სამშაბათი, ივნისი 16, 2026

კანონის თანახმად, საპენსიო აქტივების ინვესტირება კანონის ამოქმედებიდან ხუთი წლის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს ნახევარი წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც კომიტეტის წევრებს სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ გააცნო.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ინფორმაცია მოიცავს საანგარიშო პერიოდში საპენსიო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის და განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშს. ასევე მოიცავს დაგროვებითი საპენსიო სქემისათვის მნიშვნელოვან ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საინვესტიციო საბჭომ და საინვესტიციო სამსახურმა მოახდინა აქტივების განთავსების სტრატეგიის გეგმური გადახედვა, რომელიც პერიოდულად, სულ მცირე წელიწადში ერთხელ ხორციელდება საუკეთესო პრაქტიკის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

„კანონის თანახმად, საპენსიო აქტივების ინვესტირება კანონის ამოქმედებიდან ხუთი წლის განმავლობაში დასაშვებია მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში, შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ინვესტირება ხორციელდებოდა ნაკლებ რისკიან პორტფელში კანონით განსაზღვრული შეზღუდვებისა და პოლიტიკის დოკუმენტის მოთხოვნების გათვალისწინებით. 2023 წლის პირველ ნახევარში, საინვესტიციო სამსახური განაგრძობდა აქტიურ ინვესტირებას, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ კაპიტალის ბაზრებზე. 2023 წლის მარტიდან საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო უცხოური აქციების პორტფელის დამატებით დივერსიფიკაცია და 3 განვითარებული ქვეყნის აქციების ინდექსებთან ერთად მსხვილი განვითარებადი ეკონომიკების აქციების ინდექსების ფონდებიც შეიძინა“, – განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჯამურმა ინვესტიციამ 11.0 მილიონი ლარი შეადგინა.

წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საინვესტიციო აქტივების წმინდა ღირებულება 3 მლრდ 631 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 628 მლნ ლარია.

საანგარიშო პერიოდის ბოლოს, საინვესტიციო პორტფელის 80.7% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 19.3% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში.

რაც შეეხება პორტფელის განაწილებას ინსტრუმენტების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს 46.4% განთავსებული იყო 7 ქართულ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 16.2% ნომინალური მფლობელობის სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელი. უცხოურ აქციებში ინვესტირებული იყო პორტფელის 17.4%, აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში – 1.2%, ხოლო საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი პორტფელის 17.6%-ს შეადგენდა. საპენსიო აქტივების 0.6% ევროობლიგაციებში იყო განთავსებული, 0.4% კი ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში. 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების 90.3% განთავსებული იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე 1 საფეხურით ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ ბანკებში და ფასიან ქაღალდებში.

„2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 6,556 დამსაქმებელი და თვითდასაქმებული და გაწევრიანებულ იქნა 57,286 დასაქმებული. შედეგად, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში შეადგინა 1,416,321. ამავე საანგარიშო პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობა ჯამში 100-ზე მეტი კომპანიაა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 1,148 პირზე გაცემულმა პენსიამ შეადგინა 3,790,449.65 ლარი“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს საპენსიო სააგენტომ წარმატებით განახორციელა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO 27001-თან შესაბამისობის შეფასებისათვის მასერტიფიცირებელი აუდიტი და მიიღო ISO 27001 სერტიფიკატი, რაც დაგროვებითი საპენსიო სქემაში მონაწილეთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. ამგვარად, საპენსიო სააგენტო არის ეროვნული ბანკის შემდეგ პირველი საჯარო ორგანიზაცია, რომელმაც აღნიშნული სერტიფიკატი მიიღო.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

„შესაძლებელი გახდება კიდევ უფრო მეტი პაციენტის მკურნალობის დაფინანსება და გაიზრდება წვდომა მედიკამენტებზე“

“წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, დეპუტატებს, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარუდგინა.
ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო, ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან, პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ გზით, შესაძლებელი გახდება კიდევ უფრო მეტი პაციენტის მკურნალობის დაფინანსება და გაიზრდება წვდომა მედიკამენტებზე. ასევე, გაუმჯობესდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობა და მოიმატებს დაფინანსებული მედიკამენტების რაოდენობა.
ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველა მოქალაქისთვის, სრულად ფინანსდება – ცვლილება DRG დაფინანსების სისტემის გაფართოების შედეგად განხორციელდა

ეკატერინე შარაძე გადაცემაში „ახალი დღე“
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის, სრულად ფინანსდება, აღნიშნული ცვლილება DRG დაფინანსების სისტემის გაფართოების შედეგად განხორციელდა.
DRG მოდელი ითვალისიწინებს კონკრეტულ სამედიცინო ჩარევებზე ერთიანი, სამართლიანი ტარიფების დადგენის პოლიტიკას. სახელმწიფო განსაზღვრავს გადასახდელი თანხის მოცულობას, შესაბამისად მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მაღალი ხარისხით, მაღალი დანახარჯების გარეშე.
ბენეფიციარს აქვს თავისუფალი არჩევანი, მიმართავს პროგრამაში ჩართულ, სასურველ სამედიცინო დაწესებულებას. ფინანსდება როგორც მშობიარობა/საკეისრო კვეთა, ასევე გაუტკივარება, ექიმის მომსახურება, პალატა, კვება და სხვა პირდაპირი, თუ არაპირდაპირი ხარჯი. სასურველი ექიმის არჩევის შემთხვევაში, შეთანხმება უნდა შედგეს ექიმსა და პაციენტს შორის, მომსახურება ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.“

„კოვიდი 72%-ით ზრდის  გულის უკმარისობის რისკს“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდი ზრდის 72%-ით გულის უკმარისობის რისკს.

„კოვიდი 72%-ით ზრდის  გულის უკმარისობის რისკს
ვაქცინები კარგია, მაგრამ სადაა…
კივიდი თუ გადაიტანეთ (90% გადაიტანა მეტი თუ არა):
სიგარეტი და თამბაქოს ნებისმიერ ფირმაში გადააგდეთ…
ეცადეთ იკვებოთ ჯანმრთელად: ბევრი ბოსტნეული, ნაკლები შემწვარი და ამოიღეთ შაქარი და მარილი…
დღეში მინიმუმ 30 წუთი ისეირნეთ…
შეინარჩუნეთ პოზიტვი (თუ გაქაჩეთ)…“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
COVID-19 has increased the Risk of Heart failure by 72%
Get Vaccinated!
Quit Smoking!
Stick to a Healthy Diet!
30 minutes of Walk!

 

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

პირველად ისტორიაში! კოსმოსში თაგვის ემბრიონები გაზარდეს

ახლა, როდესაც კაცობრიობა დედამიწის მიღმა უცნაურ საზღვრებს უყურებს, პირველ ნაბიჯებს დგამს ვარსკვლავებისკენ, ჩვენი მომავლის შესახებ ახალი კითხვებიც ჩნდება.

ერთი რამ, რაც ჯერ კიდევ შესამოწმებელია, არის სახეობათა გამრავლება. შევძლებთ თუ არა დედამიწის ატმოსფეროს მიღმა, მიკროგრავიტაციისა და რადიაციულ გარემოში გამრავლებას და ახალ ადამიანთა გაზრდას?

ახალი ექსპერიმენტის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხია „შესაძლოა“.

წაიკითხეთ სრულა

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

ონკოქირურგები ღიად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რაც მათ დარგში DRG-ზე გადასვლას მოჰყვა

პარლამენტში მიმდინარე კვირაში, ჯანდაცვის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ონკოქირურგებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც მათ დარგში DRG-ზე გადასვლას მოჰყვა.

„ყველაზე მეტად ის საკითხი მაწუხებს, რომ ხვალ ჩემს დარგში არ ჩაიდება არანაირი ინვესტიცია, არ მიყიდიან ახალ ლაპაროსკოპიულ დანადგარს, რობოტული ოპერაციები, რისთვისაც ჩვენი პაციენტები მიდიან თურქეთში და სხვა ქვეყნებში, არ დაინერგება საქართველოში იმიტომ, რომ რობოტს არავინ იყიდის, რადგან წაგებიანია.

ხომ შეიძლება 1 წლის განმავლობაში ყველაფერი დავთვალოთ და საშუალო DRG გამოვიყვანოთ. ილიას უჯდება 15, ლექსოს 20, სხვას 10 და იყოს 12, მაგრამ იყოს ადეკვატური და შესაბამისი იმის, რომ ჩემი საშუალოდ რთული ოპერაციებით უფრო რთული დავაბალანსო“, – განაცხადა ონკოქირურგმა ილია გოცაძემ.

მისი თქმით, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ტარიფებს არ გადახედავს, ექიმებს ვუბიძგებ, არ ჩაატარონ ოპერაციები, პაციენტები საზღვარგარეთ გაუშვან და შუამავლობის გზით ნახონ სარგებელი.

„ჩვენს ბაზარზე ძალიან აქტიურად მუშაობენ თურქული მარკეტინგული კლინიკები. მე რომ მანდ გადავაგზავნო პაციენტი, ერთ პაციენტში მივიღებ 1000-დან 3000-დოლარამდე ქეშბექს. ბიძგია. ექიმი გრძნობს, რომ თუ მე ვარ დაუფასებელი, რატომაც არა. ვფიქრობ, ამ დარგის არასათანადო და არაობიექტური შეფასება, გამოიწვევს უნდობლობას და უფრო მეტ პრობლემას ამ დარგში“, – განაცხადა ონკოქირურგმა.

1 ნოემბერს ერთი წელი შესრულდა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები დაფინანსების DRG სისტემაზე გადავიდნენ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში შეკრებილმა ექიმებმა ღიად ისაუბრეს იმ  შედეგებზე, რაც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკების „დიარჯი“ სისტემის დაფინანსების სისტემაზე გადასვლამ შექმნა. ექიმები სისტემის წინააღმდეგი არ არიან. ისინი სატარიფო ცვლილებებს ითხოვენ…

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებები და მათი მკურნალობა – რა ძირითადი მეთოდები არსებობს?

სამედიცინო ცენტრ ინოვას ენდოსკოპისტი, ზოგადი-ონკო ქირურგი ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი ლევან ქოიავა

ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებები და მათი მკურნალობა – რა ძირითადი მეთოდები არსებობს?

ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობის ყველაზე გავრცელებული და ოქროს სტანდარტის მკურნალობა ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომიაა ანუ მინიინვაზიურად ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა. თუ ნაღვლის ბუშტის კენჭები იწვევს გარკვეულ გართულებებს მაშინ შესაძლოა მკურნალობა უფრო კომპლექსური იყოს და მოიცავდეს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის მისი ყველაზე ხშირი გართულებაა ნაღვლის ბუშტიდან კენჭის სანაღვლე სადინარში გადავარდნა,რომლის დროსაც რა თქმა უნდა მხოლოდ ნაღვლის ბუშტის ოპერაცია არ არის საკმარისი. როგორც წესი  ამ დროს მკურნალობა ორეტაპიანია პირველ ეტაპზე ტარდება ენდოსკოპური ჩარევა და სანაღვლე გზიდან კენჭის ამოღება და მეორე ეტაპზე როგორც წესი რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე გეგმური ლაპარ ქოლეცისტექომია

როგორია მიინვაზიური გამარტივებული მეთოდი, რომელიც გამოიყენება კლინიკა  ინოვაში

ვიყენებთ ეწ რანდევუს მეთოდს, რომელიც გულისხმობს  აღნიშნული პათოლოგიის ერთეტაპიან მკურნალობას, ანუ  როგორც სანაღვლე გზიდან კენჭის ენდოსკოპიურ  ამოღებას ასევე ლაპაროსკოპულ ქოლეცისტექტომიას. უმეტეს შემთხვევაში პაციენტი არ საჭიროებს (განმეორებით) ჰოსპიტალიზაციას ან რაიმე (დამატებით) ჩარევას.

რა უპირატესობები აქვს ამ მეთოდს?

პაციენტის ერთჯერადი ჰოსპიტალიზაცია

ერთი ანესთეზიის ქვეშ 2 ოპერაცია – ნაღვლის სადინრიდან კენჭის ამოღება / ქოლეცისტექტომია ( ე.წ რანდევუ მეთოდის გამოყენებით);

ნაკლები მედიკამენტის მოხმარება;

პაციენტის ადრეული რეაბილიტაცია და, რაც მთავარია, შესაძლო გართულებების მინიმალურ დონეზე დაყვანა

სამედიცინო ცენტრი ინოვა

მის: ზ. ანჯაფარიძის II შეს. #6.

(ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა)

მიღებაზე ჩასაწერად დარეკეთ: 2 232 232

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.

რეპროდუქციული ჯანრმთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო გაიხსნა 2016 წელს.

ინოვა ინვიტროს პრიორიტეტული სფეროა ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტირება და მართვა- მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით.

კლინიკის სპეციალისტები გვთავაზობენ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციას.

ექიმები არიან სერთიფიცირებული რეპროდუქტოლოგიასა და მეან-გინეკოლოგიაში და აქვთ ინვიტრო განაყოფიერების სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.

კლინიკის საქმიანობის მიმართულებებია:

  • ინვიტრო განაყოფიერება

  • ინსემინაცია

  • დონაცია-სუროგაციის პროგრამები

  • გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია

  • ნეიროენდოკრინოლოგია

  • კონსერვატიული გინეკოლოგია

  • თვითნებითი აბორტების მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა

  • კონტრაცეპცია

ინოვა ინვიტროს ექიმების წარმატება გუნდის გაერთიანებული ძალისხმევის შედეგია, რომელიც მკურნალობას ახორციელებს თანამედროვე ექსპერტული ცოდნის და ინოვაციების შესაბამისად. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ტექნოლოგიებით. მკურნალობის დაწყებისას გჭირდებათ იმის გარანტია, რომ თქვენ ირჩევთ წარმატებულ პროგრამას. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების შეფასება დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე. თქვენი რეპროდუქტოლოგი დაგეხმარებათ შეაფასოთ წარმატების შანსები თქვენს კონკრეტულ სიტუაციაში.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

კარაქსა და საქონლის ხორცში კიბოს უჯრედების გამანადგურებლები იპოვეს

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ჩაატარეს ძალიან სიღრმისეული და დეტალური კვლევა.

კვლევით დამტკიცდა, რომ ცხიმიანი რძის პროდუქტები, საქონლისა და ცხვრის ხორცი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ეხმარება კიბოს მკურნალობას.

კიბოს უჯრედების წინააღმდეგ მებრძოლი აქტიური ნივთიერება აღმოჩნდა ტრანსვაქცენური ცხიმოვანი მჟავა. ის შეიწოვება და გროვდება ცხიმებსა და რძეში. ეს ნივთიერება ბევრია კარაქში, ცხიმოვანი რძის პროდუქტები, საქონლის ხორცი და ცხვრის ხორცი. ასევე ბევრია დედის რძეში.

კვლევა Nature-ში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა.

კვლევა კომპლექსური და მრავალეტაპიანი იყო. პირველ რიგში, მეცნიერებმა შეამოწმეს საკვებში ნაპოვნი 235 სხვადასხვა ნივთიერების ბიოლოგიური აქტივობა. ყველაზე აქტიური TVK აღმოჩნდა. შემდეგ მათ ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია მღრღნელებზე, შემდეგ კი შეისწავლეს TCE-ის ეფექტი კიბოს მქონე პაციენტებში.

მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ცხიმოვანი მჟავა აუმჯობესებს იმუნური სისტემის სპეციალური უჯრედების უნარს, შეაღწიონ სიმსივნეებში და მოკლას კიბოს უჯრედები.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

 

სპეციალური ქსოვილი, რომელიც კოღოს ნაკბენისგან იცავს…

მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ქსოვილი, რომელიც კოღოს ნაკბენისგან იცავს.

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს

ჯონ ბეკმანმა ალაბამას ობერნის უნივერსიტეტში შექმნა ქსოვილი, ერთი შეხედვით იგი ჩვეულებრივი მატერიისგან არ განსხვავდება, თუმცა კაცობრიობის ერთ-ერთი პრობლემის, კოღოების ნაკბენისგან დაცვა შეუძლია.

მასალა, რომლისგანაც ტანსაცმლის შეკერვაც იქნება შესაძლებელი, ნაქსოვია იმგვარად, რომ მასში კოღოს ხორთუმი ვერ აღწევს.

კოღოს პრობოსცისის სიგრძეზე სქელი ნებისმიერი ტანსაცმელი ხელს უშლის ნაკბენს, – ამბობს ბეკმანი, – მაგრამ ეს ტანსაცმელი არ არის შესაფერისი თბილი კლიმატისთვის, სადაც ჩვეულებრივ ხარობენ კოღოები. მისმა გუნდმა ნაკბენის გამოცდა დაიწყო…

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

ტოქსიკური ქიმიკატები, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვებში ტვინის დარღვევებთან

გაიზარდა იმ ქიმიური ნივთიერებების სია, რომლებიც ბავშვის ტვინის განვითარებაზე ახდენს მავნე ზეგავლენას.

”ყველაზე შემაშფოთებელია ბავშვების დიდი რაოდენობა, რომლებიც განიცდიან ტვინის განვითარებას ტოქსიკური დაზიანებით, ოფიციალური დიაგნოზის არარსებობის შემთხვევაში,” – თქვა ფილიპ გრანჯანმა, HSPH-ის გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის პროფესორმა.

„ისინი განიცდიან ყურადღების დაქვეითებასა და შეფერხებულ განვითარებას. სამრეწველო ქიმიკატები ჩნდება, როგორც სავარაუდო მიზეზები. ”

„The Lancet Neurology-ის” მკვლევარებმა 2006 წელს გამოაქვეყნეს 5 ნეიროტოქსინის სია, რომელთაც შეუძლიათ იმოქმედოს ყველაფერზე, კოგნიტიური ფუნქციის დაზიანებით დაწყებული, ყურადღების კონცენტრაციით დამთავრებული. სია განახლდა და მას დაემატა 6 ახალი ნივთიერება.

ახალი კვლევა გვთავაზობს განახლებულ დასკვნებს ამ ქიმიკატების შესახებ და ამატებს ინფორმაციას ექვსი ახლად აღიარებული რისკის შესახებ, მათ შორის მანგანუმი, ფტორი, ქლორპირიფოსი და DDT (პესტიციდები), ტეტრაქლორეთილენი (გამხსნელი) და პოლიბრომინირებული დიფენილ ეთერები (ცეცხლმოკიდებული).

  • მანგანუმი ასოცირდება ინტელექტუალური ფუნქციის დაქვეითებასთან და მოტორული უნარების დაქვეითებასთან.
  • გამხსნელები დაკავშირებულია ჰიპერაქტიურობასა და აგრესიულ ქცევასთან.
  • პესტიციდების გარკვეულმა ტიპმა შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური შეფერხება.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ნეიროგანვითარების ფუნქციების დარღვევები (მაგალითად აუტიზმი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და კითხვის უუნარობა) დღეს დაბადებული ბავშვების დაახლეოებით 10-15%-ში გვხვდება. ამ დარღვევებიდან მხოლოდ 30-40%-ია გენეტიკური, ხოლო დანარჩენი გარემოს ბრალია. ზუსტი მიზეზების დასახელება, ამ ეტაპზე, ძალიან რთულია, თუმცა მკვლევარები განსაკუთრებულად სწორედ ამ 11 ნეიროტოქსინისგან თავის დაცვისკენ მოგვიწოდებენ:

ტყვია, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოკვლეული ქიმიური ელემენტია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნეიროგანვითარების ფუნქციების ისეთ დარღვევებთან, როგორიცაა, მაგალითად, დაბალი IQ (ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი).

5 ნივთიერება, რომლებიც ყველაზე მეტად მოქმედებს ბავშვების ტვინზე:

  1. ტყვია;
  2. მეთილვერცხლისწყალი;
  3. პოლიქლორირებული ბიფენილები;
  4. დარიშხანი;
  5. ტოლუოლი.

წყარო:  Harvard business review

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights