ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

იუნესკო სკოლებში სმარტფონების გლობალური აკრძალვის მოწოდებით გამოდის

26/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

იუნესკო სკოლებში სმარტფონების გლობალური აკრძალვის მოწოდებით გამოდის.


„სმარტფონები უნდა აიკრძალოს სკოლებში


იუნესკოში მიიჩნევენ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ მობილური ტელეფონის ხანგრძლივად გამოყენება მოწაფის მიერ სასწავლო მასალის ათვისებაზე უარყოფითად მოქმედებს და ასევე აისახება ბავშვების ემოციურ სტაბილურობაზე.


იუნესკო საკლასო ოთახებში სმარტფონების გლობალურ აკრძალვას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს სააგენტოს ანგარიშში,რომელშიც აღნიშნულია, რომ სმარტფონების აკრძალვა სწავლის ხარისხის გააუმჯობესებს და ბავშვებს დაიცავს კიბერბულინგისგან.


იუნესკოში მიიჩნევენ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ მობილური ტელეფონის ხანგრძლივად გამოყენება მოწაფის მიერ სასწავლო მასალის ათვისებაზე უარყოფითად მოქმედებს და ასევე აისახება ბავშვების ემოციურ სტაბილურობაზე.


იუნესკო-ს ანგარიშში წერია, რომ სმარტფონების საკლასო ოთახებში აკრძალვამ უნდა დაანახოს ყველას, რომ ციფრული ტექნოლოგიები, და მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, უნდა ექვემდებარებოდეს „ადამიანზე ორიენტირებულ ხედვას“ და არ უნდა ჩაანაცვლოს პედაგოგთან ურთიერთობა.


იუნესკოს ხაზს უსვამს, რომ განათლების ხარისხზე ციფრული ტექნოლოგიების დადებითი ეფექტი, შესაძლოა, არასწორად იყოს შეფასებული.


„ახალი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესს“, – აცხადებენ ექსპერტები.


„ციფრული რევოლუცია განუსაზღვრელ პოტენციალს ფლობს, მაგრამ ისევე როგორც გაჟღერდა საზოგადოებაში მისი რეგულირების აუცილებლობის მოწოდებები, ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ როგორ იყენებენ მას განათლების სფეროში“, – განაცხადა იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა.


მისივე თქმით, საკლასო ოთახებში სწავლება ონლაინ სწავლებამ არ უნდა ჩაანაცვლოს“.


სკოლებში სმარტფონები უნდა აიკრძალოს, რათა სწავლის ხარისხი გაუმჯობესდეს და ბავშვები კიბერბულინგისგან იყვნენ დაცულები. როგორც Guardian-ი წერს, ამის შესახებ იუნესკოს ანგარიშშია აღნიშნული.


როგორც იუნესკოში აცხადებენ, არსებობს მტკიცებულებები, რომ მობილური ტელეფონის ხანგრძლივად გამოყენება მოსწავლის მოსწრებას აუარესებს და ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების ემოციურ სტაბილურობაზე.


ანგარიშის თანხმად, სკოლებში სმარტფონების აკრძალვის მოწოდებამ უნდა აჩვენოს, რომ ციფრული ტექნოლოგიები მთლიანობაში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, უნდა ექვემდებარებოდეს „ადამიანზე ორიენტირებულ ხედვას“ და არ უნდა ჩაანაცვლოს პედაგოგთან ურთიერთობა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze



„გვიხარია, რომ ეს პროცესი საქართველოში დაიწყო – გაიზრდება პაციენტის კმაყოფილება“

25/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 14 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


“აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობა საქართველოში მოქმედმა 14-მა კლინიკამ დაიწყო.

საერთაშორისო აკრედიტაცია გულისხმობს ადგილობრივი სამედიცინო სტანდარტების საერთაშორისო სტანდარტებთან მორგებას.


კლინიკებში დაწყებულია პრაქტიკული მეცადინეობები, რაც ხელს უწყობს სტანდარტების გაანალიზებას და სამუშაო პროცესში დანერგვას გულისხმობს.

ტრენინგებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე „აკრედიტაცია კანადის“ მრჩევლები – ალესანდრო ბურიანი და გიორგი ფხაკაძე ატარებენ.

სამუშაო პროცესი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის შემდეგაც კლინიკებს ჰოსპიტლის საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაცია მიენიჭებათ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტის, ექიმის, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენლის საქართველოში გიორგი ფხაკაძის განცხადებით, “აკრედიტაცია კანადას” აქვს 50-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობის 60-წლიანი გამოცდილება. მათ მიერ აკრედიტებულია მსოფლიოს მასშტაბით 15 000-მდე სამედიცინო დაწესებულება.

„პროცესი არ არის იოლი, ესაა რთული და გრძელვადიანი პროცესი. მაგრამ საინტერესოა და მისი მიზანია, სამედიცინო დაწესებულებაში უსაფრთხოების ზომები იყოს მაქსიმალურად დაცული და ჯანდაცვის ხარისხი იყოს აწეული, რათა კლინიკებს საქართველოში მივცეთ ის გამოცდილება, რომელიც აქვს „აკრედიტაცია კანადას“.


კლინიკა იქნება პაციენტზე მეტად ორიენტირებული, გაიზრდება პაციენტის კმაყოფილება. გვიხარია, რომ ეს პროცესი საქართველოში დაიწყო. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ბათუმის „მედცენტრის“ საავადმყოფოდან და სამი პოლიკლინიკიდან, გავაგრძელეთ სამშობიარო სახლ „ჰერაში“, შემდეგ გვქონდა რამდენიმედღიანი ტრენინგი „ვივო მედიქალ ჯგუფში“ჯგუფში შემავალ კლინიკებში – ესენია “ინოვა”, “ჟორდანიას კლინიკა“, “ბოხუას კლინიკა“, “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”, ”ინოვა ინვიტრო“. საინტერესო შეხვედრები გვქონდა ჯოების კლინიკაში,“- განაცხადა ფხაკაძემ.

მისი თქმით, კომპანიის ექსპერტები არიან მაღალკვალიფიციური კლინიკური დირექტორები, კლინიკური კვლევებისა და განათლების ხარისხის ექსპერტები, რომლებიც ეხმარებიან კლინიკებს, სწორად გაიარონ აკრედიტაციის პროცესი. მისი თქმით, ქართულ ენაზე გადაითარგმნა ზღვა მასალა და კლინიკებმა ეს დოკუმენტაცია ქართულ ენაზე მიიღეს.

ფხაკაძის განმარტებით, თანამშრომლობის პროცესში „აკრედიტაცია კანადას“ ადგილობრივი ექსპერტები დახმარებას უწევენ კლინიკებს და პერსონალს კვირაში ერთხელ 3 საათის განმავლობაში ატრენინგებენ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა 2025 წლიდან სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.


2023 წლის 31 დეკემბრამდე კი კლინიკებმა სამინისტროს უნდა წარუდგინონ აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება და ინფორმაცია მიაწოდოს მიმდინარე სერტიფიცირების პროცესის შესახებ.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან


ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze


სასამართლომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა

25/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა – ოთხივე ბრალდებულს გირაო შეეფარდა, თუმცა შუამდგომლობით 1 ბრალდებულისთვის 15 000-ლარიანი გირაო იყო გათვალისწინებული, დანარჩენ სამზე კი 10 000-ლარიანი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 5 ათასი ლარით ნაკლები გირაო შეეფარდათ.


საქმე ეხება კოვიდპანდემიის პერიოდში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის (220 ათას ლარზე მეტი) მოტყუებით დაუფლებასა და სამსახურებრივ სიყალბეს. გამოძიება პროკურატურამ ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის საფუძველზე დაყრდნობით დაიწყო. ბრალდებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ.


გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სერგო მეთოფიშვილმა მიიღო და აღნიშნულით პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ზურაბ ამაშუკელს, ალექსანდრე ბელოუსოვს და აკაკი ნოზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5-000 5000-ლარიანი გირაო, თენგიზ არჩვაძეს კი 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

პროკურატურა ზურაბ ამაშუკელის, ალექსანდრე ბელოუსოვისა და აკაკი ნოზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაოს, თენგიზ არჩვაძეს მიმართ კი 15 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა.

თავის მხრივ, ადვოკატები ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. კერძოდ, აკაკი ნოზაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მინიმალურის, 2 000 ლარის გირაოს გამოყენებას, ზურაბ ამაშუკელის ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 2000 ლარს სთავაზობდა, ალექსანდრე ბელოუსოვის უფლებადამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 3 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

რაც შეეხება თენგიზ არჩვაძეს, მას ადვოკატი არ ჰყავდა და ის მისამართლეს 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთხოვდა, რათა აღნიშნულის გადახდა შეძლებოდა.

“მაქსიმალურად ვცდილობ გამოძიებას მივეხმარო, მიმალვის საფრთხე არ არსებობს, გამოძიების ეტაპზე 3-ჯერ დავტოვე საზღვარი და უკან დავბრუნდი”,- განაცხადა არჩვაძემ.

ზურაბ ამაშუკელს, ალექსანდრე ბელოუსოვს და აკაკი ნოზაძეს სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე აქვთ ბრალი წარდგენილი. რაც შეეხება თენგიზ არჩვაძეს, მას თაღლითობას, თაღლითობის მცდელობას და ყალბი დოკუმენტის დამზადებას ედავებიან.

ცნობისთვის, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სამშენებლო სამუშაოების ყოფილ ტექნიკურ ზედამხედველს და ყოფილ ინჟინერ-მშენებელს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხოლო შპს „ნიუმშენის“ ყოფილ დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე. ირაკლი გვაზავას, ლევან გიგოლაშვილსა და გიორგი ყეინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

სახელმწიფო დაფინანსებით საზღვარგარეთ სრულყოფილ მკურნალობას ონკოლოგიური დაავადების მქონე ყველა ბავშვს

25/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკატერინე ფესტვენიძემ გადაცემაში “მოამბე” ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღებასთან დაკავშირებით ისუბრა:


„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო.


სახელმწიფო დაფინანსებით საზღვარგარეთ სრულყოფილ მკურნალობას, ონკოლოგიური დაავადების მქონე ყველა ბავშვი მიიღებს.


პროგრამის პარტნიორი კლინიკებია:


თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“.


პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.“



ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღების თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D-%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

რა უნდა ვიცოდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და რომელი სიმპტომები გვაუწყებს, რომ საჭიროა…

25/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

რა უნდა ვიცოდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და რომელი სიმპტომები გვაუწყებს, რომ საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია.


იმის გაგება, თუ რა ითვლება ნორმალურ ფსიქიკურ მდგომარეობად, შეიძლება რთული იყოს. ვნახოთ, როგორ მოქმედებს გრძნობები, ფიქრები და ქცევები ფსიქიკაზე და როგორ ამოვიცნოთ, გვაქვს თუ არა ამ მხრივ პრობლემები.

რა განსხვავებაა ფსიქიკურ პრობლემებსა და აშლილობას შორის? ზოგჯერ ამ კითხვაზე პასუხი ნათელია, თუმცა არის შემთხვევები, როცა გამოცნობა ძალიან რთულდება. მაგალითად, თუ საჯაროდ სიტყვით გამოსვლის გეშინიათ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ფსიქიკურად გაწონასწორებული არ ხართ?

ხანდახან ძალიან რთულია გაარჩიო ფსიქიკური პრობლემა ფსიქიკური დაავადებისგან, რადგან არ არსებობს შესაბამისი მარტივი ტესტი, რომელიც დაგვადგენინებს გაქვთ თუ არა ყველაფერი მწყობრში.

ფსიქიკურმა მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს:

ქცევაზე: აკვიატებული ხელის დაბანა ან ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება.


გრძნობები: ზოგჯერ ფსიქიკური პრობლემები ხდება ღრმა მწუხარების, ეიფორიისა და სიბრაზის მიზეზი.

ფიქრებზე: დელუზიები – შეხედულებები, რომლებიც უცვლელია მიუხედავად ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებისა. თვითმკვლელობისკენ მიმართული ფიქრებიც ზემოაღნიშნულის სიმპტომია.

როგორ ხდება ფსიქიკური პრობლემების დიაგნოსტიკა?


დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ფსიქიატრთან ერთად სიმპტომების შეფასება, მათ შორის: როდის გაჩნდა პირველი ნიშნები, რამ და როგორ მოახდინა გავლენა თქვენს ცხოვრებაზე.

ფსიქიატრმა უნდა გაიგოს ინფორმაცია შემდეგზე:

თქვენი აღქმები: თუ როგორ მოქმედებს თქვენი ნიშნები და სიმპტოპმები თქვენს დღიურ აქტივობაზე. მაგალითად, თქვენ შეიძლება გაიაზროთ, რომ აქტივობები, რომლებსაც ამ დრომდე აკეთებდით, სრულებითაც არ მოგწონთ. ამის გამო შეიძლება იგრძნოთ თავი ცუდად, უიმედოდ და უენერგიოდ.

თუ თქვენს სევდიან განწყობას სპეციფიკური მიზეზი აქვს, ვთქვათ, განშორება, ცხადია ეს გრძნობა ბუნებრივი და დროებითი რეაქციაა. თუმცა, თუ გახასიათებთ მწვავე სიმპტომები, რომლებიც უმიზეზოდ გაჩნდა და არ ცხრება, შეიძლება დეპრესიის მსხვერპლი იყოთ.

სხვების აღქმები: მხოლოდ საკუთარი შეხედულებები არ გაძლევთ თქვენი ქცევის სრულყოფილ სურათს. თქვენს გრძნობებზე, ქცევებსა და შეხედულებებზე, რა თქმა უნდა, გარშემომყოფთა აზრებიც მოქმედებს და მათი დახმარებითვე შეიძლება ამ პრობლემის გადალახვა.

მაგალითად, თუ თქვენ გაწუხებთ ბიპოლარული აშლილობა, თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ რომ თქვენი განწყობის ცვალებადობა უბრალოდ ცხოვრების სხვადასხვა ტემპისა და მდგომარეობის ბრალია. თქვენი ფიქრები და მოქმედებები კი, შეიძლება სხვადასხვა სიტუაციაში უარყოფითი შედეგის მომტანი გახდეს.

როდის არის საჭირო შეფასება ან მკურნალობა?


თითოეულ ფსიქიკურ მდგომარეობას აქვს თავისი ნიშნები და სიმპტომები. ზოგადად, ამ პრობლემის გადასაჭრელად პროფესიონალების ჩარევა მაშინ ხდება საჭირო როცა:

  • გრძნობთ პიროვნულ ცვლილებას ან ცვლილებას ძილსა და კვებაში

  • ვერ უმკლავდებით ყოველდღიურ პრობლემებს

  • გაწუხებთ უცნაური ფიქრები

  • გაძლიერებული მღელვარება

  • ხანგრძლივი დეპრესია და აპათია

  • ფიქრები თვითმკვლელობაზე

  • გაძლიერებული განწყობის ცვალებადობა და ბრაზი, მტრობა ან ძალადობრივი საქციელი


ბევრი ადამიანი თავს არიდებს ამ პრობლემებს, ვინაიდან ჰგონიათ, რომ ფსიქიკური პრობლემები ბუნებრივი, ცხოვრებისეული მოვლენაა. თუ თქვენ მსგავს სიმპტომებს აწყდებით ცხოვრებაში, არ შეიკავოთ თავი მკურნალობისგან.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ოჯახის ექიმთან ან მიმართეთ ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს საჭიროების შესაბამისად. შერჩეული მკურნალობითა და დახმარებით სწორად აღმოაჩენთ თქვენს პრობლემას და შეარჩევთ ისეთ მკურნალობის მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფ რეაბილიტაციაში.

წყარო: http://www.mayoclinic.org/healthy-lifestyle/adult-health/in-depth/mental-health/art-20044098?pg=1

ვივო მედიქალ ჯგუფი /Vivo Medical Group

„მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება“

25/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ინფორმაციას ავრცელებს:


„მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება. ყოველწლიურად დაახლოებით, დენგოს 100-დან 400 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება“


მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს კოღოებით გადამდები “დენგეს” ვირუსით ინფიცირება ემუქრება.


ორგანიზაციამ სტატისტიკაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 200-დან 2022 წლამდე, ვირუსის შემთხვევები 500 ათასიდან 4.2 მილიონამდე გაზარდა.


„დენგე” ვირუსული ინფექციაა, რომელიც კოღოს ნაკბენიდან ჩნდება და ადამიანებზეც გადადის.


შემთხვევების 80% თითქმის უსიმპტომოა. ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ ერთი ვაქცინა Sanofi Pasteur არსებობს. ვაქცინა ამჟამად მხოლოდ 20 ქვეყანაში გამოიყენება. მას 65%-იანი ეფექტურობა აქვს.


„დაავადების სიკვდილიანობა ქვეყნების უმეტესობაში, სადაც ის ფიქსირდება 1%-ზე ნაკლებია. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო შევამცირებთ მას”, – აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze


„ვიცი, რომ დამესევა ეხლა ყველა, ამის მთქმელი არავინ არ/ვერ არის…“

24/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე SARS-CoV-2 EG.5 შტამის შესახებ საუბრობს.


„ვიცი, რომ დამესევა ეხლა ყველა…


პანიკის საფუძველი არ არის (ჯერჯერობით).


ამის მთქმელი არავინ არ/ვერ არის (არა მარტო საქართველოში)…


SARS-CoV-2 EG.5 შტამი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება მსიფლიოში.


როგორ მქონდა იმედი (არსებული კვლევების მონაცემების საფუძველზე), რომ ნოემბრამდე ამ საკითხზე არ მომიწევდა საუბარი…


ახალი შტამი უკვე თითქმის ყველა კონტინენტზეა და ბევრი ქვაყანა, როგორიცაა ამერიკა, ჩინეთი, ავსტრალია, მალტა, იაპონია და სხვები დააფიქსირეს ელვისებრივ გავრცელება და ზოგიერთ ქვეყანაში სიკვდილიანობის გაზრდა ინტენსიურ განყოფილებებში.


სწორი ინფორმაცია არის იარაღი და ის უნდა იქნას გამოყენებული ადექვატურად. პანიკის საფუძვეკი არ არის


დამატებითი ინფორმაცია იხიკეთ აქ:


ჯანმრთელობის მსიფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა SARS-CoV-2 EG.5 შტამი მონიტორინგის ახალ ვარიანტად.


ახალი ვარიანტი, როგორც ჩანს, განვითარდა XBB.1.9.2-დან, ერთი დამატებითი მწვერვალის მუტაციით (F456L). მცირეა ბიოლოგიური და იმუნოლოგიური ინფორმაცია ამ ვარიანტის შესახებ, ან ინფორმაცია მის უნარზე, თავი დააღწიოს იმუნიტეტს, უფრო სწრაფად გამრავლდეს ან გამოიწვიოს შემდგომი პათოგენეზი. თუმცა, ზოგიერთმა მკვლევარმა აჩვენა შეშფოთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემთხვევების ბოლო ტალღა იაპონიაში. CDC-ის ბოლო განახლებით, EG.5 უკვე იმყოფება აშშ-ში ახალი ვირუსების 11.4%-ში (შეფასებით) და შედარებით სწრაფად იზრდება.


ეს ვარისნტი ასევე დააფიქსირეს ჩინეთში..“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


W.H.O. has declared the SARS-CoV-2 EG.5 strain as a new variant to monitor. The new variant appears to be evolved from XBB.1.9.2, with one extra spike mutation (F456L). There is little biological and immunological information on this variant, or information on its ability to escape immunity, propagate faster, or cause further pathogenesis. However, some researchers have shown concerns that may be fueling the recent wave of cases in Japan. In the last update by CDC, EG.5 is already present in the U.S. in 11.4% (estimate) of the new viruses, and is growing relatively fast.


ჯანმო ურჩევს მაღალი რისკის მქონე ადამიანებს, ატარონ ნიღაბი ხალხმრავალ ადგილებში, მიიღონ გამაძლიერებლები, როდესაც რეკომენდირებულია, და უზრუნველყონ ადექვატური ვენტილაცია შენობაში.



#covid19 #health #globalhealth #publichealth #medicine #WHO #CDC #drpkhakadze
https://www.cidrap.umn.edu/…/who-adds-omicron-eg5-variant…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

საუკეთესო კლინიკებია – მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სრული პაკეტი…

24/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გადაცემაში “ქრონიკა” ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღებასთან დაკავშირებით ისუბრა:


„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო.“


მისი თქმით, ბავშვი, როგორც სოლიდური სიმსივნეების შემთხვევაში, ასევე ონკოჰემატოლოგიის მქონე დიაგნოზის შემთხვევაში, შეძლებს მიიღოს შესაფერისი დახმარება იმ კლინიკაში, რომელსაც მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი გადაწყვეტს.


„შერჩეული სამედიცინო დაწესებულებები, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით, თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში საუკეთესო კლინიკებია. საქართველოში საწყისი დიაგნოსტირების შემდგომ მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სრული პაკეტი.’


აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, პროცესი ორმხრივია – ერთის მხრივ სამინისტრო და მეორეს მხრივ მწარმოებელი, ყოველდღიურ რეჟიმში აზუსტებს ხელშეკრულების პირობებს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.



ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღების თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D-%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

განცხადებების მიღება დაიწყო – ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან…

24/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღების თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:


ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო.


პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.


პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი. პროგრამაში მონაწილეობისთვის, მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს და ადგილზე გააკეთოს განაცხადი, რისთვისაც საჭიროა:


• შეივსოს განაცხადის ფორმა (ფორმას, შესავსებად და ხელმოსაწერად, განმცხადებელი, ჯანდაცვის სამინისტროში მიიღებს)


• ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის (დაბადების მოწმობა/პასპორტი) დამადასტურებელი დოკუმენტი


• ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული)


• არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ) (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული)


პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით. პროგრამის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05.


საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, სადაც ერთ სივრცეში, სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ “ვოსორიტიდთან” დაკავშირებით განცხადებას ავ

24/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენტ “ვო­სო­რი­ტი­დის” თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.


„საბ­ჭოს წევ­რებს პრო­ტო­კო­ლის თა­ო­ბა­ზე პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის­თვის ვადა გა­ნე­სა­ზღვრათ 24 ივ­ლი­სამ­დე.“


რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ვა­დე­ბის დაც­ვა ემ­სა­ხუ­რე­ბა ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის გა­და­ზღვე­ვას და ვა­დებს სა­მი­ნის­ტრო ხე­ლოვ­ნუ­რად ვერ შე­ამ­ცი­რებს.

“აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენტ “ვო­სო­რი­ტი­დის” თა­ო­ბა­ზე გაც­ნო­ბებთ, რომ აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ექ­სპერ­ტე­ბის ჯგუფ­მა, ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, პრო­ტო­კო­ლის პრო­ექ­ტი მო­ამ­ზა­და, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტი­ზი­სა და შე­თან­ხმე­ბის­თვის, გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის ეროვ­ნულ საბ­ჭოს, მიმ­დი­ნა­რე წლის 27 ივ­ნისს გა­ეგ­ზავ­ნა.


“გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის“ საბ­ჭოს წევ­რე­ბის შე­ნიშ­ვნე­ბი, ასე­ვე მწარ­მო­ებ­ლის მიერ და­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, ქვე­ყა­ნა­ში მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვის­თვის, მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კის, მრა­ვალ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე დამ­ყო­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე სა­კი­თხე­ბი გან­ხი­ლულ იქნა 3 ივ­ლისს ჩა­ტა­რე­ბულ იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭო­ზე, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და მშობ­ლე­ბის ჯგუ­ფი.


საბ­ჭო­ზე და­ით­ქვა სა­ვა­რა­უ­დო ვადა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლის დამ­ტკი­ცე­ბის­თვის (15-20 ივ­ლი­სი). პრო­ტო­კო­ლის ჯგუ­ფის წევ­რებ­მა, და­მა­ტე­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო, მ.შ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერტთან, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლი სა­მი­ნის­ტრო­ში წარ­მო­ად­გი­ნეს 19 ივ­ლისს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ, ამა­ვე დღეს, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, წე­რი­ლო­ბით, მი­ე­წო­და იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭოს ყვე­ლა წევ­რს, მათ შო­რის – მშობ­ლებს.


გარ­და ამი­სა, მშობ­ლე­ბის ჯგუ­ფი მუდ­მივ სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იყო სა­მი­ნის­ტროს პა­სუ­ხის­მგე­ბელ თა­ნამ­შრო­მელ­თან, პრო­ტო­კო­ლის მომ­ზა­დე­ბის სტა­ტუ­სის თა­ო­ბა­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ყვე­ლა შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და აქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე მშო­ბელ­თა ჯგუ­ფი და შუქ­დე­ბო­და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ.


სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის გან­ვმარ­ტავთ, რომ “გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის“ საბ­ჭოს გან­ხილ­ვი­სა და ობი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის უნდა ჰქონ­დეს გო­ნივ­რუ­ლი ვადა – ამ­დე­ნად, საბ­ჭოს წევ­რებს პრო­ტო­კო­ლის თა­ო­ბა­ზე პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის­თვის ვადა გა­ნე­სა­ზღვრათ 24 ივ­ლი­სამ­დე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აღი­ნიშ­ნოს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ვა­დე­ბის დაც­ვა ემ­სა­ხუ­რე­ბა ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის გა­და­ზღვე­ვას და ვა­დებს სა­მი­ნის­ტრო ხე­ლოვ­ნუ­რად ვერ შე­ამ­ცი­რებს.


საბ­ჭოს წევ­რე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი დას­ტუ­რის შემ­დეგ, პრო­ტო­კო­ლი დამ­ტკიც­დე­ბა მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით. პა­რა­ლე­ლუ­რად, გრძელ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კომ­პა­ნია “ბი­ო­მა­რინ­თან”, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის და­ზუს­ტე­ბის მიზ­ნით.


სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ხა­ტავს მზა­ო­ბას იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სრუ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე­დი­კა­მენ­ტის და­ნერგვის პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თე­ბა საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.


სა­მი­ნის­ტრო გა­აგ­რძე­ლებს პრო­ცე­სის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ყვე­ლა ჩარ­თულ და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.


ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 19 ივ­ლისს, იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის საბ­ჭოს წევ­რებ­თან, მათ შო­რის მშობ­ლებ­თან, ამა­ვე დღეს გაგ­ზავ­ნილ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს:


“საბ­ჭოს პა­ტივ­ცე­მუ­ლო წევ­რე­ბო, მო­გე­სალ­მე­ბით!


წარ­მო­გიდ­გენთ 2023 წლის 03 ივ­ლისს გა­მარ­თუ­ლი საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის შემ­დგომ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ნახ­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას:


პრო­ტო­კო­ლის სა­მუ­შაო ჯგუფ­მა, 2023 წლის 19 ივ­ლისს, სა­მი­ნის­ტრო­ში წარ­მო­ად­გი­ნა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი “აქონ­დროპ­ლა­ზი­ის და ჰი­პო­ქონ­დროპ­ლა­ზი­ის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მარ­თვა 0-18 წლის ასაკ­ში’’ კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვის სა­ხელ­მწი­ფო სტან­დარ­ტი (პრო­ტო­კო­ლი);


პრო­ტო­კო­ლი გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რედ­გი­ნა გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის საბ­ჭოს. პრო­ტო­კო­ლის დამ­ტკი­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის საბ­ჭოს ეთხო­ვა მო­საზ­რე­ბე­ბის წარ­დგე­ნა 2023 წლის 24 ივ­ლი­სის დღის ბო­ლომ­დე;


გრძელ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა კომ­პა­ნია ბი­ო­მა­რინ­თან.


სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ჩა­ტა­რე­ბის თა­რიღს გაც­ნო­ბებთ და­მა­ტე­ბით.


და­ნარ­თი სა­ხით გიგ­ზავ­ნით სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს 2023 წლის 03 ივ­ლი­სის შეხ­ვედ­რის ოქმს“.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights