შაბათი, მაისი 9, 2026

შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეფასდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„კლერ ჰარასტიმ, ზურაბ აზარაშვილს, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და აღნიშნა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა, საქართველოსთან, კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეფასდა.

ზურაბ აზარაშვილმა, ხაზი გაუსვა, გასულ წელს, სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების შესახებ მიღებულ რეგლამენტს, რომელიც სხვადასხვა ობიექტზე პირველი დახმარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის წარმომადგენლები“ –  აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

რა დაავადებების სიმპტომია შუილი ყურებში ანუ ტინიტუსი – ექიმის რჩევები

ტინიტუსი სამედიცინო ტერმინია იმ მდგომარეობის აღსანიშნავად, როცა ყურებში ხმაური გვესმის ისე, რომ ბგერების გარე წყარო არ არსებობს. ტინიტუსს ხშირად უწოდებენ „შუილს ყურებში“. ის შესაძლოა ჟღერდეს, როგორც ზუზუნი, წკრიალი, გუგუნი ან სტვენა.

ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი გიორგი ალიშანიძე ამბობს, რომ თავად ტინიტუსი არა დაავადება, არამედ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობის სიმპტომია, რომელიც შესაძლოა მკურნალობის არქონის შემთხვევაში პროგრესირდეს და სმენის დაქვეითებით გართულდეს. 

წაიკითხეთ სრულა

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

ბოლო პერიოდში ახალგაზრდებშიც იმატა – რა კავშირია ვიტამინ B12-ის დეფიციტსა და ასაკს შორის?

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

თემა: რა კავშირია ვიტამინ B12-ის დეფიციტსა და ასაკს შორის?

ჰეპატოლოგი, თსსუ პროფესორი ნანა ლოლაშვილი საუბრობს:

,,ვიტამინ B12 დეფიციტური ანემია. ეს არის ადისონ ბირმერის დაავადება, რომელიც თავის დროზე ავთვისებიან დაავადებად ითვლებოდა. 100 წლის წინ ამ დაავადების მიზეზი დადგენილი არ იყო.

შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი გარეგანი და შინაგანი ფაქტორის დეფიციტია. გარეგანი ფაქტორი არის ვიტამინი B12, რომელსაც ჩვენ საკვების სახით ვიღებთ და შინაგანი ფაქტორი, – მასზე მოქმედებს კუჭნაწლავის მდგომარეობა.”

ასაკთან ერთად B12-ის დეფიციტი მატულობს.

ეს დაავადება ასაკოვანი ადამიანების დაავადებად ითვლებოდა. ბოლო პერიოდში ახალგაზრდებშიც იმატა, ვეგეტარიანელობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი

B12-ს ძირითად ცხოველური პროდუქტებიდან ვიღებთ (თევზი, ზღვის პროდუქტები), ასევე  მცირე რაოდენობით კვერცხიდან. გამომდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებებიდან, რომელიც ასაკს ახლავს თან, როგორიც არის პირის ღრუს მდგომარეობა და ა.შ. ნაკლებად ღებულობენ ცხოველურ საკვებს; კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა.

ჩვენ 5 წლის მარაგი გვაქვს, 3-5 წლის განმავლობაში რომ არ მივიღოთ ბ12, შესაძლოა, დეფიციტი არც გამოვლინდეს, ასაკში ხანგრძლივი დროით იღებენ კუჭის სიმჟავის დასაქვეითებელ პრეპარატებს, რაც ხელს უშლის B12-ის შეწოვას. ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საფაღარათო საშუალებებს ღებულობენ, რაც ასევე ხდება რკინადეფიციტური ანემიის და B12-ის განვითარების მიზეზი.”

ხშირად ვიტამინ B12-ის დეფიციტი ვითარდება ნელ-ნელა, გვგონია, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ასაკთან.

სიმპტომატიკა:

ენის წვერის წვა, დვრილების ატროფია, გემოს დაკარგვა, შემდეგ ემატება გლოსიტი, კუჭის სიმჟავე ქვეითდება. ხელებზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, სახის შეშუპება, ჰაერის უკმარისობა, ყაბზობა, ფაღარათი, მენტალური პრობლემები.

ზოგადი ჩივილები

საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა.

ეს ყველა სხვა ანემიისთვისაცაა დამახასიათებელი. ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, შედარებით განსხვავებულია, რაც B12-ის დეფიციტის ამოცნობაში დაგვეხმარება“.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

როგორ განვასხვავოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან?

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

თემა: როგორ უნდა გავარჩიოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან?

იმუნოლოგ-ალერგოლოგი დავით თელია საუბრობს:

„სიცივის ალერგია ეს არის ურტიკარული გამონაყარი, რაც არ უნდა შეგვეშალოს სიცივისგან გამოწვეულ გამოშრობაში. სიცივის ალერგიის გატესტვა მარტივად არის შესაძლებელი, ავიღოთ ყინულის ნაჭერი, გავახვიოთ მარლაში და დავიდოთ ხელზე. დაახლოებით 5-10 წუთში თუ გამოვლინდა ალერგია, ეს ნიშნავს იმას, რომ სიცივის ალერგიასთან გვაქვს საქმე, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია სიცივის ანტისხეულებთან. 

იმუნური სისტემა რეაგირებს სიცივეზე და წარმოქმნის ანტისხეულებს. 

არის ინფექციები, რომლებიც ძალიან ხშირად წინ უსწრებენ სიცივის ანტისხეულების წარმოქმნას. ერთ-ერთი გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა მიკოპლაზმა, რომელსაც ახასიათებს სიცივის აგლუტინინების პროდუქცია. პირველ რიგში, იტესტება მიკოპლაზმური ინფექცია, თუ აღმოჩნდა, რომ მიკოპლაზმური ინფექციაა, მაშინ ინიშნება მაკროლიდური ანტიბიოტიკები, რომელიც ატიპიურ მაკროფლორაზე მოქმედებს და ამით გვარდება პრობლემა. შეიძლება, ჰეპატიტმა (C და B) იმუნური სისტემა განაწყოს სიცივის აგლუტინინების წარმოქმნაზე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ანალიზების გაკეთება, ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება“.  

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

კუჭის კიბო – სიმპტომები, გამომწვევები და რისკ-ფაქტორები, დიაგნოზი, პროგნოზი და მკურნალობა

კუჭის კიბო
როგორც ჩანს, კუჭის კიბოს უხშირესი მიზეზია Hელიცობაცტერ პყლორი-ით გამოწვეული ინფექცია.
ზოგიერთი დამახასიათებელი სიმპტომია გა­ურ­კვე­ველი დისკომფორტი მუცელში, წონაში კლება და სისუსტე.
საუკეთესო სადიაგნოზო პროცედურაა ენ­დო­­სკოპია.
სიცოცხლის ხანგრძლივობა მოკლეა, რადგან კიბოს სხვა ადგილებში ადრეული გავრცელება ახასიათებს.
ქირურგია ნაჩვენებია კიბოს ელიმინაციისა და სიმპტომების მოხსნისთვის.
კუჭის კიბოს დაახლოებით 95%-ს ადენო­კარ­ცი­ნომა შეადგენს. კუჭის ადენოკარცინომა კუჭის ამომფენი შრის ჯირკვლოვანი უჯრედებისგან წარმოიქმნება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიურად კუ­­ჭის ადენოკარცინომის 21000 შემთხვევა გვხ­ვდე­ბა და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობით ის მეშვიდე ადგილზეა. ის უფრო ხშირად გვხვდება გარკვეულ პოპულაციებში, კერძოდ, 50 წლისა და მეტი ასაკის პირებში, ღარიბებში, შავკანიანებში, ლათინოამერიკელებში, ამერი­კელ ინდიელებში და ჩრდილოეთის კლიმატურ პირობებში მცხოვ­რებ პირებში. კუჭის ადენოკარცინომა, უცნობი მიზეზების გამო, ნაკლებად ხშირია შეერთებულ შტატებში. ის უფრო ხშირია იაპონიაში, ჩინეთში, ჩილესა და ისლანდიაში. ამ პოპულაციებში სკრინინგულ პროგრამებს დიდი მნიშვნელობა აქვს კიბოს ადრეული გამოვლენისთვის.
გამომწვევები და რისკ-ფაქტორები
კუჭის ადენოკარცინომა ხშირად იმ ადგილზე იწყებს განვითარებას, სადაც კუჭის ამომფენი შრე ანთებადია. მეცნიერთა უმეტესობა თანხ­მდება, რომ კუჭის კიბოს ძირითადი მიზეზია ბაქტერიული ინფექცია Hელიცობაცტერ პყლორი.
კუჭის პოლიპები შეიძლება კიბოდ გარდაიქ­მნას (მალიგნიზაცია) და ამიტომ ხდება მათი მო­­ცილება. კუჭის ადენოკარცინომის განვითა­რების ალბათობა უფრო მა­ღალია, თუ პოლიპი ჯირ­კვლოვანი უჯრედებისგან შედ­გება, მათი ზომა 3/4 დუიმზე (2 სანტიმეტრი) მეტია ან თუ რამდენიმე პოლიპია.
ფიქრობენ, რომ კუჭის ადენოკარცინომის გა­ნ­­ვი­­თა­რებაში გარკვეულ როლს დიეტური ფა­ქ­­ტო­რები თამაშობს. ეს ფაქტორებია მარილის ჭარბი მოხ­მა­რება, ნახ­შირ­წყლების ჭარბი მი­ღე­ბა, კონ­სერ­ვან­ტე­ბის, რო­გორიცაა ნიტრატი, ჭა­რ­­ბი მიღება, (ხშირად გვხვდება შებოლილ პრო­­დუქ­ტ­ებში) და საკვებში ხილისა და მწვანე ფო­თ­­ლო­ვანი ბოსტნეულის სიმცირე. თუმცა არც ერ­თი ფაქტორის როლი დადასტურებული არ არის.
სიმპტომები
ადრეულ სტადიაზე სიმპტომები სუსტადაა გა­­მო­ხა­ტული და ხშირად ხდება მათი უგულე­ბე­­ლ­ყოფა. და­ავადების ადრეული სიმპტომები, მუცლის ტკივილი წვის შეგრძნებით, შეიძლება პეპტიური წყლულის სიმპტომებს წააგავდეს. პეპ­ტი­ური წყლულის სიმპტომები, რომელიც მკუ­­რ­ნალობას არ ექვემდებარება, შეიძლება კუჭის კიბოზე მიანიშნებდეს. პაციენტს შეიძლება სი­სავსის შეგრძნება ჰქონდეს მცირე რაოდენობის საკვების მი­ღების შემდეგ (ადრეული დანა­ყ­რება).
წონაში კლება და სისუსტე, როგორც წესი, გა­მოწ­ვეულია საკვების მიღების გაძნელებით ან ვიტამინებისა და მინერალების შეწოვის შეუძ­ლებ­­ლობით. ანემია, რომელიც ხასიათდება და­ღ­­ლი­ლობით, სისუსტით და თავბრუსხვევით, შე­იძ­ლება გამოწვეული იყოს სისხლის შეუმჩნეველი თანდათანობით დაკარგვით, კუჭის დაბალი მჟავის გამო B12 ვიტამინის (ვიტამინი, რომელიც სა­ჭიროა ერითროციტების წარმოსაქმნელად) ან რკინის (მინერალი, რომელიც ასევე საჭიროა ერითროციტების წარმოსაქმნელად) შეწოვის დარღვევით. იშვიათად, პაციენტმა შეიძლება დიდი რაოდენობით სისხლი აღებინოს (ჰემატემეზისი) ან ჰქონდეს შავი კუპრისებრი განავალი (მელენა). როდესაც ადენოკარცინომა პროგრესირებს, ექიმმა სიმსივნე შეიძლება პაციენტის მუცლის ხელით გასინჯვით (ხელის ზეწოლით) შეიგრძნოს.
ადრეულ სტადიაზეც კი, პატარა ზომის ადე­ნო­კარ­ცინომა შეიძლება დისტანციურად მდებარე ადგილას გავრცელდეს (განვითარდეს მე­ტასტაზი). სიმსივნის გავ­რცე­ლებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის გადიდება, კანის და სკლე­რის მოყვითალო შეფერილობა (სიყვითლე), მუცლის ღრუში სითხის დაგროვება და მუცლის გადიდება (ასციტი), აგრეთვე კანზე კიბოს კვანძების განვითარება. გავრცელებულ კიბოს შეუძლია ძვლები დაასუსტოს და გამოიწვიოს მისი მოტეხილობები.
დიაგნოზი
დიაგნოზის დასმის საუკეთესო საშუალებაა ენდოსკოპია (გამოკვლევა, რომლის დროსაც დრე­კადი მილი გამოიყენება საჭმლის მომნელე­ბელი სისტემის შიგნიდან დასათვალიერებლად). ის საშუალებას აძლევს ექიმს, პირდაპირ და­ათ­ვალიეროს კუჭი, შეამოწმოს Hელიცობაცტერ პყლორი-ის არსებობა და აიღოს ქსოვილის ნიმუში (ბი­­ოფ­სია) მიკროსკოპიული კვლევისთვის. ბარიუმით რენტგენოლოგიური კვლევა ნაკლებად გამოიყენება, რადგანაც იშვიათად ავლენს კიბოს ადრეულ სტადიაზე და არ იძლევა ბიოფსიის აღების საშუალებას. კიბოს აღმოჩენის შემთხვევაში, პაციენტს კიბოს სხვა ორგანოებში გავრცელების დასადგენად, როგორც წესი, უტარდება გულმკერდისა და მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია (ჩთ). თუ ჩთ სკანირება სიმსივნის გავრცელებას არ აჩვენებს, ექიმი, როგორც წესი, ატარებს ენდოსკოპიურ ულტრაბგერით კვლევას (რომელიც ნათლად აჩვენებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამომფენ შრეს, რადგან ზონდი მოთავსებულია ენდოსკოპის თავზე). ამ გამოკვლევის მიზანია სიმსივნის სიღრმისა და პროცესში ახლომდებარე ლიმფური კვანძების ჩართულობის განსაზღვრა.
პროგნოზი და მკურნალობა
კუჭის ადენოკარცინომით დაავადებულთა 15%-ზე ნაკლები ცოცხლობს 5 წელზე მეტხანს. კუჭის კიბოს სხვა ადგილებში ადრეული გავ­რცე­ლება ახასიათებს. თუ კიბო მხოლოდ კუჭს აზიანებს, როგორც წესი, ტარდება ქირურგიული ჩარევა განკურნების მცდელობის მიზნით. სიმსივნის მთლიანად ამოღება, სანამ ის გავრცელდება, გან­კურნების ერთადერთი იმედია. უნდა ამოიკვეთოს კუჭის უმეტესი ნაწილი ან მთლიანად კუჭი და ახლომდებარე ლიმფური კვანძები. პროგ­ნო­ზი კარგია იმ შემთხვევაში, თუ კიბო კუჭის კე­დელში ღრმად არ არის ჩაზრდილი. ამერი­კის შე­ერ­თებულ შტატებში, ქირურგიული ჩარევის შე­დეგები ხშირად ცუდია, რადგან დიაგნოზის დას­მი­სას პაციენტთა უმეტესობას კიბოს გავ­რცე­ლებული ფორმა აქვს. იაპონიაში, სადაც კუჭის კიბო ძალიან ხშირია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მასობრივი სკრინინგ პროგრამები კი­ბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის საშუალებას იძ­ლევა, როდესაც განკურნება უფრო მეტად სავა­რაუდოა. გარკვეულ შემთხვევებში მკურნალობისთვის ქიმიოთერაპია და რადიაციული თერაპიაც გამოიყენება.
თუ კიბო კუჭის გარეთ არის გავრცელებული, ქირურგიულ ჩარევას მდგომარეობის განკურნება არ შეუძლია, მაგრამ ხანდახან გამოიყენება სიმპტომების მოხსნისთვის. მაგალითად, თუ კუჭის ბოლოში საკვები ვერ ტარდება, კეთდება შუნტირება, რომლის დროსაც კუჭსა და წვრილ ნაწლავს ერთმანეთთან აკავშირებენ, რაც საკვების გატარების საშუალებას იძლევა. ასეთი კავ­შირი (ანასტომოზი) მცირე ხნით მაინც ხსნის ობსტრუქციის სიმპტომებს – ტკივილს და ღები­ნე­ბას. ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია ასევე ხსნის სიმპტომებს, თუმცა მათი ეფექტურობა შეზღუდულია.

კუჭის არაავთვისებიანი სიმსივნეები

 

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი.

გამომცემლობა პალიტრა L

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

კუჭის არაავთვისებიანი სიმსივნეები

კუჭის არაავთვისებიანი სიმსივნეები
კუჭის არაავთვისებიანი (კეთილთვისებიანი) სიმსივ­ნეები იშვიათად იწვევს სიმპტომებსა და ჯან­მრთელობის პრობლემებს. ამიტომ ხშირად მა­­თი დიაგნოზი არ ისმება და მკურნალობაც არ ტარ­დება. თუმცა, ზოგჯერ ისინი იწვევს სისხლ­დენას და მათი მოცილება ხდება ენდოსკოპით (დრე­კადი დასათვალიერებელი მილი – ენდოსკოპი, პირიდან თავსდება საყლაპავში მის დასათვალიერებლად) ან ქირურგიული ჩარევით.
კუჭის პოლიპი არაავთვისებიანი მრგვალი წა­რ­­მო­ნაქმნია, რომელიც კუჭის ღრუში იზრდე­ბა და არც ისე ხშირად გვხვდება. შეიძლება მო­ხ­დეს მისი კიბოდ გარდაქმნა (რის გამოც ის კი­ბოს­წინარე წარმონაქმნია). პოლიპის ამოკვეთა, როგორც წე­­სი, ენდოსკოპის საშუალებით ხდება. უშუალოდ წარმონაქმნზე ზემოქმედებენ ელექტრული დენით (ელექტროკაუტერიზაცია), მა­­ღა­­ლი ტემ­პე­რატურით (თერმული ობლიტერა­ცია) ან მა­ღა­ლი ენერგიის სინათლის სხივით (ლაზერული ფო­ტო­თე­­რა­პია), რაც ენდოსკოპის საშუალებით ხორციელდება.

საყლაპავის კიბო – რისკ-ფაქტორები, სიმპტომები

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი.

გამომცემლობა პალიტრა L

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

საყლაპავის კიბო – რისკ-ფაქტორები, სიმპტომები

საყლაპავის კიბო
საყლაპავის კიბო, როგორც წესი, საყლაპავის (ხახისა და კუჭის დამაკავშირებელი მილი) კედ­ლის ამომფენი შრის უჯრედებიდან ვი­თა­რ­დება.
გარკვეული ტიპის საყლაპავის კიბოს განვი­თა­რებისთვის მთავარი რისკ-ფაქტორებია თა­მ­­ბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება, გარ­კვეული ინფექციები, დაავადებები და სხვა სიმ­სივნე­ები.
ტიპიური სიმპტომები მოიცავს ყლაპვის გაძნელებას, წონაში კლებას და ტკივილს, რომელიც შედარებით გვიან ვითარდება.
დიაგნოზი ემყარება ენდოსკოპიურ კვლევას.
თუ მისი ადრეული აღმოჩენა ვერ მოხერხდა, თითქმის ყველა შემთხვევა ფატალურია.
სიმპტომების მოხსნა შესაძლებელია ქირურგიული ოპერაციის, ქიმიოთერაპიის და მრა­ვალი სხვა სახის თერაპიული ღონისძიებების დახმარებით.
საყლაპავის კიბოს ყველაზე ხშირი ტიპია ბრტყელ­უჯრედოვანი კარცინომა და ადენოკარცინომა, რომელიც საყლაპავის კედლის ამომფენი შრის უჯრედებიდან ვითარდება. ასეთი კიბო შეიძლება საყლაპავის ნების­მი­­ერ მონაკვეთში განვითარდეს და შეიძლება გამოვ­ლი­ნ­დეს საყლაპავის შევიწროების (სტრიქტურა), სიმსივ­ნის, პათოლოგიური ბრტყელი ზედაპირის (ფოლაქი) სა­ხით ან საყ­ლაპავსა და ფილტვის აირგამტარ გზებს შო­რის პა­თოლოგიური კავშირის წარმოქმნით (ფისტუ­ლა). საყლაპავის კიბოს ნაკლებად ხშირი ფორმებია ლე­ი­ო­მი­ო­სარკომა (საყლაპავის გლუვი კუნთის კიბო) და მეტასტაზური კიბო (კი­ბო, რომელიც ორგანიზმის სხვა ადგილიდან ვრცელდება).
შეერთებულ შტატებში საყლაპავის კიბო ყო­ველ­წლიურად 15500 ადამიანს აზიანებს. ორივე სახის კიბო, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და ადენოკარცინომა, კაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა უფრო ხშირია შავკანიანებში, ადენოკარცინომა კი უფრო ხშირად თეთრკანიანებში გვხვდება. 1970-იან წლებიდან შეერთებულ შტატებში ადენოკარცინომის სიხშირე სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით თეთრკანიან კაცებში და საყლაპავის ქვედა ნაწილში ის ამჟამად ბრტყელუჯრედოვან კარცინომაზე უფრო ხშირად ვითარდება.
რისკ-ფაქტორები 
თამბაქოს მოხმარება (ნებისმიერი სახით) და ალკოჰოლი საყლაპავის კიბოს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია, თუ­მ­­ცა უფრო მეტად ბრტყელუჯრედოვანი კარ­ცი­­ნო­მის­თვის, ვიდრე ადენო­კარცინომისთვის. საყ­­­ლა­­­პავის კიბოს განვითარების მო­მა­ტებული რის­­­კი აღენიშნებათ პირებს, რომლებიც ინ­ფი­ცი­რე­­ბუ­ლი არიან ადამიანის პაპილომავირუსით, ან ად­რე ჰქო­ნიათ თავისა და კისრის კიბო, ან სხვა ახლომდებარე კიბოს სამკურნალოდ სხივური თე­რა­პია საყ­ლა­პა­ვის მიდამოში აქვთ ჩატარე­ბული.
საყლაპავის კიბოს განვითარების მაღალი რი­ს­­კი ასე­ვე აღენიშნებათ პირებს, რომელთაც უკ­ვე აქვთ საყლაპავის დაავადება, როგორიცაა აქა­ლაზია, საყლაპავის აპკი (პლამერ-ვინსონის სინდრომი) ან კოროზიული ნივთიერების (როგო­რი­ცაა ტუტე) გადაყლაპვით გამოწვეული შე­­ვიწ­­რო­ება. კუჭიდან მჟავას განმეორებითი უკუ­­დი­ნებით (გასტროეზოფაგური რეფლუქსი) საყ­ლაპავის ხან­გრძლივად გაღიზიანებამ, შეიძ­ლე­ბა გამოიწ­ვიოს კიბოსწინარე მდგომარეობა, რასაც ბარეტის საყლაპავი ეწოდება. მიუხედავად იმის, რომ ბარეტის საყლაპავით გამოწვეული საყლაპავის კიბო იშვიათია, ინდუსტრიული ქვეყნების უმრავლესობაში მისი სიხშირე სწრა­ფად მატულობს საყლაპავის კიბოს სხვა ფორ­მებთან შედარებით.
სიმპტომები
საყლაპავის კიბო ადრეულ სტადიაში შეიძ­ლება შეუმჩნეველი დარჩეს. პირველი სიმპტომი ხშირად მყარი საკვების ყლაპვის გაძნელებაა, რომელიც კიბოს ზრდის შედეგად საყლაპავის შევიწროებით არის გამოწვეული. რამდენიმე კვირის შემდეგ ძნელდება რბილი საკვების, მოგ­ვი­ანებით კი, სითხისა და ნერწყვის გადაყლაპვა. წო­ნაში კლება ხშირია მაშინაც კი, თუ ადამიანი კარგად იკვებება. პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ზურგში გადაეცემა.
კიბო პროგრესირებასთან ერთად, ჩვეულებ­რივ, იჭ­რება სხვადასხვა ნერვში, სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში. სიმსივნე შეიძლება იმ ნერვს დააწვეს, რომელიც ხმის იოგებს აკონტროლებს, რაც ხმის ჩახლეჩას იწვევს. ირგვლივმდებარე ნერ­ვების კომპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს ჰო­რ­­ნერის სინდრომი, ხერხემლის ტკივილი და სლო­კინი. კიბო ხშირად ვრცელდება ფილტვებში, რა­საც შეიძლება სუნთქვის უკმარისობა ახლდეს, აგ­რეთვე ღვიძლში, რამაც შეიძლება ცხელება და მუცლის შესივება გამოიწვიოს. სიმსივნის ძვლე­ბ­ში ზრდამ შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს. ტვინში გავრცელება შეიძლება თავის ტკივილის, გო­ნების დაბინდვის და კრუნჩხვების მიზეზი გახდეს. ნაწლავებში ზრდამ შეიძლება ღებინება, სისხლიანი განავალი და რკინადეფიციტური ანემია გამოიწვიოს. თირკმლებში გავრცელება ხში­რად ასიმპტომურია.

მოგვიანებით სტადიებზე კიბომ შეიძლება სრუ­ლად დაახშოს საყლაპავი. ყლაპვა შეუძლებელი ხდება, სეკრეტი გროვდება პირის ღრუში, რაც ძალიან შემაწუხებელია.

დიაგნოზი
საყლაპავის კიბოს დიაგნოზზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში საუკეთესო დიაგნოსტიკური პროცედურაა ენდოსკოპია, რის დროსაც დრეკადი მილი (ენდოსკოპი) საყლაპავის დასათვალიერებლად პირის ღრუდან შეჰყავთ. მიკროსკოპიული კვლევისთვის ექიმი ენდოსკოპით იღებს ქსოვი­ლის ნიმუშს (ბიოფსია) და ფაშარ უჯრედებს (ჯაგრისის დახმარებით). ობსტრუქციის გამოვლენა შესაძლებელია ბარიუმით ჩატარებული რენ­­­ტგე­ნო­ლოგიური კვლევით (პაციენტი სვამს ბა­­რი­­­უმის ფაფას, რომელიც ხილულია რენტგე­ნო­­ლოგიურად). კიბოს გავრცელების შესაფასებლად მიმართავენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას (კტ/ჩთ) და ენდოსკოპის საშუალებით ჩატარებულ ულტრასონოგრაფიულ სკანირებას.
პროგნოზი და მკურნალობა
საყლაპავის კიბოს დიაგნოზი, როგორც წესი, დაავადების გავრცელებამდე არ ისმება, რის გამოც სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია. 5%-ზე ნაკლებია მათი რაოდენობა, ვინც 5 წელზე მეტს ცხოვრობს. ბევრი კვდება პირველი სიმპტომის გამოვლენიდან ერთი წლის განმავლობაში. რადგან საყლაპავის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევა ფატალურია, ექიმის მთავარ ამოცანას სიმპტომების კონტროლი წარმოადგენს, განსაკუთრებით ტკივილისა და ყლაპვის გაძნელების, რაც ძალიან აშინებთ პაციენტსა და მის ახლობლებს.
სიმსივნის ამოსაკვეთად ჩატარებულ ქირურ­გიულ ოპე­რაციას ყველაზე ხანგრძლივი შვება მო­აქვს. თუმცა გან­კურნება იშვიათია, რადგან ქი­რურ­გიული ჩარევის დროს, როგორც წესი, კიბო უკვე გავრცელებულია. ქი­მი­ო­თერაპიამ, დამოუკიდებლად ან სხივურ თერაპიასთან ერთად, შეიძლება მოხსნას სიმპტომები და რამდენიმე თვით გაახანგრძლივოს სიცოცხლე. ხანდახან ოპე­­რაციისწინა რადიაციული თერაპია ქიმიო­თე­რა­პიასთან კომბინაციაში ზრდის ქირურგიული გან­კურნების სიხშირეს. სიმპტომების მოხსნისა­კენ მიმართული სხვა ღონისძიებები მოიცავს საყ­­­ლაპავი მილის შევიწროებული ადგილის გა­გა­­­ნი­­ერებას (დილატაცია) და შემდგომ მილის ჩად­გმას საყლაპავის გამავლობის შესანარჩუნებ­ლად (სტენტი), სიმსივნის შემოვლას ნაწლავის მარ­ყუჟის გამოყენებით (შუნტი) და ლაზერული ფოტოთერაპიის ჩატარებას, რომლის დროსაც სინათლის მაღალენერგიულ ნაკადს მიმართავენ საყლაპავის ობსტრუქციის გამომწვევი კიბოს ქსო­ვილის დასაშლელად.
კიდევ ერთი ტექნიკა, რომელიც სიმპტომების მოსახსნელად გამოიყენება, ფოტოდინამიკური თე­რაპიაა. ამ დროს მკურნალობამდე 48 საათით ადრე ვენაში (ინტრავენურად) შეჰყავთ სინათლემგრძნობიარე საღებავი (კონტრასტული აგე­ნტი). კიბოს უჯრედები საღებავს ბევრად უფ­რო მაღალი ინტენსივობით ითვისებს, ვიდრე საყ­ლაპავის ნორმალური ქსოვილი. ენდოსკოპის საშუ­ალებით საყლაპავში შეტანილი ლაზერის სხივი ააქტიურებს საღებავს და საღებავი, ანადგურებს რა კიბოს ქსოვილს, ათავისუფლებს საყლაპავის მილს შევიწროებისაგან. იმ შემთხვე­ვებში, როცა, სუსტი ჯანმრთელობის გამო, ქი­რუ­რ­გიული მკურნალობა არ არის შესაძლებელი, ფოტოდინა­მი­კური თერაპია ობსტრუქციის გა­მომ­წვევ წარმონაქმნს ბევრად უფრო სწრაფად ანადგურებს, ვიდრე რადიაციული ან ქიმიო­თერაპია.
ადეკვატური კვების ფონზე ნებისმიერი მკუ­რნალობა უფრო ეფექტური და ადვილად გადასატანია. პირებს, რომელთაც ყლაპვა შეუძლიათ, საკვებად ეძლევათ სა­კვ­ები ნივთიერებების კონცენტრირებული სითხე. მათ, ვისაც ყლაპვა არ შეუძლიათ, შეიძლება დასჭირდეთ ზონდით ან ინტრავენური კვება.
რადგან სიკვდილი გარდაუვალია, საყლაპავის კიბოს დიაგნოზის მქონე პირმა გარკვეული გეგმები უნდა დასახოს. კერძოდ, მას უნდა ჰქონდეს გულახდილი საუბარი მკურნალ ექიმთან სიცოცხლის ბოლო ეტაპზე ჩასატარებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებასა და ფორმაზე (წინასწარ გაცხადებული ნება).

საყლაპავის არაავთვისებიანი სიმსივნეები

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი.

გამომცემლობა პალიტრა L

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

საყლაპავის არაავთვისებიანი სიმსივნეები

საყლაპავის არაავთვისებიანი (კეთილთვისებიანი) სი­­მ­სივნეები იშვიათია. ის, ჩვეულებრივ, უფრო შემაწუხებე­ლია, ვიდრე ზიანის მომტანი. არაავთვისებიანი სიმსივნის ყველაზე ხშირი ფორმაა ლეიომიომა – გლუვი კუნთის სიმსივნე. ის ყველაზე ხშირად გვხვდება 30-60 წლის ასაკში. ლეიომიომის უმეტესობა პატარა ზომისაა და მკურნალობას არ საჭიროებს. ლეიომიომების მცირე ნაწილი იმდენად დიდი იზრდება, რომ შეუძლია გამოიწვიოს საყლაპავის მილის ნა­წი­ლობ­რივი დახურვა (ობსტრუქცია), რაც ყლაპ­ვის გა­ძ­ნელებასა (დისფაგია) და ტკივილს ან დი­ს­კომ­ფორტს იწვევს. ანალგეტიკებმა (ტკი­ვილ­გამაყუ­ჩებლებმა) პაციენტს შეიძლება დრო­ებითი შვე­ბა მოჰგვაროს, მაგრამ სიმპტომის მუდმივი მო­ხ­­სნის­თვის საჭიროა სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთა. სხვა ტიპის არაავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც შემაერთებელი ქსოვილისგან შედგება (ფიბ­როვასკულური პოლიპი) ან ნერვული ქსოვილიდან ვითარდება (შვანომა), იშვიათად გვხვდება.

 

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი.

გამომცემლობა პალიტრა L

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

რვა ჯანსაღი ფოთლოვანი საკვები – რატომ უნდა მიირთვათ ისინი

ფოთლოვანი მცენარეები ჯანმრთელობის გაუმჯობესების დიდებული გზაა, რადგან ისინი შეიცავს მრავალ სასიცოცხლო საკვებ ნივთიერებას, ვიტამინს, მინერალსა და ანტიოქსიდანტს.

ლონდონის საქალაქო უნივერსიტეტის ნუტრიციოლოგი სვრაჯიტ სარკარი გამოცემა The Conversation-ში გამოქვეყნებულ წერილში ძლიერ რეკომენდაციას უწევს რამდენიმე ფოთლოვანი მცენარის უფრო მეტად მოხმარებას.

წაიკითხეთ სრულა

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

ინსულინის აბმა შესაძლოა ინსულინის ინექცია ჩაანაცვლოს

კანადაში მდებარე ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის (UBC) მკვლევრებმა შეიმუშავეს ინსულინის აბი, რომლის პერორალურად მიღებაა შესაძლებელი – მეთოდის ეფექტი ისეთივეა, როგორიც ინექციის შემთხვევაში.

ინსულინის ნანონაწილაკებმა (NPs) მაღალი დატვირთვის შემცველობით იპოვეს მრავალფეროვანი გამოყენება სხვადასხვა დოზირების ფორმებში. ეს ნაშრომი მიზნად ისახავდა შეაფასოს გაყინვით გაშრობისა და სპრეით გაშრობის პროცესის ზემოქმედება ინსულინში დატვირთული ქიტოზანის ნანონაწილაკების სტრუქტურებზე, მანიტოლით ან მის გარეშე, როგორც კრიოპროტექტორები.

გაუწყლოებამდე, ჩიტოზანის/ნატრიუმის ტრიპოლიფოსფატის/ინსულინის ჯვარედინი ბმული ნანონაწილაკები ოპტიმიზირებული იყო ნაწილაკების ზომით 318 ნმ, PDI 0,18, ჩაკეტვის ეფექტურობის 99,4% და დატვირთვის შემცველობის 25,01%. აღდგენის შემდეგ, ყველა ნანონაწილაკი, გარდა ყინვაში გაშრობის მეთოდით წარმოებული მანიტოლის გამოყენების გარეშე, შეინარჩუნეს ნაწილაკების სფერული სტრუქტურა. მანიტოლის გარეშე სპრეით გაშრობის შედეგად დეჰიდრატირებულმა ნანონაწილაკებმა ასევე აჩვენეს ნაწილაკების უმცირესი საშუალო ზომა (376 ნმ) და ყველაზე მაღალი დატვირთვის შემცველობა (25.02%) მსგავსი ჩაკეტვის ეფექტურობით (98.7%) და PDI (0.20) მანიტოლის შემცველ ნანონაწილაკებთან შედარებით, რომლებიც დეჰიდრატირებულია ორივე შესხურებით. გაშრობის ან ყინვაში გაშრობის ტექნიკა. მანიტოლის გარეშე გაშრობის შედეგად გამხმარი ნანონაწილაკები ასევე იწვევდა ინსულინის ყველაზე სწრაფ გამოყოფას და უჯრედული შთანთქმის მაღალ ეფექტურობას.

ეს ნაშრომი გვიჩვენებს, რომ სპრეით გაშრობას შეუძლია ინსულინის ნანონაწილაკების დეჰიდრატაცია კრიოპროტექტორების საჭიროების გარეშე, რაც ქმნის მნიშვნელოვან უპირატესობას უფრო დიდი დატვირთვის ტევადობის თვალსაზრისით, დანამატების უფრო დაბალი მოთხოვნებით და ოპერაციული ხარჯებით, ჩვეულებრივ ყინვაში გაშრობის მიდგომებთან შედარებით.

იმისათვის, რომ ინსულინმა გლუკოზაზე ეფექტიანად იმოქმედოს, მან სწრაფად უნდა მიაღწიოს ღვიძლს. ორალური მეთოდით მიღებულ ინსულინს ორგანომდე მისაღწევად შეიძლება ორი-ოთხი საათი დასჭირდეს, რაც საკმაოდ დიდი დროა. ინექციურ ინსულინს ღვიძლში მოხვედრა მიღებიდან დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში შეუძლია და ის ორგანოში ორი-ოთხი საათის განმავლობაში რჩება.

ინსულინმა და მისმა ფარმაცევტულმა ფორმულირებმა გადაარჩინა I ტიპის დიაბეტით დაავადებულთა (T1DM) და II ტიპის დიაბეტით დაავადებულთა (T1DM) პაციენტების სიცოცხლე მისი აღმოჩენის შემდეგ 1921,2,3. თუმცა, მაღალი მოლეკულური წონის პროტეინის საკუთრების გამო, ინსულინი ადვილად გროვდება, იშლება პროტეოლიზური ფერმენტებით და გამოიყოფა პირველი გავლის ეფექტით4. I ტიპის დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებს ინსულინის ინექცია უტარდებათ სიცოცხლის ბოლომდე. ბევრ პაციენტს, რომლებსაც თავდაპირველად დაუსვეს ტიპი 2 დიაბეტი, ასევე სჭირდება ინსულინის ინექციები გრძელვადიან პერიოდში. ინსულინის ყოველდღიური ინექცია ამ ადამიანებისთვის ყოველდღიური ტკივილისა და დისკომფორტის სერიოზული წყაროა, რაც უარყოფითად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შედეგად, ინსულინის მიწოდების სხვა რეჟიმები, რომლებიც ნაკლებ დისკომფორტს იწვევს, როგორიცაა ინსულინის პერორალური მიღება, ფართოდ არის გამოკვლეული, რადგან მათ აქვთ პოტენციალი დააბრუნონ ცხოვრების ხარისხი დაახლოებით ნახევარ მილიარდ დიაბეტიან პაციენტს მთელს მსოფლიოში.

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ტაბლეტები, რომელთაც ღვიძლამდე მისაღწევად საინექციო ინსულინის მსგავსი დრო სჭირდება. აბები პირის ღრუში იხსნება და ლოყების შიდა მხარეს არსებული გარსის მიერ ათვისების შემდეგ ინსულინი, კუჭის გვერდის ავლით, პირდაპირ ღვიძლს მიეწოდება. ამ გზით კი დრო და ინსულინის რაოდენობა იზოგება.

მეცნიერებმა აბები ცხოველებზე წარმატებით გამოცადეს, ამჟამად კი კლინიკური ტესტირებისთვის ემზადებიან.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights