კვირა, მაისი 3, 2026

ფხაკაძე ია ფარულავაზე: “ტვინი წაიღო, მოვიდა ჩემთან სახლში, რა მექნა, ქალი ლეგენდაა, უარი ვერ ვუთხარი

03/10/2021

რამდენიმე დღის წინ, მსახიობმა, ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა გიორგი ფხაკაძის სახლში გადაღებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ია ფარულავა სახლის დათვალიერებისას აღფრთოვანებას ვერ მალავს.


ამავე ვიდეობიდან გაირკვა, რომ ჯანდაცვის ექსპერტი გადაცემა “ფარული კონვერტის” სტუმარი იქნება, თუმცა მან სტუდიაში მისვლაზე უარი განაცხადა, რის გამოც გადაცემის ჩაწერა სახლში დაიგეგმა.


ცოტა ხნის წინ, თავად გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა ია ფარულავასთან შეხვედრის დეტალებზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდემიმართვაში.

ვიდეო: “ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს” – ია ფარულავა გიორგი ფხაკაძეს თბილისში, სახლში ესტუმრა


“ია ფარულავამ ტვინი წაიღო, მოვიდა ჩემთან სახლში, ნუ, რა უნდა მექნა, ქალი ლეგენდა, უარი ვერ ვუთხარი ვერაფერზე, ცუდი არაფერი იფიქროთ, მაგრამ ყველამ იცის, რომ მე სტუდიებში არ დავდივარ. გამორიცხულია-მეთქი სტუდიაში ჩემი მისვლა.მხოლოდ სუფთა ჰაერზე.


საბოლოო ჯამში მთხოვეს, რომ გავაკეთოთ განსხვავებული გადაცემაო, რაღაცა კონვერტიო, არ ვიცი, მე ტელევიზორს არ ვუყურებ. მოკლედ, გამომიგზავნეს ქუთაისში “შპიონები”, გადავიღეთ რაღაცები და მგონი, ორშაბათს არის გადაცემა 22:00 საათზე.


იმედია, როცა საქართველოში ვიქნები, მაშინ გაუშვებენ მაგ გადაცემას. იას ვუთხარი, თუ გინდა მოდი ჩემთან სახლში-მეთქი და მოდის”,- თქვა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-ia-farulavaze-tvini-waigho-movida-chemtan-sakhlshi-ra-meqna-qali-legendaa-uari-ver-vutkhari-veraferze




ვიდეო: გიორგი ფხაკაძის პირველი სიყვარული

07/10/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიროგი ფხაკაძე ია ფარულავას გადაცემა „ფარული კონვერტის“ სტუმარია. იას მან თავის ულამაზეს სახლში უმასპინძლა, თავისი პირველის იყვარულიც გააცნო რომელსაც ეკა ჰქვია და როგორც ცანს, მისი მეზობელია და შემდეგ კამერა ქუთაისშიც გაიყოლა, სადაც მეგობარს, დათო ლიკლიკაძეს შეხვდა ძველი ამბების გასახსენებლად…




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/video-giorgi-fkhakadzis-pirveli-siyvaruli


„პრაქტიკულად, უკვე აცრილი აღარ ხართ, თქვენ უნდა აიცრათ ორჯერ „ფაიზერის“ ვაქცინით”

07/10/2021

პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” პოზიტიურად შეაფასა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოში „ბუსტერდოზებით“ აცრა შესაძლებელი გახდა.


თუმცა, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ბუსტერი არა ჩინური, არამედ მხოლოდ და მხოლოდ “ფაზიერის” ვაქცინით უნდა გაკეთდეს.


როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა “ფორტუნას” ეთერში აღნიშნა, ყველა იმ ადამიანს, ვინც არის დაბალეფექტიანი ვაქცინებით აცრილი ჩინურებით და “ასტრაზენეკას” ჩათვლით, ერთ თვეში უნდა ჰქონდეთ საშუალება აიცრან „ფაიზერის“ ვაქცინის ორივე დოზით.


ფხაკაძის განცხადებით, დღეს საქართველო უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე – “ფაიზერზე“.


ჯანდაცვის ექსპერტი იმედოვნებს, რომ მის ამ რეკომენდაციას მალე გაითვალისწინებენ.

გიორგი ფხაკაძე: ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც გიორგი ფხაკაძე ამბობს


გიორგი ფხაკაძის აღნიშნული განცხადების შემდეგ გადაცემის წამყვანმა ჰკითხა:


“მე ორჯერადად ვარ სინოფარმის ვაქცინით აცრილი, ეს ნიშნავს, რომ ჩემთვის ბუსტერი უნდა იყოს “ფაიზერი” და ისევ ორჯერადად უნდა ავიცრა?”


ამ კითხვის საპასუხოდ, ფხაკაძემ “კვირის თემის” წამყვანს, ნინი ხუგაშვილს ასე უპასუხა:

“თქვენ თუ აიცერით აგვისტოში, ჩვენ უკვე ვართ ოქტომბერში ანუ თქვენ პრაქტიკულად, უკვე აცრილი აღარ ხართ. თქვენ უნდა განიხილოთ თქვენი თავი, როგორც არა აცრილი ადამიანი.


შესაბამისად, თქვენ უნდა აიცრათ ორჯერ „ფაიზერის“ ვაქცინით”,- თქვა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/praqtikulad-ukve-acrili-aghar-khart-fkhakadze-sinofarmit-orjer-acril-djurnalists


“საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ, პირადად ვნახე, თუ რა ხდება…

12/10/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საფრანგეთში არსებულ ეპიდვითარებასა და იმუნიზაციის პროცესს საქართველოში არსებულს ადარებს და წერს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია “დამღლელი და გულდასაწყვეტია”.


“საფრანგეთში 12 წლის ზევით მოსახლეობის 85.3% არის სრულად ვაქცინირებული (2 დოზით მაღალეფექტური ვაქცინით)


15 ოქტომბრიდან საფრანგეთში კოვიდ ტესტები აღარ იქნება უფასო და აღარ იქნება აღიარებული “კოვიდ საშვად”


მე-3 დოზა ფაიზერით ვაქცინაცია ჩვეულებრივი გეგმიური რეჟიმით მიმდინარეობს.

საქართველოში … არაპროფესიონალიზმი, ტყუილი, გარიგებები …


საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ

პირადად ვნახე, თუ რა ხდება აჭარაში, იმერეთში, კახეთსა და თბილისში …


პირადად შემოვიარე, ელიავა, ლილო, იუსტიციის სახლი, ნავთლუხის ბაზარი, დეზერტირების ბაზარი, მოლები …


დამღლელი და გულდასაწყვეტიაა, რასაც ვუყურებ”,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-saqartveloshi-kovidis-me-4-talgha-ar-dasrulda-da-me-5-talghas-achqareben-piradad-vnakhe-tu-ra-khdeba-araprofesionalizmi-tyuili-garigegebi


კორონავირუსის გადატანიდან 6 თვის შემდეგ ადამიანებს უჩნდებათ დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

12/10/2021

საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, ამის შესახებ პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.


მისივე თქმით, ამ ფონზე, საუკეთესო წამალი და გამოსავალი არის „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც ადამიანს იცავს შემდგომი კოვიდური გართულებებისგან.

„ყველაზე კარგი წამალი არის „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ მერე არ დაგჭირდეთ სხვა წამლები. იმიტომ, რომ 30%-მდე ყველა, ვინც გადაიტანა კოვიდი, რჩება სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური გართულებები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოსტკოვიდური ეპიდემია, რომელიც საქართველოში უკვე დაწყებულია, შევაჩეროთ,“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე “რუსთავი 2”-თან.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი პოსტკოვიდური გართულებების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვირუსის გადატანიდან რამდენიმე თვის შემდეგ სხვადასხვა დაავადებები გამოუვლინდათ.


განსაკუთრებით, მისი თქმით, ეს არის დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე მენტალური გართულებები.


„კვლევებია ჩატარებული, სადაც 80-100 ათასი ადამიანია ჩართული, სადაც ვხედავთ, რომ 6 თვის შემდეგ ადამიანს უჩნდება დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც კარგავენ ყნოსვას, გემოს.

ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა პრობლემების გართულება არის და ა.შ. ძალიან დიდი გართულება არის დეპრესია, განსაკუთრებით მანდილოსნებში.

ეს კვლევებით არის დადასტურებული და ამის მერე სხვადასხვა ტიპის მენტალური გართულებები, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და კი არ უნდა ველოდოთ რაღაც წამალს, რომელიც მერე დაგვეხმარება, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენ არ დაგვემართოს ეს ვერაგი ვირუსი,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-koronavirusis-gadatanidan-6-tvis-shemdeg-adamianebs-uchndebat-diabeti-gul-siskhldzarghvta-daavadebebi


ფხაკაძემ ია ფარულავას თავის სახლში ექსკურსია მოუწყო – რა საჩუქარი მიიღო მსახიობმა ჯანდაცვის ექსპერტი

19/10/2021

უკვე რამდენიმე კვირაა, ყველასთვის კარგად ცნობილი, ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება. როგორც დააანონსებული იყო, ფხაკაძემ ია ფარულავას გადაცემაში “ფარული კონვერტი” მიიღო მონაწილეობა.


კოვიდრეგულაციების დაცვის გამო, ჯანდაცვის ექსპერტმა სტუდიაში მისვლისგან თავი შეიკავა და გადაცემის წამყვანი ია ფარულავა პირადად ესტუმრა ფხაკაძეს სახლში.


აღსანიშნავია, რომ გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი ულამაზესია. მისი ინტერიერით აღფრთოვანებული დარჩა თავად ია ფარულავაც.


მან გიორგი ფხაკაძისგან საჩუქარიც მიიღო.


“შეგიძლია სახლში ყვავილებისთვის გამოიყენო”,- უთხრა ფხაკაძემ ფარულავას.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/video-fkhakadzem-ia-farulavas-tavis-sakhlshi-eqskursia-mouwyo-ra-sachuqari-miigho-msakhiobma-jandacvis-eqspertisgan


შეისწავლეთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, რუსეთი საქართველოში დივერსიას აწყობს ანტივაქსერების სახით

04/11/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საქართველოში ანტივაქსერული კამპანიის რეალურ მიზეზზე საუბრობს.


ფხაკაძის თქმით, რუსეთი საქართველოში დივერსიას აწყობს ანტივაქსერების სახით.


„მე ვცდილობ, მეცნიერებაზე, პროგრესზე, მტკიცებულებებზე, ლოგიკაზე საუბარს და ამაში ძალიან შევცდი,


რუსული სპეცსამსახურების მიერ მართული ანტივაქსერებმა კი კარგად შეისწავლეს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა (იხილეთ ვიდეო


ბმულში) და ახორცილებენ ჩვენი ქვეყნის შიგნიდან განადგურებას.


რუსეთთან ბოლო ომში დღიურად ჩვენ ისეთი დანაკარგი არ გვქონია, რაც ამჟამად გვაქვს


რუსეთი იკუპანტია,


რუსეთი მტერია


რუსეთი საქართველოში დივერსიას აწყობს ანტივაქსერების სახით


მივხედოთ რეალურ მტერს“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/sheiswavlet-chveni-qveynis-mdgomareoba-ruseti-saqartveloshi-diversias-awyobs-antivaqserebis-sakhit-fkhakadze


ფხაკაძე: დადასტურდა, რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას

15/11/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალ კვლევაზე წერს, რომლის მიხედვით ინფექცია თავის ტვინს აზიანებს.


„დადასტურდა რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას.


გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა დაადასტურა რომ დაზიანება არის 20-70% ყველა კოვიდ გადატანილებში.


საფრანგეთში, გერმანიაში და ესპანეთში ჩატარებული კვლევა დაადასტურა რომ კოვიდი კლავს თავის ტვინის უჯრედებს.


არა ერთი ათეული კვლევა ჩატარდა და კიდევ მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მაშტაბით და ამ კვლევების დასკვნა ერთია, კოვიდის აზიანებს ადამიანის თავის ტვინს.


არ დაინფიცირდეთ კოვიდით, კოვიდი აზიანებს თავის ტვინი.


აიცერით, რომ დაიცვათ თავის თვინი.


გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე რომ არ დააზიანოთ თავის ტვინი.


გაუფრთხილდით ჩვენს პატარებს, კოვიდი აზიანებს ბავშვების თავის ტვინს.


გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა, მდგომარეობა უფრო რთულია ვინდრე ეს ადრე ჩანდა. გრძელი კოვიდი კიდევ უფრო ვერაგი და ხანგრძლივი აღმოჩნდა.


მოსახლეობის 90% უნდა იქნას აცრილი და ეს უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში. სხვა პრიორიტეტი ქვეყანაში ეხლა არ უნდა იყოს. ქვეყანა იღუპება, მომავალი იღუპება, შეიგნეთ.


უკან დასახევი და ლოდინის დრო არ არის.


ჩვენი სამეზობლოდან მხოლოდ თურქეთი არის სწორი მაგალითი და მივბაძოთ მას.


არაპროფესიონალიზმი კლავს და აზიანებს თავის ტვინს.“ – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


გიორგი ფხაკაძე: „ყველა, ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს, არის მკვლელი!.. ყველა, ვინც არ იცრება არის მკვლელი!..“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-dadasturda-rom-kovidi-aghwevs-adamianis-tavis-tvinshi-da-azianebs-mas


გიორგი ფხაკაძის რჩევა: „ამით არ მისცემთ ფარმა კომპანიებს საშუალებას, თქვენზე ფული იშოვონ…“

16/11/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აქვეყნებს ახალ ინფორმაციას „ფაიზერის“ კოვიდის სამკურნალო პრეპარატის უფრო იაფი ვერსიის შესახებ და წერს:


„პრაქტიკულად დაიწყო ორი ფარმა გიგანტის „მერსკის“ და “ფაიზერის” გლობალური ომი, თუ ვინ იქნება დომინანტი კოვიდ მკურნალობის სფეროში❗️


✅”მერსკის” მიერ შემოთავაზებული კოვიდის მედიკამენტი (არც ისე ეფექტური აღმოჩნდა) უკვე არის ბრიტანეთში და მან გადაწყვიტა ღარიბი ქვეყნებისთვის ჯენერიკების (ანუ წარმოება საბითუმო ფასში) გაყიდვა. ყველას, ვისაც აქვს შესაბამისი ქარხნები, ლიცენზიას მისცემს უფასოდ.

✅ფაიზერმა კი არ დააყოვნა და იგივე გააკეთა თავის კოვიდ მედიკამენტზე (რომელზეც თავად ამბობს, რომ ეფექტურია, მაგრამ ჯერ დამოუკიდებელი კვლევები მე არ მინახავს, იმიტომ, რომ არ არის).


დასკვნა:


ვაქცინები დიდი ფარმა ბიზნესისათვის მომგებიანი არ არის, ვინაიდან დაავადებული ადამიანი ნიშნავს მუდმივ მომხმარებელს. აიცერით „ფაიზერით“ და გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. ამით არ მისცემთ ფარმა კომპანიებს საშუალებას, თქვენზე ფული იშოვონ…“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadzis-rcheva-amit-ar-miscemt-farma-kompaniebs-sashualebas-tqvenze-fuli-ishovon



პროფესორი, ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარარეობს

16/11/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აქვეყნებს ახალ ინფორმაციას „ფაიზერის“ კოვიდის სამკურნალო პრეპარატის უფრო იაფი ვერსიის შესახებ და წერს:


„პრაქტიკულად დაიწყო ორი ფარმა გიგანტის „მერსკის“ და “ფაიზერის” გლობალური ომი, თუ ვინ იქნება დომინანტი კოვიდ მკურნალობის სფეროში❗️


✅”მერსკის” მიერ შემოთავაზებული კოვიდის მედიკამენტი (არც ისე ეფექტური აღმოჩნდა) უკვე არის ბრიტანეთში და მან გადაწყვიტა ღარიბი ქვეყნებისთვის ჯენერიკების (ანუ წარმოება საბითუმო ფასში) გაყიდვა. ყველას, ვისაც აქვს შესაბამისი ქარხნები, ლიცენზიას მისცემს უფასოდ.

✅ფაიზერმა კი არ დააყოვნა და იგივე გააკეთა თავის კოვიდ მედიკამენტზე (რომელზეც თავად ამბობს, რომ ეფექტურია, მაგრამ ჯერ დამოუკიდებელი კვლევები მე არ მინახავს, იმიტომ, რომ არ არის).


დასკვნა:


ვაქცინები დიდი ფარმა ბიზნესისათვის მომგებიანი არ არის, ვინაიდან დაავადებული ადამიანი ნიშნავს მუდმივ მომხმარებელს. აიცერით „ფაიზერით“ და გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. ამით არ მისცემთ ფარმა კომპანიებს საშუალებას, თქვენზე ფული იშოვონ…“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadzis-rcheva-amit-ar-miscemt-farma-kompaniebs-sashualebas-tqvenze-fuli-ishovon




შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights