ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს “გუგლის” მეშვეობით! – არ დაგიმალავთ, პრემიერმა ეს მიპასუხა ხარისხზე…”

28/01/2021

„ალიას“ ესაუბრება გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:


– დაავადებათა კონტროლის ცენტრი სტატისტიკასაც არ აქვეყნებს, არავინ იცის, რის მიხედვით, რაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებებს.


– შეგიძლიათ დაწეროთ, პირდაპირ ვიტყვი, დაავადებათა კონტროლის ცენტრს როდესაც ვთხოვე კონკრეტული სტატისტიკა, პასუხი არ მიმიღია. ამ პასუხს ითხოვენ მოქალაქეები, მე კი არ მჭირდება მარტო. ეს სტატისტიკა უნდა იყოს ვებ.გვერდზე. ნება იბოძონ, გამოაქვეყნონ! გვეუბნებიან, დავიღალეთ, ბევრი სამუშაო გვაქვსო…


ეს მაგათი სამუშაოა, მაგათი ვალდებულებაა, რომ სტატისტიკა დადონ. საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ არ გვაქვს დამოუკიდებელ მეცნიერთა გუნდი, რომელიც მისცემს მთავრობას რეკომენდაციას! ვინ იღებს გადაწყვეტილებას საქართველოში? – დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მათთან აფელირებული ვიღაცები, დაქალები, ბიძაშვილები, ნათესავები, აი, ეს არის…


დამესევიან ახლა კიდევ ერთხელ, მაგრამ მეცნიერებათა აკადემიამ პანდემიის დროს თავისი თავის დისკრედიტაცია გვაჩვენა, როცა პირიქით, ის უნდა ყოფილი ცენტრალური ორგანო, რომელიც ყოველ 2 კვირაში ერთხელ გააკეთებდა განაცხადს, რა არის გასაკეთებელი, მისცემდა მთავრობას რეკომენდაციებს.


– დავიწყოთ იმით, რომ მეცნიერები ერთხელ ჩარეცხეს, მერე კი უბრალოდ აიგნორებენ – მეცნიერების შრომის პროპაგანდა არ ხდება, მეცნიერების გამოყენება არ ხდება. სტატისტიკაც კი არ გვაქვს, რაზე დაყრდნობით უნდა ისაუბროს მეცნიერმა?


– კი, მაგას ვამბობ – მე ვარ მეცნიერი. შევედი მეცნიერებათა აკადემიის ვებ გვერდზე, ვერაფერი ვერ გავიგე, ვის დავუკავშირდე, ისიც ვერ გავიგე. მეცნიერებათა აკადემიას სჭირდება რეორგანიზაცია. საფრანგეთში რეკომენდაციას გახსნასა და დაკეტვაზე პრეზიდნეტს აძლევს მეცნიერებათა აკადემია! მეცნიერებათა აკადმიის რეფორმა გვჭირდება, ან აღიარონ, რომ არ არის საქართველოში მეცნიერებათა აკადემია.


მეცნიერებათა აკადემიამ უნდა ამოიღოს ხმა! დააფიქსიროს ღია პოზიცია, გვითხრას, დარგობრივი კომიტეტი რატომ არ შეიკრიბა? ყველა, ვისაც აქვს სადოქტორო დაცული, ყველა, ვინც მეცნიერია, გინდ საქართველოში, გინდ საზღვრებს გარეთ, ხომ შეიძლება შეიკრიბოს? დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას. შევიკრიბოთ, ვისაუბროთ, მივცეთ მთავრობას რეკომენდაცია, თორემ…


საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას „გუგლის“ მეშვეობით! დაგუგლავენ რაღაცას და იტყვიან, ასე ვიღებთ გადაწყვეტილებასო, ეს არ არის მეცნიერული გადაწყვეტილება. პრობლემაა ასევე ხარისხის კონტროლიც, რომელიც საერთოდ არ გვაქვს ქვეყანაში. რომ არ დაგიმალოთ, ერთ-ერთ შეხვედრაზე, პრემიერს ვუთხარი, რომ ხარისხის პრობლემაა ქვეყანაში, რაზეც მიპასუხა, კი, ზოგადად ქვეყანაში ხარისხის პრობლემააო! არადა, საქმე რაოდენობაში კი არ არის, ხარისხშია, ზუსტადაც ხარისხში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.


– გუგლზე გამახსენდა, ამირან გამყრელიძემ გვიპასუხა, ჩემი თუ არ გჯერათ, რომ ევროპაში ზამთრის კურორტები ყველგან დაკეტილია, დაგუგლეთო და მე არ ვიცი, თავად რა დაგუგლა, მაგრამ თუ მაქვს საშუალება, თქვენ გკითხოთ, რატომ უნდა დავგუგლო – არის ქვეყანა, სადაც ზამთრის კურორტები ღიაა?


– კი, შვეიცარიაში. მთელ ევროპაში ზამთრის კურორტები პრაქტიკულად დაკეტეს და ცოტა არ იყოს, გაბრაზებულნი იყვნენ, შვეიცარიამ რომ არ დაკეტა. გახსნას გააჩნია. ზოგი კურორტი გახსნილია, მაგრამ ზოგან „კანატკაა“ დაკეტილი, ზოგან რესტორანი და საპირფარეშო. სრიალის მერე ყველა უნდება დალევა, ჭამა – პრაქტიკულად, არ არის ადგილი, სადაც შეიძლება დაჯდე მერე.


– ხშირად სვამენ კითხვას, რატომ არის საბაგირო საშიში ვირუსის გავრცელების კუთხით?


– შარშან ვირუსი როგორ და საიდან გავრცელდა? იტალიიდან და ავსტრიიდან, მაგრამ როგორ? ევროპელები წავიდნენ ზამთრის კურორტებზე სასრიალოდ და იტალიიდან წამოიღეს ვირუსი. როცა რესტორანი და საბაგირო გაქვს ღია, უბიძგებ, რომ მეტი დამსვენებლი ჩავიდეს. რესტორანი რომ ჩაკეტო მხოლოდ, ის ხალხი შეიკრიბება თავიანთ ოთახებში, იქ შეჭამენ და იქ დალევენ. საფრანგეთი რატომ იკეტება 6 საათზე?


იძახიან საქართველოში იკეტება 9 საათზეო და წარმოგიდგენიათ 6 საათზე ჩაკეტილი პარიზი? – ამას აკეთებ იმიტომ, რომ ხალხი არ შეიკრიბოს ზედმეტად, არ წავიდნენ სტუმრად და არ ივახშმონ სხვებთან ერთად – ჭამისას და შეკრებისას გადადის ყველაზე მეტად ვირუსი. ვაქცინაცია საქართველოში დაიწყება 2021 წელს, მაგრამ თუ ავცარით მოსახლეობის 20 პროცენტი, ეს იქნება დიდი წარმატება, მე პირადად, ეჭვი მეპარება, რომ 20 პროცენტის აცრაც კი მოვახერხოთ.


– ანუ, როცა გვეუბნებიან, რომ 60 პროცენტს აცრიან წლის ბოლომდე, ტყუილია?


– ვერ აცრიან, არ არის ამდენი ვაქცინა. სად არის ამდენი ვაქცინა?


თამო კეშელავა, ალია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/mthavroba-gadatsqhvetileba/


“ახალი შტამი ბევრად უფრო ვერაგია, ვიდრე გვეგონა, ევროპაში გახშირდა ახალგაზრდა მსხვერპლის შემთხვევები

28/01/2021

„ალიას“ ესაუბრება გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:


– უკვე უამრავი ექიმი ამბობს, რომ სანამ ვაქცინაზე კვლევები არ დასრულდება, მის მიმართ ნდობა ვერ ექნება, გამოქვეყნდა კვლევა იმის შესახებაც, რომ ვაქცინა არ გიცავს ინფიცირებისგან, მაგრამ ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, უსიმპტომოდ, ან სუსტი სიმტომებით გემართება. თქვენც იგივეს ამბობდით ყოველთვის, რომ სანამ მეტი ინფორმაცია არ გექნებათ ვაქცინაზე, მის გაკეთებას, ვერავის ურჩევთ – აზრი ხომ არ შეგიცვლიათ და აქვე ისიც რომ გვითხრათ, სჭირდებათ, თუ არა კოვიდგადატანილ პაციენტებს აცრა?


– კი, გამოქვეყნდა ასეთი დასკვნა მართლაც, ვნახე. ეს ვაქცინა არ გიცავს ინფიცირებისგან, გიცავს ვირუსისგან გამოწვეული დამძიმებისგან. არის ინფორმაცია ასევე იმაზეც, რომ ზოგ ადამიანში გამოიწვია ალერგია და ა.შ. საერთო ჯამში, იგივე აზრზე ვარ, მეტი ინფორმაციაა საჭირო სრული სურათის დასანახად.


კარგი ამბავი ისაა, რომ ისრაელმა გადაწყვიტა სრულად აცრას მოსახლეობა, ყველა ასაკის ადამიანის აცრაზეა საუბარი და საბოლოოდ, ბავშვებსაც აცრის, სავარაუდოდ. საკმაოდ სწრაფად მიდის ვაქცინაციის პროცესი იქ და ისრაელი იქნება ის ქვეყანა, რომელსაც საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტი სწორი პასუხი ექნება, როგორ მოქმედებს ვაქცინა ამა თუ იმ ჯგუფებზე.


რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, მას უკვე აქვს იმუნიტეტი, მარტივად რომ ვთქვათ, ჩავთვალოთ, რომ უკვე აცრილია! ოღონდ, ეს იმუნიტეტი გასტანს 5-6 თვე, ამჟამინდელი კვლევების მიხედვით და მერე უკვე ისიც უნდა აიცრას.


– საქართველოში ტესტს არ გიტარებენ, თუ არ გაქვს სიმპტომი, უამრავი ადამიანია ჩემ გვერდით, ვინც გადაიტანა ვირუსი უსიმპტომოდ და მხოლონ ანტისხეულების ტესტის შედეგად გაიგო, რომ გადატანილი აქვს ვირუსი – ამ ადამიანების ბაზა არ არის არსად. რამდენმა გადაიტანა, არ ვიცით!


– გეთანხმებით, არ ვიცით, იმიტომ რომ არ არის ელექტრონული ბარათი. რომ ყოფილიყო ქვეყანაში ერთიანი ელექტრონული ბარათი, აღრიცხული იქნებოდა, ვინ გადაიტანა კოვიდი, ვის რა სისხლის ჯგუფი აქვს, ვის რაზე აქვს ალერგია, ვის რა ქრონიკული დაავადება აქვს – ყველაფერი ეს უნდა იყოს ერთ ადგილას. გადახედეთ ისრაელს, რატომ აკეთებს ვაქცინაციას ასე კარგად?


ადამიანი როცა მიდის, ბაზაში მასზე უკვე ყველა ინფორმაციაა. ექიმთან მისვლამდე უკვე პროგრამა ამბობს, შეიძლება თუ არა ამ პაციენტის აცრა. პროგრამა ნახავს, რომ ადამიანი ალერგიულია და ის ავტომატურად ამოვარდება ვაქცინაციის პროგრამიდან.


მეტსაც გეტყვით, საქართველოში ორჯერ დაიხარჯა მილიონები ელექტრონული ბაზის შესაქმნელად და ეს ბაზა შექმნილია, თუ არ არის შექმნილი, თქვან, სად წავიდა მაშინ ეს მილიონები? რატომ აქვს ყველას ცალ-ცალკე ბაზა? სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვარაუდი რჩება – ფულის გასაკეთებლად. რამდენ თანხას, რამდენ დროს დავზოგავთ ელექტრონული ბაზის მეშვეობით, ხომ წარმოგიდგენიათ?


– ახალი შტამი დაფიქსირდა ქვეყანაში, ოღონდ ვერ გეტყვით, საიდან შემოვიდაო, ხომ არაფერი იცით ამის შესახებ? ან, ხომ ვერ აგვიხსნით, რანაირად ხდება ასეთი დამთხვევები – კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ნაწილი, შერჩევითი პრინციპით იტესტება ახალ შტამზე და ასე ბრმად ვიპოვნეთ ერთი ინფიცირებული? თუ რამე გარეგნული, ან სიმპტმური განსხვავება აქვს ახალ შტამს?


– არა, ასე გარეგნულად და სიმპტომურად ვერ განასხვავებ. მართლაც იტესტება ამ შტამზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რისი ფუფუნებაც არა აქვს სხვა ქვეყნებს და ლუგარის დამსახურებით, გვაქვს ჩვენ და ასე იპოვნეს ის ერთი ინფიცირებული, რომელზედაც, მეც არ მაქვს მეტი ინფორმაცია…


– თუ მხოლოდ შემთხვევითობის პრინციპით ვტესტავთ ახალ შტამზე, სად არის იმის გარანტია, რომ არ გამოგვეპარება? და აქვე გკითხავთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ შტამზე, არსებული ვაქცინები არ იმოქმედებს, ეს მართალია?


– გარანტია არ არის. წინა ინტერვიუს დროს, დაგვპირდით, რომ იანვრის ბოლოს მეტ ინფორმაციას გვეტყოდით ახალ შტამზე, ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ახალი შტამი ბევრად უფრო ვერაგია, ვიდრე გვეგონა.


გარდა იმისა, რომ სწრაფად ვრცელდება, ის მძიმედ მიმდინარებს ახალგაზრდებში, რაც კორონავირუსის წინა ვარიანტს არ ახასიათებდა. ევროპის ქვეყნებში გახშირდა ახალგაზრდა მსხვერპლის შემთხვევები. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს. რაც შეეხება ვაქცინებს, ბრიტანულ შტამზე ვაქცინა მოქმედებს, სავარაუდოდ ვაქცინა არ იმოქმედებს ვირუსის აფრიკულ ვარიანტზე.


თამო კეშელავა, ალია




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/akhali-shtami-bevrad-uphro-v/


“ბიზნესი 2 წელი არ ამუშავდება, ვაქცინა ფიზიკურად არ არის – მოემზადეთ მესამე ტალღისთვის”

01/02/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს:


“ვიღაცა შემოგვიტანს ვაქცინას, ვიღაცა გვაჩუქებსო, ამბობენ – როგორც ყველა დაქცეული ქვეყანა მიიღებს ვაქცინას, ისე მიიღებს საქართველოც.


ნუ ვიტყუებთ თავს, ვაქცინა რომ შემოვა, ის ვერ იქნება ის საშუალება, რომელიც დაგვიცავს ვირუსისგან, აცრა მოუწევს მხოლოდ და მხოლოდ 10 პროცენტს მოსახლეობის! ვაქცინა ფიზიკურად არ არის, სანამ მდიდარი ქვეყნები არ აიცრებიან, ვაქცინა არ იქნება საქართველოში. ჯერ სანამ გადაწყდება, რომელი ვაქცინა იქნება, მერე ჩამოვა, მერე გეგმა.


მესამე ტალღა იქნება აპრილში, მოემზადეთ ამისთვის და აი, რა უნდა გააკეთოთ, ვისაც საშუალება გაქვთ, წადით ქალაქგარეთ, გადასახლდით ქალაქიდან, რაც შეიძლება შორს, რომ სუფთა ჰაერზე იყოთ. საქართველოში თითქმის ყველას გვაქვს სოფელი და მიწა.


ბიზნესი არ ამუშავდება 2 წელი – თუ ამუშავდება, მაგას რა სჯობს, მაგრამ არ ამუშავდება. მე გეუბნებით რაც არის ფაქტი და რეალობა. თავს ნუ იტყუებთ, ნუ იღებთ ტყუილად კრედიტებს.


არავის ვაშინებ, რეალობას გეუბნებით. მოემზადეთ, ხალხო, მოემზადეთ.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/biznesi-2-tseli-ar-amushavde/


გიორგი ფხაკაძემ განმარტა, ვინ ვერ გაიკეთებს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას

02/02/2021

პროფესორმა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ რადგან კვლევა არ ჩატარებულა 18 წლამდე ბავშვებზე, 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე და ორსულებზე, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მათ არ აცრიან.


„არ არსებობს დედამიწაზე წამალი, რომელსაც უკუჩვენება არ აქვს, ეს ნორმალური პროცესია. აქ საუბარია, რამხელაა ეს უკუჩვენება. ახალი ვაქცინაა, მასზე ბევრი ინფორმაცია არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით ესაა ისრაელის მაგალითი, სადაც მთელი ინფორმაციაა ამაზე შეგროვებული, თუ ვისთან რა გვერდითი მოვლენები გამოიწვია. სასიხარულოა ის, რომ არ არის ისეთი დიდი გვერდითი მოვლენები როგორიც ეგონათ თავიდან.


პრაქტიკულად, სისტემა დაიხვეწა და კიდევ უფრო დაიხვეწება, სანამ საქართველოში მოსახლეობამდე იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, უკვე მაგ დროისათვის, ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია გვექნება მასზე. პირველი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე ვიცით, რომ ვაქცინაცია, ჯერჯერობით, არ შეიძლება ბავშვებისათვის, იგულისხმება 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ვინაიდან მათზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, არ ვიცით ფეხმძიმე ქალებზე და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, შეიძლება თუ არა ვაქცინაცია, ვინაიდან არც მათზე ჩატარებულა ჯერ კვლევები“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს.


Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/giorgi-phkhakadzem-ganmarta/


ეს პენსიონრები გაუშვით სახლში, ხომ ხედავთ რას გვიშვებიან? – შვილებს ვუშვებთ ფრონტის წინა ხაზზე?

08/02/2021

პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს:


“დღეს მინდა ვისაუბრო სკოლების გახსნაზე. დავამარცხეთ ჩვენ კოვიდი, თურმე, მოსახლეობას უკვე ჯოგური იმუნიტეტი აქვს, ალბათ, ან ყველა არის ვაქცინირებული? გილოცავთ ასეთ მაგარ გადაწყვეტილებას. მმართველმა გუნდმა ვერ გაუძლო წნეხს და მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რომელიც იმდენად უსუსურია, რომ შემრცხვა…. როცა მიხეილ სააკაშვილზე ვთქვი, რომ შეეშალა და შეცდომაში შეიყვანეს მალტასთან და ვაქცინებთან დაკავშრებით, – დამესია ხალხი, გამლანძღეს და დავისვენე, რადგან ზოგი არხის მაგის მერე აღარ მაშუქებს… ეს არის სახელმწიფოს რეალობა. გულღია სწორი ინფორმაციის გაჟღერება არავის უნდა.


მე როგორც ექიმი, ვხედავ, რომ ქვეყანა მიდის უფსკრულისკენ. როგორ შეიძლება ადამიანმა 1 წელი ვერაფერი ისწავლო? ნოემბერი ყველას დაავიწყდა, ზაფხული ყველას დაავიწყდა, ვირუსი წავიდა, რეგულაციები დაალაგეთ? რა გახსნაზეა საუბარი?


რას ხსნით, ხალხო, გამაგებინეთ, სკოლებს ხსნით? მთელ ევროპა შეშინებულია რადგან აპრილში იქნება მესამე ტალღა. ჯინი გამოიპარა ყუთიდან, ეს ჯინი არის ბრიტანული, აფრიკული და ბრაზილიური ვირუსი. მუტირებული ვირუსი დაბოდიალობს ყველგან – ჩვენთანაც არის შემოსული, რატომ ვიტყუებთ თავს? ომი იყო ნოემბერში, განვცალკევდით, ახლა ვემზადებით და აპრილში იქნება შემდეგი შეჯახება, თუ ვიქნებით შეიარაღებული, ვერაფერს გვიზამს და თუ არ ვიქნებით შეიარაღებულნი გადაგვივლის ბოლომდე.


ყველაფერი უნდა გაიხსნას, ორონდ მკაცრი რეგულაციებით:


სამედიცინო პირბადე!


ორმეტრიანი დისტანცია !


ხელების დაბანა სუფთა ტუალეტებში!


უკლებლივ ყველა სკოლა უნდა იყოს სტერილური, როგორც საოპერაციო, რათა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა დაინფიცირებისაგან!


სხვა შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ჩვენ შვილებს ვუშვებთ ფრონტის წინა ხაზზე!


ამდენი გაუნათლებელი სად შეიკრიბეთ? ბავშვები არა გყავთ? რომ იღებთ გადაწყვეტილებას, ხომ უნდა დაფიქრდეთ?


რა გჭირთ? ეს უკვე მავნებლობაში გადადის – არჩევნებამდე კიდევ რაღაცას აკეთებდნენ, ვიღაცას რაღაცას ეკითხებოდნენ და ახლა ბულდოზერივით მიდიან და სისულელებს აკეთებენ…


სკოლაზე მაქვს საუბარი, სკოლა, ხალხო, გაიხსენებთ ჩემ სიტყვებს… რაც ვთქვი რა არ შესრულდა? სუფთა მეცნიერებაზე დაფუნებულ ინფორმაციას გაწვდით – სხვა ქვეყნებს ვაძლევ რჩევებს და მიჯერებენ და საქართველოში – არა. ეს პენსიონრები გაუშვით სახლში, ხომ ხედავთ რას გვიშვებიან? ხომ უნდა მიხვდე, რომ ვერ აკეთებ, აღიარე და წადი რა.


რა ჭირს ამ ქვეყანას რომ სიმართლის მთქმელი არავინ დარჩა, ყველა არის რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის წევრი, რა შუაში პოლიტიკა, როცა ბავშვზე ვაპარაკობთ?


მთავრობა არადეკვატურად იქცევა, არადეკვატურად კეტავს, არაადკვატურად აღებს.


ბევრს ჰგონია, რომ მე ვარ ჩაკეტვების მომხრე, კი ვარ, მაგრამ როგორი ჩაკეტვის მომხრე ვარ? ჩავიკეტოთ და მოვემზადოთ და ისე გავიხსნათ. 2023 წლამდე ვიქნებით ასე, ხომ შეიძლება ჭკვიანურად გავიხსნათ? ცხვრების ფარასავით გვატარებენ, მარცხნივ, მარჯკვნივ… ოჯახებია, ბავშვებია, ბიზნესი…განადგურდა ქვეყანა… თუ რამე ბიზნესი იყო, ყველა გაკოტრდება.


მსოფლიოშია გაკოტრებული ტურისტული ბიზნესი და საქართველოში რა მოუვა? ტყუილს რომ გვეუბნებიან, რატომ გვიხარია, აი ერთ თვეში გაიხსნება ქვეყანა და მილიონობით ტურისტი შემოვა და შენ პირს შაქარი… სად მოდიან? ტუალეტი ვერ აგიწყვია, სამედიცინო პირბადის ხარისხი ვერ დაგილაგებია ქვეყანაში, ვაქცინას ვერ აკეთებ…


კაი, ბიზნესში გადავარდი, ჯანდაბას, აღარ ვსაუბრობ რა ხდება საავადმყოფოებში და აფთიაქებში, მაგრამ ბავშვებმა რა დაგიშავათ? ამ პატარა ანგელოზებმა რა დაგიშავათ? რას ჰქვია ხსნი სკოლას – სამედიცინო პირბადე ყველასთვის სავალდებულოა, უნდა იყოს მოწყობილი 2 მეტრიანი დისტანცია, არ შეიძლება კლასში იყოს 30 ბავშვი. ნახეთ რა გააკეთეს ჩინელებმა?


ჩაკეტეს ქვეყანა, ჩააცვეს პირბადეები და 2 მეტრიანი დისტანცია. მიდიან ბავშვები სკოლებში ფარებით და ნიღბებით, ასხამენ სადეზინფექციო ხსნარს, მერე სხედან კლასებში 2 მეტრიანი დისტანციით და ჩადგმული ბარიერები, როგორც ტელევიზიებშია ისეთი. ტელევიზიაში კი არა, სკოლებში უნდა იყოს ეს ბარიერები და რომელი სკოლაც ამას ვერ გააკეთებს, ის სკოლა არ უნდა გაიხსნას – ეს არის დანაშაული!


მშობელი ხარ ხო? არ გაუშვა ბავშვი სკოლაში…


მიტინგებს რომ აწყობ კიდევ, 2 მეტრიანი დისტანციით გააკეთე აქცია… ხომ არ ვიძახი არ ჩაატარო, უნდა ჩაატარო, მაგრამ დისტანციით… პროტესტი არის სწორი გზა – რაღაცას არ ეთანხმები? გამოდი და გააკეთე… 100 ადამიანი რომ გახვალ, გააკეთე 2 მეტრიანი დისტანციით, ტელევიზორშიც უფრო კარგად გამოჩნდებით.


სკოლებს რომ დავუბრუნდე – რა დააშავეს ბავშვებმა რომ დიდებს ჭკუა აკლიათ? როგორ შეიძლება მოუმზადებელი სკოლის გახსნა? ტუალეტები არ გაქვს მოწესრიგებული…. ყველა სკოლა კი არ უნდა გახსნა, გახსენი ის, რომელიც არის მზად. ბიუჯეტში ფული არ გაქვს? მშობლები ჩაერევიან ბოლოს და ბოლოს – ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რომ სკოლები იყოს ყველაზე დაცული.


საავადმყოფოს ხომ ვერ მივხედეთ, ყველა საავადმყოფო, ყველა პოლიკლინიკა არის ინფექციის გავრცელების წყარო! სკოლა უნდა იყოს ყველაზე დაცული შენობა. დეზინფექცია კი არა, ისეთი სტერილური უნდა იყოს, როგორც საოპერაციო. ერთი კლასი მეორე კლასს არ უნდა შეხვდეს, გააკეთე 3-4 სმენა. დასვენებაზე ბავშვების ნაწილი გამოუშვით ჯერ და მერე მეორე ნაწილი.


მაშინ გააკეთეთ ცალკე სკოლა და იქ ისინი ივლიან, ვისაც კოვიდის არ სჯერა, აბა რა ენაზე ვთქვა მეტად, აღარ ვიცი.


მე 2 დიშვილი მყავს. ვიღაცაზე კი არ ვსაუბრობ, ჩემ დიშვილებზე მაქვს საუბარი, ხვდებით? მეტი რა უნდა გითხრათ.


მიწერეთ განათლების სამინისტროს, ააფეთქეთ მესიჯებით… ხომ ხედავთ რომ ესენი გაბოლებენ, თავადაც დაბოლილები არიან, ალბათ, არ ვიცი… ეს არის თქვენი ბავშვების ჯანმრთელობა, მიხედეთ და მოითხოვეთ რეგულაციები. აი, სად უნდა იყოს დაუმორჩილებლობა – მშობლები 2 მეტრიანი დისტანციით სკოლების წინ და უნდა ჩაკეტონ სკოლა – სანამ არ მოწესრიგდება, რომ არ გაიხსნას. ხედავთ, რო ქვეყანა ვერ იმართება ადეკვატურად – თქვენ მიხედეთ.


მიყვარხართ ძალიან და მჯერა, რომ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ.”

“თუ რეინფიცირება დაიწყება ისრაელში, მაშინ ცუდად არის ჩვენი საქმე” – გიორგი ფხაკაძე

09/02/2021

პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან” ინტერვიუში, ამბობს:


“გადავხდოთ ისრაელს, სტატისტიკა ძალიან ნათლად აჩვენება, – ყველა მაჩვენებელმა დაიწია ქვემოთ. ყველამ, ვინც გაიკეთა ვაქცინა, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ჰისპიტალიზაცია და ა.შ. დაიწია ქვემოთ.


რომ გითხრათ რომ ეს პანაცეაა და გადავრჩებით – არ ვიცით.


ვიცით, – ვინც კოვიდი ვინც გადაიტანა, 5-6 თვე აქვს იმუნიტეტი. ასევე, ვაქცინასთან დაკავშირებით, სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე რთული თვე იქნება აგვისტო – ბრიტანეთში და განსაკუთრებით ისრაელში, იმიტომ, რომ მთელი ქვეყანა იქნება აცრილი (დაახლოებით ერთ თვეში დაასრულბენ), ამ დღიდან ჩვენ უნდა გადავთვალოთ 5 თვე, – აგვისტოსათვის მართლა ყურადღებით უნდა ვიყოთ, რა მოხდება ისრაელში, თუ იქნება რეინფიცირება.


თუ რეინფიცირება დაიწყება, მაშინ ცუდად არის საქმე. ეს იმას ნიშნავს რომ ყოველ 5-6 თვეში ერთხელ მოგვიწევს აცრა, სანამ მთელი მსოფლიო არ აიცრება – ამას უკვე არაერთი მეცნიერი ამბობს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/thu-reinphitsireba-daitsqheb/


“თუ ეს ვირუსი შემოვიდა, მას ევროპა ვერ უმკლავდება და საქართველო გაუმკლავდება?! არ გვინდა ეს ზღაპრები

22/02/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის, დამოუკიდებელი ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კორონავირუსის ძველი შტამი უკან იხევს და ნელ-ნელა ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება, რაც მეცნიერულად აუხსნელია:


“მოკლედ, ეს ძველი ვირუსი მიდის ქვევით და მართლა ხალხო, ვინც ტაძარში დადიხართ, არავინ არ იცის რა ხდება, დავანთოთ სანთლები და გავუშვათ ლოცვები თუ არსებობს რამე, იმიტომ, რომ მეცნიერებაში არ ჯდება, მაგრამ ვირუსი მიდის ქვევით, ძველ ვირუსზე მაქვს საუბარი, საქართველოში ძირითადად ძველი ვირუსია გავრცელებული.


მაგრამ ახალი ვირუსი ძალიან ცუდია. ეს არის ძირითადად ბრიტანული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბრიტანული შტამი არ შემოვიდეს ქვეყანაში. კარანტინი უნდა გამკაცრდეს. 14 დღიანი კარანტინი, ვინც ჩამოდის საზღვარგარეთიდან, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან.


თუ ეს ვირუსი შემოვიდა, მას ევროპა ვერ უმკლავდება და საქართველო გაუმკლავდება?! არ გვინდა ეს ზღაპრები, რომ მაგარი ჯანდაცვა გვაქვს, ეს ზღაპრები ბავშვებს მოუყევით ძილის წინ, ჩვენი ჯანდაცვა დაიღალა, გადაიტვირთა”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/thu-es-virusi-shemovida-mas/


“სპარი”, “ორი ნაბიჯი” – სირცხვილია! არასამედიცინო პირბადეს 50 თეთრად ყიდით! – გიორგი ფხაკაძე

27/02/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს:


SPAR Georgia

2 ნაბიჯი • 2 Nabiji


სირცხვილია


ცალობით ყიდით არასამედიცინო პირბადეს სალაროებთან (50 თეთრი)


გაყიდეთ ხელმისაწვდომ ფასში მხოლოდ სამედიცინო პირბადე


სანამ ბოიკოტზე არ გადავედით (შეეკითხეთ ჯპს აფთიაქი – GPC Pharmacy და Pharmadepot ∙ ფარმადეპო როგორ გადაიტანეს 2 კვირიანი ბოიკოტი)


გაყიდეთ ხელმისაწვდომ ფასად (15 თეთრი) სამედიცინო პირბადე


მეგობრებო !!! გთხოვთ დადოთ აქ თქვენი სურათები სხვადასხვა მაღაზიებიდან. კარგი იქნება: ქვითარი, პირბადის სურათი, მაღაზიის გარე სურათი….”


გიორგი ფხაკაძე თავდაპირველად მხოლოდ “სპარზე” წერდა, მოგვიანებით ჩაამატა “ორი ნაბიჯი”. კომენტარებში მაღაზიათა სახელები იმატებს, წერენ, რომ იგივე ხდება “ნიკორაშიც”. ახსენებენ “აგროჰაბსაც”. როგორც ჩანს სია გაიზრდება.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/spari-ori-nabiji-sirtskhv/


“პირდაპირ მწერენ, – შენ ოჯახი დამინგრიეო” – გიორგი ფხაკაძე

05/03/2021

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი გიორგი ფხაკაძე:


– ბოიკოტი გამოუცხადეთ აფთიაქებს, ამხილეთ მაღაზიები, სადაც არასამედიცინო პირბადე იყიდება და იყიდება თან ძვირად – პარალელურად, თქვენ წინააღმდეგ დაიწყო შავი პიარი, დაიწყეს საუბარი, თქვენ პირად დაინტერესებაზე. პირადადაც ხომ არ გიკავშირდებიან? მუქარის შემთხვევები ხომ არ იყო?


– ათასი ჭორი ააგორეს, თითქოს მწარმოებელი ვარ პირბადის და ა.შ. ძალიან ბევრი წერილი მომდის, ზოგჯერ ძალიან არასასიამოვნო, ზოგჯერ ძალიან, ძალიან არასასიამოვნო, მუქარებიც არის, რა თქმა უნდა. რა მუქარაც უნდა იყოს, ვიცი, რომ ვარ მართალი. საქართველოში ვერავინ გააკეთებს იმას, რასაც მე ვაკეთებ. ვინ შეიძლება საქართველოში ღიად დაუპირისპირდეს ფარმა კომპანიებს?


აქ საუბარია პროფესიონალურ დაპირისპირებაზე, თორემ კონკრეტულად არავისი წინააღმდეგი არა ვარ. მე მაქვს ამისი ფუფუნება, ჩემი გამოცდილებიდან, ჩემი განათლებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა ის, რასაც ვამბობ. ფარმა კომპანიები, იმის მაგიერ, რომ ხელი შეუწყონ მოსახლეობას ამ მძიმე პერიოდში, ცდილობენ ფული იშოვონ.


ზოგი ფარმაკომპანიამ მიიღო დადებითად ჩემი კამპანია და უკვე სამი კომპანია ყიდის მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო პირბადეს. გგონიათ უხარიათ, რასაც ახლა აკეთებენ? არა, მაგრამ ისინი მიხვდნენ, რომ სჯობს სამედიცინო პირბადე გაყიდონ. სხვა კომპანიები ჯერ შორიდან უყურებენ…


– თუ გაქვთ ეჭვი, ვინ შეიძლება იდგეს მუქარის, არასასიამოვნო გზავნილების, ან აგორებული ჭორების უკან?


– დაფიქრდით, ვინ შეიძლება, აბა, ამის უკან იდგეს? დავუშვათ თქვენ შემოიტანეთ 100 000 დოლარის ღირებულების ნაგავი პირბადე და გინდათ რომ გაასაღოთ, რას იზამდით? ესაა ჩემი პასუხი. არ ვსაუბრობ მხოლოდ დიდ კომპანიებზე, არიან პატარა კომპანიებიც, რომლებმაც 20-30 ათასის ღირებულების პირბადეები შემოიტანეს და პირდაპირ მწერენ, – შენ ოჯახი დამინგრიეო, შემოვიტანე და ვფიქრობდი, რომ 40 თეთრად გავყიდდიო…


არ იცით, რა შინაარსის წერილები შემომდის და მე ვეუბნები, კი ბატონო, გაყიდეთ ელიავაზე, გაყიდეთ სხვა მოხმარებისთვის, მაგრამ არა სამედიცინო მოხმარებისთვის, აფთიაქებში რა უნდა ამ პირბადეებს? ათას სისულელეს ავრცელებენ, ვსაუბრობ პირბადეზე და უყურებენ ჩემი ცხვირის ზომას – სხვას ვერაფერს რომ ვერ პოულობენ, ალბათ… მთელი ჩემი ბიოგრაფია საჯაროა, საკონტაქტო ინფორმაცია საჯაროა, სად ვმუშაობდი, ვისთან, რამდენი ხანი ვმუშაობდი, არაფერს ვმალავ.


ადამიანები ვერ ხვდებიან, რატომ შეიძლება რამეს ვაკეთებდე უანგაროდ. საქართველოში ხშირად ხდება ისე, რომ რაღაცას აკეთებს ადამიანი და საბოლოოდ მთვარდება ეს ბიზნესინტერესით. ზოგი ტელევიზიაში წავიდა, ზოგი პოლიტიკაში, ზოგი ფარმა კომპანიაში, საბოლოო ჯამში ყველა აღმოჩნდა ვიღაცასთან, მე ერთი წელია ვლაპარაკობ და რომელიმე კომერციულ კომპანიასთან, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიმე თანამდებობის პირთან ვარ შემჩნეული?


„იმედშიც“ გადის ჩემი ინტერვიუ და მერე „მთავარ არხზე“ – ხალხი დაიბნა, ხან ხელისუფლების მომხრე ვგონივარ, ხან მოწინააღმდეგე. არც ერთი ვარ და არც მეორე და ვისაც გონება აქვს მიხვდება, რომ ინტერესი მაქვს ნული – როგორც პოლიტიკური, ისე თანამდებობრივი. კარგსაც ვიტყვი, რამდენიმე აფთიაქმა თავიდან შემოიტანა იაფიანი, თურქული პირბადე, არც მერე აღიარეს შეცდომა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამედიცნო პირბადეების კამპანია დავიწყე, უკვე ხალხი მწერს, რომ ნელ-ნელა კარგი პირბადეების შემოტანა დაიწყეს კომპანიებმა.


რამოდენიმე სააფთიაქო ქსელს დავუკავშირდი და ვუთხარი, თქვენ ჩაიწერებით, „ჯიპისის“ და „ფარმადეპოს“ სიაში – მეთქი და ცოტა ხანი გვაცადეთო, მიპასუხეს…


თამო კეშელავა, ალია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/pirdapir-mtseren-shen-ojakh/


რატომ არის საშიში მესამე ტალღა, რატომ “მოდის” კოვიდი 21 საათის შემდეგ და რას ნიშნავს ვირუსთან…

05/03/2021

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი გიორგი ფხაკაძე.


– ახლა კი მოიხსნა რიგი შეზღუდვები, მაგრამ ჩაკეტილ ქვეყანაში დაგვიანონსეს მესამე ტალღა და როგორ ხდება, ბატონო გიორგი, ჩაკეტილ ქვეყანაში ვირუსის ასე გავრცელება, რომ ტალღას ველოდოთ?


– ძალიან მარტივად. ქვეყანაში საზღვრები ღიაა, აეროპორტები ღიაა, ადამიანები დაფრინავენ. აბა, მეორე ტალღა როგორ დაიწყო? ციდან კი არ ჩამოსულა ვირუსი. ადამიანმა იმოგზაურა, ჩამოიტანა ვირუსი და ასე წავიდა და წავიდა.


მესამე ტალღის რატომ გვეშინია, გეტყვით. ნოემბერში მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტი დაინფიცირდა – ვირუსს აქვს 5 თვიანი ცირკულაცია, ხელახალი დაინფიცირება უკვე ვირუსის გადატანიდან 5 თვის შემდეგ შესაძლებელია, 5 თვის მერე თქვენი იმუნიტეტი იკარგება. ვინც ნოემბერში იყო ავად, აპრილში ის ღიაა რეინფიცირებისთვის. ადამიანი ვინც ერთხელ დაინფიცირდა, ფიქრობს, რომ მას აღარაფერი დაემართება და აქვს უსაფრთხოების ცრუ შეგრძნება.


მოსახლეობაც დაიღალა ამდენი ხანი ჩაკეტვით, დეპრესიული ფონია აწეული. ასევე ქრონიკული დაავადებების რიცხვია მომატებული ქვეყანაში. დაღლილობა, ცუდი კვება, ქრონიკული დაავადებები, დაქვეითებული იმუნიტეტი (ისედაც ქვეითდება იმუნიტეტი ზამთრის შემდეგ) 5 თვიანი ციკლურობა ვირუსის – ამ ყველაფერს ერთად თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მოსახლეობა რისკის ქვეშაა.


ამას კიდევ ემატება სიურპრიზი, ბრიტანული შტამი, რომელიც უკვე გავრცელებულია ევროპაში, ჟენევაში ახალ ინფიცირებულთა 80 პროცენტი ბრიტანული შტამითაა ინფიცირებული. იმიტომ იკეტება ქვეყნები, რატომაა, აბა, საფრანგეთი ჩაკეტილი? ბრიტანული შტამი ძალიან გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ახალგაზრდებშიც. ძველი ვირუსიც ვრცელდებოდა, სხვათა შორის ახალგაზრდებში.


ძველი ვირუსი ძალას კარგავს, რაც აისახება სტატისტიკაზე, მაგრამ ბრიტანული შტამი უნდა განვიხილოთ როგორც ახალი ვირუსი, გამოდის, ორი ვირუსი გვაქვს, ჩვენ ჯერ ძველ ვირუსს როგორ მივხედოთ, იმას ვერ მივხვდით და უკვე ახალი მოდის, რომელიც შეეგუა ადამიანს, შეხორცდა და უკეთ ვრცელდება. ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა შევგუებოდით ვირუსს, მაგრამ ვირუსმა დაგვასწრო და ის შეეგუა ადამიანებთან ცხოვრებას.


– ძალიან ბევრი ისევ და ისევ სვამს ამ კითხვას, რატომ „მოდის“ კოვიდი საღამოს 9 საათის მერე მაინცდამაინც?


– ძალიან მარტივად გიპასუხებთ, რატომ „მოდის“ 9 საათზე კოვიდი, ისე, საფრანგეთში რატომ „მოდის“ 6 საათზე ხომ არ იცით? რა ხდება სინამდვილეში – ამთავრებენ ადამიანები სამუშაო დღეს და მიდიან მერე ან რესტორანში, ან ერთმანეთთან სტუმრად, არ იცავენ დისტანციას, ვახშმობენ ერთად – ამ შემთხვევაში, საღამოს საათებში გადაადგილების აკრძალვა საუკეთესო ხერხია, შეკრებების თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, წყვილი წავიდა სავახშმოდ, წაიყვანა თან ორი მეგობარი, დახვდა მასპინძელი წყვილი თავისი ორი მეგობრით, რამდენი კლასტერი გამოდის? არ დაგავიწყეთ, რომ თითოეულს თავის მხრივ ჰყავს ოჯახის წევრები, თანამშრომლები და ა.შ.


ამიტომაა აუცილებელი ხალხს კარგად განუმარტო, რას რატომ აკეთებ, მაგრამ ელემენტარულად სპიკერიც არ გვყავს. მეცნიერულ ენაზე საუბარი არ არის საჭირო ხალხთან, აუხსნან გასაგებ ენაზე. ყველანი დავიღალეთ, მესმის, ყველანი დავზარალდით და მეც დავზარლდი კორონავირუსით. ჩვენ უნდა აგვერჩია ორი მაგალითიდან – ისრაელის ან ჩინეთის მაგალითიდან ერთ-ერთი, მაგრამ ავირჩიეთ მესამე – ქართული მაგალითი.


– ისრაელის მაგალითი ვიცი, ვაქცინაციაა და ჩინეთის მაგალითი რომელია?


– უყურებენ პრობლემებს სახეში, აღიარეს პრობლემები, დაინახეს და ებრძვიან. ცხოვრობენ ჩვეულებრივ, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით.


– და ქართული გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ეგ რომელია?


– ქართული გზაა – გავხსენით ყველაფერი და მივდივართ წინ. 2021 წელს საქართველოს ვაქცინაცია არ მოხდება. ქვეყნის ვაქცინაცია ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის 85 პროცენტი უნდა იყოს აცრილი, მოსახლეობის 10 და 20 პროცენტის აცრა, არ ნიშნავს ვაქცინაციას. მე რასაც ვუყურებ, იმედი გადამეწურა, რომ 2021 წელს საქართველოში ვაქცინაცია მოხდება. ამას ემატება მძიმე მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებში.


რუსეთში დიქტატურაა და გაურკვეველი ვაქცინა, თურქეთმა აცრა დაიწყო ჩინური ვაქცინით, რომელიც 50 პროცენტით გიცავს, სომხეთში ომია, აზერბაიჯანშიც არ არის დემოკრატიის კუთხით მთლად კარგად საქმე – ყველგან საშიშროებაა. ვაქცინა არ გვაქვს, მდგომარეობა მძიმეა და ვუყურებ, გამოდის დურგალი და მელაპარაკება მიკრობიოლოგიაზე – აი, ეს არის ქართული გზა.


– ისრაელმა მთელი მოსახლოებისთვის შეიძინა ვაქცინა, დაიწყო ვაქცინაცია და ამბობს, რომ დიდი ალბათობით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში ისევ უნდა აცრას მოსახლეობა, რადგან ამაზე დიდხანს იმუნიტეტი არ ექნებათ. საქართველოში ველოდებით ვაქცინას რამდენიმე ეტაპად, საუკეთესო ვარიანტში, წელს აიცრება მოსახლეობის 30 პროცენტი, დავუშვათ, მაქსიმუმ, მომავალ წელს, ამ 30 პროცენტს განმეორებითი აცრა ხომ დასჭირდება? ვის აცრიან მომავალ წელს, იმ 30 პროცენტს, სხვა 30 პროცენტს, წრეზე ვივლით, თუ როგორ გაგრძელდება ცხოვრება?


– ეგაც არავინ იცის ჯერ ზუსტად, რამდენ ხანში დასჭირდება ისევ აცრა და დასჭირდება თუ არა. ვაქცინაციაზე პასუხი გვექნება აგვისტოში. მთელმა დედამიწამ უნდა გადაუხადოს ისრაელს მადლობა, იმისათვის, რასაც ის აკეთებს, ვერც ერთმა ქვეყანამ ეს ვერ მოახერხა. მთელი ქვეყნის ვაქცინაცია ხდება, ეს არის უდიდესი თავგანწირვა, წარმოიდგინეთ, უზარმაზარი კლინიკური კვლევა ტარდება ახლა ისრაელში.


ვაქცინის ეფექტიც და უკუჩვენებაც, ალერგია რამდენს ექნება, თუ რამდენად მარგებელი იქნება, ყველაფერი გამოჩნდება აგვისტოში. ზოგი ჭირი მარგებელია-მეთქი, ადრეც ვთქვი ვაქცინაციაზე და დამესივნენ – ასეა, არც ერთ ვაქცინაზე არ არის ჯერ ბოლომდე კვლევები დასრულებული, მათი გამოყენების უფლება ქვეყნებს მისცეს გადაუდებლობიდან გამომდინარე. სანამ საქართველოში ვაქცინაცია დაიწყება, ისრაელის მაგალითსაც შევხედავთ, მეტი კვლევაც დაიდება, მეტი ინფორმაცია გვექნება და მანამდე გვეკეთოს პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ხელების დაბანის წესი.


„ჯონსონის და ჯონსონის“ ვაქცინას ვიხილავთ მალე და უდიდესი ამბავია, ერთი დოზა იქნება, არ სჭირდება განსხვავებული ცივი ჯაჭვი, ძალიან კარგი ამბავია. ზოგადად, 2021 წელი მსოფლიოში იქნება ვაქცინის და წამლის წელი.

თამო კეშელავა, ალია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ratom-aris-sashishi-mesame/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights