ინფარქტი ახალგაზრდებში – როგორ ამოვიცნოთ ინფარქტის სიმპტომები? რა დროს მივმართოთ ექიმს?
რა უნდა იცოდეთ A ჰეპატიტის შესახებ
A ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული ანთების ყველაზე გავრცელებული ფორმაა, მთელ მსოფლიოში გვხვდება და ხშირად ეპიდემიური ხასიათი აქვს. ავადობის სიხშირის მიხედვით, მესამე ადგილი უკავია გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების შემდეგ. A ჰეპატიტი სხვადასხვა დროს ცნობილი იყო ინფექციური ჰეპატიტის, ეპიდემიური ჰეპატიტის, ბოტკინის დაავადების, სიყვითლის სახელწოდებით. სამედიცინო ლიტერატურაში იგი ჭუჭყიანი ხელების დაავადებადაც მოიხსენიება.
ჰეპატიტი ღვიძლის ანთებას ნიშნავს. მისი გამოწვევა შეუძლია ტოქსინს, წამალს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და, რა თქმა უნდა, ინფექციასაც.
ბავშვებთან ყველაზე ხშირად A ვირუსით გამოწვეული ჰეპატიტი გვხვდება, რომელსაც A ჰეპატიტს უწოდებენ, ძალიან გადამდებია. შესაძლოა, საკვებისა თუ სასმლის მასობრივი დაბინძურება A ჰეპატიტის ეპიდემიის მიზეზად იქცეს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
FDA-მ მოყინვის სამკურნალო პირველი წამალი დაუშვა
აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ძლიერი მოყინვის სამკურნალო პირველი მედიკამენტი დაუშვა. ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
მედიკამენტს ილოპროსტი ეწოდება და Aurlumyn-ის სახელით არის ბრენდირებული. იგი სისხლძარღვებს ხსნის და თრომბების გაჩენას უშლის ხელს, ასე კი ძლიერი მოყინვისას ამპუტაციის საჭიროებას ამცირებს. მარეგულირებელმა ორგანომ ნებართვა წარმატებული კლინიკური ცდის საფუძველზე გასცა.
კვლევაში 47 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც სერიოზული მოყინვა ჰქონდათ. მეცნიერებმა ცდისპირები სამ ჯგუფად დაყვეს: ნაწილს ყოველდღე 6 საათით მხოლოდ ილოპროსტს უკეთებდნენ ვენაში, ნაწილს — ილოპროსტისა და სხვა მედიკამენტების ნაზავს, ნაწილს კი — მხოლოდ სხვა მედიკამენტებს.
მხოლოდ ილოპროსტის მიმღები ადამიანებიდან ერთი კვირის შემდეგ ამპუტაცია არცერთს არ დასჭირვებია; ამპუტაცია დასჭირდა იმ ხალხის 19%-ს, რომლებიც ამ პრეპარატს სხვა წამლებთან ერთად იღებდნენ; მხოლოდ სხვა მედიკამენტების მიმღები მონაწილეებიდან მოყინული ადგილის მოკვეთა 69%-ს დასჭირდა.
კანადასა და ევროპაში ექიმები აქამდეც იყენებდნენ თრომბის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, რათა პაციენტებისთვის მოყინული ადგილების ამპუტაცია აერიდებინათ თავიდან. ეს წამლები სისხლდენის რისკს ზრდის ანდა დაზიანების მიღებიდან მხოლოდ 24 საათის განმავლობაშია ეფექტიანი.
ამის საპირისპიროდ, ახალი წამალი სისხლდენის რისკს არ ქმნის და დაზიანებიდან სამ დღემდე ვადაში შეგვიძლია გამოვიყენოთ. მას მოყინვის სამკურნალოდ უკვე წლებია იყენებენ კანადაში თუ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში. ცნობისთვის, მედიკამენტი FDA-მ თავიდან 2004 წელს დაუშვა ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.
ძლიერი მოყინვა 0°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე იჩენს თავს.
მოყინვისას შესაბამის ადგილას სისხლის მიწოდება მცირდება და ქსოვილებს ჟანგბადი აღარ მიეწოდება, ისინი იხოცება. შესაძლოა, ამ დროს თრომბებიც ჩამოყალიბდეს, რაც სისხლის მიმოქცევას კიდევ უფრო ანელებს. ასეთი მოყინვა იშვიათია, თუმცა ამ დროს ერთადერთი გამოსავალი ხშირად ამპუტაციაა ხოლმე.
CDC-ს მიხედვით, მოყინვის ადრეული ნიშანი კანში შეგრძნებისა და ფერის დაკარგვაა. შესაძლოა, იგი გათეთრდეს, მონაცრისფრო-მოყვითალო ელფერი შეიძინოს ან უჩვეულოდ გამაგრდეს და ცვილისებრი გახდეს. ამ დროს სასწრაფოდ სამედიცინო დახმარებას უნდა მივმართოთ.
ყველაზე მსუბუქ შემთხვევებში კანი მხოლოდ დროებით ზიანდება. ამ დროს ადამიანი ჩხვლეტას ან პულსაციას გრძნობს შესაბამის ადგილას. როგორც წესი, ასეთ დროს მოყინული ადგილი საკუთარი სხეულის ტემპერატურით ანდა თბილი (არა ცხელი) წყლით შეგვიძლია გავითბოთ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, MMT ჰოსპიტალში, საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველ რობოტ-ასისტირებად ქირურგიულ ოპერაციას განახორციელებს
26 თებერვალს, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი, MMT ჰოსპიტალში, საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველ რობოტ- ასისტირებად ქირურგიულ ოპერაციას განახორციელებს.
MMT ჰოსპიტალის ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვლიდან, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილისა და MMT ჰოსპიტლის წარმატებული საქმიანობისა და ინოვაციური მიდგომების შედეგად, საქართველოს ჯანდაცვის სექტორში რობოტ-ასისტირებადი ქირურგია დაინერგება.
„10 წლიანი მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად, ჰოსპიტლის აღჭურვილობას უკვე შეემატა კიდევ ერთი, უახლესი სამედიცინო ტექნოლოგია – რობოტ-ასისტირებადი ქირურგიული სისტემა TOUMAI SERGI AI SYSTEM. MMT ჰოსპიტალის წინასწარ შერჩეული სპეციალისტები გადამზადდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში, ხოლო უცხოელი სპეციალისტების უშუალო მეთვალყურეობით – ასისტენტი ექიმები და ექთნები MMT ჰოსპიტლის ბაზაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქირურგიული სისტემა TOUMAI SERGI AI SYSTEM წარმოადგენს პირველ რობოტს, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა ურთულესი ოპერაციები დისტანციურად, 12 000 კილომეტრის მანძილზე. აღნიშნული უნიკალური შედეგი ადასტურებს ამ ულტრათანამედროვე რობოტის სანდოობას.
ფაქტორები, რის გამოც რობოტ-ასისტირებადმა ქირურგიამ, რიგ სფეროებში პრაქტიკულად სრულად ჩაანაცვლა ტრადიციული, ლაპარასკოპიული თუ ღია ქირურგიული ოპერაციები, შემდეგია: რობოტ-ასისტირებადი ქირურგია უნიკალური მოქნილობით, მინიმალური განაკვეთით და უმაღლესი ხილვადობით, უდიდეს გავლენას ახდენს როგორც ოპერაციის წარმატებაზე, ისე პაციენტის სწრაფ გამოჯანმრთელებაზე.
ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყნებში როგორებიცაა აშშ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, უახლეს რობოტ-ასისტირებად ოპერაციებს უკვე მიმართავენ მედიცინის ისეთ სპეციალობებში, როგორებიცაა უროლოგია, თოროკალური (გულ-მკერდის) დააბდომინალური (მუცლის ღრუს), ასევე გინეკოლოგიური და კარდიოლოგიური ქირურგია.
დღეს დღეობით რობოტ-ასისტირებადი ქირურგიული სისტემები უკვე წარმოადგენენ სამკურნალო სტანდარტს ამერიკის, ევროპისა თუ აზიის რიგ ქვეყნებში, მიმდინარე წელი კი გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი რეგიონისთვის და საკუთრივ საქართველოსთვის. პროფესორ გურამ ქარაზანაშვილისა და MMT ჰოსპიტლის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად, ინოვაციური და მომავლის სამედიცინო ტექნოლოგიები უკვე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთათვის და ასევე ვიზიტორთათვისაც ხელმისაწვდომი გახდა.
რობოტ-ასისტირებადი ქირურგია კავკასიის რეგიონისთვის ახალი ერაა და მომავლის სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვის საწყისი ეტაპი. შედეგად, საქართველოს ჯანდაცვის სექტორი მოწინავე ტექნოლოგიური სიახლეებით წამყვან ქვეყანათა საერთაშორისო რუკაზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
https://www.facebook.com/mmt.ge
MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
არითმოლოგია – იდეიდან რეალობამდე…
არითმოლოგია – იდეიდან რეალობამდე…
ცნობისმოყვარეობა და ახლის აღმოჩენის სურვილი ამოძრავებს ყველანაირ მეცნიერებას.
120 სხვადასხვა ცენტრის მისამართი მოვიძიე და გავაზაგვნე წერილები…
ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ საქართველოში ეს არ კეთდებოდა…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„ვიაროთ ეპილეფსიასთან ერთად” …
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რატომ უნდა წავუკითხოთ ბავშვებს წიგნები – ყველაფერი ბავშვობიდან იწყება…
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
კვლევით შეისწავლეს სხვადასხვა ინტენსივობის ეფექტი იდაყვის მოხრისა და ფეხის ჭიმის შედეგი
ამ კვლევით შეისწავლეს სხვადასხვა ინტენსივობის ეფექტი იდაყვის მოხრისა და ფეხის ჭიმის შედეგი. პროგრამაში მონაწილეობდა 30 მოხალისე მამაკაცი. კვლევა გრძელდებოდა 12 კვირას.
ერთი ჯგუფი ვარჯიშობდა 20%-იანი სიმძლავრით ზღვრული მაქსიმუმიდან (G20), მეორე ჯგუფი – 40%-იანი სიმძლავრით ზღვრული მაქსიმუმიდან (G40), მესამე ჯგუფი კი 60%იანი სიმძლავრით ზღვრული მაქსიმუმიდან (G60) და 80%-იანი სიმძლავრით (G80).
G20 ჯგუფი ასრულებდა სამ მისვლას კუნთის უარამდე.
G80 ჯგუფი ასრულებდა 6-8 გამეორებას.
G60 ჯგუფი ასრულებდა 30-35 გამეორებას უარამდე.
G40 ჯგუფი ასრულებდა 40-50 გამეორებას უარამდე.
როგორც ხედავთ, ამ გრაფიკზე კუნთის ჰიპერტრეოჰია თითქმის ერთნაირია G40, G60 და G80 ჯგუფებში, თუმცა მკვეთრი განსხვავება გამოვლინდა საერთო ძალის მაჩვენებლებში. ჯგუფის, რომელიც ვარჯიშობდა 80%, ზღვრული მაქსიმუმიდან ყველაზე მაღალი ძალის მაჩვენებელი ჰქონდა.
ამრიგად, კუნთის ჰიპერტროფიისათვის არ არის საჭირო დიდი წონებით მუშაობა. თუ მოვარჯიშე არ არის ორიენტირებული საერთო ძალის მაჩვენებლის მაქსიმალურ ზრდაზე და მხოლოდ კუნთის ჰიპერტროფიის მიღწევა სურს, მას შეუძლია გამოიყენოს ისეთი სისტემები, როგორიც არის: მეტაბოლური სტრესი – კუნთის უარამდე მიყვანა; ექსცენტრიკული ტრენინგი – წონის ორ-სამწამიანი ფიქსაციით.
ორივე სისტემის დროს მოძრაობა სრულდება ნელა (3 წამი ეთმობა ექსცენ- ტრულ-ნეგატიურ ფაზას და 2 წამი – კონცენტრულ-პოზიტიურ ფაზას)

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#აქტიური #აქტიურისხეულიაქტიურიგონება #activebodyactivemind
„ეს პროფესია უნდა შეიტანონ რეგულირებადი პროფესიების სიაში…“
საქართველოში ბევრი ახალი ფიტნესის აკადემია გაიხსნა. ეს განპირობებულია იმით, რომ ბაზარი იზრდება.
იხსნება მეტი დარბაზი და უფრო მეტი კადრი ხდება საჭირო ფიტნეს დარბაზებში საქმიანობისათვის. ერთი მხრივ, კარგია, როცა ბიზნესი ვითარდება და ჩნდება მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა. მაგრამ ამას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს: –
ფიტნესის სფერო არ არის რეგულირებადი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ. რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ ამოწმებს დამსაქმებლის მუშაობის ხარისხს და ამ დარბაზებში დასაქმებული კადრების კვალიფიციურობას.
– თუ ამას არავინ ამოწმებს, მაშინ ეჭვს აჩენს ამ ახალ აკადემიებში თვითდასაქმებული ლექტორების კომპეტენცია. საქართველოში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ფიტნეს აკადემიას აქვს მოპოვებული განათლების სამინისტროს აღიარება.
რადგან საქართველოში ახლა საუბარია ევროპული ერთიანი საგანმანათლებლო სტანდარტის ინტეგრირებაზე, გვებადება კითხვა: ამ ეტაპზე რა საგანმანათლებლო პროგრამით სწავლობენ და რამდენად კომპეტენტურები არიან მათი ლექტორები?
ეს კითხვა ჯერ ისევ პასუხგაუცემელია და ეს ასე იქნება მანამ, სანამ ამ პროფესიას არ შეიტანენ რეგულირებადი პროფესიების სიაში და არ დაიწყებენ ყველა არსებული ფიტნეს კლუბისა და აკადემიის შემოწმებას.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#აქტიური #აქტიურისხეულიაქტიურიგონება #activebodyactivemind
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს
76 მომხრე, 1 წინააღმდეგი – პარლამენტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის თანახმად დამკვიდრდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინი – „დამოუკიდებელი მეანი-ექთნის“ საქმიანობა და კანონით განისაზღვრება აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პირობები („მეანი-ექთნით“ ხდება „ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება და საკანონმდებლო ცვლილება გახდება კანონქვემდებარე დოკუმენტებში ტერმინის ცვლილების საფუძველი).
კანონპროექტის მიზანს ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისათვის სამართლებრივი გარემოს კანონით შექმნა და მათი საქმიანობის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.
ექთნებისა და მეანი-ექთნების რეგისტრაციისა და სერტიფიცირებისათვის ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრი შეიქმნება. სწორედ ამ რეესტრში ავტორიზაცია იქნება ყველა ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა. ხოლო საექთნო და მეანი-ექთნის საბაკალავრო კურსდამთავრებულ პირებს რეგისტრირებული ექთნის და მეანი-ექთნის წოდების მოპოვებისთვის სარეგისტრაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულება 2030 წლის 1 იანვრიდან ექნებათ.
ცვლილებები შედის ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ ასევე „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონებში და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.










