#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
აი, რა იწვევს თვალების ჩაშავებას?
მკერდის კიბოს დიაგნოზირება, ნერწყვის ნიმუშით, ხუთ წუთში იქნება შესაძლებელი
Journal of Vacuum Science & Technology B-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გამოჩნდა ახალი ხელის მოწყობილობა, რომელსაც ნერწყვის ნიმუშით ძუძუს კიბოს ბიომარკერების აღმოჩენა შეუძლია.
ინოვაციური ბიოსენსორული აპარატი პორტალური და მრავალჯერადი გამოყენებისაა. ერთ ნიმუშზე ანალიზისთვის სულ რაღაც ხუთი წამი სჭირდება. ტესტის გაკეთება სპეციფიკური ანტისხეულებით დამუშავებული ქაღალდის საშუალებით ხდება, რომელიც კიბოს ბიომარკერებთან შედის ურთიერთქმედებაში.
ნერწყვის ნიმუში ქაღალდზე დაიტანება, რის შემდეგაც ბიოსენსორულ მოწყობილობას ელექტრო იმპულსები ეგზავნება, ბიომარკერებს ანტისხეულებთან აკავშირებს და ელექტროდზე მუხტსა და ტევადობას ცვლის. საბოლოოდ კი აპარატი ბიომარკერების ზუსტ რაოდენობას აჩვენებს.
დიაგნოზირების მეთოდთან ერთად, ინოვაციურია მისი დიზაინიც, რაც მის გამოყენებას სხვა ალტერნატივებთან შედარებით უფრო კომფორტულს ხდის. მამოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და დიაგნოზირებას რამდენიმე კვირასაც კი ანდომებს. ახალი ტექნოლოგია კი უფრო ეკონომიურია, ვინაიდან ტესტის ღირებულება რამდენიმე ცენტს, ხოლო მრავალჯერადი გამოყენების მიკროსქემის ფასი სულ რაღაც ხუთ დოლარს შეადგენს. აღნიშნული მნიშვნელოვან ცვლილებას მოახდენს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძვირადღირებული კვლევების ჩასატარებლად არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური რესურსი.
ბიოსენსორისთვის საკმარისია ნერწყვის ერთი წვეთი, ის ზუსტ პასუხებს მაშინაც კი იძლევა, როცა ნიმუშში კიბოს ბიომარკერის კონცენტრაცია ერთ მეკვადრილიონედ გრამს წარმოადგენს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
როგორ უნდა შეარჩიოთ კვალიფიციური, თანამედროვე, და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფიტნეს ინსტრუქტორის კურსები
ბოლო პერიოდში, საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესია. თუმცა ჯერ კიდევ ბერმა არ იცის, თუ როგორ შეარჩიოს კვალიფიციური, თანამედროვე, და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფიტნეს ინსტრუქტორის კურსები.
ამისთვის არსებობს სამი ძირითადი კრიტერიუმი:
- სასწავლო პროგრამა, რომლის გავლით თქვენ დაეუფლებით ამ პროფესიას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამის შინაარსი და მისი რელევანტურობა დღეს ფიტნესის სფეროში წარმოდგენილ თანამედროვე მოთხოვნებთან და სტანდარტებთან.
- არანაკლებ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ლექტორების კომპეტენციის დონე:
მათ უნდა ჰქონდეთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება იმისათვის, რომ გაუზიარონ ეს ინფორმაცია სხვას.
რა თქმა უნდა, ასეთ ლექტორებს ასევე უნდა ჰქონდეთ შესაბამისი უმაღლესი სასწავლებელის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი ან გავლილი ჰქონდეთ მომზადება/გადამზადების პროფესიული კურსები იმ მიმართულებით თუ რასაც ასწავლიან.
- მესამე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია და მის მიერ გაცემული სერტიფიკატის სანდოობა.
დღეს საქართველოში ბევრ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს რეალურად საერთაშორისო სერტიფიკატი და რომელი ორგანიზაციების აღიარებას აქვს ლეგიტიმური ძალა.
ფიტნესის და ფიზიკური აქტივობის საგანმანათლებლო სტანდარტების მიმართულებით შემდეგი ორგანიზაციები ამკვიდრებენ ოქროს სტანდარტებს მსოფლიოს მასშტაბით:
- აქტიური ევროპა / EuropeActive (ევროპის ჯანმრთელობისა და ფიტნეს ასოციაცია, დაარსებული 1996 წელს, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ევროპული ფიტნესისა და ფიზიკური აქტივობის სექტორის ხმას ევროკავშირის ძირითად ინსტიტუტებთან.
- EREPS ereps.eu ფიტნესის და ფიზიკური აქტივობის პროფესიონალთა ევროპული რეესტრი
- Icreps https://icreps.org/ ფიტნესის და ფიზიკური აქტივობის პროფესიონალთა ეროვნული რეესტრების კონფედერაცია
- Active IQ – აქტიური IQ activeiq.co.uk ფიტნესის და ფიზიკური აქტივობის პროფესიონალთა სერთიფიცირების მთავარი ბრიტანული ორგანიზაცია
- აშშ-ს სერტიფიცირების სააგენტოების ეროვნული კომისია credentialingexcellence.org
- აშშ-ს ფიტნესის პროფესიონალთა გამოცდების ეროვნული საბჭო nbfe.org
ამ ეტაპზე საქართველოში ამ ორგანიზაციების მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლება მხოლოდ „ევროპულ ფიტნეს აკადემიას“ აქვს, რომელიც ექსკლუზიურად თანამშრომლობს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე ასევე ერთადერთ „პირველ ფიტნეს აკადემი“-სთან და ბაზარზე სთავაზობენ ერთობლივ მომზადება/გადამზადების კურსებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ სერტიფიკატის მიღების შემდეგ თქვენ გეძლევათ შანსი ავტომატურად მოხვდეთ ფიტნესის და ვარჯიშის პროფესიონალთა ეროვნულ რეესტრში და ასევე დამატებითი პროცედურების გავლის შემდეგ სურვლის შემთხვევაში დარეგისტრირდეთ EuropeActive-ის საერთაშორისო ბაზაში.
ასეთი ტიპის მომსახურეობა საქართველოს ბაზარზე მხოლოდ ჩვენი აკადემიების კოლაბორაცის შედეგად გახდა შესაძლებელი 2022 წლიდან. ჩვენთან მიღებული ცოდნის და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის მიღების შემდეგ ყველა კურსდამთავრებულს ეძლევა შესაძლებლობა ადვილად დასაქმდნენ საერთაშორისო შრომით ბაზარზე (ევროპა, აშშ, ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა)
დღეისათვის კურსები წარმატებით გაიარა 47-მა ადამიანმა, აქედან 22 ქალია. 13-მა მიიღო ევროპა აქტივის საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისი, მე-3 დონის სერთიფიკატი და დარეგისტრირდნენ ფიტნეს ინსტრუქტორების საერთაშორისო ბაზაში. საქართველოდან ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ადამიანები არიან ფიტნესის სპეციალისტთა ევროპული რეესტრის წევრები.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იქნება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ
კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იქნება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ.
კლინიკების ნაწილმა ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსგან მიიღო გამაფრთხილებელი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ თუ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6%-ზე მაღალი ექნებათ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუჩერებს.
„ჯანდაცვის სამინისტრო, ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს. ცვლილების მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ხარისხის შეფასებისთვის სხვა ინდიკატორებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც. ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს.
აღნიშნული ინსტრუმენტი გამოყენებული იქნება, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციური კონტრაქტირებისთვის. ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას, დანერგვას, მონაცემთა შეგროვებას, ანალიზსა და გამოყენებას სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღებისათვის, საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს”, – განაცხადა ლელა სულაბერიძემ.
მონაცემები დამუშავდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მხოლოდ ინფექციური დაავადებების მართვის და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტების ფარგლებში და მოიცავს იმ სამედიცინო შემთხვევებს, რომლებიც 2023 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაფიქსირდა.
მონაცემები დამუშავდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გადმოცემული სამედიცინო შემთხვევების მიხედვით.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგზე 1 მლნ დაიხარჯება – მდგომარეობა და პრიორიტეტები
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება
საქართველოში დნმ-ის ერთიანი ბაზა შეიქმნება, რისთვისაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ“ კანონის პროექტს შეიმუშავებს.
მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმდინარე წლის გეგმაში წერია, რომ უწყებამ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარადგინოს.
„საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის, დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელშიც შეინახება გენეტიკური მონაცემები.
ასევე განისაზღვრება დნმ მონაცემების სავალდებულო პროფილირებას დაქვემდებარებული სუბიექტების ჩამონათვალი, ამასთან, ნებისმიერ პირს ნებაყოფლობით შეეძლება კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა, ბაზაში რეგისტრაციის მიზნით“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც მან მთავრობისგან მიიღო.
კანონპროექტის მიღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაახლოებით 13 მილიონ ლარამდე ხარჯის გამოყოფას გამოიწვევს, .
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტური საშუალება არის რობოტული ქირურგია
„რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია“
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა გრძელდება.
უწყებაში აცხადებენ, რომ კლინიკის 350-მდე თანამშრომელი სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტს დათანხმდა.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციები გრძელდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. თუმცა თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი სამწუხაროდ უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციებსა თუ შეხვედრაზე.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა გრძელდება. კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.
სამედიცინო პერსონალის ნაწილი მუშაობას იმ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ალტერნატიულ დასაქმებას სთავაზობს. უწყებამ ამ მიმართულებით 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან გამართა მოლაპარაკებები.
მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასწავლით, რა უნდა გაითვალისწინოთ სამუშაო სივრცეში ერგონომიკული დიზაინის შესაქმნელად – რჩევ
რა არის ერგონომიკული დიზაინი?
სამუშაო ადგილის შექმნისას, საჭიროა სამუშაო გარემოს კორექტირება ადამიანის ინდივიდუალური თვისებების და სხეულის შესაძლებლობების გათვალისწინებით. ადამიანი არ უნდა ცდილობდეს, მოერგოს სამუშაო გარემოს, არამედ გარემო უნდა იყოს მისთვის შერჩეული.
კორექტირების შეტანა შესაძლებელია ერგონომიკული დიზაინის დახმარებით, ანუ სამუშაო ადგილის სწორი დაგეგმარებით.
საოფისე აღჭურვილობის შერჩევისას, გასათვალისწინებელია შემდეგი:
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi










