სამშაბათი, ივნისი 16, 2026

მოშარდვის კონტროლი – თირკმლები მუდმივად წარმოქმნიან შარდს, რომელიც სპეციალურ მილებში, შარდსაწვეთებში მიედინება შარდის ბუშტისკენ, სადაც იგი გროვდება

მოშარდვის კონტროლი
თირკმლები მუდმივად წარმოქმნიან შარდს, რომელიც სპეციალურ მილებში, შარდსაწვეთებში მიედინება შარდის ბუშტისკენ, სადაც იგი გროვდება. შარდის ბუშტის ყველაზე ქვემოთ მდებარე ნაწილს (ანუ ყელს) გარშემო სპეციალური კუნთი აკრავს (სფინქტერი), რომელიც შე­კუმშულია და გასასვლელს ახშობს. შარდის ბუ­შ-­
ტის გავსების შემდეგ კუნთი დუნდება, შარდ­სადენი იხსნება და შარდი მისი გავლით სხე­ულიდან გამოიყოფა.
როცა შარდის ბუშტი ივსება, მისგან ნერვული იმპულსები ნერვებით ზურგის ტვინისკენ მიემართება. შემდეგ სიგნალი თავის ტვინს გადაეცემა და მოშარდვის სურვილის გაცნობიერება ხდება. ადამიანებს, ნორმაში, შეუძლიათ ცნობიერად გადაწყვიტონ, მოშარდონ, თუ რაღაც დროის განმავლობაში კიდევ მოითმინონ. მოშარდვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სფინქტერი დუნდება, შარდსადენი იხსნება და შარდის ბუშტის კედლები იკუმშება, რათა შარდი გარეთ გამოიყოს. შარდის ბუშტზე მეტი წნევის შესაქმნელად შეიძლება მუცლის კედლისა და მენჯის ფსკერის კუნთებიც შეიკუმშოს.

შარდის შეუკავებლობა

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

შარდის შეუკავებლობა

შარდის შეუკავებლობა

შარდის შეუკავებლობა მის უნებლიე გამოყოფას ნიშნავს.
შარდის შეუკავებლობა შეიძლება გამოიწ­ვი­ოს: შარ­დის ბუშტის ინფექციამ, ზოგმა მე­დი­­კამენტმა, თავისა და ზურგის ტვინის და­ავა­დებებმა, შარდის ბუშტის ნერვების ან ქვედა საშარდე გზების დაავადებებმა (მაგ. გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი) და გონებრივი ფუნქციის ან მოძრაობის უნარის დარღვევამ.
სიმპტომები დამოკიდებულია შეუკავებლობის სახეზე და შესაძლოა მოიცავდეს: მოშარდვის უეცარ, დაუძლეველ სურვილს ან შარდის მუდმივ ჟონვას.
ექიმი დაინტერესდება, თუ ზუსტად როდის და როგორ ხდება უნებლიეთ შარდვა; შესაძლოა სთხოვოს ადამიანს, აღნიშნოს და ჩაიწეროს ეს შემთხვევები; ასევე შეიძლება რამდენიმე ძირითადი კვლევა ჩაატაროს მიზეზის დასადგენად და მკურნალობის დასანიშნად.
ბევრ ადამიანს ეხმარება დროის განსაზღვრული ინტერვალებით მოშარდვა, სითხის მიღების რეგულაცია და მენჯის კუნთების ვარჯიში.
მკურნალობის სხვა მეთოდებიც არსებობს, მათ შორის მედიკამენტები და ქირურგიული პროცედურები.
შარდის შეუკავებლობა სამიდან ერთ მოხუც ადამიანს აწუხებს, შედარებით იშვიათად, ბევრ ახალგაზრდასაც. ასაკობრივ ჯგუფთა უმრავლესობაში, უნებლიე შარდვა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.
შარდის შეუკავებლობა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად ვლინდება. იგი ახალგაზრდებში უფრო უეცრად იწყება და მალევე გაივლის მსუბუქი მკურნალობის ფონზე ან მის გარეშე. ასევე, ამ ასაკში შეუკავებლობის შემთხვევათა უმრავლესობაში კონტროლი ნარჩუნდება და შარდი არ გამოიყოფა. უფროსი ასაკის ადამიანებში შარდის შეუკავებლობა უფრო ხშირად და მძიმედ ვლინდება. ამასთანავე, უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი თავისით, მკურნალობის გარეშე გამოსწორდება.
მიუხედავად იმისა, რომ შარდის შეუკავებლობა ხში­რია, კარგად ექვემდებარება მკურნალობას და, ძა­ლი­ან ხშირად, სრულიად იკურნება. შემთხვევათა დიდ ნაწილში მისი დიაგნოსტიკა ან მკურნალობა არც კი ხდება. ადამიანები ამ პრობლემით ცხოვრობენ და ექიმს არ მიმართავენ, რადგან ეშინიათ, რცხვენიათ ან ჰგონიათ, რომ ეს დაბერების თანმდევი, ნორმალური მოვლენაა. შეუკავებლობის მქონე ადამიანები ხშირად იზოლირებულად, დეპრესიულად გრძნობენ თავს. ხშირად ეს მდგომარეობა ადამიანების სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსების მი­ზე­ზი ხდება, რადგან საკმაოდ დიდი ტვირთია მომვლელებისთვის. მოხუცებულთა სახლებში მცხო­ვრებთა 50%-ზე მეტს შარდის შეუკავებ­ლობა აქვს.
ამ მდგომარეობას შეიძლება ბევრი გართუ­ლება მოჰყვეს. მაგალითად, მისი არასწორად მკურნალობის დროს შესაძლოა შარდის ბუშტის ან თირკმლის ინფექცია განვითარდეს. მოხუცებში განსაკუთრებით იზრდება კანზე გამონაყარისა და ნაწოლების განვითარების რისკი (რადგან შარდი აღიზიანებს კანს) და ასევე, ტრავმებისაც (ტუალეტისკენ მიმავალი ადამიანი სიჩქარეში შეიძლება დაეცეს და რამე დაიზიანოს).

ღრუბ­ლი­სებ­რი თირ­კმე­ლი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

„მშობლის ყურადღების დეფიციტი აუტისტური სპექტრის დაავადებების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი“

საუბრობს „პინეოს სამედიცინო ეკოსისტემის“ ნეონატალური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ჭიღლაძე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“:

„ბევრ კლინიკაში და სამშობიარო სახლში არსებობს მშობელთა სკოლა, სადაც აქტიურად არიან ჩართულნი როგორც დედები, ისე მამები. იქ შეისწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ ორსულობის პერიოდში, მშობიარობის შემდგომ, როგორ უნდა განახორციელონ ძუძუთი კვება, როგორ უნდა აღზარდონ ჩვილი, როგორ უნდა ჩააცვან ბავშვს სწორად და რა ფიზიკური აქტივობები არის აუცილებელი. ბოლო მონაცემებით, პროტოკოლებით და გაიდლაინებით ის, რომ ბავშვი 6 თვემდე არ უნდა დავსვათ, მითი აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩვილები, ახალშობილების დაბადებისთანავე უნდა დავსვათ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა თავის ტვინისთვის, ნევროლოგიური სტატუსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფიზიკური განვითარება ფსიქომოტორული განვითარებაზე ძალიან დადებითად აისახება. ფიზიკური აქტივობა დაბადებისთანავე უნდა განახორციელონ, – დასვან ჩვილები, რომ ეს ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

ახლა აუტიზმის ეპოქაა. ძალიან ბევრი აუტისტური სპექტრის დაავადებაა. ბავშვთან კონტაქტი აუცილებელია. 2 კვირიდან ბავშვს უნდა დავათვალიერებინოთ წიგნები, ნახატები, 1 თვის ბავშვს უნდა წავუკითხოთ მოთხრობები, წიგნები, დავათვალიერებინოთ ნახატები, მკვეთრი ფერები, ეს აუცილებელია ბავშვის დროული სოციალიზაციისთვის და ნერვული სისტემის განვითარებისთვის. მშობლის ყურადღების დეფიციტი აუტისტური სპექტრის დაავადებების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია“.

დაბერების პროცესს ანელებს – ახალი კვლევა

ხილის ბუზები, რომლებსაც შიმშილის გრძნობით ატყუებენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ მაშინაც კი, როდესაც უამრავ კალორიას იღებენ.

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ თუნდაც მხოლოდ დაუოკებელი შიმშილის გრძნობას შეუძლია გამოიწვიოს დაბერების საწინააღმდეგო ის ეფექტი, რომლის მიღწევასაც ე. წ. ინტერვალური შიმშილობით ცდილობს ბევრი.

„შეგვიძლია ვთქვათ, სიცოცხლის გასახანგრძლივებელი დიეტის მთელი კვებითი მანიპულაციები, რომლებზეც მკვლევრები მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, საჭირო არ არის. საკმარისია მხოლოდ არასაკმარისად კვების აღქმა“, — ამბობს ფსიქოლოგი სკოტ პლეტჩერი.

ინტერვალური შიმშილობა ბოლო წლებში მოდური დიეტა გახდა, იმის მიუხედავად, რომ მისი სარგებლიანობის მხარდამჭერი მტკიცებულებები მწირია და დიდწილად ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება.

ხილის ბუზებსა (Drosophila melanogaster) და მღრღნელებზე ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ კალორიების შემცირებას სიცოცხლის გახანგრძლივება და შეუძლია და ხელს უწყობს ჯანმრთელობას. თუმცა, დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა და მეტი კვლევაა საჭირო, ვიდრე ასეთი შედეგები ადამიანებზეც გვექნება. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის, რომ ზოგიერთმა კვლევამ ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები დადო, ანდაც პოტენციური საფრთხეები წარმოაჩინა.

წარსულში, ხილის ბუზებზე ჩატარებული ცდებით, მეცნიერებმა თავის ტვინში შიმშილისა და სიმაძღრის მრავალი ნერვული სიგნალი გამოავლინეს. ამ არსებებს ჩვენთან საერთო აქვთ დაავადებებთან დაკავშირებული გენების 75 პროცენტი; მათ მეტაბოლიზმსა და თავის ტვინში გამოსადეგი მსგავსებებია ძუძუმწოვრებთან.

განშტოებული ჯაჭვის ამინომჟავები (BCAA) აუცილებელი საკვები ნივთიერებებია, რომლებიც როგორც ჩანს, ნაჭამ ბუზებში სიმაძღრის შეგრძნებას იწვევს. შესაბამისად, უფრო მეტი BCAA-ს ჭამა მათში შიმშილის გრძნობას ამცირებს.

იმის დასადგენად, რა გავლენას შეიძლება ახდენდეს ეს დაბერებაზე, მკვლევრებმა ისინი აშიმშილეს, აძლევდნენ ნაკლები BCAA-ს შემცველ საკვებს.

შიმშილის გრძნობა გაზომეს იმით, თუ რამდენს ჭამდნენ მწერები თავდაპირველი ჭამიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

ბუზები, რომლებსაც BCAA-ს დაბალი შემცველობის საკვები ჰქონდათ მიღებული, მოგვიანებით უფრო მეტს ჭამდნენ. ამას გარდა, არჩევდნენ ცილებით მდიდარ საკვებს და არა ნახშირწყლებით მდიდარს — ეს იმის ნიშანი იყო, რომ ბუზებს საჭიროებაზე დაფუძნებული შიმშილი ამოძრავებდათ და არა სურვილზე დაფუძნებული.

ასე გავიდნენ მკვლევრები პირდაპირ წყაროზე. როდესაც მათ ხილის ბუზებში პირდაპირ გაააქტიურეს შიმშილზე რეაგირების ნეირონები, აღმოჩნდა, რომ შიმშილით სტიმულირებულმა ამ ბუზებმა დიდხანსაც იცოცხლეს.

„შესაბამისად, დაბერებას შეიძლება ანელებდეს თავად შიმშილის მოტივაციური მდგომარეობა და არა თავად დიეტა ან მისი ენერგეტიკული მახასიათებლები“, — წერენ მკვლევრები.

როგორც შემდეგმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, ბუზების კვების რაციონში BCAA-ს შემცირებამ ასევე გამოიწვია ის, რომ მათმა შიმშილის ნეირონებმა შეცვალეს დამხმარე ცილები, სახელად ჰისტონები, რომლებიც დნმ-ს ეკვრის და გენებს რეგულირებაში ეხმარება. მკვლევართა აზრით, ეს მოდიფიცირებული ჰისტონები შეიძლება იყოს კავშირი დიეტას, შიმშილზე რეაქციასა და დაბერებას შორის. საინტერესოა, რომ წინა კვლევებმა ჰისტონების მეტი რაოდენობით მიღება დაუკავშირა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას.

მიღებული დასკვნების გათვალისწინებით, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ქრონიკული შიმშილი შეიძლება ადაპტური რეაქცია იყოს, „დისკრეტულ ნერვულ წრედებში ჰისტონი ცილების მოდიფიცირების შუამავლობით, რაც დაბერებას ანელებს“.

ამ აღმოჩენამ შეიძლება ახსნას, რატომ ჩანს რაციონში BCAA-ს დაბალი შემცველობა ჯანმრთელობისთვის კარგი. ალბათ იმიტომ, რომ ისინი ორგანიზმს საკმარისი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფენ, მაგრამ ბოლომდე არ ახშობენ ტვინში შიმშილის სიგნალებს.

რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას გაცილებით მეტად შემოწმება სჭირდება. ხილის ბუზებზე ჩატარებული ერთი კვლევა საკმარისი არ არის.

ამ ეტაპზე, მკვლევრები გეგმავენ შეისწავლონ, არის თუ არა ხილის ბუზების ჯანმრთელობა კავშირში სიამოვნებისთვის ან საჭიროებისთვის ჭამასთან.

გახშირდება ვირუსები და აუცილებელია რეკომენდაციების გათვალისწინება

ინფექციონისტები ამბობენ, რომ გახშირდება ვირუსები და აუცილებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც ზრდასრულებსა თუ ბავშვებს ვირუსებისგან დაიცავს.

„პრაიმტაიმი“ მედიცინის აკადემიური დოქტორს, ჯანდაცვის ექსპერტის, მაკა ბულეიშვილს ესაუბრა.

„ბევრი ვირუსია. საგანგაშო არაა, თუმცა გავრცელებულია, სეზონია და რომ არ გავრცელდეს, გასაკვირი ეგ იქნება, მობილობა დიდია. შეიძლება, ფაღარათით დაიწყოს და ხველაში გადავიდეს, ან ტემპერატურით დაიწყოს და არანაირი სიმპტომი არ იყოს. შეიძლება დაიწყოს ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, დიარეა, მუცლის ტკივილი და ზოგადი სისუსტე. სეზონი ახლა დაიწყო და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. უმეტესად ცირკულირებს რინოვირუსები, ადენოვირუსები, გრიპის ვირუსი, კოვიდი, ახლა ვირუსების აყვავების სეზონია.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

ცუკერბერგი ჰავაიზე $100 მილიონიან კომპლექსს აშენებს – საიდუმლო ბუნკერი, ორი კორპუსი, ენერგიის წყაროები

უზარმაზარი, საიდუმლო სამშენებლო პროექტი მიმდინარეობს. ნაწილობრივ აშენებულია და თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ პერსონალურ სამშენებლო პროექტად ყალიბდება.

კორპორაცია Meta-ს ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი ჰავაიზე $100 მილიონიან კომპლექსს აშენებს – მიწისქვეშა ბუნკერით, საკუთარი საკვებითა და ენერგიის წყაროებით. ინფორმაციას Wired ავრცელებს.

ქონება, რომელიც ცნობილია როგორც Koolau Ranch სახლით, დაგეგმვის დოკუმენტების მიხედვით, მოიცავს 5000 კვადრატულ ფუტს მიწისქვეშა თავშესაფარს, ექნება საკუთარი ენერგია და საკვების მარაგი და მიწის შესყიდვის ფასებთან ერთად, 270 მილიონ დოლარზე მეტი ეღირება. WIRED-ის მიერ განხილული მტკიცებულებების თანახმად, პროექტი ეყრდნობოდა სამართლებრივ მანევრირებას და პოლიტიკურ ქსელს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ცუკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი აგრძელებენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქონების მშენებლობას.

გავრცელებული ინფორმაციით, მარკ ცუკერბერგმა კუნძულ კაუაის ჩრდილოეთ სანაპიროზე მიწის შესყიდვა 2014 წელს დაიწყო. კომპლექსი 5,6 მილიონ კვადრატულ მეტრს დაიკავებს. ამ ტერიტორიიდან 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება ორი სასახლე 30 საძინებლითა და სველი წერტილით, ასევე, ოფისებით, საკონფერენციო დარბაზებითა და ლიფტებით.

ორი ცენტრალური კორპუსი ერთმანეთს მიწისქვეშა გვირაბით დაუკავშირდება, რომელიც 465 კვადრატულ მეტრ ფართობის თავშესაფრამდე მივა. თავშესაფარს ენერგიის საკუთარი წყარო და სურსათის მარაგი ექნება.

ინფორმაციისთვის: აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა „საიდუმლო” გრიფით არის კლასიფიცირებული. გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა სავალდებულოა ადგილზე დასაქმებული ყველა პირისთვის, სამშენებლო ბრიგადები ცალკეული პროექტებით არიან დაკავებული და ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლება არ აქვთ.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

„მედცენტრში“ ტრავმატოლოგიურ- ორთოპედიულ განყოფილებაში დაინერგა მინი ინვაზიური ართროსკოპიული ოპერაციები მუხლის სახსარზე

სიახლე ბათუმის მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრში“
ტრავმატოლოგიურ- ორთოპედიულ განყოფილებაში დაინერგა მინი ინვაზიური ართროსკოპიული ოპერაციები მუხლის სახსარზე.
მუხლის სახსრის ართროსკოპია არის ქირურგიული პროცედურა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სახსარში არსებული პრობლემები გადავჭრათ დიდი ზომის განაკვეთის გარეშე.
მუხლის სახსრის ართროსკოპიული პროცედურები მოიცავს:
• დაზიანებული მენისკის ამოკვეთას (როგორც გარეთა, ისე შიგნითა)
• ანთებითი სინოვიალური გარსის მოცილებას,
• მუხლის სახსრის დაზიანებული იოგების აღდგენას,
• სახსარში არსებული თავისუფალი სხეულის (თაგვის) მოცილებას,
• კვირისტავის დაზიანების მკურნალობას.
მოგვამრთეთ თუ გაწუხებთ ტკივილი მუხლის სახსარში და ტკივილის კუპირება ვერ მოხერხდა კონსერვატიული მეთოდით( მედიკამენტები, ფიზიოპროცედურები ან ბლოკადა/სახსარშიდა ინექციები).
კონსულტაციებს ჩაატარებს ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი გიორგი ყაველაშვილი.
მედცენტრი / MedCenter ბათუმში არის პირველი დაწესებულება საქართველოში, სადაც აკრედიტაცია კანადამ დაიწყო აკრედიტაციის პროცესი.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, დიაფრაგმისსაყლაპავის ხვრელის თიაქრის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაავადებების, წყლულოვანი კოლიტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების მართვა…

თერაპევტი, გასტროენტეროლოგი რუსუდან (ია) წულაია „კონსილიუმ მედულას“ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
მისი 43-წლიანი საექიმო საქმიანობა მოიცავს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, დიაფრაგმისსაყლაპავის ხვრელის თიაქრის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაავადებების, წყლულოვანი კოლიტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების მართვას.
რუსუდან (ია) წულაია არის 4 საერთაშორისო კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარი და 5 კვლევის თანამკვლევარი, საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაციის (GACI) წევრი.

„13-საათიანი ოპერაციაა” – გუ­რი­ა­ში ძაღ­ლის მიერ დაკ­ბე­ნილ 2 წლის ბავ­შვს ოპე­რა­ცია ჩაუტარდა

გუ­რი­ა­ში ძაღ­ლის მიერ დაკ­ბე­ნილ 2 წლის ბავ­შვს ოპე­რა­ცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია. ბავშვს დღეს პალატაში გადაიყვანენ.

ექიმის თქმით, კანის გადანერგვა გადაუდებელი აუცილებლობა იყო, რადგან თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ 2-3 კვირაში ხელახალი ოპერაცია იქნება საჭირო, რათა ძვლოვანი დეფექტი სრულად დაიხუროს.

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის განცხადებით, ოპე­რა­ციას და­ახ­ლო­ე­ბით 13 სა­ა­თი და­ჭირ­და.

„ჩვენ რაც გა­ვა­კე­თეთ, იყო პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბა, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ნის მო­ცი­ლე­ბა და გა­სუფ­თა­ვე­ბა. და­ზი­ა­ნე­ბის დიდი მო­ცუ­ლო­ბის გამო, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი იყო. პირ­ვე­ლი ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. ამ ეტაპზე, ძვლის ინფექციის განვითარების, სისტემური ინფექციის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. მშობლები აღნიშნავენ, რომ პირველი ღამე იყო, როცა ბავშვს წყნარად ეძინა, ტემპერატურა არ გვაქვს. ვიტალური ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. გა­და­წყდა პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

„რაც იყო დაგეგმილი, ყველაფერი შესრულდა. დეფექტის 80% დახურულია. 2-3 კვირაში კიდევ დასჭირდება ოპერაციის მეორე ეტაპი, იმისთვის, რომ ძვლოვანი დეფექტი სრულფასოვნად დავხუროთ“, – აღნიშნავს “კარაპს მედლაინის” პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე კლანტროვი მედიასთან საუბრისას.

15 დე­კემ­ბერს, ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მე­რი­ა­ში ძაღ­ლმა ორი ბავ­შვი დაკბი­ნა. შემ­თხვე­ვის დროს, ბავ­შვე­ბი დე­დას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ ძაღ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად თავს და­ეს­ხა უფ­როს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მე­ზო­ბელ­თან ერ­თად ცდი­ლობ­და დაკ­ბე­ნი­ლი ბავ­შვის მან­ქა­ნა­ში ჩას­მას და კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას, ძაღ­ლი მე­ო­რე, ორი წლის ბავ­შვს და­ეს­ხა და სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

„კლინიკებმა მომავალი წლის ბოლომდე უნდა დაასრულონ საერთაშორისო აკრედიტაცია“

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გადაცემაში იმედი LIVE“ კლინიკების აკრედიტაციის შესახებ ისაუბრა.

„ფასწამორმქნასთან ერთად მნიშვნელოვანია ხარისხთან დაკავშირებული ღონისძიებები, კლინიკებისთვის სავალდებულოა აკრედიტაცია, წლის ბოლომდე კონტრაქტები უნდა იყოს გაფორმებული. კლინიკებმა მომავალი წლის ბოლომდე უნდა დაასრულონ საერთაშორისო აკრედიტაცია, რათა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული იყვნენ“, – განაცხადა , ზურაბ აზარაშვილმა.

მისი თქმით, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. მედიკამენტების კუთხით სხვადასხვა ღონისძიებები გვაქვს დაწყებული და აქტიურად ვამოწმებთ ხარისხს…“ – აღნიშნა მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights