შაბათი, მაისი 9, 2026

ბოლოს როდის იცინეთ გულიანად? – ფსიქოლოგი დღევანდელ რეალობასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე

ბოლოს როდის იცინეთ გულიანად… როდის აკეთეთ დიდი ენთუზიაზმით საკუთარი საქმე… როდის ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს… როდის იყავით ბედნიერი?… – სპეციალისტები ამბობენ, რომ ბედნიერების ხარისხი დიდწილადაა დაკავშირებული მენტალურ ჯანმრთელობასთან.

ვინაიდან მენტალური პრობლემების გამო, ადამიანებს ნორმალური ცხოვრების ხარისხი უუარესდებათ და ბედნიერების განცდა უქვეითდებათ. ფსიქოლოგი ირინე ტაბუციძე Epilogi.ge-სთან, სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრებს.

– რა არის მენტალური ჯანმრთელობა?

– ძალიან ზოგადად რომ დავახასიათოთ, ეს არის ფსიქიკური კეთილდღეობის მდგომარეობა, რომელიც ადამიანს ეხმარება რომ სხვადასხვა სტრესულ სიტუაციას გაუმკლავდეს, საკუთარ თავის რეალიზება მოახდინოს, წარმატებას მიაღწიოს, სხვადასხვა სტრესულ სიტუაციას გაუმკლავდეს, მომავლის მიზნებზე იმუშაოს, ზოგადად ბედნიერი იყოს და ა.შ.

– რა შეიძლება გახდეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი მიზეზი?

– უხეშად რომ ვთქვათ, არის 3 ძირითადი ფაქტორი: ერთია ბიოლოგიური ფაქტორი – ჰორმონალურ და სამედიცინო დონეზე სხვადასხვა ცვლილებები, რაც ჩვენ, ფსიქოლოგებს ნაკლებად გვეხება. ამ დროს უფრო ფსიქიატრები ერთვებიან და მედიკამენტოზურად მკურნალობენ. მეორე გამომწვევი მიზეზი, რაც უკვე ჩვენი, ფსიქოლოგების, სფეროა, – ესაა ტრავმული სიტუაციები, რომელებიც ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა, სხვადასხვა ასაკში შეგვექმნას. მესამე არის – ფსიქიკური ჯანმრთელობის ოჯახური ანამნეზი, როდესაც უკვე გენეტიკური განწყობა არსებობს…

 

წაიკითხეთ სრულად

https://epilogi.ge/bolos-rodis-itsineth-gulianad-phsiqologi-realobasa-da-mentalur-janmrthelobaze/?fbclid=IwAR3Fx3YpRHwrJqKatKRkNy63503yf4rs8D6No84eeGUsweL9RVwFo-HxcCE

 

#datashvil

SheniEkimi.ge

მზის მაქსიმუმი მოსალოდნელზე ადრე დადგება — მიზეზი ჯერ უცნობია

მზე ჩვენი მარადიული თანამგზავრია. ის საათივით ზუსტია და მისი ხილული გზა ცაზე, დროის გაზომვის საშუალებას გვაძლევს.

მზე და მისი გზა დედამიწის სეზონების წყაროც არის. თუმცა, მრავალი თვალსაზრისით, ჩვენი მზე სულაც არაა მშვიდი და უცვლელი.

ახლოდან თუ დააკვირდებით, მზეზე დიდი ცვალებადობა და აქტივობები მიმდინარეობს. კაშკაშა აფეთქებები, რომლებსაც ანთებებს უწოდებენ, რეგულარულად იწვევს უზარმაზარი რადიაციის გამოყოფას. პერიოდულად ჩნდება, მოძრაობს, იცვლება და ქრება ბნელი, ცივი რეგიონები, რომლებსაც მზის ლაქებს უწოდებენ. მძლავრი ამოფრქვევების შედეგად, მზე კოსმოსში ასევე ისვრის მატერიას; ამ პროცესს მზის ნაწილაკების მოვლენას (იგივე მზის რადიაციული შტორმი) უწოდებენ.

მზის აქტივობა დროთა განმავლობაში იცვლება. ის პიკს ყოველ 11 წელიწადში ერთხელ აღწევს; შემდეგი ასეთი პიკი 2025 წლისთვის იყო პროგნოზირებული.

თუმცა, ახლა ისე ჩანს, რომ მზის მაქსიმუმი მოსალოდნელზე უფრო მალე დადგება. ამ მიგნებამ შეიძლება ჩვენი დედავარსკვლავის უკეთესად შესწავლის საშუალება მოგვცეს.

მზის აქტივობა გავლენას ახდენს დედამიწაზე და ჩვენს ტექნოლოგიებზე. მზის ნაწილაკთა მოვლენებს შეუძლია დააზიანოს თანამგზავრები და ელექტროსისტემები. მზის აქტივობას, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ახდენს გავლენას, ხშირად „კოსმოსურ ამინდს“ უწოდებენ.

იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ პროგნოზირება და მომზადება შეგვიძლია, საჭიროა წესების კარგი კრებული — სამეცნიერო მოდელი. NASA და აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია (NOAA) ამ მოდელებს მრავალი წელია ქმნიან.

მზის აქტივობის პროგნოზისთვის, მათ ერთმანეთს სხვადასხვა მეთოდები შეურწყეს. ამ მიდგომით დადგინდა, რომ მზის შემდეგი მაქსიმუმი (პიკი) 2025 წლის ივლისში დადგება. ამავე პროგნოზით, პიკი შედარებით სუსტი უნდა იყოს, წინა ციკლის პიკის მსგავსად, რომელიც 2014 წლის აპრილში დადგა.

წაიკითხეთ სრულა

 

#datashvil

SheniEkimi.ge

პოლარული ციალი ევროპის ქვეყნებიდანაც ჩანდა – დედამიწას ძლიერი გეომაგნიტური შტორმი ურტყამდა

რამდენიმე საათის წინ, მზეზე მიმდინარე ძლიერი ამოფრქვევების გამო, დედამიწას ძლიერი გეომაგნიტური შტორმი ურტყამდა, რის გამოც, პოლარული ციალი ევროპის ქვეყნებიდანაც ჩანდა.
ატმოსფეროში შემოსვლისას, მზის დამუხტულ ნაწილაკებს დედამიწის მაგნიტური ველი მისი პოლუსებისკენ მიმართავს. იქ ეს ნაწილაკები ჩვენი ატმოსფეროს აირებთან ურთიერთქმედებს, რაც ცაში შთამბეჭდავ სანახაობას იწვევს. ჟანგბადი მწვანე და წითელ სინათლეს გამოყოფს, აზოტი კი ცისფერსა და მეწამულს.

ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ – ასევე, დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც

2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონდე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ,- აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ასეთი პენსიონერების რაოდენობა დაახლოებით 400 ათასია.

„ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაიზარდა. მომდევნო წელს პენსიონერებს, რომლებიც დამოკიდებულებები არიან ქრონიკულ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში მედიკამენტები უფასოდ ექნებათ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. გარდა იმისა, რომ ჩვენ პენსიონერებს ხელფასები გავუზარდეთ და პენსიამ 500-ს ლარამდე უკვე აიწია – 2012 წელს 110 ლარი იყო და ახლა, 500 ლარამდე გახდა. 2024 წელს ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ.

რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც ბატონ ზურაბ აზარაშვილს აქვს დაგეგმილი, ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც დაიწყება, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

მედიკამენტებზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდები ჯამურად, 300-იდან 400 მილიონ ლარამდე დაეზოგება. 2024 წელს ასეთი პროგნოზი გვაქვს, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი შეღავათია. მედიკამენტები გაიაფდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სამინისტრომ. რა თქმა უნდა, ამ პროცესს ჩვენ კიდევ უფრო გავაკონტროლებთ და გავაუმჯობესებთ“,- განაცხადა პრემიერმა. 

#datashvil

SheniEkimi.ge

 

 

კარგად გამოძინების შემდეგაც დაღლილობის შეგრძნება გაქვთ – აი, მიზეზი

ძილის დარღვევამ, კვება, და ფსიქიკურმა ჯანმრთელობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ძილის ხარისხზე.

ხშირად, როცა დაღლილი იღვიძებთ, მაშინაც კი, როცა საკმარისად გძინავს, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზის გამო:

უნდა გქონდეთ სათანადო გარემო, რათა დარწმუნდეთ, რომ საკმარისად გძინავთ და გარემო ფაქტორები არ აფერხებს თქვენს ძილს. ძილის ხარისხი, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რაოდენობა.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი საათი გეძინათ. თუ თქვენ ცუდად მიირთვით, დალიეთ ბევრი ყავა ან ენერგეტიკული სასმელი, არ დალიეთ საკმარისი რაოდენობით წყალი და არ იყავით ფიზიკურად აქტიური წინა დღეს, შესაძლოა, ძილის უამრავი საათის შემდეგაც კი დაღლილობა იგრძნოთ.

ასევე დიდი ხნის ძილით ვერ დაისვენებთ თუ თქვენ გვიან დაწექით დასაძინებლად. სხეულს ამ დროს მელატონინის სინთეზირება არ შეუძლია. ამან კი ბევრი სახის პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. საუკეთესო დრო დასაძინებლად არის 12 საათამდე ანდა ერთსა და იმავე დროს, რომ ძილის გარკვეული რეჟიმი გქონდეთ, მაქსიმუმ ერთი საათის დაგვიანებით.

ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში დაგეხმარებათ გაღვიძების შემდეგ თავი კარგად იგრძნოთ, მაშინაც კი, თუ 8 საათზე ნაკლები გეძინათ.

თუ დღის განმავლობაში გსურთ დასვენება, უმჯობესია 1-დან 3-საათამდე მონაკეთში და არავითარ შემთხვევაში ნახევარ საათზე მეტი. ფრო დიდხანს ძილი შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს, რადგან უფრო რთულია გაიღვიძოთ ღრმა ძილის შემდეგ, სწორედ ამიტომაც ხშირად უფრო დაღლილად გრძნობთ თავს.

#datashvil

SheniEkimi.ge

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი სახლის პირობებში

სუფთა სისხლი – სუფთა ღვიძლია! ადამიანის ორგანიზმის ამ მთავარ ორგანოს 600 წელი შეუძლია იმუშაოს. თუმცა, ადამიანი დაახლოებით 60 წელში ახერხებს მის განადგურებას. არასწორი კვება და ალკოჰოლი დიდ დარტყმას აყენებს მას.

ამ სტატიაში ნახავთ, როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი სახლის პირობებში:

მოამზადეთ ქიშმიშის ნახარში, რომელსაც ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესების აქტივაცია შეუძლია, ამასთან, სისხლსა და ღვიძლს ტოქსინებისგან წმენდს. ეს არაჩვეულებრივი თვისებების მქონე პროდუქტია. 

შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ქიშმიშის ფერს: აირჩიეთ უფრო ნატურალური, მუქი შეფერილობის. სუფთა, სწორი ფორმის, არც ძალიან მაგარი და არც ძალიან რბილი. გაითვალისწინეთ, რომ თუ ქიშმიში პრიალებს, ეს იმას ნიშნავს რომ სპეციალური ხსნარითაა დამუშავებული.

ქიშმიშის ნახარში საღამოს უნდა მოამზადოთ.

150 გრამი ქიშმიში კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ 2 ჭიქა ადუღებამდე მიყვანილ წყალში და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. დატოვეთ ნახარში მთელი ღამე.

დილით გადაწურეთ და ცოტა შეათბეთ. მიიღეთ დილით უზმოზე. ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ, ისაუზმოთ. კარგი იქნება, თუ მოხარშული ქიშმიშს შვრიის ფაფას დაუმატეთ, ასე ძალიან სასარგებლო საუზმეს მიიღებთ.

ღვიძლის გაწმენდის პროცედურა რომ უფრო ეფექტური იყოს, თქვენს მენიუს დაუმატეთ ისეთი პროდუქტები როგორიცაა: ჭარხალი, სტაფილო, ვაშლი, კომბოსტო, შავი ქლიავი, ისპანახი. სასარგებლოა ხორცისა და რძის პროდუქტების შეზღუდვა. თუ ქიშმიშის ნახარშს თვეში 4 დღე მაინც მიიღებთ, შედეგი ნამდვილად გექნებათ.

თუმცა, მითია, რომ ღვიძლის გაწმენდა გვიცავს ღვიძლის დაავადებისგან

პრევენციისთვის უმთავრესია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა:

????ალკოჰოლისთვის თავის არიდება ან ზომიერი მიღება;

????ჯანსაღი, ბალანსირებული, მრავალფეროვანი კვება – არ არსებობს ჯანსაღი საკვები, რომელიც „ცუდია“ ღვიძლისთვის და არ არსებობს საკვები, რომელიც „კარგია“ ღვიძლისთვის;

????რეგულარული ფიზიკური აქტივობა;

????მედიკამენტების თვითნებური მიღებისგან თავის შეკავება.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

ტაი ჩი პარკინსონის დაავადების სიმპტომების გამოვლენას ანელებს

აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება ტაი ჩი პარკინსონის დაავადების სიმპტომების გამოვლენას რამდენიმე წლით ანელებს. წერს  BBC ჩინურ კვლევაზე დაყრდნობით 

კვლევა შანხაის ჟაო ტონგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სპეციალისტებმა ჩაატარეს. ისინი 5 წლის განმავლობაში ასობით ადამიანს აკვირდებოდნენ. კვლევის მონაწილეები ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილები: 147 ადამიანი ტაი ჩით რეგულარულად იყო დაკავებული, 187 კი არა.

კვლევით დადგინდა, რომ მათ, ვინც ტაი ჩით კვირაში ორჯერ მაინც იყო დაკავებული, ნაკლები გართულება და სიცოცხლის უკეთესი ხარისხი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც არ ვარჯიშობდა. ასევე პირველ ჯგუფში პარკინსონი ნაკლებად სწრაფად პროგრესირებდა, ვიდრე მეორეში. ამასთან, ტაი ჩით დაკავებულებს უკეთ სძინავთ. ეს შედეგი ადასტურებს წინა კვლევებს, რომლებიც ვარჯიშის სარგებელზე მიუთითებდა.

პარკინსონი თავის ტვინის პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ამ ეტაპზე არ იკურნება.

თბილისში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გახსნა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა თბილისში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გახსნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი“ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. თავშესაფარი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მოემსახურება ძალადობის მსხვერპლ ქალებს და მათზე დამოკიდებულ პირებს.

თავშესაფარში ძალადობის მსხვერპლები/დაზარალებულები უზრუნველყოფილი იქნებიან დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით, ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციით, სამართლებრივი მომსახურებით და სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებით.

თავშესაფარი გაიხსნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.

როგორ შევინარჩუნოთ ფსორიაზის ხანგრძლივი რემისია?

დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი,ცირა ლეონიძე გადაცემაში “პირადი ექიმი”.

თემა: როგორ შევინარჩუნოთ ფსორიაზის ხანგრძლივი რემისია?

დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი,ცირა ლეონიძე ფსორიაზის შესახებ საუბრობს:

„ფსორიაზის დაავადების მკურნალობაში, პირველი არის, სისტემური მედიკამენტის შერჩევა, რომელიც უნდა იყოს ეფექტური ექიმისთვის და პაციენტისათვის, უნდა მოხდეს ინდივიდუალურად შერჩევა. მედიკამენტს უნდა ჰქონდეს ნაკლები გვერდითი ეფექტი და ამ მედიკამენტით მივიღოთ რაც შეიძლება ხანგრძლივი რემისია. ხანგრძლივი რემისია ზოგჯერ არის 10 წელი. რემისიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არა მარტო ექიმზე, არამედ პაციენტზე, – როგორ აკეთებს პრევენციას.,,

როდესაც არის გამონაყარი ქერცლი, პირველ რიგში უნდა მოხდეს ქერცლის მოშორება პრეპარატებით. შემდეგ სხვადასხვა მედიკამენტის დახმარება. თუ მივაღწიეთ რემისია, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაშიც საჭიროა დამატებითი დამატენიანებელი დამარბილებლები.,,

ხშირად ფსორიაზი  იწყება ფრჩხილების დაზიანებით. ფრჩხილის დაზიანება არის წინაპირობა იმისა, რომ პაციენტს, შეიძლება, განუვითარდეს ფსორიაზული ართრიტი“

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ადამიანთან ტოქსიკური ურთიერთობა

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, პროფესორი ხათუნა გოგელია გადაცემაში “პირადი ექიმი”.

თემა: როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ადამიანთან ტოქსიკური ურთიერთობა

ადამიანი პარტნიორის საჭიროებებს აიგნორებს. გამუდმებით სარკაზმით, ან დაცინვით ეპყრობა მას, ვისთანაც ურთიერთობაშია. არის ისეთი მომენტი, როდესაც ქრონიკული დამცირება, კრიტიკა მიდის. შეიძლება, ადამიანი  ყვირილით, მრისხანებით გამოხატავდეს თავის აზრს. შეიძლება, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდეს. 

ფსიქოლოგიური ძალადობაც ტოქსიკური ურთიერთობაა. შეიძლება, ის კონტროლს ახორციელებდეს

– სად ხარ? როდის მოხვალ? რას აკეთებ?” – მოჭარბებული კონტროლი, რომელსაც ერთი მეორეს მიმართ გამოხატავს, დამთრგუნველია. ადამიანი თავს დამცირებულად გრძნობს, ქრონიკულად ცუდ გუნება-განწყობილებაზეა და ვერ ხსნის, რატომაა ასე. ქრონიკული დაძაბულობა აქვს, რომ რამე არ შეეშალოს და ამაზე შენიშვნა, მრისხანება არ მიიღოს. შესაძლოა, მას ასეთი რამ ოჯახში უნახავს და ჰგონია, რომ უნდა მოითმინოს და ეს ურთიერთობის ჩვეული ფორმაა.

კომუნიკაციის დეფიციტი ტოქსიკური ურთიერთობის ნიშანია. ადამიანი არ კითხულობს, არ შემოდის კონტაქტში – არ ინტერესდება, როგორ გაატარე დღე, რამე ხომ არ გჭირდება. არ არის ელემენტარული კომუნიკაცია, რომლითაც ურთიერთობა მშვიდი და თანმიმდევრული ხდება.

არც ერთი მდგომარეობა თავისით არ გადაწყდება, საპასუხო, ახალი ქცევა თუ არ ჩაერთვება.

 

ნახეთ, ვიდეო:

https://www.facebook.com/watch/?v=861978848894958

 

 

#datashvil

SheniEkimi.ge •

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights