კვირა, მაისი 10, 2026

“ვივამედი”

ვივამედი“ კავკასიის რეგიონში უდიდესი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, უახლესი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით, კეთილგანწყობილი და პაციენტზე ორიენტირებული გუნდით.

პირველად კავკასიის რეგიონში, მედიცინის ყველა დარგი და მიმართულება ერთ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის ჯანმრთელ მომავალზე. “ვივამედი” ეს არის კლინიკა, ნებისმიერი სოციალური ფენისთვის, ვისაც ჩვენი გუნდის გვერდში დგომა ესაჭიროება.

რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში სრულდება ოპერაციები შემდეგი მიმართულებებით:

  • კარდიოქირურგია
  • ნეიროქირურგია
  • ონკოლოგია
  • ყელ-ყურ-ცხვირის, თავის და კისრის ქირურგია
  • ყბა-სახის ქირურგია
  • ანგიოქირურგია
  • თორაკო-აბდომინური ქირურგია
  • ორთოპედია – ტრავმატოლოგია

ჰოსპიტალი მოიცავს შემდეგ სერვისებს:

  • ამბულატორია;
  • ემერჯენსი;
  • ინტერვენციული რადიოლოგია;
  • ინტერვენციული კარდიოლოგია;
  • ყელ-ყურ-ცხვირი;
  • ოფთალმოლოგია;
  • უროლოგია;
  • ინ-ვიტრო;
  • სამშობიარო;
  • გინეკოლოგია;
  • ნეონატოლოგია;
  • ქირურგია (ენდოსკოპია);
  • ქიმიოთერაპია;
  • ლაბორატორია.

კლინიკის ინფრასტრუქტურა ყველაზე მკაცრ ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა, საკუთარი სასტუმრო, კაფეტერია და ბევრი სხვა სერვისი, რომელიც პაციენტისთვის სრულყოფილი და ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვისაა გათვლილი. კლინიკაში  მოქმედებს რეზიდენტურაც.

“ვივამედი” ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვი ახალ სეზონს გაკაჟებული შეხვდეს

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვი ახალ სეზონს გაკაჟებული შეხვდეს

საუბრობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ყარამან ფაღავა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“:

„იმუნიტეტისათვის საუკეთესო არის გაკაჟება. უამრავი წამალია, რომელსაც მეც ვნიშნავ იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მთავარი არის ცივი წყალი, – ჩვილობის ასაკიდან ხელ-პირის ცივი წყლით დაბანა. აბაზანა 37 გრადუსიდან სამ თვეში 32 გრადუსზე უნდა ჩამოვიდეს. აბაზანის შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ, 2 წლის შემდეგ ტანის დაზელვა, კიდევ ცოტა ხნის შემდეგ ცივი შხაპი, რომელსაც სულ ათი წამი უნდა, – დაგავიწყდებათ რა არის გრიპი, რა არის რესპირაციული ინფექცია.

საბავშვო ბაღებს აბრალებენ, ბავშვი ავად რომ ხდება. ზოგი სულ ავად არის, ზოგი ქარსა და სიცივეშიც კი არ ხდება ავად – ის კარგად არის გაკაჟებული. შვილებს კარგად თუ გააკაჟებთ, თქვენი პრობლემა მხოლოდ ის იქნება, რა წრეზე ატაროთ ბავშვი, ბიჭი ფეხბურთზე თუ ცურვაზე, და გოგონა ცეკვასა თუ მხატვრულ ტანვარჯიშზე. სხვა პრობლემები თანდათანობით ნულამდე დავა. მთავარია ოპტიმისტური განწყობა. მედიცინა წინ მიდის, უამრავი გამარჯვების მომსწრე პირადად ვარ. იმედი ვიქონიოთ, რომ უფრო ჯანმრთელები ვიქნებით“.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

შესაძლოა, დიეტურ სასმელებში შემავალმა ასპარტამმა, კიბო გამოიწვიოს!

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ექი­მი ქეთი შავ­ლი­აშ­ვი­ლი­ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ახა­ლი კვლე­ვის სა­ყუ­რა­დღე­ბო შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ წერს.
WHO: დიეტურ სასმელებში შემავალმა ასპარტამმა, შესაძლოა, კიბო გამოიწვიოს!
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ გამოაცხადა, რომ ხელოვნურმა დამატკბობელმა, ასპარტამმა, რომელიც ფართოდ გამოიყენება დიეტურ სასმელებში და დაბალკალორიულ (ძირითადად ულტრაპროცესირებულ) საკვებში, შესაძლოა კიბო გამოიწვიოს.
დღეს, რამდენიმე საათის წინ, ჯანმო-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასპარტამი კლასიფიცირებულია, როგორც 2b კლასის კანცეროგენი ანუ “ადამიანის შესაძლო კანცეროგენი”!
ჯანმო-ს ეს განცხადება ჯანდაცვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანოს პირველი საჯარო განცხადებაა თითქმის ყველგან გავრცელებული ხელოვნური დამატკბობლის მავნე ზემოქმედების და კიბოს რისკების შესახებ!
FDA -მ და სასმელების ინდუსტრიამ უკვე გააპროტესტეს ეს სიახლე.
▫️მოხსენება წაიკითხეთ აქ: https://www.who.int/…/14-07-2023-aspartame-hazard-and-risk…
▫️ასპარტამი ათწლეულების განმავლობაში სავარაუდოდ მრავალ დაავადებასთან დაკავშირებული სადავო ინგრედიენტია. 6000-ზე მეტ პროდუქტში გვხვდება, მათ შორის საკვებსა და სასმელში, ხველის საწინააღმდეგო სიროფში, კბილის პასტაში და ხელოვნურად დამტკბარი გამაგრილებელი სასმელების დაახლოებით 95%-ში (PMID: 33451265).
▫️მაისის თვეში ჯანმო-მ მოსახლეობას მოუწოდა, არ გამოიყენონ შაქრის შემცვლელები წონის დაკლების მიზნით.
კვლევები აჩვენებს, რომ ხელოვნური დამატკბობლების მოხმარება არ იწვევს წონის დაკლებას, რასაც, როგორც წესი, მოველით შაქრის მოცილებით გამოწვეული კალორიული დეფიციტისგან (PMID: 29570245; PMID: 28716847; PMID: 27880832).
▫️ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ხელოვნური დამატკბობლები აზიანებენ ნაწლავის მიკრობიომს, ზრდიან სხეულის გაცხიმოვნებას, არღვევენ მადის და დანაყრების სიგნალებს და ზრდიან სისხლში გლუკოზის დონეს (PMID: 34581796; PMID: 35987213).
▫️ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ასპარტამის ზემოქმედება ადრეულ ასაკში ზრდის კიბოს რისკს, რთულია ამ შედეგების გამეორება ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში (PMID: 17805418).
საფრანგეთის მოსახლეობაზე დაფუძნებულმა, 100 000-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა კიბოს გაზრდილი რისკი, რომელიც დაკავშირებულია ასპარტამის მოხმარებასთან (PMID: 35324894)

მზეზე ბოლო წლებში ყველაზე დიდი ამოფრქვევა მოხდა

მზეზე წარმოუდგენლად მასშტაბური ამოფრქვევა მოხდა.

14 დეკემბერს, მზის აქტიური ლაქის რეგიონმა, სახელად AR 3514, X2.8 კლასის მზის ანთება ამოაფრქვია; ეს გახლავთ ამოფრქვევის ყველაზე ძლიერი კატეგორია, რაც კი ჩვენს ვარსკვლავს ძალუძს. ამოფრქვევა ყველაზე ძლიერი იყო მზის ამჟამინდელ ციკლში და ყველაზე მძლავრი 2017 წლის სექტემბრის შემდეგ.

მოვლენამ სამხრეთ ამერიკის თავზე რადიოსიგნალთა საშუალო დონის ჩახშობა გამოიწვია — მაღალი სიხშირის რადიოსიგნალთა დროებითი დეგრადაცია ან სრული ჩახშობა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში.

ამავე დროს, მზეზე კორონალური მასის ამოფრქვევაც (CME) მოხდა; ამ მოვლენის დროს, მზე თავის სისტემაში მილიარდობით ტონა პლაზმას და მაგნიტურ ველს გამოტყორცნის და მზის ეს ნაწილაკები გზადაგზა შემხვედრ ყველა ობიექტს ეცემიან.

ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება დედამიწამდეც მოაღწიოს. აშშ-ის ატმოსფეროსა და ოკეანის ეროვნული ადმინისტრაცია (NOAA) ამჟამად იკვლევს, შეიძლება თუ არა, რომ ამ მოვლენამ დედამიწაზე საშუალო მასშტაბის გეომაგნიტური შტორმი გამოიწვიოს.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

გაეცანით – აკრედიტაცია კანადის პარტნიორი კლინიკები საქართველოში

საქართველოში, კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

„დიდი პატივია, ამ კლინიკებთან თანამშრომლობა. მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით. კლინიკები იწყებენ რთული გზის გავლას, – ხარისხიან ჯანდაცვას.

მე შემიძლია ვთქვა, რომ მე, გიორგი ფხაკაძემ დავდე შედეგი, – საქართველოში დაიწყო საერთაშორისო ხარისხიანი ჯანდაცვის მშენებლობა…“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, ერთ წელში ეს კლინიკები იქნებიან ძალიან მაღალი სტანდარტების და გააუმჯობესებენ თავიანთ სერვისებს.

როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია მიმდინარეობს წარმატებით.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

აკრედიტაცია კანადის პარტნიორები არიან:

თბილისში:

   ჟორდანიას კლინიკა

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

ჰერა 2011

კლინიკა ინოვა

საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრი

ინოვა ინ ვიტრო

ენ ქირონ +

კონსილიუმ მედულა

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

„ვივამედი” 

ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი – უროლოგიური ჰაბი

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო

მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი

ქუთაისში:

ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საეკლესიო საავადმყოფო ქსენონი

ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია

ბათუმში:

მედცენტრი

სოლომედი

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა

 

„მთავარი მიზანია ჩვენს მოქალაქეებს უმკურნალონ მაღალხარისხიანად და ამაში გადავიხადოთ სამართლიანი ტარიფები“ – ზურაბ აზარაშვილი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გადაცემაში იმედი LIVE“ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სერვისებზე ისაუბრა.

„რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას, ბოლო წლებში აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა რეფორმაზე. ეს სისტემა კიდევ უფრო ორიენტირებული და ფოკუსირებული უნდა იყოს ჩვენს მოქალაქეებზე. თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება ბიუჯეტისა თუ ხარისხის გაზრდის კუთხით, ამასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მან აქცენტი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მის ფარგლებში 30-ზე მეტი ბავშვი 3 ქვეყანაში მკურნალობს.

მინისტრმა ასევე საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში გაგზავნა.

„ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენს მოქალაქეებს უმკურნალონ მაღალხარისხიანად და ამაში გადავიხადოთ სამართლიანი ტარიფები“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

„ყველა ძირითად მედიკამენტზე დაწესებულია სამართლიანი ზედა ზღვარი. მოვუწოდებთ ფარმაცევტულ კომპანიებს“- ზურაბ აზარაშვილი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გადაცემაში იმედი LIVE“  მედიკამენტების ფასებისა და ხარისხის კონტროლისთვის განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„დღეისათვის ყველა ძირითად მედიკამენტზე, რომელიც სისტემაში ბრუნავს, დაწესებულია სამართლიანი ზედა ზღვარი. მოვუწოდებთ ფარმაცევტულ კომპანიებს, ამ ჭერის ფარგლებში გაუწიონ ერთმანეთს კონკურენცია“, – განაცხადა მინისტრმა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

 

დაღლილობის მიზეზი – სიმპტომი თუ სინდრომი 

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“​

დაღლილობა – სიმპტომი თუ სინდრომი

საუბრობს ნევროლოგი, თსსუ-ის პროფესორი მარინა ჯანელიძე:

„ტვინში არის ძალიან წვრილი სისხლძარღვები. იქ სისხლმა რომ გაიაროს, ძალიან დენადი უნდა იყოს. წყალს თუ არ დალევთ, სისხლი ნაკლებად მოძრაობს. ჯანმრთელმა ადამიანმა ყოველ კილოგრამზე 30 მილილიტრი სითხე უნდა მიიღოს.

ქართველებმა იციან საღამოს ჭარბი კვება. დაღლილობის მიზეზი ხშირად გვიან დიდი რაოდენობით ულუფების მიღებაა. მათი დამუშავება დიდ ენერგიას მოითხოვს. დილას დაღლილი გაღვიძება ხშირად არის ამ წანაცვლების შედეგი.

დილას არავინ ნოყიერად არ საუზმობენ. ამას თუ ჩაანაცვლებთ, კვებით გამოწვეული დაღლილობა ნამდვილად შეიცვლება.“

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

ლამებს აქვთ ანტისხეულები, რომლებმაც მომაკვდინებელი ვირუსის შტამები გაანეიტრალა

გასტროენტერიტს ადამიანის ნოროვირუსები იწვევს. ვისაც ეს დაავადება ჰქონია, გეტყვით, რამდენად მძიმეა. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ამ სახიფათო და მოუხელთებელი მიკრობებისგან თავდაცვის გზა შეიძლება სრულიად მოულოდნელ ადგილას ვიპოვოთ — ლამების მიერ გამომუშავებულ ციცქნა ნაწილაკებში.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

„ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია – უსაფრთხოება არ არის დადასტურებული“

ტყვიის ინტოქსიკაცია
ახალი კვლევის მიხედვით, სკოლის და სკოლამდელი ასაკის 5-დან 1 ამერიკელ ბავშვს აძლევენ მშობლები მელატონინს, რაც ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, რამდენადაც ამ ასაკობრივ ჯგუფში მელატონინის უსაფრთხოება არ არის დადასტურებული.
აღმოჩნდა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვები მელატონინს ხანგრძლივად, საშუალოდ 1 წლის განმავლობაში იღებენ და სკოლის მოსწავლეები კი საშუალოდ, 18 თვის განმავლობაში.
მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ძილ-ღვიძილის ციკლის რეგულირებაში და აქვს სხვა დადებითი ეფექტებიც.
ბავშვებისთვის მელატონინის მიცემის პოტენციური რისკები, რომელთა ტვინი და სხეული ჯერ კიდევ ვითარდება, ბოლომდე არ არის გარკვეული; ერთ-ერთი შესაძლო უარყოფითი შედეგი შეიძლება იყოს მომწიფების დაწყების შეფერხება.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights