
ნახეთ – რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს რა ალტერნატიულ შესაძლებლობას სთავაზობენ

ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ქართველი ექიმების მორიგი წარმატება და გადარჩენილი სიცოცხლე
14 წლის მოზარდს იშვიათი პათოლოგია დაუდგინეს. ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მოზარდი “ჯეო ჰოსპიტალსის” სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მუცლის მწვავე, ძლიერი ტკივილებით და ღებინებით, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა.
ადგილზე, მორიგე ქირურგის, მალხაზ გვასალიას მიერ სწორად და დროულად შეფასდა პაციენტის მდგომარეობა, ჩაუტარდა მაშინვე საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები და დაუდგინდა პილორუსის პერფორირებული წყლულის და პერიტონიტის დიაგნოზი, რაც ბავშვთა ასაკში საკმაოდ იშვიათი პათოლოგიაა. ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია “ჯეო ჰოსპიტალსის” თბილისის სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ქირურგიის სამსახურის უფროსის,გოგა ბახტაძის და მორიგე ბავშვთა ქირურგის, მალხაზ გვასალიას მიერ.ოპერაციისას ნანახი იქნა პილორუსის დიდი ზომის პერფორაცია, დანეკროზებულ, ასევე დიდი ზომის წყლულთან ერთად.
მოხდა წყლულის ამოკვეთა, ჩატარდა პილოროპლასტიკა ჰეინეკე-მიკულიჩის მეთოდით, რითიც შენარჩუნებული იქნა პილორუსის სათანადო გამავლობა.
“ბავშვთა ასაკში საკმაოდ იშვიათად გვხვდება მსგავსი პათოლოგია, ამ შემთხვევაში სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა გადაუდებელი მწვავე პერიტონიტი და პერფორირებული წყლულის დიდი ზომა და რთული მდებარეობა. სწორად და დროულად ჩატარებული კვლევებისა და სასწრაფო ქირურგიული ჩარევის შედეგად პაციენტის სიცოცხლე შევინარჩუნეთ. ოპერაციამ და მის შემდგომმა პერიოდმა ჩაიარა წარმატებით და გადარჩენილი პაციენტი გაეწერა კლინიკიდან გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში.” – განაცხადა “ჯეო ჰოსპიტალსის” თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოგა ბახტაძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
“გასაოცარია, ვინ იოცნებებდა, საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევა ნულოვანია“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევა ნულოვანია.
გოგონა მებიუსის სინდრომით | უხილავი ღიმილი, რომელიც უნდა ვიგრძნოთ
ასე გავიცანით 2 წლის ვივიენი, მისი მშობლები, სალომე და იური. ასე აღმოვაჩინეთ მებიუსის სინდრომი.
ვივიენი – მზე რომელიც ყოველდღე ამოდის
“მართალია, მის სახეზე ვერავინ ნახავს ღიმილს, მაგრამ ვივიენი ძალიან ლაღი, პოზიტიური ადამიანია. მე ყოველთვის ვიცი, როდის იცინის, როდის არის გაბრაზებული, როდის არის აღფრთოვანებული. შეუძლებელია, ადამიანი გიყვარდეს და მის სახეზე ვერ წაიკითხო თითოეული ემოცია”, – გვეუბნება სალომე ნიკოლეიშვილი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ხველა, მსტვინავი სუნთქვა, ქოშინი და შებოჭილობა გულმკერდის არეში-ბროქნული ასთმა!
საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა
პომიდვრის წვენი სალმონელას საშიშ ბაქტერიებს ხოცავს – ახალი კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, პომიდორი შეიძლება ნაწლავებში მიმდინარე ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლაში გვეხმარებოდეს.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი ეს ბოსტნეული (თუ ხილი) სავსეა ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და სხვა ნაერთებით — რომელთაგან ორს, კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერთა დასკვნით, ბაქტერიების დახოცვის თვისებები აქვს; ასე აჩვენა მათ მიერ ჩატარებულმა უჯრედულმა ექსპერიმენტებმა.
ბავშვის ასაკი და რესპირაციული ინფექციების მართვა…
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
ნარკოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს და მიმართვას ავრცელებს
ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს:
„1. არ ვიცი რითი გარდაიცვალა ის ბავშვი….ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას
2. ფენტანილზე დავწერე 100-ჯერ და ახალს ვერაფერს ვიტყვი…
3 .არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება!
4. მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხამრებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს!
5. შეცვალეთ კანონი !მომხმარებელსა და დამოკიდებულ ადამიანებს კი ნუ დასდევთ და უმწარებთ ცხოვრებას,არამედ დაეხამრეთ და იზრუნეთ მათზე.
6 ზიანის შემცირებას მიხედეთ!ზიანი შეამცირეთ რაც ნარკოტიკს მოაქვს!ქაღალდზე კი არა- რეალობაში გააკეთეთ რამე…
7. ინფორმაცია გაავრცელეთ ახალგაზრდებში – რა ნარკოტიკებია და რა საფრთხე ელით მათი მოხმარებისას.
8. შექმენით ადრეული შეტყობინების სისტემა !!!
9. ჩაატარეთ კვლევა რა ნარკოტიკია შავ ბაზარზე!
10. გახსენით ინტოქსიკაციური ფსიქოზების მწვავე განყოფილება დიდ ქალაქებში,
სადაც რეანიმატოლოგები, ფსიქიატრები და ნარკოლოგები იმუშავებენ!
11. სასწრაფო დახამრებას ჩაუტარეთ ტრენინგები-ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული მდგომარეობა როგორ მართონ!
…………..
და ასე შეიძლება გავაგრძელო ძალიან დიდხანს იმ პრობლემებზე, რაც დარგშია, უბრალოდ დაწერის აზრსაც ვერ ვხედავ. იმდენია დღეს ამ დარგში ექსპერტი, გადაწყვეტილების მიმღები და მკურნალი ექიმი, რომ თვლაც ამერია და უამრავი სხვადასხვა პროფესიის ექიმი, რომლებიც დაჟინებული მზერით და კიდევ კაცმა არ იცის რა მეთოდებით მკურნალობენ ადამინებს…
ასე რომ მე ჯობია სხვა სფეროში გადავიდე“,- წერს ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და არსებული გამოწვევები“
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გასვლით სამუშაო შეხვედრაზე 2024 წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები განიხილა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის განცხადებით, 2024 წლის სამოქმედო გეგმით, ძირითადად, ოთხი სტრატეგიული ამოცანა განისაზღვრა: ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება; დარგობრივი პოლიტიკის განხორციელებაზე ეფექტური ზედამხედველობა; კომიტეტის მიერ ეფექტური წარმომადგენლობითი საქმიანობის უზრუნველყოფა; კომიტეტის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება.
„კომიტეტის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებების განხილვას წინ უსწრებდა გასული წლის საქმიანობის შედეგების შეჯამება, რომელიც საკმაოდ დატვირთული იყო, როგორც მთლიანად პარლამენტისთვის, ასევე ჩვენი კომიტეტისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი გამოწვევის მიუხედავად, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც ერთი საკითხი და გუნდური პრინციპით, სამინისტროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ბევრი მიმართულებით საკმაოდ კარგ შედეგებს მივაღწიეთ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კომიტეტი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კვლავაც შემართებით გააგრძელებს საქმიანობას ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
კომიტეტმა ასევე შეიმუშავა კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის – „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და არსებული გამოწვევები“ – ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის გეგმა, რომელშიც მკაფიოდაა გაწერილი რეკომენდაციები.
სამუშაო შეხვედრაში პარლამენტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
ღონისძიება ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით განხორციელდა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi










