სამშაბათი, მაისი 5, 2026

“მსოფლიოში რეანიმაციული განყოფილებების 95%-98%-ს იკავებენ არავაქცინირებული კოვიდპაციენტები”

24/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:


“სერიიდან – ჩემი სხეული და ჩემი ჯანმრთელობა მეკუთვნის მე და მე მაქვს არჩევანის უფლება…


ამჟამად მთელ მსოფლიოში რეანიმაციული განყოფილებების 95%-98%-ს იკავებენ არავაქცინირებული კოვიდპაციენტები


ამჟამად მთელ მსოფლიოში კოვიდ-სიკვდილიანობის 98%-99% არის არავაქცინირებულებში და ასევე პოსტკოვიდური – “გრძელი კოვიდის” პაციენტებში
მსოფლიოში ამჟამად არის არავაქცინირებულების კოვიდეპიდემია


– სამედიცინო პერსონალი დაიღალა


– სამედიცინო აპარატურა დაიღალა


– ყველა დაიღალა


უაზრო მიზეზების გამოგონებას თავი დაანებეთ:


– ალერგიული ხარ?! – აიცერი


– დიაბეტი გაქვს?! – აიცერი


– გული გაწუხებს?! – აიცერი


– ვენები გაწუხებს?! – აიცერი


– ფილტვები გაწუხებს?! – აიცერი


– ჰეპატიტი გაქვს?! – აიცერი


– ღვიძლი გაწუხებს?! – აიცერი


– თირკმელები გაწუხებს?! – აიცერი


– ჰერპესი გაქვს?! – აიცერი


– ჯარბწონიანი ხარ?! – აიცერი


– ფეხმძიმედ ხარ?! – აიცერი და აცერი მთელი ოჯახი


– ბავშვები ძუძუთი კვებაზე გყავს?! – აიცერი და მთელი ოჯახი აცერი


– რამე გაწუხებს?! – აიცერი


გაავრცელე სიყვარული და არა ვირუსი” – წერს ექსპერტი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/msophlioshi-reanimatsiuli-ganqhophilebebis-95-98-s-ikaveben-aravaqtsinirebuli-kovidpatsientebi-giorgi-phkhakadze/


“ჩემი სახლის გვერდით ქანებს შლიან, ლამის უბანს ანგრევენ” – გიორგი ფხაკაძე

09/10/2021

საშინელებაა, რაც ბათუმში მოხდა… იმედია, სათანადო გამოძიება ჩატარდება. მთავარია, გამოვავლინოთ მიზეზი, რომ მსგავსი ტრაგედი არ განმეორდეს. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ვიქცევით – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას საზოგადოებრივი ჯადაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


“მაპატიეთ, რომ ლაივში ხმაურია, მაგრამ იცით, რომ ჩემი სახლის გვერდზე 8 სართულიან კორპუსს აშენებენ და ქანებს ანგრევენ. რაც ხდება, იმის გამოც ხდება, რომ ჩვენ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენს სადარბაზოზეც კი არა, მხოლოდ ჩვენს ბინაზე, ჩვენს ქოხზე და არა ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოზე. ქვეყანა ასე არ შენდება, მეგობრებო!


რაც დღეს ბათუმში მოხდა, სისტემური პრობლემის მაჩვენებელია, ქვეყანაში სისტემებია ჩამოშლილი. როცა რაიმეს აკეთებ, მართალი უნდა იყო. როცა შენს საკუთარ სახლში რაღაცას აკეთებ, მეზობელი არ უნდა დააზიანო. მარტო შენს ბინას კი არ უნდა უყურო, უნდა გაითვალისწინო, ქალაქისთვის რა იქნება კარგი, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ. ეს ეხება ყველა ქალაქს, დაბას, სოფელს, მთლიანად ქვეყანას. როცა ქალაქის ძველ უბანში რააღაცას აშენებ, ირგვლივ ნაგებობები არ უნდა დაანგრიო.


ჩემი მეათე საუკუნის სახლი სპარსელების არაერთ შემოსევას გადაურჩა, ახლა კი გვერდზე მშენებლები უბანს ლამის ანგრევენ. სახლში ვიბრაციის გამო ანტიკვარული ნივთები დამემტვრა. ათი დღეა, ჩამოვედი და ამ ნგრევა-ხმაურს ვითმენ. მე-16 საუკუნის მარანი დაანგრიეს. ქართველი კაცი მარანს არ დაანგრევს” – ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/chemi-sakhlis-gverdith-qanebs-shlian-lamis-ubans-angreven-giorgi-phkhakadze/


ვირუსი ვრცელდება, მაგრამ არ კლავს – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

21/10/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაზე გადის.


ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის 100 პროცენტი უნდა იყოს აცრილი.


გიორგი ფხაკაძემ მსოფლიო გამოცდილებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდა, სიკვდილობა თითქმის არ ფიქსირდება. მან აღნიშნულის საილუსტრაციოდ ბრიტანეთის მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ აცრილ პოპულაციაში ვირუსი ვრცელდება, თუმცა არ კლავს.


როგორც ფხაკაძე აცხადებს, საქართველოში, რეანიმაციაში მოხვედრის პაციენტს გადარჩენის მცირე შანსი აქვს.


“ორი ყველაზე კარგი ვაქცინაა მსოფლიოში, ეს არის “ფაიზერი” და “მოდერნა”. ვფიქრობ, უნდა ვიყოთ სტრატეგიულები, ჯერ მოზრდილი ადამიანები არ აცრილან და უკვე ბავშვებზე დავიწყეთ კონცეტრირება. კონცეტრირება უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალზე, პედაგოგებზე. ვთვლი, რომ უნდა გამოვიყენოთ საფრანგეთის მაგალითი, საფრანგეთში სამედიცინო პერსონალი, ექიმები, სოცმუშაკები, 100%-ით არიან აცრილები. თავიდან იყო პროტესტი, მაგრამ 1 კვირაში დასრულდა.


არის პროფესიები და სფეროები, სადაც “ფაიზერით” ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, როგორც ისრაელმა გააკეთა, სასწავლებლებში, მასწავლებლები, მანდატური, ტექნიკური პერსონალი უნდა იყოს 100 %-ით აცრილი, ამის შემდეგ უკვე მომსახურების სფეროში, სადაც ადამიანებს აქვთ ურთიერთობა, ახლო კონტაქტი, უნდა შევამციროთ რისკები.


შემდეგი ეტაპი უნდა იყოს კოვიდ-საშვი. სავალდებულო უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ აღიარებული ვაქცინით აცრა. ჩინური ვაქცინებით აცრა სავალდებულო ვერ იქნება.


ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის წარმატება აქვთ, სიკვდილობა თითქმის ნულამდე დავარდა, რეანიმაციული განყოფილების თითქმის განთავისუფლება და ძალიან ნაკლები გავრცელება მოსახლეობაში.


ბრიტანეთში ჩატარებული კვლევით დავინახეთ, რომ ვირუსი ვრცელდება, მაგრამ არ კლავს. მოდით სიმართლე ვთქვათ, თუ ადამიანი საქართველოში მოხვდა რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი გადარჩენის შანსი არის ძალიან დაბალი, თავს ნუ ვიტყუებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეები არ მოხვდნენ რეანიმაციაში, ორი რაღაც არის გასაკეთბელი, “ფაიზერით” აცრა და სამედიცინო პირბადე,”- აღნიშნა “დღის კურიერში” გიორგი ფხაკაძემმ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/virusi-vrtseldeba-magram-ar-klavs-ra-inphormatsias-avrtselebs-giorgi-phkhakadze/


“მე როცა ვთქვი, რომ დიაბეტის შესახებ კარგი ახალი ამბავი გვექნება მეთქი, დამესივნენ” – გიორგი ფხაკაძე

23/10/2021

გამოცემა „Euronews Georgia“ ავრცელებს კვლევის შედეგს, რომლის შედეგადაც დიაბეტით დაავადებულმა პაციენტმა 91%-ით შეამცირა ინსულინის მოხმარება. ამ კვლევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.


“რა ვიცი, მე როცა ვთქვი, რომ 2021 წლის ბოლოს დიაბეტის შესახებ კარგი ახალი ამბავი გვექნება-მეთქი, დამესივნენ, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ქართველი ექიმები.


იცით, რას გეტყვით?! დამიჯერეთ ხოლმე …


და ზოგ-ზოგიერთებს კი, უბრალოდ, წიგნის წაკითხვას ვურჩევ…. …”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/me-rotsa-vthqvi-rom-diabetis-shesakheb-kargi-akhali-ambavi-gveqneba-methqi-damesivnen-giorgi-phkhakadze-video/


“ვაქცინა კიბოს წინააღმდეგ – დიახ, მუშაობს და გადაარჩინა არა ერთი გოგო კიბოსგან” – გიორგი ფხაკაძე

04/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე:


“პაპილომა ვირუსის ვაქცინა არის ერთადერთი არსებული ვაქცინა კიბოს წინააღმდეგ


2008 წლიდან ბრიტაბეთში პაპილომა ვაქცინა იყო შემოღებული და ნახეთ კონკრეტული კვლევის შედეგი. დიახ პაპილომა ვაქცინა მუშაობს თან მუშაობს ძაან კარგად და გადაარჩინა არა ერთი გოგო კიბოსგან


რამდენი უაზრო მითი იყო საქართველოში ამ ვაქცინის შესახებ. მაგრამ მეცნიერება და პროგრესი მიდის წინ


კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის

გადავარჩინოთ სიცოცხლე


კოვიდ ვაქცინაც სამწუხაროდ გადის იგივე “მითების” ტალღაში მაგრამ მეცნიერება და პროგრესი მაინც გაიმარჯვებს”



https://www.thelancet.com/journals/lancet/article/PIIS0140-6736(21)02178-4/fulltext?utm_campaign=lancet&utm_content=186067781&utm_medium=social&utm_source=linkedin&hss_channel=lcp-1155238&fbclid=IwAR0s796ChbZPRy6w2VgcGrCrqE0_qWj9Ult4xv3SwjM0x-8F1SnmHSgfIWM




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/vaqtsina-kibos-tsinaaghmdeg-diakh-mushaobs-da-gadaarchina-ara-erthi-gogo-kibosgan-giorgi-phkhakadze/



” ჰუმანურობა განსაზღვრავს საზოგადოებას…” – რას წერს გიორგი ფხაკაძე

01/07/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოების შეფასების კრიტერიუმებზე სოციალურ ქსელში წერს:


“როგორ შეიძლება, შეაფასო საზოგადოება?!


უვლიან თავის ასაკიან მოქალაქეებს!


ამჟამად ვარ პარიზის გარეუბანში სახელმწიფო მოხუცთა სახლში… სისუფთავე, კომფორტი, სასწაული გარემო, სასიამოვნო სურნელი და, რა თქმა უნდა, სადილი ისეთი დონის, როგორც ნებისმიერ ფრანგულ რესტორანში (სურათში ნახეთ დესერტი). სიყვარული იგრძნობა ყველა დეტალში … ამჟამად ვსადილობთ მეგობრებთან ერთად …

მე მინდა ისეთი საქართველო, სადაც ყველა არის დაცული, მოვლილი და არავინ არის დარჩენილი “ნავის გარეთ”!


ჰუმანურობა განსაზღვრავს საზოგადოებას…


ისე ყველა თანამშრომელი, მომწოდებელი, მაცხოვრებელი და ყველა სტუმარი არის აცრილი – 100% …. დიახ, უსაფრთხოება არის უმთავრესი და ცხოვრება მიდის წინ…”, – წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/humanuroba-gansazghvravs-sazogadoebas-ras-tsers-giorgi-phkhakadze/


“თამარ გაბუნია იშვიათი მაგალითია, რომელმაც შეძლო, ამ უმძიმეს პერიოდში შეენარჩუნებინა პროფესიონალიზმი

საზოგადოებრვი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას იუბილეს ულოცავს და სოციალურ ქსელში წერს:

 

“ქალბატონი თამარ გაბუნია არის საქართველოს რეალიბაში ის იშვიათი მაგალითი, რომელმაც შეძლო, ამ უმძიმეს პერიოდში, რთულ გარემოში შეენარჩუნებინა ბალანსი/პროფესიონალიზმი/მოთმინება და, რაც მთავარია, ადამიანობა.

გილოცავთ დაბადების დღეს! მინდა, გისურვოთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობა, გაძლება და ენერგია (განსაკუთრებით დაგჭირდებათ ამ თვეებში)”.

ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, უდიდესი პასუხისმგებლობაა – გიორგი ფხაკაძე

13/11/2021

ინდოეთი ყველა შტატში პნევმოკოკური ვაქცინის გამოყენებას იწყებს, რომელიც ბავშებს პნევმონიისგან დაიცავს და ყოველწლიურად 50 000 ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენს.


აღნიშნულ სიახლეს სოციალურ ქსელში ეხმაურება გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში და ვაქცინების ალიანსის GAVI-ის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე.


“ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ მე მიმიძღვის მცირეოდი წვლილი ამ პროცესში. მე ვმონაწილეობდი ბავშვებისათვის ახალი პნევმოკოკური ვაქცინის დამტკიცების პროცესში.


ეს არის ჩემთვის, როგორც საზოგადოებრი ჯანდაცვის ექსპერტითვის, უდიდესი პროფესიონალური წვლილი მსოფლიო ჯანდაცვის სისტემაში. ამ კომიტეტში ვართ მხოლოდ 8 ადამიანი და ყველა წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე გამოცდილ პროფესიონალს თავის დარგში. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, ვინაიდან პასუხისმგებლობა იყო და არის უდიდესი” – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/es-ar-iqho-ioli-gadatsqhvetileba-udidesi-pasukhismgeblobaa-giorgi-phkhakadze/


“ბომბივით არის, აჩქარებს პროცესს” – გიორგი ფხაკაძე

16/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე პოსტკოვიდურ გართულებებზე საუბრობს.


მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა შეექმნათ.


პროფესორი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.


“კვლევებით დამტკიცდა, რომ კოვიდგადატანილებში ტვინიც ზიანდება. მოკლედ, ვერ არის კარგად საქმე იმ ადამიანის, ვინც კოვიდი გადაიტანა.


არ დაგეწყოთ თმის ცვენა ვინც გადაიტანეთ კოვიდი?


სმენის დაქვეითება – გადახედეთ ახლობლებში, მეგობრებში.


მხედველობის დაქვეითება, არ შეამჩნიეთ რომ კარგავთ მხედველობას? – ესეც პოსტკოვიდია.


ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, ნუ დიაბეტზე ლაპარაკი ზედმეტია, დიაბეტის მეორე ტიპი თითქმის 60 პროცენტს აღმოაჩნდა, ვინც გადაიტანა რთულად. 6-7 თვეში მათ დიაბეტი დაემართათ. კოვიდი პატარა ბომბივით არის, აჩქარებს პროცესს.


არავინ ამბობს, რომ ვაქცინა გადასარევია, მაგრამ გეხმარებათ, რომ ეს ყველაფერი არ დაგემართოთ, ისიც 100%-ით ვერ დაგიცავთ”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე ვიდეოჩართვაში.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/bombivith-aris-achqarebs-protsess-giorgi-phkhakadze/


„სად არის წყარო?! სად არის კვლევები?! რას ბოდიალობს?! დაესიზმრა?!”

12/02/2021

გიორგი ფხაკაძე იაგო ფრანგიშვილის პოსტს პასუხობს:


„ვკითხულობ ამ სტატიებს და ვხედავ, ვერ არის ჩვენი საქმე კარგად. აქეთ რუსი ოკუპანტების პროპაგანდა თავისი ქართველი სატელიტებით და მე-5 კოლონით, ცალკე ქართველი “ვაი ექსპერტები” და იქეთ ხომ, საერთოდ, “ქართველები უცხოეთში” (მეც ამ კატეგორიაში გავდივარ, ალბათ, ნაწილობრივ). ქართველები მთელი მსოფლიოდან,, ზოგი გერმანიიდან, ზოგი ამერიკიდან, ზოგი ჯანდაბიდან, რას ბოდიალობენ, კაცმა არ იცის (ყველა არა, რა თქმა უნდა) …


უცხოეთში თუ არის ექიმი, არ ნიშნავს, რომ მან “ყველაფერი იცის”. მან იცის თავისი ვიწრო სპეციალობა ან/და თავის საავადმყოფოს ფარგლებში თუ რა ხდება. რეალობაში კი ისიც არ იციან, მაქსიმუმ თავისი დეპარტამენტის ფარგლებში აქვთ კომპეტენცია და ექსპერტიზა.


ახლა ვკითხულობდი ამ ბატონის პოსტს და მეცნო სურათი და ფრაზები. ათასობით ანტივაქსერი რომ მყავს დაბლოკილი, საკმაოდ ხშირად იყო ამ ბატონის სურათები/სტატიები და რიტორიკა/ფრაზები.


გავიგეთ, რომ არაკომპეტენტურია, რასაც საუბრობს (ალბათ, თავის ვიწრო სპეციალობაში კარგი ექიმია) და ამას ემატება ის, რომ უბრალოდ მავნებლობას სჩადის. ასეთი მანიპულაციური სტატუსების ტირაჯირება რა ვიცი…


პროფესიონალი როცა წერს, ასაბუთებს თავის მოსაზრებას, უბრალოდ, ზრდილობის საკითხია,. წყარო მაინც რომ მიუთითოს კარგი იქნება.


რას ნიშნავს – “ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად დაცულია კოვიდისგან, ესაა კოვიდგადატანილი?!” სად არის წყარო?! სად არის კვლევები?! რას ბოდიალობს?! დაესიზმრა?! არაერთი ათეული კვლევა დევს ჩემს ფეისებუქზე თავისი წყაროებით, რომ კოვიდგადატანილი არ ნიშნავს კოვიდისგან დაცულს!


ზუსტად ასეთ ბატონებს ვეძახი მე “უნიტაზის ექსპერტებს”!


ამოვიდა ყელში კოლეგიალობა! ყველაფერს ააქვს საზღვარი!


შეიძლება, შეგეშალოს, შეიძლება, რაიმე გამოგეპაროს, შეიძლება, ბოლო სიახლის წაკითხვა, ვერ მოასწრო, მაგრამ მიზანმიმართული დეზინფორმაცია ეს არის ერის წინაშე დანაშაულის ჩადენა!


საქართველოში თუ საზღვარგარეთ მოღვაწე კოლეგებს მივმართავ – ჩვენი სამშობლო არის გასაჭირში და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში! ვინც ვერ გაიგო, განვმარტავ: კარდიოლოგმა – კარდიოლოგიაში, ქირურგმა – ქირურგიაში, პედიატრმა – პედიატრიაში, ეპუდემიოლოგმა – ეპიდემიოლოგიაში.


საქართველოში ისედაც საკმარისი “ყველაფერჩიკები” არიან!



ექიმი იაგო ფრანგიშვილი:

,,მწვანე თუ რა ფერის იქნება პასპორტი, ეს აუცილებელია,


და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ალტერნატივას, ანუ ტესტირებას და უარყოფითად დატესტილი სწრაფი ტესტით სრულიად თანაბარი უნდა იყოს პასპორტიანისა, არ ითვლებოდეს ასევე მისაღებად.


ნებისმიერი აცრილი შეიძლება იყოს ვირუსმატარებელი და აქ თუ თვალის დახუჭვა მოსულა და მიღებულად ითვლება საზოგადოების მიერ,


ასევე მიღებულად უნდა ჩაითვალოს უარყოფითად დატესტილის თავისუფლებაც.


ანტიგენის სწრაფი ტესტი ძალიან ეფექტურია ვირუსის რაოდენობრიობის მიზნით- თუ ტესტი უარყოფითია, და თუ ადამიანი ატარებს პირბადეს ახლო ურთიერთობაში,
კორონას გადადების შანსი ნულია.


სანამ საქართველოში კითხვის და დისკუსიის საგანი არ გახდება კოვიდ პაციენტის კატასტროფული მართვა და სანამ არ მოხდება კოვიდთან მიმართებაში ექიმების მხრიდან უსაშინლესი პოლიმედიკაციის პრაქტიკის შეცვლა,


მანამ ყველას ვურჩევდი ან აცრას და ან სიფრთხილეს, მინიმალურ ჰიგიენას, ან ორივეს ერთად.


ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად და 99,9% დაცულია კოვიდისაგან, ესაა კოვიდგადატანილი.


დარწმუნებული იყავით აბსოლუტურად ყველა – ან გქონდათ კოვიდთან კონტაქტი და ან მომავალი სამი თვე და ყველას ექნება.


წარმოუდგენელია რომ აეროზოლური ვირუსი რაიმე ფიზიკურ მედიკამენტური საშუალებით არ მოგეკაროს.


ეს არ ნიშნავს დაავადებას და ეს არ ნიშნავს სიმპტომებისას ჰოსპიტალიზაციას.


კოვიდის დროს უმთავრესად გასათვალისწინებელია ის, რაც შეიძლება კოვიდით იქნას პროვოცირებული და რასაც უნდა ის მკურნალობა, რომელიც კოვიდამდე ვიცოდით.


ერთადერთი დაგვიანება კოვიდის დროს არის მხოლოდ ის, რომ არ ითვალისწინებ ცნობილ დაავადებებს.


რას გავაკეთებდი მე რომ საქართველოში ვიყო და ამ ვექტორული თუ მრნმ ვაქცინებით აცრის პანიკურად მეშინოდეს?


არის ალტერნატივა და ძველი მეთოდით დამზადებული აცრა, სინოვაკ სინოფარმი, რომელიც დაავადების სიმძიმეს ნაღდად ამცირებს.


თუმცა, სანამ კოვიდის კატასტროფული მართვა არ შეიცვლება და არ გამოსწორდება,
მანამ ასე გაგრძელდება სიკვდილიანობა და განსაკუთრებით კი დაბალი ასაკის ადამიანთა სიკვდილიანობა,


იმ დრომდე, როცა მოსახლეობის მინიმუმ 70% არ მოიხდის კორონას.


დღეის მონაცემებით 900.000მდეა ცნობლი კოვიდგადატანილი და იმ 70% ზრდასრულისაგან არც ისე შორს ვართ.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/arakompetenturia-rasats-saubrobs-da-amas-emateba-is-rom-ubralod-mavneblobas-schadis-giorgi-phkhakadze-iago-phrangishvils-upirispirdeba/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights