პარასკევი, მაისი 8, 2026

„აკრედიტებული კლინიკები კარგად მუშაობენ. ძალიან კმაყოფილი ვარ“ – გიორგი ფხაკაძე

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.

მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.

ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ აკრედიტებული კლინიკები კარგად მუშაობენ.

„აკრედიტებული კლინიკები კარგად მუშაობენ. ძალიან კმაყოფილი ვარ.

მაქსიმალურად ვცდილობ, თქვენამდე მოვიდეს ინფორმაცია, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება ჯანდაცვის კუთხით, თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ასევე ვცდილობ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის თქვენთვის ხელმისაწვდომ ენაზე“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

აკრედიტაცია კანადის პარტნიორები არიან:

მედცენტრი / MedCenter ბათუმი

სოლომედი / SoloMed ბათუმი

Consilium Medulla • კონსილიუმ მედულა

�Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა • Pineo Medical Ecosystem

HERA 2011

ვივო მედიქალ ჯგუფი /Vivo Medical Group

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო / Tbilisi Central Hospital

Innova Medical Center

Innova Invitro/ინოვა ინვიტრო

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

ჟორდანიას კლინიკა/zhordania Clinic

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო

ნეონატოლოგიური ცენტრი N ქირონ+

გიორგი ფხაკაძე, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 

„ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა

ორსულობის პერიოდის ოფთამლოლოგიური პრობლემები

„ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა –  2024 წლის პირველი იანვრიდან, აბორტამდე 5-დღიან მოსაფიქრებელ პერიოდთან ერთად, ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლა სავალდებულო იქნება.

„ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, აბორტის წინა კონსულტაცია/გასაუბრება ტარდება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში.

ცვლილების მიხედვით, აბორტის წინა კონსულტაცია/გასაუბრება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში ტარდება.

გათვალისწინებული 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში, ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

აღნიშნულ პროცესს 1-ელი იანვრიდან მონიტორინგს ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო გაუწევს.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 7 კვირამდე ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი უნდა განხორციელდეს I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით.

7 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ქირურგიული მეთოდით შესაძლებელია განხორციელდეს სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს.

„10 კვირამდე (70 დღე) ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტის განხორციელება შესაძლებელია სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში და სტაციონართან არსებულ ანტენატალურ დონე მინიჭებულ ამბულატორიაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით. მედიკამენტური აბორტის გამომწვევი მედიკამენტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმ მეან-გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის დანიშნულებით.

12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, ნებისმიერი მეთოდით სამედიცინო ჩარევა ხორციელდება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში (გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს დაწესებულების დონეზე) სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ და შეტყობინება (სამედიცინო დოკუმენტაციის დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული ასლი) უნდა გაეგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შესაწყვეტად საჭირო არის სამედიცინო ჩვენების არსებობა, რომლის ჩამონათვალსაც ბრძანება მოიცავს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ჰაიმორიტი, სინუსიტი…

ჰაიმორიტი: სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ჰაიმორიტი ზედა ყბის ძვლის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც, მწვავე სურდოს,  გრიპის, წითელას, ქუნთრუშასა და სხვა ინფექ-ციური დაავადებების გართულებას წარმოადგენს. 

ჰაიმორიტი ჩირქოვანი ანთებითი დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ისეთი ინფექციური დაავადებების გართულების შედეგად ვითარდება, როგორიცაა: გრიპი, მწვავე რესპირატორული ინფექცია და სხვა. ოტორინოლარინგოლოგი რაულ ხინკილაძე ამბობს, რომ მკურნალობის გარეშე ჰაიმორიტს შესაძლოა საკმაოდ მძიმე გართულებები მოჰყვეს, მნიშვნელოვანია სიმპტომების ამოცნობა და ექიმისთვის დროული მიმართვა.

ჰაიმორიტი ცხვირის დანამატის ღრუს – ჰაიმორის  ანუ ზედა ყბის ღრუს (წიაღის) ანთებაა.  ადამიანს სულ ოთხი წყვილი წიაღი აქვს, ესენია: ჰაიმორის მარჯვენა და მარცხენა ღრუ, რომლებიც ზედა ყბაში არის მოთავსებული, ასევე შუბლის წიაღები, ძირითადი ძვლის წიაღები (მოთავსებულია თავის ქალას შუა ნაწილებში) და ეთმოიდური წიაღები (განლაგებულია ცხვირის ძვლის ლაბირინთის ფირფიტებში). ეს ღრუები ამოფენილია ლორწოვანი გარსით და უკავშირდება ცხვირის ღრუს ვიწრო სადინარებით. ჰაიმორის წიაღის ანთებით პროცესს ჰქვია ჰაიმორიტი.

ჰაიმორიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ქრონიკული ჰაიმორიტი, წესისამებრ, მწვავე პროცესის გაგრძელებაა. ჰაიმორის ღრუში 4 კვირაზე მეტხანს გაგრძელებული პროცესი გახანგრძლივებულად ითვლება, ხოლო თუ ის მე-6 კვირის მიწურულსაც არ ალაგდა, დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადასულა. ყველაზე ხშირად გვხვდება ქრონიკული ჰაიმორიტის ჩირქოვანი, ჩირქოვან-პოლიპოზური და პოლიპოზური ფორმები.

ჰაიმორიტის განვითარებას ხელს უწყობს ყველა ის მდგომარეობა, რომელიც ცხვირით სუნთქვას არღვევს, ბაქტერიამატარებლობა ან ცხვირის ღრუს ანატომიური სტრუქტურების თანდაყოლილი დარღვევები. ჰაიმორიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია უსიამოვნო შეგრძნება ცხვირსა და მის ახლოს მდებარე უბნებში, რომელიც თანდათანობით ძლიერდება, სუნთქვის გაძნელება, გამონადენი, ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე.

ჰაიმორიტის მთავარი მიზეზი ინფექციაა – ბაქტერია ან ვირუსი ცხვირის ღრუს გავლით ან სისხლის მეშვეობით ჰაიმორის წიაღში იჭრება და ანთებით პროცესს იწვევს. 

ქრონიკულმა ჰაიმორიტმა შეიძლება გამოიწვიოს, არის მენინგიტი, ტვინის გარსის ანთება. ასევე არსებობს მიოკარდიტის, თირკმელების დაზიანების, გენერალიზებული ინფექციის განვითარების საფრთხე.

კატარული, სეროზული, ექსუდაციური (ალერგიული), ჩირქოვანი და ვაზომოტორული ფორმების დროს მკურნალობას იწყებენ კონსერვატიული მეთოდებით. შერეული ფორმების დროს ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა. ორბიტული და ქალასშიდა გართულებების შემთხვევაში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა უნდა განხორციელდეს. ჰაიმორიტის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდი გულისხმობს ადგილობრივ და ზოგად თერაპიას, წიაღის შესართავის გამავლობის აღდგენას, ლორწოვანის შეშუპების მოხსნას, წიაღიდან ჩირქის ევაკუაციას და მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციის აღდგენას. რემისიის სტადიაში ანტიბიოტიკებს არ იყენებენ, გამწვავების პერიოდში არსებული მიკროფლორის მიმართ მგრძნობიარე ანტიბიოტიკის დანიშვნა აუცილებელია.

ჰაიმორიტის დროს ადამიანს აღენიშნება ისეთივე სიმპტომები, როგორიც გაციების დროს, მაგალითად: ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, სუნთქვის გაძნელება, თუმცა ჰაიმორიტის დროს ემატება სხვა სიმპტომებიც, კერძოდ, თავის, უფრო ზუსტად კი, საფეთქლის მიდამოების ტკივილი, ტკივილი თვალების ირგვლივ, ასევე ლორწოვან-ჩირქოვანი, მწვანე გამონადენი ცხვირიდან,  სხეულის ტემპერატურის მატება და უკანა რინორეა, ანუ ცხვირიდან ლორწოს გამონადენის ყელში გადასვლა.

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის ისმპტომები:

  • სქელი, მომწვანო-მოყვითალო გამონადენი ცხვირიდან;
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება დახრის ან სახის კუნთების დაჭიმვისას;
  • ყნოსვის დაკარგვა;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • ცხვირის გაჭედვა;
  • მუდმივი სურდო.

 

სინუსიტი არის სინუსების ანთება, რომელიც უმეტესად გამოწვეულია ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციით ან ალერგიით.

მწვავე სინუსიტის მიზეზი ყველაზე ხშირად რესპირატორული ვირუსული ინფექცია. ვირუსს უნარი შესწევს, შეაღწიოს სინუსებში და გამოიწვიოს მათი ანთება. ყველა წიაღი იხსნება ცხვირის ღრუში და მათი ბუნებრივი სავალი ემსახურება წიაღებიდან ჰაერისა და ლორწოს თავისუფალ გამოდევნას, ნებისმიერი ინფექცია, იმუნური თუ ალერგიული რეაქცია ცხვირის ღრუში იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, წიაღების ბუნებრივი სავალის დახშობას და სინუსების ანთებას. ისეთი ბაქტერიები, როგორიც არის შტრეპტოცოცცუს Streptococcus pneumoniae da Haemophilus influenzae, შეიძლება სხვა დროსაც ბინადრობდნენ ზედა სასუნთქ გზებში, მაგრამ ანთებითი პროცესი არ გამოიწვიონ. როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა სუსტდება ანდა წიაღებიდან ლორწოს გამოყოფას ართულებს სურდოთი მიმდინარე ესა თუ ის დაავადება, ბაქტერიები იწყებენ აქტიურ გამრავლებას, იწვევენ მწვავე სინუსიტს. შედარებით იშვიათად სინუსიტს იწვევს სოკოვანი ინფექციაც, რომელიც ვითარდება ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტების დროს. ყველაზე ხშირია ეთმოიდიტი, ვინაიდან ეთმოიდის წიაღში ადვილად გადადის ცხვირის ღრუს ინფექცია, იქიდან კი ანთებითი პროცესი სხვა წიაღებზეც ვრცელდება. 

იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს უყალიბდება სურდო, აქვს ქრონიკული, გახანგრძლივებული სინუსიტები, ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა არ  დამძიმდეს  მდგომარეობა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება არის მენინგიტი –  ტვინის გარსის ანთება. შესაძლოა განვითარდეს შუა ყურის ანთებაც, მოხდეს ძვლების წიაღების დესტრუქცია და ა.შ.

ქრონიკული სინუსიტის ხშირი გამომწვევი მიზეზებია:

  • ცხვირის ღრუს პოლიპები. ეს ქსოვილოვანი წანაზარდები ზოგჯერ ბლოკავს ღრუების განვლადობას.
  • ალერგიული რეაქციები. ალერგენებს შორისაა სოკოვანი ინფექციები.
  • ცხვირის ძგიდის გამრუდება. 
  • სახის ტრავმა. 
  • სხვა სამედიცინო მდგომარეობები: კისტური ფიბროზის გართულება, გასტროეზოფაგიალური რეფლუქსი, აივ/შიდსი და სხვა იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები.
  • სასუნთქი გზების ინფექციები– გაციება, იწვევს ანთებასა და ლორწოს გასქელებას, ლორწოს დინების დაბლოკვას და ბაქტერიის ზრდისათვის კარგი პირობების შექმნას. ინფექცია შესაძლოა იყოს ვირუსული, ბაქტერიული ან სოკოვანი.
  • ალერგიები. 
  • იმუნური სისტემის უჯრედები. ზოგიერთი დაავადების დროს, იმუნური უჯრედები–ეოზინოფილები იწვევენ ღრუების (სინუსების) ანთებას.

 

სიმპტომები:

  • სქელი, ყვითელი ან მომწვანო გამონადენი ცხვირიდან ან ხახიდან
  • ცხვირის ღრუს დაცობა, ცხვირით სუნთქვის გართულება
  • ტკივილი, მტკივნეულობა, შესიება თვალებს გარშემო, ლოყებზე, ცხვირზე ან შუბლზე
  • სუნისა და გემოს აღქმის უნარის დაქვეითება
  • ყურის ტკივილი
  • ზედა ყბისა და კბილების ტკივილი
  • ხველა, რომელიც შესაძლოა გაუარესდეს ღამით
  • ყელის ტკივილი
  • ცუდი სუნი ამოსუნთქვისას (ჰალიტოზი)
  • დაღლილობა ან გაღიზიანებადობა
  • გულისრევის შეგრძნება

 

#datashvil

SheniEkimi.ge

მეცნიერებმა კიბოს უჯრედების გავრცელების ახალ, მოულოდნელ გზას მიაგნეს

კიბოს მკურნალობაში ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა მეტასტაზების შეჩერება. ახალ კვლევაში გამოავლინეს ერთ-ერთი ფუნდამენტური მექანიზმი, რომლითაც მეტასტაზების ორგანიზმში გასვლა ხდება. ახლა, როდესაც ეს მექანიზმი უკვე ვიცით, იქნებ მისი შეჩერებაც შევძლოთ.

ამ ახლად აღმოჩენილი პროცესის გასაღებია GRP78, რომელსაც შაპერონ ცილას უწოდებენ. წარმოადგენს ცილის ტიპს, რომელიც ხელს უწყობს უფრო დიდი ცილების დაკეცვას ან გაშლას, ძირითადად აშენებს (ან ანადგურებს) მათ, რაც შემდეგ, გავლენას ახდენს მათ ბიოლოგიურ აქტივობასა და ფუნქციონირებაზე.

წაიკითხეთ სრულა

მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც ვარჯიშის მსგავსად მოქმედებს

ახალი პრეპარატის თაგვებში ცდისას აღმოჩნდა, რომ ის კუნთებს ისე ასტიმულირებს, რომ ენერგიის დახარჯვას აიძულებს და ამავე დროს, ცხიმის მასას ამცირებს.

ამერიკელ მკვლევართა მიერ შექმნილი ნაერთი მიეკუთვნება პრეპარატთა შეთავაზებულ კლასს, რომელსაც ვარჯიშის მიმბაძველებს უწოდებენ, ჯერ ძირითადად ცხოველებში ტესტავენ და მოხმარებისთვის დამტკიცებული არ არის.

როგორც სახელიც მიუთითებს, სატესტო ნივთიერება განკუთვნილია ვარჯიშის ეფექტის მისაღწევად ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე; ის ააქტიურებს იმ ბიოლოგიურ გზებს, რომლებიც როგორც წესი, ფიზიკური აქტივობისას აქტიურდება. ნამდვილად კარგად ჟღერს, ვერაფერს იტყვი.

წაიკითხეთ სრულა

თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება

თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება. პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს, სოციალური სტატუსის მიუხედავად, 100%-ით დაუფინანსდება.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს 80%-ით უფინანსებდა, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, სრულად, 100%-ით.
მერიამ ეს გადაწყვეტილება გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა და მათი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით მიიღო, რადგან დარჩენილი 20% მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთი იყო. თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამა 2021 წელს დაიწყო და თავდაპირველად ორი სახეობის ძვირადღირებული მედიკამენტი ფინანსდებოდა. 2022 წელს კი, მედიკამენტებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება დაემატა.

პროგრამის მოსარგებლეები 15-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები არიან და ერთი მოქალაქის მედიკამენტების და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, წელიწადში 25 ათას ლარამდე თანხა არის გათვალისწინებული. პროგრამის ბიუჯეტი 2 676 500 ლარს შეადგენს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

ჰემოროიდული დაავადება – მისი ნიშნები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ჰემოროიდული დაავადება, იგივე ბუასილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის ყველაზე ხშირად 45-65 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვითარდება. ამასთან, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ბუასილის შემთხვევები კაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. აღსანიშნავია, რომ ჰემოროიდული დაავადების გართულებები იშვიათად ვლინდება 20 წლამდე ასაკის პაციენტებში, ასაკის მატებასთან ერთად კი მათი განვითარების რისკიც იზრდება.

რა იწვევს ბუასილს? რა ჩივილები ახასიათებს მას და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები? 

წაიკითხეთ სრულა

წელს საყოველთაო დაზღვევის პროგრამაზე სახელმწიფომ 524 მლნ ლარი დახარჯა

ჰოსპიტალური სექტორი - DRG სისტემის მექანიზმის ცვლილები

2023 წლის იანვრიდან დღემდე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, კლინიკების მიერ მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისი, სახელმწიფომ, 524 მილიონი ლარით დააფინანსა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დღევანდელი მონაცემებით, კლინიკების მიმართ სამინისტროს დავალიანება არ აღინიშნება.  „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კლინიკის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სრული ვადა განსაზღვრულია, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან, 73 სამუშაო დღით.   შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული, იანვარ-თებერვლის მონაცემები უკვე დამუშავებულია და კლინიკები მიერ გაწეული ხარჯები სრულად არის დაფარული. ასევე, ავანსის სახით, გაცემულია მარტის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების თანხა“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

#datashvil

SheniEkimi.ge

სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება

ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში 192 პაციენტი მოთავსდა

2024 წლის პირველი იანვრიდან სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდება შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს: უმცროსი ექიმი – თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში – 5 ლარი) დარიცხული; ექთნის თანაშემწე – თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში – 3,5 ლარი) დარიცხული; ბებიაქალი – თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში – 4,4 ლარი) დარიცხული; სანიტარი – თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში – 3 ლარი ) დარიცხული.

ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა 6000-მდე პირს შეეხება და შედეგად, მინიმალური ხელფასის დაწესების რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში ჩართულ ყველა სამედიცინო პერსონალზე აისახება.

უწყებაში აცხადებენ, რომ რეფორმის პირველ ეტაპზე, 2023 წლიდან, წარმატებით დაინერგა მინიმალური ანაზღაურება ექიმებისა და ექთნებისთვის, შედეგად, 15 000-მდე პირს გაუუმჯობესდა სამუშაო პირობები.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. პროცესს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.

.#datashvil

SheniEkimi.ge

როგორ აისახება მოციმციმე არითმია ადამიანის შემეცნების უნარზე?

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

თემა: სამედიცინო სიახლე – როგორ აისახება მოციმციმე არითმია ადამიანის შემეცნების უნარზე?
მარი მალაზონიამ ისაუბრა, როგორ აისახება მოციმციმე არითმია ადამიანის შემეცნების უნარზე:

„ამერიკის კარტიოლოგთა კოლეგიის ჟურნალში გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, სადაც ძალიან მასშტაბურად არის აღწერილი არა უბრალოდ გულის დაავადებების შესაებ ინფორმაცია, არამედ მისი გავლენა ზოგიერთ სხვა მოვლენაზე.

კერძოდ, ბრიტანელი კოლეგების მიერ შეფასდა 4,3 მილიონი ადამიანის ავადმყოფობის ისტორია. ამის საშუალება მათ მისცა ელექტრონულმა ავადმყოფობის ისტორიებმა და აქედან გამოყვეს 233 833 ადამიანი, რომელთაც დადგენილი ჰქონდათ მოციმციმე არითმია.

სწორედ ამ ჯგუფის ადამიანებში შეისწავლეს, როგორი იყო კოგნიტური უნარები, ანუ როგორ აისახებოდა მოციმციმე არითმია ადამიანმების შემეცნების უნარზე.

აღმოჩნდა, რომ პარალელებისთვის მეცნიერებს დაჭირდათ მოციმციმე არითმიის დიაგნოზის მქონე ადამიანების დაწყვილება განხილვისთვის, ასაკობრივი, გენდერული ნიშნით იმ ადამიანებთან, რომელთაც ასეთი დიაგნოზი არ ქონდათ და შედარეს, როგორ ვითარდება მოვლენები, როგორ იცვლება ადამიანის შემეცნების უნარი. მივიდნენ დასკვნამდე, რომ მხოლოდ  მოციმციმე არითმიის დამსახურებით, ცხადია სხვა გამომწვევ ფაქტორებთან ერთად მოციმციმე არითმიას 45% შეუძლია გაზარდოს შემეცნების დაქვეითების, ანუ კოგნიტური უნარების დაქვეითების რისკი ადამიანებში. 

მათ გამოყვეს ადამიანები, რომელთაც უტარდებათ, მაგალითად საგულო გლუკოზიდებით მკურნალობა, ასეთ შემთხვევაში შემეცნების დაქვეითების რისკი მკვეთრად დაბალია, ან უტარდებათ შედედების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობა და ასეთ შემთხვევაშიც შემეცნების უნარი მაქსიმალურად შენარჩუნებულია.

ეს ინფორმაცია ნიშნავს იმას, რომ ასეთი რისკი არსებობს, გულის პრობლემებს შეუძლია გამოიწვიოს სხვა სისტემებში პრობლემები, ამ შემთხვევაში გულის რიტმის მუშაობის დარღვევა, მოციმციმე არითმიას შეუძლია ადამიანის შემეცნების უნარიც კი დააქვეითოს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ გულის პრობლემები იქნება დროულად აღმოჩენილი და დროულად უმკურნალებენ, გაცილებიოთ ნაკლები რისკები გვექნება თავად გულის და სხვა სისტემებისთვის…“

 

 

#datashvil

SheniEkimi.ge

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights