გადაცემა „იმუნიტეტი“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გადაცემა „იმუნიტეტი“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სისხლის შედედება – ორგანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა. როდესაც ხელი გვეჭრება, სისხლის კოაგულაცია (შედედება) ხდება, წარმოქმნილი თრომბი ჭრილობას პირს უკრავს და სისხლის დაკარგვისგან გვიცავს. თუმცა, სისხლძარღვებში არსებული თრომბი, ადამიანს შესაძლოა ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს… ამიტომ, აუცილებელია თრომბოზის პირველი სიმპტომების ამოცნობა და საჭირო ზომების მიღება.
რა იწვევს თრომბს, როგორი სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ ავიცილოთ თავიდან ის – ამაზე საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი, კარდიოლოგი ზურაბ კლიმიაშვილი გვესაუბრება:
– თრომბს ორგანიზმში დამცველობითი ფუნქცია აქვს. ფიზიოლოგიურად ეს მისი ძირითადი ფუნქციაა, მაგრამ როცა არაფიზიოლოგიურად, არამიზნობრივად ყალიბდება, პათოლოგიის დროს, რომელიმე სისხლძარღვში ხვდება, სისხლძარღვს ახშობს და შესაბამისი ზონის იშემიას, სისხლნაკლებობას და ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს. თუ იშემია დიდხანს გაგრძელდა, იმ უბნის ნეკროზიც გარდაუვალია. ძირითადად კი ყველაფერი იმაზეა დამოკიდებულია, რომელი ორგანოს სისხლძარღვში ხდება თრომბი.
– თუ გულზეა საუბარი და ამ ყველაფერს კარდიოლოგიურად განვიხილავთ, ანუ ინფარქტის ერთ-ერთი მიზეზი კონკრეტულ სისხლძარღვში თრომბის მიერ სისხლძარღვის სრული ან ნაწილობრივი დახშობა ხდება და სიხლძარღვი, რომელიც გულს სისხლით, საკვები ნივთიერებებით, ჟანგბადით ამარაგებს, ვეღარ მიაწვდის შესაბამის საკვებს, რაც ამ უბნის იშემიას გამოიწვევს. ხოლო შემდეგ, თუ გარკვეულ დროში იშემია არ მოიხსნა, დგება სიკვდილი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს.
ანტიბიოტიკორეზისტენტობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ, კაცობრიობისთვის საფრთხის შემცველ გლობალურ პრობლემადაა აღიარებული.
თავის დროზე, ანტიბიოტიკების აღმოჩენამ კაცობრიობის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა. მრავალი ისეთი დაავადება, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა, განკურნებადი გახადა. თუმცა ანტიბიოტიკების არარაციონალურმა გამოყენებამ გამოიწვია ინფექციური აგენტების მდგრადი ფორმების გავრცელება, რის გამოც შესაძლოა, მალე სამყარო ახალი, სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგეს. მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ გვიახლოვდება პერიოდი, როდესაც ბანალური ინფექციები ისევ შეუქმნის საფრთხეს ადამიანების სიცოცხლეს. უმარტივეს, მაგალითად, თითის გაჭრით დაწყებულ ინფექციასაც კი შეეძლება შეეწიროს ადამიანის სიცოცხლე, თუ ამ ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის მიმართ ანტიბიოტიკორეზისტენტობა ჩამოყალიბდება.
რეზისტენტობის ჩამოყალიბება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. მარტივად რომ ვთქვათ, ანტიბიოტიკების ხშირად და არასაჭიროებისამებრ მიღების შედეგად, ბაქტერია იძენს გარკვეულ „დაცვით“ მექანიზმებს, „ეჩვევა“ ანტიბიოტიკს და არ იღუპება. ანუ მედიკამენტი ამ მდგრად ბაქტერიებზე ვეღარ ზემოქმედებს და შესაბამისად, მკურნალობა წარუმატებელი ხდება.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ონკოლოგი, ექიმი გიორგი ღოღობერიძე 16 ოქროს წესის დახმარებით გვირჩევს, როგორ დავძლიოთ მრავაწლიანი უძილობა.
„მესამე კურსზე მე მასწავლიდნენ, რომ არსებობს რამდენიმე დაავადება, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გამოწვევა – ესაა სიფილისი, წითელი მგლურა და დღეს ამას დაემატა კოვიდი. კოვიდს შეუძლია ძალიან ბევრი რამ გამოიწვიოს და მათ შორისაა უძილობაც. გარდა კოვიდისა, უძილობა შეიძლება გამოწვეული იყოს ფსიქოლოგიური სტრესითაც. ასევე უძილობას იწვევს ქრონიკული ტკივილი, გულის უკმარისობა, ჰიპერთირიოზი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, მოუსვენარი ფეხების სინდრომი. ესაა მდგომარეობა, რომელიც ალბათ ბევრს გამოგიცდიათ, როდესაც წვები და ფეხები მოუსვენრად მოძრაობს. ასევე შესაძლოა იყოს მენოპაუზის პრობლემა, ესტროგენის რაოდენობის მკვეთრი ვარდნა. ასევ უძილობის მიზეზებში უნდა გამოვყოთ ალკოჰოლი, კოფეინი, თამბაქო. შფოთვითი აშლილობა და დეპრესია ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
როდესაც ადამიანს არ სძინავს, მისი კონცეტრაცია არის ძალიან დაქვეითებული. მისი მეხსიერება ძალიან დაქვეითებულია და არის უკიდურესად გაღიზიანებული. თუ ამ სინდრომის მქონე ადამიანი ატარებს ავტომობილსაც, შესაძლოა მიკრო ძილის ეპიზოდი განვითარდეს და ამას მოჰყვეს უბედური შემთხვევა.
მე ახლა მოგცემთ რჩევებს, რომლის გათვალისწინებაც ბევრად დაგეხმარებათ ძილის პრობლემის მოგვარებაში, ვიდრე ის ტაბლეტები, რომლის შეძენასაც შესაძლოა აპირებთ.
1 ფიზიკური აქტივობა დღისით – დაღლა აუცილებელია იმისთვის, რომ ძილი უფრო სასიამოვნო გახდეს;
2. ძილი ფიქსირებულ დროს – ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ორგანიზმი რეფლექსურად მოვამზადოთ ერთსა და იმავე დროს დასაძინებლად;
3. შუადღის ძილისგან თავის არიდება – თუ ადამიანს არ ეძინება ღამის საათებში, ის იძინებს დღისით. ამ დროს მნიშვნელოავნია, როგორმე გადავეჩვიოთ ამას.
4. კოფეინზე უარის თქმა – თუ მიდრეკილი ხართ უძილობისკენ, კოფეინზე აუცილებლად უნდა თქვათ უარი;
5. ალკოჰოლი – ბევრს ჰგონია, რომ ალკოჰოლის მიღების შემეგ, სწრაფდ ჩაეძინება. ეს ვრცელდება ღამის პირველ ნახევარზე, მაშინ, როდესაც ალკოლჰოლი ორგანიზმიდან გადის, ადამიანი ხშირად იღვიძებს;
6. ოთახში, სადად თქვენ გძინავთ, არ უნდა იყოს ხმაური, საათიც კი არ უნდა წიკწიკებდეს;
7. მნიშვნელოვანია, რომ ოთახში სადაც გძინავთ, იყოს ცივი გარემო;
8. აუცილებელია, რომ ოთახში, სადაც იძინებთ, ბნელოდეს.
9. საწოლი უნდა იყოს განკუთვნილი მხოლოდ ძილისთვის, არ უნდა მივირთვათ იქ საკვები, არ უნდა ვუყუროთ ტელევიზორს, არ უნდა ვიკითხოთ წიგნი;
10. უნდა დავწვეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვაპირებთ ძილს. მოდი, დაღლილი ვარ და დავწვები, არ მუშაობს. თუ დაღლილი ხარ, დაჯექი, დაწექი მხოლოდ დასაძინებლად;
11. ადექით, თუ დაწოლიდან 20 წუთში არ ჩაგეძინებათ;
12. აუცილებლად უნდა გავიღვიძოთ ფიქსირებულ დროს, მათ შორის შაბათ-კვირასაც;
13. არ მიირთვათ ძილის წინ;
14. ტელეფონი ძილის წინ უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალი განათებით, დაწეული ხმით და გადაყვანილი ღამის რეჟიმზე. ცნობილია, რომ ლურჯი გამოსხივება აღვიძებს, ამიტომ სჯობს ის გადართოთ სხვა ფერზე.
15. ტრადიციები ძილის წინ, კბილების გახევვა, ლოცვა, პიჟამას ჩაცმა, ჩაძინების პროცესს ძალიან ეხმარება:
16. ცხოველები არ უნდა იყვნენ თქვენ საწოლში.“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ანრი ჯოხაძე ამბობს, რომ ერთ თვეში ორი უმძიმესი ვირუსის გადატანა მოუწია.
“ერთ თვეში ზედიზედ ორი უმძიმესი ვირუსი.

ერთ თვეში ზედიზედ ორი უმძიმესი ვირუსი.😐
მადლობა ვივამედის თანამშრომლებს და ჩემს ოქროს ნინას Nino Nadiradze ჩემი ამ ქვეყნად მობრუნებისთვის.❤️🙏😘
ჯანმრთელობას გისურვებთ!❤️
#საშინელივირუსებიდადის 😊
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლიო კობახიძემ განაცხადა, რომ ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება.
„ჯანდაცვა არის უმნიშვნელოვანესი სფერო ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ბუნებრივია გაგრძელდება მოსახლეობის უნივერსალური მოცვა ამ პროგრამით. ამასთან ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება. უზრუნველყოფილი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის ამოცანების შესრულება“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების სასიცოცხლოდ მნიშვნელობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
„გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების სასიცოცხლოდ მნიშვნელობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. გაგრძელდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. დაინერგება ონკოლოგიური დაავადებების მართვის უახლესი მეთოდები ქართველი და უცხოელი ექიმების თანამშრომლობით. გაგრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პრიორიტეტული სტაციონარული დაწესებულებების და სოფლად ამბულატორიების მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ასევე ყურადღება დაეთმობა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას“, – განაცხადა კობახიძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გაციება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებასა და ექიმთან მიმართვიანობის უხშირეს მიზეზს წარმოადგენს.
მგონი, გავცივდი… ეს ის სიტყვებია, რომელიც ამ სეზონზე ყველაზე ხშირად გვესმის… როგორ ავირიდოთ თავიდან გაციება, რა სიმპტომებს მივაქციოთ ყურადღება, რა გართულებები შეიძლება, გამოიწვიოს გაციებამ? აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრება პროფესორი, პულმონოლოგი ბ-ნი ვახტანგ ქაცარავა.
ბ-ნი ვახტანგი: გაციება კონტაგიოზური ანუ ადვილად გადამდები ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციაა, რომლის გამოწვევა 200-ზე მეტ ვირუსს შეუძლია, თუმცა, ყველაზე გავრცელებულ გამომწვევად რინოვირუსის დაახლოვებით 100 სხვადასხვა შტამი, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსები და კორონავირუსები გვევლინებიან. აღნიშნული ვირუსების გავრცელება ჰაერწვეთოვანი გზით ხდება, სწორედ ამიტომ ხალხმრავალ გარემოში, ადამიანიდან – ადამიანზე გაციების ვირუსები ადვილად გადადის და ინფიცირების სიხშირეც მაღალია.
ბ-ნი ვახტანგი: გაციების ვირუსი ორგანიზმში მოხვედრიდან 24-72 საათის შემდეგ ვლინდება სხვადასხვა სიმპტომით: შემცივნება, ყელის ტკივილი, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი – რინორეა, ცხვირის ობსტრუქცია ანუ ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, შესაძლოა აღინიშნებოდეს ხველა. რაც შეეხება ცხელებას, უმეტესწილად გაციებას ტემპერატურის მატება არ სდევს. მიუხედავად იმისა, რომ გაციება სხვა რესპირატორულ ინფექციებთან შედარებით, უფრო მარტივად გადაიტანება, მას შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება მოჰყვეს. ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლისას, იმუნური სისტემა ქვეითდება, მცირდება ორგანიზმის მდგრადობა ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ, რის გამოც გაციება არც თუ იშვიათად ხდება სხვა ინფექციების განვითარება-გართულებების მაპროვოცირებელი. მაგალითად, ხშირად გაციების შემდეგ, შემაწუხებელი მშრალი ხველა გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაშიც, ვითარდება მწვავე სინუსიტი, ყურის ინფექციები, კონიუნქტივიტი, მწვავე ბრონქიტი ან პნევმონია. შესაძლოა, ასთმის, ქრონიკული ბრონქიტის, ფქოდის ან ემფიზემის მქონე პირთათვის, გაციება ჰოსპიტალიზაციის და სხვადასხვა გართულებების მიზეზიც გახდეს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi