ჰაიმორიტი ზედა ყბის ძვლის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც, მწვავე სურდოს, გრიპის, წითელას, ქუნთრუშასა და სხვა ინფექ-ციური დაავადებების გართულებას წარმოადგენს.
ჰაიმორიტი ჩირქოვანი ანთებითი დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ისეთი ინფექციური დაავადებების გართულების შედეგად ვითარდება, როგორიცაა: გრიპი, მწვავე რესპირატორული ინფექცია და სხვა. ოტორინოლარინგოლოგი რაულ ხინკილაძე ამბობს, რომ მკურნალობის გარეშე ჰაიმორიტს შესაძლოა საკმაოდ მძიმე გართულებები მოჰყვეს, მნიშვნელოვანია სიმპტომების ამოცნობა და ექიმისთვის დროული მიმართვა.
ჰაიმორიტი ცხვირის დანამატის ღრუს – ჰაიმორის ანუ ზედა ყბის ღრუს (წიაღის) ანთებაა. ადამიანს სულ ოთხი წყვილი წიაღი აქვს, ესენია: ჰაიმორის მარჯვენა და მარცხენა ღრუ, რომლებიც ზედა ყბაში არის მოთავსებული, ასევე შუბლის წიაღები, ძირითადი ძვლის წიაღები (მოთავსებულია თავის ქალას შუა ნაწილებში) და ეთმოიდური წიაღები (განლაგებულია ცხვირის ძვლის ლაბირინთის ფირფიტებში). ეს ღრუები ამოფენილია ლორწოვანი გარსით და უკავშირდება ცხვირის ღრუს ვიწრო სადინარებით. ჰაიმორის წიაღის ანთებით პროცესს ჰქვია ჰაიმორიტი.
ჰაიმორიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ქრონიკული ჰაიმორიტი, წესისამებრ, მწვავე პროცესის გაგრძელებაა. ჰაიმორის ღრუში 4 კვირაზე მეტხანს გაგრძელებული პროცესი გახანგრძლივებულად ითვლება, ხოლო თუ ის მე-6 კვირის მიწურულსაც არ ალაგდა, დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადასულა. ყველაზე ხშირად გვხვდება ქრონიკული ჰაიმორიტის ჩირქოვანი, ჩირქოვან-პოლიპოზური და პოლიპოზური ფორმები.
ჰაიმორიტის განვითარებას ხელს უწყობს ყველა ის მდგომარეობა, რომელიც ცხვირით სუნთქვას არღვევს, ბაქტერიამატარებლობა ან ცხვირის ღრუს ანატომიური სტრუქტურების თანდაყოლილი დარღვევები. ჰაიმორიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია უსიამოვნო შეგრძნება ცხვირსა და მის ახლოს მდებარე უბნებში, რომელიც თანდათანობით ძლიერდება, სუნთქვის გაძნელება, გამონადენი, ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე.
ჰაიმორიტის მთავარი მიზეზი ინფექციაა – ბაქტერია ან ვირუსი ცხვირის ღრუს გავლით ან სისხლის მეშვეობით ჰაიმორის წიაღში იჭრება და ანთებით პროცესს იწვევს.
ქრონიკულმა ჰაიმორიტმა შეიძლება გამოიწვიოს, არის მენინგიტი, ტვინის გარსის ანთება. ასევე არსებობს მიოკარდიტის, თირკმელების დაზიანების, გენერალიზებული ინფექციის განვითარების საფრთხე.
კატარული, სეროზული, ექსუდაციური (ალერგიული), ჩირქოვანი და ვაზომოტორული ფორმების დროს მკურნალობას იწყებენ კონსერვატიული მეთოდებით. შერეული ფორმების დროს ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა. ორბიტული და ქალასშიდა გართულებების შემთხვევაში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა უნდა განხორციელდეს. ჰაიმორიტის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდი გულისხმობს ადგილობრივ და ზოგად თერაპიას, წიაღის შესართავის გამავლობის აღდგენას, ლორწოვანის შეშუპების მოხსნას, წიაღიდან ჩირქის ევაკუაციას და მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციის აღდგენას. რემისიის სტადიაში ანტიბიოტიკებს არ იყენებენ, გამწვავების პერიოდში არსებული მიკროფლორის მიმართ მგრძნობიარე ანტიბიოტიკის დანიშვნა აუცილებელია.
ჰაიმორიტის დროს ადამიანს აღენიშნება ისეთივე სიმპტომები, როგორიც გაციების დროს, მაგალითად: ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, სუნთქვის გაძნელება, თუმცა ჰაიმორიტის დროს ემატება სხვა სიმპტომებიც, კერძოდ, თავის, უფრო ზუსტად კი, საფეთქლის მიდამოების ტკივილი, ტკივილი თვალების ირგვლივ, ასევე ლორწოვან-ჩირქოვანი, მწვანე გამონადენი ცხვირიდან, სხეულის ტემპერატურის მატება და უკანა რინორეა, ანუ ცხვირიდან ლორწოს გამონადენის ყელში გადასვლა.
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის ისმპტომები: