შაბათი, მაისი 9, 2026

ვიდეო: როგორ დავძლიოთ შაკიკის გაუსაძლისი ტკივილი…

გადაცემა “პოსტ ალიონი”

როგორ დავძლიოთ შაკიკის გაუსაძლისი ტკივილი

საუბრობს ექიმი, ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი

ექიმის თქმით, შესაძლოა ხანდახან შაკიკი სხვა სახის ტკივილში აგვერიოს.

ნახეთ ვიდეო და გაეცანით ნევროლოგის რამდენიმე სასარგებლო რჩევას:

#datashvil   #drpkhakadze   #SheniEkimi.ge

„COVID-19 განაგრძობს გავრცელებას და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ COVID-19 განაგრძობს გავრცელებას და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს.

„COVID-19 განაგრძობს გავრცელებას და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. მათთვის, ვისაც არასდროს მიუღია COVID-19-ის ვაქცინა, მინიმუმ ერთი დოზა რეკომენდებულია. გაიარეთ კონსულტაცია ადგილობრივ ჯანდაცვის მუშაკთან“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
COVID-19 continues to spread and endanger people’s lives. For those who never received a COVID-19 vaccine, at least one dose is recommended. Consult your local health worker.
შეიძლება იყოს text that says 'World Health Organization COVID-19 is not over. It's still circulating. Get vaccinated. For adults who never received a COVID-19 vaccine, at least one dose is recommended.' გამოსახულება

“არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა” – 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვის შეფასების კითხვარის საპილოტე პროექტის განხორციელებას გეგმავს

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მოადგილეებთან ერთად, World Vision საქართველოსა და ავსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
“არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა” – პროექტის ფარგლებში, World Vision საქართველო ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ქ. ბათუმში, 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვის შეფასების კითხვარის საპილოტე პროექტის განხორციელებას გეგმავს.
პროექტში პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ოჯახის ექიმები და პედიატრები ჩაერთვებიან, დაგეგმილია სამედიცინო პერსონალის ტრენინგები და ტექნიკური აღჭურვა.
ამავე პროექტის ფარგლებში, გადამზადდებიან ოჯახის ექიმები და ეპიდემიოლოგები, შეიქმნება საკომუნიკაციო სტრატეგია გადამდებ დაავადებათა (ტუბერკულოზი, C ჰეპატიტისა და აივ/შიდსი) პრევენციისათვის, აგრეთვე მოხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ტექნიკური მხარდაჭერაც.
პროექტი – არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა”, COVID-19 პანდემიით დაზარალებული ჯანმრთელობისა და ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მნიშვნელოვანი ცვლილებები. 25 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა ჯანდაცვის, ხოლო 15 მილიონზე მეტი ლარი სოციალური მიმართულებით

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის III კვარტალი 96,1%-ით შესრულდა. სამინისტროს გასული 9 თვის საქმიანობის ანგარიში მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
სამინისტროს მიმდინარე წლის ამჟამინდელი ბიუჯეტი 40, 035, 000 ლარს შეადგენს. გასული III კვარტალის განმავლობაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით გამოიყო 32, 340, 025 ლარი. სამინისტროს პროგრამებით 53 981-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
მინისტრმა სხდომაზე ასევე ისაუბრა 2024 წელს დაგეგმილს სიახლეებთან დაკავშირებით. მომავალ წელს სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით 11 220 000 ლარით გაიზრდება და 51 255 000 ლარი იქნება, ზრდა შეადგენს 21.9%-ს.
“ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დავგეგმეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები. 25 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა ჯანდაცვის, ხოლო 15 მილიონზე მეტი ლარი სოციალური მიმართულებით. იზრდება თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი, ფართოვდება მოსარგებლე პირთა ჩამონათვალი. 7 000 000 მილიონი ლარია გათვალისწინებული ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომლითაც იფარება ორგანოთა ტრანსპლანტაციები და ძვირადღირებული მედიკამენტები, ამავე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადებების და გოგირდშემცველი ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევებით გამოწვეული მკურნალობის დაფინანსება მაღალეფექტური მედიკამენტებით” – აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამას, ბენეფიციარებად დაემატება სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალი. 30%-ით გაიზრდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ბიუჯეტი. თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა, ახალი თაობის ანტიანგიოგენური პრეპარატებით ყველა პაციენტს დაუფინანსდება სრულად.
5 615 000 ლარი გამოიყოფა ბავშვთა და მოზარდთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებისთვის გათვალისწინებულია 928 000 ლარი. 34.2%-ით და 5 016 840 ლარი იქნება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი.
ასევე, 2024 წელს გაიზრდება სოფლის ექიმებისა და ექთნების დანამატი. გეგმის მიხედვით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებს დანამატის სახით 400 ლარს, მედდებს 250 ლარს გამოუყოფს. დანამატი სახელმწიფო პროგრამის პარალელურად გაიცემა.ნ ჯამში, დანამატს 107 ექიმი და 110 ექთანი მიიღებს.

თაგვებში დაბერების პროცესი უჯრედულ დონეზე შეაჩერეს – თაგვები გაახალგაზრდავდნენ

მეცნიერების ახალი აღმოჩენით თაგვები გაახალგაზრდავდნენ

მეცნიერთა ჯგუფმა თაგვებზე ახალი ექსპერიმენტი ჩაატარა, შედეგად − დაიწყო თაგვების გაახალგაზრდავების პროცესი, თაგვებს მხედველობაც აღუდგათ მოლეკულურ დონეზე (https://futurism.com/neoscope/scientists-found-first-anti-aging-genetic-mutation)

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა ამოიღეს ათასობით ქიმიური მარკერი, რომლებიც დროთა განმავლობაში თაგვების დნმ-დან გროვდება, რაც არსებითად მათი უჯრედების გაახალგაზრდავებას იწვევს. ამის შემდეგ მალევე, თაგვებმა, რომლებსაც ასაკთან დაკავშირებული მხედველობის დაქვეითება ან ბადურის ნერვული დაზიანება ჰქონდათ, დაუბრუნდათ  მხედველობა, იუწყება Nature reports.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული აღნიშნული მეთოდი ადამიანზე რამდენად ეფექტიანად იმუშავებს, ეს გასაოცარი მინიშნებაა იმისა, რომ გენეტიკურ ხრიკს შეუძლია „საათის უკან დაბრუნება“, სულ მცირე, ბუნებრივი ბიოლოგიური დაბერების ზოგიერთ შედეგებზე.

მათ არ ესმით, რა არის ის უჯრედული მექანიკა, რომელიც უზრუნველყოფს უჯრედების გაახალგაზრდავების უნარს, მაგრამ კვლევა, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა აკადემიურ ჟურნალ Nature-ში, ცხადყოფს, რომ შესაძლებელია დაბერების „უკუსვლა“, სულ მცირე, ზოგიერთ შეზღუდულ სფეროებში.

კერძოდ, გუნდმა გამოიყენა და გააუქმა კონკრეტული ეპიგენეტიკური ცვლილებები – ცვლილებები თაგვების გენის ექსპრესიაში და არა თავად გენებში – რაც დროთა განმავლობაში მოხდა. („გენის ექსპრესია“ იხ. ttps://flexbooks.ck12.org/user:z2vvcmdpywnozw1pc3ryeteyqgdtywlslmnvbq../cbook/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/section/23.13/primary/lesson/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90/)

„ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო კითხვა: თუ ეპიგენეტიკური ცვლილებები იწვევს სიბერეს, შეგვიძლია გადატვირთოთ ეპიგენომი*? კვლევის თანაავტორმა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გენეტიკოსმა დევიდ სინკლერმა Nature-ს უთხრა. “შეგიძლია საათის უკუსვლა?”

ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ თაგვებმა, რომლებმაც დაკარგეს მხედველობა ნერვის დაზიანების გამო, მკურნალობის შემდეგ აღუდგათ ნერვული ქსოვილები – რის უნარსაც ძუძუმწოვრები, ჩვეულებრივ, კარგავენ ძალიან ადრეულ ასაკში.

„ეს მოგვაგონებდა მედუზას, რომელსაც აქვს დაზიანებული ქსოვილის აღდგენის უნარი“, − განუცხადა Nature-ს კვლევის თანაავტორმა იუანჩენ ლუმ. − “ეს იყო გასაოცარი შედეგი.”

*ეპიგენეტიკა ბიოლოგიის მიმართულებაა. მისი შესწავლის საგანია გარემოსა (საკვები, ალკოჰოლი, თამბაქო და სხვა) და ქცევის გავლენა გენების გამოვლენაზე (ექსპრესიაზე). უჯრედის მემბრანებზე უამრავი რეცეპტორია. მათი ქცევა ჰგავს სატელიტის ქცევას და ინფორმაციას სიგნალების სახით უგზავნიან ერთმანეთს. უჯრედები პასუხობენ მიღებულ ინფორმაციას. მაგალითად, სისხლში ინსულინი მაშინ გამოთავისუფლდება, როცა გლუკოზის კონცენტრაცია მაღალია. უჯრედები მრავლდებიან მაშინ, როცა ბევრი უჯრედი კვდება და მათი რიცხვი შემცირებულია. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ უჯრედის კონტროლის ცენტრი მემბრანაა და არა ბირთვი, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვი შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას. ასე რომ, შესაძლოა გვქონდეს გენი, მაგრამ თუ უჯრედი შესაბამის სიგნალს არ მიიღებს (არ მოხდება ტრანსკრიფცია და ტრანსლაცია), გენი გამორთული დარჩება. ადამიანის ორგანიზმში არსებობენ ონკოგენები, მაგრამ შესაძლოა ადამიანმა ისე იცხოვროს, რომ მისი მოქმედება საერთოდ არ გამოვლინდეს. გენების ექსპრესიაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების წესი.

წყარო:

 

#datashvil   #drpkhakadze   #SheniEkimi.ge

რა უნდა დალიოთ ძილის წინ – დაგეხმარებათ ძილის გაუმჯობესებაში

ზრდასრულმა ადამიანმა იდეალურად უნდა იძინოს 7 ან მეტი საათი დღეში, 3-დან 2 ადამიანი რეალურად იღებს დასვენების საჭირო რაოდენობას ყოველდღიურად, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიხედვით.

ამერიკელმა ექიმმა-დიეტოლოგმა ჰოლი კლამერმა დაასახელა სასმელი, რომელიც ხელს უწყობს ღამის ძილის გაუმჯობესებას. წერს Eat This, Not That!-ი.

სპეციალისტის თქმით, ძილის ხარისხი გაუმჯობესდება, თუ ალუბლის წვენს რეგულარულად მიირთმევთ. „ძილის წინ ამ წვენის დალევა სწრაფად ჩაძინებაში დაგვეხმარება. ალუბალი შეიცავს მელატონინს. ეს არის ჰორმონი, რომელიც ძილის ციკლის მოწესრიგებაში გვეხმარება. კვლევის მიხედვით, 1 კვირის განმავლობაში მონაწილეების ნაწილი ალუბლის წვენს მიირთმევდა, ნაწილი კი – პლაცებოს. 7 დღის შემდეგ პირველი ჯგუფის მონაწილეებს ძილის ხარისხი შესამჩნევად გაუუმჯობესდა.

#datashvil   #drpkhakadze   #SheniEkimi.ge

ღორის გრიპის ახალი შტამის ადამიანში გავრცელების პირველი შემთხვევა დააფიქსირეს ბრიტანეთში

გაერთიანებულ სამეფოში ღორის გრიპის ახალი შტამი ადამიანში პირველად დააფიქსირეს. ჯანდაცვის უწყება ვირუსის წარმომავლობის დადგენას ცდილობს.

27 ნოემბერს, ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) დაადასტურა, რომ ერთ ადამიანს გრიპი A H1N2v დაუდასტურდა.

პირველადი მონაცემების თანახმად, ბრიტანეთში H1N2 ინფექცია გენეტიკურად განსხვავდება მსოფლიოს სხვა ნაწილებში ადამიანებში ბოლო დროს დაფიქსირებულთაგან და კონკრეტულ სახელს, 1b.1.1-ს უწოდებენ.

ანონიმურად რჩება პაციენტის ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. ცნობილია, რომ მას მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და უკვე სრულად გამოჯანმრთელდა.

გრიპის ვირუსები, რომლებიც ძირითადად ცხოველებში ცირკულირებს.

ექსპერტთა განცხადებით, ბრიტანეთში გამოვლენილი შემთხვევა საგანგაშო არ არის, მაგრამ რისკის შესაფასებლად აუცილებელია დამატებითი ინფორმაცია შტამის შესახებ.

„ადამიანის და ღორის გრიპის A ვირუსები შეიძლება „შეჯვარდნენ“, თუკი ერთ მასპინძელში აღმოჩნდებიან და წარმოქმნან ჰიბრიდული შთამომავლობა, რომლებიც კარგად არიან მორგებული ადამიანებში ზრდას; წინა ინფექციების ან ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნური რეაქციები მათ ვერ ცნობს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიპის A ვირუსების გავრცელების მონიტორინგი“, — განმარტავს გლაზგოს უნივერსიტეტის მოლეკულური ვირუსოლოგი ედ ჰატჩინსონი.

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

ექთნის საქმიანობა რეგულირებული ხდება – სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ

ექთნის საქმიანობა რეგულირებული ხდება – როგორ გავზარდოთ პროფესიის მიმართ ინტერესი?
სტუმარი: ნათია ნოღაიდელი – Geo Hospitals • ჯეო ჰოსპიტალსი-ს სტრატეგიული განვითარების და ხარისხის დეპარტამენტის უფროსი

ექთნისა და მეანი ექთნის საქმიანობა რეგულირებული ხდება.

პარლამენტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებებს განიხილავს, რომელიც ექთნისა და მეანი ექთნის საქმიანობის რეგულირებასა და პროფესიული განვითარების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

ჯანდაცვის სისტემაში მოქმედი ყველა ექთანი, მეანი ექთანი და ექთნის თანაშემწე 2025 წლის 1-ელ პიანვრამდე ვალდებულია ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის რეესტრში დარეგისტრირდეს, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან კი ყველა ახლად კურსდამთავრებულს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

კანონი დაადგენს ასევე, თუ რა საგანმათლებლო ეტაპების გავლა მოუწეთ იმისთვის, რომ  გახდეს ექთანი. შემოდის ექთნის სხვადასხვა კატეგორიები განათლების დონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტის დონეზე დადგინდება ასევე საექთნო სპეციალობები, როგორიც არის დადგენილი ექიმის პროფესიის კუთხით, მაგალითად ანესთეზოლოგიის ექთანი, პედიატრიის ექთანი და ა.შ.

ექთნები, ვინც დღეს სისტემაში მუშაობენ და აქვთ პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ანუ დამთავრებული აქვთ კოლეჯი, შესაბამისი დოკუმენტის სამინისტროში წარდგენის შემდეგ შეუძლიათ რეესტრში დარეგისტრირდნენ, რის საფუძველზეც ისინი 5 წლის ვადით შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. ექთნებისა და მეანი ექთნების გარდა რეგისტრაცია მათ თანაშემწეებს და ასევე იმ ადამიანებსაც შეეძლებათ, რომლებიც სისტემაში არ არიან დასაქმებული.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 20 ათასამდე ექთანია სისტემაში, რომელთაც რეგისტრაცია შეეხებათ.

რას ცვლის ექთნის საქმიანობის რეგულირება და პროფესიული განვითარების სისტემის შექმნა?

Geo Hospitals • ჯეო ჰოსპიტალსი-ს სტრატეგიული განვითარების და ხარისხის დეპარტამენტის უფროსი ნათია ნოღაიდელი საუბრობს ამის შესახებ:

„საექთნო პროფესია ჯანდაცვის სისტემის ხერხემალია და ექთანზე/ბებიაქალზე სამეანო მიმართულებაში გადის ჯანდაცვის სისტემის ხარისხი, პაციენტის ზედამხედველობა, მოვლა და ა.შ.

აქედან გამომდინარე ექთნის პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია და ექთნის მუდმივი პროფესიული განვითარება ჯანდაცვის სისტემისთვის ძალიან მნშვნელოვანია, ვინაიდან ექთანი არის ის ადამიანი, რომელიც მუდმივად იმყოფება ავადმყოფის საწოლთან და ამავდროულად სამედიცინო მომსახურების ხარისხი სწორედ ექთანთან და მის კვალიფიკაციასთან არის დაკავშირებული.

აქედან გამომდინარე, კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის მათ კვალიფიკაციას და მოტივაციას, რათა მუდმივად სრულყონ თავისი ცოდნა, რაც ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესების საწინდარია და ბუნებრივია, ეს აისახება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

ჯანდაცვის სექტორში დაახლოებით 21 ათასი ექთანია დასაქმებლი. კანონპროექტზე მუშაობის დროს სწორედ ეს გავითვალისწინეთ, რომ არ ყოფილიყო დამატებითი ბარიერი, პირველ ეტაპზე პროფესიული განათლების ექთნების სერტიფიცირება განხორციელდება სწორედ მისი დოკუმენტაციის საფუძველზე. მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების საფუძველზე ის მოხვდება შესაბამის რეესტრში და არ იქნება დამატებითი ბარიერი იგივე გამოცდის სახით, რომ მან მოიპოვოს სერტიფიცირებული ექთნის წოდება.

ეს არის უკვე ის ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფომ გადადგა, რათა მარტივად მოხდეს პირველ ეტაპზე ექთნების სერიტიფიცირება და ამის შემდგომ უკვე ექთანმა გამოცდაში მონაწილეობის საშუალებით მიიღოს აღნიშნული წოდება.

დღესდღეობით პროფესიული განათლება თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. პროფესიული განათლება ექთნის 3-წლიანი ციკლია. როდესაც უკვე გადავდივართ ექთნების პროფესიული განვითარების სისტემაზე, კარგი იქნება ამ მიმართულებითაც მხარდეჭერა დამსაქმებლების მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან, რომ პირველ ეტაპზე, როდესაც ჩნდება ვალდებულება, რომ ექთანმა შემდეგი ხუთი წლის  შემდეგ კვლავ მოიპოვოს სერტიფიცირებული ექთნის წოდება, მათ უნდა დაადასტურონ გარკვეულ პროფესიულ აქტივობებში მონაწილეობის მოთხოვნები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით 4 ექთანი, სრულყოფილი მოვლის სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, უნდა მოდიოდეს ერთ ექიმზე…“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

Amazon-მა AI-ჩატბოტი წარადგინა ბიზნესისთვის

Amazon-მა ბიზნესისთვის ახალი AI-ჩატბოტი – Q წარადგინა. წერს The New York Times-ი.

Amazon-მა ჩატბოტი Amazon Web Services-ის Reinvent-კონფერენციაზე, ლას-ვეგასში წარადგინა.

პროდუქტის სახელწოდების შესახებ ორი მოსაზრება არსებობს. ერთი ვერსია მას ჯეიმს ბონდის ფილმების იმავე სახელის მქონე პერსონაჟს, მეორე კი სატელევიზიო შოუ Star Trek-ის Q პერსონაჟს უკავშირებს.

ჩატბოტი მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია, ფუნქციათა ნაწილის გამოყენება  უფასოდაა შესაძლებელი. ბიზნესმომხმარებლებისთვის ჩატბოტის ყოველთვიური ღირებულება $20-ია, დეველოპერებისა და IT-სფეროში დასაქმებულთათვის კი ჩატბოტს დამატებითი ფუნქციები ექნება და $25 ეღირება.

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებში, ინფექციების პრევენცია და კონტროლი

ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო 2024-2030 წლების ეროვნული სტრატეგიასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გახსნა. შეხვედრაზე, მხარეებმა, ანტიმიკრობული რეზისტენტობის მართვასთან დაკავშირებული მიღწევები, გამოწვევები და ამ მიმართულებით ეფექტიანობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. ისაუბრეს სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებში, ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო სტრატეგია მულტისექტორულ ფორმატში, სხვადასხვა უწყებების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. როგორც თამარ გაბუნიამ, შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო მზად არის ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ გლობალურ მოძრაობას შეუერთდეს.
ღონისძიებას საქართველოში ჯანმო-ს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, დარგის სპეციალისტები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights