სამშაბათი, აპრილი 28, 2026

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ბრიფინგი

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ბრიფინგი

დღეისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა შეადგენს ჯამში 710’000-ს. ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი (ჯამში დაახლოებით 1’300’000 პირი), თუმცა ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით.
აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ მოქმედებდა ე.წ. მორატორიუმი და გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა, პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა ოჯახების გადამოწმება. ამის გამო ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომელსაც, საბედნიეროდ, აღარ აქვთ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა.
მაგალითად, ბაზაში დღეს რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლოს სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი, ან ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა, რომელსაც 2024 წელს შეძენილი აქვს 2024 წელს გამოშვებული ავტომანქანა, რომელსაც მაგალითად აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ა.შ.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, რომლის მიზანია, ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები, რომლებსაც დღეისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით. ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ ოჯახები და პირები, რომლებიც, ამ მდგომარეობით ვერ შეძლებდნენ აღნიშნული სტატუსის მოპოვებას ვერც ახლა და ვერც წარსულში. სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო რესურსები უნდა ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ვისაც ეს ნამდვილად ეკუთვნის.
გადამოწმების წარმართვისთვის მომზადებულია ყველა საჭირო წინაპირობა და მომდევნო თვეების განმავლობაში გადამოწმდებიან ოჯახები სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროგრამის მიხედვით, რა დროსაც პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც, სხვადასხვა ფაქტორების გამო, მაღალია ალბათობა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომლის გამოც და რომლის შემთხვევაშიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ეკუთვნით შემწეობა. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად განისაზღვრება უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში 2000 ლარიანი შემოსავლის მიღება ყოველთვიურად.
პროცესი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას და ის წარიმართება მკაცრი კონტროლით. იქნება საკმაოდ ხანგრძლივი, რადგან მოითხოვს სკურპულოზურ მუშაობას, ე.წ. ჯავშნების გათვალისწინებას, პროცედურების დაცვას. ამასთან, პარალელურად ჩვენს მიერ გაანალიზდება პროცედურები და მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დაიხვეწება სისტემა (შეფასების მეთოდოლოგიიდან დაწყებული, დამთავრებული ბაზაში რეგისტრირებული რეალურად შეძლებული ოჯახების ამორიცხვის მექანიზმების შექმნით).

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ვივამედს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკა „ვივამედს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
#post_seo_title

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური „ვივამედსდაცვის სამინისტროსა და კლინიკა “ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ და კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს დევნილი და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირებისთვის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებას.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრი სამედიცინო პერსონალს პირადად შეხვდა და მათ სამუშაო პროცესს გაეცნო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და ფინანსური დირექტორი სოფიო დათუაშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს: ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ აქვთ სოციალური დახმარების აუცილებლობა

„გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“-მიხეილ სარჯველაძე
#post_seo_title

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ აქვთ სოციალური დახმარების აუცილებლობა.

მინისტრის განცხადებით, გადამოწმების პროცესი აქტიურად გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ არ მოხდება ბაზაში მყოფი იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებსაც დახმარება არ სჭირდებათ და ბოროტად სარგებლობენ სოციალურად დაუცველთა პროგრამით.

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის დამატებით ვადას აძლევს
#post_seo_title

ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად, – განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ ის ოჯახები, რომლებსაც რეალურად ეკუთვნით აღნიშნული სოციალური დახმარება.

„დროა, წერტილი დაესვას ასეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და ამ მიზნით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს.
ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სოციალური შემწეობის გაცემას, ასევე იმ მრავალი შეღავათით სარგებლობას, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. ბაზაში არ უნდა რჩებოდნენ ოჯახები და პირები, რომლებიც, ამ მდგომარეობით ვერ შეძლებდნენ აღნიშნული სტატუსის მოპოვებას ვერც ახლა და ვერც წარსულში.

ამგვარად, იქნება შესაძლებელი, რომ ბაზა გახდეს რეალური, რაც თავის მხრივ, აუცილებელია მეტი სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებული სახელმწიფოს რესურსები რეალურად ხმარდებოდეს და სრულად და უფრო ეფექტიანად ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ვისაც ეს ნამდვილად ეკუთვნის,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე: სახეზეა ოჯახები, რომელთაც, გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი ხელმოკლეობა, როდესაც მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა

C და B ჰეპატიტის პროგრამები
#post_seo_title

„დღეისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა შეადგენს ჯამში 710 000-ს.

ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი (ჯამში დაახლოებით 1 300 000 პირი), თუმცა, ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის შეღავათით“, – განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გამართულ ბრიფინგზე, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა არაერთხელ გამხდარა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი“.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ძირითად შემთხვევაში სახეზეა ოჯახები, რომელთაც, ამ დროის განმავლობაში, გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი ხელმოკლეობა, როდესაც მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა.

„დასაწყისშივე აღვნიშნოთ, რომ 2012 წლის შემდეგ, მეტი ადამიანის მხარდაჭერის მიზნით, ორჯერ გაიზარდა იმ ქულის მაჩვენებელი, რომელიც შემწეობის მიღებას განსაზღვრავს. ქულა რომ არ გაზრდილიყო, ანუ, შედარებით უფრო შეძლებულებისთვისაც რომ არ დაენიშნა სახელმწიფოს შემწეობა, დღეისთვის შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა იქნებოდა მაქსიმუმ 120 ათასი, ნაცვლად 185 ათასი ოჯახისა.სამწუხაროდ, გადამოწმების შეფერხებები, სხვა ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებები ოპოზიციურად განწყობილ პირებს საფუძველს უქმნიდა ასეთი სპეკულაციებისთვის.აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ მოქმედებდა ე.წ. მორატორიუმი და გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა, პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა ოჯახების გადამოწმება. ამის გამო, ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომელსაც, საბედნიეროდ, აღარ აქვთ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა.

ამავე მიზეზთა გამო, არის სრულიად ანომალიური შემთხვევებიც, რომელთა რიცხვი არ არის სამწუხაროდ ცოტა. მაგალითად, ბაზაში დღეს რეგისტრირებულია და შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლოს სამ თვეში მიღებული აქვს შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი, ან ოჯახი, რომელსაც ერთი წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა, ან რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც 2025 წელს შეძენილი აქვს 2025 წელს გამოშვებული ავტომანქანა, ან ოჯახი, რომელსაც მაგალითად, აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ა.შ.როგორც აღინიშნა, ასეთი ოჯახების რაოდენობა არ არის ცოტა, თუმცა, ძირითად შემთხვევაში სახეზეა ოჯახები, რომელთაც, ამ დროის განმავლობაში, გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი ხელმოკლეობა, როდესაც მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა გადამოწმებაზე: მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან მოვუწოდო, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებაზე
#post_seo_title

მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამდენად, მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, შესამოწმებელი ოჯახის წევრებიდან დაწყებული თვით შემმოწმებლებით დამთავრებული, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით და ვერ იქნება დაშვებული ვერანაირი გადახრა მართლზომიერების მოთხოვნიდან, – განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და საზოგადოება შეიტყობს ინფორმაციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„ეს პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი, რადგან მოითხოვს სკრუპულოზურ მუშაობას, ე.წ. ჯავშნების გათვალისწინებას, პროცედურების დაცვას. ამასთან, პარალელურად, ჩვენს მიერ გაანალიზდება პროცედურები და მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დაიხვეწება სისტემა (შეფასების მეთოდოლოგიიდან დაწყებული, დამთავრებული ბაზაში რეგისტრირებული რეალურად შეძლებული ოჯახების ამორიცხვის მექანიზმების შექმნით). საზოგადოებას პერმანენტულად მივაწვდით ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ,“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ინექცია არის სამედიცინო ჩარევა, რომელსაც აქვს კლინიკური რისკები — ინფექცია, სისხლძარღვოვანი გართულებები, ალერგიული რეაქციები და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობებიც კი“ – გიორგი ფხაკაძე

წყლის და ტვინის კავშირი – რატომ არის ჰიდრატაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?
#post_seo_title

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ „ინექცია არის სამედიცინო ჩარევა, რომელსაც აქვს კლინიკური რისკები — ინფექცია, სისხლძარღვოვანი გართულებები, ალერგიული რეაქციები და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობებიც კი.

ნემსი ≠ სილამაზის მომსახურება | ინექციები და აკრედიტაციის რეალური მნიშვნელობა

„ინექცია არ არის უბრალოდ „სილამაზის პროცედურა“.
ის არის სამედიცინო ჩარევა, რომელსაც აქვს კლინიკური რისკები — ინფექცია, სისხლძარღვოვანი გართულებები, ალერგიული რეაქციები და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობებიც კი.
ამ ეპიზოდში განვიხილავ:
• რატომ არ ნიშნავს ISO 9001 კლინიკურ უსაფრთხოებას
• რას ამოწმებს რეალურად საერთაშორისო კლინიკური აკრედიტაცია
• რა განსხვავებაა ხარისხის მართვის სერტიფიკატსა და პაციენტის უსაფრთხოების სისტემას შორის
• რატომ უნდა ტარდებოდეს ინექციები მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტირებულ კლინიკაში, კვალიფიციური ექიმის მიერ
პაციენტის უსაფრთხოება არ არის არჩევითი.
ის სავალდებულოა“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

დაჭიმეთ სახის კანი ერთი ინგრედიენტით – სახის ბუნებრივი ნიღაბი შეუდარებელი ეფექტით!

კანის დაბერება წარმოადგენს ბიოლოგიურ და გარემოსთან დაკავშირებულ კომპლექსურ პროცესს, რომელიც გავლენას ახდენს კანის სტრუქტურაზე, ელასტიკურობაზე და ფუნქციურ შესაძლებლობებზე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივიდან, კანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ფიზიოლოგიური ფუნქციის თვალსაზრისით, რადგან კანი წარმოადგენს ორგანიზმის პირველ დამცავ ბარიერს ინფექციების, ულტრაიისფერი გამოსხივებისა და გარემოს მავნე ფაქტორების წინააღმდეგ. ბუნებრივი ინგრედიენტების, მათ შორის სელის თესლის გამოყენება კანის მოვლაში სულ უფრო ფართოდ განიხილება, თუმცა მათი ეფექტიანობა და უსაფრთხოება უნდა შეფასდეს სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე.

პრობლემის აღწერა

კანის დაბერება დაკავშირებულია კოლაგენისა და ელასტინის შემცირებასთან, რაც იწვევს ნაოჭების ფორმირებას, კანის ელასტიკურობის შემცირებას და ტენიანობის დაკარგვას. ეს პროცესი ბუნებრივია, თუმცა მასზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის ასაკი, გენეტიკა, გარემოს დაბინძურება, მზის გამოსხივება და ცხოვრების წესი [1].

ბოლო წლებში გაიზარდა ბუნებრივი საშუალებების გამოყენების პოპულარობა, განსაკუთრებით ისეთი მცენარეული პროდუქტების, როგორიცაა სელის თესლი. საზოგადოების ნაწილი ამ ინგრედიენტს იყენებს სახის ნიღბების სახით კანის ელასტიკურობის გასაუმჯობესებლად და ნაოჭების შესამცირებლად. აღნიშნული პრაქტიკა ხშირად ვრცელდება არასამედიცინო წყაროებით, რაც აუცილებელს ხდის ამ საკითხის მეცნიერულ შეფასებას და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის ისეთი პლატფორმების მეშვეობით, როგორიცაა https://www.sheniekimi.ge.

სამეცნიერო და კლინიკური ანალიზი

სელის თესლი (Linum usitatissimum) წარმოადგენს მცენარეულ პროდუქტს, რომელიც მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ლიგნანებით, ანტიოქსიდანტებით და პოლისაქარიდებით. ეს ნივთიერებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედების დაცვაში ოქსიდაციური სტრესისგან და ანთებითი პროცესების შემცირებაში [2].

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, განსაკუთრებით ალფა-ლინოლენის მჟავა, ხელს უწყობს კანის ბარიერული ფუნქციის შენარჩუნებას და ტენიანობის რეგულაციას. კვლევები მიუთითებს, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების რეგულარული მიღება ასოცირდება კანის ელასტიკურობის გაუმჯობესებასთან და ანთებითი პროცესების შემცირებასთან [3].

ლიგნანები, რომლებიც ფიტოესტროგენების ჯგუფს მიეკუთვნება, გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით. ისინი ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას, რაც მნიშვნელოვანია კანის დაბერების პროცესის შენელებაში. ოქსიდაციური სტრესი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს, რომელიც იწვევს კოლაგენის დაშლას და კანის სტრუქტურული მთლიანობის დარღვევას [4].

სელის თესლისგან მიღებული ლორწოვანი კომპონენტები, რომლებიც წარმოიქმნება მისი წყალში დამუშავებისას, შეიცავს პოლისაქარიდებს. ეს ნივთიერებები ქმნის დამცავ ფენას კანის ზედაპირზე, რაც ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას და დროებით აუმჯობესებს კანის ვიზუალურ იერსახეს. თუმცა, ეს ეფექტი ძირითადად დროებითია და არ წარმოადგენს კანის სტრუქტურულ ცვლილებას [2].

სტატისტიკა და მტკიცებულებები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, კანის დაბერება წარმოადგენს უნივერსალურ პროცესს, რომელიც იწყება დაახლოებით 25 წლის ასაკიდან, როდესაც კოლაგენის სინთეზი ყოველწლიურად დაახლოებით 1%-ით მცირდება [1].

კვლევების მიხედვით, ანტიოქსიდანტებით მდიდარი მცენარეული პროდუქტების გამოყენება შეიძლება დაეხმაროს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას. მაგალითად, კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების რეგულარულმა მიღებამ 12 კვირის განმავლობაში გამოიწვია კანის ტენიანობის გაზრდა და ელასტიკურობის გაუმჯობესება [3].

ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადგილობრივი გამოყენების ეფექტიანობა განსხვავდება სისტემური მიღებისგან. სელის თესლის ლორწოვანი ექსტრაქტის ადგილობრივი გამოყენების ეფექტიანობის შესახებ არსებული კვლევები შეზღუდულია და საჭიროებს დამატებით კლინიკურ კვლევებს.

საერთაშორისო გამოცდილება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი (NIH) ხაზს უსვამენ, რომ მცენარეული პროდუქტები შეიძლება იყოს კანის მოვლის დამატებითი საშუალება, თუმცა მათი ეფექტიანობა და უსაფრთხოება უნდა შეფასდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომით [1][5].

სამეცნიერო ჟურნალები, როგორიცაა The Lancet და Journal of Investigative Dermatology, აღნიშნავენ, რომ კანის დაბერების პროცესის მართვისთვის ყველაზე ეფექტური მეთოდები მოიცავს მზისგან დაცვას, ჯანსაღ კვებას, ანტიოქსიდანტების მიღებას და დერმატოლოგიური მეთოდების გამოყენებას [6].

ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენება შეიძლება იყოს დამხმარე საშუალება, თუმცა ისინი არ ცვლიან სამედიცინო მკურნალობას და არ უნდა განიხილებოდეს როგორც სრულფასოვანი თერაპიული მეთოდი.

საქართველოს კონტექსტი

საქართველოში კანის მოვლის ბუნებრივი საშუალებების გამოყენება ფართოდ არის გავრცელებული. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ მიიღოს სანდო და მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაცია. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი და აკადემიური რესურსები, როგორიცაა https://www.publichealth.ge და https://www.gmj.ge, ხაზს უსვამენ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მნიშვნელობას.

ასევე მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება ბუნებრივი პროდუქტები. შესაბამისი სტანდარტები და სერტიფიკაცია, რაც ხელმისაწვდომია https://www.certificate.ge-ს მეშვეობით, უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას და ხარისხს.

მითები და რეალობა

მითი: სელის თესლის ნიღაბი მთლიანად აქრობს ნაოჭებს.
რეალობა: სელის თესლის ნიღაბმა შეიძლება დროებით გააუმჯობესოს კანის ტენიანობა და ვიზუალური მდგომარეობა, თუმცა იგი არ ცვლის კანის სტრუქტურას და არ აქრობს ნაოჭებს სრულად.

მითი: ბუნებრივი პროდუქტები ყოველთვის უსაფრთხოა.
რეალობა: ბუნებრივი პროდუქტებიც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები ან კანის გაღიზიანება, განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის შემთხვევაში.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

არის თუ არა სელის თესლის ნიღაბი უსაფრთხო?
ზოგადად, სელის თესლი უსაფრთხოა ადგილობრივი გამოყენებისთვის, თუმცა რეკომენდებულია ალერგიული რეაქციის ტესტირება გამოყენებამდე.

აქვს თუ არა სელის თესლს კანის გაახალგაზრდავების ეფექტი?
სელის თესლში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, თუმცა მისი ეფექტი ძირითადად დამხმარე ხასიათისაა.

რამდენად სწრაფად ჩანს შედეგი?
შედეგი დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე. დროებითი დატენიანება შესაძლებელია რამდენიმე გამოყენების შემდეგ, თუმცა სტრუქტურული ცვლილებები არ ხდება.

დასკვნა — საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივით

სელის თესლი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარ მცენარეულ პროდუქტს, რომელსაც აქვს პოტენციური სარგებელი კანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ანტიოქსიდანტური და დამატენიანებელი თვისებების გამო. თუმცა, მისი გამოყენება უნდა განიხილებოდეს როგორც დამხმარე საშუალება და არა როგორც სამედიცინო მკურნალობის ალტერნატივა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება ბუნებრივი საშუალებების რეალური შესაძლებლობებისა და შეზღუდვების შესახებ. მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და სანდო ინფორმაციის გამოყენება წარმოადგენს კანის ჯანმრთელობის შენარჩუნების ძირითად პრინციპებს.

წყაროები

  1. World Health Organization. Skin ageing and health. ხელმისაწვდომია: https://www.who.int
  2. National Institutes of Health. Flaxseed and skin health. ხელმისაწვდომია: https://ods.od.nih.gov
  3. Journal of Clinical Nutrition. Omega-3 fatty acids and skin health. ხელმისაწვდომია: https://academic.oup.com
  4. Nutrients Journal. Lignans and antioxidant activity. ხელმისაწვდომია: https://www.mdpi.com
  5. National Institutes of Health. Dietary supplements and dermatology. ხელმისაწვდომია: https://www.nih.gov
  6. Journal of Investigative Dermatology. Mechanisms of skin aging. ხელმისაწვდომია: https://www.jidonline.org

„ვერ იქნება უსაფრთხო დანამატი კრეატინი, იმის მიუხედავად რომ მეთოდოლოგიურად გაუმართავი ერთი მეტა-ანალიზი მის უსაფრთხოებას ირწმუნება…“ – ზაზა თელია საზოგადოებას აფრთხილებს

#post_seo_title

„კრეატინი არ არის დანამატი, რომელიც არის უსაფრთხო“

კრეატინი არ არის დანამატი, რომელიც არის უსაფრთხო“ – ამის შესახებ პოდკასტში Sphero-სფერო, ექიმმა-დერმატოლოგმა, ზაზა თელიამ განაცხადა.

სპეციალისტი ამბობს, რომ კრეატინის მოხმარება ორგანიზმში, იწვევს თირკმლის უჯრედების დაზიანებას:

„კრეატინი არ არის დანამატი, რომელიც არის უსაფრთხო იმიტომ, რომ ერთის მხრივ ფიზიოლოგიურად კრეატინს როდესაც ეგზოგენურად (გარედან) ვიღებთ, მას ახასიათებს დაშლა. კრეატინის დაშლის პროდუქტი არის კრეატინინი, ანუ დეგრადირდება და გარდაიქმნება კრეატინინში. კრეატინინი არის ნივთიერება, რომელიც შეიძლება თირკმელების ფუნქციაზე მოქმედებდეს უარყოფითად, რომელიც როდესაც თირკმელი სხვადასხვა ნივთიერებებს გარდაქმნის, ამ შემთხვევაში წაროიქმნება კრეატინინი და კრეატინინის მომატება სისხლში, იწვევს თირკმლის უკმარისობას“ – ამბობს თელია.

ექიმი-დერმატოლოგი აღნიშნულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს უზიარებს და წერს:

„არამარტო თირკმლის და ღვიძლის დაავადებების რისკი მატულობს, არამედ სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკიც. შესაბამისად ვერ იქნება უსაფრთხო დანამატი კრეატინი, იმის მიუხედავად რომ მეთოდოლოგიურად გაუმართავი ერთი მეტა-ანალიზი მის უსაფრთხოებას ირწმუნება“ – წერს ზაზა თელია

ბოტოქსის ნაცვლად სელის თესლი! მხოლოდ რამდენიმე პროცედურა და თქვენ ავერც კი იცნობთსაკუთარ თავს, ეს კარგი შედეგია!

სელის თესლი
#post_seo_title

სელის თესლი და კანის ჯანმრთელობა: ბიოლოგიური მექანიზმები, სამეცნიერო მტკიცებულებები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელობა

შესავალი — ანალიტიკური კომენტარი

კანის ჯანმრთელობა წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან კომპონენტს. კანი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა და ასრულებს დამცავ, იმუნურ და მეტაბოლურ ფუნქციებს. კანის სტრუქტურისა და ელასტიკურობის შენარჩუნება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის გენეტიკაზე, კვებაზე, გარემოზე და ბიოლოგიურ დაბერებაზე [1].

ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებებს, მათ შორის სელის თესლს (Linum usitatissimum), რომელიც შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს, ანტიოქსიდანტებს და აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს. ეს კომპონენტები ასოცირდება კანის ბარიერის ფუნქციის მხარდაჭერასთან, ანთებითი პროცესების შემცირებასთან და ქსოვილოვანი რეგენერაციის პროცესებთან [2].

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივიდან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა არის მეცნიერულად დადასტურებული და რა წარმოადგენს გადაჭარბებულ ან დაუდასტურებელ მოლოდინს. სანდო სამედიცინო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა https://www.sheniekimi.ge და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რესურსი https://www.publichealth.ge.

პრობლემის აღწერა

კანის დაბერება წარმოადგენს ბუნებრივ ბიოლოგიურ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია კოლაგენის შემცირებასთან, ელასტიურობის დაკარგვასთან და კანის სტრუქტურული ცვლილებებთან. ეს პროცესები შეიძლება დაჩქარდეს გარემოს ფაქტორებით, მათ შორის ულტრაიისფერი გამოსხივებით, ჰაერის დაბინძურებით და არასწორი კვებით [3].

მრავალი ადამიანი ცდილობს კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის კოსმეტიკური პროცედურებით და ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით. ამ კონტექსტში, სელის თესლი ხშირად განიხილება როგორც ბუნებრივი კომპონენტი, რომელიც შეიძლება ხელს უწყობდეს კანის ჯანმრთელობის მხარდაჭერას.

საქართველოსთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან კანის ჯანმრთელობა გავლენას ახდენს მოსახლეობის საერთო კეთილდღეობაზე და დაკავშირებულია როგორც სამედიცინო, ისე სოციალური ფაქტორებთან.

სამეცნიერო და კლინიკური ანალიზი

სელის თესლი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მნიშვნელოვან წყაროს. იგი შეიცავს:

  • ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს
  • ლიგნანებს
  • პოლიფენოლებს
  • ანტიოქსიდანტებს
  • კვებით ბოჭკოებს

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის გაუმჯობესებას და ანთებითი პროცესების შემცირებას [4].

ლიგნანები წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ოქსიდაციური სტრესი წარმოადგენს კანის დაბერების ერთ-ერთ მთავარ ბიოლოგიურ მექანიზმს [5].

ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას, რაც ამცირებს უჯრედული დაზიანების რისკს.

კვებითი ბოჭკოები გავლენას ახდენს ნაწლავის მიკრობიომზე, რაც არაპირდაპირ უკავშირდება კანის ჯანმრთელობას, რადგან ნაწლავის და კანის ჯანმრთელობა ერთმანეთთან დაკავშირებულია იმუნური და ანთებითი მექანიზმების საშუალებით [6].

სტატისტიკა და მტკიცებულებები

კვლევებმა აჩვენა, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების რეგულარული მიღება დაკავშირებულია კანის ფუნქციის გაუმჯობესებასთან [4].

National Institutes of Health-ის მონაცემებით, ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტა ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური დაზიანებისგან [5].

European Food Safety Authority აღნიშნავს, რომ აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში [7].

ეს მონაცემები მიუთითებს, რომ კვებითი ფაქტორები წარმოადგენს კანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან კომპონენტს.

საერთაშორისო გამოცდილება

World Health Organization ხაზს უსვამს კვების მნიშვნელობას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში [1].

The Lancet-ის კვლევების მიხედვით, კვებითი ფაქტორები გავლენას ახდენს ქრონიკული დაავადებების და დაბერების პროცესზე [3].

National Institutes of Health აღნიშნავს, რომ ბუნებრივი საკვები წარმოადგენს ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელოვან კომპონენტს [5].

საქართველოს კონტექსტი

საქართველოში ბუნებრივი საკვების გამოყენება წარმოადგენს ტრადიციულ პრაქტიკას. თუმცა მნიშვნელოვანია ამ პრაქტიკის მეცნიერული შეფასება.

აკადემიური რესურსები, როგორიცაა https://www.gmj.ge, ხელს უწყობს სამეცნიერო ინფორმაციის გავრცელებას.

ასევე მნიშვნელოვანია ხარისხის სტანდარტების დაცვა, რასაც უზრუნველყოფს სერტიფიკაციის სისტემები, როგორიცაა https://www.certificate.ge.

მითები და რეალობა

მითი: ბუნებრივი საშუალებები სრულად ცვლის სამედიცინო პროცედურებს
რეალობა: ბუნებრივი კომპონენტები შეიძლება ხელს უწყობდეს კანის ჯანმრთელობას, მაგრამ მათი ეფექტი განსხვავდება ინდივიდის მიხედვით.

მითი: კანის დაბერების სრული შეჩერება შესაძლებელია
რეალობა: დაბერება წარმოადგენს ბუნებრივ ბიოლოგიურ პროცესს.

მითი: ყველა ბუნებრივი საშუალება უსაფრთხოა
რეალობა: მნიშვნელოვანია სამეცნიერო შეფასება და უსაფრთხოების გათვალისწინება.

ხშირად დასმული კითხვები (Q&A)

არის თუ არა სელის თესლი სასარგებლო კანისთვის?
სელის თესლი შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას.

შესაძლებელია თუ არა კანის დაბერების შეჩერება?
დაბერება წარმოადგენს ბუნებრივ პროცესს, თუმცა შესაძლებელია მისი გავლენის შემცირება.

არის თუ არა კვება მნიშვნელოვანი კანის ჯანმრთელობისთვის?
დიახ, კვება წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს.

დასკვნა — საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივით

კანის ჯანმრთელობა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან კომპონენტს. სელის თესლი შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ასოცირდება კანის ჯანმრთელობის მხარდაჭერასთან.

მეცნიერული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კვებითი ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის ფუნქციის შენარჩუნებაში.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია სანდო ინფორმაციის გავრცელება და მეცნიერულად დადასტურებული პრაქტიკის გამოყენება.

წყაროები

  1. World Health Organization. Healthy diet.
    https://www.who.int
  2. National Institutes of Health. Flaxseed and health.
    https://www.nih.gov
  3. The Lancet. Nutrition and aging.
    https://www.thelancet.com
  4. National Institutes of Health. Omega-3 fatty acids.
    https://ods.od.nih.gov
  5. National Institutes of Health. Antioxidants.
    https://www.nih.gov
  6. National Institutes of Health. Gut microbiome and skin health.
    https://www.nih.gov
  7. European Food Safety Authority. Essential fatty acids.
    https://www.efsa.europa.eu
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights