კვირა, მაისი 10, 2026

ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში შეიძლება იყოს გუ­ლის, ფილ­ტვე­ბის, საყლაპავის ან დი­დი კა­ლიბ­რის სისხლძარღვების და­ა­ვა­დე­ბის სიმპტომი

ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში
ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს გუ­ლის, ფილ­ტვე­ბის, საყ­ლა­პა­ვის ან დი­დი კა­ლიბ­რის სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ა­ვა­დე­ბის სიმ­პტო­მი. ტკი­ვი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი მი­­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს (ი­რა­დი­ა­ცი­ა) – მუც­ლის ზე­და ნა­წი­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ქვე­და ყბამ­დე, მათ შო­რის ბე­ჭებ­სა და ზე­და კი­დუ­რებ­ში.
აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმ­პტო­მი პა­ცი­ენ­ტმა შე­იძ­ლე­ბა აღ­წე­როს რო­გორც ზე­წო­ლა, წვა, ჩხვლე­ტა.

მი­ზე­ზე­ბი
გულ­მკერ­დის არე­ში ტკი­ვილს ბევ­რი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. სი­ცოცხ­ლის­თვის სა­შიშ მი­ზე­ზებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა: გუ­ლის კუნ­თის ინ­ფარ­ქტი, აორ­ტის კედ­ლის გან­შრე­ვე­ბა, საყ­ლა­პა­ვის გას­კდო­მა, ფილ­ტვის ემ­ბო­ლი­ა, ფილ­ტვის კო­ლა­ფ­სით (ჩა­ფუშ­ვა) გა­მოწ­ვე­უ­ლი პნევ­მო­თო­რაქ­სი.
სი­ცოცხ­ლის­თვის ნაკ­ლე­ბად სა­ში­ში მი­ზე­ზე­ბი­ა: გუ­ლის კუნ­თის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მო­მა­რა­გე­ბა სის­ხლით (ი­შე­­მი­ა), გუ­ლის პე­რან­გის ან­თე­ბა, (პე­­რი­კარ­დი­ტი), პნევ­მო­­­ნი­ა, კუჭ­ქვე­შა ჯირ­კვლის ან­თე­ბა (პან­კრე­ა­ტი­ტი) და ზო­­­გი­ერ­თი სა­ხის სიმ­სივ­ნე.
ტკი­ვი­ლის გა­მომ­წვევ, სი­ცოცხ­ლი­სათ­ვის ნაკ­ლე­ბად სა­ხი­ფა­თო მი­ზე­ზებს ასე­ვე მი­ე­კუთ­ვნე­ბა: საყ­ლა­პა­ვის რე­ფ­ლუქ­სი, პეპ­ტი­კუ­რი წყლუ­ლი, ნე­კ­ნის ხრტი­ლის ან­თე­­ბა (კოს­ტო­ქონ­დრი­ტი), პლე­ვ­რის ან­თე­ბა (პლევ­რი­ტი), გულ­მკერ­დის კუ­ნ­­თე­ბის და­ჭიმ­ვა და ნაღ­ვლის ბუშ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბი.
ზოგ­ჯერ, მარ­ცხე­ნა პარ­კუ­ჭის შე­კუმ­შვის დროს, მარ­ცხე­ნა წი­ნა­გულ­სა და პარ­კუჭს შო­რის არ­სე­ბუ­ლი მიტ­რა­ლუ­რი სარ­ქვე­ლი უკან იდ­რი­კე­ბა მა­რ­ცხე­ნა წი­ნა­გულ­ში. ამ პა­თო­ლო­გი­ას მიტ­რა­ლუ­რი სარ­ქვლის პრო­ლაფ­სი ეწო­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ხან­მოკ­ლე, ნემ­სის ჩხვლე­ტის მაგ­ვა­რი ტკი­ვი­ლის აღ­მო­ცე­ნე­ბის მი­ზე­ზი.

შე­ფა­სე­ბა
ზო­გი­ერ­თი სიმ­პტო­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი ექიმს ეხ­მა­რე­ბა მი­სი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის დად­გე­ნა­ში. მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის დროს მო­ჭე­რი­თი ხა­სი­ა­თის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც მცირ­დე­ბა მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­დას­ვლი­სას, გუ­ლის იშე­მი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.
მკვეთ­რი ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას­თან, ძლი­ერ­დე­ბა და­წო­ლი­სას ან ღრმა სუნ­თქვი­სას, მცირ­დე­ბა წა­მოჯ­დო­მი­სას და წინ გა­დახ­რის დროს, პე­რი­კარ­დი­ტის არ­სე­ბო­ბას ადას­ტუ­რებს. ღრმა ჩა­სუნ­თქვი­სას ტკი­ვი­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა პლევ­რი­ტით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი.
უეც­რად აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი კის­რის უკა­ნა მხა­რეს, ბე­ჭებ­ში, ზურ­გის ქვე­და ნა­წილ­ში ან მუ­ცელ­ში, შე­იძ­ლე­ბა აორ­ტის ანევ­რიზ­მის გან­შრე­ვე­ბით იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.
გულმ­კერ­დის სა­ში­ში და ნაკ­ლე­ბად სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმ­პტო­მე­ბი ხში­რად ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სი­ა. ამი­ტო­მაც, გულ­მკერ­დის არე­ში ტკი­ვი­ლის დროს, პა­ცი­ენტს უტარ­დე­ბა გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სიმ­პტო­მე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის ზუს­ტი გან­საზღ­ვრის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ეს გა­­მოკ­ვლე­ვე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, სა­ა­ვადმ­ყო­ფო­ში ან გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ტა­რ­­დე­ბა.
კვლე­ვის მე­თო­დე­ბი შე­ირ­ჩე­ვა პა­ცი­ენ­ტის ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვის შე­დე­გე­ბის, ასა­კის, ჯან­მრთე­ლო­ბის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის, სხვა სიმ­პტო­მე­ბი­სა და რის­კფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.
კვლე­ვის ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მეთო­დე­ბი­ა: ელექ­ტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფია (ეკგ), გულ­­­მკე­რ­დის რენ­ტგე­ნოს­კო­პი­ა, ჟან­გბა­დის კონ­ცენ­­ტრა­ცი­ის გან­საზღ­ვრა ხე­ლის თით­ზე და­მა­გ­­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა მოწყ­ო­ბი­ლო­ბით (პულ­სოქ­სი­­მე­ტ­­რი­ა). მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტზე ეჭ­ვის შემ­­თხვე­ვა­ში, დი­აგ­ნო­ზის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ექი­­მი სი­ს­­­ხლში გუ­ლის კუნ­თის ფერ­მენ­ტებ­სა და ცი­­ლებს რამ­დე­ნ­­ჯერ­მე გან­საზღ­ვრავს. ფერ­მენ­­ტე­ბის შემ­ც­ვე­­ლო­ბის მა­­ღა­ლი დო­ნე გუ­ლის კუნ­­თის და­ზი­ა­ნე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. სტე­ნო­კარ­დი­ის დი­აგ­ნო­ზის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ტარ­დე­ბა სტრეს­-ტეს­ტი ფიზი­­კუ­რი დატ­ვირ­თვით.

გუ­ლი­სა და სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმ­პტო­მე­ბი და დი­აგ­ნო­ზი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

გუ­ლი­სა და სის­ხლძარ­ღვე­ბის დაავადებების სიმ­პტო­მე­ბი და დიაგნოზი დი­აგ­ნო­ზი

გუ­ლი­სა და სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმ­პტო­მე­ბი და დი­აგ­ნო­ზი

გულ­-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბად იწო­დე­ბა და­ავა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აზი­ა­ნე­ბენ გულ­სა და სის­ხლძარ­ღვებს.
გა­ნარ­ჩე­ვენ გუ­ლის (კარ­დი­ა­ლუ­რი) და პერი­­­ფე­რი­უ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ა­ვა­დე­ბებს. გუ­­­­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი აზი­ა­ნებს გულ­სა და კო­რო­­ნა­­­რულ სის­ხლ­მი­ლებს. პე­რი­ფე­რი­უ­ლი სის­ხლ­ძარ­­ღვე­ბის და­­ა­ვა­დე­ბე­ბი აზი­ა­ნებს არ­­ტე­რი­ებ­სა და ვე­­ნებს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლ­ში (მა­გა­­ლი­თად, ზე­და და ქვე­და კი­დუ­რის სის­ხლძარ­ღვებს). და­­ა­ვა­­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც აზი­ა­ნებს თა­­ვის ტვი­­ნის სის­ხლძარ­ღვებს, ცე­რებ­რო­ვას­კუ­ლუ­­რი და­­ა­ვა­­დე­ბე­ბი ეწო­დე­ბა.

სიმ­პტო­მე­ბი
არც ერ­თი ცალ­კე აღე­ბუ­ლი სიმ­პტო­მი არ მი­უ­თი­თებს უშეც­დო­მოდ გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოზ­ზე; ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მხო­ლოდ ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა, რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა სიმ­პტო­მის ერ­თობ­ლი­ო­ბა კი ხში­რად მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით მიგ­ვა­ნიშ­ნებს გუ­ლის ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე. და­ა­ვა­დე­ბის სიმ­პტო­მე­ბის იდენ­ტი­ფი­რე­ბა ხდე­ბა ანამ­ნე­ზის შეკ­რე­ბი­სას, პა­ცი­ენ­ტის ფი­ზი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვი­სას. დი­აგ­ნო­ზის და­სა­ზუს­ტებ­ლად კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა. ზოგ­ჯერ გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე ფორ­მაც კი უსიმ­პტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ნამ შორ­ს წა­სულ სტა­დი­ას არ მი­აღ­წევს. უსიმ­პტო­მო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ავა­დ­მყო­ფო­ბის გა­მოვ­ლე­ნა ზოგ­ჯერ შემ­თხვე­ვით ხდე­ბა, რუ­ტი­ნუ­ლი შე­მოწ­მე­ბის ან სხვა და­ა­ვა­დე­­ბის გა­მო ექიმ­თან ვი­ზი­ტის დროს. ზოგ­ჯერ ექი­მე­ბი უტა­რე­ბენ პა­ცი­ენ­ტებს სკრი­ნინ­გულ კვლე­ვებს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, მა­ში­ნაც კი, რო­ცა გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის­თვის და­­მახა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმ­პტო­მე­ბი არ აღი­ნიშ­ნე­ბა.
გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმ­პტო­მე­ბი­ა: გარ­კვე­უ­ლი ხა­სი­ა­თის ტკი­ვი­ლი, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, გუ­ლის ფრი­ა­ლის შეგ­რძნე­ბა (შე­ნე­ლე­ბუ­ლი, აჩ­ქა­რე­ბუ­ლი ან არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი გუ­ლის­ცე­მა), დაღ­ლი­ლო­ბა, გუ­ლის წას­ვლა, ქვე­და კი­დუ­რე­ბის (კო­ჭის, წვი­ვის) შე­შუ­პე­ბა. ეს სიმ­პტო­მე­ბი უტყ­უ­­ა­რად არ მი­უ­თი­თებს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­­ბო­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს სხვა მი­ზე­ზე­ბი­თაც, რო­გო­რი­ცაა სა­სუნ­თქი და საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ა, ნევ­რალ­გი­ა, მი­ალ­გია და ა.შ.
პე­რი­ფე­რი­უ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმ­პტო­მე­ბი პრო­ცე­სის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ტკი­ვი­ლი, ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა, კუნ­თე­ბის სპაზ­მი და სი­სუ­ს­ტე, ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბინ­დვა, შე­შუ­პე­ბა, და­ბუ­ჟე­­ბა და კა­ნის ფე­რის ცვლი­ლე­ბა და­ზი­ა­ნე­ბულ ად­­გილ­ზე.

შარ­დსა­დე­ნის კი­ბო

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

როგორ გავარჩიოთ ალერგიული რინიტი ვირუსულისგან

როგორ გავარჩიოთ ალერგიული რინიტი ვირუსულისგან

საუბრობს ნატა ხარაშვილის ალერგოლოგ-იმუნოლოგი მადონა დევიძე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“:

„ალერგიული რინიტი ქრონიკული დაავადებაა, სიმპტომები ხანგრძლივი და ძალიან ხშირად განმეორებადია. ვირუსული თუ ნებისმიერი სხვა ინფექცია ხანმოკლეა და როგორც წესი, სიმპტომები 3-5 დღეში ლაგდება.

თუ რინიტის სიმპტომები 10 დღეზე მეტხანს, კვირების განმავლობაში გაგვიხანგრძლივდა,  შეიძლება, რომ ეჭვი ალერგიული რინიტის არსებობაზე მივიტანოთ.  ალერგიული რინიტი არასდროს გვხვდება ტემპერატურის მატებასთან ერთად. თუ რინიტს თან ახლავს ტემპერატურის მატება, შესაძლოა, საქმე ინფექციასთან გვქონდეს, ასევე ალერგიულ რინიტს თან რაიმე სახის ვირუსული ან ინფექციური გართულება ერთოდეს. ალერგიულ რინიტს ახასიათებს მრავალჯერადი ცემინება, ერთმანეთზე მიყოლებით, გადაბმულად, მას ასევე ახასიათებს უხვი წყლისებრი გამონადენი ცხვირიდან. ინფექციური რინიტის დროს გამონადენი უფრო ბლანტია, ამ დროს, შესაძლოა გამონადენმა ფერიც შეიცვალოს, უფრო ყვითელი ან მომწვანო გახდეს. ინფექციური და ალერგიული რინიტის ძირითადი განსხვავებები ასეთი გახლავთ.

ცხვირის გამხსნელი საშუალებები არ შეიძლება, რომ 5-7 დღეზე მეტხანს იყოს დანიშნული, ისინი შემდგომ თავად იწვევენ ცხვირის გაჭედილობას. ცოტა ხანში ცხვირი გაიხსნება, შემდეგ, რამდენიმე საათში ისევ ჩაიკეტება და ამის გამო მას ისევ სჭირდება ცხვირის გამხსნელი საშუალების გამოყენება და პაციენტი ექიმის დახმარების გარეშე ვეღარ ახერხებს ამ წრიდან გამოსვლას. ცხვირის გამხსნელი საშუალებების 5-7 დღეზე მეტხანს გამოყენება საშიშია, რადგან ისინი იწვევენ დამოკიდებულებას, ცხვირის ლორწოვანის ატროფიას, ყნოსვის დაკარგვას, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, იწვევენ გარკვეულ დარღვევებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

ერთადერთი, რაც პაციენტს შეგვიძლია ვურჩიოთ, ეს არის ცხვირის გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით. ეს გამორეცხვა პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს იმისთვის, რომ შვება იგრძნოს, ხშირი გამორეცხვაც უკვე იწვევს გართულებას, მან შეიძლება, ყურის მხრივ,  ოტიტი გამოიწვიოს…“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მთავრობის წევრებმა განიხილეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იქნება, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს.

ცვლილების მიზანი გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, მათ შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობაა. დღეის მდგომარეობით დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს.

სიახლე ძალაში 2024 წლის იანვრიდან შედის. აღსანიშნავია, რომ რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ნარკოდამოკიდებულება – სტატისტიკა და საქართველოში არსებული სერვისები

ნარკოდამოკიდებულება – სტატისტიკა და საქართველოში არსებული სერვისები
საუბრობს ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე:

„მდგომარეობა არის მძიმე წინა წლებთან შედარებით იმიტომ, რომ გაჩნდა სხვა ტიპის ნარკობაზარი და ნარკოტიკი, რომელიც არის ძალიან მძიმე და ძალიან რთულ შედეგებს იძლევა. ჯერჯერობით, გამოსავალსაც ვერავინ ხედავს. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა.

ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ვართ ცუდ რეგიონში, ცუდი მდგომარეობაა გარშემო, არის  ნარკოტიკების ახალი გზები და ა.შ.

ბოლო კვლევებით, სტატისტიკურად, რაოდენობა არის 51 000. ამაში არ შედის ის ნარკოტიკი, რაზეც ვისაუბრე. ეს არის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც ძალიან მძიმე შედეგს იძლევა და ძალიან რთულია, მოწყვლადი ჯგუფი, რომელზეც ეს ნარკოტიკი ვრცელდება, არიან თინეიჯერები, რომლებსაც შესაძლოა, პრაქტიკულად არც ჰქონიათ ნარკოტიკთან შეხება. ერთჯერადი მოხმარება, შეიძლება დასრულდეს ტრაგიკულად ან ფსიქიატირიულ საავადმყოფოში…“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

 

რატომ იმატებს ტრავმების რაოდენობა სადღესასწაულო დღეებში?

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“​

რატომ იმატებს ტრავმების რაოდენობა სადღესასწაულო დღეებში?

საუბრობს ნევროლოგი, ნეირორეაბილიტოლოგი თემურ მარღანია:

გამოძიება დაიწყო – მიუსაფარი ძაღლის ასაფეთქებელი ნივთიერებით მძიმედ დაზიანების ფაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიუსაფარი ძაღლის ასაფეთქებელი ნივთიერებით მძიმედ დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შემთხვევა წყალტუბოში მოხდა. სავარაუდოდ, არასრულწლოვანებმა მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს. ცხოველს პირის ღრუ ძლიერად აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. ის სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400-ს საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ძაღლს, რომელსაც ბაღდათში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მძიმე დაზიანება მიაყენეს, ოპერაცია ჩაუტარეს. ოპერაცია ვეტერინარებთან ერთად, სპეციალურად მოწვეულმა ნეიროქირურგმა ჩაუტარეს. მიუსაფარი ცხოველი მოხალისეებმა გუშინ თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადმოიყვანეს.

თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ძაღლს პირში პიროტექნიკა აუფეთქეს, თუმცა რენდგენოლოგიური კვლევით დადასტურდა, რომ ცხოველს მძიმე დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

“გაუძლო
ამოღებულია თავის ტვინიდან ჰემატომა, თავის ქალის ძვლები დალეწილი იყო.
თავის ტვინი დეკომპრესირებულია.
ახლა მთავარია ორგანიზმმა პოსტოპერაციულ მკურნალობას გაუძლოს.
მიყვარხართ” – წერს ცხოველთა უფლებადამცველი მიშა კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

კვლევა – მეცნიერები აღმოაჩინეს მეორე ტიპის დიაბეტის მიზეზი

მსოფლიოში ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანი დაავადებულია ტიპი 2 დიაბეტით. ჯერჯერობით უცნობია ის ზუსტი მიზეზი, თუ რა იწვევს ორგანიზმში ჰორმონ ინსულინის ფუნქციის ასეთ დარღვევას, რის გამოც სისხლში შაქრის დონის ბალანსი ირღვევა. შესაძლოა, ახალმა კვლევამ ამას ნათელი მოჰფინოს.

აშშ-ს ქეის ვესტერნ რეზერვის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს S-ნიტროსილაციისნ სახელით ცნობილი პროცესი, რა დროსაც აზოტოვანი ოქსიდი უნივერსალურ გადამტან მოლეკულად იქცევა. ის უჯრედებს შორის ინფორმაციის მიმოცვლას უწყობს ხელს და თითქმის ყველა ტიპის ქსოვილში წარმოიქმნება. მას დიდი როლი აქვს როგორც ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, ასევე სისხლძარღვების გაფართოებაში. აღნიშნული პროცესის დარღვევა პარკინსონთან, გაფანტულ სკლეროზთან, ნამგლისებრ უჯრედოვან დაავადებასთან და ასთმასთან ასოცირდება. ბოლო დროს კი ის მეტაბოლიზმის გარკვეულ ასპექტებთანაც დააკავშირეს. მეცნიერთა გუნდი აქამდეც ვარაუდობდა, რომ ამ სიაში დიაბეტიც უნდა ყოფილიყო, ახლა კი აღნიშნული ჰიპოთეზის განსამტკიცებელი მიგნება აქვთ.

ახალი ფერმენტი აღმოაჩინეს, – SCAN. ის აზოტოვან ოქსიდს სამიზნე ცილებზე მიმაგრებაში ეხმარება, მაგალითად, ინსულინის რეცეპტორებზე. ინსულინის მიმართ რეზისტენტულ ადამიანებსა და თაგვებში ეს ფერმენტი ჩვეულებრივზე მეტადაა გააქტიურებული, მისი გაუვნებლებისას კი ცხოველებში ტიპური სიმპტომები აღარ ვლინდება.

აზოტის ოქსიდი წარმოიქმნება თითქმის ყველა ტიპის უჯრედში და ქსოვილში და ის გადამწყვეტ როლს თამაშობს ნერვული სისტემის, იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში და სისხლძარღვების გაფართოებაში. უფრო მეტიც, S-ნიტროზილირების დისრეგულაცია სულ უფრო და უფრო მეტად არის დაკავშირებული ჯანმრთელობის უამრავ მდგომარეობასთან, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება და ასთმა.

“აქ ჩვენ აღმოვაჩენთ ფერმენტს, რომელიც ათავსებს აზოტის ოქსიდს ინსულინის რეცეპტორებზე ინსულინის გასაკონტროლებლად. ფერმენტების ჭარბი აქტივობა იწვევს დიაბეტს. მაგრამ არსებობს შემთხვევა, როდესაც ბევრი ფერმენტი აზოტის ოქსიდს აყენებს ბევრ ცილას და, ამრიგად, მრავალი დაავადების ახალი სამკურნალო საშუალებაა.“

შესაძლოა, მეორე ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბებაში აზოტოვანი ოქსიდის სიუხვე მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ, არაა გამორიცხული, SCAN-ის დაბლოკვით ამ დაავადებასთან შეწინააღმდეგების ახალი გზა მოვნახოთ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„პოსტ კოვიდის კიდევ ერთი არასასიამოვნო “სიურპრიზი” – ახალგარზდებში საკმაოდ მძიმე შედეგებით…“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ პოსტ კოვიდი ახალგარზდებში საკმაოდ მძიმე შედეგებით…

„პოსტ კოვიდის კიდევ ერთი არასასიამოვნო “სიურპრიზი”… ახალგარზდებში ახალი, საკმაოდ მძიმე შედეგებით…

ვაქცინაცია არ გვინდა (არც იქნება ქვეყანაში)
პირბადე არ გვინდა (გვეზარება)
საბოლოოდ საავადმყოფოებს მიაწყდება ხალხი…
ვინმე ფიქრობს ექიმებზე?!
ჯანმრთელობას გისურვებთ“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

პირველად მსოფლიოში – მოზარდს კოვიდ 19-ის საფუძველზე ხმის იოგების დამბლა დაუდგინდა

კო­ვი­დით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, 15 წლის ჯან­მრთელ გო­გო­ნას სუნ­თქვის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა.

ვირუს­მა გოგონას ხმის იო­გე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია. კო­ვი­დით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ჯან­მრთელ გო­გო­ნას სუნ­თქვის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და დას­ჭირ­და ქი­რურ­გი­უ­ლი ტრა­ქე­ოს­ტო­მია – სუნ­თქვის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. კო­ვი­დის გავ­ლე­ნამ ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში, შე­იძ­ლე­ბა ხმის დამ­ბლა გა­მო­იწ­ვი­ოს.

შესაძლოა, ხმის იო­გე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა ვირუ­სის ნე­ი­რო­პა­თი­უ­რი შე­დე­გი იყოს

გო­გო­ნას ას­თმი­სა და შფოთვის ის­ტო­რია ჰქონდა, მის­ცეს სტე­რო­ი­დე­ბი და ბრონ­ქო­დი­ლა­ტო­რე­ბი სა­ეჭ­ვო ას­თმის შე­ტე­ვის­თვის, მაგ­რამ ეს მას არ და­ეხ­მა­რა. ოტო­ლა­რინ­გო­ლო­გებ­მა კვლავ შე­ა­მოწ­მეს მისი ვო­კა­ლუ­რი იო­გე­ბი და ამ­ჯე­რად და­ად­გი­ნეს ორ­მხრი­ვი ვო­კა­ლუ­რი დამ­ბლა, მაგ­რამ დამ­ბლის მი­ზეზს მა­ინც ვერ მი­აკ­ვლი­ეს.

ეს არის მოზარდში ვოკალური ტვინის დამბლის პირველი შემთხვევა COVID-19 დიაგნოზის შემდეგ.

ვირუსს აქვს ცნობილი ნევროლოგიური გართულებები, მათ შორის თავის ტკივილი, კრუნჩხვები და პერიფერიული ნეიროპათია“, – წერენ ოტოლარინგოლოგები დანიელ ლაროუ და კრისტოფერ ჰარტნიკი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის Mass Eye and Ear-დან.

ექი­მებ­მა და­ას­კვნეს, რომ მო­ზარ­დის COVID-19 ინ­ფექ­ცი­ამ, შე­ა­სუს­ტა მისი ვო­კა­ლუ­რი იო­გე­ბი და შე­საძ­ლოა, სწო­რედ ეს ყო­ფი­ლი­ყო მისი და­ბუ­ჟე­ბი­სა და სი­სუს­ტის მი­ზე­ზი. სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუფ­მა რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და და­ე­ნა­ხა, შე­ეძ­ლო თუ არა სუნ­თქვა ტრა­ქე­ოს­ტო­მი­ის გა­რე­შე, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, მე-15 თვემ­დე მან და­მო­უ­კი­დებ­ლად სუნ­თქვა ვერ შეძ­ლო…

წყა­რო

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights