კვირა, მაისი 10, 2026

როცა შარდის ბუშტი ივსება, მისგან ნერვული იმპულსები ნერვებით ზურგის ტვინისკენ მიემართება

მოშარდვის კონტროლი
თირკმლები მუდმივად წარმოქმნიან შარდს, რომელიც სპეციალურ მილებში, შარდსაწვეთებში მიედინება შარდის ბუშტისკენ, სადაც იგი გროვდება. შარდის ბუშტის ყველაზე ქვემოთ მდებარე ნაწილს (ანუ ყელს) გარშემო სპეციალური კუნთი აკრავს (სფინქტერი), რომელიც შე­კუმშულია და გასასვლელს ახშობს. შარდის ბუ­შ-­
ტის გავსების შემდეგ კუნთი დუნდება, შარდ­სადენი იხსნება და შარდი მისი გავლით სხე­ულიდან გამოიყოფა.
როცა შარდის ბუშტი ივსება, მისგან ნერვული იმპულსები ნერვებით ზურგის ტვინისკენ მიემართება. შემდეგ სიგნალი თავის ტვინს გადაეცემა და მოშარდვის სურვილის გაცნობიერება ხდება. ადამიანებს, ნორმაში, შეუძლიათ ცნობიერად გადაწყვიტონ, მოშარდონ, თუ რაღაც დროის განმავლობაში კიდევ მოითმინონ. მოშარდვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სფინქტერი დუნდება, შარდსადენი იხსნება და შარდის ბუშტის კედლები იკუმშება, რათა შარდი გარეთ გამოიყოს. შარდის ბუშტზე მეტი წნევის შესაქმნელად შეიძლება მუცლის კედლისა და მენჯის ფსკერის კუნთებიც შეიკუმშოს.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

შარდის შეუკავებლობა

შარდის შეუკავებლობა

შარდის შეუკავებლობა მის უნებლიე გამოყოფას ნიშნავს.
შარდის შეუკავებლობა შეიძლება გამოიწ­ვი­ოს: შარ­დის ბუშტის ინფექციამ, ზოგმა მე­დი­­კამენტმა, თავისა და ზურგის ტვინის და­ავა­დებებმა, შარდის ბუშტის ნერვების ან ქვედა საშარდე გზების დაავადებებმა (მაგ. გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი) და გონებრივი ფუნქციის ან მოძრაობის უნარის დარღვევამ.
სიმპტომები დამოკიდებულია შეუკავებლობის სახეზე და შესაძლოა მოიცავდეს: მოშარდვის უეცარ, დაუძლეველ სურვილს ან შარდის მუდმივ ჟონვას.
ექიმი დაინტერესდება, თუ ზუსტად როდის და როგორ ხდება უნებლიეთ შარდვა; შესაძლოა სთხოვოს ადამიანს, აღნიშნოს და ჩაიწეროს ეს შემთხვევები; ასევე შეიძლება რამდენიმე ძირითადი კვლევა ჩაატაროს მიზეზის დასადგენად და მკურნალობის დასანიშნად.
ბევრ ადამიანს ეხმარება დროის განსაზღვრული ინტერვალებით მოშარდვა, სითხის მიღების რეგულაცია და მენჯის კუნთების ვარჯიში.
მკურნალობის სხვა მეთოდებიც არსებობს, მათ შორის მედიკამენტები და ქირურგიული პროცედურები.
შარდის შეუკავებლობა სამიდან ერთ მოხუც ადამიანს აწუხებს, შედარებით იშვიათად, ბევრ ახალგაზრდასაც. ასაკობრივ ჯგუფთა უმრავლესობაში, უნებლიე შარდვა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.
შარდის შეუკავებლობა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად ვლინდება. იგი ახალგაზრდებში უფრო უეცრად იწყება და მალევე გაივლის მსუბუქი მკურნალობის ფონზე ან მის გარეშე. ასევე, ამ ასაკში შეუკავებლობის შემთხვევათა უმრავლესობაში კონტროლი ნარჩუნდება და შარდი არ გამოიყოფა. უფროსი ასაკის ადამიანებში შარდის შეუკავებლობა უფრო ხშირად და მძიმედ ვლინდება. ამასთანავე, უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი თავისით, მკურნალობის გარეშე გამოსწორდება.
მიუხედავად იმისა, რომ შარდის შეუკავებლობა ხში­რია, კარგად ექვემდებარება მკურნალობას და, ძა­ლი­ან ხშირად, სრულიად იკურნება. შემთხვევათა დიდ ნაწილში მისი დიაგნოსტიკა ან მკურნალობა არც კი ხდება. ადამიანები ამ პრობლემით ცხოვრობენ და ექიმს არ მიმართავენ, რადგან ეშინიათ, რცხვენიათ ან ჰგონიათ, რომ ეს დაბერების თანმდევი, ნორმალური მოვლენაა. შეუკავებლობის მქონე ადამიანები ხშირად იზოლირებულად, დეპრესიულად გრძნობენ თავს. ხშირად ეს მდგომარეობა ადამიანების სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსების მი­ზე­ზი ხდება, რადგან საკმაოდ დიდი ტვირთია მომვლელებისთვის. მოხუცებულთა სახლებში მცხო­ვრებთა 50%-ზე მეტს შარდის შეუკავებ­ლობა აქვს.
ამ მდგომარეობას შეიძლება ბევრი გართუ­ლება მოჰყვეს. მაგალითად, მისი არასწორად მკურნალობის დროს შესაძლოა შარდის ბუშტის ან თირკმლის ინფექცია განვითარდეს. მოხუცებში განსაკუთრებით იზრდება კანზე გამონაყარისა და ნაწოლების განვითარების რისკი (რადგან შარდი აღიზიანებს კანს) და ასევე, ტრავმებისაც (ტუალეტისკენ მიმავალი ადამიანი სიჩქარეში შეიძლება დაეცეს და რამე დაიზიანოს).
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი მემკვიდრეობითი ავად­მყო­ფო­ბა­ა, რომ­ლის დრო­საც თირ­კ­მ­ლებ­ში მრავალი სითხის შემ­ცვე­ლი ბუშ­ტუ­კი წარმოიქმნება

თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი

თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­­თი ავად­მყო­ფო­ბა­ა, რომ­ლის დრო­საც თირ­კ­მ­ლებ­ში მრა­ვა­ლი სითხ­ის შემ­ცვე­ლი ბუშ­ტუ­კი (კის­­ტა, ცის­ტა) წარ­მო­იქ­მნე­ბა. თირ­კმლე­ბი ზო­მა­ში იმა­ტებს, მაგ­რამ მა­თი მოქ­მე­დი, მო­ფუნ­ქცი­ო­ნი­რე ქსო­ვი­ლის მო­ცუ­ლო­ბა იკ­ლებს.
თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი დე­ფექ­ტუ­რი გე­ნი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.
ზოგ ადა­მი­ანს სიმ­პტო­მე­ბი იმ­დე­ნად მსუ­ბუ­ქად აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი, რომ არც იცის, რომ ავად არის. სხვებს აწუ­ხებთ ტკი­ვი­ლი გვერ­დში, სის­ხლი­ა­ნი შარ­დვა და თირ­კმლის კენ­ჭე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჭვა­ლი­სებ­რი ტკი­ვი­ლი.
დი­აგ­ნო­ზი თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ანა­ლიზ­სა და ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ულ ან კომ­პი­უ­ტე­რულ­-ტო­მოგ­რა­ფი­ულ კვლე­ვას ეფუძ­ნე­ბა.
თირ­კმლის კენ­ჭე­ბი­სა და ინ­ფექ­ცი­ის მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­ხე­ვარს დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დი­ა­ლი­ზი ან ორ­გა­ნოს გა­და­ნერ­გვა ესა­ჭი­რო­ე­ბა.
თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი რამ­დე­ნი­მე გე­ნე­ტი­კურ­მა დე­ფექ­ტმა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. მის ზო­გი­ერთ სა­ხეს დო­მი­ნან­ტუ­რი გე­ნი იწ­ვევს, ერთ-­ერთ იშ­ვი­ათ ტიპს კი – რე­ცე­სი­უ­ლი. იმის­თვის, რომ და­ა­ვა­დე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს, ადა­მი­ან­მა ან ერ­თი დო­მი­ნან­ტუ­რი გე­ნი უნ­და მი­ი­ღოს რო­მე­ლი­მე მშობ­ლის­გან, ან ორი რე­ცე­სი­უ­ლი – თი­თო ორი­ვე მშობ­ლის­გან. დო­მი­ნან­ტუ­რი გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში სიმ­პტო­მე­ბი ზრდას­რუ­ლო­ბამ­დე, რო­გორც წე­სი, არ ვლინ­დე­ბა. რე­ცე­სი­უ­ლი გე­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დროს ბავ­შვო­ბა­ში­ვე მძი­მედ იჩენს თავს. გე­ნე­ტი­კუ­რი დე­ფექ­ტი დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ცის­ტე­ბის წარ­მოქ­მნას იწ­ვევს. ასაკ­თან ერ­თად ნელ­-ნე­ლა კის­ტე­ბიც იზ­რდე­ბა ზო­მა­ში, თირ­კმლე­ბის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბა მცირ­დე­ბა და მათ­ში ნა­წი­ბუ­რო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი ვი­თარ­დე­ბა, შე­საძ­ლოა კენ­ჭე­ბიც ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა გან­ვი­თარ­დეს. გე­ნე­ტი­კუ­რი დე­ფექ­ტის გა­მო კის­ტე­ბი შე­საძ­ლოა სხვა ორ­გა­ნო­ებ­შიც, მა­გა­ლი­თად, ღვიძ­ლსა და კუჭ­ქვე­შა ჯირ­კვალ­შიც გან­ვი­თარ­დეს.
სიმ­პტო­მე­ბი
და­ა­ვა­დე­ბის იშ­ვი­ა­თი, რე­ცე­სი­უ­ლი ტი­პის დროს, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბა­ში­ვე ვლინ­დე­ბა, კის­ტე­ბი ძა­ლი­ან დიდ ზო­მას აღ­წევს, რის გა­მოც მუც­ლის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა იზ­რდე­ბა. მძი­მე ფორ­მის მქო­ნე ახალ­შო­ბი­ლი შე­იძ­ლე­ბა და­ბა­დე­ბის შემ­დეგ მა­ლე­ვე და­ი­ღუ­პოს, რად­გან ად­რე­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა ფილ­ტვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას აფერ­ხებს. ღვიძ­ლიც ზი­­ა­ნ­­დე­ბა და 5-10 წლის ასაკ­ში ნაწ­ლა­ვე­ბი­სა და ღვი­ძ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბელ სის­ხლძარ­ღვებ­ში (კა­რის ვე­ნის სის­ტე­მა­ში) წნე­ვა იმა­ტებს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თირ­კმლე­ბი­სა და ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა ვი­თარ­დე­ბა.
თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზის უფ­რო ხში­რი, დო­მი­ნან­ტუ­რი ფორ­მის დროს კის­ტე­ბის რი­ცხ­­ვი და ზო­მა ნელ­-ნე­ლა იმა­ტებს. სიმ­პტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნა მო­ზარ­დო­ბის ასა­კის ად­რე­ულ ან შუა პე­რი­ოდ­ში იწყ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სიმ­პტო­მე­ბი იმ­დე­ნად მსუ­ბუ­ქი­ა, რომ ადა­მი­ან­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე არ იცის, რომ და­ა­ვა­დე­ბა აქვს. სიმ­პტო­მე­ბი­ა: მუც­ლის, გვერ­დის ტკი­ვი­ლი ან დის­კომ­ფორ­ტი, სის­ხლი­ანი შარ­დვა, ხში­რი შარ­დვა, ძლი­ერ შე­ტე­ვი­თი ხა­სი­ა­თის ტკი­ვი­ლი (ჭვა­ლი) თირ­კმლის კენ­ჭე­ბის გა­მო. სხვა შემ­თ­ხ­ვე­­ვა­ში, რო­ცა თირ­კმლის Fფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი ქსო­­ვი­ლის მო­ცუ­ლო­ბა მცირ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბის სიმ­პტო­მე­ბი გან­ვი­თარ­დეს: სა­ერ­თო სი­სუს­ტე, გუ­ლის­რე­ვა და სხვა. სა­შარ­დე გზე­ბის გან­მე­ო­რე­ბი­თი ინ­ფექ­ცი­ე­ბი ზოგ­­ჯერ აღ­რმა­ვებს თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბას. პო­­ლი­­კის­ტო­ზის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტთა ნა­ხე­ვარს დი­აგ­­ნო­ზის დას­მის მო­მენ­ტის­თვის მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა აქვს.
გარ­თუ­ლე­ბე­ბი: და­ა­ვა­დე­ბის დო­მი­ნან­ტუ­რი ფორ­მის დროს პა­ცი­ენ­ტე­ბის მე­სა­მედს კის­ტე­ბი ღვიძ­ლშიც აქვს, თუმ­ცა ამ ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა არ ირ­ღვე­ვა; 10%-ს თა­ვის ტვინ­ში ანევ­რიზ­მე­ბი (სის­ხლძარ­ღვის ჩან­თა­სა­ვით გა­მო­ბე­რი­ლი უბ­ნე­ბი) აღე­ნიშ­ნე­ბა. რო­გორც წე­სი, მა­თი გა­ფარ­თო­ე­ბა თა­ვის ტკი­ვილს იწ­ვევს, ხში­რია ანევ­რიზ­მი­დან სის­ხლდე­ნა და ინ­სულ­ტი.

დი­აგ­ნო­ზი, პროგ­ნო­ზი და მკურ­ნა­ლო­ბა
ექიმს ამ და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე ეჭ­ვი ოჯა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ი­სა და თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ება­დე­ბა. ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­უ­ლად და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ით შე­იძ­ლე­ბა თირ­კმლებ­სა და ღვიძ­ლში კის­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა და­დას­ტურ­დეს.
თირ­კმლის და­ზი­ა­ნე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა ფერ­ხდე­ბა სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა და მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მკურ­ნა­ლო­ბით. თუმ­ცა, ამ და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე­თა ნა­ხე­ვარს ცხოვ­რე­ბის რა­ღაც ეტაპ­ზე თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა უვი­თარ­დე­ბა და დი­ა­ლი­ზი ან ორ­გა­ნოს გა­და­ნერ­გვა ხდე­ბა სა­ჭი­რო.
თუ პირს სურს გა­არ­კვი­ოს, რო­გო­რია ამ და­ა­ვა­დე­ბის მი­სი შვი­ლე­ბის­თვის გა­და­ცე­მის ალ­ბა­თო­ბა, მას გე­ნე­ტი­კურ ტეს­ტი­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ.

თირ­კმლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი, რო­გორც წე­სი, გვერ­დის, წე­ლის არე­ში ან კუ­დუ­სუ­ნის ზე­მოთ იგ­რძნო­ბა

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მელიტინს, სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედების ერთ საათში განადგურება შეუძლია!

ფუტკრის შხამს კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, კერძოდ – მელანომის, ფილტვის, საკვერცხის და პანკრეასის კიბოს საწინააღმდეგო.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა in vitro კვლევა. კვლევით დადგინდა, რომ ფუტკრის შხამის ძირითად კომპონენტს, მელიტინს, სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედების ერთ საათში განადგურება შეუძლია! მელიტინი არის ის ნივთიერება, რომელიც პასუხისმგებელია ფუტკრის ნაკბენით გამოწვეულ მტკივნეულ შეგრძნებაზე.
კვლევამ გამოსცადა მელიტინი ძუძუს კიბოს აგრესიულ ტიპებზე, სამმაგი უარყოფითი სარძევე ჯირკვლის კიბოზე და HER2-დადებითი სარძევე ჯირკვლის კიბოზე, რომლებსაც, ძირითადად, ცუდი გამოსავალი აქვთ და არსებული სამკურნალო საშუალებების მიმართ რეზისტენტობას ავითარებენ.
მელიტინს 60 წუთში შეუძლია გაანადგუროს კიბოს უჯრედების მემბრანები და დაარღვიოს კიბოს უჯრედებს შორის ქიმიური კავშირები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ზრდისა და გამრავლებისთვის!
ქიმიოთერაპიისა და რადიაციისგან განსხვავებით, ფუტკრის შხამმა არ აჩვენა უარყოფითი ზეგავლენა გარემომცველ ჯანმრთელ უჯრედებზე!
ფუტკრის შხამი და მისი ძირითადი კომპონენტი მელიტინი ძლიერად იწვევენ უჯრედების სიკვდილს, განსაკუთრებით აგრესიულ სამმაგ ნეგატიურ და HER2-ით გამდიდრებულ სარძევე ჯირკვლის კიბოს ქვეტიპებში. ფუტკრის შხამი და მელიტინი თრგუნავენ EGFR და HER2-ის აქტივაციას ამ რეცეპტორების ფოსფორილირებაში ჩარევით სარძევე ჯირკვლის კარცინომის უჯრედების პლაზმურ მემბრანაში. მუტაციური კვლევები აჩვენებს, რომ დადებითად დამუხტული C-ტერმინალური მელიტინის თანმიმდევრობა შუამავლობს პლაზმური მემბრანის ურთიერთქმედებას და კიბოს საწინააღმდეგო აქტივობას. RGD მოტივის ინჟინერია კიდევ უფრო აძლიერებს მელიტინის დამიზნებას ავთვისებიან უჯრედებზე მინიმალური ტოქსიკურობით ნორმალური უჯრედებისთვის. და ბოლოს, მელიტინის შეყვანა აძლიერებს დოცეტაქსელის ეფექტს მკერდის სიმსივნის ზრდის ჩახშობაში ალოტრანსპლანტულ მოდელში. ჩვენი ნაშრომი ავლენს მოლეკულურ მექანიზმს, რომელიც ემყარება მელიტინის კიბოს საწინააღმდეგო სელექციურობას და ასახავს მკურნალობის სტრატეგიებს აგრესიული ძუძუს კიბოსთვის.
შესაძლებელია, მომავალში მელიტინზე დაფუძნებული ძუძუს კიბოს პოტენციური სამკურნალო პრეპარატი შეიქმნას.

24-საათიანი მარკეტები და აფთიაქები იხურება

თბილისში 24-საათიანი მარკეტები და აფთიაქები იხურება

„ანაზღაურების DRG მეთოდი პაციენტისთვის მოხერხებული, გამჭვირვალე და სამართლიანია“

„მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურებაზე, ანაზღაურების DRG მეთოდი პაციენტისთვის მოხერხებული, გამჭვირვალე და სამართლიანია. პაციენტმა იცის, რომ სახელმწიფო ფარავს ყველაფერს, რაც მას ამ დროს სჭირდება“. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გადაცემაში „მოამბე“.
მისი თქმით, ცვლილების ამოქმედებიდან, პირველსავე თვეში, გვაქვს საკეისრო კვეთების გარკვეული კვლება, რაც მანამდე, სამწუხაროდ, ძალიან მაღალი იყო – ზოგადი სურათის მიხედვით, საკეისრო კვეთების წილი უკვე 40%-ზე ნაკლებია;
„ის, რაც დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში დანერგილია ხარისხის სისტემის უზრუნველყოფის სახით, მთელს ქვეყანაში თანაბარი სტანდარტის მოლოდინის შესაძლებლობას იძლევა;
კლინიკის პასუხისმგებლობაა, რომ მშობიარეს დაახვედროს გამოცდილი გუნდი და ექიმი, რომელსაც შეუძლია ყველანაირი სირთულის მშობიარობის მართვა“ – ამბობს თამარ გაბუნია.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

„მე ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობდი 2014 წლიდან. მიზანს მივაღწიე 2023 წელს“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჯანდაცვის აკრედიტაციის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით საქართველოში აქტიურად მუშაობს 2014 წლიდან.

„14/12/2014 წელს მქონდა ვიზიტი თურქეთში ჯანდაცვის აკრედიტაციის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, საქართველოში. დიახ, მე ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობდი 2014 წლიდან. მიზანს მივაღწიე 2023 წელს“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

აკრედიტაცია კანადას ახალი პარტნიორია მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

აკრედიტაცია კანადას ახალი პარტნიორია მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

გიორგი ფხაკაძე მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრს ეწვია. შეხვდა კლინიკის ხელმძღვანელობას.

„აკრედიტაცია კანადას ახალი პარტნიორია მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ეს დიდი პატივია. სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია მიმდინარეობს წარმატებით“, – განაცხადა გიორგი ფხაკძემ.

მისივე თქმით, 20-მდე სამედიცინო დაწესებულებამ გააკეთა სწორი არჩევანი.
„საქართველოში, 20-მდე სამედიცინო დაწესებულებამ გააკეთა სწორი არჩევანი.
მე დღეს ვამბობ და ვადასტურებ, რომ 20-მდე სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია მიმდინარეობს წარმატებით“, – აღნიშნა კრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ.
მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ.გობრონიძის 10

ტკი­ვი­ლი, რო­გორც წე­სი, გვერ­დის, წელის არეში ან კუ­დუ­სუ­ნის ზე­მოთ იგრძნობა

ტკი­ვი­ლი წე­ლის არე­ში
თირ­კმლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი, რო­გორც წე­სი, გვერ­დის, წე­ლის არე­ში ან კუ­დუ­სუ­ნის ზე­მოთ იგ­რძნო­ბა. ზოგ­ჯერ იგი მუც­ლის შუა ნა­წი­ლის­კენ გა­და­ე­ცე­მა. ტკი­ვილს თირ­კმლე­ბის გა­რე­დან მფა­რა­ვი კაფ­სუ­ლის და­ჭიმ­ვა იწ­ვევს, რაც, თა­ვის მხრივ, ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბი­სას თირ­კმლე­ბის სწრა­ფად შე­შუ­პე­ბის გა­მო ხდე­ბა. ძლი­ერ ტკი­ვილს ხში­რად გუ­ლის­რე­ვა და ღე­ბი­ნე­ბა ახ­ლავს თან.
მი­ზე­ზე­ბი
თირ­კმლე­ბის კენ­ჭი აუ­ტა­ნელ ტკი­ვილს იწ­ვევს, რო­ცა და­იძ­ვრე­ბა და შარ­დსაწ­ვეთ­ში გა­და­დის. კენ­ჭის მოძ­რა­ო­ბის სა­პა­სუ­ხოდ შარ­დსაწ­ვე­თი იკუმ­შე­ბა და ადა­მი­ა­ნი ძლი­ერ, ჭვა­ლის­მაგ­ვარ ტკი­ვილს გრძნობს (თირ­კმლე­ბის ან შარ­დსაწ­ვე­თის კო­ლი­კა) გვერ­დში და წელ­ში, ხში­რად სა­ზარ­დულ­ში ან სა­თეს­ლე ჯირ­კვლებ­ში გა­და­ცე­მით. ტკი­­ვი­ლი მოვ­ლი­თი ხა­სი­ა­თი­სა­ა. ის შე­იძ­ლე­ბა გა­გ­­რძელ­დეს 20-დან 60 წუ­თამ­დე და შემ­დეგ გაქ­რეს. ტკი­ვი­ლი ყუჩ­დე­ბა და აღარ გრძელ­დე­ბა, თუ შარ­დ­სა­წ­ვე­თი მო­დუნ­და ან კენ­ჭი შარ­დის ბუშ­ტში გა­და­ვი­და.
თირ­კმლე­ბის ინ­ფექ­ცია (პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი) ამ ორ­გა­ნოს შე­შუ­პე­ბას იწ­ვევს, რაც ჭი­მავს კაფ­სუ­ლას და პა­ცი­ენ­ტი მუდ­მივ, მღრღნელ ტკი­ვილს გრძნობს. თირ­კმლე­ბის სიმ­სივ­ნე­ე­ბი, რო­გორც წე­სი, არ იწ­ვევს ამ შეგ­რძნე­ბას, სა­ნამ ძა­ლი­ან დი­დი ზო­მი­სა არ გახ­დე­ბა.
წე­ლის ტკი­ვი­ლის სხვა მი­ზე­ზე­ბი­ა: თირ­კმლე­ბის ან ნაწ­ლა­ვის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბის მწვა­ვე მოშ­ლა, აორ­ტის ანევ­რიზ­მა გამ­სკდა­რი ან, ზოგ­ჯერ, გას­კდო­მის გა­რე­შე, ხერ­ხემ­ლის ან ზურ­გის ტვი­ნის ნერ­ვე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, კუნ­თე­ბის ან ძვლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და მუც­ლის ღრუს უკა­ნა ნა­წი­ლის (რეტ­რო­პე­რი­ტო­ნე­უ­მი) სიმ­სი­ვნეე­ბი.

შე­ფა­სე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა
სიმ­პტო­მე­ბის შე­ფა­სე­ბი­სა და პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვის შემ­დეგ ექი­მი ხში­რად შარ­დის ანა­ლიზს ნიშ­ნავს. ამ კვლე­ვის შე­დე­გით დგინ­დე­ბა, არის თუ არა შარ­დში სის­ხლის წი­თე­ლი უჯ­რე­დე­ბი ან ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით თეთ­რი უჯ­რე­დე­ბი, რაც ინ­ფექ­ცი­ას ხდის სა­ვა­რა­უ­დოს. სა­ჭი­რო­ე­ბი­სას შე­საძ­ლოა შარ­დში მიკ­რო­ბუ­ლი კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლა. თუ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, შე­ტე­ვითი ხა­სი­ა­თის ტკი­ვი­ლი აქვს (ჭვა­ლი) და შარ­დში სის­ხლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, დი­დი ალ­ბა­თო­ბით მი­ზე­ზი თირ­კმლე­ბის კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა­ა. თუ ტკი­ვი­ლი შე­და­რე­ბით სუს­ტი­ა, თა­ნა­ბა­რი, აღი­ნიშ­ნე­ბა მტკივ­ნე­უ­ლო­ბა რო­მე­ლი­მე თირ­კმლის საპ­რო­ექ­ციო არე­ზე ხე­ლის მსუ­ბუ­ქად დარ­ტყმი­სას, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და სის­ხლის თეთ­რი უჯ­რე­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის სი­ჭარ­ბე შარ­დში, სა­ვა­რა­უ­დო დი­აგ­ნო­ზი თირ­კმლე­ბის ინ­ფექ­ცი­ა­ა. თუ ექი­მი კენ­ჭის არ­სე­ბო­ბას ვა­რა­უ­დობს, რო­გორც წე­სი, კომ­პი­უ­ტე­რულ­-ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვა ტარ­დე­ბა, რა­თა ზუს­ტად გა­ნი­საზღ­ვროს კენ­ჭის ზო­მა და მდე­ბა­რე­ო­ბა, ასე­ვე ის, თუ რამ­დე­ნად უშ­ლის ის ხელს შარ­დის დი­ნე­ბას. ინ­ტრა­ვე­ნუ­რი სა­კონ­ტრას­ტო ნივ­თი­ე­რე­ბა სა­ჭი­რო არ არის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. თუ ტკი­ვი­ლის მი­ზე­ზი გა­ურ­კვე­ვე­ლი­ა, შე­საძ­ლოა იგი­ვე გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ტარ­დეს კონ­ტრას­ტუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბით ან სხვა კვლე­ვა და­ი­ნიშ­ნოს.
სა­ჭი­როა დად­გე­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა. სა­შუ­ა­ლო სიძ­ლი­ე­რის ტკი­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­ყუჩ­დეს აცე­ტა­მი­ნო­ფე­ნის ან არას­ტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის (ა­ასს) მი­ღე­ბის შემ­დეგ. კენ­ჭით გა­­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყოს და ინ­­ტრა­ვე­ნუ­რი ოპი­ო­ი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო.

თირ­კმლე­ბი­სა და სა­შარ­დე გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმ­პტო­მე­ბი და დი­აგ­ნო­ზი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

შე­საძ­ლოა, და­ა­ზი­ა­ნოს ერ­თი ან ორი­ვე თირ­­კმე­ლი, ერ­თი ან ორი­ვე შარდსაწვეთი, შარ­დის ბუშ­ტი ან შარდსადენი

თირ­კმლე­ბი­სა და სა­შარ­დე გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმ­პტო­მე­ბი და დი­აგ­ნო­ზი

თირ­კმლე­ბი­სა და სა­შარ­დე გზე­ბის და­ა­ვა­დე­­­ბებ­მა შე­საძ­ლოა და­ა­ზი­ა­ნოს ერ­თი ან ორი­ვე თირ­­კმე­ლი, ერ­თი ან ორი­ვე შარ­დსაწ­ვე­თი, შარ­დის ბუშ­ტი ან შარ­დსა­დე­ნი.

სიმ­პტო­მე­ბი
სა­შარ­დე გზე­ბის ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბა იშ­ვი­ა­თად იწ­ვევს სიმ­პტო­მებს მა­ნამ, სა­ნამ ძა­ლი­ან არ გაღ­რმავ­დე­ბა. ასე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­ა: თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა, სიმ­სივ­ნე­ე­ბი და კენ­ჭე­ბი, თუ ისი­ნი არ უშ­ლის ხელს შარ­დის დი­ნე­ბას, აგ­რეთ­ვე, ზო­გი ნაკ­ლე­ბად მძი­მე ინ­ფექ­ცი­ა.
ზოგ­ჯერ სიმ­პტო­მე­ბი ვლინ­დე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ზო­გა­დი­ა, რომ ექი­მის­თვის ძნე­ლია მა­თი თირ­კმელ­თან და­კავ­ში­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, შე­უძ­ლოდ ყოფ­ნა ან უმა­დო­ბა, ან გუ­ლის­რე­ვა, ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქა­ვი­ლი შე­საძ­ლოა თირ­კმლე­ბის ქრო­­ნი­კუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბის ერ­თა­დერ­თი სიმ­პტო­მი იყოს. მო­ხუ­ცებ­ში ინ­ფექ­ცია ან თირ­კმლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა პირ­ვე­ლად ცნო­ბი­ე­რე­ბის მოშ­ლით შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს. სიმ­პტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უფ­რო მე­ტად მი­ა­ნიშ­ნებს თირ­კმლე­ბის ან სა­შარ­დე გზე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე, შემ­დე­გი­ა: ტკი­ვი­ლი წე­ლის არე­ში, ქვე­და კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა და შარ­დვის გა­მო­ყო­ფის დარ­ღვე­ვე­ბი.

წვა ან ტკი­ვი­ლი შარ­დვი­სას
მო­შარ­დვის დროს ტკი­ვი­ლი ან წვა (დი­ზუ­რი­ა) შე­საძ­ლოა იგ­რძნო­ბო­დეს შარ­დსა­დე­ნის გა­რე­თა ხვრე­ლის მი­და­მო­ში ან, უფ­რო იშ­ვი­ა­თად, შარ­დის ბუშ­ტის არე­ში (მენ­ჯში, მუც­ლის ქვე­და ნა­წილ­ში, ბოქ­ვე­ნის ძვლის ზე­მოთ). ზოგ­ჯერ ქა­ლებ­ში შარ­დვი­სას ტკი­ვი­ლი ან წვა მა­ში­ნაც არის, რო­ცა სა­შოს ან მი­სი მიმ­დე­ბა­რე არის ინ­ფექ­ცია ან ან­თე­ბა, ანუ ვულ­ვო­ვა­გი­ნი­ტია გა­მო­ხა­ტუ­ლი.

მი­ზე­ზე­ბი
დი­ზუ­რია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით ზრდას­რუ­ლი ასა­კის ქა­ლებს შო­რის. მი­სი მი­ზე­ზი ხში­რად სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ა­ა, მა­გა­ლი­თად, ცის­ტი­ტი ან ურეთ­რი­ტი. თუმ­ცა, დი­ზუ­რია შე­საძ­ლოა აწუ­ხებ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მა­მა­კაცს ან ქალს, მაგ­რამ ინ­ფექ­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი არ იყოს.
შე­ფა­სე­ბა
ექი­მე­ბი ზოგ­ჯერ მი­ზეზს და­ახ­ლო­ე­ბით ხვდე­ბი­ან იმის მი­ხედ­ვით, თუ სად არის ეს შეგ­რძნე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მო­ხა­ტუ­ლი. მა­გა­ლი­თად, თუ წვა ან ტკი­ვი­ლი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რია ბოქ­ვე­ნის ძვლის ზე­მოთ, მა­შინ შარ­დის ბუშ­ტის ინ­ფექ­ცია – ცის­ტი­ტია სა­ვა­რა­უ­დო. ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ხში­რად აქვთ ეს პრობ­ლე­მა, ზოგ­ჯერ სიმ­პტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე ხვდე­ბი­ან, რომ მო­რი­გი გამ­წვა­ვე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. თუ შეგ­რძნე­ბა შარ­დსა­დე­ნის გა­რე­თა ხვრელ­თა­ნაა ყვე­ლა­ზე მკვეთ­რი, მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა შარ­დსა­დე­ნის ან­თე­ბა – ურეთ­რი­ტი იყოს. მა­მა­კა­ცებს შო­რის პე­ნი­სი­დან გა­მო­ნა­დე­ნის მი­ზე­ზი ხში­რად ურეთ­რი­ტი­ა. თუ წვა ძი­რი­თა­დად სა­შოს მი­და­მო­ში იგ­რძნო­ბა და ქალს გა­მო­ნა­დე­ნიც აქვს, ვა­გი­ნი­ტია სა­ვა­რა­უ­დო.
გა­სინ­ჯვამ შე­საძ­ლოა გა­მო­ავ­ლი­ნოს დი­ზუ­რი­ის გა­მომ­წვე­ვი და­ა­ვა­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა და­დას­ტუ­რ­­დეს გა­მო­ნა­დე­ნის არ­სე­ბო­ბა, სა­შოს ან გა­რე­თა სას­ქე­­სო ორ­გა­ნო­ე­ბის (ვულ­ვა) ან­თე­ბა და ატ­რო­ფი­ა, რაც ვულ­­ვო­ვა­გი­ნი­ტის ნი­შა­ნი­ა. გა­დი­დე­ბუ­ლი წი­ნამ­დე­ბა­რე ჯი­რ­­კვა­ლი მი­სი კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი ჰი­პერ­პლა­ზი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს. სა­თეს­ლე და­ნა­მა­ტის ან სა­თეს­ლე ჯირ­კვლე­ბის მტკივ­ნე­უ­ლო­ბა შე­საძ­ლოა ეპი­დი­დი­მო­ორ­ქი­ტით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის მტკივ­ნე­უ­ლო­ბა – პროს­ტა­ტი­ტით.
ექი­მე­ბი ყო­ველ­თვის ვერ თან­ხმდე­ბი­ან და­მა­­ტე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე. ზო­გი მათ­გა­ნი უბ­რა­ლოდ მკურ­ნა­ლობს ზრდას­რულ ქა­ლებს, რომ­ლებ­საც ცის­ტი­ტის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­­ლი სიმ­პტო­მე­ბი აქვთ. ზო­გი გა­მოკ­ვლე­ვებს უნიშ­ნავს ყვე­ლას ან მათ, ვი­სი დი­აგ­ნო­ზიც გარ­კვე­უ­ლი არ არის. ამ დროს, რო­გორც წე­სი, პირ­ვე­ლად შარ­დის ანა­ლი­ზი კეთ­დე­ბა. ხში­რად სა­ჭი­რო ხდე­ბა შარ­დში მიკ­რო­ბუ­ლი კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლა ინ­ფექ­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მის და­სად­გე­ნად და ეფექ­ტუ­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის შე­სარ­ჩე­ვად. ქა­ლებ­ში სა­შო­დან გა­მო­ნა­დე­ნის ნაცხ­საც იღე­ბენ და მიკ­როს­კო­პით სწავ­ლო­ბენ. გარ­და ამი­სა, უნ­და დად­გინ­დეს, იმ მა­მა­კა­ცებს და ქა­ლებს, რომ­ლებ­საც შარ­დსა­დე­ნი­დან გა­მო­ნა­დე­ნი აწუ­ხებთ, ხომ არა აქვთ გო­ნო­რეა ან ქლა­მი­დი­­ოზი.
მკურ­ნა­ლო­ბა
უპირ­ვე­ლე­სად პრობ­ლე­მის მი­ზეზ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო. ხში­რად მი­ზე­ზი ინ­ფექ­ციაა და მკურ­ნა­ლო­ბა ადა­­მი­ანს 1-2 დღე­ში ჰგვრის შვე­ბას. თუ დი­ზუ­რია ძა­ლი­ან მკვეთ­რი­ა, პირ­ვე­ლი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ექიმ­მა შე­იძ­ლე­ბა ფე­ნა­ზო­პი­რი­დი­ნი და­ნიშ­ნოს დის­კომ­ფორ­ტის მო­სახ­სნე­ლად. ეს მე­დი­კა­მენ­ტი შარდს მო­წი­თა­ლო-­ნა­რინ­ჯის­ფრად ღე­ბავს.

თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ე­ბი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights