შაბათი, მაისი 9, 2026

რა არის ანემია, როგორ ვუმკურნალოთ მას, მისი გამომწვევი მიზეზები…

ანემია სხვადასხვა ფაქტორების გამო შეიძლება განვითარდეს

ანემია არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი განიცდის ჯანმრთელი სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების ან ჰემოგლობინის ნაკლებობას, რა დროსაც სისხლის ჟანგბადმატრანსპორტირებელი ფუნქცია ირღვევა. ანემიას თან ახლავს სისუსტე და დაღლილობა.

ანე­მია მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და მჭიდ­რო კავ­შირ­შია ორ­გა­ნიზ­მის მნიშ­ვნე­ლო­ვან ფუნ­ქცი­ებ­თან, მათ შო­რის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას­თან. რკი­ნის დე­ფი­ცი­ტის უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბამ, შე­იძ­ლე­ბა მრა­ვა­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­უქ­მნას ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას.

ანემიის მრავალი ფორმა არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს. ანემია შეიძლება იყოს დროებითი ან დროში გახანგრძლივებული, ასევე, იგი შეიძლება ვარირებდეს მსუბუქიდან მძიმე ფორმებამდე. ანემიაზე ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რამეთუ იგი შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნებდეს.

ანემიის მკურნალობაც მისი ფორმისა და სიმძიმის გათვალისწინებით, შეიძლება ვარირებდეს პრეპარატის მიღებიდან გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებამდე. ზოგიერთი ტიპის ანემიის პრევენცია შესაძლებელია ჯანსაღი და სრულფასოანი კვებით.

ტიპები
  • აპლაზიური ანემია
  • რკინადეფიციტური ანემია
  • ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია
  • თალასემია
  • ვიტამინდეფიციტური ანემია
სიმპტომები

ანემიის სიმპტომები ვარირებს მისი გამომწვევი მიზეზის მიხედვით. თუ ანემია ქრონიკული დაავადების მიერაა გამოწვეული, დაავადებამ შესაძლოა შენიღბოს მისი სიმპტომები, ამ დროს, ანემია შემთხვევით გამოვლინდება ხოლმე სისხლის გამოკვლევისას სხვა დაავადების დროს.

ზოგჯერ ანემია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომები მოიცავს:

  • დაღლილობა
  • სისუსტე
  • ფერმკრთალი ან მოყვითალო ფერის კანი
  • არარეგულარული გულისცემა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • თავბრუსხვევა
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • ცივი ხელები და ფეხები
  • თავისტკივილი

განსაზღვრულ ეტაპამდე დაავადება შეუმჩნევლად მიმდინარეობს და მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზით ვლინდება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი პერიოდულად სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება.სისხლი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ცირკულირებს, პლაზმისა და სამი ტიპის უჯრედებისგან შედგება. ეს უჯრედებია ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები.

თავდაპირველად, მსუბუქად გამოხატული ანემიის დროს, სიმპტომები შეუმჩნეველი რჩება, ხოლო დროთა განმავლობაში, როცა ანემია მძიმდება, სიმპტომებიც უარესდება.

ანემია ორსულებში

ანემია საფრთხეს უქმნის, როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას. გამომდინარე იქიდან, რომ ნაყოფი დედისაგან იღებს ისეთ მინერალებს, როგორებიცაა: რკინა, ფოლიუმის მჟავა თუ სხვა ვიტამინები, სრულიად შესაძლებელია, რომ ორგანიზმმა გაორმაგებულ ხარჯვას ვეღარ გაუძლოს და ვიტამინების დეფიციტის ხარჯზე ანემია განვითარდეს. 

რკინადეფიციტური ანემია ორსულებში ყველაზე გავრცელებულია. ორსულობის დროს ნაყოფი ზრდისა და განვითარებისათვის მშობლის სისხლის წითელ უჯრედებს იყენებს, ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიურდება ბოლო 3 თვის განმავლობაში. ქალები, რომლებსაც ორგანიზმში რკინის საკმარისი შემცველობა არ აქვთ, დიდი შანსია, რომ რკინადეფიციტური ანემიით დაავადდნენ.

სათანადო რეაგირების გარეშე, ანემიამ შესაძლოა ორსული კრიტიკულ მდგომარეობამდეც კი მიიყვანოს. აღსანიშნავია, რომ ორსულობის პერიოდში ნაყოფი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის, რაც სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობისა და ჟანგბადის ტრანსპორტირების შეფერხებითაა გამოწვეული. ამასთანავე, ანემიამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა:

  •  ახალშობილის მცირე წონა;
  • ნაადრევი მშობიარობა;
  • მშობიარობის დროს სისხლის გადასხმის საჭიროების მაღალი რისკი;
  • რძის შემცირება;
  • რკინის დეფიციტი ახალშობილში;
  • პოსტსამშობიარო დეპრესია. 

თუკი ორსულობის დროს ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს უჩივით, მაშინ მიმართეთ ექიმს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზურ მკურნალობასა და შესაბამის კვებით რაციონს დანიშნავს. მართალია, ანემიის დროს ძუძუთი კვება უსაფრთხოა, თუმცა დაავადებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს რძის რაოდენობა. 

ანემია ბავშვებში

ანემია, განსაკუთრებით კი რკინის დეფიციტით გამოწვეული, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ბავშვებსა და მოზარდებში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ასაკში სხეულის სწრაფი ზრდაა, რა დროსაც ორგანიზმი მეტ რკინას მოიხმარს და მის ანაზღაურებას ზოგჯერ დროულად ვერ უზრუნველყოფს.

არც B12-ს დეფიციტითა და ფოლიუმის მჟავას ნაკლებობით გამოწვეული ანემიაა უცხო ბავშვებისთვის, რასაც ხშირად საჭირო საკვები ნივთიერებების არასაკმარისი რაოდენობით მიღება უწყობს ხელს. შესაძლოა, ამ ტიპის ანემიები ქრონიკულმა და ავტოიმუნურმა დაავადებებმაც გამოიწვიოს.

როგორ ვუმკურნალოთ ანემიას

მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ანემიასთან გვაქვს საქმე. ანემიის ყველაზე გავრცელებული ფორმის – რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა, ძირითადად მედიკამენტების საშუალებით ხდება. მკურნალობის პერიოდი დამოკიდებულია ანემიის სიმძიმეზე, შესაბამისად აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს, რათა თავიდან აირიდოთ შემდგომი გართულებები და მკურნალობის გახანგრძლივება.

თავდაპირველად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ანემიის მკურნალობის გზები შესაძლოა განსხვავდებოდეს გამომწვევი მიზეზებისა და მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ექიმთან ვიზიტს, დიაგნოსტიკასა და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვას. თუმცა,  გიზიარებთ ანემიის მკურნალობის რამდენიმე გავრცელებულ მიდგომას:

იმ შემთხვევაში, თუ ანემია ისეთი ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობითაა გამოწვეული, როგორიცაა რკინა, ვიტამინი B12 ან ფოლიუმის მჟავა,  მაშინ მნიშვნელოვანია, რომ  თქვენს რაციონში აღნიშნული ნუტრიენტებით მდიდარი საკვები შეიტანოთ.  ამასთანავე, სპეციალისტთან ვიზიტის შედეგად შესაძლოა დაინიშნოს სპეციალური მედიკამენტები, რომლებიც მკურნალობის პროცესს ხელს შეუწყობს.

იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა მძიმეა, შესაძლოა სისხლის გადასხმაც კი გახდეს საჭირო. ეს მეთოდი  სისხლში წითელი უჯრედების სწრაფ გაზრდასა და მთელი ორგანიზმისათვის ჟანგბადის მიწვდას უზრუნველყოფს.

ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული ანემიის მართვისათვის კი შესაძლოა ცხოვრების სტილის შეცვლა მოგიხდეთ.

ანემიის მკურნალობა ხშირ მონიტორინგსა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას მოითხოვს.

შესაძლოა, თვითმკურნალობა სარისკო და არაეფექტური იყოს

დიაგნოზი
  • სისხლის საერთო ანალიზი. სისხლის საერთო ანალიზი წარმოადგენს კვლევის მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასება. მისი საშუალებით, შესაძლებელია გამოვლინდეს დაავადებათა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ანემიას, ინფექციებს, ლეიკემიებსა და ა.შ. სისხლის საერთო ანალიზით ისაზღვრება სისხლის მრავალი კომპონენტი. ესენია:
  • სისხლის წითელი უჯრედები, რომლებსაც ჟანგბადი გადააქვთ
  • სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც ებრძვიან უცხო აგენტებს
  • ჰემოგლობინი, რომელიც წარმოადგენს სისხლის წითელ უჯრედებში არსებულ ჟანგბადდამაკავშირებელ ცილას
  • ჰემატოკრიტი, რომელიც წარმოადგენს სისხლის ფორმიანი ელემენტებისა და პლაზმის, ანუ სისხლის თხიერი ნაწილის ფარდობას
  • თრომბოციტები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში

ნემიის დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, ინიშნება დამატებითი კვლევები, რომლის საშუალებითაც, ხდება მიზეზის დადგენა და ინიშნება მკურნალობა. 

მიზეზები
  • ორგანიზმში არ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობით სისხლის წითელი უჯრედები – ერითროციტები
  • სისხლდენები, რომლის შედეგადაც ორგანიზმიდან იკარგება სისხლი იმაზე სწრაფად, ვიდრე ორგანიზმს მისი წარმოქმნა შეუძლია
  • ორგანიზმი ანადგურებს ერითროციტებს

სხვადასხვა ტიპის ანემიას განსხვავებული გამომწვევი მიზეზი აქვს:

  • რკინადეფიციტური ანემია. ანემიის ყველაზე ხშირი ფორმაა. მისი გამომწვევი რკინის ნაკლებობაა. რკინა ორგანიზმს ესაჭიროება ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად. რკინის არასაკმარისი რაოდენობით არსებობისას, ორგანიზმს არ შეუძლია ადექვატური რაოდენობით ჰემოგლობინის წარმოქმნა. რკინის დანამატის სახით მიღების გარეშე, აღნიშნული ტიპის ანემია ხშირად გვხვდება ორსულებში. რკინადეფიციტური ანემიის მიზეზია, აგრეთვე სისხლის დიდი რაოდენობით, ან ხანგრძლივად კარგვა, მაგალითად, ძლიერი მენსტრუალური სისხლდენის შემთხვევაში, წყლულების დროს, სიმსივნური დაავადებების დროს და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების რეგულარული მიღების დროს. აღნიშნულ პრეპარატებს შეუძლიათ, გამოიწვიონ კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება.
  • ვიტამინდეფიციტური ანემია. რკინის გარდა, ორგანიზმს ჯანმრთელი ერითროციტების წარმოქმნისთვის ესაჭიროება ვიტამინი B12 და ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა). ამ და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებებით ღარიბი საკვების მიღება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, იწვევს ერითროციტების რაოდენობის შემცირებას. ზოგჯერ, საკმარისი რაოდენობით ვიტამინი B12-ის მიღების ფონზეც ვითარდება მისი დეფიციტი, რისი მიზეზიც აღნიშნული ვიტამინის შეწოვის დარღვევაა. ამ დროს ვითარდება ვიტამინი B12-ის დეფიციტური ანემია, რომელიც, აგრეთვე, ცნობილია, როგორც პერნიციოზული ანემია.
  • ანთების ფონზე განვითარებული ანემია. ზოგიერთი დაავადება, –  სიმსივნე, აივ/შიდსი, რევმატოიდული ართრიტი, თირკმლის დაავადებები, კრონის დაავადება და სხვა მწვავე თუ ქრონიკული ანთებითი დაავადებები, მოქმედებენ ერითროციტების წარმოქმნაზე და იწვევენ ანემიას.
  • აპლაზიური ანემია. აპლაზიური ანემია იშვიათი, სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმი არ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ერითროციტებს. აპლაზიური ანემიის მიზეზი შეიძლება იყოს: ინფექციები, გარკვეული მედიკამენტები, აუტოიმუნური დაავადებები და ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედება.
  • ანემია, რომელიც ასოცირებულია ძვლის ტვინის დაავადებასთან. დაავადებათა გარკვეული ჯგუფი, როგორიცაა, მაგალითად, ლეიკემია და მიელოფიბროზი, შეიძლება ხასიათდებოდეს ანემიის განვითარებით. ამ შემთხვევაში, ანემიის მიზეზი ერითროციტების არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნაა.
  • ჰემოლიზური ანემიები. ანემიათა ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელია ერითროციტების იმაზე სწრაფად და დიდი რაოდენობით დაშლა, ვიდრე ორგანიზმს შეუძლია მათი წარმოქმნა და ჩანაცვლება. სისხლის ზოგიერთი დაავადების დროს იზრდება ერითროციტების დესტრუქციის ინტენსივობა. ჰემოლიზური ანემია შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან განვითარდეს ცხოვრების შემდგომ პერიოდში.
  • ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია. ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია თანდაყოლილი, გენეტიკური პათოლოგიაა. მისი გამომწვევია მუტაცია, რომლის დროსაც წარმოიქმნება დეფექტური ჰემოგლობინი. არანორმალური ჰემოგლობინი ერითროციტს აძლევს დამახასიათებელ ნამგლისებურ შესახედაობას. ასეთი ფორმის მქონე ერითროციტების დეფორმაბელობა და რეზისტენტობა დაქვეითებულია და მარტივად იშლებიან.

რკინის ნაკლებობა – რკინის ნაკლებობა შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ანემია. რკინის ნაკლებობის (ანემიის გარეშე) სიმპტომები მოიცავს დაღლილობას, ხასიათის ცვალებადობას და შესუსტებულ კოგნიტურ ფუნქციებს. სისხლის ტესტების (ფერიტინის განსაზღვრა სისხლის შრატში) საშუალებით შესაძლებელია რკინის ნაკლებობის დადგენა, მიუხედავად ანემიის ქონა-არ ქონისა. რკინის ნაკლებობა (მიუხედავად მისი მკაცრი ფორმისა, რომელსაც შეუძლია ანემიის გამოწვევა), შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც კვებით, ასევე სხვა, არასაკვებისმიერი მიზეზით. მენსტრუალური ციკლი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რაც იწვევს რკინის ნაკლებობას. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ პრემენოპაუზურ მდგომარეობაში მყოფი ქალების ყოველი მეათე პირს აქვს რკინის დეფიციტი.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

ექსპერიმენტი ამართლებს – მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ლაბორატორიული ვირთხა

“სიმა”, 47 თვის მდედრი ვირთხა, მკურნალობს E5-ით, რომელიც განკუთვნილია ახალგაზრდა ძუძუმწოვართა სისხლის მიმოქცევის სისტემის აღსადგენად; ამ სახეობის მაქსიმალური სიცოცხლის  ხანგრძლივობა აქამდე დაფიქსირებულია 45,5 თვე.

MOUNTAIN VIEW, კალიფორნია, 2023 წლის 8 თებერვალი /CNW/ — ექსპერიმენტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა დოქტორი ჰაროლდ კეტჩერი, მკერდის კიბოს პირველი გენის ერთ-ერთი აღმომჩენი, კაცობრიობას სიბერის შეჩერების ოცნების ასრულების იმედს აძლევს. Yuvan Research Inc.-ში მუშაობისას მან აღმოაჩინა ახალგაზრდა ცხოველების სისხლის რომელი ნაწილი აკონტროლებს ორგანიზმის ასაკს და ის გამოსცადა რვა Sprague Dawley-ის მდედრ ვირთხაზე (Sprague Dawley ვირთხა არის ალბინოს ვირთხების მრავალპროფილიანი ჯიში, რომელიც ფართოდ გამოიყენება სამედიცინო კვლევებში. მისი მთავარი უპირატესობა არის სიმშვიდე და მარტივი მართვა. ამ ჯიშის ვირთხები პირველად აწარმოეს Sprague Dawley-ის ფერმებში (მოგვიანებით გახდა Sprague Dawley Animal Company) მედისონში, ვისკონსინი. მეცხოველეობის ობიექტები ჯერ Gibco-მ, შემდეგ კი ჰარლანმა (ახლანდელი Harlan Sprague Dawley) იყიდა 1980 წლის იანვარში. Sprague Dawley ვირთხების საშუალო ასაკის ინდივიდების ზომაა 10,5. ზრდასრულების სხეულის წონა არის 250-300 გ მდედრებისთვის, ხოლო 450-520 გ მამრებისთვის. ტიპიური სიცოცხლის ხანგრძლივობა 2,5-3,5 წელია. ამ ვირთხებს, როგორც წესი, აქვთ უფრო გრძელი კუდი, ვიდრე ვისტარის ვირთხებს.).

„სიმა“ ამ ასაკის ერთადერთი გადარჩენილი ვირთხაა, და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ადამიანის გაახალგაზრდავების გზა. “უჯრედების დაბერება არის უჯრედის არაავტონომიური პროცესი – ეს არ არის დამოკიდებული უჯრედის ისტორიაზე, არამედ მის გარემოზე”, – ამბობს დოქტორი კატჩერი, Yuvan-ის მთავარი სამეცნიერო ოფიცერი, რომელიც მუშაობს გაახალგაზრდავების საშუალებებზე.

ეს ექსპერიმენტი არის სხვა ექსპერიმენტის გაგრძელება, რომელიც აჩვენებს, რომ იუვანის თერაპიამ გამოიწვია 54%-ით გაახალგაზრდავება მამრ ვირთხებში, ეპიგენეტიკური საათის ანალიზის მიხედვით, რომელიც შესრულებული იყო UCLA-ს მაშინდელი პროფესორის, დოქტორი სტივ ჰორვატის მიერ. ამის შემდეგ ბელგიურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ HEALES-მა გადაწყვიტა დაეფინანსებინა სიცოცხლის გახანგრძლივების ორი კვლევა, ერთი იუვანის მკურნალობის გამოყენებით, სახელწოდებით “E5” და მეორე, რომელსაც ხელმძღვანელობდა დოქტორი როდოლფო გოია (ლა პლატას უნივერსიტეტის პროფესორი (არგენტინა)), და ის ახალგაზრდა ვირთხების პლაზმას იყენებდა. დოქტორ გოიას ექსპერიმენტის შედეგი იყო სიცოცხლის ზომიერი ხანგრძლივობის მიღწევა. იუვანის ექსპერიმენტი ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან სიმა ცოცხალია − 47 თვის ასაკში.

ასევე, სიმასა და სხვა ნამკურნალებ ვირთხების კუნთოვანი სისტემა 2,8-ჯერ მეტად ძლიერი და განვითარებულია სხვა ვირთხებთან შედარებით. დოქტორ გოიას თქმით, „კუნთოვანი სიძლიერე მიუთითებს ჯანმრთელობის გახანგრძლივებაზე“. სიმა არის Rattus norvegicus, სახეობა, რომლის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 45,5 თვე. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 24-36 თვეა. იუვანის მკურნალობა დაიწყო მაშინ, როდესაც ვირთხები უკვე 24 თვის იყვნენ და დამუშავებულ ჯგუფში, რომელიც შედგებოდა 8 ვირთხისგან, მათ ამგვარად გაუხანგრძლივეს სიცოცხლე.

E5 წარმოების პროცესი დაპატენტებულია და მისი აღმოჩენის ამბავი ასახულია დოქტორ კატჩერის წიგნში „ცოდნის ილუზია“. იუვანი გეგმავს ცდებს სხვა სახეობებზე, სანამ ადამიანებზე გამოცდის – ადამიანურ ასაკთან შესაბამისობით, სიმა უკვე 126 წლისაა, რაც ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალურ ხანგრძლივობად 122,5 წელს მიიჩნევს. „სიმა“ სანსკრიტზე ნიშნავს „საზღვრს/საზღვარს/საზღვარს“ და მისი სახეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ლიმიტის გადალახვით ის გვახსენებს, რომ კაცობრიობის ისტორია არის საზღვრების გადალახვის ისტორია.

წყარო 

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

შესაძლებელია, წინასწარ განისაზღვროს გულის შეტევის რისკი…

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილის წამყვანი მიზეზია. ყოველწლიურად 17,9 მილიონი ადამიანი იღუპება.მათი ერთი მესამედი 70 წლამდე ადამიანებში ვლინდება.

შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია სასიკვდილო ინფარქტი 10 წლით ადრე იწინასწარმეტყველოს.

ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს შეუძლია მიუთითოს გულის შეტევის რისკი, ასევე ინფორმაცია არტერიების შევიწროების და სხვა კლინიკური რისკ-ფაქტორების შესახებ, განმარტეს მკვლევარებმა პრესრელიზში.

მეცნიერებმა 40 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები გამოიკვლიეს, რომლებსაც ბრიტანეთის რვა სხვადასხვა საავადმყოფოში რუტინული CT სკანირება ჩაუტარდათ. მკვლევრები მათ დაახლოებით 2,7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

„ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება გულის შეტევით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი, რათა წარიმართოს პაციენტის მკურნალობა. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ტექნოლოგია ყოველწლიურად ათასობით ადამიანის გადარჩენაში დაგვეხმარება, რომლებიც სხვაგვარად მკურნალობის გარეშე დარჩებოდნენ” – განაცხადა ბრიტანეთის გულის ფონდის სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა სერ ნილეშ სამანმა.

„გუნდმა გამოიყენა ხელოვნური ინტელექტის ახალი ინსტრუმენტი, რომელიც აანალიზებდა ანთებითი არტერიების ირგვლივ ცხიმის ცვლილებებს და სხვა კლინიკურ ფაქტორებს – აყალიბებს გულის შეტევის სიგნალებს.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს AI ინსტრუმენტი მალე დაინერგება NHS-ში, რაც ხელს შეუწყობს, დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად გულის შეტევით ათასობით სიკვდილის თავიდან აცილებას“, – თქვა ოქსფორდის პროფესორმა, ხარალამბოს ანტონიადესმა.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

კვება ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის – ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტები

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

​ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ პროდუქტებზე ისაუბრა::

„თავის ტვინის ჯანმრთელობაზე შეიძლება კვების ჭრილშიც ვისაუბროთ. ბავშვის ტვინის ჯანმრთელობის გააზრების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მწყობრად დალაგებული საკვები ჯგუფები და ნივთიერებები. რასაკვირველია, ამ ჩამონათვალში ცილა არის პირველი. წარმოუდგენელია ტვინის ფუნქცია ცილის მონაწილეობის გარეშე. ნახშირწყალი, როგორც წესი არის ხოლმე გალანძღული. რამის უარყოფა თუ უნდა მოხდეს საკვები ნივთიერებებიდან, უარყოფენ ხოლმე ნახშირწყალს. ნახშირწყალი მთავარი საწვავია. უბრალოდ არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელი ნახშირწყალი უნდა იყოს უპირატესად ბავშვის რაციონში. კვებაში ცხიმების, განსაკუთრებით ომეგა-3-ის და ცხიმოვან ცვლაში მონაწილე ისეთი კომპონენტის ჩართულობა, როგორიც არის ქოლინი უმნიშვნელოვანესია თავის ტვინისთვის.

A ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, C და D ვიტამინები, რკინა, თუთია, სპილენძი, იოდი და სელენი, – რატომ არის ეს ყველაფერი ასე მნიშვნელოვანი? 2019 წელს გამოქვეყნდა მეტაანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ ბავშვის თავის ტვინის ფუნქციაზე ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც მივაწოდებთ. განსაკუთრებით ნაჯერი ცხიმები, ცხოველური წარმოშობის ცხიმები, ტექნოლოგიურად მიღებული ცხიმები და ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები, შაქრები, შეიძლება გახდეს ჰიპერაქტივობის სინდრომისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის წინაპირობა.

წყალთან ერთად ბავშვის ტვინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტების ათეულს დავასახელებ. ეს არის კვერცხი, პარკოსნები, თხილეული, მარცვლეული-ბურღულეული, ხილ-ბოსტნეული, თევზი, ნაკლებადცხიმიანი წითელი ხორცი, კაკაო, შოკოლადი (3 წლის შემდეგ), ფერმენტირებული რძის პროდუქტი (მაწონი, იოგურტი). ეს 10 ძირითადი პროდუქტი ბავშვის კვების ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს გათვალისწინებული“.

ცილა, რო­მელ­საც კი­ბოს უჯრე­დე­ბის მოკ­ვლა შე­უძ­ლია – კი­ბოს უჯრე­დე­ბის თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის გზას მი­აგ­ნეს

კალიფორნიის საკრამენტოში მდებარე UC Davis ყოვლისმომცველი კიბოს ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს ცილა CD95 რეცეპტორზე, რომელსაც შეუძლია კიბოს უჯრედების სიკვდილის “პროგრამირება”, როგორც ეს დეტალურადაა აღწერილი გასულ თვეში ჟურნალში Cell Death & Differentiation გამოქვეყნებულ კვლევაში.

კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მდე­ბა­რე კი­ბოს ცენ­ტრის მეც­ნი­ე­რებ­მა CD95-ის რე­ცეპ­ტორ­ში ცილა იპო­ვეს, რო­მელ­საც კი­ბოს უჯრე­დე­ბის მოკ­ვლა შე­უძ­ლია. CD95 დიდი ხა­ნია გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც “სიკ­ვდი­ლის რე­ცეპ­ტო­რი”, რად­გან მათ ისე­თი სიგ­ნა­ლის გაგ­ზავ­ნა შე­უძ­ლი­ათ, რო­მე­ლიც კი­ბოს უჯრე­დე­ბის “თვით­გა­ნად­გუ­რე­ბას” იწ­ვევს.

„წინა მცდელობები ამ რეცეპტორის მიმართ წარუმატებელი იყო. მაგრამ ახლა, როდესაც ჩვენ დავადგინეთ ეს ეპიტოპი (სამიზნე), შეიძლება იყოს თერაპიული გზა სიმსივნეებში Fas-ის მიზანმიმართულობისკენ“, – ამბობს ჯოგენდერ ტუშირ-სინგი, სამედიცინო მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და კვლევის უფროსი ავტორი. 

ჯო­გენ­დერ ტუ­შირ სინ­გჰი იმე­დოვ­ნებს, რომ ეს სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბა­ში გა­დამ­წყვეტ ნა­ბი­ჯად იქ­ცე­ვა.

“ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ თე­რა­პი­ას, სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის მოკ­ვლას­თან ერ­თად, იმუ­ნო­თე­რა­პი­ის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რდაც შე­ეძ­ლე­ბა. ეს სიმ­სივ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ორ­მა­გი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა”, – ნათ­ქვა­მია მკვლე­ვარ­თა გან­ცხა­დე­ბა­ში

ექ­სპერ­ტე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ კი­ბოს სა­მო­მავ­ლო მე­დი­კა­მენ­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ გა­აძ­ლი­ე­რონ CD95-ის რე­ცეპ­ტო­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბა, რათა სიმ­სივ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლი ახა­ლი ია­რა­ღი შე­იქ­მნას, რომ­ლებ­საც ის­ტო­რი­უ­ლად ქი­რურ­გი­ით, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ით და რა­დი­ა­ცი­ით მკურ­ნა­ლობ­დნენ. მკვლე­ვა­რებს ახლა შე­უძ­ლი­ათ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი­დან ადა­მი­ა­ნის სიმ­სივ­ნის ნი­მუ­შე­ბი შე­აგ­რო­ვონ, რომ ამ აღ­მო­ჩე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ახა­ლი ანა­ლი­ზი ჩა­ა­ტა­რონ.

წყა­რო: nypost

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

ქალი, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, ორივეთი ორსულად არის — 50 მილიონში ერთი შემთხვევა

32 წლის ამერიკელი ქალი, რომელიც ორი საშვილოსნოთი დაიბადა, ახლა ორივეთი ორსულად არის.

კელესი ჰეტჩერი საკუთარ ამბებს მისსავე Instagram ანგარიშზე, სახელად doubleuhatchlings უზიარებს საზოგადოებას. 17 წლის იყო, როდესაც შეიტყო, რომ საშვილოსნოს დიდელფიზი (uterus didelphys) ჰქონდა — იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც, ადამიანს ორმაგი საშვილოსნო აქვს. სტატისტიკურად, ასეთი რამ ქალების 0,3 პროცენტში გვხვდება.

მაისში, ორსულობის მერვე კვირაზე, ულტრაბგერაზე ვიზიტისას, სამი შვილის დედამ შეიტყო, რომ ის არა მხოლოდ ტყუპებს ელოდებოდა, არამედ უფრო მეტიც — ნაყოფი ორივე საშვილოსნოში იყო წარმოდგენილი.

წაიკითხეთ სრულა

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

„პროცედურა, რომელიც ხვალიდან დაიწყება, მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს“- ივანე ჩხაიძე

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ საქართველოში შემოვიდა.

იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემა განაცხადა, რომ აქონდროპლაზიისმედიკამენტი მიიღეს  იაშვილის კლინიკაში და დაიწყება მისი გამოყენება.

მისი თქმით, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის დასაწყებად კლინიკა სპეციალურად მოემზადა. სამედიცინო პერსონალის ტრენირების გარდა, სხვადასხვა სახის კვლევა ჩაუტარდათ ბავშვებს, რათა პრეპარატის გამოყენება მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.

„ძალიან საპასუხისმგებლოა. პერსონალის ტრენირება, თავად ბავშვების მომზადება, მათი სრული გამოკვლევა, რაზეც გარკვეული დრო დაიხარჯა. ყველა ბავშვთან დაგვჭირდა ენდოკრინოლოგის, პედიატრის, ნევროლოგის, ნეიროქირურგის, ტრავმატოლოგის კონსულტაცია, სხვადასხვა ლაბორატორიული და ინსტრმენტული კვლევის ჩატარება. პრეპარატის გამოყენება მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა ყოფილიყო ბავშვებისთვის. პროცედურა მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ტარდება საავადმყოფოში ინექცია, ამიტომ გვჭირდება ინექციის გაკეთებიდან ერთსაათიანი მეთვალყურეობა, რათა გვერდითი მოვლენების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაბამისი ჩარევა დროულად განხორციელდეს. ყველაზე სერიოზული მოვლენა, რასაც მედიკამენტის მწარმოებელი აფიქსირებს, არის წნევის ვარდნა. შესაძლებელია სტანდარტული გვერდითი მოვლენა, რაც თან ახლავს ინექციას – მტკივნეულობა, შეშუპება, სიწითლე ინექციის ადგილზე. ინექციიდან ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება ბავშვების მეთვალყურეობა, ყველა შემდეგი ბავშვის შემთხვევაში სტანდარტული წესი შენარჩუნდება. „ვოსორიტიდი“ ახალი პრეპარატია, მისი გამოყენების გამოცდილება მსოფლიოში არავის ჰქონდა, ამიტომ ფრთხილად ვართ.

პერსონალის მომზადება უშუალოდ მწარმოებელმა კომპანიამ განახორციელა. ვფიქრობთ, ხვალინდელი დღე იქნება უსაფრთხო. ნებისმიერი ინექციის, პერაპარატის შემთხვევაში არსებობს ალბათობა ძლიერი ალერგიული რეაქციის, ანაფილაქსიური რეაქციის, რასაც ყოველთვის ვითვალისწინებთ და ასეთი შემთხვევებისთვის ყველა დაწესებულება მზად უნდა იყოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, მკურნალობის პროცესი დამოკიდებულია იმ შედეგზე, რასაც ერთწლიანი კურსი აჩვენებს.

„საუბარია, პირველ რიგში, ერთწლიან კურსზე, ვინაიდან მწარმოებელი აფიქსირებს, რომ ერთი წლის განმავლობაში სიმაღლეში ზრდა 1,59 სანტიმეტრზე ნაკლები თუ იქნება, მაშინ ამ პრეპარატის გამოყენების გაგრძელებას აზრი არ აქვს. ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს. დასახელებულ ციფრზე მაღალი ზრდა თუ იქნება, რა თქმა უნდა, პრეპარატის გაგრძელება ასაკის მიხედვით იქნება გათვალისწინებული.

თუ ვნახეთ, რომ პირველი დღეებისა და კვირების განმავლობაში გვერდითი მოვლენების რაოდენობა მინიმალურია და სამედიცინო ჩარევა არ დაგვჭირდა, მაშინ, შესაძლოა, ვადა შემცირდეს, მაგრამ ამის განსაზღვრას დრო სჭირდება. ალბათ ერთთვიანი დაკვირვების შემდეგ უკვე გვექნება შესაძლებლობა, მთლინად შევაფასოთ, რამდენად უსაფრთხო იყო პრეპარატი და რა სახის გვერდითი მოვლენა განვითარდა ამ ოთხი ბავშვის შემთხვევაში“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ საქართველოში შემოვიდა.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

ალერგიული დერმატიტი

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი – გარკვეულ ალერგენზე განვითარებული კანის ალერგიის ფორმაა, რომელიც ჰგავს ატოპიურ დერმატიტს, მაგრამ უპირატესად გამოიხატება ალერგენთან კონტაქტის ადგილას.

ალერგიული კონტაქტური დერმატიტის დიაგნოზი ისმება ალერგიული სინჯების მეშვეობით. 

ალერგიული დერმატიტის მიზეზების დადგენა მარტივი არ არის, რამდენადაც დაავადების გამოვლენა ხდება გამაღიზიანებელთან კონტაქტიდან რამოდენიმე დღის შემდეგ. დაავადების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს მედიკამენტებმა; საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებებმაჰაერში გავცელებულმა ნივთიერებებმა, ნატურალურმა ან ხელოვნურმა პოლიმერებმა და ა.შ.

ქალებს ალერგიული დერმატიტი ხშირად ჩნდება სახეზე. მიზეზი ამის არის უხარისხო კოსმეტიკა. წამწამების ასაპრეხი საშუალება შეიძლება ქუთუთოების დერმატიტის გაჩენის მიზეზი გახდეს. ხელისა და ფეხის დერმატიტი შეიძლება გამოიწვიოს საპონმა და სხვა მოვლის საშულებამ.

სიმპტომი და მიმდინარეობა

ალერგენთან კონტაქტის ადგილას ჩნდება სიწითლე, შეშუპება, პაპულები და მიკროვეზიკულები. მათი ნაწილი იფარება სისველის გაჩენასთან ერთად. ალერგენის განმეორებითი მოქმედებისას შესაძლოა დერმატიტი ტრანსფორმირდეს ეკზემად.

დიაგნოსტიკა

მდგომარეობისთვის თავის დაღწევის საუკეთესო გზა ალერგენის პოვნაა, რაც შესაძლებელია, ერთი მხრივ, ანამნეზისა და კლინიკური სურათის, მეორე მხრივ კი კანის აპლიკაციური ალერგიული ტესტის დახმარებით.  ტესტი საშუალებას იძლევა, პაციენტი 20-30 სახის ნივთიერებაზე ერთდროულად გამოიკვლიონ. აპლიკანტის მოშორების შემდეგ ექიმი აფასებს კანზე მომხდარ ცვლილებებს და დიაგნოზს სვამს.

მკურნალობა

მკურნალობა ექიმმა დერმატოლოგმა უნდა დანიშნოს გამოკვლევის საფუძველზე. გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი მოქმედების პრეპარატები.

თუ გამომწვევი დროულად არ მოვიშორეთ, დაავადება შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს.

თუ გამოვლენილი გამღიზიანებლისთვის თავის არიდება შეუძლებელია, საჭიროა მისგან თავის ზედმიწევნით დაცვა შესაბამისი სამოსითა და ხელთათმანებით.

მკურნალობაში დიდ როლს ასრულებს კანის თვითმოვლა და მისი აღმდგენი საშუალებების გამოყენება.

გახსოვდეთ: არ მოიქავოთ გაღიზიანებული კანი და უფრო მეტად არ გაართულოთ სიტუაცია.

აუცილებელია კონტაქტის გამორიცხვა მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გამღიზიანებელთან. კონტაქტი წყალთან, რომელიც აშრობს კანს და იწვევს ნახეთქების გაჩენას, მინიმუმამდე უნდა იქნას შემცირებული. სასურველია კანის დამატენიანებელი პროცედურების ჩატარება, მტევნები დავიცვათ ხელთათმანებით. სისტემური სტეროიდები უნდა გამოვიყენოთ უკიდურესად იშვიათად, კომპრესები – ვეზიკულების ჩართვისას. დაავადების ქრონიკული მიმდინარეობისას მკურნალობის ძირითადი საშუალებებია ადგილობრივად გამოსაყენებელი კორტიკოსტეროიდები და დამატენიანებლები.

დერმატიტის პრევენცია, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს მაპროვოცირებელი ფაქტორების მოშორებას, იქნება ეს საკვები ალერგენები თუ საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები. მეტად მნიშვნელოვანია ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა, კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოწესრიგება. მაპროვოცირებელ ფაქტორად შესაძლოა სტრესიც განვიხილოთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ სტრესულ სიტუაციებსაც. დაავადების საწყის ეტაპზე კომბინირებული მკურნალობის გამოყენება მნიშვნელოვანია გართულებების თავიდან აცილებისათვის.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

რა სიტყვები უნდა იცოდეს 2 წლის ბავშვმა?

ტყვიის ინტოქსიკაცია

ბევრ მშობელს აინტერესებს, რამდენი სიტყვა უნდა იცოდეს მათმა 2 წლის ბავშვმა.

ჩვეულებრივ ითვლება, რომ ბავშვებმა უნდა გამოიყენონ მინიმუმ 50 სიტყვა 2 წლის ასაკში.

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

კვლევის თანახმად, როცა ბავშვი 2 წლის ხდება, მან უნდა იცოდეს გარკვეული სიტყვები.

25 სიტყვა, რომელიც 2 წლის ბავშვის ლექსიკონში უნდა იყოს:

1. წავიდა

2. ბავშვი

3. ბურთი

4. ბანანი

5. დაბანა

6. ნახვამდის

7. წიგნი

8. მანქანა

9. კატა

10. ჭამა

11. მამა

12. ძაღლი

13. თვალი

14. ქუდი

15. გამარჯობა

16. ცხელი

17. წვენი

18. რძე

19. დედა

20. მეტი, ან კიდევ

21. არა

22. ცხვირი

23. თავი

24. მადლობა

25. დიახ

განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ჩამონათვალში მოცემული სიტყვები,  ისინი ძირითადი სიტყვებია, რომლებსაც პატარები იყენებენ საუბრისას თავიანთ სამყაროსთან ურთიერთობისას.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოში შემოვიდა

ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ საქართველოში შემოვიდა.

ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს.

ინფორმაცია იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემაც დაგვიდასტურა.

მისი თქმით, აქონდროპლაზიის მედიკამენტი ნამდვილად მიიღეს უკვე იაშვილის კლინიკაში და დაიწყება მისი გამოყენება.

„ძალიან გახარებული ვართ. ამდენი წლის ოცნება ასრულდა, ბრძოლამ შედეგი გამოიღო. ხვალ ჩემი შვილი პირველი ბავშვი იქნება საქართველოში, ვინც ამ მედიკამენტს გაიკეთებს, შემდეგ – დანარჩენი სამი ბავშვი. ხვალ სულ მკურნალობას დაიწყებს ოთხი ბავშვი. 2024 წელს მედიკამენტს მიიღებს ყველა ბავშვი, ვისაც ასაკობრივად ეკუთვნის და ვისაც ესაჭიროება. ნებისმიერ მედიკამენტს შეიძლება ჰქონდეს გვერდით მოვლენა, ამისთვის მზად ვართ. ჩართულია იაშვილის ექიმების ჯგუფი. ჩვენ ყოველდღიური საუბარი გვაქვს. გვქონდა ონლაინჩართვა,  დროსაც ექიმებმა გვითხრეს, რომ რისკჯგუფები გათვალისწინებულია, მომზადებულია ყველა ექიმი, ექთანი“, –  განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, ქეთი ბეგიაშვილმა.

„თან ვიცინი, თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ, ზეგამდე რომ არ გითხრათ. რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ. დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ჯანდაცვის სამინისტროს. წამალი დაიდო! “, – წერს აქონდროპლაზიის  მქონე ბავშვის მშობელი მაუკნა გოჩიაშვილი.  ის ერთ-ერთია იმ მშობელთაგან, რომლებიც თვეების განმავლობაში მართავდნენ აქციებს და აქოდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანას სთხოვდნენ ხელისუფლებას.

სახელმწიფოს მიერ მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შესყიდვას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლების რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციები უძღოდა წინ. პროტესტის კვალდაკვალ სახელმწიფომ გაატარა არაერთი ცვლილება – აქონდროპლაზია შეიტანა იშვიათი დაავადებების სიაში, ხოლო პაციენტებს შშმ პირის სტატუსი განუსაზღვრა.

ჯანდაცვის სამინისტრომ აქონდროპლაზიის დაავადების მართვის ეროვნული პროტოკოლი შეიმუშავა და მართვის ერთ-ერთ საშუალებად მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ გაწერა.

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights