ორშაბათი, აპრილი 21, 2025

პროფესიონალიზმი გადაარჩენს საქართველოს – ვის შეხვდა გიორგი ფხაკაძე

0

29/10/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მარიამ ჯაშსს შეხვდა.


ფოტოს წარწერით სოციალურ ქსელში გიორგი აქვეყნებს.

„ჩემი მეგობარი და კოლეგა გაეროდან. მიხარია, რომ ბევრი საინტერესო გეგმა გავიარეთ. კიდევ ერთხელ – პროფესიონალიზმი გადაარჩენს საქართველოს“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/profesionalizmi-gadaarchens-saqartvelos-vis-shekhvda-giorgi-fkhakadze/


„ეს არის საუკეთესო ვიტამინი და წამალი – კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური წამალი“

0

06/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ვიღაცაზე თუ ხართ გაბრაზებული, გთხოვთ, ნუ ბრაზდებით, ეს ბრაზი ისევ თქვენში რჩება, არსად არ მიდის, ბრაზი თქვენზე და თქვენს იმუნურ სისტემაზე ცუდად მოქმედებს. როგორც ექიმი, გეუბნებით, თქვენს იმუნურ სისტემას გაუფრთხილდით! ყველაზე ძლიერი იარაღი ჩვენი იმუნური სისტემაა, ჩვენი იმუნური სისტემის დაცვის საუკეთესო მექანიზმი არის, როცა შინაგანად ხართ განწყობილი პოზიტიურად, ეს პოზიტიური განწყობა არის საუკეთესო ვიტამინი და წამალი. დადებიტი ემოცია უნდა შეინარჩუნოთ, ბრაზი სხვა რამით გაანეიტრალოთ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური წამალი დადებითი ემოციებია“, – განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



„სინამდვილეში ეს ციფრი უფრო მაღალია, 20 მილიონ ადამიანამდე ადის, საქართველოს სტატისტიკაც იგივეა …

0

17/11/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ოფიციალურად კოვიდმა წაიღო 5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე მსოფლიოში, სინამდვილეში ეს ციფრი უფრო მაღალია და 20 მილიონ ადამიანამდე ადის
საქართველოს სტატისტიკაც იგივეა … ნებისმიერი ციფრი უნდა გაამრავლოთ 4-ზე და მიიღებთ რეალობასთან მიახლოებულ ციფრს,
იმედია, მათემატიკა არ დაგავიწყდათ, და დათვალეთ, ოფიციალური მონაცემებით, დღეს რამდენმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე კოვიდისგან და გაამრავლეთ ეს ციფრი 4-ზე= …
ვისაც დაგავიწყდათ, დაგეხმარებით: ოფიციალური მონაცემებით, დღეს
საქართველოში 28/19/2021 კოვიდისგან გარდაიცვალა 9,818 მოქალაქე,
9,818×4= 39,272,

ერთადერთი ალტერნატივა დღეს არის ფაიზერით (ან მოდერნათი) ვაქცინაცია, სამედიცინო პირბადე და დისტანცია!“ – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


https://www.economist.com/…/coronavirus-excess-deaths…
https://www.theguardian.com/…/global-covid-death-toll…
https://www.euronews.com/…/the-real-covid-death-toll…
https://www.wionews.com/…/true-global-covid-19-death…
https://www.bmj.com/content/375/bmj.n2239
https://www.dw.com/…/authoritarian-states…/a-58771888
https://www.oregonlive.com/…/covid-19s-official…
https://elifesciences.org/articles/69336


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„მერე რა, რომ სააკაშვილი პრეზიდენტია, სხვა პატიმრებმა რა დააშავეს?“ – გიორგი ფხაკაძე

0

08/01/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„არც ერთი ადამიანი არ მინდა, იყოს ციხეში… სააკაშვილი პრეზიდენტია, მაგრამ ის არის პატიმარი. სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? სააკაშვილს სჭირდება სრულყოფილი სამედიცინო დახმარება და სხვა პატიმარს არა?! ამდენი კონსილიუმები სხვა პატიმრებზე რატომ არ არის?! რამდენი პატიმარი გარდაიცვალა ციხეში, იმიტომ, რომ…


მე, როგორც ექიმმა, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. მე მეგონა, რომ სააკაშვილი, როგორც ოპოზიციის ლოკომოტივი, იტყოდა, რომ გორში და საზღვარგარეთ გადაყვანა კი არა, დავრჩები რუსთავის ციხეში და მოვითხოვ, ყველა პატიმრისთვის იყოს გაუმჯობესებული პირობები, იყოს საუკეთესო სამედიცინო სერვისი მოწოდებული…


ჩემი საქმე არ არის, სააკაშვილი მართალია თუ არა… ამდენი ადამიანი მხარს გიჭერს, ოპოზიციის ლიდერი ხარ, მოითხოვე, რომ გაკეთდეს ისე, რომ ციხის საავადმყოფო საუკეთესო იყოს საქართველოში…ეს ვერ დავინახე… მერე რა, რომ პრეზიდენტია. სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? რატომ უნდა იყვნენ პრივილეგირებული ადამიანები?!“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/01/mere-ra-rom-saakashvili-prezidentia-skhva-patimrebma-ra-daashaves-giorgi-phkhakadze/



“ახალი ვირუსი, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის…”

0

10/08/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩინეთში აღმოჩენილ ახალ ვირუსზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„სიახლე ჩინეთიდან – ახალი ვირუსი, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის. 35 ადამიანი დააინფიცირა.

გაიცანით “ლანგუა ვირუსი”.

1-2 კვირაში უფრო დეტალურ ინფორმაციას გავაზიარებ.

ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს ბგიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ფაიზერი არ არის მერსედესი” – გიორგი ფხაკაძე

0

01/08/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„ბავშობაში დედაჩემი მეუბნებოდა, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”. ვიცი, რომ შეცდომის აღიარება საქართველოში “არ მოსულა”, მაგრამ გამოსავალიც არსებობს, თუ ამის სურვილი არის! ეს არ არის არავის შეცდომა, ეს არის ამ ვერაგი ვირუსის მუტაციის ბრალი და საქართველოში ზოგ-ზოგიერთები თავის თავზე რატომ იღებენ ყველაფერს?!


ბუსტერის (ძლიერი/მაღალეფექტური ვაქცინების – ფაიზერი ან მოდერნა, 1 დოზა) აუცილებლობა უკვე დადგა, ეს არის რეალობა. ნახეთ ბაჰრეინის გადაწყვეტილება.

ფაიზერი არ არის “მერსედესი”. ფაიზერი არის დღესდღეობით საუკეთესო ვაქცინა და, რა თქმა უნდა, სიმართლე უნდა ვთქვათ.


დავუშვათ ფაიზერის ან მოდერნას ბუსტერი საქართველოში.

არ დაგავიწყდეთ – სამედიცინო პირბადე 2 წლიდან ყველას, ყველგან და ყოველთვის“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/08/phaizeri-ar-aris-mersedesi-giorgi-phkhakadze/


„სიყვარული არის, რაც ჩვენ გადაგვარჩენს – ამ ომსაც გადავიტანთ“- გიორგი ფხაკაძე

0

10/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„სიყვარული არის, რაც ჩვენ გადაგვარჩენს. ჩვენს ხალხს ბევრი ომი გადაუტანია არსებობის მანძილზე, ამ ომსაც გადავიტანთ და გადავრჩებით!!!“- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.


„სიყვარული არის რაც ჩვენ გადაგვარჩენს“ – ვიდეო

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159745023950579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze



გიორგი ფხაკაძე – “ინდურ ვარიანტს ჩინური ვაქცინები ვერ უმკლავდებიან”

0

14/07/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


“დელტა ვარიანტმა მთლიანად შეცვალა სურათი. ჩინური ვაქცინები ვერ უმკლავდებიან ამ ვარიანტს.
ნახეთ ტაილანდის და სინგაპურის ბოლო გადაწყვეტილებები და მიხვდებით, რომ ჩინური ვაქცინები ფაიზერის ბუსტერის გარეში ვერ უმკლავდებიან დელტა ვარიანტს.
ტაილანდი – ჩინური ვაქცინის პირველი ან მე-2 დოზიდან 3-4 კვირაში ასტრაზენეკას ბუსტერს იყენებს.


სინგსპური – საერთოდ ამოიღო ჩინური ვაქცინები, დელტასთან ბრძოლაში არაეფექტურობის გამო.


მანამდე ბაჰრეინში და საუდის არაბეთში ფაიზერის ბისტერის გამოყენება დაიწყეს….
ჩვენთან კი …. კიდევ ვსაუბრობთ და მკურნალობას ვაგრძელებთ რემდესივირით (ყველგან რომ ამოიღეს ხმარებიდან არაეფექტურობის გამო)
სანამდე ასეთი არაპროფესიონალიზმი ჩვენს ქვეყანაში, სანამდე”




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/07/giorgi-phkhakadze-indur-variants-chinuri-vaqtsinebi-ver-umklavdebian/




ფილტვები და კოვიდი – COVID-19 – ის შემდგომ ფილტვების რეაბილიტაცია ! როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

0

03/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



ფილტვები და კოვიდი – COVID-19 – ის შემდგომ ფილტვების რეაბილიტაცია !

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
როგორ უნდა ვმართოთ ფილტვების პრობლემები საავადმყოებში?


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე:


-გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ჩემი მეგობარი (მთელი ოჯახია ჩემი მეგობარი), ახალგაზრდა სპეციალისტი, პულმონოლოგი (ფილტვების ექიმი), თერაპევტი, ელენე ხურციძე. ევროპაში აქვს მიღებული გამოცდილება არაერთ ცნობილ ადამიანებთან.

ელენე ხურციძე: -თქვენ თუ ძალიან იღლებით, ეს არასწორია, აქტივობის პროცესი უნდა უნდა იყოს პაციენტზე მორგებული, პაციენტის შესაძლებლობების მიხედვით დაგეგმილი. ქრონიკული და თანხმლები დაავადებების, ასაკის გათვალისწინებით და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება, ხველა, მაღალი ცხელება, ჰაერის უკმარისობა, ძირითადად ასეთი პაციენტები გადადიან კლინიკაში და კლინიკაში ხდება მათი მკურნალობა, კონკრეტული ერთი მედიკამენტი არ არსებობს, კორონავირუსისგან რომ განიკურნოს ადამიანი, ანტიბიოტიკების გამოყენება მსუბუქ პაციენტებში არ არის რეკომენდირებული, მძიმე პაციენტებში თავისი კრიტერიუმები გააჩნია – მივცეთ თუ არა?! აქტივობის პროცესი უნდა იყოს პაციენტზე მორგებული და პაციენტის შესაძლებლობების მიხედვით დაგეგმილი. სახლში, ვურჩევთ პაციენტებს, ყველაზე მარტივს – ბუშტების გაბერვა იმისთვის, რომ სუნთქვითი ვარჯიშები გააკეთოს.


კლინიკაშიც იწყება ფიზიოთერაპიის ნაწილი, პაციენტს თუ აქვს ხველა ნახველით, ნახველის გამოდევნა ძალიან დიდ შვებას აძლევს პაციენტს და ამარტივებს მკურნალობას. გარდა, მედიკამენტების გამოყენებისა, შეგვიძლია პაციენტს ვურჩიოთ სხდასხვა აქტივობა.


გიორგი ფხაკაძე: – კარგია, ათი ათასი ნაბიჯი გაიაროს ადამიანმა და საათნახევარი იყოს ქუჩაში, მაგრამ თუ ის გრძნობს, რომ ვერ არის კარგად, – ჰაერი არ ყოფნის, სჯობს, გაჩერდეს, დაისვენოს, ძალიან რბილად ისუნთქოს…

მე ყოველთვის ვაძლებ რეკომენდაციას, – იარეთ, იმიტომ, რომ ყველასთვის სირბილი არაა.


ელენე ხურციძე: -ყველაზე მინიმალური აქტივობა, როდესაც იღლება ადამიანი, შეიძლება კედელს მიეყუდოს და ასეთ მდგომარეობაში გაჩერდეს. უმრავლეს შემთხვევაში, ჟანგნაბდამოკიდებული პაციენტები ზოგჯერ იმასაც ვერ ახერხებენ, ფეხზე რომ წამოდგნენ… რეკომენდაციაში ისიც წერია, რომ, შეგიძლიათ, მაგიდას დაეყრდნოთ ხელებით და ისე დადგეთ…


გიორგი ფხაკაძე: -კოვიდის დროს როცა გვაქვს ფილტვების პრობლემა, ჩვენ ვიცით, რომ (არაერთი კვლევა დაიბეჭდა), ვისაც ჰქონდა სიმპტომური კოვიდი, ამ პაციენტების 30 პროცენტი, სამწუხაროდ, 5-6 თვეში ბრუნდებიან საავადმყოფოებში, ძირითადად აქვთ ე.წ. გრძელი კოვიდი. საფრანგეთში ეძახიან „თეთრ კოვიდს“.

არის ახალი კვლევები, ის ადამიანები, ვინც არ გადაიტანეს კოვიდი სიმპტომურად…


ნახეთ ვრცლად – ვიდეო

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159913908840579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ გრძელი კოვიდის ერთ-ერთი რისკფაქტორი არის პუტკუნა გოგოები“ – გიორგი ფხაკაძე

0

03/12/2022



„პუტკუნა გოგოებო, დაიკელით წონაში, რატომ და როგორ, დეტალები იხილეთ ვიდეოში”, – ამ სათაურით აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს:


„ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ გრძელი კოვიდის ერთ-ერთი რისკფაქტორი არის პუტკუნა გოგოები. ჩემო უსაყვარლესო გოგოებო, ზედმეტი კილოები ჩამოყარეთ, იმიტომ რომ გრძელი კოვიდის შემთხვევაში თქვენ უფრო ხართ რისკის ქვეშ”, – აცხადებს ფხაკაძე ვიდეო მიმართვაში.


გიორგი ფხაკაძე აქვე წერს:

„სამედიცინო დაწესებულებების სამარცხვინო სურათებს გავაზიარებ საჯაროდ…

კოვიდი არსად არ წასულა, ახალი ვარიანტები მოდის და მოდის…

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე!”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/12/bolo-kvlevam-achvena-rom-grdzeli-kovidis-erth-erthi-riskphaqtori-aris-putkuna-gogoebi-giorgi-phkhakadze/






Verified by MonsterInsights