#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ჯანდაცვის სისტემაში არსებული ახალი რეგულაციები
ულტრაბგერა გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარების გამოსახულების მისაღებად
გამოსახულებითი კვლევები
ულტრაბგერა გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარების გამოსახულების მისაღებად. ტრანსაბდომინალური ულტრაბგერა ინფორმაციულია სტრუქტურული პათოლოგიების არსებობაზე ეჭვის (მაგალითად, ციროზი – ღვიძლის დანაწიბურება, ღვიძლში ცხიმის ჭარბად დაგროვება) დასადასტურებლად. ეს ყველაზე იაფი და სწრაფი მეთოდია ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარების გამოსახულების მისაღებად.
ულტრაბგერის საშუალებით ექიმს შეუძლია აღმოაჩინოს ნაღვლის ბუშტის კენჭები. მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით შეიძლება სანაღვლე სადინარის დახშობით გამოწვეული სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა) განვასხვაოთ ღვიძლის უჯრედების ფუნქციური უკმარისობით გამოწვეული სიყვითლისგან; სახელდობრ, თუ ულტრაბგერა გამოავლენს სადინარების გაფართოებას, სიყვითლის მიზეზად სადინარის დახშობა უნდა ჩაითვალოს. ულტრაბგერა გამოიყენება ღვიძლში ნემსის ზუსტად შესაყვანად ქსოვილის ნიმუშის მისაღებად ღვიძლის ბიოფსიის დროს. ულტრაბგერის ერთ-ერთი სახე, დოპლეროგრაფია, გამოიყენება ღვიძლში სისხლის მიმოქცევის შესასწავლად. დოპლერით გამოკვლევისას შეიძლება ღვიძლის არტერიებისა და ვენების დახშობის აღმოჩენა, განსაკუთრებით კარის ვენისა, რომელიც ნაწლავიდან ღვიძლისკენ სისხლის დინებას უზრუნველყოფს. დოპლერის მეშვეობით შეიძლება დადგინდეს წნევის მომატება კარის ვენაში. ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევისას გამოიყენება ენდოსკოპის თავზე მოთავსებული უმცირესი ზომის ზონდი, რომელიც პირიდან შეიყვანება კუჭში და წვრილი ნაწლავის პირველ სეგმენტში (თორმეტგოჯა ნაწლავი), რაც აახლოებს ზონდს ღვიძლთან და მის გარშემო მდებარე ორგანოებთან.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
თირკმლის კენჭები საშარდე გზების დახშობის ხშირი მიზეზია – ჰიდრონეფროზი თირკმლის შარდით გადავსება და გაფართოებაა
ჰიდრონეფროზი
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ვაქცინაცია რესპირატორული ინფექციებისგან დასაცავად
გადაცემა „იმუნიტეტი“
როგორ ვმართოთ ეპილეფსიური გულყრა?…
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მერია და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების გაძლიერების მიზნით, ერთობლივ პროექტ – “მწვანე შუქს” განახორციელებს
რუსთავში სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრ “კესანეში”, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლებისთვის ცნობიერებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაზრდის მიზნით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ ინიციირებული საპილოტე პროექტი – “მწვანე შუქი” განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანთან დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც რუსთავის მერის მოადგილე ოთარი ტატალაშვილი, „კესანეს” ხელმძღვანელი ეკა ნოზაძე, ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრ „ილაპარაკეს” დამფუძნებელი მარიამ დალაქიშვილი ესწრებოდნენ.
საპილოტე პროექტი „მწვანე შუქი” აუტისტური სპექტრის მქონე პირების მშობლების ცნობიერებისა და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაზრდის მიზნით, ინტერდისციპლინური სერვისის მიწოდებას ითვალისწინებს.
“რუსთავში რამდენიმე წელია დავიწყეთ რეფორმები და ვაუმჯობესებთ მუნიციპალურ სერვისებს, რომლებიც თითოეულ მოქალაქეს ეხება. დღეს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების გაძლიერებაზე ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტმა კიდევ უფრო ეფექტიანი გახადოს ამ მიმართულებით არსებული სერვისები. სწორედ ამ მიზნით, ცენტრ “კესანეში” ვგეგმავთ პროექტს, რომელიც საპილოტეა და პირველად რუსთავში განხორციელდება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მერიის ცნობით, პროექტ “მწვანე შუქის” მულტიფუნქციური საქმიანობა, შშმ ბავშვთა დედებისთვის ფსიქიატრის, კლინიკური ფსიქოლოგის, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტის, პერსონალური ქოუჩისა და სოციალური თერაპიის კომბინირებულ მიწოდებას გულისხმობს.
პროექტი, რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის ,,კესანეს“ აღსაზრდელების მშობლებისთვის, სპეციალური ტრენინგ-კურსის ჩატარებას და ზოგადად შშმ პირთა ოჯახების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
„დღეს, ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ უმნიშვნელოვანესი იდეის განხორციელებას, რომელიც საპილოტედ რუსთავში დაიწყება და ჩემი განსაკუთრებული მადლობა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს, რომელიც განსაკუთრებული მგრძნობელობით მიუდგა ამ საკითხს. პროექტი შეეხება შშმ ბავშვთა მშობლების უფლებების გაძლიერებას, მათი ფსიქო-ემოციური ფონის გაუმჯობესებას და მათ, გარკვეულწილად, მენტორებად ჩამოყალიბებას იმისთვის, რომ შეძლონ სხვა დედებსაც მისცენ რჩევა და რეკომენდაციები თუ როგორი მიდგომები უნდა ჰქონდეთ შშმ ბავშვების მოვლისა და აღზრდის პროცესში. მიხარია, რომ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაციასთან და რუსთავის მერიასთან ერთად გეგმავს ამ საპილოტე პროექტს, რომელიც, იმედი მაქვს, რომ საფუძველს ჩაუყრის ამ იდეის უფრო დიდი მასშტაბით განხორციელებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
რუსთავის სარეაბილიტაციო განმავითარებელ ცენტრი “კესანე” განსაკუთრებული საჭიროების მქონე 430 ბენეფიციარს ემსახურება, რომელთაგან 125, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია.
რუსთავის მერია, სოციალური პროგრამების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საკურორტო მომსახურებას, სხვადასხვა სახის სამედიცინო პროცედურებს და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთათვის საჭირო თერაპიას აფინანსებს.
ახალი ვირუსით ადამიანის პირველი სიკვდილი დაფიქსირდა
ხანდაზმული ამერიკელი მამაკაცი გარდაიცვალა ალასკაპოქსის ვირუსით (AKPV), რომელიც 2015 წელს აღმოაჩინეს. დაავადება უვნებლად ითვლებოდა, ადრე ვინც ავად გახდა, ყველა განიკურნა. ინციდენტის დეტალები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით გამოაცხადა Alaska Public Media პორტალმა.
თავდაპირველად ექიმები ფიქრობდნენ, რომ პაციენტს ჩუტყვავილა ჰქონდა. ამაზე მიუთითებდა წითელი ლაქები, მომატებული ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები. მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ, ექიმებმა კვლავ შეამოწმეს მისი ანალიზები და სისხლში AKPV-ის კვალი აღმოაჩინეს.
ექსპერტების აზრით, ეს ვირუსი ცხოველში გაჩნდა. მათგან ის მღრღნელებზე გადავიდა. ალასკას მცხოვრებს შესაძლოა, საშიში დაავადება შინაური კატისგან გადაედო, რომელმაც შეჭამა ინფიცირებული ცხოველი, განმარტა Alaska Public Media-მ.
აღნიშნულია, რომ ამერიკელს სიმსივნის მკურნალობის გამო დასუსტებული იმუნური სისტემა ჰქონდა. ის მარტო ცხოვრობდა ტყიან ტერიტორიაზე და კონტაქტში იყო მაწანწალა კატასთან, რომელიც, მისი თქმით, რეგულარულად პატარა ძუძუმწოვრებზე ნადირობდა. ცხოველს ტესტირება AKPV-ზე უარყოფითი აღმოჩნდა.
ალასკაპოქსის ვირუსი შტატში 2015 წელს აღმოაჩინეს და მისი სიმპტომები ჩუტყვავილას სიმპტომების მსგავსია. ალასკანის ჩუტყვავილას ინფექცია მხოლოდ ექვს ადამიანში დადასტურდა, ყველა მათგანი დაფიქსირდა ფეირბენქსის რაიონში ცენტრალურ ალასკაში. ყველა ინფექცია მოხდა ცხოველებთან კონტაქტის შედეგად.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მკვეთრად გაიზარდა ახალგაზრდებში კიბოს შემთხვევები – The Wall Street Journal
ოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა კიბოს ახალი შემთხვევების რიცხვი.
ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ჟურნალ BMJ Oncology-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.
ექსპერტები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ კიბოს ახალი შემთხვევები 50 წლამდე ადამიანებში გახშირდა. შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი 12,8 პროცენტით გაიზარდა 2000 წლიდან 2019 წლამდე – ნათქვამია კვლევაში. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მემორიალ სლოან კეტერინგის კიბოს ცენტრში კუჭ-ნაწლავის კიბოს ადრეული გამოვლინების მქონე პაციენტებისთვის პროგრამის ხელმძღვანელი, ანდრეა ჩერჩეკი ვარაუდობს, რომ კიბოს მქონე პაციენტების ასაკის შემცირება შეიძლება დაკავშირებული იყოს გარემოს, თანამედროვე საკვების და მედიკამენტების ცვლილებებთან. თუმცა, ექიმებმა აღნიშნეს, რომ ეს ფაქტორები სრულად ვერ ხსნიან მიზეზებს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ყინულში გამომწყვდეული უძველესი „ზომბი ვირუსები” შესაძლოა, „გაცოცხლდნენ” – შეუძლიათ ახალი სასიკვდილო პანდემია
„ჩვენ ახლა ხელშესახები საფრთხის წინაშე ვდგავართ და მზად უნდა ვიყოთ მასთან გასამკლავებლად”, – განუცხადა Guardian-ს მარსელის უნივერსიტეტის მედიცინის და გენომიკის პროფესორმა, ჟან-მიშელ კლავერიმ.
ექსპერტები უკვე თანამშრომლობენ არქტიკის უნივერსიტეტთან, რომ შექმნან მონიტორინგის ქსელი, რომელიც უძველესი მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული დაავადებების ადრეულ იდენტიფიცირებაში დაეხმარებათ.
ქსელი ასევე უზრუნველყოფს საკარანტინო ობიექტების გახსნას და ინფიცირებულთათვის სამედიცინო მომსახურებას, რომ პოტენციური ეპიდემიის აფეთქება მინიმუმამდე შემცირდეს, მათ შორის გადამდები პაციენტების რეგიონის დატოვების პრევენციას.
ე.წ. მეთუზალაჰის მიკრობებს, ცნობილს, როგორც “ზომბი ვირუსებს” შეუძლიათ, გაყინულ ნიადაგში ათიათასობით წლის განმავლობაში იცოცხლონ, რომელიც მოიცავს დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თითქმის 20%-ს.
„ნიშვნელოვანი, ვიცოდეთ, რომ ის ცივია, ბნელი და ჟანგბადი აკლია, რაც ბიოლოგიური მასალის შესანახად შესანიშნავი პირობებია”, – თქვა კლავერიმ. “შეიძლება იოგურტი ჩატოვო ყინულში და 50 000 წლის შემდეგაც კი საკვებად გამოსადეგი იყოს”.
მეცნიერები თვლიან, რომ მუდმივი ყინვის ღრმა ფენებში შეიძლება მოხდეს ვირუსების შენარჩუნება, რომლებიც ბინადრობდნენ დედამიწაზე მილიონამდე წლის წინ, როგორც ვარაუდობენ, პლანეტაზე პირველად გამოჩნდნენ დაახლოებით 300 000 წლის წინ.
„ჩვენი იმუნური სისტემა შესაძლოა არასდროს ყოფილა ზოგიერთ ამ მიკრობთან კონტაქტში და ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი რამაა… ის სცენარი, რომ შესაძლოა ნეანდერტალელების უცნობი ვირუსი ჩვენთან დაბრუნდეს, ახლა უკვე რეალური გახდა”, – განაცხადა კლავერიმ.
ვირუსოლოგები მიიჩნევენ, რომ “ზომბი ვირუსის” გავრცელების საფრთხის სიმცირესთან ერთად, შეშფოთების საფუძველი მაინც არსებობს.
„არ ვიცით ყინულში რა ვირუსებია შემონახული. ვფიქრობ, იმის რეალური რისკი არსებობს იმისა, რომ ის რაიმე პანდემიის გამომწვევი მიზეზი გახდეს, მაგალითად, პოლიომიელიტის უძველესი ფორმის”, – აცხადებს ვირუსოლოგი მარიონ კუპმანსი ერასმუსის სამედიცინო ცენტრიდან.










