კვირა, მაისი 3, 2026

მხოლოდ 16 დღეში 1093-მა საქართველოს მოქალაქემ დაკარგა სიცოცხლე – ფხაკაძე კოვიდ -19-ით გარდაცვალების

16/11/2021

პროფესორი, ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარარეობს ასახელებს:

„2021 წლის ნოემბრის კოვიდ-19-ით გარდაცვალების ქრონიკა საქართველოში – 1093-მა საქართველოს მოქალაქემ დაკარგა სიცოცხლე მხოლოდ 16 დღეში

16 ნოემბერი -83
15 ნოემბერი – 82
14 ნოემბერი – 81
13 ნოემბერი – 77
12 ნოემბერი – 77
11 ნოემბერი – 77
10 ნოემბერი – 78
9 ნოემბერი -75
8 ნოემბეტი -74
7 ნოემბერი – 67
6 ნოემბერი – 66
5 ნოემბერი – 62
4 ნოემბერი – 53
3 ნოემბერი – 49
2 ნოემბერი – 47
1 ნოემბერი – 44

საქართველოში ანტივაქსერული მოძრაობა არის მხარდაჭერილი პირდაპირ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ

,
არ გჯერათ?! ნახეთ, რა საიტებს/ვიდეოებს/სურათებს აზიარებენ ანტივაქსერები – 95% არის რუსულ ენაზე/რუსული თარგმანით და რუსული საიტებიდან « .ru ».

ქართველი ანტივაქსერი “ბლოგერები” აჟღერებენ უშუალოდ რუსულ პროპაგანდას და რასაც ისინი თავის ფაისბუკ გვერდზე “შეწუხებული სახეებით” საუბრობენ, იმავეს საუბრობენ რუსული სამთავრობო არხები


ამაზე მეტი მტკიცებულება – რა ვიცი …. ისე, არ გებადებათ კითხვა, საიდან “უმუშევარ” ბლოგერს ამდენი დრო და მაღალხარისხიანი აპარატურა, რომ ისაუბროს “სიმართლეზე”?! ალბათ, ბებო მარო ხულოდან უგზავნის ყიველთვიურად მათ დასახმარებლად ფინანსებს…


საქართველოს ანტივაქსერული მოძრაობა არის რუსული ოკუპაციური ძალების მხარდაჭერილი, რათა დაასუსტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა


ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს ამ ვერაგ ვირუსს, არის შემდეგი:

ვაქცინაცია ერთი ტიპის ვაქცინით (ფაიზერ-ბიონტეკი, ისე, რუსებს ეს ვაქცინა არ აქვთ და გაგიჟებულები არიან, რომ უარი თქვეს თავის დროზე ამ ვაქცინაზე. ახლა კი 1250-მდე ადამიანს კარგავენ კოვიდით დღეში, ისიც “ოფიციალურად”)


სამედიცინო პირბადის გამოყენება ყველგან თან სწორი ტარება, რომ არ ამოვწყდეთ
სოციალური დისტანციის დაცვა


არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა, რავი სხვა გზა დარჩა


არაპროფესიონალიზმი კლავს“– წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/mkholod-16-dgheshi-1093-ma-saqartvelos-moqalaqem-dakarga-sicockhle-fkhadze-kovid-19-it-gardacvalebis-qronikaze


რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ და რომელი ვაქცინებია ეფექტური ახალ შტამთან მიმართებაში

27/11/2021

კორონავირუსის ახალი ვარიანტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომელსაც ბევრი მუტაცია აქვს.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 26 ნოემბერს საგანგებო სხდომა გამართა, სადაც სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით ისაუბრეს.


როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ჯანმომ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია„ომიკრონი“.


ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ წერს და საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს.


“გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდის ვარიანტი B.1.1.529 – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია – „ომიკრონი“ (Omicron). „ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).


ამ ამბავმა გამოიწვია დღეს მსოფლიო ნავთობის ფასის ვარდნა ევროპაში 5%-ით და ამერიკაში 6.2%-ით. ევროპულ ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების ფასების ვარდნა 2.4%-მდე, ლონდონის ბირჟაზე 3%, ბიტკოინმა დაკარგა 7%


სად არის გავრცელებული ახალი ვარიანტი:


  • სამხრე თაფრიკა

  • ბოტსვანა

  • ნამიბია

  • ბელგია

  • ლესოტო

  • ესვატინი

  • ზიმბაბვე

  • ჰონგკონგში (ჩინეთი)

  • ისრაელი

  • ეგვიპტეში

  • თურქეთში


რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ?!


ნახეთ თანდართული გრაფიკა, საკმაოდ ნათელია რატომ არის მთელი მსოფლიო პანიკაში”


ძალიან სწრაფად ვრცელდება, შესაძლოა ამ ვარიანტმა უფრო კარგად აუაროს გვერდი ჩვენს იმუნურ სისტემას და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში, შესაძლოა ახალი მუტანტი დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს.


არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი


შესაძლოა ის ვაქცინები რომლებიც იყვნენ შექმნილი უჰანურუ შტამის წინააღმდეგ შესაძლოა ვერ იმუშაონ ამ ვარიანტის შესაჩერებლად. უფრო დეტალური ინფორმაცია იქნება დაახლოებით 2 კვირაში.


სავარაუდოდ ფაიზერ/ბიონტეკი და მოდერნას ვაქცინები იქნება ამჯამად ყველაზე ეფექტური ვაქცინები.


რა უნდა ქნას საქართველოს მთავრობამ ახლა?


დროებით ჩაკეტოს შემოსვლა რისკის მქონე ქვეყნებიდან ისევ როგორც ეს უკვე გააკეთეს:


შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იაპონიამ, და ჰოლანდიამ. სინგაპური, იტალია, საფრანგეთი და ისრაელი ასევე გააწითლეს მოზამბიკი.


დროებით უნდა შეჩერდეს შემოსვლა:

  • ნამიბიიდან

  • ლესოტოდან

  • ესვატინიდან

  • ზიმბაბვედან

  • ბოტსვანადან

  • მოზამბიკიდან

  • სამხრეთ აფრიკიდან

  • ჰონგკონგიდან (ჩინეთი)


რა უნდა გააკეთოთ თქვენ?


მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები, დროზე აიცერით ფაიზერ/ბიონტეკით ან მოდერნას ვაქცინებით, არ გადადოთ,

ჯანმრთელობას გისურვებთ …”,-წერს გიორგი ფხაკაძე.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/ra-vicit-am-variantis-shesakheb-da-romeli-vaqcinebia-efeqturi-akhal-shtamtan-mimartebashi-giorgi-fkhakadzis-ganmarteba


როგორ გამოიყურება გიორგი ფხაკაძის საახალწლოდ მორთული სახლი საფრანგეთში

24/12/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც პერიოდულად აწვდის საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაციებსა და რჩევებს აძლევს, ამჯერად, მოქალაქეებს უზიარებს თუ როგორ გამოიყურება მისი სახლი წინაასაახალწლოდ.


კერძოდ, გიორგი ფხაკაძე აქვეყნებს საფრანგეთში, საკუთარ სახლში გადაღებულ ვიდეოს.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/video-rogor-gamoiyureba-giorgi-fkhakadzis-saakhalwlod-mortuli-sakhli-safrangetshi


ფხაკაძე: სამწუხაროდ, ჩემი კოლეგები გახდნენ ანტივაქსერული ჯგუფების მსხვერპლნი, ყველაფერში ვართ…

30/12/2021

პანდემია, როგორც მთავარი გამოწვევა – კორონავირუსის განვითარების მოლოდინები, როგორია 2022-ის ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარები – ამ საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი საზოგადეობას კვლავ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ურჩევს კარგად ნაცნობი რეგულაციები ზედმიწევნით დაიცვან.


“რაც უფრო მეტი გავრცელება იქნება, მით უფრო მეტი მუტაცია იქნება, ჩვენ ამას ვერ ავცდებით. როდესაც ამბობენ, როდის დამთავრდება პანდემია, ჩემი პასუხი არის – თქვენ რა გააკეთეთ, რომ ეს პანდემია გავაჩეროთ? სამედიცინო პირბადე გამოიყენეთ? დისტანცია დაიცავით? ვაქცინა გაიკეთეთ? „ბუსტერ“ დოზა?


როდესაც არაფერი გაუკეთებიათ და ელოდებიან, ვიღაცა რაღაცას გააკეთებს. წინასაახალწლოდ ყველაზე კარგი საჩუქარია „ბუსტერ“ დოზა გაიკეთონ, გამოიყენონ სამედიცინო პირბადე და არ მოაწყონ დიდი კორპორატიულები, ღრეობები.


მომავალ წელს იქნება მედიკამენტები, ვაქცინები, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ადამიანები, რომელთაც არ სჯერათ ან არ უნდათ. ამ ადამიანებს რა ვუყოთ არ ვიცი.


ვიცი, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია, მთავარია, მონდომება, სიყვარული და ადამიანობა, რაც ნიშნავს, რომ საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც მივხედოთ”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” ეთერში.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/winasaakhalwlod-yvelaze-kargi-sachuqaria-buster-doza-gaiketon-da-ar-moawyon-didi-ghreobebi-fkhakadze



სამწუხაროდ, ჩემი კოლეგები გახდნენ ანტივაქსერული ჯგუფების მსხვერპლნი, ყველაფერში ვართ ჩავარდნილები

30/12/2022

“მიკვირს, როდესაც ჩემი კოლეგები სხვადასხვა სფეროდან ადამიანებს ტყუილ მოლოდინს უქმნიან – ვეუბნებით, რომ აი, გადავიტანოთ ერთი თვე და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. ერთი თვის გასვლის შემდეგ, როდესაც ვერ ხედავს შედეგს, ადამიანი კარგავს იმედს და ნდობას”, – ამის შესახებ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა და კორონავირუსის განვითარების 2022-ის ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარები განიხილა.


ფაქტია, რომ ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად აკლია ნდობა. ჩვენ არ ვენდობით საზოგადოებრივ ჯანდაცვის სისტემას. მოსახლეობას პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით აქვს ნდობა დაკარგული.


ამიტომაცაა, რომ ვაქცინაცია ჩავარდნილია, არ იყენებენ სამედიცინო პირბადეს, დისტანციას არ იცავენ, შეზღუდვები პრაქტიკულად არ არსებობს, კოვიდპასპორტი კი არაეფექტური, დაგვიანებული დოკუმენტია, რომელმაც უკვე ამოწურა თავისი ფუნქცია, რაც უნდა გაეკეთებინა.


მოკლედ, ყველაფერში ვართ ჩავარდნილები. მე მიკვირს, ახალგაზრდა კოლეგების, რომლებიც თავად არიან აცრილი „ფაიზერით“ და არ ლაპარაკობენ ვაქცინაციაზე, რადგან ეს არ არის მოდაში. როგორ შეიძლება, რეიტინგის გამო ექიმი გამოდიოდეს დღეს და ამბობდეს, თქვენ თუ გინდა აიცერით თუ გინდა – არა.

სამწუხაროდ, ჩემი კოლეგები გახდნენ ანტივაქსერული ჯგუფების მსხვერპლნი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ტალღას არ უნდა ავყვეთ. ექიმებმა, პირველებმა უნდა მოუწოდონ ადამიანებს ვაქცინაციისკენ.


ის ექიმი, რომელიც დღეს ამბობს, რომ გინდა აიცერი, გინდა არა, ჩემთვის ექიმი აღარ არის. თავიდანვე ვამბობდი, ჩინური ვაქცინები არ ვარგა. ყველა ვაქცინა უნდა აიკრძალოს, მარტო უნდა იყოს „ფაიზერის“ ვაქცინა. სახელმწიფომ ასევე უნდა იმუშაოს „მოდერნას“ ვაქცინების შემოტანაზე”,- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


რაც შეეხება პროგნოზებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ საიმედო პროგნოზის მიღწევა თითოეული ადამიანის ხელშია. ამ თვალსაზრისით ფხაკაძე კიდევ ერთხელ მიუთითებს ვაქცინაციისა და სამედიცინო პირბადის გამოყენების მნიშვნელობას.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-samwukharod-chemi-kolegebi-gakhdnen-antivaqseruli-jgufebis-mskhverplni-yvelafershi-vart-chavardnilebi



საქართველოში ისე დახვდნენ ახალ წელს, 99.99% შანსია, რომ უკვე ცირკულირებდეს კოვიდის ქართული ვარიანტი

04/01/2022

საფრანგეთში, კორონავირუსის ახლად აღმოჩენილ შტამს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეხმიანება.


ამასთან, როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, “საქართველოში ისე დახვდნენ ახალ წელს, რომ 99.99% შანსია, კოვიდის ქართული ვარიანტი უკვე ცირკულირებდეს”.


“ჩემი წინასაახალწლო “დუმილი” დამთავრდა…


ახალი კოვიდის ვარიანტი დაფიქსირდა სამხრეთ საფრანგეთში.


საქართველოში ისე დახვდნენ ახალ წელს, რომ 99.99% შანსია, საქართველოში უკვე ცირკულირებდეს კოვიდის ქართული ვარიანტი… რითი ვართ ჩვენ ნაკლები ფრანგებზე, ბრიტანელებზე ან ინდოელებზე?!…


ყველა, სადაც არ უნდა იყოთ, თავს გაუფრთხილდით.


PS: ეს არის ერთი კვლევის შედეგი და, სავარაუდოდ, ეს ვარიანტი B.1.640.2 წამოვიდა კამერუნიდან და აქვს 46 მუტაცია”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქში”.


შეგახსენებთ, საფრანგეთში კორონავირუისის მორიგი, ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს.


ვირუსის მუტირებული ვარიანტის დროებითი სახელია B.1.640.2, თუმცა საერთაშორისო მედიაში უკვე გვხდება მისი სახელწოდება – IHU.


მეცნიერები აცხადებენ, რომ ვირუსს აქვს 46 მუტაცია, მისი გავრცელების წყაროდ კი ამ დროისთვის კამერუნი სახელდება.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-saqartveloshi-ise-dakhvdnen-akhal-wels-99-99-shansia-rom-ukve-cirkulirebdes-kovidis-qartuli-varianti


კარგი სიახლე! კოვიდინფიცირებულ ბავშვებში ანტისხეულები სტაბილურად ნარჩუნდება

06/01/2022

კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ბავშვებში, ინფიცირებიდან 6 თვის განმავლობაში ანტისხეულები სტაბილურად ნარჩუნდება – ახალი კვლევის შედეგებზე ინფორმაციას პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ავრცელებს.


ფხაკაძის ინფორმაციით, კოვიდგადატანილი მოზარდების იმუნური სისტემა უფრო კარგად ადაპტირდება, ვიდრე მოზარდების:


“კარგი და საინტერესო სიახლე❗️


ახალი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კოვიდინფიცირებულ ბავშვებში ანტისხეულები საკმაოდ “სტაბილურად” ნარჩუნდება ინფიცირებიდან 6 თვის განმავლობაში. სამწუხაროდ, მოზრდილებში ასე არ არის.


კოვიდგადატანილი ბავშვების იმუნური სისტემა უფრო კარგად “ადაპტირდება”.

გახსოვდეთ, რომ კოვიდგადატანილებში პოსტკოვიდი არსად წასულა❗️


დაიცავით ჩვენი პატარები, შეუქმენით მათ უსაფრთხო გარემო. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია, გაანიავეთ დახურული სივრცეები და აიცერით.



ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქში”.


გიორგი ფხაკაძე: “2022 წლის პირველი “კოვიდ-ამბები”, რა თქმა უნდა, კარგი ამბებით უნდა დავიწყო…”

ფხაკაძე: საქართველოში ისე დახვდნენ ახალ წელს, 99.99% შანსია, რომ უკვე ცირკულირებდეს კოვიდის ქართული ვარიანტი

“თავს გაუფრთხილდით, “ომიკრონით” ინფიცირების სიმპტომები ასეთია” – რას ურჩევს გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/kargi-siakhle-kovidinficirebul-bavshvebshi-antiskheulebi-stabilurad-narchundeba-fkhakadze


არ გამოიყენოთ პირბადე, არ აიცრათ… სირაქლემის პოზიციაში ყოფნა, მგონი, ახალი „ტრენდია“, მე გადავედი

09/01/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კოვიდრეგულაციების დაცვა აუცილებელია.


„კოვიდის ვარიანტები დეტალურადაა აღწერილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გვერდზე.


კიდევ ბევრი ახალი კოვიდვარიანტი იქნება და ეს არის ჩვენი, ადამიანების ბრალი.

არ გამოიყენოთ პირბადე, არ აიცრათ, არ დაიცვათ დისტანცია და გაამრავლეთ კორონავირუსი… და ასე, უსასრულოდ, ველოდოთ ყოველი 2-3 კვირა ახალ კოვიდვარიანტებს სხვადასხვა კონტინენტიდან და ქვეყნიდან: ფრანგული, ამერიკული, ინდური, ბრიტანული, იტალიური, ბელგიური, ბერძნული და, რა თქმა უნდა, ქართული …

სირაქლემის პოზიციაში ყოფნა, მგონი, ახალი „ტრენდია“ …. გააგრძელეთ ასე, არ დააკლოთ არაფერი კორონას …. ჩაატარეთ დაბადების დღეები, კორპორატიულები, კონცერტები და რა ვიცი ….


ჯანმრთელობას გისურვებთ“… – წერს ფხაკაძე.


მოგვიენებით კი დაწერა, რომ თავდაცვის მიზნით, სხვა ხარისხის, უფრო ძლიერ პირბადეს ატარებს.


პარიზი – ჟენევა მართლა მაგარი მატარებელია …


✅სიახლეები და ცვლილებები მოგზაურობის დროს:


კოვიდსერტიფიკატი. მე მაქვს ფრანგული და შვეიცარიული კოვიდსერტიფიკატები.

2 დოზა „ფაიზერი“ და მე-3 დოზა „მოდერნას“ კოვიდვაქცინა. სამივე ვაქცინა გავიკეთე საფრანგეთში.

მატარებლებში კვება აიკრძალა. მატარებლის რესტორანი დაკეტილია. საკვების და სასმელის მიღება მატარებელში აკრძალულია.


მე გადავედი უფრო ძლიერ პირბადეზე – FFP2 ევროპულ სტანდარტზე. ქირურგიული სამედიცინო პირბადე კარგია გარე სივრცეში სატარებლად, მაგრამ დახურულ სივრცეში სჯობს, FFP2 გამოიყენოთ.


ჯანმრთელობას გისურვებთ



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/ar-gamoiyenot-pirbade-ar-aicrat-siraqlemis-poziciashi-yofna-mgoni-akhali-trendia-me-gadavedi-ufro-dzlier-pirbadeze-fkhakadze


ჯანდაცვის სექტორი იანვარ-თებერვლის ტალღისთვის მზად არ არის, თავს ნუ იმშვიდებთ და “მრჩევლები”…

10/01/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.


ჯანდაცვის მინისტრი: „ომიკრონის“ 1 000-მდე შემთხვევაა – სისტემა მზადაა ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს
“რამდენიმე კვირაში კოვიდინფიცირებულთა სამკურნალო „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები გვექნება” – ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა გაიზარდა


ფხაკაძე აცხადებს, რომ “პანდემია წამლით ვერ იმართება” და ასევე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სექტორი იანვარ/თებერვლის ტალღისთვის მზად არ არის:


“არ ცოდნა არცოდვაა. ვხედავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი არ არის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი და არის მენეჯერი/პოლიტიკოსი. კი, ბატონო მისაღებია, მაგრამ ამ შემთხვევაში პროფესიონალი მრჩევლები აიყვანეთ მაინც.


ბატონ მინისტრს ვურჩევდი (ვინაიდან ადეკვატური მრჩევლები აშკარად არ ჰყავს), რომ კომუნისტური მეთოდებით დღეს ჯანდაცვის სისტემა არ იმართება:

კომუნისტები და პენსიონერები გაუშვით პენსიაზე. ისინი მავნე პარაზიტებივით არიან. რომელიმე საპატიო “საბჭოში” შეიყვანეთ და ყველანი დავისვენებთ.


ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში მობილური ჯგუფებით არ გვარდება! პროკურატურის შეყვანასაც ხომ არ აპირებთ?! ვინც გირჩიათ ასე ამ პრობლემის მოგვარება, არის როგორც მინიმუმ, არაპროფესიონალი!


პანდემია წამლით არ გვარდება და არ/ვერ იმართება!


ჯანდაცვის სექტორი არ არის მზად იანვარ/თებერვლის ტალღისთვის. თავს ნუ იმშვიდებთ და “მრჩევლები” გამოცვალეთ.


კიდევ ერთხელ, ჯანდაცვის მინისტრის წარმატება არის ქვეყნის წარმატება და იმედია, კონსტრუქციული კრიტიკა ადეკვატურად იქნება აღქმული!


კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ ჯანდაცვის მინისტრს და მის გუნდს.


P.S
: არც ერთ შეცდომას ყურადღებით გარეშე არ დავტოვებ. ისე, წარმატებას როცა ვხედავ, საჯაროდ ვამბობ, სხვებისგან განსხვავებით”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქში”.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-jandacvis-seqtori-ianvar-tebervlis-talghistvis-mzad-ar-aris-tavs-nu-imshvidebt-da-mrchevlebi-gamocvalet


“ომიკრონი” გადაუვლის საქართველოს, ვინც ახლა აცრილი არ არის, მათ უკვე საბედისწეროდ დააგვიანეს

11/01/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ჟენევიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საზოგადოების მხრიდან დასმულ აქტუალურ კითხვებს პასუხობს და საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს “ომიკრონის” გავრცელების ფონზე.


საქართველოში „ომიკრონის“ 951 შემთხვევაა დადასტურებული

“ომიკრონი მსუბუქად კი მიმდინარეობს, მაგრამ ინფიცირებულები არ უნდა დადიოდნენ მაღაზიებსა და ქუჩებში” – გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში იზოლაციის ვადები შემცირდება


ფხაკაძის შეფასებით, საქართველო ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია და ვაქცინაციის საბჭოს რამდენიმე კითხვითაც მიმართავს.


ფხაკაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


1. ფაიზერის ვაქცინის ვადა არის 9 თვე, წარმოების დღიდან!


✅2. ბოლო კვლევებით და წამოებლის დასკვნით. ფაიზერის ვაქცინა ჩვეულებრივ მაცივარში (2-8 გრადუსი) შეიძლება, მოთავსდეს 31 დღე, ნაცვლად ადრინდელი 5 დღისა.


✅3. ყველაზე ეფექტური ვაქცინებია მოდერნა და ფაიზერი და არავითარი ჩინური ვაქცინები…დღესაც რომ იცრებიან საქართველოში ჩინური ვაქცინებით, წარმოუდგენელია. ექიმებიც დამნაშავეები არიან. სად არის ექიმების პროტესტი?! თქვან, რომ არ აცრიან მოსახლეობას არაეფექტური ვაქცინებით. სირცხვილია. მე რომ ჯანდაცვის მინისტრი ვიყო, ასეთ ექიმებს ლიცენზიას ჩამოვართმევდი. ეს ხომ ყვავილი არ არის, ეს მომწონს და ის არა, ეს არის ვაქცინები და ადამიანთა სიცოცხლეები. გაეცანით კვალიფიციურ კვლევებს! დავდე ჩემს გვერდზე!


✅4. ფაქტია, საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა ვერ ჩამოყალიბდა. გავაკეთე პლატფორმა. ყველას შევთავაზე, გავაკეთოთ აკრედიტაცია, უწყვეტი სამედიცინო განათლება…ვინ ამყვა? ენდოკრინოლოგიის ასოციაციის გარდა, ფაქტობრივად არც ერთმა სამედიცინო ასოციაციამ არ ამიბა მხარი. სამედიცინო დაწესებულებიდან მხოლოდ ოთხმა გაიარა აკრედიტაცია. რას ელოდებიან?


✅5. 471 მულტიპროფილური საავადმყოფოა საქართველოში რეგისტრირებული. მილიონობით ფული მიდის შავ ხვრელში.


✅6. პატრიარქი არის ერის მამა, ერის გამაერთიანებელი. ამ ქვეყანაში ყველა არავინ და არაფერი აღარ დარჩა გამაერთიანებელი, ყველა ყოფს და ერთადერთი ადამიანია პატრიარქი, ვინც ერს აერთიანებს.


✅7. ანტივაქსერები ჩვეულებრივი მეხუთე კოლონაა, ამოფარებული არიან ვითომ პატრიოტიზმს, ვითომ ეკლესიას, რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ მოქმედებენ.


✅8. ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. “ომიკრონი” გადაუვლის საქართველოს. ვინც ახლა აცრილი არ არის, მათ უკვე საბედისწეროდ დააგვიანეს. ვინც დღეს აცრილი არ ხართ, დაინფიცირდებით. ნურავის აბრალებთ, თქვენი ბრალია, ყველაფერი იცოდით, მილიონჯერ დაგიღეჭეთ. თუ რუსული რულეტკის თამაში გინდათ, კი, ბატონო, თქვენი ცხოვრებაა.


✅9. ვინც ჩინური ვაქცინებით ხართ აცრილი, ფაქტობრივად აცრილი არ ხართ. უნდა აიცრათ ორი დოზა ფაიზერით და მესამე – ბუსტერით. სამ-ოთხ თვეში, ალბათ, მეოთხე დოზაც იქნება საჭირო. კვლევები მიმდინარეობს, ევროპაში, ისრაელში, დაველოდოთ.


✅10. რომ ამბობენ, ვაქცინები ღმერთის საწინააღმდეგოაო, ტყუილია. მე არ ვარ ძალიან მორწმუნე ადამიანი, მეცნიერი ვარ და რელიგიას ვუყურებ „ძალიან“ ლაითად, მაგრამ ვაღიარებ, რომ ამ სიტუაციაში უფრო ვიწამე ღმერთის. ასე მალე ვაქცინის და წამლების გამოგონება ამ ვირუსის წინააღმდეგ მეცნიერულად თითქმის შეუძლებელი იყო და ღმერთი მართლა არსებობს, რომ ეს შესაძლებელი გახადა. მარტივად გეტყვით, ვირუსი ეშმაკისეულია, ღმერთი გვეხმარება, ვაქცინით, პირბადით, ადამიანები კი ამ წყალობას უარყოფენ და ეშმაკს ირჩევენ.


✅11. შეკითხვა მაქვს ვაქცინაციის საბჭოსთან, რას აკეთებენ მანდ? შეკითხვებია სტატისტიკის მიმართულებით. მე ბატონ ამირან გამყრელიძეს ჯერ კიდევ შარშან ვეუბნებოდი, რომ სიკვდილიანობის გაშიფრული სტატისტიკა საჯაროდ უნდა გამოქვეყნებულიყო. ქვეყანაში კოვიდით გარდაიცვალა 14 000 ადამიანზე მეტი. უნდა დაიდოს 2021 წლის სტატისტიკა, რამდენი მამაკაცი, რამდენი ქალი გარდაიცვალა, რა ასაკობრივი კატეგორია, რამდენი არავაქცინირებული, რამდენი ვაქცინირებული და რომელი ვაქცინებით. ვიცი, რომ არსებობს ეს სტატისტიკა და მაჩვენებლები იგივეა, რაც სინგაპურში, ცოტა უფრო რთული.


✅12. დადონ საჯაროდ ეს სტატისტიკა, სეგმენტების მიხედვით. რატომ არ დებენ, იცით? საჯაროდ რომ დადონ, მერე კითხვები დაისმება, თუ იცოდით, ჩინური ვაქცინით ვაქცინირებულებში სიკვდილიანობა რომ უფრო მაღალია, რატომ სთავაზობთ მოსახლეობას მაინც ჩინურ ვაქცინას?! ეს სტატისტიკა რომ დადონ, ნიშნავს, თავი გილიოტინაზე დადონ, ამიტომ არ აქვეყნებენ.


✅13. ჯერ კიდევ ნოემბერში გაფრთხილებდით, რომ დეკემბერი/იანვარი იქნებოდა მძიმე. ქვეყანა მოუმზადებელია. უკვე დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. სიკვდილიანობის მატება იქნება იანვრის ბოლოს. გადაიღალა სამედიცინო სექტორი. ექიმების, ექთნების ხელფასების მატებაზე, მათ დასვენებაზე არავინ ლაპარაკობს.


✅14. დღეს საოცრება გავიგე – ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მოახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს, როგორც ინფექციის კონტროლის, ასევე კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. მე უკვე მივწერე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თბილისის ოფისს. ასეთი მობილური ჯგუფების შექმნა არის აბსურდი და კომუნისტური პროკურატურის სადამსჯელო ოპერაცია. ეს ნიშნავს, რომ გონზე არ არიან, როგორ უნდა ხდებოდეს საავადმყოფოებში ინფექციის კონტროლი.


✅15. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, მისი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა ამ რთულ დროს. მინისტრი არ არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი. ის აბსურდული რჩევები, რაც მრჩევლებმა მოუმზადეს, სახეზეა და იქნებ დაფიქრდეს ჩვენი მინისტრი, რომ სანამ დროა, მოიშოროს ეს ხალხი. ეს ადამიანები მინისტრს ჩაძირავენ. ჭაობში უკვე ჩაადგმევინეს ცალი ფეხი.


✅16. ამ სიტუაციაში მე ვეწინააღმდეგებოდი ჯანდაცვის მინისტრის შეცვლას, რადგანაც წინა ხელმძღვანელობა უკვე გარკვეული იყო ვითარებაში, მეტნაკლებად კარგად თუ ცუდად რაღაც კეთდებოდა. თუ არ კეთდებოდა, ვიცოდით, სად იყო შეცდომები.


✅17. მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, არის ახალი ჯანდაცვის მინისტრი. მას მივმართავ, მოიშოროს ის ხალხი, ვინც 2 წელია, ვერ მართა ეფექტურად ვერც პანდემია, ვერც ჯანდაცვის სისტემა. შეკითხვა მაქვს, თუ წინა ჯანდაცვის მინისტრი უნდა გამოცვლილიყო, დანარჩენი ხალხი, ვინც პროცესში იყო ჩართული, რატომ დატოვეთ? თუ უშვებთ, ყველა გაუშვით, დამიჯერეთ, არ დაიქცევა ქვეყანა.


✅18. ბატონმა ამირან გამყრელიძემ ერთხელ განაცხადა, გადავდგები, მაგრამ ქვეყანაში ჩემზე უკეთესი არავინ არის და ქვეყანას ხომ არ მივატოვებო. საჯაროდ მოგმართავთ – აგერ ვარ მე, გიორგი ფხაკაძე, თანახმა ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობაზე, ოღონდ შემდეგი პირობებით:


1. ხელფასი არ მინდა;


2. არავითარი კორუფციული გარიგებები და ა.შ.;


3. ვისაც გადავწყვეტ, დავტოვებ სამსახურში, ვისაც არა – გავუშვებ, ვიღაცების ბიძაშვილ-მამიდაშვილებს, სუს-ის კადრებს, საყვარლების და ა.შ. სამსახურიდან გავუშვებ. დარჩებიან ისინი, ვინც არიან პროფესიონალი ექსპერტები. შეიძლება, ვინმე პიროვნულად არ მომწონდეს, მაგრამ თუ პროფესიონალია, არასდროს მექნება მასთან თანამშრომლობის პრობლემა.❗️


✅19. კიდევ ერთხელ მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, ყველა გაუშვით სამსახურიდან, ვინც ამ 2 წელიწადში დააქციეს ჯანდაცვის სისტემა და მავნებლობის გარდა ვერაფერი გააკეთეს. საჯაროდ ვეუბნები ჯანდაცვის მინისტრს, რომ ეს ხალხი მას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. მოიშორეთ❗️


✅20. მე ვიცი, რომ მე ახლა საქართველოში არავინ დამიძახებს. ეს თქვენც იცით. შანსი ნულია, რომ ახლა მე საქართველოში რაიმე თანამდებობა შემომთავაზონ, რადგან ჩემთან კორუფცია, ნეპოტიზმი არავის გაუვა. გაიხსენეთ ასევე, წინა საკოორდინაციო საბჭოზე რასაც ვაკეთებდი – პირში ვეუბნებოდი პრემიერს, რასაც ვფიქრობდი. სიმართლეს ვიტყვი ყოველთვის. მაგრამ ვინ ისმენს?! სადღეგრძელოებში არიან გადავარდნილი. არ გამოვადგები ბიჭებს, რადგან ჯიგრული პონტი და კორუფცია არ ვიცი, „გაგება“ არ მესმის, ვარ ძალიან პირდაპირი❗️


✅21. ქვეყანაში არ გვაქვს უწყვეტი სამედიცინო განათლება, არ გვაქვს სტანდარტები, გამოდიან და პატრული უნდა მოვაწყოთ საავადმყოფოებშიო. მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს – დაფიქრდით, რასაც აკეთებთ, თქვენ შეგიყვანეს შეცდომაში, დამიჯერეთ, ვიცი, რასაც ვამბობ.


✅22. გავიმეორებ – ჯანდაცვის მინისტრის წარმატება ახლა არის ქვეყნის წარმატება. არ ვიცნობ იმ ადამიანს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის. ჯანდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა, მე პოლიტიკასთან საქმე არ მაქვს. ჩემი ერთადერთი ინტერესია, ჯანდაცვის მინისტრი იყოს წარმატებული, ვინაიდან მისი წარმატება არის ქვეყნის წარმატება. მინისტრისთვის ზურგს უკან მიწის თხრა ნიშნავს, რომ ქვეყანას უთხრი მიწას. ეს უნდა გავითავისოთ. პანდემიის დროს ყველა უნდა დავირაზმოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ❗️


მთელი ჩვენი რესურსი მივმართოთ იქითკენ, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან და როგორ შევუწყოთ ხელი ჯანდაცვის სისტემას, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობს. არის ჩვეულებრივი, კლანური სისტემა, რომელიც მთლიანად ფულის მართვაზეა გადართული. ბატონო მინისტრო, საჯაროდ მოგმართავთ, დახმარება გნებავთ? დამირეკეთ, ჩემი საკონტაქტო ნომრები ყველასთვის ცნობილია”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-omikroni-gadauvlis-saqartvelos-vinc-akhla-acrili-ar-aris-mat-ukve-sabediswerod-daagvianes


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights