ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

“9 დღის წინ განაცხადა, რომ კოვიდი ჩვეულებრივი გრიპია, დღეს გარდაიცვალა”- ფხაკაძე

06/08/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.


“ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა.


დღეს გარდაიცვალა ანტივაქსერების სექტის საკმაოდ ცნობილი წარმომადგენელი ბრიტანეთიდან.


ეს პიროვნება საკმაოდ განათლებული იყო (კემბრიჯი დაამთავრა), არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა, და, სხვათა შორის, 9 დღის წინ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ კოვიდი ჩვეულებრივი გრიპია და საერთოდ არ არის საშიში.


დაუჯერეთ დარგის სპეციალისტებს! ოქსფორდის და კემბრიჯის განათლება და ამერიკაში თუ გერმანიაში ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ “ყველაფერი იცი


მე ვცდილობ, ყოველთვის გითხრათ სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია. ანტივაქსერების სექტა კი ცდილობს თქვენზე მანიპულაციას და გავლენის გაზრდას. ფაქტი ერთია – “ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”, დედაჩემი ასე ამბობდა… არაერთი “ანტივაქსერი” უკვე ან კოვიდით გარდაიცვალა, ან ვირუსი გადაიტანა და არიან მძიმე მდგომარეობაში. მათ კი ისწავლეს “ჭკუა”, მაგრამ ამდენი ადამიანის “გონების მოწამვლას” მოჰყვება მრავალი რეალური სიკვდილი და ინვალიდობა.


ფაიზერის ვაქცინას უკუჩვენება არ აქვს (საქართველოში 10-მდე ადამიანს თუ ექნება)

დაიცავით თქვენი თავი და დაიცავით საქართველო


ანტივაქსერების სექტა არის ისევე საშიში, როგორც კომუნისტების სექტა”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/9-dghis-tsin-ganatskhada-rom-kovidi-chveulebrivi-gripia-dghes-gardaitsvala-phkhakadze/


კოვიდისგან თავდაცვის 12 საშუალება – გიორგი ფხაკაძის რჩევები

15/09/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ის ამბობს, რომ ეპიდსიტუაცია საარჩევნო გარემოს ბრალია, რადგან, წესით, მეოთხე ტალღის პიკი უნდა დასრულებულიყო, რომ არა წინასაარჩევნო კამპანია და დღესაც 60 გარდაცვლილი არ უნდა გვყავდეს. ის გვირჩევს, რაკი ჩვენზე, ხალხზე არავინ ზრუნავს, თავას მივხედოთ თავს და შემდეგი რჩევები გავითვალისწინოთ:


1 არ ჩაეხუტოთ ერთმანეთს (კოცნაც გადადეთ ცოტა ხნით);


2 მოკლე მანძილზე ნუ გამოიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და, საერთოდ, მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპირტით სარგებლობას;


3 საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ ლაპარაკობთ;


4 ტრანსპორტში კონდიციონერები გამორთული უნდა იყოს და ფანჯრები მაქსიმალურად ღია უნდა იყოს. ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ღია ფანჯარასთან;


5 ტაქსიში “ორპირი გააკეთეთ” 2 ფანჯარა ღია 2 ფანჯარა ამოწეული;


6 შენობებში ცენტრალური კონდიცურება უნდა იქნას გამორთული და “ორპირი” უნდა იქნას შექმნილი, რათა რაც შეიძლება, მაქსიმალურად სუფთა ჰაერის ცირკულაცია ხდებოდეს;


7 გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე სახლიდან გასვლისას ყველგან


8 ხშირად დაიმუშავეთ ხელები


9 სანამ არის ფაიზერი ქვეყანაში, აიცერით


10 არა ნეგატივს: აერიდეთ/წაშალეთ/დაბლოკეთ /აღარ ნახოთ – ყველა ნეგატიური ამბავი, ადამიანები და აერიდეთ ნეგატიურ გარემოს. ნეგატივი არის მავნე თქვენი ორგანიზმისათვის


11 მიირთვით სუფთა წყალი, ამოიღეთ ხმარებიდან შაქარი, და მიირთვით სეზონური ხილი და ბოსტნეული.


12 გააკეთეთ მინიმუმ ერთი სიკეთე დღეში

ჯანმრთელობას გისურვებთ”




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/kovidisgan-thavdatsvis-12-sashualeba-giorgi-phkhakadzis-rchevebi/


“ეს რა უბედურებაა!!! ნახეთ ერთი, ამ “ბატონის” პოსტი! ასეთები უფრო საშიშნი არიან, ვიდრე “ალქაიდას”…

27/09/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სქრინებს აქვეყნებს და წერს:


“ანტივაქსერების უაზრო სტატუსების ტირაჟირება მედიაში – ეს რა უბედურებაა!!!


თვითშეგნება, თვითკონტროლი და, საერთოდ, საღი აზრი რომ დაატანოთ ზოგჯერ, არა?! ეს კომენტარი მედიას (ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად).


ნახეთ ერთი, ამ “ბატონის” პოსტი


ვინ არის, საიდან არის, რა უნდა, რომელ სამყაროშია?


მე რომ მკითხო, ასეთი პიროვნებები არიან უფრო საშიშნი, ვიდრე “ალქაიდას” ტერორისტები და შესაბამისი ორგანიზაციები ზუსტად ასეთი პირების შესწავლაში უნდა ხარჯავდნენ დროს.


მედიას ვურჩევ, ჩვენი სამხრეთ მეზობლის (თურქეთის) მაგალითზე ისწავლონ (პოლიტიკაზე აქ საუბარი არ არის). თურქეთში ვერსად ვერ ნახავთ ანტივაქსერების პოსტებს/ გადაცემებს და ა. შ. შედეგი– თურქეთში მოსახლეობის 80%-ზე მეტი არის აცრილიჯანმრთელობას გისურვებთ”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/es-ra-ubedurebaa-nakheth-erthi-am-batonis-posti-asethebi-uphro-sashishni-arian-vidre-alqaidas-teroristebi-phkhakadze/


“16 წელს ქვემოთ ბავშვებში, თავი შევიკავოთ აცრისგან, სანამ, სანდო მარეგულირებლები ფაიზერს არ…

12/10/2021

თამო კეშელავა


„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება.


– სკოლების მონახულება თუ მოასწარით?


– არა, სკოლებში შესვლა ვერ მოვასწარი ჯერ. რასაც ვუყურებ, საბავშვო ბაღები როგორც გაიხსნა, ისევ ისე იკეტება შემთხვევების გამო. შეცდომა იყო, რასაკვირველია. სკოლების და ბაღების გახსნა სურდათ? არსებობდა ამისათვის გამოსავალი – არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო. გამოსავალი ახლა არის ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ ფაიზერით გაგრძელდეს ვაქცინაცია.


ჩვენი კულტურულ-სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ქვეყანაში უნდა იყოს მხოლოდ ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე გამოსადეგი ვაქცინა და ასეთი არის სრულად ავტორიზებული ფაიზერი, რომელსაც ამერიკის წამლის სააგენტო 16 წელს ზემოთ უწევს რეკომენდაციას.


რაც შეეხება ბავშვებს, ჩვენ ბავშვებთან ძალიან, ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჯერჯერობით, არც ფაიზერი დაუმტკიცებიათ სანდო მარეგულირებლებს 16 წელს ასაკის ქვემოთ აცრისთვის. ამიტომ, მე მომხრე ვარ, რომ 16 წელს ქვემოთ ბავშვებში, თავი შევიკავოთ აცრისგან, სანამ, სანდო მარეგულირებლები, მაგალითად ამერიკის ან ევროპის წამლის სააგენტო ფაიზერს არ დაამტკიცებენ ბავშვების ასაცრელად.


ფაიზერით ბავშვების აცრა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, როცა მართლა გადაუდებელია, მაგალითად, სახეზეა ქრონიკული დაავადება, კარგად უნდა ვნახოთ, მართლა აქვს ქრონიკული დაავადება, თუ არა. სპეციალური კომისიის გავლის შემდეგ უნდა ავცრათ. არ არის ბევრი ასეთი ბავშვი ქვეყანაში, საბედნიეროდ.


საქართველომ ახლა რა განცხადებაც გააკეთა ბავშვების აცრაზე, არ ვეთანხმები. რას სთავაზობენ მშობლებს? ეს არასწორია. ქულების დაწერის მცდელობაა. სკოლები უნდა იყოს უსაფრთხო, მაგრამ არა ბავშვების აცრის ხარჯზე – სკოლის პერსონალი სრულად, 100 პროცენტით უნდა იყოს აცრილი და უნდა იყოს აცრილი ფაიზერით – ამით მინიმუმამდე დავიყვანთ სკოლაში რისკს.


სხვათა შორის, ასე მოიქცა ევროპის ბევრი ქვეყანა. იგივეს ვიტყვი სამედიცინო პერსონალზე, ყველა, ვინც სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს, 100 პროცენტით სრულად უნდა იყოს აცრილი, როგორც ეს საფრანგეთმა გააკეთა და უნდა იყოს აცრილი ფაიზერით და არა გოგლი-მოგლით.


მე ჯერ კიდევ 2020 წელს ვიყავი ექსპერიმენტული ვაქცინების წინააღმდეგი და ამის გამო, მაშინ მლანძღეს და ანტივაქსერიც კი მეძახეს და არაფერი შეცვლილა, ისევ ისე ვარ წინააღმდეგი ექსპერიმენტული ვაქცინის და მომხრე ვარ ავტორიზებული ვაქცინის გამოყენების. ექსპერიმენტული ვაქცინის გამოყენება დასაშვები იყო საწყის ეტაპზე, როცა არ იყო სხვა გზა, ახლა ექსპერიმენტული ვაქცინის ადმინისტრირება ქვეყანაში არ უნდა მოხდეს, უნდა შევაჩეროთ ყველა სხვა ვაქცინა, ფაიზერის გარდა.


ვინც აცრილია ჩინური ვაქცინით, ვთვლი, რომ „არაცრილები“ არიან. ამ არჩევნების გამო, ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, ახლა კი, როცა ისევ წინასაარჩევნო კამპანიაა, ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ შეცდომა დაუშვა, რადგან ხალხი ეტყვის, რატომ აგირჩიო, თუ შეგეშალა? ასე რომ, გავიმეორებ, ჩვენ ვართ არჩევნების მხვერპლნი, სამწუხაროდ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/16-tsels-qvemoth-bavshvebshi-thavi-shevikavoth-atsrisgan-sanam-sando-maregulireblebi-phaizers-ar-daamtkitseben-bavshvebis-asatsrelad-phkhakadze/


შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ – ფხაკაძე ე.წ. გრძელი კოვიდის შესახებ

23/10/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინიფიცირების შემდეგ ე.წ გრძელი კოვიდის რისკი არსებობს, რომელიც, მისივე შეფასებით, ვერაგია და შესაძლოა ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები მთელი ცხოვრების მანძილზე დაუტოვოს.


„კოვიდის გადატანა (7-24 დღეში) ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ გრძელი კოვიდი არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ.


ფაიზერი და მოდერნა არ არიან უკვდავების ელექსირი, მაგრამ დაგიცავთ (არა 100%-ით) ვირუსისგან და თუ დაგემართათ ვირუსი, 50%-ით დაგიცავთ გრძელი კოვიდისგან.


აიცერით, სანამ დროა“,- წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/sheidzleba-mtheli-tskhovreba-dagtanjoth-phkhakadze-e-ts-grdzeli-kovidis-shesakheb/


“წავაგეთ! წააგო ქვეყანამ და წააგო უმეცრების, სიბნელის, რეგვენობის მაღალი მაჩვენებლის გამო!”

01/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:


“ჩვენ ყველამ ერთად წავაგეთ!


ჩემმა მეგობარმა დაწერა და მე 100%-ით ვეთანხმები:


ბრძოლა, რომელიც გულისხმობდა უხილავი მტრისგან თავდასაცავი მაღალი ზღუდის აშენებას – წავაგეთ! ვერ ვაშენებთ იმ სიმაღლის ზღუდეს (აცრილთა პროცენტს ვგულისხმობ), რომ თავი სრულად დავიცვათ. რაც შევქმენით კი შეაკავებს მტერს ნაწილობრივ, მაგრამ არასრულფასოვნად. წავაგეთ არა მე, არა ნებისმიერმა პასუხისმგებელმა მოქალაქემ, არა გამყრელიძემ ან მთავრობამ, წააგო ქვეყანამ და წააგო გაუნათლებლობის, უმეცრების, სიბნელის, უბრალოდ- რეგვენობის მაღალი მაჩვენებლის გამო!


რეალურად საქართველოს მოსახლეობის 5% არის სრულიად აცრილი ფაიზერის კოვიდ ვაქცინით!


საფრანგეთში მოსახლეობის 86.6% (12 წლის ზევით) არის სრულიად ვაქცინირებული!
ყველა არგუმენტი, მოსაზრება, საუბარიც კი ზედმეტია! ჩვენ ყველა ერთად წავაგეთ.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/tsavageth-tsaago-qveqhanam-da-tsaago-umetsrebis-sibnelis-regvenobis-maghali-machveneblis-gamo-phkhakadze/


“გარდაცვლილი – ისრაელი 2; საქართველო 47 – რატომ ასეთი განსხვავებული სურათი?” – ფხაკაძე

02/11/2021

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე კოვიდსტატისტიკაზე აქვეყნებს და წერს:


“შეადარეთ ისრაელი და საქართველო:


გარდაცვლილი – ისრაელი 2; საქართველო 47


ახალი ინფიცირებული – ისრაელი 506; საქართველო 5,553


რატომ ასეთი განსხვავებული სურათი? – პასუხი საკმაოდ მარტივია:


ისრაელში “ფაიზერით” ვაქცინაცია მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით!


საქართველოში კი – “ვერ გავიგე ოპელი” (ამას მარტო ქუთაისლები მიხვდებიან)… ისე დავიღალე ერთი და იგივეზე საუბარი …


ამას თუ ვერ ხედავთ მაშინ რავი”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/gardatsvlili-israeli-2-saqarthvelo-47-ratom-asethi-ganskhvavebuli-surathi-phkhakadze/


“შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების“, სინამდვილეში კი რუსეთის აგენტების საქმიანობა” – ფხაკაძე

04/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:


„8 ნოემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყება 5-11 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია. 28 მილიონი ამერიკელი ბავშვი აიცრება უახლოეს კვირებში. ამერიკის მოზრდილი მოსახლეობის 80% უკვე აცრილია. პენსიონერების 50% უკვე აიცრნენ ბუსტერით.


საფრანგეთში (ყველაზე დიდი ანტივაქსერული ქვეყანა ევროპაში) აცრილია 12 წლის ზევით მოსახლეობის 86.6%საქართველოში კი ყველაზე „ჭკვიანი“ ხალხი ცხოვრობს. რეალურად საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5-8% არის აცრილი.


ვის ინტერესებში შედის, რომ საქართველო განადგურდეს შიგნიდან,?! დაფიქრდით… რა თქმა უნდა, რუსეთის ომი ჯერ არ დამთავრებულა.


საიდან ამ ანტივაქსერებს ასეთი დაფინანსება? რა თქმა უნდა, რუსეთის სხვადასხვა „ორგანიზაციები” დგანან ამის უკან. საქართველოში ყველა ანტივაქსერი იყენებს რუსულ ვებგვერდებს, სადაც “სიმართლე” წერია.


ალბათ, დროა, შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების“, სინამდვილეში კი რუსეთის აგენტების საქმიანობა. გავუფრთხილდეთ თითოეულ სიცოცხლეს“

“დროს ვკარგავთ და სიცოცხლეებს… არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა!” – ფხაკაძე

09/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე 12-16 წლამდე ასაკის ბავშვებში კოვიდვაქცინაციის დაშვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ კარგი იქნებოდა, თავდაპირველად პენსიონერები აეცრათ.


“გრძელდება!


ბავშვების აცრა 12-16 წლამდე დაუშვა საქართველომ ფაიზერის ვაქცინით (მალე 5 დან 11 წლამდე იქნება, მაგრამ ჯერ ამაზეც უნდა “ითათბირონ”) ისე, ჯერ პენსიონრები აგვეცრა, კარგი იქნებოდა!


სერიიდან – ფხაკაძის რეკომენდაციების აღსრულება


სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს…


სხვა რეკომენდაციებიც განხორციელდება, რა თქმა უნდა, უბრალოდ, დროს ვკარგავთ და სიცოცხლეებს…


დროულად დამიჯერეთ ხოლმე, ისე ამხელა/ამდენი საბჭოები კი იკრიბება და საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მივდივართ: გიორგი ფხაკაძის ყველა რეკომენდაცია და წინასწარ გათვლები არის სწორი და მართლდება და როგორც არ უნდა ატრიალო, საბოლოოდ ყველა ჩემი რეკომენდაცია სრულდება, ოღონდ დაგვიანებით. იქ, სადაც ბოლომდე არ მიჯერებენ და თავისებურად ამახინჯებენ, ყველგან ცხვირი წავიტეხეთ, სამწუხაროდ.


დაველოდოთ შემდეგ ნაბიჯებს და ეს არის:


ელექტრონული კოვიდ სტატუსის დანერგვა (დეტალებზე ცალკე ვისაუბრებ, ის რაც გამო აცხადებს მინიმუმ 50% შესაცვლელი/გადასაკეთებელია).


გადასვლა ერთ ვაქცინაზე (Pfizer-BioNTech და თუ დაამტკიცეს Moderna) ისე, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა.


სამედიცინო პირბადის სავალდებული გამოყენება ყველა დახურულ და ღია თავშეყრის ადგილებში.


სოციალური დისტანცია უნდა იქნას დანერგილი როგორც ნორმა და ყველა დაწესებულება, ტრანსპორტი და სერვისი ამაზე უნდა იყოს გადასული (მინიმუმ 1 მეტრი და საუკეთესოა 2 მეტრიანი დისტანცია)


არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა!


ყველაფერი ჩვენს ხელშია!


აიცერით ფაიზერის ვაქცინით+ გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე + დაიცავით დისტანცია (ხელებს თუ დაიბანთ, კარგი იქნება ).”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/dros-vkargavth-da-sitsotskhleebs-ar-chavaketinoth-qveqhana-phkhakadze/


ამ ვაქცინას პირველი ლურსმანი უკვე დაეჭედა – ფხაკაძე

16/12/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე:


“სინოვაკის” ვაქცინას პირველი “ლურსმანი” უკვე დააჭედა ჰონკონგის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც დაადგინა, რომ “სინოვაკი”, სავარაუდოდ, არაეფექტური ვაქცინაა კოვიდის ომიკორნის ვარიანტის წინააღმდეგ.


კოვიდის ომიკრონის ვარიანტის გავრცელებამ კიდევ უფრო გაამძაფრა “სინოვაკის” ვაქცინის ეფექტურობაზე დისკუსია აკადემიურ წრეებში.


ფხაკაძე იყო და არის საქართველოში “სინოვაკის” შემოტანის სასტიკიკი წინააღმდეგი პირველივე დღიდან. ეს ყველასთვის ცნობილია.


დღესდღეობით 2.3 მილიარდი ადამიანი არის აცრილი ამ ვაქცინით. მაგრამ:


ყველაზე გაუმჭირვალე ვაქცინაა მსოფლიოში (თითქმის არაფერი ვიცით უკუჩვენებებზე, და ასე შემდეგ),


კვლევების ნაკლებობა (დამოუკიდებელი მკვლევარების ღია და მაღალი დონის კვლევები არ გვაქვს),


ინფორმაციის არარსებობა (ფაიზერზე ვინმეს თავი ასტკივდება, ერთ თვეში მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობს და თურმე სინოვაკზე არავის თავის ტკივილიც არ აქვს),


შეკვეთილი კვლევების რეკლამირება (შრილანკის ცნობილი კვლევა და ასე შემდეგ), და

ძირითადად დიქტატორულ ან/და ღარიბ ქვეყნებში გამოყენება სინოვაკის (ინფორმაციის მანიპულაცია ან არ არსებობა)


დღეს გამოქვეყნებული კვლევა ჰონკონგის უნივერსიტეტიდან არის პირველი სოლიდური მტკიცებულება, რომ შესაძლოა, სინოვაკის ვაქცინა ვერ იცავს კოვიდის ომიკრონის ვარიანტისგან. რა თქმა უნდა კვლევა საკმაოდ მცირეა, მაგრამ პირველი სოლიდური კვლევაა. ფაქტია, სინოვაკი დიდხანს ასე ვერ გააგრძელებდა. ეს დროის ფაქტორი იყო და ომიკრონმა, უბრალოდ, პროცესი დააჩქარა.


დღესდღეობით მარტო ფაიზერის და მოდერნას ვაქცინები არის ყველაზე ეფექტური ვაქცინები და ფაიზერის ბუსტერი არის ჯერჯერობით უალტერნატივო”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/am-vaqtsinas-pirveli-lursmani-ukve-daetcheda-phkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights