჯანმრთელობას გისურვებთ…“, – წერს ფხაკაძე.


ფხაკაძე სტატუსს სტატიის ბმულსაც ურთავს, სადაც წერია, რომ 2022 წლის იანვრიდან დიდ ბრიტანეთი ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო 74 შემთხვევის შესახებ არის ინფორმირებული.


ბავშვებში მძიმე ჰეპატიტი ძალიან იშვიათია და ჯერ დადგენილი არ არის, რა იწვევს შემთხვევების უჩვეულო ზრდას. წამყვანი თეორიაა, რომ ეს არის ერთგვარი ვირუსული ინფექცია, რომელსაც შესაძლოა იწვევს COVID-19. ჰეპატიტის იზოლირებული შემთხვევები დაფიქსირდა COVID პაციენტებში, მაგრამ ეს უფრო იშვიათია, ვიდრე აუტოიმუნური ჰეპატიტი და უმეტესად დაფიქსირდა მოზრდილებში მძიმე COVID-ით. მნიშვნელოვანია, რომ დიდ ბრიტანეთში ჰეპატიტის დიაგნოზით არცერთ ბავშვს არ მიუღია COVID-ის ვაქცინაცია, ამიტომ არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ COVID-ის ვაქცინებს რაიმე კავშირი აქვს ამ ვირუსთან.


დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტო ურჩევს მშობლებსა და მზრუნველებს, ფრთხილად იყვნენ ბავშვებში ჰეპატიტის ნიშნების მიმართ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/inficirebis-raodenoba-sayuradgheboa-giorgi-fkhakadze-daudgeneli-hepatitis-garcelebaze-wers-da-mshoblebs-praqtikul-rchevebs-adzlevs




გიორგი ფხაკაძე: ერთადერთი, რითაც შეიძლება, ადამიანმა მე გამაკვირვოს, არის ადამიანობა

20/04/20224

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს ავრცელებს და ამჯერად, წერს, რომ მას ვერავინ გააკვირვებს ვერც ფულით და ვერც ცოდნით.


“ჯოჯოხეთშიც ნამყოფი ვარ და სამოთხეშიც. ყველაფერი მინახავს და გამისინჯავს, შესაბამისად, ვერავინ გამაკვირვებს ვერც ფულით, ვერც ცოდნით, ვერც სილამაზით.


ერთადერთი, რითაც შეიძლება, ადამიანმა მე გამაკვირვოს, არის ადამიანობა. ადამიანობა არის ერთადერთი, რამაც შეიძლება, მე აზრი შემაცვლევინოს”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-ertaderti-ritac-sheidzleba-adamianma-me-gamakvirvos-aris-adamianoba



„ესენი აშკარად დაბოლილები არიან…მეგონა, ხუმრობა იყო“ – გიორგი ფხაკაძე განათლების სამინისტროს…

25/04/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელით ეხმიანება ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ „სპორტსმენები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში ოქროს მედალს მოიპოვებენ, უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან“.


„ჯერ მეგონა, ხუმრობა იყო, მერე დამატებითი წყაროები რომ ვნახე, ყბა იატაკამდე ჩამომივარდა!


გავიგეთ, არაპროფესიონალები, გავიგეთ არაკომპეტენტურები, გავიგეთ კორუმპირებულები არიან, გავიგეთ ჩრდილოელი მეზობლის “აპენდიქსად” გვაქციეს, მაგრად ასე?! ანუ მომავალს ძირში ანადგურებენ!


იმის მაგივრად, რომ გავაძლიეროთ ჩვენი განათლების სისტემა და გავაძლიეროთ კონკურენტუნარიანი ახალი თაობა ესენი ზრდიან მონებს,


დამეხმარეთ რამეს ვერ ვიგებ თუ რამე გამომრჩა? დაბოლილები არიან თუ მავნებლები?!“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/eseni-ashkarad-dabolilebi-arian-megona-khumroba-iyo-giorgi-fkhakadze-ganatlebis-saministros-ganckhadebaze


საგანგაშო ინფორმაცია! 169 ბავშვი 12 ქვეყნიდან – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

26/04/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ახალი ვირუსის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლითაც ძირითადად ბავშვები ინფიცირდებიან.


“საგანგაშო ინფორმაცია!


169 ბავშვი 12 ქვეყნიდან (საქართველოში ჯერ არ არის დაფიქსირებული) დაინფიცირდა ახალი ტიპის ჰეპატიტით.


სამწუხაროდ, დაინფიცირებული ბავშვების 10%-ს სჭირდებათ ღვიძლის გადანერგვა.
ერთი ბავშვი გარდაიცვალა.

არავინ იცის ბოლომდე/დაზუსტებით, საიდან, რატომ ან როგორ ვრცელდება ეს ჰეპატიტი.


დადასტურდა, რომ კოვიდ ვაქცინებთან არანაირი კავშირი არ არის, დაინფიცირებული ბავშვები არა ვაქცინირებულები იყვნენ.


ჯანმრთელობას გისურვებთ…”,- წერს გიორგი ფხაკაძე.


აღნიშნული ვირუსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “ფორბსი“.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/sagangasho-informacia-169-bavshvi-12-qveynidan-ra-informacias-avrcelebs-giorgi-fkhakadze



„ეგღა გვაკლდა… ეს შტამი 4 წლის ბიჭს დაუდასტურდა“ – გიორგი ფხაკაძე ახალი ვურუსის გავრცელებას…

01/05/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ახალი ვირუსის გავრცელებას გვატყობინებს და მის დამახასიათებელ სიმპტომებსაც გვაცნობს.


როგორც ფხაკაძე წერს, ფრინველის გრიპის ახალი შტამი ჩინეთში ბავშვს დაუდასტურდა.


„ეგღა გვაკლდა… ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ H3N8-ის მსოფლიოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა (დადასტურდა 26/04/2022). 28 აპრილს კი ამერიკაში H5N1 ფრინველის გრიპის შტამ ერთი ადამიანი დაინფიცირდა ხოლო პირველი H5N1 შემთხვევა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში იანვარში.


რაც შეეხება ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ (H3N8), ეს შტამი ხენანის პროვინციაში მცხოვრებ 4 წლის ბიჭს დაუდასტურდა, ის სავარაუდოთ დაინფიცირდა 2022 წლის 5 აპრილს, რაც მსოფლიოში პირველი პრეცედენტია. ამას ადასტურებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.


ცნობილია, რომ ეს ინფექცია, ძირითადად, სხვადასხვა ფრინველში ვრცელდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ის ადამიანზეც გადადის. ვირუსის ყველაზე მასშტაბური ეპიდაფეთქება 2015 წელს მოხდა, როცა შტამ H5N1-ს 140 მილიონზე მეტი ფრინველი ემსხვერპლა. გასულ წელს მისი ვარიანტი H10N3 პირველ ადამიანს აღმოაჩნდა, თუმცა, საბედნიეროდ, სხვები არ დაავადებულან.


რაც შეეხება ამ შემთხვევას, ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში სიცხითა და სხვა სიმპტომებით 5 აპრილს მიიყვანეს, 10 აპრილისთვის კი მისი მდგომარეობა გაუარესდა. 24 აპრილს ბიჭს ტესტი გაუკეთდა, რომელმაც 26 აპრილს H3N8-ზე დადებითი შედეგი აჩვენა.


რა ვქნათ?


ამჯამდ ამ გრიპის წინააღმდეგ ვაქცინა არ არის მაგრამ არსებული სეზონური გრიპის ვაქცინა ნაწილობრივ იცავს მოსახლეობას და რეკომენდირებულია.

ფრინველის გრიპის შემდეგი სიმპტომები ვლინდება ინფიცირებულ პირებში ინფიცირებიდან ორიდან შვიდი დღის განმავლობაში:
ხველა
Ცხელება
Ყელის ტკივილი
Კუნთების ტკივილი
თავის ტკივილი
Ჰაერის უკმარისობა
სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს გულისრევა, დიარეა ან ღებინება.
ფრინველის გრიპის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ მსუბუქი თვალის ინფექციის სიმპტომები.
საქართველოში ჯერჯერობით ფრინველის გრიპის შტამ H3N8 არ დაფიქსირდა და შეშფოთების საფუძველი არ არის მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა ვიყოთ მზადყოფნაში! შევიარაღდეთ სწორი ინფორმაციით!
ჯანმრთელობას გისურვებთ…“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/eggha-gvaklda-es-shtami-4-wlis-bichs-daudasturda-giorgi-fkhakadze-akhali-vurusis-gavrcelebas-gvatyobinebs


„საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება ივნის-ივლისშია მოსალოდნელი… მზად ვართ?“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე

04/05/2022

საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება ივნის-ივლისშია მოსალოდნელი – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, საქართველო აცრის მაჩვენებლით, აფრიკის დონეზეა.

„არ დაბოლდე.


მსოფლიოში დღეისათვის მოსახლეობის 67.1% აცრილია კოვიდვაქცინით ანუ 5 მილიარდზე მეტი ადამიანი აიცრა. როცა ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველო აფრიკის დონემდე არის დასული, აგერ, ბატონო თავად ნახეთ რუკა და პასუხსაც დაინახავთ… აღარ ვიძახი ხარისხიან/ეფექტურ ვაქცინებზე. იმიტომაც ზუსტად საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება ივნის-ივლისშია მოსალოდნელი…


მზად ვართ ? არა. ამათ ხომ თქვეს, რომ კოვიდი საქართველოში აღარ არის, გილოცავთ. თვითონაც დაბოლილები არიან და ხალხსაც აბოლებენ…“, – წერს ფხაკაძე და ვაქცინაციის მოცვის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/saqartveloshi-morigi-kovidafetqeba-ivnis-ivlisshia-mosalodneli-mzad-vart-ras-wers-giorgi-fkhakadze


სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციასთან დაკავშირებით შეკითხვები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ…

10/04/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

7 აპრილს სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის შესახებ ისაუბრება მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, “Accreditation Canada” ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ჩართვა განხორციელა “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ოფიციალურ გვერდზე.


გიორგი ფხაკაძემ უპასუხა შეკითხვებს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციასთან დაკავშირებით.



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ აკრედიტაცია კანადის იფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველიში.


„დაუჯერებელია, 2021 წელს სად ვიყავით და დღეს სად ვართ.


დღეს უკვე აკრედიტაცია კანადის იფიციალური წარმომადგენლობა გავხსენი საქართველიში.


ჯანდაცვის სამინისტროს ბრძნებით, 2023 წლის 30 დეკემბრამდე ყველა საავადმყოფომ ხელი უნდა მოაწეროს საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციასთან.


2021 წელს ეს იყო დაუჯერებელი, დღეს კი ეს ფაქტია…


რა არის, საავადმყოფოების საერთაშორისო აკრედიტაცია,

გაინტერესებთ, იყოთ ყველაზე ძლიერი სააკრედიტაციო ორგანიზაციის გუნდის წევრი?

გამოაგზავნეთ თქვენი CV in English to this email: info@accreditation.ge“, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


ნახეთ ვიდეო:

https://www.facebook.com/pkhakadze/videos/580693653990682



„მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, საავადმყოფოების საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციის გუნდს ვაყალიბებთ საქართველოში!“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90?fbclid=IwAR208Jp1E-F5xNlcxdlP6vJ4s2YxnNf9ML5SexYahYINIhNqOR2cVGuJ8t4




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ახლა მართლა კარგი ამბავი. დიდი ხანია, ასეთი პოზიტიური ამბები არ ყოფილა…“

16/05/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:


„ახლა მართლა კარგი ამბავი. დიდი ხანია, ასეთი პოზიტიური ამბები არ ყოფილა.

კოვიდის ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები გლობალურად მცირდება 2022 წლის მარტიდან.


ეს არის საკმაოდ ფაქიზი მიღწევა და უნდა ვიყოთ ფრთხილად… არ დავკარგოთ ის, რაც გვაქვს: ჯანმრთელობა, თავისუფლება და სიცოცხლე.


ჯანმრთელობას გისურვებთ…“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-akhla-martla-kargi-ambavi-didi-khania-aseti-pozitiuri-ambebi-ar-yofila




გიორგი ფხაკაძე: „შემდეგი კოვიდ ტალღა მოდის და მოემზადეთ“

17/05/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს ავრცელებს და მოქალაქეებს, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულებს ურჩევს დროულად გაიკეთონ ბუსტერ დოზა.


“ამჟამად ევროპაში და სავარაუდოდ საქართველოში ცირკულირებენ კოვიდის 5 ვარიანტი:


დელტა (Delta)
ომიკრონი 1 (Omicron BA.1)
ომიკრონი 2 (Omicron BA.2)
ომიკრონი 4 (Omicron BA.4) ძალიან გადამდები
ომიკრონი 5 (Omicron BA.5) ძალიან გადამდები


განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ურჩევ დროულად აიცრან ბუსტერით❗️


შემდეგი კივიდ ტალღა მოდის (წამოსულია უკვე) და მოემზადეთ❗️

ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-shemdegi-kovid-talgha-modis-da-moemzadet


„ამერიკის წამლის სააგენტომ ამწუთას დაუშვა…“ – უახლესი ინფორმაცია, რომელსაც გიორგი ფხაკაძე…

18/05/2022

ფაიზერის ბუსტერის გამოყენება 5-11 წლამდე ასაკის ბავშვებში მე-2 დოზიდან 5 თვეში დაუშვეს – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ამერიკის წამლის სააგენტომ ამწუთას დაუშვა ფაიზერის ბუსტერის გამოყენება მე-2 დოზიდან 5 თვეში 5-11 წლამდე ასაკის ბავშვებში. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერის 2 დოზა საკმარისი არ არის ომიკრონის წინააღმდეგ. დელტას დროს ბავშვების ვაქცინაციის ეფექტი იყო 68%-მდე და ომიკრონის შემოსვლის შემდეგ ეფექტურობა დავარდა 11-12%-მდე. მიზეზი: 1.ვაქცინის დაბალი დოზები ბავშვებში; 2 ბუსტერის ავტორიზაციის არარსებობა ბავშვებში.


საქართველოში კი ჯერ იქნებ 60 წელს გადაცილებულები მაინც ავცრათ ბუსტერებით…“, – წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/amerikis-wamlis-saagentom-amwutas-daushva-uakhlesi-informacia-romelsac-giorgi-fkhakadze-avrcelebs




შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights