სამშაბათი, ივნისი 16, 2026

თირკმლის კენჭები საშარდე გზების დახშობის ხშირი მიზეზია – ჰიდრონეფროზი თირკმლის შარდით გადავ­სება და გაფართოებაა

ჰიდრონეფროზი

ჰიდრონეფროზი თირკმლის შარდით გადავ­სება და გაფართოებაა (დილატაცია), რაც შა­რ­დის დინების და­რ­ღვევით და თირკმლებში წნე­ვის გაზრდით არის გამოწ­ვეული.
თირკმლის კენჭები საშარდე გზების დახშობის ხშირი მიზეზია.
როცა ჰიდრონეფროზი სწრაფად ვითარდება, ადამიანს შეიძლება გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდეს გვერდის არეში (ნეკნებსა და თეძოებს შორის სივრცე).
როცა ჰიდრონეფროზი თანდათან ვითარდება, სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ გამო­ვლინდეს ან ტკივილი გვერდში იყოს დროდადრო, ყრუ, მღრღნელი ხასიათის.
საწყის ეტაპზე ექიმები შარდის ბუშტის კათეტერიზაციას ან ულტრასონოგრაფიას ნიშნავენ ჰიდრონეფროზის აღმოსაჩენად, ხოლო დახშობის ზუსტი ადგილის დასადგენად შეიძლება სხვა გამოსახულებითი კვლევებიც გამოიყენონ.
მკურნალობა ობსტრუქციის მიზეზზეა და­მო­კი­დე­ბული.
ნორმაში შარდი თირკმლიდან ძალიან დაბა­ლი წნევით გაედინება. თუ დინება შეფერხდა, დახ­შობის ადგილიდან შარდი ზევით მიემართება და თან­დათან აღწევს უმცირეს მილაკებსა და თირ­კმელში მისი დაგროვების ადგილს (თირკმლის მენჯს). შედეგად თირკმელი ფართოვდება და მის შიდა სტრუქტურებზე ზეწოლა იზრდება. საშარდე გზების დახშობის გამო გაზრდილმა წნევამ შეიძლება დააზიანოს თირკმელი და მისი ფუნქცია მოიშალოს. როცა შარდის დინება შეფერხებულია, საკმაოდ ხშირია საშარდე გზე­ბის ინფექციები და კენჭების ფორმირების რის­კიც იზრდება. თუკი ორივე თირკმელი დაზიანდა, შესაძლოა თირკმლის უკმარისობა განვითარდეს.
თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთის ხანგრძლივმა გაფართოებამ შეიძლება დაარღვიოს კუნთთა რიტმუ­ლი შეკუმშვები, რომლითაც შარდი შარდსაწვეთის გა­ვ­­­ლით შარდის ბუშტში ჩაედინება (პერისტალტიკა). შარდ­საწვეთების კე­დელში ნორმალური კუნთოვანი ქსო­ვილი შესაძლოა ნაწიბუროვანმა ჩაანაცვლოს, რაც გამოუსწორებელ დაზიანებას იწვევს.
მიზეზები
ჰიდრონეფროზს, როგორც წესი, შარდსაწვეთისა და თირკმლის მენჯის შეერთების ადგილას არსებული ობსტრუქცია იწვევს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
  • სტრუქტურული დარღვევები – მაგალითად, თანდაყოლილი დეფექტი, რომლის დროსაც შარდსაწვეთი თირკმლის მენჯს მაღლა უერ­თ­დება ან მისი კუნთები არასაკმარისადაა გან­ვი­თარებული (მენჯ-შარდსაწვეთის სეგ­მენ­ტის თანდაყოლილი ობსტრუქცია).
  • მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის გადაღუნვა თირკმლის ქვემოთ გადანაცვლების გამო (თი­რ­კმლის დაწევა ანუ პტოზი).
  • კენჭები ან სისხლის კოლტი თირკმლის მენ­ჯში
  • შარდსაწვეთზე ზეწოლა ფიბროზული ქსოვილის, არტერიის ან ვენის უჩვეულო მდებარეობის, სიმსივნის გამო.

ჰიდრონეფროზი შეიძლება, აგრეთვე, მენჯ-­შარდ­სა­წვეთის სეგმენტის ქვემოთ არსებულმა ობსტრუქციამ ან შარდის ბუშტიდან შარდის უკუ­დინებამ (რეფლუქსი) გა­მოიწვიოს. ასეთი ობ­სტრუქციის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • კენჭები შარდსაწვეთში;
  • სისხლის კოლტი შარდსაწვეთში;
  • სიმსივნე შარდსაწვეთში ან მასთან ახლოს;
  • შარდსაწვეთის შევიწროება თანდაყოლილი დე­ფექ­ტის, ტრავმის, ინფექციის, სხივური თე­რაპიის ან ოპე­რაციის გამო;
  • შარდსაწვეთის ან შარდის ბუშტის ნერვთა და კუნთთა დაავადებები;
  • ფიბროზული ქსოვილის ფორმირება შარდსა­წვეთში ან მის გარშემო ოპერაციის, სხივური თერაპიის ან მე­დიკამენტების (განსაკუთრებით მეთისერგიდის) გამო;
  • შარდსაწვეთის ქვედა ბოლოს შარდის ბუშტში გადანაცვლება და შიგნით გამოდრეკა (ურეტე­როცელე – შა­რდ­­საწვეთის თიაქარი);
  • შარდის ბუშტის, მისი ყელის, საშვილოსნოს, წინამდებარე ჯირკვლის ან მენჯის ღრუს სხვა ორგანოების სიმსივნეები;
  • ობსტრუქცია, რომელიც ხელს უშლის შარდის გადა­დი­ნებას ბუშტიდან შარდსადენში (წინამდებარე ჯი­რკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და მისი გა­­­დი­­დება, სწორი ნაწლავის ფეკალური მასებით გა­დავ­სება);
  • შარდის ბუშტის შეკუმშვის დარღვევა თანდაყოლილი დეფექტის, ზურგის ტვინის ან ნე­რ­ვების დაზიანების გამო.
ორივე თირკმლის ჰიდრონეფროზი შეიძლება ორსუ­ლობისას განვითარდეს, როცა გადიდებული საშვილოს­ნო შარდსაწვეთებს აწვება. ამ დროს ჰორმონულმა ცვლი­ლე­ბებმა შეიძლება გააღრმაოს პრობლემა, რადგან შა­რ­დის შარდსადენის გავლით გარეთ გამოდევნაში მო­ნა­წი­ლე კუნთების შეკუმშვა სუსტდება. ამ მდგომარეობას ორსულობის ჰიდრონეფროზი ეწოდება და მშობიარობის შემდეგ გამოსწორდება. თუმცა, თირკმლის მენჯი და შარდსაწვეთები მეტ-ნაკლებად გაფართოებული შე­იძ­ლება შემდგომშიც დარჩეს.
სიმპტომები
სიმპტომები დამოკიდებულია მიზეზზე, ობსტრუქციის ადგილსა და მის ხანგრძლივობაზე. როცა დახშობა უეცრად ხდება (მწვავე ჰიდრონეფროზი), როგორც წესი, თირკმლის ჭვალი ვითარდება – გაუსაძლისი, შეტევითი ტკივილი გვერდში (ნეკნებსა და თეძოებს შორის სივრცე) ობსტრუქციის მხარეს. მხოლოდ ერთ მხარეს დახშობა შარდის გამოყოფას არ არღვევს. ეს მაშინ ხდება, როცა ობსტრუქცია ორივე თირკმლის ორივე შარდსაწვეთში ან შარდსადენშია. შარდის ბუშტის ყელის ან შარდსადენის დახშობამ შეიძლება ტკივილი, ბუშტში წნევის გაზრდა და მისი გაჭიმვა გამოიწვიოს.
როდესაც ჰიდრონეფროზი თანდათან ვითარდება (ანუ ქრონიკულად), სიმპტომები არ ვლინდება ან ტკი­ვი­ლი ყრუ, მღრღნელი ხასიათისაა და აღინიშნება და­ზი­­ანე­ბის მხარეს, გვერდში. ზოგჯერ თირკმლის კენ­ჭი დრო­ებით ახშობს შარდსაწვეთს და მტკივნეულ ჰიდრო­ნეფროზს იწვევს, რაც დროგამოშვებით ვითარდება.
ამ მდგომარეობამ შეიძლება ნაწლავების დაავადებისთვის დამახასიათებელი, გაურკვეველი სიმპტომებიც გა­­მო­­იწ­ვიოს: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი. ხან­დახან ასეთი სიმპტომები ბავშვებში ვლინდება, რო­მელ­თაც თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთის შე­ერ­­თების ადგილის თანდაყოლილი შევიწროება აქვთ (მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის ობსტრუქცია).
საშარდე გზების ინფექციის დროს შარდში შეიძლება ჩირქი იყოს, ადამიანს აწუხებდეს მაღალი ტემპერატურა და დისკომფორტის შეგრძნება შარდის ბუშტის ან თირკმლის არეში.
დიაგნოსტიკა
ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რა­­დ­­გან, ერ­თი მხრივ, ობსტრუქციის მიზეზთა უმ­­რა­ვ­ლესობა გა­მოს­წორებადია, ხოლო, მეორე მხრივ, მკურნალობის და­გ­ვიანების გამო თირ­კმლე­ბი შეიძლება შეუქცევადად დაზიანდეს. ექიმს ჰიდრონეფროზზე ეჭვი სიმპტომებიდან და ზოგჯერ გასინჯვის შედეგებიდან გამომდინარე მიაქვს. გადიდებული თირკმლის გასინჯვა ზოგჯერ ხელითაც შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი ზომაში ძალიან არის მომატებული და პაციენტი ბავშვი ან გამხდარი მოზრდილია. გადავსებული, გადიდებული შარდის ბუშტის გასინჯვა მუცლის ქვედა ნაწილში, ბოქვენის ძვლის ზემოთაა შესაძლებელი.
საბოლოო დიაგნოზის დასასმელად და­მა­ტე­­­­ბი­თი კვლე­­ვებია საჭირო. შარდის ბუშტის კა­­­თე­­­­ტე­რიზაცია (დრე­კადი მილის შარდსადენის გავლით შეყვანა) ხშირად პირ­ველი დიაგნოს­ტი­კუ­რი პროცედურაა თირკმლის ჭვლის, თირკმლის მენჯში გაზრდილი წნევის ან ორგანოს გა­დიდების მქონე ადამიანებში. თუკი კათეტერიდან დიდი რაოდენობით შარდი წამოვიდა, ე.ი. ობსტრუქცია შარდის ბუშტის ქვედა ხვრელთან ან შარდსადენში იყო. ბევრი ექიმი ულტრასონო­გ­რაფიულ კვლევას ნიშნავს, რათა კათეტერიზაციამდე დადგინდეს, შარდის ბუშტი გადავსებულია თუ არა.
თუკი ობსტრუქციის ადგილი საეჭვოა, შეიძ­ლება სხვა­­­დასხვა გამოსახულებითი კვლევა ჩა­ტა­რდეს ამ ადგი­ლის ზუსტად დასადგენად ან ზოგადად ობსტრუქციის დასადასტურებლად (მაგალითად, ჰიდრონეფროზის აღ­მო­ჩენით). ულ­­ტრასონოგრაფია ძალიან გამოსადეგია შე­­მ­­­თ­ხ­­ვევათა უმრავლესობაში (განსაკუთრებით ბა­ვ­შვე­ბ­სა და ორსულებში), რადგან იგი საკმაოდ ზუს­ტია და ადა­მიანი არ სხივდება. სხვა მე­თო­დე­ბიდან აღსანიშნავია კომ­პი­უ­ტე­რული ტო­მო­გ­რაფია. იგი სწრაფი და ძალიან ზუსტია, გან­სა­კუთრებით კენჭების აღმოსაჩენად. თუკი მა­ინც ვერ დადგინდა ობსტრუქციის ადგილი, შე­იძ­ლება სხვა კვლევებიც დაინიშნოს, მაგალი­თად, ინტრავენური უროგრაფია.
ზოგჯერ დახშობის ადგილის ახლოდან და­სა­თ­ვა­ლი­ერებლად ენდოსკოპია გამოიყენება (მა­გა­რი ან დრეკადი ტელესკოპი). მისი სა­შუ­ალებით საშარდე გზების შესწავლაა შესაძლე­ბელი.
საჭიროა სისხლისა და შარდის ანალიზების აღებაც. სისხლის ანალიზები, როგორც წესი, ნორმაშია, მაგრამ თუკი ობსტრუქცია ორივე თირკმელს აზიანებს, შეიძ­ლება შარდოვანას, კრეატინინის ან ორივეს მატება გა­მოვ­ლინდეს. შარდის ანალიზის შედეგებიც ხშირად ნო­რ­მა­შია. ამასთან, როცა დახშობის მიზეზი კენჭი ან სიმ­­სივ­­ნეა, ან იგი ინფექციითაა გართულებული, შარდში სი­­სხ­ლის წითელი (ერითროციტების) და თეთრი უჯრედე­ბის (ლეიკოციტების) რაოდენობა იქნება მომატებული.
პროგნოზი
თირკმლის გამოუსწორებელი დაზიანება ნაკლებად სავარაუდოა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ობსტრუქცია ორივე თირკმელს მოიცავს და, სულ მცირე, რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება. პროგნოზი ნაკლებადაა განსაზღვრული ქრონიკული ჰიდრონეფროზის არსებობისას.
მკურნალობა
მკურნალობის მიზანი, როგორც წესი, ობს­ტრუქციის მიზეზის გამოსწორებაა. მაგალი­თად, თუკი შარდსადენია დახშული გადიდებული ან სიმსივნური წინამდებარე ჯირკვლით, მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს, კიბოს საწინააღმდეგო ჰორმონულ თერაპიას ან შარდსადენის ქირურგიულ გაფართოებას. შარდის დინების შემაფერხებელი კენჭების მოსაშორებლად სხვა მეთოდებია საჭირო, მაგალითად, ლითოტრიფსია და ენდოსკოპიური ქირურგია. თუკი ობსტრუქციის მიზეზის გამოსწორება სწრაფად ვერ ხერხდება, განსაკუთრებით, თუ ამას ერთვის ინფექცია, თირკმლის უკმარისობა ან ძლიერი ტკივილი, საშარდე გზები შარდისგან უნდა დაიცალოს. მწვავე ჰიდრონეფროზის დროს, დახშობის ადგილის ზემოთ დაგროვილი შარდის გამოსაღებად რბილი მილი კანის გავ­ლით თირკმელში შეჰყავთ (ნეფროსტომა) ან შარდ­საწვეთში დგამენ (სტენტირება). ნეფ­რო­ს­ტომის ან შარდსაწვეთის სტენტირების გართულებებია მილის გადაადგილება, ინფექცია და დისკომფორტი.
ქრონიკული ჰიდრონეფროზის სასწრაფოდ გამოს­წო­რება, როგორც წესი, საჭირო არ არის. აუცილებელია ამ მდგომარეობის გართულებების (მაგალითად, საშარდე გზების ინფექციისა და თირკმლის უკმარისობის) დროული მკურნალობა.
ჰიდრონეფროზი – გაფართოებული თირკმელი
ჰიდრონეფროზის დროს თირკმელი ფართოვდება, რად­­გან შარდის დინება შეფერხებულია და იგი უკან, თირ­კ­მე­ლში მიედინება, ავსებს წვრილ მილაკებსა და ცენ­ტრა­ლურ სივრცეს (თირკმლის მენჯს).
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

საშარდე გზების დახშობა

საშარდე გზების დახშობა

საშარდე გზების ნებისმიერ ადგილას დახშობამ – დაწყებული თირკმლებიდან, სადაც შარდი წარმოიქმნება, დამთავრებული შარდსა­დენით, საიდანაც შარდი სხეულიდან გამოი­ყო­ფა – მასში წნევის გაზრდა და შარდის დინების შენელება შეიძლება გამოიწვიოს. დახშობა ანუ ობსტრუქცია შესაძლოა უეცრად ან თანდათანობით, დღეების, კვირების, თვეების მანძილზე განვითარდეს. იგი შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული.
საშარდე გზების ობსტრუქციამ შესაძლოა თი­რ­კმლების გაფართოება გამოიწვიოს, რაც აზი­ანებს მათ. თუკი პრობლემა სწრაფად მოიხსნა, თირკმლები მძიმედ არ ზიანდება, მაგრამ ზოგ­ჯერ მძიმე და გამოუსწორებელი ცვლილებებიც ვითარდება, რასაც საბოლოოდ თირკმლის ფუნქციის დარღვევა – თირკმლის უკმარისობა მოსდევს. ობსტრუქციამ, აგრეთვე, შეიძლება კე­ნ­ჭების წარმოქმნა და საშარდე გზების ინფექცია გამო­იწვიოს. დახშობის დროს გზებში მოხვედრილი ბაქტერიები გარეთ არ გამოირეცხება, რადგან შარ­დის დინება დარღვეულია. შედეგად, ინფექცია ვითარდება.

შარდის შეუკავებლობა ბავშვებში

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

2023 წლის 5 მაისს, ჯანმრთელობის გლობალური საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა

2023 წლის 5 მაისს, ჯანმრთელობის გლობალური საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა. სამი წლის განმავლობაში, ქვეყნები იბრძოდნენ სიცოცხლის გადასარჩენად და სერიოზული დაავადებების თავიდან ასაცილებლად, რადგან ჩვენ ვეგუებით, რომ ვაქცინა ყველგან ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
ამბიციური, არასრულყოფილი და გამძლე. ეს არის შესანიშნავი ისტორიები და დასკვნები COVID-19-ის ვაქცინის მიწოდებიდან, რომელიც მომავალი თაობებისთვის შენახულია იმ მოწყობილობის ციფრულ რეპლიკაში, რომელიც გამოიყენება სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინების გადასატანად მათთვის, ვისაც ისინი ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
On 5 May 2023, the COVID-19 global health emergency was officially declared over. For over three years, countries fought to save lives and prevent serious illness as we endeavored to make vaccines available everywhere.
Ambitious, imperfect and resilient. These are the remarkable stories and findings from the COVID-19 vaccine delivery, preserved for future generations in a digital replica of the very device used to carry the life-saving vaccines to those who needed them most.

„ჩვენთან გვამური დონაცია საერთოდ არ არის – ადამიანს გარდაცვალების შემდეგ 8 ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია“

საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გია თომაძე გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში აცხადებს, მსოფლიოში 60%-ზე მეტ შემთხვევაში ორგანო გვამური დონაციის გზით ინერგება.

„საქართველოში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა. მსოფლიოში 60%-ზე მეტ შემთხვევაში ორგანო თუ გვამური დონაციის გზით ინერგება, ჩვენთან გვამური დონაცია საერთოდ არ არის.

გვამური დონაცია ნიშნავს, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ 8 სხვა ადამიანს შეუნარჩუნო სიცოცხლე. ორგანოებმა შეიძლება მინიმუმ 8 ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. ორი არის თირკმელი, ღვიძლი, ფილტვი, გული, ნაწლავი. 10-იც შეიძლება გამოვიდეს, რადგან ღვიძლი შეიძლება ორად გაიყოს, ასევე პანკრეასი.

საერთაშორისო ტრანსპლანტოლოგთა დევიზია: „ნუ წაიღებთ თქვენს ორგანოს საიქიოში, საიქიომ იცის, რომ ის ჩვენ გვჭირდება აქ“.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

რა იწვევს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიას?

რა იწვევს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიას?
სწორედ ამ თემაზე საუბრობენ ჩვენი კლინიკის ექიმები
მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ქეთევან ოსიძე
მეან-გინეკოლოგი ქეთი ჭუმბურიძე

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X-ზე დაწერა.

„ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ. ევროსაბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია კომისია მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმედის ნათელი სიგნალი მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის“, – წერს მიშელი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ.

„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის. გილოცავთ!“, – ნათქვამია მილოცვაში.

სპეციალური მილოცვა გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა..

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

შარდის შეუკავებლობა ბავშვებში

შარდის შეუკავებლობა ბავშვებში

  • შარდის შეუკავებლობის თავისებურება ეხმარება ექიმს, განსაზღვროს სავარაუდო მი­ზე­ზი;
  • ბავშვის სამედიცინო ისტორიის, გასინჯვის, ანალი­ზე­ბისა და გამოსახულებითი კვლევების შედეგები ექიმს სპეციფიკური მიზეზის დადგენის საშუალებას აძ­ლევს;
  • მკურნალობა მოიცავს ქცევისა და დიეტის შეცვლას, ზოგჯერ მედიკამენტებსაც.
ბავშვებში შარდის შეუკავებლობას მოზრდილთაგან განსხვავებული მიზეზები და მკურნალობა აქვს. იგი შე­­­იძ­­­ლება განვითარდეს ღამით (ჩასველება ანუ ღამის ენურეზი). ღამის ენურეზი უფრო ხშირია ბიჭებში და, რო­გორც წესი, 9 წლის ასაკისთვის ეს პრობლემა გამოს­წორდება. დღისით შარდის შეუკავებლობას დღის ენურეზი ეწოდება. იგი უფრო ხშირი გოგონებშია და რამდენიმე სხვადასხვა მიზეზი აქვს ხოლმე.
მიზეზები
შარდის შეუკავებლობის თავისებურება ეხმა­რება ექიმს სავარაუდო მიზეზის განსაზღვრაში. თუკი ბავშვს დღისითაც მუდმივად აღენიშნება უნებლიე შარდვა, გა­მომწვევი მიზეზი შესაძლოა რაიმე თანდაყოლილი, ანატომიური დეფექტი ან განსაკუთრებული ქცევა იყოს. ხერხემლის დეფექტის, ზურგის ტვინის თიაქრის დროს შე­იძლება შარდის ბუშტის ნერვები დაზი­ან­დეს, რაც შეუკავებლობას გამოიწვევს. ასეთი დეფექტის არსებობა ადვილად დგინდება. ზოგ ახალშობილს შარდის ბუშტის ან შარდსადენის განვითარების დარღვევა აქვს, რაც შარდის მუდმივ გამოყოფას იწვევს (სრული შეუკავებლობა). ზოგ შემთხვევაში, თანდაყოლილი დეფექტის გამო შარდსაწვეთი შარდის ბუშტის გარეთ ბოლოვდება და შეუკავებლობა ვითარდება. ზოგ ბავშვს ზედმეტად აქტიური ბუშტი აქვს, რომლის სპაზმიც იოლად ვითარდება ან იგი ძნელად იცლება.
დღისით შარდის შეუკავებლობას ზოგი სპე­ცი­ფიკური ქცევაც იწვევს, განსაკუთრებით გო­გო­ნებში. მათ შორისაა: იშვიათად მოშარდვა და არასწორ პოზაში მოშარდვა, რის დროსაც შარდი საშოში იჟონება და ფეხზე ადგომის მერე წვეთებად გამოდის. ზოგ გოგონას სიცილის დროს შარდის ბუშტის სპაზმი უვითარდება, ე.წ. შე­უ­კა­­ვებლობა კისკისის დროს.
თუკი შეუკავებლობა ახალგანვითარებულია და ბავშვს მანამდე პრობლემა არ ჰქონია, ექიმი ივარაუდებს, რომ რაიმე დროებითი მდგომარეობა იწვევს ამას. შესაძლო მიზეზებია: შეკრულობა, დიეტა, ემოციური სტრესი, ინფექციები, სექსუალური ძალადობა. საშარდე გზე­ბის ბაქტერიული ინფექციები და შარდის ბუშტის გამაღიზიანებელი ვირუსული ინფექ­ცი­ები (ვირუსული ცისტიტი) ხშირადაა პრობლე­მის მიზეზი. შარდის გამოჟონვის თავიდან ასა­ცილებლად ბევრი ბავშვი ფეხს ფეხზე იდებს ან სხვა პოზას იღებს, რაც საშარდე გზების ინფექციის განვითარების რისკს ზრდის. სქესობრივად აქტიურ მოზარდებს ეს პრობლემა შეიძ­ლება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის გამო ჰქონდეთ. კოფეინის შემცველი და მჟავე სასმელები, როგორიცაა ფორთხოლის ან პომი­დვრის წვენი, აღიზიანებს შარდის ბუშტს და შა­რ­დის გამოჟონვას იწვევს. შეუკავებლობა შე­იძ­ლება შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტის მქონე ბავ­შვებში განვითარდეს, რადგან ამ დაავადებების დროს დიდი რაოდენობით შარდი წარმო­იქმნება.
დიაგნოსტიკა
ზოგჯერ პრობლემის მიზეზის მიგნება სიმპტომებითა და გასინჯვის შედეგების მიხედვით შეიძლება. ინფექციის დასადგენად შარდის ანალიზი კეთდება და ზოგჯერ შარდის კულტურაც ითესება. შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტის სადიაგნოსტიკოდ სისხლის, შარდის ანალიზები კეთდება შაქრისა და ელექტროლიტების დონის განსასაზღვრად. თუკი თანდაყოლილი დეფექტის არსებობაა საეჭვო, თირკმლებისა და შარდის ბუშტის ულტრასონოგრაფია და ხერხემლის რენტგენოგრაფია შეიძლება გახდეს საჭირო. ზოგჯერ, ასევე ინიშნება თირკმლებისა და შარდის ბუშტის სპეციალური რენტგენოგრაფიული კვლევა, ე.წ. მოშარდვის ცისტოურეთროგრამა. ამ დროს საკონტრასტო ნივთიერება კათეტერით შეჰყავთ შარდის ბუშტში, რაც საშუალებას იძლევა საშარდე გზების აგებულებისა და შარდის დინების მიმართულების გამოსახულება მივიღოთ.
მკურნალობა
მკურნალობა შარდის შეუკავებლობის ფორმის მი­­ხედ­­ვით ინიშნება. ინფექციის საწინააღმდეგოდ ან­ტი­ბი­­ო­ტი­კები გამოიყენება. შესაძლოა ეფექტური იყოს შე­­კ­­­რუ­ლობის მოხსნა და მისი თავიდან აცილება, 2-3-საათი­ანი ინ­ტერ­ვალებით მოშარდვა, ზედმეტად აქ­ტი­ური შარ­დის ბუშტის დროს – ბიოუკუკავშირი და ქცევების ცვლი­ლებები, გამომწვევი მიზეზის მიხედვით. სა­სურ­ვე­ლია საკვების სწორად შერჩევა და შარდის ბუ­შ­ტის გა­მა­ღიზიანებლების შეზღუდვა. თუკი ქცევის ცვლილებები არ არის საკმარისი, შარ­დის ბუშტის სპაზმის საწინააღმდეგოდ ზოგი მე­დი­კამენტი შეიძლება დაინიშნოს, მაგალითად, ოქ­სი­ბუ­ტინინი. თანდაყოლილი, ანატომიუ­რი დე­ფექ­ტების მქონე ბავშვებს შეიძლება ოპერ­ა­ცი­ული ჩარევა, მედიკამენტები, ან ხანგამოშვებითი კათეტერიზაცია დასჭირდეთ.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

„მონაწილეობს პრაქტიკულად ყველა მიმიკური კუნთი – ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს“

გადაცემა „დღის კოდი“

საუბრობს ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი ბაკურ კოტეტიშვილი:
„ნევროლოგიაში დუშენის ღიმილი ჰქვია, სწორედ იმ გულწრფელ ღიმილს, რომელიშიც მონაწილეობს პრაქტიკულად ყველა მიმიკური კუნთი.

ნახევარი წლიდან უკვე იწყება მიზანმიმართული ღიმილი. ეს არის სოციალური ურთიერთობის უნიკალური საშუალება. მნიშვნელობა არ აქვს არანაირ ენას, რასას, რელიგიურ აღმსარებლობას, ღიმილი ყველგან უნივერსალურია.

ღიმილი ჩვენი სახის მიმიკური კუნთების სხვადასხვა ინტენსივობით შეკუმშვაა. ყველა კუნთი არ იკუმშება, ზოგიერთი ეშვება კიდეც. პირის მარჯვნივ-მარცხნივ გვაქვს ძაფისებრი კუნთი, რომელსაც ღიმილის კუნთი ჰქვია. შუბლის ცენტრალურად ცხვირის ფუძესთან არის სიამაყის კუნთი. ეს ყველაფერი გახლავთ იმ ემოციების გამოხატვა, რისი რეალიზაციაც ხდება მიმიკური კუნთებით და რისი საფუძველიც ტვინში მიმდინარეობს. ღიმილის რეალიზაცია ხდება თავის ტვინში სეროტონინის, ოქსიტოცინის, კორტიზოლის გამოყოფით. ღიმილით ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება, მათ შორის კუჭ-ნაწლავის“.

ჩუტყვავილას ინფექცია, შეიძლება თუ არა ბავშვის დაბანა?

გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

ჩუტყვავილას ინფექცია, შეიძლება თუ არა ბავშვის დაბანა?

საუბრობს  „ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის” სამედიცინო დირექტორი, პროფესორი მაია ჩხაიძე:

„ჩუტყვავილა ბავშვთა ინფექციების ჯგუფს მიეკუთვნება. ჩუტყვავილა ბავშვთა სხვა ინფექციებიდან რაიმე განსაკუთრებული გართულებით არ გამოირჩევა. გართულება თითქმის ყველა ინფექციას ახასიათებს, მათ შორის, წითურას, ყბაყურას, წითელას. ჩუტყვავილა ვარიცელა ზოსტერის, ანუ ჰერპესების ჯგუფის ვირუსია. ჰერპესის ჯგუფია და რასაც ჰქვია ჰერპესული ენცეფალიტები ის საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ჰერპესული ენცეფალიტები არა მხოლოდ ჩუტყვავილას პერიოდში, არამედ ისედაც შეიძლება დაემართოს ბავშვსაც და მოზარდსაც. ჰერპესული ენცეფალიტების დროს ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოზის დროულად დასმა და  მკურნალობის დროულად დაწყება. ჩუტყვავილას გადამდებლობის ინდექსი დაახლოებით 12-ია, ანუ ერთ ინფიცირებულ ადამიანს ძალიან სწრაფად შეუძლია, რომ 12 ადამიანი დააავადოს. ჩუტყვავილას დროს ძალიან მაღალია გადამდებლობა. გადადება ხდება როგორც ჰაერწვეთოვანი გზით, ისე გამონაყარში, ბუშტუკებში არსებული შიგთავსის მოხვედრით. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 14-21 დღეა. გამონაყარის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ადამიანი უკვე გადამდებია.

ჩუტყვავილას დროს ბავშვი უნდა დაიბანოს ბაქტერიოციდული დასაბანი საშუალებებით და შემდეგ მას უნდა წაუსვათ ალკოჰოლის შემცველი ბეტადინის ხსნარი. ბრილიანტის მწვანე“ ამოღებულია ხმარებიდან, რადგან აბსოლუტურად შლის სურათს და მწვანე შეფერილობაში შეუძლებელია გამონაყარის მდგომარეობის დანახვა. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ბავშვი სითხეებით დავტვირთოთ.

მოზრდილ ადამიანებში ბავშვთა ინფექციები მძიმედ მიმდინარეობს. ჩუტყვავილა შეიძლება გართულდეს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აქვს ქრონიკული დაავადება და თვეების და წლების განმავლობაში იღებს ჰორმონს, თუ აქვს გულის თანდაყოლილი მანკი, ცისტური ფიბროზი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები.“

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის პრაქტიკა საქართველოში – ვის შეუძლია დონორობა?

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის პრაქტიკა საქართველოში
ვის შეუძლია დონორობა?
გვამური დონაცია;
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონი“
რისკები – როგორ ვაზღვევთ შავ ბაზარს?
რამდენ ადამიანს აქვს გაცხადებული სურვილი, გარდაცვალების შემდეგ დონორი გახდეს?
რამდენი ადამიანის გადარჩენა შეუძლია 1 ადამიანს გვამური დონაციის გზით?
ინტერვიუერი: ელენე გოგბერაშვილი – BMG-ის ჟურნალისტი
სტუმარი: გია თომაძე – პროფესორი, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights