„ტყვიის ზედამხედველობის ღონისძიებები აჭარის რეგიონში’’
„სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდ 930 მილიონია გამოყოფილი, სახელმწიფოს პრიორიტეტია…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მეცნიერებმა შექმნეს შარდის მარტივი ტესტი, რომელიც კიბოს ადრეულ ეტაპზე აფიქსირებს
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევართა მიერ შექმნილი ახალი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი შარდის ნიმუშის საფუძველზე აფიქსირებს რამდენიმე ტიპის კიბოს, თანაც სახლში, ორსულობის ტესტის მსგავსად. საჭირო აღარაა საავადმყოფოში ექიმთან ვიზიტი და აღარც სკანირების ძვირად ღირებული პროცედურები ან სისხლის ანალიზები.
მიუხედავად იმისა, რომ ტესტი შეიძლება მარტივი იყოს, ტექნოლოგია, რომელსაც ის ეფუძნება, ფრიად დახვეწილია და იყენებს იმ ფერმენტებს, რომლებიც სხვადასხვა კიბოთა გამოჩენისთვის არის დამახასიათებელი.
მკვლევრებმა შექმნეს ახალი ტიპის ნანონაწილაკი, რომელიც დაფარულია დნმ-ის მიმდევრობათა კრებულით მონიშნული ცილებით. როდესაც კიბოსთან დაკავშირებული ფერმენტები სისხლში ნანონაწილაკს შეხვდება, ისინი ამ ფერმენტისთვის დამახასიათებელ ცილას წყვეტენ. ცილებთან დაკავშირებული თანმიმდევრობა ორგანიზმიდან შარდის საშუალებით გამოიყოფა და მისი წაკითხვა შტრიხკოდის მსგავსად არის შესაძლებელი, რაც კიბოს არსებობას ადგენს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„რეგისტრირებული გვაქვს 12 000-მდე ვაკანსია, როგორც საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, ისე – ზოგადად, სამუშაოს მაძიებლებისთვის“
„სამინისტრო აქტიურად მუშაობს ღია შრომის ბაზარზე არსებულ დამსაქმებლებთან. სხვადასხვა ასოციაციისა და ბიზნეს კომპანიების ჩართულობით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, დარეგისტრირებული გვაქვს 12 000-მდე ვაკანსია, რომლებსაც ვთავაზობთ, როგორც საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ისე – ზოგადად, სამუშაოს მაძიებლებს“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
თამარ ბარკალაიას საზოგადოებრივ სამუშოებზე დასაქმების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყების მიზანი ახლა ბენეფიციარების ღია შრომის ბაზარზე ინტეგრირებაა.
„პირველ ეტაპზე, ჩვენი მიზანი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების პროგრამაში ჩართვა იყო. ლოგიკური გაგრძელება და მთავარი მიზანი, ახლა, ბენეფიციარების, ღია ბაზარზე არსებული ვაკანსიებით დაინტერესებაა, რომ გადავიდნენ და იქ დასაქმდნენ. ამასთან, გვსურს საზოგადოებრივ სამუშაოებში ახალი მოქალაქეების ჩართვა “, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების დასაქმების პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც, დღეის მდგომარეობით, 33 000 ადამიანია დასაქმებული. პარალელურად, დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ღია შრომის ბაზარზე, 30 000-მდე მოქალაქე დაასაქმა, მათ შორის – 19 000 სოციალურად დაუცველი პირია.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ჯანდაცვის ასოციაციის მიზანია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სასიკეთო ცვლილებების შეტანა და მისი გაუმჯობესება
რეკომენდაციები ალერგიული ადამიანებისთვის, ახალ წელს…
რეკომენდაციები ალერგიული ადამიანებისთვის, ახალ წელს…
გადაცემა „სტუმრად ექიმთან“
საუბრობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი მაკა რუხაძე:
„ნიგოზი თხილეულს შორის ნომერ პირველი ალერგენია. თუ ადამიანს ნიგვზის მიმართ აქვს ჰიპერმგრძნობელობა, თუ აქვს ალერგია, აუცილებლად უნდა მოერიდოს აღნიშნულ პროდუქტს. თხილეული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალერგენია, შესაძლოა, ანაფილაქსიაც გამოიწვიოს.
თუ ადამიანს ნიგოზთან მიმართებაში უკვე ჰქონდა მსგავსი შემთხვევა, ის არ უნდა იყოს იქ, სადაც მიდის სამზადისი, რადგან მან შესაძლოა ჩაისუნთქოს სურნელი და განვითარდეს ალერგია.
თუ გაქვთ ალერგია რძეზე, კვერცხზე, ეს ალერგენები ბევრ საკვებში, სასმელში არის შენიღბული. მაგალითად, ზოგიერთი ლიქიორი რძეს შეიცავს, ზოგიერთი კოქტეილი კვერცხის ცილას.
შეიძლება, დიდი რაოდენობით ციტრუსის მიღების შემდეგ, ბავშვს განუვითარდეს ალერგია, მწვავე ჭინჭრის ციება და ა.შ.
ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ალერგია აქვს ციტრუსის მიმართ, დიდი რაოდენობით პროდუქტის მიღების გამო ფერმენტულად ვერ მოხდა მისი გადამუშავება…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
როგორ განვიტვირთოთ მსუყე საახალწლო კერძების მირთმევის შემდეგ?
„გვაქვს ის პროდუქტები, რომლითაც მდიდარია საქართველო და რომლებიც სეზონური პროდუქტებია. ჩვენ ორი სახის კოქტეილს დავამზადებთ, – ხილისა და ბოსტნეულის.
ჩვენ დაგვჭირდება კიტრი, სტაფილო და ნიახურის ღერო. როდესაც მოვამზადებთ ამ კოქტეილს, დილით შეგვიძლია მასში მოვათავსოთ ჩია გარკვეული რაოდენობით. სასურველია, რომ ახალი წლის მესამე დღეს მსგავსი ტიპის განტვირთვა მოვუწყოთ ორგანიზმს.
მერწმუნეთ, ყოველი ის კილოგრამი, რომელიც იმ სამი დღის განმავლობაში იყო დაგროვილი, მეოთხე დღეს გაქრება”.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
საგანგაშო სტატისტიკა – 2022 წელს აბორტი 83 არასრულწლოვანს გაუკეთდა
გასულ წელს საქართველოში აბორტი 83 არასრულწლოვანს გაუკეთდა. წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი ცამეტითაა გაზრდილი.
ჯამში, 2022 წელს აბორტი 29 წლამდე ასაკის 16 619 პირს გაუკეთდა. აბორტების რაოდენობის ასაკის მიხედვით განაწილება ასეთია: 15-24 წელი – 2 867; 15-29 წელი – 6 671.
2022 წელს 15-29 წლის ქალებში საქართველოში 6 671 აბორტი გაკეთდა, მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით 1010-ით შემცირდა.
საქსტატის ცნობით, 2022 წელს საქართველოში დაიბადა 441 ბავშვი, რომელთა დედები 18 წლამდე ასაკის მოზარდები არიან. ეს მონაცემი შემცირებულია წინა წელთან შედარებით, როდესაც 18 წლამდე დედების გაჩენილი ბავშვების რიცხვი 490 იყო.
ამავე მონაცემებით, 2022 წელს 25 წლამდე ასაკის მოსახლეობაში განქორწინების რიცხვი ქალებში 920-ია, ხოლო მამაკაცებში – 365. მაჩვენებლები წინა წლის მონაცემებთან შედარებით ქალებში 160-ით გაიზარდა, ხოლო მამაკაცებში – 47-ით.
2021 წელს აბორტების რიცხვი არასრულწლოვნებში 70 იყო.
მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ნაწლავის მიკრობიომმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის ქცევაზე და ემოციებზე
https://www.nature.com/articles/s41579-020-00460-0?fbclid=IwAR3iSG0XqNMK_BlU4SVrrCnfwFYnCwY14Bw9ztdaYbUg0qUqH0biwHwje18
https://www.nature.com/articles/s41579-020-00460-0?fbclid=IwAR3iSG0XqNMK_BlU4SVrrCnfwFYnCwY14Bw9ztdaYbUg0qUqH0biwHwje18
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ძირითადად 50 წლის ასაკის ზემოთ გვხვდება ორივე სქესში
შარდსადენის კიბო
შარდსადენის, შარდის ბუშტიდან სხეულის გარეთ შარდის გამომტანი მილის, კიბო იშვიათია და ძირითადად 50 წლის ასაკის ზემოთ გვხვდება ორივე სქესში. ზოგ ადამიანში ერთ-ერთ გამომწვევად ადამიანის პაპილომავირუსის რამდენიმე ტიპი ითვლება. სხვა შემთხვევებში მიზეზი უცნობია.
პირველი სიმპტომი, როგორც წესი, სისხლიანი შარდვაა. სისხლმა შეიძლება წითლად შეფეროს შარდი ან იმდენად მცირე რაოდენობით იყოს, რომ მისი აღმოჩენა მხოლოდ მიკროსკოპით მოხერხდეს. შარდის დინება შესაძლოა შეფერხდეს, რაც მოშარდვას აძნელებს, ნაკადი კი სუსტდება. ნაზი, სისხლმდენი წარმონაქმნები ქალის შარდსადენის გარეთა ხვრელთან შესაძლოა ავთვისებიანი იყოს. დიაგნოზის დასაზუსტებლად ბიოფსიის ჩატარებაა აუცილებელი.
შარდსადენის კიბოს სამკურნალოდ სხივური თერაპია, ქირურგიული ამოკვეთა ან მათი კომბინაცია გამოიყენება, სხვადასხვა შედეგით. პროგნოზი დამოკიდებულია კიბოს ზუსტ მდებარეობასა და გავრცელების ხარისხზე.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi











