პარასკევი, მაისი 8, 2026

შესაძლებელია, წინასწარ განისაზღვროს გულის შეტევის რისკი…

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილის წამყვანი მიზეზია. ყოველწლიურად 17,9 მილიონი ადამიანი იღუპება.მათი ერთი მესამედი 70 წლამდე ადამიანებში ვლინდება.

შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია სასიკვდილო ინფარქტი 10 წლით ადრე იწინასწარმეტყველოს.

ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს შეუძლია მიუთითოს გულის შეტევის რისკი, ასევე ინფორმაცია არტერიების შევიწროების და სხვა კლინიკური რისკ-ფაქტორების შესახებ, განმარტეს მკვლევარებმა პრესრელიზში.

მეცნიერებმა 40 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები გამოიკვლიეს, რომლებსაც ბრიტანეთის რვა სხვადასხვა საავადმყოფოში რუტინული CT სკანირება ჩაუტარდათ. მკვლევრები მათ დაახლოებით 2,7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

„ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება გულის შეტევით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი, რათა წარიმართოს პაციენტის მკურნალობა. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ტექნოლოგია ყოველწლიურად ათასობით ადამიანის გადარჩენაში დაგვეხმარება, რომლებიც სხვაგვარად მკურნალობის გარეშე დარჩებოდნენ” – განაცხადა ბრიტანეთის გულის ფონდის სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა სერ ნილეშ სამანმა.

„გუნდმა გამოიყენა ხელოვნური ინტელექტის ახალი ინსტრუმენტი, რომელიც აანალიზებდა ანთებითი არტერიების ირგვლივ ცხიმის ცვლილებებს და სხვა კლინიკურ ფაქტორებს – აყალიბებს გულის შეტევის სიგნალებს.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს AI ინსტრუმენტი მალე დაინერგება NHS-ში, რაც ხელს შეუწყობს, დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად გულის შეტევით ათასობით სიკვდილის თავიდან აცილებას“, – თქვა ოქსფორდის პროფესორმა, ხარალამბოს ანტონიადესმა.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

კვება ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის – ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტები

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

​ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ პროდუქტებზე ისაუბრა::

„თავის ტვინის ჯანმრთელობაზე შეიძლება კვების ჭრილშიც ვისაუბროთ. ბავშვის ტვინის ჯანმრთელობის გააზრების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მწყობრად დალაგებული საკვები ჯგუფები და ნივთიერებები. რასაკვირველია, ამ ჩამონათვალში ცილა არის პირველი. წარმოუდგენელია ტვინის ფუნქცია ცილის მონაწილეობის გარეშე. ნახშირწყალი, როგორც წესი არის ხოლმე გალანძღული. რამის უარყოფა თუ უნდა მოხდეს საკვები ნივთიერებებიდან, უარყოფენ ხოლმე ნახშირწყალს. ნახშირწყალი მთავარი საწვავია. უბრალოდ არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელი ნახშირწყალი უნდა იყოს უპირატესად ბავშვის რაციონში. კვებაში ცხიმების, განსაკუთრებით ომეგა-3-ის და ცხიმოვან ცვლაში მონაწილე ისეთი კომპონენტის ჩართულობა, როგორიც არის ქოლინი უმნიშვნელოვანესია თავის ტვინისთვის.

A ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, C და D ვიტამინები, რკინა, თუთია, სპილენძი, იოდი და სელენი, – რატომ არის ეს ყველაფერი ასე მნიშვნელოვანი? 2019 წელს გამოქვეყნდა მეტაანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ ბავშვის თავის ტვინის ფუნქციაზე ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც მივაწოდებთ. განსაკუთრებით ნაჯერი ცხიმები, ცხოველური წარმოშობის ცხიმები, ტექნოლოგიურად მიღებული ცხიმები და ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები, შაქრები, შეიძლება გახდეს ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის წინაპირობა.

წყალთან ერთად ბავშვის ტვინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტების ათეულს დავასახელებ. ეს არის კვერცხი, პარკოსნები, თხილეული, მარცვლეული-ბურღულეული, ხილ-ბოსტნეული, თევზი, ნაკლებადცხიმიანი წითელი ხორცი, კაკაო, შოკოლადი (3 წლის შემდეგ), ფერმენტირებული რძის პროდუქტი (მაწონი, იოგურტი). ეს 10 ძირითადი პროდუქტი ბავშვის კვების ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს გათვალისწინებული“.

ცილა, რო­მელ­საც კი­ბოს უჯრე­დე­ბის მოკ­ვლა შე­უძ­ლია – კი­ბოს უჯრე­დე­ბის თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის გზას მი­აგ­ნეს

კალიფორნიის საკრამენტოში მდებარე UC Davis ყოვლისმომცველი კიბოს ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს ცილა CD95 რეცეპტორზე, რომელსაც შეუძლია კიბოს უჯრედების სიკვდილის “პროგრამირება”, როგორც ეს დეტალურადაა აღწერილი გასულ თვეში ჟურნალში Cell Death & Differentiation გამოქვეყნებულ კვლევაში.

კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მდე­ბა­რე კი­ბოს ცენ­ტრის მეც­ნი­ე­რებ­მა CD95-ის რე­ცეპ­ტორ­ში ცილა იპო­ვეს, რო­მელ­საც კი­ბოს უჯრე­დე­ბის მოკ­ვლა შე­უძ­ლია. CD95 დიდი ხა­ნია გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც “სიკ­ვდი­ლის რე­ცეპ­ტო­რი”, რად­გან მათ ისე­თი სიგ­ნა­ლის გაგ­ზავ­ნა შე­უძ­ლი­ათ, რო­მე­ლიც კი­ბოს უჯრე­დე­ბის “თვით­გა­ნად­გუ­რე­ბას” იწ­ვევს.

„წინა მცდელობები ამ რეცეპტორის მიმართ წარუმატებელი იყო. მაგრამ ახლა, როდესაც ჩვენ დავადგინეთ ეს ეპიტოპი (სამიზნე), შეიძლება იყოს თერაპიული გზა სიმსივნეებში Fas-ის მიზანმიმართულობისკენ“, – ამბობს ჯოგენდერ ტუშირ-სინგი, სამედიცინო მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და კვლევის უფროსი ავტორი. 

ჯო­გენ­დერ ტუ­შირ სინ­გჰი იმე­დოვ­ნებს, რომ ეს სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბა­ში გა­დამ­წყვეტ ნა­ბი­ჯად იქ­ცე­ვა.

“ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ თე­რა­პი­ას, სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის მოკ­ვლას­თან ერ­თად, იმუ­ნო­თე­რა­პი­ის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რდაც შე­ეძ­ლე­ბა. ეს სიმ­სივ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ორ­მა­გი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა”, – ნათ­ქვა­მია მკვლე­ვარ­თა გან­ცხა­დე­ბა­ში

ექ­სპერ­ტე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ კი­ბოს სა­მო­მავ­ლო მე­დი­კა­მენ­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ გა­აძ­ლი­ე­რონ CD95-ის რე­ცეპ­ტო­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბა, რათა სიმ­სივ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლი ახა­ლი ია­რა­ღი შე­იქ­მნას, რომ­ლებ­საც ის­ტო­რი­უ­ლად ქი­რურ­გი­ით, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ით და რა­დი­ა­ცი­ით მკურ­ნა­ლობ­დნენ. მკვლე­ვა­რებს ახლა შე­უძ­ლი­ათ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი­დან ადა­მი­ა­ნის სიმ­სივ­ნის ნი­მუ­შე­ბი შე­აგ­რო­ვონ, რომ ამ აღ­მო­ჩე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ახა­ლი ანა­ლი­ზი ჩა­ა­ტა­რონ.

წყა­რო: nypost

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

ქალი, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, ორივეთი ორსულად არის — 50 მილიონში ერთი შემთხვევა

32 წლის ამერიკელი ქალი, რომელიც ორი საშვილოსნოთი დაიბადა, ახლა ორივეთი ორსულად არის.

კელესი ჰეტჩერი საკუთარ ამბებს მისსავე Instagram ანგარიშზე, სახელად doubleuhatchlings უზიარებს საზოგადოებას. 17 წლის იყო, როდესაც შეიტყო, რომ საშვილოსნოს დიდელფიზი (uterus didelphys) ჰქონდა — იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც, ადამიანს ორმაგი საშვილოსნო აქვს. სტატისტიკურად, ასეთი რამ ქალების 0,3 პროცენტში გვხვდება.

მაისში, ორსულობის მერვე კვირაზე, ულტრაბგერაზე ვიზიტისას, სამი შვილის დედამ შეიტყო, რომ ის არა მხოლოდ ტყუპებს ელოდებოდა, არამედ უფრო მეტიც — ნაყოფი ორივე საშვილოსნოში იყო წარმოდგენილი.

წაიკითხეთ სრულა

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

„პროცედურა, რომელიც ხვალიდან დაიწყება, მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს“- ივანე ჩხაიძე

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ საქართველოში შემოვიდა.

იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემა განაცხადა, რომ აქონდროპლაზიისმედიკამენტი მიიღეს  იაშვილის კლინიკაში და დაიწყება მისი გამოყენება.

მისი თქმით, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის დასაწყებად კლინიკა სპეციალურად მოემზადა. სამედიცინო პერსონალის ტრენირების გარდა, სხვადასხვა სახის კვლევა ჩაუტარდათ ბავშვებს, რათა პრეპარატის გამოყენება მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.

„ძალიან საპასუხისმგებლოა. პერსონალის ტრენირება, თავად ბავშვების მომზადება, მათი სრული გამოკვლევა, რაზეც გარკვეული დრო დაიხარჯა. ყველა ბავშვთან დაგვჭირდა ენდოკრინოლოგის, პედიატრის, ნევროლოგის, ნეიროქირურგის, ტრავმატოლოგის კონსულტაცია, სხვადასხვა ლაბორატორიული და ინსტრმენტული კვლევის ჩატარება. პრეპარატის გამოყენება მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა ყოფილიყო ბავშვებისთვის. პროცედურა მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ტარდება საავადმყოფოში ინექცია, ამიტომ გვჭირდება ინექციის გაკეთებიდან ერთსაათიანი მეთვალყურეობა, რათა გვერდითი მოვლენების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაბამისი ჩარევა დროულად განხორციელდეს. ყველაზე სერიოზული მოვლენა, რასაც მედიკამენტის მწარმოებელი აფიქსირებს, არის წნევის ვარდნა. შესაძლებელია სტანდარტული გვერდითი მოვლენა, რაც თან ახლავს ინექციას – მტკივნეულობა, შეშუპება, სიწითლე ინექციის ადგილზე. ინექციიდან ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება ბავშვების მეთვალყურეობა, ყველა შემდეგი ბავშვის შემთხვევაში სტანდარტული წესი შენარჩუნდება. „ვოსორიტიდი“ ახალი პრეპარატია, მისი გამოყენების გამოცდილება მსოფლიოში არავის ჰქონდა, ამიტომ ფრთხილად ვართ.

პერსონალის მომზადება უშუალოდ მწარმოებელმა კომპანიამ განახორციელა. ვფიქრობთ, ხვალინდელი დღე იქნება უსაფრთხო. ნებისმიერი ინექციის, პერაპარატის შემთხვევაში არსებობს ალბათობა ძლიერი ალერგიული რეაქციის, ანაფილაქსიური რეაქციის, რასაც ყოველთვის ვითვალისწინებთ და ასეთი შემთხვევებისთვის ყველა დაწესებულება მზად უნდა იყოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, მკურნალობის პროცესი დამოკიდებულია იმ შედეგზე, რასაც ერთწლიანი კურსი აჩვენებს.

„საუბარია, პირველ რიგში, ერთწლიან კურსზე, ვინაიდან მწარმოებელი აფიქსირებს, რომ ერთი წლის განმავლობაში სიმაღლეში ზრდა 1,59 სანტიმეტრზე ნაკლები თუ იქნება, მაშინ ამ პრეპარატის გამოყენების გაგრძელებას აზრი არ აქვს. ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს. დასახელებულ ციფრზე მაღალი ზრდა თუ იქნება, რა თქმა უნდა, პრეპარატის გაგრძელება ასაკის მიხედვით იქნება გათვალისწინებული.

თუ ვნახეთ, რომ პირველი დღეებისა და კვირების განმავლობაში გვერდითი მოვლენების რაოდენობა მინიმალურია და სამედიცინო ჩარევა არ დაგვჭირდა, მაშინ, შესაძლოა, ვადა შემცირდეს, მაგრამ ამის განსაზღვრას დრო სჭირდება. ალბათ ერთთვიანი დაკვირვების შემდეგ უკვე გვექნება შესაძლებლობა, მთლინად შევაფასოთ, რამდენად უსაფრთხო იყო პრეპარატი და რა სახის გვერდითი მოვლენა განვითარდა ამ ოთხი ბავშვის შემთხვევაში“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ საქართველოში შემოვიდა.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

ალერგიული დერმატიტი

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი – გარკვეულ ალერგენზე განვითარებული კანის ალერგიის ფორმაა, რომელიც ჰგავს ატოპიურ დერმატიტს, მაგრამ უპირატესად გამოიხატება ალერგენთან კონტაქტის ადგილას.

ალერგიული კონტაქტური დერმატიტის დიაგნოზი ისმება ალერგიული სინჯების მეშვეობით. 

ალერგიული დერმატიტის მიზეზების დადგენა მარტივი არ არის, რამდენადაც დაავადების გამოვლენა ხდება გამაღიზიანებელთან კონტაქტიდან რამოდენიმე დღის შემდეგ. დაავადების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს მედიკამენტებმა; საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებებმაჰაერში გავცელებულმა ნივთიერებებმა, ნატურალურმა ან ხელოვნურმა პოლიმერებმა და ა.შ.

ქალებს ალერგიული დერმატიტი ხშირად ჩნდება სახეზე. მიზეზი ამის არის უხარისხო კოსმეტიკა. წამწამების ასაპრეხი საშუალება შეიძლება ქუთუთოების დერმატიტის გაჩენის მიზეზი გახდეს. ხელისა და ფეხის დერმატიტი შეიძლება გამოიწვიოს საპონმა და სხვა მოვლის საშულებამ.

სიმპტომი და მიმდინარეობა

ალერგენთან კონტაქტის ადგილას ჩნდება სიწითლე, შეშუპება, პაპულები და მიკროვეზიკულები. მათი ნაწილი იფარება სისველის გაჩენასთან ერთად. ალერგენის განმეორებითი მოქმედებისას შესაძლოა დერმატიტი ტრანსფორმირდეს ეკზემად.

დიაგნოსტიკა

მდგომარეობისთვის თავის დაღწევის საუკეთესო გზა ალერგენის პოვნაა, რაც შესაძლებელია, ერთი მხრივ, ანამნეზისა და კლინიკური სურათის, მეორე მხრივ კი კანის აპლიკაციური ალერგიული ტესტის დახმარებით.  ტესტი საშუალებას იძლევა, პაციენტი 20-30 სახის ნივთიერებაზე ერთდროულად გამოიკვლიონ. აპლიკანტის მოშორების შემდეგ ექიმი აფასებს კანზე მომხდარ ცვლილებებს და დიაგნოზს სვამს.

მკურნალობა

მკურნალობა ექიმმა დერმატოლოგმა უნდა დანიშნოს გამოკვლევის საფუძველზე. გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი მოქმედების პრეპარატები.

თუ გამომწვევი დროულად არ მოვიშორეთ, დაავადება შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს.

თუ გამოვლენილი გამღიზიანებლისთვის თავის არიდება შეუძლებელია, საჭიროა მისგან თავის ზედმიწევნით დაცვა შესაბამისი სამოსითა და ხელთათმანებით.

მკურნალობაში დიდ როლს ასრულებს კანის თვითმოვლა და მისი აღმდგენი საშუალებების გამოყენება.

გახსოვდეთ: არ მოიქავოთ გაღიზიანებული კანი და უფრო მეტად არ გაართულოთ სიტუაცია.

აუცილებელია კონტაქტის გამორიცხვა მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გამღიზიანებელთან. კონტაქტი წყალთან, რომელიც აშრობს კანს და იწვევს ნახეთქების გაჩენას, მინიმუმამდე უნდა იქნას შემცირებული. სასურველია კანის დამატენიანებელი პროცედურების ჩატარება, მტევნები დავიცვათ ხელთათმანებით. სისტემური სტეროიდები უნდა გამოვიყენოთ უკიდურესად იშვიათად, კომპრესები – ვეზიკულების ჩართვისას. დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას მკურნალობის ძირითადი საშუალებებია ადგილობრივად გამოსაყენებელი კორტიკოსტეროიდები და დამატენიანებლები.

დერმატიტის პრევენცია, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს მაპროვოცირებელი ფაქტორების მოშორებას, იქნება ეს საკვები ალერგენები თუ საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები. მეტად მნიშვნელოვანია ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა, კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოწესრიგება. მაპროვოცირებელ ფაქტორად შესაძლოა სტრესიც განვიხილოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ სტრესულ სიტუაციებსაც. დაავადების საწყის ეტაპზე კომბინირებული მკურნალობის გამოყენება მნიშვნელოვანია გართულებების თავიდან აცილებისათვის.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

რა სიტყვები უნდა იცოდეს 2 წლის ბავშვმა?

ტყვიის ინტოქსიკაცია

ბევრ მშობელს აინტერესებს, რამდენი სიტყვა უნდა იცოდეს მათმა 2 წლის ბავშვმა.

ჩვეულებრივ ითვლება, რომ ბავშვებმა უნდა გამოიყენონ მინიმუმ 50 სიტყვა 2 წლის ასაკში.

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

კვლევის თანახმად, როცა ბავშვი 2 წლის ხდება, მან უნდა იცოდეს გარკვეული სიტყვები.

25 სიტყვა, რომელიც 2 წლის ბავშვის ლექსიკონში უნდა იყოს:

1. წავიდა

2. ბავშვი

3. ბურთი

4. ბანანი

5. დაბანა

6. ნახვამდის

7. წიგნი

8. მანქანა

9. კატა

10. ჭამა

11. მამა

12. ძაღლი

13. თვალი

14. ქუდი

15. გამარჯობა

16. ცხელი

17. წვენი

18. რძე

19. დედა

20. მეტი, ან კიდევ

21. არა

22. ცხვირი

23. თავი

24. მადლობა

25. დიახ

განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ჩამონათვალში მოცემული სიტყვები,  ისინი ძირითადი სიტყვებია, რომლებსაც პატარები იყენებენ საუბრისას თავიანთ სამყაროსთან ურთიერთობისას.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოში შემოვიდა

ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ საქართველოში შემოვიდა.

ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს.

ინფორმაცია იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემაც დაგვიდასტურა.

მისი თქმით, აქონდროპლაზიის მედიკამენტი ნამდვილად მიიღეს უკვე იაშვილის კლინიკაში და დაიწყება მისი გამოყენება.

„ძალიან გახარებული ვართ. ამდენი წლის ოცნება ასრულდა, ბრძოლამ შედეგი გამოიღო. ხვალ ჩემი შვილი პირველი ბავშვი იქნება საქართველოში, ვინც ამ მედიკამენტს გაიკეთებს, შემდეგ – დანარჩენი სამი ბავშვი. ხვალ სულ მკურნალობას დაიწყებს ოთხი ბავშვი. 2024 წელს მედიკამენტს მიიღებს ყველა ბავშვი, ვისაც ასაკობრივად ეკუთვნის და ვისაც ესაჭიროება. ნებისმიერ მედიკამენტს შეიძლება ჰქონდეს გვერდით მოვლენა, ამისთვის მზად ვართ. ჩართულია იაშვილის ექიმების ჯგუფი. ჩვენ ყოველდღიური საუბარი გვაქვს. გვქონდა ონლაინჩართვა,  დროსაც ექიმებმა გვითხრეს, რომ რისკჯგუფები გათვალისწინებულია, მომზადებულია ყველა ექიმი, ექთანი“, –  განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, ქეთი ბეგიაშვილმა.

„თან ვიცინი, თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ, ზეგამდე რომ არ გითხრათ. რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ. დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ჯანდაცვის სამინისტროს. წამალი დაიდო! “, – წერს აქონდროპლაზიის  მქონე ბავშვის მშობელი მაუკნა გოჩიაშვილი.  ის ერთ-ერთია იმ მშობელთაგან, რომლებიც თვეების განმავლობაში მართავდნენ აქციებს და აქოდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანას სთხოვდნენ ხელისუფლებას.

სახელმწიფოს მიერ მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შესყიდვას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლების რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციები უძღოდა წინ. პროტესტის კვალდაკვალ სახელმწიფომ გაატარა არაერთი ცვლილება – აქონდროპლაზია შეიტანა იშვიათი დაავადებების სიაში, ხოლო პაციენტებს შშმ პირის სტატუსი განუსაზღვრა.

ჯანდაცვის სამინისტრომ აქონდროპლაზიის დაავადების მართვის ეროვნული პროტოკოლი შეიმუშავა და მართვის ერთ-ერთ საშუალებად მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ გაწერა.

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მეხსიერებისა და დასწავლის პრობლემები ბავშვებში

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

თემა: მეხსიერებისა და დასწავლის პრობლემები ბავშვებში

საუბრობს ბავშვთა ნევროლოგი, თსსუ პროფესორი სოფო ბახტაძე:

„მუცლად ყოფნის პერიოდში ყალიბდება ის სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერების ჩამოყალიბებაზე. 

პირობითად, მიზეზი, რის გამოც შეიძლება მეხსიერებისა და დასწავლის უნარის დარღვევები განვითარდეს ბავშვებში, შეგვიძლია, ორ ჯგუფად დავყოთ:

პირველი, – ეს არის თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანებით განპირობებული სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადევებები. მაგალითად, საფეთქლის წილის ეპილეფსიების დროს, რომელიც ლოკალური ეპილეფსიის ყველაზე ხშირ სახეს წარმოადგენს.

ცხადია, ასაკის მატებასთან ერთად კოგნიტური განვითარებაც იმატებს, ბავშვის ინტელექტის მოცულობა მატულობს და შემოდის მეხსიერების ახალი სახე, – მუშა მეხსიერების ახალი ქვეტიპი, – ცენტრალური აღმასრულებელი მეხსიერება.

არსებობს სპეციალური ტესტი, ენ უკუსვლის სმენითი და  ენ უკუსვლის მხედველობითი.

თუ მანამდე ბავშვს მიაწვდით დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვს რიცხვის დიაპაზონის ტესტს. მიაწვდით სამ რიცხვს შემთხვევითად და ეტყვით, რომ დაიმახსოვროს ეს სამი რიცხვი, შემდეგ ამ სამ რიცხვს კიდევ დაუმატებთ სამ რიცხვს და გახდება ექვსი ციფრი და შემდეგ კიდევ ორს. ბავშვი ამ რვა ციფრს იმახსოვრებს, შედეგ კი ეუბნებით, რომ წამოვიდეს უკუსვლით. როდესაც უკუსვლით დაითვლის, ეს ნიშნავს იმას, რომ მის ინკოგნიტურ განვითარებაში შემოდის მუშა მეხსიერების ახალის სახეობა, – ცენტრალური აღმასრულებელი მეხსიერების, ენ უკუსვლის სმენითი მეხსიერება, რომელიც კოგნიტური განვითარების კიდევ ახალ ეტაპს წარმოადგენს.

ენ უკუსვლის მხედველობითი მეხსიერება სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებში მისი გამარტივებული ფორმა გახლავთ სიტყვების დიაპაზონის ტესტი 5-7 წლის ასაკის ბავშვებში:

მიეცით ორი წინადადება, ერთი სწორი, მართებული დებულებით, მეორე კი მცდარი დებულებით, მაგალითად სექტემბერი გაზაფხულის თვეა ან სწავლა ყოველთვის უწყება ზაფხულში, ან სწავლა იწყენა სექტემბერში. არ ეუბნებით, რომელია მართალი ან მცდარი.

აძლევთ დავალებას, – დაიმახსოვროს და ორივე წინადადების ბოლო სიტყვა გითხართ, როდესაც სთხოვთ. ეს გახლავთ სიტყვის დიაპაზონის ტესტი.

9-10 წლის ასაკში თანდათან შემოდის მუშა მეხსიერების ახალი მოდალობა. ეს გახლავთ ენ უკუსვლის რიცხვითან ერთად ენ უკუსვლის სიტყვითი ტესტი, რომელიც კომპიუტიზირებულია, როდესაც ბავშვს მხედველობით გამაღიზიანებელს აწვდიან. სპეციალური რობოტია მოწყობილობაა ეკრანზე გამოსახული, რომელსაც აქვს ღილაკი და ამ ღილაკით ის თამაშობს ჭადრაკის დაფებით. ეძლევა დავალება, რომ ყოველი მომდევნო დაფა არის თუ არა წინამორბედი დაფის მსგავსი, შავი და თეთრი კუბებით შედგება დაფა. ბავშვმა ღილაკის საშუალებით უნდა მიანიშნოს მცდარია ან წინა დაფის მსგავსია…

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ნევროლოგის ან ფსიქოლოგის საკუთარ ინტერპრეტაციაზე დაფუძნებული. ეს არის ობიექტური შეფასება…“

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

„ეს სამი რამ აუცილებლად სჭირდება ყველა ორსულს…“

​მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ ოჯახის დაგეგმვისა და ორსულობის მართვის საკითხებზე ისაუბრა და წყვილებს ურჩია ორსულობის დაგეგმვას მეტი ყურადღება დაუთმონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის დაგეგმვა. ჩვენთან 85% არის სპონტანური ორსულობა. სანამ დაფეხმძიმდება ქალბატონი, მან თუ ჩაიტარა აუცილებელი კვლევები, ინფექციური ფონის გამოკვლევა, ნაყოფიც ჯანსაღი იქნება. თუ ქალისა და კაცის ორგანიზმის შემოწმება არ მოხდა დაფეხმძიმებამდე, ხშირ შემთხვევაში მიდვივართ არასასიამოვნო შედეგებამდე. შეწყვეტილი ორსულობების 80% ინფექციური პათოლოგიის ბრალია, რომელიც თავისუფლად შეიძლება ნამკურნალები იქნას ორსულობამდე.

 წაიკითხეთ სრულად

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights