შაბათი, მაისი 2, 2026

პირველად მოვისმინე ადეკვატური, სიტუაციასთან შესაბამისი, ნაკლებად პოლიტიზირებული, ნაკლებად მხოლოდ…

12/08/2021

პირველად მოვისმინე ადეკვატური, სიტუაციასთან შესაბამისი, მეცნიერებაზე დაფუძნებული, ნაკლებად პოლიტიზირებული, ნაკლებად მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებული და პრაგმატულად სწორი გადაწყვეტილება, – ასე აფასებს პროფესორი გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებს “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” და აღნიშნავს, რომ საკოორდინაციო საბჭოსგან შემოთავაზებულ ყველა პუნქტს სრულად ეთანხხმება.


“ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, ვეღარ ვაკონტროლებთ ვითარებას და როგორც ჩანს, პირველად, საღმა აზრმა გაიმარჯვა. ნამდვილად გამიკვირდა, პირველად ვნახე საქართველოში, გლობალურად ამდენი სწორი გადაწყვეტილების ერთდროულად მიღება და განხორციელება.”


ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, არავაქცინირებული პირების სხვადასხვა დაწესებულებაში ვიზიტი დროულად უნდა აიკრძალოს.

“ყველა იმ პუნქტს რომელიც საბჭოსგან იყო შემოთავაზებული თავიდან-ბოლომდე ვეთანხმები, თუმცა, მე, ალბათ უფრო მეტად რადიკალური ვიქნებოდი კოვიდპასპორთებთან, ე.წ მწვანე საშვებთან დაკავშირებით. საფრანგეთში, უკვე, ორშაბათიდან აღარ დაიშვებიან პირები საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ კაფეებში. საქართველოშიც ამ კუთხით შეზღუდვის დაწესება არა სექტემბრიდან, არამედ სასწრაფოდ უნდა დაწყოს.”

საზოგადოებრივო ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილ ფონს კიდევ უფრო მეტად ართულებს დაგეგმილი არჩევნები, რომელიც მისი განცხადებით ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.

“აქ არის პოლიტიკური მომენტი, არჩევნებია და მე სულ ვამბობდი, რომ ჩვენ ახლა შევდივართ არჩევნების ფაზაში. არჩევენები კი არის ყველაზე დიდი ბუსტერი, მიზეზი, რატომაც ვრცელდება ვირუსი სწრაფად და დღეს ვხედავთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული სხვადასხვა გადაწყვეტილება არის მხოლოდ არაპროფესიონალური და პოლიტანგაჟირებული.

გულწრფელად გამიკვირდა და გამიხარდა, რომ როგორც ჩანს შეძლო ჯანდაცვის მინისტრმა თავისი პოზიციის გატანა და ჩვენ ახლა გვაქვს ნაკლებად პოლიტიკური და უფრო მეტად ჯანდაცვის სფეროსკენ მიმართული გადაწყვეტილებები. აღმოჩნდა, რომ არჩევნების პერიოდშიც ყოფილა მსგავსი შეზღუდვების დაწესება შესაძლებელი.” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ნინი ხუგაშვილის გადაცემაში “კვირის თემა”.


მისივე მოსაზრებით, შეზღუდვების დაწესების ფონზე, არსებული ეპიდვითარების გაუმჯობესებას 2 კვირის შემდეგ უნდა ველოდოთ.




ვიდეო – https://www.facebook.com/watch/live/?ref=external&v=1192185264622785



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/pirvelad-movismine-adekvaturi-situaciastan-shesabamisi-naklebad-politizirebuli-naklebad-mkholod-biznesze-orientirebuli-da-swori-gadawyvetileba-giorgi-fkhakadze-akhal-shezghudvebze


კოვიდვაქცინა სეზონური გახდება და მოგვიწევს სეზონური გრიპისა და სეზონური კოვიდვაქცინის გაკეთება

13/08/2021

პანდემია ნიშნავს, რომ მსოფლიო არის ინფიცირებული და სანამ ერთი ადამიანიც კი იქნება ისეთი, რომელიც არ არის აცრილი და ჯერ არ გადაუტანია კოვიდი, მუდმივი რისკის ქვეშ ვართ, – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა და არსებული ეპიდვითარების ფონზე პანდემიის დაძლევის გზებზე ისაუბრა.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის მოსაზრებით, თუ საწყის ეტაპზე ითვლებოდა, რომ პანდემიას მსოფლიო 2 წელიწადში დაამარცხებდა, ახალი შტამების გავრცელების ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა “დელტა” შტამი ახალი ეპიდემიის მსგავსად ვრცელდება, პანდემიის დასრულების დრო უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში კოვიდვაქცინა გრიპის საწინაააღმდეგო ვაქცინის მსგავსად, სეზონური გახდება.

“ჩვენ ვიცით, რომ 200-ზე მეტ სხვადასხვა მედიკამენტზე მიმდინარეობს მუშაობა და ალბათ, წლის ბოლოსთვის ძალიან საინტერესო შედეგები გევქნება.
300-ზე მეტ სხვადასხვა ვაქცინაზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა, დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო ეფექტური და იაფი ვაქცინებიც დაგვეწევა და მალე, მხოლოდ მოდერნასა და ფაიზერის იმედზე აღარ ვიქნებით.

სანამ პანდემია იქნება დედამიწაზე, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ვხედავთ 7 სხვადასხვა საყურადღებო შტამის ცირკულაციას.

ამიტომ ვფიქრობ, კოვიდვაქცინა სეზონური გახდება და მოგვიწევს სეზონური გრიპისა და სეზონური კოვიდვაქცინის გაკეთება, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბრ-ოქტომბრის თვეებში გაკეთდება ხოლმე” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ და აღნიშნა, პროცესი ვაქცინაციის გარდა,შესაძლოა გახდეს მედიკამენტოზურიც.

ფხაკაძე მიიჩნევს, რომ პანდემიის დასრულება მოქალაქეების პასუხისმგებლიან ქცევაზეც არის დამოკიდებული – “ერთობლივი ძალისხმევა გვჭირდება ერთმანეთის დასახმარებლად. ვაქცინაციასთან ერთად, ალბათ წამლებიც დავგეხმარება, თუმცა უნდა გავიაზროთ, რომ სამედიცინო პირბადეზე უკეთესი წამალი დღეს არ არსებობს.


მუტაცია არ ვიცით საითკენ წავა, არავინ ელოდა რომ დელტა ვირუსი გახდებოდა ცალკე აღებულია ეპიდემია, ის ისე აფეთქდა რომ არავინ ელოდა, ჩვენ ველოდით რომ პანდემია 2 წელიწადში დასრულდებოდა, ასევე ბრიტანული ვირუსიც თითქოს სუსტდებოდა, მაგრამ დელტამ ყველაფერი გადმოატრიალა.

ჩვენ ასევე გვაქვს 7 სხავადსხვა ტიპის საყურადღებო ვარიანტი დელტას გარდა, რომელიც მაგალითად კოლუმბიდაან, პერუდან და აშშ-დან წამოვიდა და არიან ძალიან საყურადღებო ვარიანტები, რომელთანაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ – ერთადერთი გამოსვაალი ვაქცინაციაა და რატომ ვაქცინაცია? – ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ვირუსი არ გამრავლდეს.

თუ ჩვენ ვირუსს გადავუკეტეთ გავრცელების გზა, ის ვეღარ განიცდის მუტაციას და რა თქმა უნდა, ჩვენ დავამარცხებთ ეპიდემიას და რაც უფრო ჯიუტად არ გამოვიყენებთ სამედიცინო პირბადეს და ვაქცინაციას, ვირუსი პირიქით იხეირებს, გამრავლდება, მუტაციაც ექნება და უფრო დიდხანს დაგვტანჯავს” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “კვირის თემაში” სტუმრობისას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/kovidvaqcina-sezonuri-gakhdeba-da-mogviwevs-sezonuri-gripisa-da-sezonuri-kovidvaqcinis-gaketeba-giorgi-fkhakadze


გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

21/07/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეომიმართვის მეშვეობით საზოგადოებას აფრთხილებს.


ფხაკაძე აღნიშნავს, რომ აგვისტოს თვე საქართველოსთვის უმძიმესი იქნება.


მისივე პროგნოზით, ქვეყანაში კორონავირუსს ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირება.

„ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში. აგვისტოს თვე იქნება კატასტროფული ჩვენი ქვეყნისთვის.


ჩვენ უკვე შევედით ამ მძიმე მდგომარეობაში.


ათობით კი არა, ასობით ადამიანის სიცოცხლე დაიკარგება, კონკრეტულად ამ ტალღის შედეგად.


ერთმანეთის ლანძღვის, ერთმანეთის გაშავებისა და ერთმანეთის პიარის დრო ნამდვილად არ არის.


ახლა ერთადერთი რამის დროა – დავეხმაროთ ერთმანეთს.


ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. არჩევნები იწყება ოქტომბერში. ეს ნიშნავს, რომ წინა საარჩევნო პერიოდში იქნება შეხვედრები, მიტინგები და უპირბადო შეხვედრები, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მძიმე მდგომარეობას.


აქ აღარ არის საუბარი ერთ-ორ კვირაში რა იქნება, აქ არის საუბარი ერთ დღეში, 2 საათში, 10 საათში რა მოხდება.


აი ეს არის მთელი უბედურება.


მე გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ რითაც შემეძლება, თუ ჩემი პატარა რჩევა რამეში დაგჭირდებათ მე ვარ ღია და ყველას დავეხმარები უანგაროდ. მთავარია გადავარჩინოთ ერთი სიცოცხლე მაინც.“-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/agvistos-tve-iqneba-katastrofuli-chveni-qveynistvis-atobit-ki-ara-asobit-adamianis-sicockhle-daikargeba-giorgi-fkhakadze-sazogadoebas-afrtkhilebs



ფაიზერის 2 დოზა 6 თვე გვიცავს, დროთა განმავლობაში კარგავს ძალას, მე-2 დოზიდან 6 თვის თავზე…

16/08/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ რჩევებს აქვეყნებს.


ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქართველომ მაგალითი ისრაელისგან უნდა აიღოს.


“ისრაელში სიტუაცია სამწუხაროდ დრამატულად შეიცვალა


მიზეზები თუ რატომ ახლა და რატომ ასეთი დიდი აფეთქება:


ნაადრევად პირბადეების მოხსნა, ვერ გათვალეს და არჩევნებმაც იმოქმედა


ხალხმრავლობები ნაადრევად დაუშვეს, აქაც არჩევნების ბრალი იყო


უკვე ვიცით, რომ ფაიზერის 2 დოზა 6 თვე გვიცავს და სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ის კარგავს ძალას, მე-2 დოზიდან 6 თვის თავზე მე-3 ფაიზერის “ეგრეთ წოდებული ბუსტერი” დოზა არის საჭირო.


ისრაელში ახლანდელი კოვიდაფეთქება ძირითადად არის არავაქცინირებულ ადამიანებში.


რას აკეთებს ისრაელის მთავრობა:


პირბადეები არის სავალდებულო ყველგან


თავშეყრის ადგილების შეზღუდვა და დისტანციის რეგულაციის გაძლიერება


ფაიზერის-მე 3 დოზა “ბუსტერი” უკვე 1 მილიონი ადამიანი აიცრა და ეს ეხება 50 წელს გადაცილებულ პირებს


ფაიზერის ვაქცინა 12 წლის ასაკიდან არის ისრაელში დაშვებული


500 ბავშვი 5-დან 11 წლის ასაკამდე უკვე აიცრა ისრაელში, ძირითადად ვისაც აქვს მძიმე ქრონიკული დაავადებები


რა უნდა ქნას საქართველომ:


სირაქლემის პოზიციიდან ამოვიდეს … თავი ამოყავით სილიდან

პრაგმატულად შევხედოთ, თუ რა რესურსები გვაქვს და ამ რესურსების სრული მობილიზაცია უნდა მოხდეს


ვისწავლოთ ისრაელიდან:


ეს ხელისუფლებას:


სამედიცინო პირბადე 2 წლის ასაკიდან ყველგან, 100% პირბადის გარემო


აიკრძალოს ყველა, აბსოლუტურად ყველა ხალხმრავალი ღონისძიება


მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინაცია, ახლა და არა 6 თვის თავზე ვიზრუნოთ “ბუსტერზე” რომ აცრილებში არ მივიღოთ ვირუსის აფეთქება, ისიც უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის მე-3 დოზაც არ დაიცავს და იმიტომ უნდა გავაგრძელოთ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.


კლასტერების კონტროლი გააგრძელეთ, ასე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება, გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები (ბებო მაროს პასტა/ ფურცელი სირცხვილია დღეს)
”კოვიდ საშვები” დანერგეთ რაც შეიძლება მალე, აიღეთ საფრანგეთის/ ევროპული მაგალითი.


ეს მოსახლეობას:


გვახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენი და თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების სიცოცხლე


გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ეს გჭირდებათ თქვენ და არა ჩვენს მთავრობას


დარჩით სახლში თუ შეგიძლიათ თუ არა ან ვერ რჩებით სახლში აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მაქსიმალურად ეცადეთ დაიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია ყველგან და ყოველთვის


ყველანი აიცერით ფაიზერის ვაქცინით, რას ელოდებით?! ფაიზერი არ დაგიცავთ 100% ინფიცირებისგან, მაგრამ საკმაოდ მაღალი დაცვის მექანიზმი აქვს 60%-დან 94%-მდე გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას.


ისიც გახსოვდეთ, რომ ფაიზერის მე-3 დოზაც 100% არ დაგიცავთ და გააგრძელეთ სამედიცინო პირბადის გამოყენება და დაიცავით დისტანცია.


გაანიავეთ შენობები/ოთახები ხშირად და სადაც არის ხალხმრავლობა კონდიციონერები არ გამოიყენოთ. მანქანებში კონდიცირება არ გამოიყენოთ თუ თქვენი ოჯახის წევრი არ არის მანქანაში.


დაუჯერეთ საღ აზრს…


ჯანმრთელობას გისურვებთ”-წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/faizeris-2-doza-6-tve-gvicavs-drota-ganmavlobashi-kargavs-dzalas-me-2-dozidan-6-tvis-tavze-e-w-busteri-dozaa-sachiro-giorgi-fkhakadze




ალბათ მალე ქართული შტამი გვექნება, რა დროს კონცერტები და შეხვედრებია?

19/08/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას განიხილავს.


მისი თქმით, ქვეყანა კატასტროფას თავს ვერ დააღწევს, რადგანაც უკვე დაგვიანებულია.
„ჩვენ კატასტროფას თავს ვეღარ დავაღწევთ, სამწუხაროდ დავაგვიანეთ.


ამას კიდევ არჩევნები ემატება, რომელიც მოდის. ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილება საარჩევნოა და არა ის, რაც ადამიანებს სჭირდებათ. ქვეყანა პირველ ივლისს იყო ჩასაკეტი, არავინ ჩაკეტა. ვაქცინაციის პროგრამა სულ სხვაგვარად იყო ასაწყობი.

ჩვენთან ახლა ის სიტუაციაა, რაც ბრაზილიაში ხდებოდა პირველი ტალღის დროს, როცა პრეზიდენტი ამბობდა, ბიზნესი მირჩევნია დაავადების მართვასო. დაგავიწყდათ რაც იყო ბრაზილიაში. სხვათა შორის ბრაზილიური შტამი ამიტომ წამოვიდა. ჩვენ ისე გავაკეთებთ, მალე, ალბათ, ქართული შტამი გვექნება. რა დროს კონცერტები და შეხვედრებია?“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


შეგახსენებთ, საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 58 პაციენტი, რაც თითქმის ორწლიანი ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. მხოლოდ აგვისტოს დასაწყისიდან კოვიდ-ინფექციამ უკვე 770 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 49 468 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 4921 შემთხვევა. ეპიდემიის განმავლობაში საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/albat-male-qartuli-shtami-gveqneba-ra-dros-koncertebi-da-shekhvedrebia-giorgi-fkhakadze



გიორგი ფხაკაძე: „საველე ჰოსპიტალი ამუშავდა დღეს, ეს ბრძოლა წაგებულია!..“

20/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საველე ჰოსპიტალში ცხრა პაციენტის განთავსების ამბავს ეხმაურება და წერს, რომ ეს ბრძოლა წაგებულია.


„საველე ჰოსპიტალი ამუშავდა დღეს,


ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს… დიახ, ეს ბრძოლა წაგებულია….
დამნაშავე ვინ არის, ჩემზე უკეთ იცით …


ვინც ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას აწყობს, არის ქვეყნის მოღალატე.


ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ის არის ქვეყნის მოღალატე.


სამედიცინო პირბადეს ვინც ყიდის დღეს 10 თეთრზე მეტად, უბრალოდ, ქვეყნის მოღალატეა.


დღეს წავაგეთ ბრძოლა…. მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია
ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ ომში!..“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-savele-hospitali-amushavda-dghes-es-brdzola-wagebulia


„წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მედიკამენტები გამოჩნდება და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში 2022 წელი…

20/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტზე საუბრობს და აღნიშნავს:


„პანდემიასთან ბრძოლაში მთელი მსოფლიოა ჩართული.


წელს ჩვენ არა მარტო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები გვაქვს… წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მთელი რიგი მედიკამენტები გამოჩნდება და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში 2022 წელი ნამდვილად გახდება გარდამტეხი.

მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) დღეს დაამტკიცა დიდ ბრიტანეთში COVID-19– ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი მონოკლონური ანტისხეულების სამკურნალო საშუალების გამოყენება.


ჯანმრთელობას გისურვებთ!..


ამ ომს ჩვენ მოვიგებთ!..“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-wlis-bolomde-sakmaod-saimedo-medikamentebi-gamochndeba-da-pandemiastan-brdzolis-saqmeshi-2022-weli-namdvilad-gakhdeba-gardamtekhi




11 მეთოდი, რომელიც დაგვეხმარება კორონავირუსთან საბრძოლველად: გიორგი ფხაკაძე

24/08/2021

ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსთან ბრძოლის 11 მეთოდს ასახელებს.


„ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ერთი იარაღი, ან ერთი საშუალება, ან ერთი მეთოდი არ და ვერ იმუშავებს. ნახეთ, გრაფიკულად აღწერილია ის 11 მეთოდი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ამ ვერაგ ვირუსთან საბრძოლველად.

დისტანცია, სამედიცინო პირბადე, ხელების დაბანა, ხელით არ შეეხოთ სახეს, აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, სწრაფი და ხშირი ტესტირება და კლასტერების მართვა, დახურული სივრცეების ადეკვატური სავებტილაციო სისტემებით გამართვა, სახელმწიფომ უნდა მოამზადოს და განათავსოს ყველგან საინფორმაციო გზავნილები (ბილბორდების 40%, რადიო /ტელევიზიაში ყოველი 40 წუთი, ინტეტნეტბანერები).


ასევე სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს დაზარალებული მოსახლეობა/ ბიზნესები კარანტინი და იზოლაცია უნდა იყოს უნკაცრესად გაკონტროლებული, გაძლიერდეს „ფაიზერით” ვაქცინაცია, დაინერგოს ელექტრონული „კოვიდ საშვი” და სერვისების უმრავლესობა უნდა იქნეს ხელმისაწვდომი ამ საშვებით”, – აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/11-metodi-romelic-dagvekhmareba-koronavirustan-sabrdzolvelad-giorgi-fkhakadze




გადავწყვიტე, საქართველოში ჩამოვიდე – გიორგი ფხაკაძე

27/08/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.


მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, ოქტომბერში ჩამოვა.

„სექტემბერი მოდის. გეგმები მაქვს. მე გადავწყვიტე, რომ საქართველოში ჩამოვიდე. ბევრს ვფიქრობდი, როდის უნდა ჩამოვსულიყავი. წესით, ახლა მინდოდა.


ახლა რისკია ჩამოსვლა. ეს რისკები დაახლოებით ოქტომბრის მეორე ნახევარში დამთავრდება. როგორც კი საწოლფონდი გათავისუფლდება ჩამოვალ. ოქტომბრის ბოლოს ეს ვირუსი ქვევით ჩამოვა, “- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ მორიგ ვიდეომიმართვაში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/gadavwyvite-saqartveloshi-chamovide-giorgi-fkhakadze



გიორგი ფხაკაძე: „რომელი ვაქცინა ჯობს?“

30/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აქვეყნებს პოსტს, სახელწოდებით „რომელი ვაქცინა ჯობს“ და ამ თემაზე საკუთარ მოსაზრებებს ვრცლად გვაცნობს.


„რომელი ვაქცინა ჯობს ?!


✅მე ჩემს მეგობრებს ვურჩევ ფაიზერს (Pfaizer) და რატომ:


ყველაზე უსაფრთხო ვაქცინაა მსოფლიოში დღესდღეობით.


ყველაზე ეფექტურია დელტა (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ (88-64% გააჩნია ასაკს/ ჯანმრთელობის სტატუსს და ასე შემდეგ)


ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს მაღალეფექტურობას (თვეში მხოლოდ 2.3% ეფექტურობას კარგავს). და ამიტომ 6-8 თვეში მე-3 დოზა (ბუსტერი) არის საჭირო, რომ ეფექტურობა 94-96% აწიოს მომდევნო თვეებში.


ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც არის სრულიად აღიარებული (დამტკიცებული/აკრედიტებული) მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მარეგულირებლის, ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ.

ყველაზე ბევრი კვლევა არის ჩატარებული ამ ვაქცინაზე და რაც მთავარია, სხვადასხვა ქვეყანაში, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და აღიარებული მკლევარების მიერ (არაფერი რომ არ გამოეპარებათ, ისეთების მიერ).


✅100% დაცვა არც ფაიზერს აქვს, სამწუხაროდ ფაიზერი არ არის “მაგიური უკვდავების ელიქსირი”:


✅დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანები შესაძლოა, დაინფიცირდნენ (12-36% გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას)


✅დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანი შესაძლოა მოხვდეს საავადმყოფოში (დაახლოებით 2%)


✅დიახ ფაიზერით ვაქცინირებულ ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს უკურეაქცია (დაახლოებით 0.001%)


✅დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანი შესაძლოა, გარდაიცვალოს (დაახლოებით 0.15%)


✅ზუსტად მინიმუმამდე რომ შევამციროთ ზემოთ ჩამოთვლილი ციფრები, საჭიროა ვაქცინაციის შემდეგ დავიცვათ დისტანცია, დაიბანოთ ხელები, გაანიავოთ შენობები და გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე❗️


✅აიცერით ფაიზერით, სანამ ის ხელმისაწვდომია“.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-romeli-vaqcina-jobs



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights