ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026

„ამ შემთხვევაში თავის ტვინის ყოველი ნეირონი ვითარდება”

ბავშვებისთვის ფეხშიშველი სიარული საუკეთესო რამ არის, რადგან ამ დროს ტერფი ოპტიმალურად სტიმულირება, რაც საბოლოო ჯამში თავის ტვინს ავარჯიშებს და უბიძგებს, რომ მან სასიარულოდ სწორი და ბუნებრივი იმპულსები გამოსცეს.

ექიმმა, გიორგი ღოღობერიძემ გადაცემაში – “მთავარი დიაგნოზი” ისიაუბრა, რატომ არის ბავშვისთვის სახლში ფეხშიშველი სიარული სასარგებლო და რა გავლენას ახდენს ეს ფაქტი მის იმუნურ სისტემასა და ჯანმრთელობაზე:

„რამდენად მართალია ის ფაქტი, – თუ ბავშვს ფეხზე ჩააცმევთ, ეს მას უფრო წაადგება, ხოლო ფეხშიშველი სიარული ზიანს მოუტანს? ეს არის აბსოლუტური სიცრუე. პირიქით, ბავშვისთვის უკეთესია, ფეხზე რომ არ ეცვას და სახლში, პირველი ნაბიჯებით დაწყებული, მომდევნოთი დამთავრებული, ფეხშიშველმა იაროს.

2018 წელს გერმანელი და აფრიკელი ბავშვების განვითარების ინდექსები შეადარეს. გერმანიაში, სადაც ბავშვებს ფეხსაცმელები ეცვათ და ასე ვითარდებოდნენ და აფრიკაში, სადაც ბავშვებს არ ჰქონდათ ფეხსაცმელი, წარმატების მიღწევის შანსი ერთნაირი არ ყოფილა. აფრიკელი ბავშვების იმუნური სისტემა უფრო მაღალი იყო, ვიდრე გერმანელების. თუ თქვენ ბავშვს მუდმივად აიძულებთ, რომ ფეხზე ჩაიცვას, ის ფეხსაცმელი რიგიდულია და ტერფს რეცეპტორების განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. ტერფში რეცეპტორების რაოდენობა დაახლოებით 7 ათასს აღწევს“.

მისი თქმით, როცა ბავშვს ფეხსაცმელი აცვია, 7 ათასიდან მხოლოდ ათასი მოქმედებს.

„როცა ბავშვს ფეხსაცმელი აცვია, 7 ათასიდან მხოლოდ ათასი მოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი 6 ათასი უბრალოდ იძინებს. ჯობს, ბავშვს არ ეცვას ფეხსაცმელი და მივცეთ შესაძლებლობა, რომ სწორედ ის 7 ათასი რეცეპტორი განავითაროს, რადგანაც ისინი იატაკიდან, ზედაპირიდან მიღებულ ინფორმაციას თავის ტვინს გადასცემენ. ამ შემთხვევაში თავის ტვინის ყოველი ნეირონი ვითარდება. ასეთ ბავშვებს ძალიან მყარი, ბალანსირებული სისტემა, კოორდინაციის უნარი აქვთ. მარტივი ბიძგებით არ წაიქცევიან. როდესაც ფეხსაცმელი აცვია, მისი ტერფი ისვენებს და ასეთი ბავშვებისთვის ტრავმების სიხშირე მეტი იქნება.“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

მისივე თქმით, როცა ბავშვს ფეხზე არ აცვია, მისი ტერფი უფრო განიერია.

„როცა ბავშვს ფეხზე არ აცვია, მისი ტერფი უფრო განიერია. თუ ტერფი განიერი იქნება, უფრო დიდი ზედაპირის ფართობი ექნება და წონას უფრო კარგად დააბალანსებს და მისი ხერხემალი, მენჯ-ბარძაყი, ჩონჩხოვანი სისტემა კარგად განვითარდება და უფრო მეტად დაცული იქნება.

ამბობენ, თუ ბავშვმა ფეხშიშველმა გაიარა, რაღაც ინფექციები დაემართება. როგორ შეიძლება ბავშვს ფეხშიშველი სიარულით ფილტვების ანთება დაემართოს? ფილტვების ანთებას მიკოპლაზმა, ვირუსები, სტრეპტოკოკი იწვევს, მაგრამ ამ ინფექციების გავრცელების გზა სასუნთქი სისტემიდანაა და არა ტერფიდან. ტერფზე კანის სისქე თითქმის 1 სანტიმეტრს აღწევს, ან შეიძლება მეტიც კი იყოს. ამიტომ, ამ სისქის კანის გავლა ბაქტერიისთვის, ვირუსისა და სოკოსთვის წარმოუდგენლად რთულია. პირიქით, როცა ბავშვს ფეხსაცმელი აცვია და მას დიდი ხნის განმავლობაში არ იხდის, ის დახუთული სივრცე, რაც ფეხსაცმელში იქმნება და ოფლი, სოკოს, ბაქტერიების განვითარებას ხელს უწყობს.

ასე, რომ როცა ბავშვი ფეხშიშველია, ეს მისი ჯანმრთელობისათვის უკეთესია, უფრო მომგებიანია როგორც იმუნური სისტემისთვის, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული სისტემისთვის. ამ დროს აბსოლუტურად ყველაფერი ვითარდება, დაწყებული უშუალოდ ტერფიდან, დამთავრებული თავის, ზურგის ტვინით, ხერხემლით. ჩვენ ხომ ტროპიკულ ქვეყნებში არ ვცხოვრობთ, სადაც კანის სხვადასხვა დაავადებაა გავრცელებული. აქ მსგავსი ინფექციები არ გვხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლში ფეხშიშველი მოძრაობა ბავშვისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. უსაფრთხოა არა მარტო სახლში, ასევე გარეთაც. მაგრამ, ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ ბავშვი ფეხშიშველი გარეთ გადის, ამ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ, რომ სადმე მინის ნამსხვრევები არ იყოს და ფეხი არ გაიჭრას. გარდა ამისა, მზისგან დამცავი კრემი უნდა გამოვიყენოთ და ზედაპირის ტემპერატურას მივაქციოთ ყურადღება.

ფეხშიშველი სიარული იმუნურ, საყრდენ-მამოძრავებელ და ნერვულ სისტემას განავითარებს“, – აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

თრომბოფილია უმეტესად გენეტიკურად არის განპირობებული და უსიმპტომოდ მიმდინარეობს

თრომბოფილია არის ორგანიზმის მდგომარეობა, რომლის დროსაც მომატებულია სისხლის შედედების უნარი და აღინიშნება თრომბოზისკენ მიდრეკილება.
თრომბოფილია უმეტესად გენეტიკურად არის განპირობებული და უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომების გამოვლენა ორგანიზმში კოლტების წარმოქმნას უკავშირდება, რის შედეგადაც იმატებს ღრმა ვენების თრომბოზისა და ფილტვის ემბოლიის რისკი.
თრომბოზის განვითარება, შესაძლოა, გამოიწვიოს: ტრავმამ, ქირურგიულმა ჩარევამ, იმობილიზაციამ, ორსულობამ, ესტროგენებისა და ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებამ და სხვა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„დიალიზის ცენტრები 2 600 მოქალაქეს უკვე ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში ემსახურება“

დიალიზის ცენტრები 2 600 მოქალაქეს უკვე ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში ემსახურება. სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა და ჰემოდიალიზის საჭიროების მქონეთ, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი ემსახურება.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ჰემოდიალიზის ცენტების სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გახსნა დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეებისთვის დიდ შვებაა, რადგან მათ ხშირად სერვისის მისაღებად რეგიონულ ცენტრებში მისვლა უხდებოდათ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სერვისი მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოა.

„ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ როგორც სერვისის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას კლინიკებისთვის, ასევე სახარჯ მასალებს, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. მხოლოდ დიალიზის მიმართულებაზე გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს“, – აღნიშნა მინისტრმა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„ამ ნაბიჯების ეფექტური, მდგრადი დანერგვა დაუზოგავს ჯანდაცვის სამინისტროს 30% -მდე ბიუჯეტს დანერგვიდან 3-6 თვეში“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე 2022 წლის 18 თებერვალს წერდა:

„საქართველოს სჭირდება რადიკალური რეფორმა ჯანდაცვის სფეროში!
მოკლევადიანი (1-2 წელიწადში გასაკეთებელი):
1. წამლების ფასების დარეგულირება და ხელმისაწვდომობა (თურქეთის სისტემასთან ინტეგრირება+ საკანონმდებლო ცვლილებები) – “საქართველოში რეგისტრირებული წამალი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერ ლიცენზირებულ აფთიაქში მაქსიმუმ 24 საათში”
2. სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და ფასის ბალანსი (დაწევა). თურქეთთან მოლაპარაკებით. პირობითად, არსებული “200” სამედიცინო სერვისიდან საქართველოში დაფინანსდეს 50 და დანარჩენი ჩარჩო ხელშეკრულებით ტრანსფერი გაკეთდეს თურქეთში (რეალობაში ასეა, ოღონდ მოსახლეობას 5-ჯერ უფრო მეტი უჯდება). დროთა განმავლობაში სერვისების გაზრდა საქართველოში (სავარაუდოდ, 5-10 სერვისი წელიწადში).
3. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის გაძლიერება და საბოლოოდ 90% სახელმწიფოს შიდა დაფინანსება უნდა იყოს მხოლოდ ჰოლდინგზე. შეიქმნას 5 რეგიონული და თბილიში 2 რეფერალური მულტიპრიფილური საავადმყოფო.
4. პატარა საავადმყოფოების (რეგიონული საავადმყოფოები 50 საწოლზე ქვემოთ) გადაუდებელ მიმღებებად და ამბულატორიებად გარდაუმნას (ასე არის ახლაც). სასწრაფო დახმარების სამსახური და “რეანიმობილების” სერვისი უნდა გაერთიანდეს ერთ სამსახურად და იყოს სახელმწიფო სერვისი.
5. სამედიცინო ხარისხი “გადაეცეს” დამოუკიდებელი აკრედიტაციის არასამთავრობო ორგანიზაციას (ჯერ უცხოურს და შემდგომში ჩამოყალიბდეს ქართული) “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ქართული მოდელი იდეალურად გამოდგება. სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ აკრედიტებულ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს.
6. უწყვეტი სამედიცინო განათლების დეცენტრალიზაცია და ხელმისაწვდომობა (მინისტრის არსებული ბრძანება ხელს უშლის ამ პროცესს) და სამედიცინო ასოციაციების წამოწევა (მათ უნდა ჩაატარონ ტრეინინგები. მათი კრედიტ ქულები უნდა იყოს აღიარებული). ყველა ექიმმა წელიწადში უნდა გაიაროს მინიმუმ 50, ექთანმა კი მინიმუმ 25 უწყვეტი სამედიცინო განათლების საათი.
7. შიდა ჰოსპიტალური ინფექციის “დეკრიმინალიზაცია “ და მართვა სამედიცინო / ეპიდემიოლოგიური მეთოდებით. მაგალითად, დაწესდეს “მისაღები ზღვარი 15%” და მუშაობა მიმდინარეობდეს იმ მიმართულებით, რომ ეს ზღვარი შემცირდეს/გაუმჯობესდეს.
8. გადასვლა სავალდებულო, პაციენტის ერთიან ელექტრონულ ბარათზე, რომელიც მიბმული იქნება პირადობაზე. ამ ბარათში უნდა იყოს ყველა რეცეპტი, დიაგნოსტიკის პასუხები, დიაგნოზი, მკურნალობის დინამიკა და ასე შემდეგ. ბარათი უნდა იყოს ასევე მობილურ აპლიკაციაში და ხელმისაწვდომი საქართველოში და საზღვარგარეთ. ამით ჩვენი ემიგრანტები შეძლებენ, მიიღონ დამატებითი სერვისები დისტანციურად საქართველოს ფასებში. ასევე პაციენტის მონაცემები აღარ დაიკარგება “ინდივიდუალურ” ლაბოლატორიაში ან სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე ეს სისტემა “ჩაკეტავს” არასაჭირო სამედიცინო დანიშნულებებს (დღეს სამედიცინო დანიშნულებების დაახლოებით 70% არის არასაჭირო და მძიმე ფინანსური ტვირთია მოსახლეობისთვის).
9. გადასვლა ერთიან ელექტრონულ ჯანდაცვაზე (HIMS). ამით შემცირდება სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი, გაუმჯობესდება ხარისხი და ეფექტური დახმარების იარაღი იქნება ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროებისთვის. “ექსელის” ფაილების ამოღება დაგვეხმარება მანიპულაციებისა და შეცდომების თავიდან აცილებაში.
10. ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე სამინისტრო ისევე, როგორც მოხდა განათლების სამინისტროს გამოყოფა. შრომა და დასაქმება კი ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადაეცეს.
ამ ნაბიჯების ეფექტური, მდგრადი დანერგვა დაუზოგავს ჯანდაცვის სამინისტროს 30% -მდე ბიუჯეტს დანერგვიდან 3-6 თვეში.
ეს შესაძლებელია!
სურვილი არის?
ვისაც სურვილი გაქვთ, იცით, სადაც ვარ“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რატომ ვერ იღებენ ონკოპაციენტები ულიმიტო მედიკამენტებს – ჯანდაცვის ექსპერტის განმარტება

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძის განცხადებით, ონკოპაციენტები ულიმიტო მედიკამენტებს ვერ იღებენ, მიზეზი კი ქართულ ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტია.

როგორც სურგულაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ულიმიტო მედიკამენტების შესყიდვის, შემოტანის, შენახვისა და დარიგების ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო, თუმცა ლოჯისტიკური ნაწილი ვერ უზრუნველყო, რის გამოც ონკოპაციენტები დღემდე მედიკამენტებს უწყვეტად ვერ იღებენ.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„სრული დაცვისათვის ვაქცინის ერთი დოზაც საკმარისი იქნებოდა…“

გეიტსების ფონდი, რომელიც ბილ და მელინდა გეიტსების ინიციატივით შეიქმნა, განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ჯანდაცვისთვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე მუშაობდნენ. როგორც ამას ფონდის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი, Yahoo Finance-სთან ინტერვიუში განმარტავს, ფონდის მიზანია, სამედიცინო დანადგარებს ახლებური სახე, ხოლო ღარიბი ქვეყნის მოსახლეობას – მათი გამოყენების საშუალება – მისცენ.

Yahoo Finance: გეიტსის ფონდი ჯანდაცვის სექტორში ზოგიერთი გამოწვევის წინააღმდეგ ტექნოლოგიურ ინოვაციებსაც იყენებს. თითოეული მათგანი მარტივად სამართავი, მსუბუქი, ადვილად გადასაადგილებელია. მაგალითად, მათ შორისაა პაპილომა ვირუსის ერთდოზიანი ვაქცინა, მოგვიყევით მასზე უფრო მეტი.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რამდენ ექიმს შეუჩერდა საქმიანობის უფლება, რამდენს მიეცა წერილობითი გააფრთხილება…

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობა განახლდა. სხდომას ჯანდაცვის მინისტრმა უხელმძღვანელა. ზურაბ აზარაშვილმა, საბჭოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და წევრებს წარმატებები უსურვა. მისივე განცხადებით საბჭოს შემადგენლობა პერიოდულად განახლდება.

განახლებული შემადგენლობით, პროფესიული განვითარების საბჭომ 9 საკითხი განიხილა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა და პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა დაევალა, 8 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ერთ ექიმს შეეზღუდა ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის უფლება.

„კერძოდ, აღნიშნულ შემთხვევაში, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების ექიმმა ნევროლოგმა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტი გასცა. დაფიქსირდა გადაჭარბებული დღიური დოზის დანიშვნის შემთხვევებიც. აღსანიშნავია, რომ ნევროლოგის მიერ გამოწერილ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ზოგიერთ შემთხვევაში, აფთიაქიდან არა პაციენტი, არამედ სხვა, მესამე პირი იღებდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, საკითხის შესწავლის საბოლოო დასრულებამდე, მას ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის უფლება შეეზღუდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, საბჭოს მიერ განხილულ საკითხებს შორის იყო, 38 სამედიცინო დაწესებულების 57 ონკოლოგის მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ისეთი მედიკამენტების დანიშვნის საკითხი, რომელიც საქართველოში დაშვებული არ არის. ასევე არ არის აღიარებული არც ერთი სხვა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ.

„რეგისტრაციისთვის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, მნიშვნელოვანი შეუსაბამობებისა და საეჭვო წარმომავლობის გამო, რეგულირების სააგენტოს მიერ, აღნიშნული მედიკამენტების რეგისტრაციაზე, კომპანიას უარი ეთქვა. აღნიშნული საქმის მასალები საქართველოს პროკურატურას გადაეცა. რეგულირების სააგენტო, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, პრეპარატების დანიშვნასთან დაკავშირებით, თითოეული პაციენტის სამედიცინო ისტორიას, შესწავლის მიზნით რეცენზენტებს გადასცემს.“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ინოვაცია ჯანდაცვაში – „სიკვდილიანობის მაჩვენებელს 50%-ით შევამცირებთ“

გეიტსების ფონდი, რომელიც ბილ და მელინდა გეიტსების ინიციატივით შეიქმნა, განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ჯანდაცვისთვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე მუშაობდნენ. როგორც ამას ფონდის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი, Yahoo Finance-სთან ინტერვიუში განმარტავს, ფონდის მიზანია, სამედიცინო დანადგარებს ახლებური სახე, ხოლო ღარიბი ქვეყნის მოსახლეობას – მათი გამოყენების საშუალება – მისცენ.

Yahoo Finance: გეიტსის ფონდი ჯანდაცვის სექტორში ზოგიერთი გამოწვევის წინააღმდეგ ტექნოლოგიურ ინოვაციებსაც იყენებს. თითოეული მათგანი მარტივად სამართავი, მსუბუქი, ადვილად გადასაადგილებელია. მაგალითად, მათ შორისაა პაპილომა ვირუსის ერთდოზიანი ვაქცინა, მოგვიყევით მასზე უფრო მეტი.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

როგორ ვუმკურნალოთ ბავშვს სტომატიტის ვირუსის შემთხვევაში…

გადაცემა „იმუნიტეტი“

სტომატიტი ბავშვებში,
როგორ ვუმკურნალოთ ბავშვს სტომატიტის ვირუსის შემთხვევაში და რომელ სამედიცინო პრეპარატს გვირჩევს პედიატრი?
პედიატრი, თამარ ობგაიძე:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ამ დი­აგ­ნოზს 67000 ადა­მი­ანს უს­ვა­მენ – შარ­დის ბუშ­ტის კი­ბო

შარ­დის ბუშ­ტის კი­ბო

  • შარ­დის ბუშ­ტის კი­ბო ყვე­ლა­ზე ხში­რად სის­ხ­ლი­ან შარ­დვას იწ­ვევს.
  • დი­აგ­ნო­ზის და­სას­მე­ლად თხე­ლი, დრე­კა­დი, კა­მე­რი­ა­ნი მი­ლი (ცის­ტოს­კო­პი) შარ­დსა­დე­ნის გავ­ლით შარ­დის ბუშ­ტში შეჰ­ყავთ.
  • ზე­და­პი­რუ­ლი სიმ­სივ­ნე­ე­ბი ცის­ტოს­კო­პით ამო­­იჭ­რე­ბა, ღრმად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კი­ბოს დროს კი – მთლი­ა­ნად შარ­დის ბუშ­ტი იკ­ვე­თე­ბა.
ყო­ველ­წლი­უ­რად აშ­შ-ში შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს დი­აგ­ნოზს 67000 ადა­მი­ანს უს­ვა­მენ. იგი სამ­ჯერ ხში­რია მა­მა­კა­ცებ­ში. მწე­ვე­ლო­ბა ყვე­ლა­ზე დი­დი რის­კ-ფაქ­ტო­რია და ახალ შემ­თხვე­ვა­თა, სულ მცი­რე, ნა­ხე­ვარ­ში – კი­ბოს ერ­თ-ერ­თი მი­ზე­ზი. ინ­დუს­ტრი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა შარ­დში დაგ­როვ­დეს და კი­ბო გა­მო­იწ­ვი­ოს, თუმ­ცა მათ თან­და­თან უფ­რო ნაკ­ლე­ბად იყე­ნე­ბენ. შარ­დის ბუშ­ტის პა­რა­ზი­ტუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით, შის­ტო­სო­მო­ზით ან კენ­ჭით გა­მოწ­ვე­უ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბაც ზრდის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, თუმ­ცა ეს მი­ზე­ზი შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თი­ა.
შარ­დის ბუშ­ტის კი­ბოს უმ­რავ­ლე­სო­ბა ე.წ. გარ­და­მა­ვა­ლი უჯ­რე­დე­ბის­გან წარ­მო­იქ­მნე­ბა, რო­­­მ­­­ლე­ბიც ასე­ვე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია თირ­კმლის მე­­ნ­­­ჯი­სა და შარ­დსაწ­ვე­თის ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნე­­­ებ­ზეც.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights