კვირა, მაისი 10, 2026

სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი იწყება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ორგანიზებით, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო.

პროგრამის მეორე ეტაპს საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიისა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან თანამშრომლობით, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სამ სპორტულ ცენტრში განახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის მიმდინარეობას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კახაბრიშვილი გაეცნობიან. კომპლექსური სამედიცინო/შემოწმება სკრინინგის მეორე ეტაპს დიგიტალური სისტემებით ფიზიკური მზაობის ტესტირება დაემატა და მასში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი იქნება ჩართული.

„პროგრამის ფარგლებში საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ ტანვარჯიშის განვითარების სპორტულ ცენტრთან, ფიგურული სრიალის სპორტულ ცენტრთან და სპორტისა და ახალგაზრდობის სპორტულ ცენტრთან მემორანდუმები გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში ცენტრების სპორტულ კომპლექსებში თბილისში რეგისტრირებული 3-დან 18 წლამდე 400-ზე მეტი ბენეფიციარი კომპლექსურ სამედიცინო შემოწმება/სკრინინგს გაივლის.

სამედიცინო შემოწმების დასრულების შედეგად გაიცემა რეკომენდაციები სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობის და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ. სამედიცინო შემოწმება საერთაშორისო გაიდლაინებისა და იმ პროტოკოლის მიხედვით ხორციელდება, რომლებიც სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიამ პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიასთან ერთად მოამზადა. პროგრამის პირველი ეტაპი 2023 წლის გაზაფხულზე განხორციელდა და მასში ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრების 500-მდე ბენეფიციარი იყო ჩართული“, – აცხადებენ მერიაში.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ყოველთვიური მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგის შედეგად მორიგი დარღვევები გამოვლინდა.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, რომ მოქალაქეების ერთი ნაწილისთვის კვლავაც გაუგებარია, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები დახურული სივრცის კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც, ისევე როგორც თავშეყრის სხვა დახურულ ადგილებში, თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმისა და ჩილიმის მოწევა აკრძალულია. თბილისში, ერთ-ერთი შენობის პირველ სართულზე არსებულ ოქროს ბირჟის დახურულ სივრცეში გამყიდველები და რეალიზატორები ეწეოდნენ სიგარეტს, რაზეც საპატრულო პოლიციამ რეაგირება მოახდინა.

„მოქალაქეები თუ თვალს არ დახუჭავენ მსგავსი დარღვევების ფაქტებზე, საზოგადოება სრულად გაათვითცნობიერებს, რომ მოწევის რეგულაცია საჯარო სივრცის ყველა დახურულ ნაწილში ვრცელდება. არაერთხელ გვითქვამს და ვიმეორებთ, საჭიროა, ყველანი კანონის აღსრულების მონიტორები გავხდეთ, რადგან მოწევის რეგულაციების აღსრულებით ჩვენ ვიღებთ სუნთქვისთვის უსაფრთხო სივრცის გარანტიას.

აღსანიშნავია, რომ ზამთარის სეზონის მოახლოების გამო, მოწევის რეგულაციისთვის თავის არიდების მიზნით, სამასპინძლო დაწესებულებების ერთმა ნაწილმა გარკვეულ ხრიკებს მიმართა. ტერიტორიებს, რომელიც ე.წ. ღია სივრცეებად აქვთ გამოყოფილი, კონსტრუქციული, ასახდელი სახურავები გაუკეთეს, რომელიც მთლიანად იხსნება და დაწესებულებას უფლებას აძლევს, აღნიშნულ სივრცეში კედლების არსებობის შემთხვევაში მოწევა დაუშვას. თუმცა, აღნიშნული კონსტრუქცია დანიშნულებისამებრ მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ მოწევის ფაქტზე ვინმე შენიშვნას დააფიქსირებს ან საპატრულო პოლიციას გამოიძახებს. სამასპინძლო დაწესებულების წარმომადგენელი ერთგვარ მინისპექტაკლს დგამს, სახურავი იხსნება და პოლიციის თვალწინ ხსნის. თუ ევროპული წესრიგისკენ მივისწრაფვით, კანონთან ასეთი თვალთმაქცობა უხერხულია. ამასთან, პასუხისმგებლობისგან ვერავის დაიცავს.

დარღვევები ფიქსირდება სავაჭრო ობიექტებში, რომელთა ნაწილი კვლავაც ხილულად ყიდის თამბაქოს ნაწარმს. ძირითადად, ელექტრონულ სიგარეტს და გასახურებელ თამბაქოს, რომლებიც ხშირად განთავსებულია ტკბილეულთან, საბავშვო და სხვა სახის პროდუქტებთან ერთად, საერთო დახლზე ან სტენდზე, ძირითადად, სალაროსთან. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შემოსავლების სამსახურს რეაგირებისთვის. რეკლამების კუთხით დარღვევებიც თამბაქოს ახალ პროდუქტებს უკავშირდება.

მოწევის რეგულაციის ან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის რეალიზაციის დარღვევის ფაქტებზე თვალს ნუ დახუჭავთ, დარეკეთ 112-ზე ან გაგზავნეთ შეტყობინება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით“, – აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

ყველაზე ჭუჭყიანი საგნები, რომლებსაც ყოველდღიურად ეხებით – რას ამბობენ ექსპერტები

ექსპერტები ამბობენ, რომ თქვენი ტელეფონი, სარეცხის გროვა თქვენს საძინებელში და თქვენი სავაჭრო ურიკებიც კი დაფარულია ბაქტერიებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები.

არიზონას უნივერსიტეტის ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სავაჭრო ურიკების 75% -ზე მეტი დადებითი აღმოჩნდა ფეკალურ ბაქტერიებზე.

მობილური ტელეფონები

ადამიანი ტელეფონს დღეში საშუალოდ 96-ჯერ ამოწმებს, რაც 10-12 წუთში ერთხელ ხდება. და ამან შეიძლება დაგტოვოთ დაუცველი რამდენიმე ტიპის ბაქტერიის მიმართ, მათ შორის სტაფილოკოკი, რომელიც იწვევს სტაფილოკოკურ ინფექციებს. ასეთი ინფექციები მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ და შეიძლება სწრაფად გავრცელდეს სისხლში, ფილტვებში, გულში, ძვლებსა და სახსრებში.

ადრინდელი კვლევები აჩვენებს, რომ საშუალო სკოლის მოსწავლეების მობილური ტელეფონები ბაქტერიული გენის 17000 ეგზემპლარით არის სავსე. და არიზონას უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მობილურ ტელეფონებს 10-ჯერ მეტი ბაქტერია აქვთ, ვიდრე უნიტაზებს.

კბილის ჯაგრისის დამჭერი

მიუხედავად იმისა, რომ კბილის ჯაგრისები შექმნილია კბილების სისუფთავის შესანარჩუნებლად, კბილის ჯაგრისის დამჭერებს იშვიათად ასუფთავებენ, რაც მათ მიკრობების გამრავლების ადგილად აქცევს. ეს იმიტომ ხდება, რომ დამჭერი დღეში ორჯერ მაინც შედის კონტაქტში ნესტიან კბილის ჯაგრისთან და ეს ტენიანობა ხელს უწყობს საფუარის და ობის სოკოს ზრდას.

ოფისის ყავის ჭიქები

ყავის ფინჯანი, რომელსაც ინახავთ ოფისში, სავარაუდოდ სამუშაო დღის ბოლოს უნდა გაირეცხოთ. მაგრამ ის რჩება მიკრობების თავშესაფარად. არიზონას უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ჩვეულებრივი სამზარეულოს ღრუბლებით, რომლებიც იშვიათად იცვლება. მათ შეუძლიათ E. coli ბაქტერიების გადატანა.

ყავაში შაქრისა და ნაღების დამატება ასევე ხელს უწყობს ბაქტერიების ზრდის ზრდას.

ბაქტერიების გავრცელების რისკის შესამცირებლად, რეგულარულად წაიღეთ ფინჯანი სახლში და ჩადეთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, სადაც ბაქტერიები კვდება ორთქლისა და სიცხის შედეგად.

როგორ მოვაშოროთ გაფუჭებული ხორცის უსიამოვნო სუნი მაცივრიდან სახლის პირობებში

დაბადების დღის ტორტები

დაბადების დღის სანთლების ჩაქრობა უდანაშაულო საქმიანობად გამოიყურება, მაგრამ თუ მასში ჩართულია ადამიანების მთელი ჯგუფი, დიდი რაოდენობით ბაქტერიების გავრცელების რისკი არსებობს.

წყარო:

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა გადაჭარბებულმა მიღებამ – როგორი უნდა იყოს მარილის დღიური ნორმა რაციონში

xr:d:DAGB6Ox9z7A:2,j:8294928926364464394,t:24040908

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

როგორი უნდა იყოს მარილის დღიური ნორმა რაციონში,  რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა გადაჭარბებულმა მიღებამ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა საუბრობს:

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მარილის დღიური დოზა, რომელიც უნდა მივიღოთ, არის 5 გრამი. უფრო მეტის მოხმარება, რაც სამწუხაროდ, საქართველოში გვაქვს, ძალიან მავნეა. ბოლო მონაცემებით, მარილის დღიური დოზა საქართველოში, ქალებში არის 8-ნახევარი გრამი, ხოლო მამაკაცებში, 10 გრამამდე. ჭარბი მარილის მოხმარება პირველ რიგში იწვევს არტერიული წნევის ზრდას, ეს კი თავის მხრივ იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და ხანდახან სამწუხაროდ კატასტროფულ შედეგებს. თქვენ იცით, რომ არაგადამდებ დაავადებებს საქართველოში სიკვდილის მხრივ 80 პროცენტი უკავშირდება, აქედან 65 პროცენტი არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული“.

მარილის რა ოდენობის მიღებაა რეკომენდებული – კვლევის მიხედვით, ვინც დიდი რაოდენობით მარილს მოიხმარს…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მარილის მოხმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მარილის დღიური ნორმა 6 გრამს არ უნდა არემატებოდეს.

კვლევის მიხედვით, ვინც დიდი რაოდენობით მარილს მოიხმარს, შეიძლება არ შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა, თუ ისინი დიდი რაოდენობით ხილს, ბოსტნეულს, რძის პროდუქტებს, კარტოფილსა და კალიუმით მდიდარ საკვებს მიირთმევენ.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ რადგანაც გემოვნებითი რეცეპტორების ფორმირება ხდება ბავშვობაში, საჭიროა, მარილის მოხმარება შეიზღუდოს ადრეული ასაკიდანვე.

მათივე მტკიცებით, თანამედროვე რეკომენდაციის მიხედვით დღიურ ნორმას შეადგენს 6 გრამი. ეს დაახლოებით 1 ჩაის კოვზია.

სპეციალისტების განმარტებით, მარილის ჭარბი შემცველობით ხასიათდება დაკონსერვებული და შებოლილი პროდუქტები.

„თუ გიჭირთ, საერთოდ უარი თქვათ ზოგიერთი მათგანის მიღებაზე, გახსოვდეთ, მათი მოხმარება აუცილებლად უნდა შეზღუდოთ”, – განმარტავენ სპეციალისტები.

გარდა ამისა, მომხმარებელმა უნდა იცოდეს პროდუქტებში მარილის შემცველობის დონის განსაზღვრა. კერძოდ, დაბალი შემცველობაა: 0.3გრ მარილზე ნაკლები ან 0.1გრ Na 100 გრ პროდუქტზე; საშუალო შემცველობა: 0.3-1.5 გრ მარილი ან 0.2-0.4გრ Na 100 გრ პროდუქტზე; მაღალი შემცველობა: 1.5 გრ მარილზე მეტი ან 0.5გრ Na 100 გრ პროდუქტზე.

როგორც გავრცელებულ რეკომენდაციაშია ნათქვამი, ხშირად ეტიკეტი იძლევა ინფორმაციას როგორც Na-ის, ასევე მარილის შემცველობის შესახებ, მაგრამ თუ მხოლოდ Na-ის შემცველობაა მოცემული, იგი უნდა გაამრავლოთ 2.5-ზე და მიიღებთ მარილის რაოდენობას. ამასთან, საკვების გემოვნებითი ღირებულების ასამაღლებლად შესაძლოა გამოყენებული იყოს ნაციონალური სანელებლები, ლიმონის წვენი, ძმარი, ჯინჯერი, ხახვი, ნიორი და სხვ.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

„არ წახვიდეთ საკვები პროდუქტების საყიდლად მშიერი“

ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა ჯანსაღი კვების წესებზე წერს:

1. სასურველია მიირთვათ ყოველდღე მინიმუმ 3-ჯერ, ხოლო მაქსიმუმ 5 ჯერ – ზომიერი ულუფებითა და 2-4-საათიანი ინტერვალებით.
ამავდროულად, გახსოვდეთ, საკვები უნდა მიიღოთ ნელა. გაუსინჯეთ თითოეულ პროდუქტსა და კერძს მისი უნიკალური გემო. კვებისადმი ასეთი მიდგომა დანაყრებისა და კმაყოფილების განცდას უწყობს ხელს.
2. კვების რაციონში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების გამოყენება, არამედ ამა თუ იმ კერძის სწორად მომზადების ცოდნაც, რათა მომზადებისას ყველა არსებული სასარგებლო თვისება შევინარჩუნოთ.
დილით, საუზმემდე მინიმუმ 30 წუთით ადრე დალიეთ წყალი. დღის განმავლობაში არ დაგავიწყდეთ მისი მიღება. წყალი უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის.
3. დღის განმავლობაში ერთი კვება დაუთმეთ სეზონურ ხილს, მიირთვით ცოცხლად ან სმუზის (ბლენდერში ათქვეფილი ხილი) სახით. ამასთანავე, უმჯობესია, ხილი მიირთვათ სადილამდე 2-3 საათით ადრე.
4. კალორიებით ყველაზე მდიდარი ულუფა დღის პირველ ნახევარში მიირთვით. ყურადღება მიაქციეთ საკვებში მარილის, სუნელების, შაქრის რაოდენობას, რათა არ შეაკავოთ ორგანიზმში თქვენ მიერ მიღებული სითხე. სითხის შეკავება ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის არასასურველია, ეს წონის კლების შეჩერებას ან შენელებას იწვევს.
5. არ წახვიდეთ საკვები პროდუქტების საყიდლად მშიერი.

შიდსის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს, უკვე მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება

შიდსის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დღეისათვის უკვე მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
შიდსის მსოფლიო დღის მიზანს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და ამ მიმართულებით ღონისძიებების გაფართოვების აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილება და აივ/შიდსის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
გაეროს შიდსის პროგრამის მიერ შიდსთან საბრძოლველად 2015 წლიდან დაწყებულია ახალი კამპანია „დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ“, (On the Fast-Track to end AIDS) რაც მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციის მისაღწევად მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების გაფართოვებას და დაჩქარებას.

შესაძლოა, ძაღლების სიცოცხლის გასახანგრძლივებელი წამალი გვქონდეს

ბიოტექნოლოგიური კომპანიის Loyal-ის წარმომადგენლების თქმით, ძაღლების სიცოცხლის გასახანგრძლივებელ წამალს გამოუშვებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ვეტერინარული მედიცინის ცენტრმა დაადასტურა, რომ Loyal-ის მონაცემები აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ FDA LOY-001-ის პრეპარატით კმაყოფილია და მალე შეიძლება ის დაჩქარებული გზით დამტკიცდეს.

„Loyal დაარსდა ამბიციური მიზნით, შეგვექმნა პირველი წამალი, რომელიც ძაღლებს ჯანსაღ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა. ამ ეტაპამდე მოსაღწევად წლების დაუღალავი შრომა დაგვჭირდა. ვაგრძელებთ მუშაობა. ველოდებით FDA-ის დასტურს. ბოლო შედეგებზე დაყრნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგები მალე გვექნება”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მსხვილ და გიგანტურ ძაღლებს, როგორიცაა გოლდენ რეტრივერები, დიდი დანიელები და ნიუფაუნდლენდი, სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ ხანმოკლეა – ამ უკანასკნელთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 8-დან 10 წლამდეა. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს არის დიდი ძაღლების წლების შერჩევითი მოშენების შედეგი, რაც მათ უზარმაზარი სხეულების გენეტიკური რეცეპტის საშუალებას აძლევს, მაგრამ ასევე ხანმოკლე სიცოცხლეს. ძაღლებში ასეთი ზომები არ არის ბუნებრივი. ეს ადამიანების მიერ შერჩევისა და შესაბამისი შეჯვარების შედეგია. Loyal-ში ასეთი ძაღლების ხანმოკლე სიცოცხლეს ვხედავთ არა როგორც გარდაუვალს, არამედ, როგორც გენეტიკურ დაავადებას. შესაბამისად, მისი წამლებით მკურნალობაზე დაქვემდებარება შედარებით უფრო მარტივია”, – თქვა ბრენენ მაკკენზიმ, Loyal-ის ვეტერინარული მედიცინის დირექტორმა.

რა არის LOY-001-ის სამიზნე? ეს ზრდის ჰორმონი IGF-1-ია. სწორედ ეს ჰორმონია დიდ ძაღლებში ზედმეტად ჭარბად. მედიკამენტის ინექცია მოხდება ექვსი თვის განმავლობაში, რამაც საბოლოოდ IGF-1-ის დონე უნდა შეამციროს. მიზანი, სავარაუდოდ, მიღწეულია.~

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძაღლებს უსასრულოდ სიცოცხლე შეეძლებათ.

”ეს ნამდვილად არ არის უკვდავების ან სიცოცხლის ხანგრძლივობის რადიკალური წამლები”, – თქვა ჰალიუამ The New York Times-თან.

თუმცა, არც ეს არის ცოტა. ზოგადად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სიცოცხლის გახანგრძლივების მიმართულებით. FDA-ის დასტურის შემთხვევაში, LOY-001 პირველი მედიკამენტი გახდება, რომელსაც როგორც სიცოცხლის გასახანგრძლივებელი ისე დაამტკიცებენ.

ვნახოთ, რა იქნება შემდეგი. ვინ იცის, იქნებ შემდეგი უკვე ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივება იყოს. ამაზე უარს, ალბათ არ ვიტყოდით.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

„ნუ სტრესავთ ბავშვებს! – შეუთანხმდით ექიმს ყველა კონკრეტული გამოკვლევის წინ“

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს:

„მეგობრებო,დღეს ძალიან ტრენდული გახდა ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ბავშვებში, ისე,პრევენციულად,წელიწადში 4-5 ჯერ!!!! ნუ სტრესავთ ბავშვებს!!! არ არის საჭირო ექიმის გადაწყვეტილების გარეშე ამ ინვაზიური კვლევების ჩატარება!!! შეუთანხმდით ექიმს ყველა კონკრეტული გამოკვლევის წინ!!! საჭიროების მიხედვით მხოლოდ!!!

გაუფრთხილდით ბავშვის ნერვულ სისტემასაც და თქვენს ფინანსურ რესურსსაც!!! ტყვიას, ლითიუმს და სხვა მძიმე მეტალებსაც კი საზღვრავთ რამდენიმეჯერ წელიწადში…. მსოფლიო მოსახლეობის 10% იტანჯება იპოქონდრიით (დაავადებების შიშით) ესეც პანიკური აშლილობაა,რომელიც შეიძლება ჰიპერაპეკით და თქვენი ემოციური მდგომარეობით ბავშვებზეც გავრცელდეს!!! დიახ,ასეთი მშობლების შვილები (მოზარდები განსაკუთრებით) გიყურებენ თვალებში ვიზიტის დროს და ხშირად სვამენ კითხვას – მჭირს რამე??? აკონტროლეთ თქვენი ქცევა გთხოვთ“ – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

ორსულობა და ვირუსული ინფექციები – ორსულობის დროს ქალის ინფიცირება რა გავლენას მოახდენს ნაყოფზე?

ორსულობა და ვირუსული ინფექციები

ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი, პაპილომავირუსი, გრიპი, წითურა. რა გავლენას ახდენენ ეს ვირუსები ქალის ორგანიზმზე ორსულობის დროს, რა საფრთხე ემუქრება ნაყოფს?

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები დიდ საფრთხეს უქმნიან ნაყოფს.

ინფექციებით დასნებოვნებულთა 32-73%-ს უნაყოფო ქორწინება აქვს და ამ ინფექციათა 25% სწორედ ვირუსული წარმოშობისაა.

დაგვიანებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა სავალალო შედეგს იძლევა:

ნაყოფის მოშლას,

უშვილობას,

ნაადრევ ან მოგვიანებით აბორტს

მშობიარობას მკვდარი ნაყოფით.

ორსულობის დროს ქალის ინფიცირება რა გავლენას მოახდენს ნაყოფზე?

ეს დამოკიდებულია იმაზეც თუ რა პერიოდში მოხდა ქალის დაინფიცირება, როგორი იმუნური სისტემა აქვს დედას და ასევე, დამოკიდებულია ვირუსული ინფექციის გამომწვევ მიკროორგანიზმის თვისებებზე.

დედის ინფიცირება ორსულობის ადრეულ ვადაზე (ჩასახვისმე-5-6 დღიდან 12 კვირამდე) ყველაზე ხშირად იწვევს ნაყოფის დაღუპვას.

ნაყოფის პათოლოგიებს, ორსულობის 12 კვირის შემდეგ, შესაძლებელია, გამოიწვიოს ნაყოფის ორგანოების, პლაცენტისა და სანაყოფე გარსების მიკრობული დაზიანება. რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა და ამ მშობიარობის შედეგად დაიბადოს სუსტი, დღენაკლული ახალშობილი.

რა გზით ხდება ინფიცირება?

დედისგან ბავშვს ინფექცია შეიძლება გადაედოს ორი გზით – ჰემატოგენურად (სისხლით) და აღმავალი გზით.

ჰემატოგენური გზით გავრცელებისას ინფექცია დედის სისხლთან ერთად ხვდება პლაცენტაში, იქიდან კი ჭიპლარის გავლით – ნაყოფის ორგანიზმში.

რით არის საშიში ეს ვირუსები?

ორსულებში ეს დაავადებები უმთავრესად ფარულად მიმდინარეობს, ორსულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიუყენებლად, მაგრამ გადაედება ნაყოფს, იწვევს მის სიკვდილს, ანცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებას.

ვირუსულმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს დნმ-ს მოლეკულაში გენეტიკური კოდის ცვლილება და თანდაყოლილი სიმახინჯეების მიზეზად იქცეს.

სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ნაადრევი მშობიარობაც, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ვირუსული ინფექციები გვეველინება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ პირადი შეტყობინება ან დაგვიკავშირდით

მხოლოდ პაციენტის ერთგულებით

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.

ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.

აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 13 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.

აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ მრავალპროფილური კლინიკა “ჰერა”-მ აირჩია აკრედიტაცია კანადა.

აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოხარულია, რომ სამედიცინო დაწესებულებები ირჩევენ ხარისხს…

„მრავალპროფილური კლინიკა “ჰერა”-მ აირჩია აკრედიტაცია კანადა

“ჰერა 2011” -მა და კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციამ Accreditation Canada ხელშეკრულება გააფორმა.

შეთანხმების ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები სამედიცინო მომსახურების ხარისხს, კლინიკებში არსებულ პროცესებს და ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას შეაფასებენ – “ეი სი” წარმოადგენს არაკომერციულ საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს, რომელიც 60 წელზე მეტია მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.

კლინიკა „ჰერა“ დაარსდა 2001 წელს, იყო ერთ-ერთი პირველი კერძო სამშობიარო სახლი საქართველოში, რომელმაც დიდი პოპულარობა და სახელი მოიხვეჭა ქვეყნის მასშტაბით.

კლინიკა „ჰერა“ მუდმივად წინა ხაზზე იყო სიახლეების და თანამედროვე სამედიცინო მიდგომების დანერგვის კუთხით, მუდმივი ზრუნვა პაციენტებზე ორიენტირებული გარემოს სრულყოფისთვის კლინიკის მთავარ ღირებულებად იქცა.

2011 წლიდან კლინიკა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რკინიგზის სამშობიარო სახლთან გაერთიანებით, დაარსდა მრავალპროფილური კლინიკა „ჰერა 2011“, რომელშიც დაემატა ახალი სერვისები, გაიხსნა ახალშობილთა ინტენსიური განყოფილება NICU და ზოგადი ქირურგიული განყოფილება, კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებს გვაძლევს პაციენტებს გავუწიოთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობა.

კლინიკის კოლექტივის მაღალი პროფესიონალიზმი საშუალებას იძლევა, კლინიკა მოემსახუროს ყველა ასაკის პაციენტს განურჩევად სქესისა და კლინიკის დევიზია „მხოლოდ პაციენტის ერთგულებით“.

კლინიკა მოიცავს შემდეგ სერვისებს: ახალშობილთა რეანიმაცია, ქირურგია, გინეკოლოგია, ამბულატორია.

კლინიკა მდებარეობს შემდეგ მისამართზე; – ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ.5.

HERA 2011 კლინიკა ფარავს მეანობა-გინეკოლოგიის, ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის, ზოგადი ქირურგიის, და ამბულატორიული სერვისებს.

აკრედიტაცია კანადას გუნდი საქართველოში დაეხმარება “ჰერას” აკრედიტაციის პროცესში.

 “ჰერა” ირჩევს ხარისხს… დიახ, კანადის ხარისხს, თანაც მსოფლიოში ყველაზე მსხვილ აკრედიტაციის ორგანიზაციას Accreditation Canada representative office in Georgia

კანადის ჯანდაცვის ხარისხი ინერგება საქართველოში

აკრედიტაცია კანადის შესახებ Accreditation Canada:

”აკრედიტაცია კანადას” გააჩნია 60 წლიანი გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სფეროში. იგი წარმოდგენილია 1000+ დარგის ექსპერტისგან, 35+ ქვეყანაში და მსოფლიოს მასშტაბით აკრედიტებული აქვს 12,000 სამედიცინო დაწესებულება.

აკრედიტაცია კანადის გუნდი საქართველოში:

საერთაშორისო გამოცდილების ადგილობრივ მრჩეველთა გუნდი დაკომპლექტებულია სააკრედიტაციო პროცესის ძირითადი მიმართულებების ექსპერტებისგან, რომლებიც გამოირჩევიან მაღალპროფესიონალიზმით, აკრედიტაციის პროცესის ექსპერტიზით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სპეციფიკის ცოდნითა და მრავალფეროვანი უნარებით. აღნიშნული გუნდის წევრები გადამზადებულნი არიან „აკრედიტაცია კანადის“ მიერ მათი სტანდარტების შესაბამისად.

სერვისები:

აკრედიტაცია კანადის ადგილობრივი მრჩევლები უზრუნველყოფენ ტექნიკურ მხარდაჭერას და ამზადებენ სამედიცინო დაწესებულებებს აკრედიტაციის შეფასების პროცესისთვის. სამედიცინო დაწესებულებისთვის საჭირო კონსულტაციები ჩატარდება ქართულ ენაზე და დაფარავს აკრედიტაციისათვის საჭირო ძირითად მიმართულებებს.
გუნდი დაგეხმარებათ თქვენს სამედიცინო დაწესებულებაში აკრედიტაციის პროცესის დაჩქარებაში, შესაბამისად დაზოგავთ თქვენს დროსა და ენერგიას. ექსპერტები გამართავენ რეგულარულ შეხვედრებს უშუალოდ თქვენს სამედიცინო დაწესებულებაში წინასწარ შეთანხმებულ დროს.

თითოეული კლინიკისათვის გამოიყოფა პირადი მრჩეველი.

ხარისხიანი ჯანდაცვა უპირველესყოფლისა

აკრედიტაცია კანადა, წარმომადგენლობა საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით აქ: info@accreditation.ge

გიორგი ფხაკაძე Giorgi Pkhakadze, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights