შაბათი, მაისი 2, 2026

“შეპირებული კარგი ამბები…” – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

01/09/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას სასიამოვნო სიახლის შესახებ ამცნობს, რომელიც პრეპარატ “Molnupiravir”-ს ეხება.


“შეპირებული კარგი ამბები,


კიდევ ერთი (წლის ბოლომდე კიდევ ბევრი ასეთი კარგი ამბავი იქნება) პოტენციურად საინტერესო წამალი “Molnupiravir” მოადგა კვლევების მე-3 ფაზას. მე-2 ფაზაში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა (იხილეთ ბმული). დაველოდოთ, მაგრამ, სანამ ეს ან სხვა წამალი/წამლები იქნება ხელმისაწვდომი, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.


აიცერით დროზე ფაიზერით, სანამ ის ჯერ კიდევ არის ხელმისაწვდომი …


ჯანმრთელობას გისურვებთ,


პ.ს: ისე, მერსკი, ამ წამლის კვლევაში ჩართული კომპანიაა, ვაქცინაზე მუშაობდა და ერთ -ერთი საუკეთესო კანდიდატი ვაქცინა იყო, მაგრამ ვერ გაამართლა და განაცხადა, რომ მთელ რესურსს წამალზე გადაიტანს.


დაველოდოთ …”,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/shepirebuli-kargi-ambebi-ra-informacias-avrcelebs-giorgi-fkhakadze


ვიდეო: გიორგი ფხაკაძე: „ვისაც აცრა არ გინდათ, თავში ქვა გიხლიათ…“

03/09/2021

გიორგი ფხაკაძე, როგორც ჩანს, ანტივაქსერებმა შეაწუხეს, ამიტომაც მათთვის ვიდეო ჩაწერა, სადაც ამბობს:


„ვისაც აცრა არ გინდათ, თავი დამანებეთ, გზა ხსნილია, ქვაც გიხლიათ თავში, ცხვირ-პირი გიმტვრევიათ, ჩაძირულხართ მტკვარში, თუ გინდათ, რიონში, სულ არ მაინტერესებს. ზემოდან გადმოგხედავთ და ვიტყვი, უიმე, საცოდავი…“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/video/video-giorgi-fkhakadze-visac-acra-ar-gindat-tavshi-qva-gikhliat




“მე მგონი, ჩემ გარდა ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს, არასასიხარულო ამბავი ჩინური ვაქცინების

04/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ჩინური ვაქცინაციის შესახებ არასასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.


ამის შესახებ ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„არასასიხარულო ამბავი ჩინური ვაქცინების კვლევის შესახებ, რომელიც ჩატარდა ჩილეში. მე მგონი, ჩემ გარდა ამის თქმას საქართველოში ვერავინ ბედავს.


ფაქტები:


კვლევა ჩატარდა ჩილეში 2021 წლის 2 თებერვლიდან 1 მაისამდე.


დელტა ვარიანტი პირველად დაფიქსირდა ჩილეში 2021 წლის 21 ივლისს.


დასკვნა:


ჩინური ვაქცინა არის ეფექტური უხანური ვარიანტის წინააღმდეგ დაახლოებით 66%.


დელტა ვარიანტის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა არ არის დადგენილი და სავარაუდოდ (ისრაელის და ბრიტანეთის ფაიზერი/ასტრაზენეკას ანალიზის საფუძველზე) 25-30% არ გადააჭარბებს.


იქნებ დავანებოთ მარჩიელობანას თავი და შევეშვათ გადაუდებელი ავტორიზაციის მქონე ვაქცინების პროპაგანდას. გადავიდეთ ყველაზე უსაფრთხო, ეფექტურ და სრულიად ავტორიზებულ ვაქცინებზე (ფაიზერი, მალე მოდერნაც დაეწევა)?!


გამეცით მარტივ ერთ შეკითხვაზე პასუხი, საიდან იცის ბებო მარომ ხულოდან, რომელი ვაქცინაა “კარგი”,


ჯანმრთელობას გისურვებთ“- წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/me-mgoni-chem-garda-amis-tqmas-saqartveloshi-veravin-bedavs-arasasikharulo-ambavi-chinuri-vaqcinebis-kvlevis-shesakheb-giorgi-fkhakadze




თუ მინიმუმ ჩემი დონე გექნებათ, არ მაქვს პრობლემა, დავსხდეთ და ინტელექტუალური საუბარი გვქონდეს

05/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ადამიანები მას კორონავირუსითან დაკავშირებით სხვა და სხვა კითხვებით მიმართავენ, ხოლო „ვაი პოლიტიკოსები დებატებში იწვევენ ვაქცინაციასთან და ვაქცინებთან დაკავშირებით“.


გიორგი ფხაკაძე პოსტში მის სამედიცინო განათლებასა და სამუშაო გამოცდილებაზე დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ვისაც „მინიმუმ მისი დონე ექნება განათლების და გამოცდილების კუთხით, მას არ აქვს პრობლემა ვინმესთან ინტელექტუალური საუბარი ჰქონდეს, რადგან ინტელექტუალურ საუბრებში იბადება“.


„ფილოლოგი მეუბნება, შენთან ლაივი მინდა ვაქცინაციასთან დაკავშირებითო… (?!)


სპორტსმენი მეუბნება, იმუნიტეტი მიცავს და ამიხსენით, რათ მინდა ეს ვაქცინაო?!


მსახიობი მიმტკიცებს, რომ ვაქცინაში არის რაღაც ქიმიკატი და ამიხსენიო…(?!)


ვაიპოლიტიკოსები დებატებში მიწვევენ ვაქცინაციასთან და ვაქცინებთან დაკავშირებით…(?!)


ბებო მარო (სკოლა – 8 კლასდამთავრებული) მეუბნება, ამიხსენით, ვაქცინაში რა არისო….(?!)


უმუშევარი ბონდო და ჟუჟუნა მეკითხებიან, რა არის შიგ (ვაქცინას გულისხმობენ)?!


ახალგაზრდა კოლეგა მეუბნება, შენ რა იცი, ამდენს რომ საუბრობო და საერთოდ ეს შენი პუბლიკაციები ნაგავიაო (ერთი ახალგაზრდა, რომელიც, სხუათა შორის, ევროპაში აგრძელებს სწავლას) და ერთი, რძე რომ არ შეშრობია ტუჩებზე, საერთოდ “ჭკუას მასწავლის” და იძახის, რომ მე დეზინფორმაციას და მანიპულაციას ვეწევი…(?! )


და ასე შემდეგ…. თან ყველამ უკვე იცის, რა არის ვაქცინის შემადგენლობა
ჩემი პასუხი ამ “ექსპერტებს” და “განათლებულ” ადამიანებს:


მე არ ვარ ფილოლოგი და ქართული სკოლაში არ მისწავლია, სულ ბოდიშს ვიხდი, რომ კარგად ვერ ვსაუბრობ/ვწერ ქართულად,


მე არ ვარ სპორტსმენი (ბავშვობაში ჯიდაობაზე დავდიოდი), რომ აგიხსნათ, როგორ უნდა ივარჯიშო, რომ ჩემპიონი გახდე…


მე არ ვარ მსახიობი, მაგრამ მყავს მეგობარი ქუთაისელი მსახიობი დათო ლიკლიკაძე Dato Liklikadze… იმას ვერასდროს ვაჯობებ

მე არ ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკაზე ვერ ვისაუბრებ,


მე არ მაქვს მარტო 8 კლასი დამთავრებული, სამწუხაროდ თუ საუბედუროდ სკოლა 10 წელი, სამედიცინო 6 წელი, მაგისტრატურა 1 წელი, სადოქტორო 5 წელი… მე-2 სადოქტორო 3 წელი (ვერ დავამთავრე ნერვები არ მეყო… სომალიში წავედი)


მე არ ვიყავი უმუშევარი 18 წლიდან, დიახ, სულ 2-3 და ზოგჯერ 4 სამსახური მქონდა ერთდროულად და ბოლო 25 წელიწადში ვმუშაობდი/ვცხოვრობდი 22 ქვეყანაში და, ალბათ, 90 ქვეყანაში ვარ ნამყოფი/ნამუშევარი სხვადასხვა პროექტებზე …


მე ვმუშაობდი სანიტრად, მედძმად, უმცროს ექიმად (ქირურგად), გადაუდებელის ექიმად, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია მაქვს აღებული საქართველოში, ნეპალში, ინდოეთში, კენიაში და სომალიში (მხოლოდ სომალიში – სომალურ ჯიგრულ პონტში მინისტრმა. მომცა/ნახევრად ტერორისტი ტიპი იყო ).


პირველი წიგნი 2001 წელს დავბეჭდე და მერე ბევრი წიგნი და სტატია დამიგროვდა ქართულ და ფრანგულ ენებზე (https://scholar.google.com/citations?user=JnAQPacAAAAJ). სამედიცინო განათლების კუთხით რა ვიცი 2007 წლიდან ვასწავლი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ვარ კათრდრის გამგე/პროფესორი და ასევე პოლონეთის და უკრაინის სამეცნიერო საბჭოს წევრი და გავის ალიანში ხო საერთოდ წლებია სხვადასვა დამოუკიდებელ სამეცნიერო/ტექნიკური საბჭოს წევრი ვიყავი/ვარ, აღარ ვამბობ ევროკავშირის, ამერიკის მთავრობის და გაეროს გენმდივნის მრჩევლობაზე…..


ხო და რისი თქმა მინდა …. თქვენ რომ მოდიოდით, მე უკვე 10 ჯერ წამოსული ვიყავი


როცა გავხდი 43 წლის, გადავწყვიტე, რომ პენსიაზე წავსულ იყავი…. და ახლა ვარ პენსიონერი მაგრამ იმდენი ენერგია მაქვს, რომ მაინც ვარ ჩართული 10-ზე მეტ ორგანიზაციაში და ვაკეთებ მარტო იმას, რაც მე მინდა და რაც მე მომწონს …..


ვცხოვრობ ჟენევა – პარიზი – თბილისი და ეს ჩემი არჩევანია


ჩემი პატარა რჩევა ყველა “ექსპერტს” და “ზეგანათლებულ”, “ზეერუდირებულ” ადამიანებს – სანამ დაიწყებთ ვაქცინის შემადგენლობაზე საუბარს, გადახედეთ ამ სურათებს და თუ მიხვდებით, რა არის ამ სურათებზე და მინიმუმ ჩემი დონე (განათლება/გამოცდილება) გექნებათ, მე პრობლემა არ მაქვს, რომ დავსხდეთ და ინტელექტუალური საუბარი გვქონდეს საერთოდ, ინტელექტუალურ საუბრებში იბადება ჯეშმარიტება ….


იმედია, მიხვდით, რაც დავწერე და რატომ…“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/tu-minimum-chemi-done-geqnebat-ar-maqvs-problema-davskhdet-da-inteleqtualuri-saubari-gvqondes-giorgi-fkhakadze




„თქვენი საკუთარი თავი არ გეცოდებათ, ჩვენმა პატარა ანგელოზებმა რა დააშავეს! ჩვენი პატარები როდემდე…

06/09/2021

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სანამ ზრდასრული მოსახლეობის 70% არ აიცრება, მანამდე პირბადის ტარების ვალდებულება ორი წლის ასაკიდან უნდა იყოს.


გიორგი ფხაკაძე:


„კარგი, თქვენი საკუთარი თავი არ გეცოდებათ, ჩვენმა პატარა ანგელოზებმა რა დააშავეს ❗️


✅ჩვენი პატარები როდემდე უნდა იყვნენ სამედიცინო პირბადეებში❗️


✅აიცერით და მიეცით საშუალება პატარებს, რომ ისუნთქონ სუფთა ჰაერი❗️

✅სანამ მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 70% არ აიცრება, პირბადე უნდა იყოს სავალდებულო 2 წლის ასაკიდან


✅გეყოთ სექტობანას თამაში (სექტები ძირითადად ადამიანის ემოციებზე და შიშზე თამაშობენ, რომ საბოლოოდ ფული იშოვონ თქვენზე)❗️


✅გეყოთ “მე ვიცი ყველაფერი” თამაში (მსოფლიოში მხოლოდ რამდენინე ათეული ძლიერი წამლის მარეგულირებელია და მათ იციან თავისი საქმე და თქვენ ჯობს, თქვენს საქმეს მიხედოთ)❗️


✅გეყოთ “შეთქმულების თეორიები”, გეიტსი/ფაუჩი/ფხაკაძე მასონურ/ეშმაკისეურ/სატანისტურ” უაზრო თეორიებზე საუბარი (რამე თუ არ იცი ან ვერ იგებ, არ ნიშნავს, რომ ის “ეშმაკისეულია”. ამის მსგავსად, შუა საუკუნეებში ცეცხლზე წვავდნენ განათლებულ ხალხს, რომელი საუკუნეა ახლა?)❗️


✅გეყოთ “ვაქცინაში რა არის” (ეს ინფორმაცია საჯაროდ დევს წამლის სააგენტოების ვებგვერდებზე)❗️


✅გეყოთ – „რას ჰქვია სავალდებულო ვაქცინაცია“ (რეგისტრირებულია ვაქცინა, ახლა მხოლოდ „ფაიზერია“ რეგისტრირებული ამერიკაში, საჭირო და ზოგ შემთხვევაში აუცილებელიც არის სავალდებულო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალში, პედაგოგებში, ჯარში და ასე შემდეგ და ეს უკვე ხორციელდება ამერიკაში და ევროპაში)❗️“



“ბოდიშს ვიხდი, არ უნდა ვყოფილიყავი ასეთი ემოციური, გაბრაზებული…” – რა მიმართვას ავრცელებს ფხაკაძე

07/09/2021

ამ ბოლო დროს, რაც არჩევნები დაიწყო, ძალიან დიდი, ორგანიზებული შეტევაა ჩემს წინააღდეგ, ონლაინში, ინტერნეტსა და სტატიებში. რათ უნდათ ეს, ვერ გავიგე, ოპოზიციასაც და პოზიციასაც, ვიცი, ორივე მისმენთ, ყველას უნდა გაწყობდეთ, რომ იყოს დამოუკიდებელი ჯანდაცვის ექსპერტი, ერთი მაინც, – ამის შესახებ პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე მორიგ ვიდეომიმართვისას საუბრობს.


ფხაკაძე ამბობს, რომ არავის მხარეს არ არის, არც არავის წინააღმდეგია და „ვერავისტი“ ვერ იქნება, რადგან მას დამოუკიდებელი აზრი გააჩნია.


“ბოდიშს ვიხდი, არ უნდა ვყოფილიყავი ასეთი ემოციური, გაბრაზებული… ადამიანი ხტება მე-9 სართულიდან, ვეუბნები, არ გადახტე მოკვდები და მეუბნება – ჩემი უფლება არისო, შენი რა საქმეაო.


სხვათაშორის, ეს არა მხოლოდ ვაქცინას, ჩვენს მთავრობასაც ეხება. უცნაურია, ჩვენი მთავრობა ზოგჯერ მისმენს, ზოგჯერ არ მისმენს.

ზოგჯერ ვის უსმენს და ზოგჯერ ვის.


ერთ რაღაცას ვიტყვი, ვაქცინაციის პროგრამაში რომ ჩავარდნენ ამაში ორი აზრი არ არსებობს.


შეცდომა შეცდომაზე დაუშვეს და აღიარების მაგივრად, ვიღაცას აბრალებენ.

რამდენი ბოტი არ უნდა გამოიწერო, იმ ადამიანებს, რომლებიც გარდაიცვალნენ, ვერ შველით”,- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/bodishs-vikhdi-ar-unda-vyofiliyavi-aseti-emociuri-gabrazebuli-ra-mimartvas-avrcelebs-giorgi-fkhakadze


„თუ ხართ 2-ჯერ ვაქცინირებული და მაინც დაინფიცირდით, ვაქცინაცია გიცავთ დაახლოებით 50%-ით „გრძელი…

08/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კვლევის შედეგს აქვეყნებს და წერს, რომ ორმაგად ვაქცინირებულ ადამიანებს გრძელი კოვიდისგან 50%-იანი დაცვა აქვთ.


გთავაზობთ გიორგი ფხაკაძის პოსტს:


„თუ ხართ 2-ჯერ ვაქცინირებული და მაინც დაინფიცირდით, ვაქცინაცია გიცავთ დაახლოებით 50%-ით „გრძელი კოვიდისგან“❗️


✅ვინც გადაიტანა კოვიდი, იცის, რასაც ვამბობ


✅დროზე აიცერით ფაიზერის ვაქცინით, სანამ ის ხელმისაწვდომია“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-tu-khart-2-jer-vaqcinirebuli-da-mainc-dainficirdit-vaqcinacia-gicavt-daakhloebit-50-it-grdzeli-kovidisgan



„კოვიდით დღეს გარდაიცვალა ყველაზე აქტიური ანტივაქსერი ისრაელში ბატონი ჰაი შოულიან, ამერიკაში…

14/09/2021

ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე ანტივაქსერი გარდაიცვალა და ამონარიდებს აქვეყნებს სხვადასხვა სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან.


გიორგი ფხაკაძე:


ანტივაქსერები მთელი მსოფლიოდან თავისივე “ბრძოლის” მსხვერპლნი ხდებიან


✅კოვიდით დღეს გარდაიცვალა კიდევ ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე აქტიური ანტივაქსერი ისრაელში ბატონი ჰაი შოულიან, ამერიკაში – ქალბატონი ვერონიკა ვალსკი და ასევე ამერიკაში კოვიდით გარდაიცვალა 4 წლის ულამაზესი ანგელოზი გოგო კელი კოოკი .


✅ამ პატარა გოგოს დედა ანტივაქსერი იყო და ახლა ნანობს, მაგრამ უკვე გვიანია .


✅არაერთ სოციალურ ქსელში ცნობილი ანტივაქსერი გარდაიცვალა კოვიდით (მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში). ამ ბოლო დროს, დელტა ვარიანტი არავის ინდობს, მას არ აინტერესებს ადამიანის ასაკი, ეროვნება, რელიგია ან ვაქცინებისადმი მათი დამოკიდებულება. ეს ვირუსი არის ვერაგი❗️


✅იპროტესტეთ, საპროტესტოს მეტი რა არის, მაგრამ გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს.


✅გახსოვდეთ, ვერც ერთი წამალი და ვერც ერთი ვაქცინა ინფიცირებისგან 100%-ით ვერ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ სიკვდილისგან, რეანიმაციისგან და პოსტკოვიდური (გრძელი კოვიდისგან) მდგომარეობისგან.


✅თუ გაინტერესებთ, რამდენი პროცენტით ხართ დაცული კოვიდვაქცინით, ჩემი პასუხი არის: თუნდაც 1% შანსი, რომ აერიდოთ სიკვდილს, ეს ცოტაა?!


✅დაფიქრდით და გამოიყენეთ საღი აზრი❗️


✅ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემს პოსტებზე წერს უაზრო კომენტარებს, და ის ადამიანები, ვინც ტირაჟირებენ ჩემზე “დამონტაჟებულ ვიდეოებს” ინტერნეტში, მე პრობლემა არ მაქვს თქვენთან, იხალისეთ, ოღონდ მე ნამდვილად არ მინდა, რომ თქვენ გეწიოთ ბატონი ჰაი შოულიანის და ქალბატონი ვერონიკა ვალსკის ბედი.


✅სანამ არის ფაიზერის ვაქცინა საქართველოში, დროზე აიცერით.


✅ჯანმრთელობას გისურვებთ“.




ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ გასცა რეკომენდაცია „ფაიზერის ბუსტერზე“ 65 წელს…

18/09/2021

ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ „ფაიზერის“ ბუსტერზე 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული პაციენტებისთვის რეკომენდაცია გასცა.


ფხაკაძე იმედოვნებს, რომ საბოლოოდ საქართველო კოვიდის მართვის სწორ გზას აირჩევს და „რუსული გზით“ არ წავა.


„კიდევ ერთი სიახლე

ამ წუთას ამერიკის წამლის სააგენტომ გასცა რეკომენდაცია ფაიზერის ბუსტერზე 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული პაციენტებისთვის.


დამიჯერეთ ხოლმე რა…


იმედია, საქართველო საბოლოოდ აირჩევს კოვიდის მართვის სწორ გზას… ან მივდივართ ამერიკის გზით,, ან ევროპის გზით, ან ისრაელის გზით,, ან ღმერთმა, დაგვიფარის, რუსული გზით …. ქართულმა გზამ კი გვაჩვენა რომ დამღუპველია…


ისე, მსოფლიო უკვე მე-3 დოზაზე გადადის. ევროპის ქვეყნებში 70-90% არიან აცრილები 2-ჯერ და სამედიცინო პერსონალის 90-100% არის აცრილი. შედარებისთვის, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 20% არის აცრილი, სამედიცინო პერსონალის 50%-მდეა მხოლოდ აცრილი და ზოგიერთი ექიმი კითხვის ქვეშ აყენებს ვაქცინაციას.


არაპროფესიონალიზმი კლავს“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/amerikis-sursatisa-da-wamlis-administraciam-gasca-rekomendacia-faizeris-busterze-65-wels-gadacilebuli-da-qronikuli-pacientebistvis-damijeret-kholme-ra-giorgi-fkhakadze



საქართველოში დაიწყო პოსტკოვიდური ანუ „გრძელი კოვიდის” ეპიდემია: გიორგი ფხაკაძე

19/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში დაიწყო პოსტკოვიდური ანუ „გრძელი კოვიდის“ ეპიდემია.

„საქართველოში დაიწყო პოსტკოვიდური ანუ „გრძელი კოვიდის” ეპიდემია. ვინაიდან არაპროფესიონალები მართავენ, რჩევებს აძლევენ და „ექსპერტობენ” ჩვენ მივიღეთ ის, რომ მოსახლეობის 60-70% გადაიტანა კოვიდი ამ ბოლო 2 წლის მანძილზე. შედეგად „გრძელი კოვიდი” უკვე არის საკმაოდ გავრცელებული საქართველოში” , – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/578512-2



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights