ორშაბათი, აპრილი 21, 2025

რაც შეეხება, საქართველოში შემოტანილ ვაქცინებს, რამდენად სახიფათო ვაქცინებია?!

0

29/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი,პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინების შესახებ საუბრობს.


„ჩვენ თუ გვინდა დავამარცხროთ პანდემია, ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სამედიცინო პირბადე, ორმეტრიანი დისტანცია და ხელის დაბანა და მნიშვნელოვანი კომპონენტია ვაქცინაცია, ახლო მომავალში იქნება სხვადასხვა ტიპის სამედიცინო საშუალებები. ეს ყველაფერი მოგვცემს საშაუალებას, წავიდეთ წინ. შეუძლებელია, 2-3 წელიწადი ვიყოთ ჩაკეტილები, რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პროცესი უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე, პროფესიონალურ დონეზე, ყველა შესაბამისი ორგანო და სპეციალისტები უნდა იყოს ჩართული, ძირითადად ექიმები და სამედიცინო პერსონალი, ეს არის მთავარი, რაც ჩვენ დაგვეხმარება, ჩვენ რომ წავიდეთ წინ.


პანდემიის დასრულებისთვის ვაქცინა არის ერთ-ერთი საშუალება და არა ერთადერთი. რა თქმა უნდა, მთავარია სამედიცინო პირბადე, უნდა გვახსოვდეს, სამედიცინო პირბადე და ვაქცინა, ერთად, ჩვენ დაგვეხმარება პროცესის უკეთესად მართვაში, მაგრამ თუ არ გვექნება ხარისხიანი სამედიცინო დაწესებულებები, სამედიცინო პერსონალი თუ არ იქნება მომზადებული, ეს საკითხი ვერასდროს მოგვარდება. პირველ რიგში უნდა მივხედოთ ჩვენს ექიმებს. ბოლო 20 წელია, არ იყო საშუალება უწყვეტი სამედიცინო განათლების. საჭიროა არის თუ არა ვაქცინაცია, ამაზე საუბარი აბსურდიც არის.

ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და უნდა იყოს ხარისხიანი. ეს ორი კომპონენტი როცა არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული, მივიღებთ კარგ შედეგს, გადატვირთული იქნება ვაქცინაციის ყველა ცენტრი. ნებაყოფლობითი ნიშნავს იმას, რომ საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს, ექიმებთან უნდა იყოს უშუალო კონტაქტი, უნდა მოხდეს ინფორმაციის სწორად გავრცელება. საქართველოში უნდა შემოვიდეს მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც იქნება აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.


რაც შეეხება, საქართველოში შემოტანილ ვაქცინებს, რამდენად სახიფათო ვაქცინებია?!

საქართველოში შემოტანილია ორი ვაქცინა. ორივე აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ორივე ვაქცინა არის დიდი ლუპების ქვეშ, აკვირდებიან, რა ხდება, ევროპაში როცა იყო შეჩერებეული ასტრაზენეკას ვაქცინა, იყო ძალიან კარგი, იმიტომ, რომ თუ სადმე შეცდომაა, მაშინვე შეჩერება და შესწავლა ხდება. საქართველოში შემოტანილი ორივე ვაქცინა (ფაიზერი და ასტრაზებნეკა) არის ერთნაირად ეფექტური, არ დავიწყებ საუბარს სტატისტიკაზე, მეცნიერებაზე და ა.შ.


გვაქვს ძალიან სასიხარულო ამბავი, დღეს არის პირველი დღე, ბრიტანეთში არც ერთი ადამიანი არ გარდაიცვალა კოვიდისგან. ეს არის ის, რაზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ეს არის გამარჯვება, ბრიტანეთის მთავრობამ პრაქტიკულად გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი, პანდემიის დაწყების დღიდან, დღეს არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა კოვიდისგან. სინათლე გვირაბის ბოლოში არის! ისრაელშიც არის ძალიან კარგი და ეფექტური შედეგები! ისრაელში ფაიზერის ვაქცინით აიცრა მოსახლეობა, ბრიტანეთში არის ასტრაზენეკას ვაქცინა.


პრაქტიკულად საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია ჩატარებული არ არის და მოხსნილია ყველა შეზღუდვა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს არც ერთ სტატისტიკურ და მეცნიერულ სტანდარტებში არ ჯდება“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


კარგი ამბები კოვიდის სამკურნალო წამალზედაპოსტა 2021/09/18-ში

0

18.09.2021 megatv.ge Kutaisi


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

პროფესორი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პრეპარატ მოლნუპრავირის შესახებ წერს და კვლევის მეორე ფაზის შედეგსაც აქვეყნებს.

“შეპირებული კარგი ამბები.

კიდევ ერთი (წლის ბოლომდე კიდევ ბევრი ასეთი კარგი ამბავი იქნება) პოტენციურად საინტერესო წამალი Molnupiravir მოადგა კვლევების მე-3 ფაზას.


მე-2 ფაზაში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა (იხილეთ ბმული).

დაველოდოთ. მაგრამ სანამ ეს ან სხვა წამალი/წამლები იქნებ ხელმისაწვდომი ჩვენ უნდა გავუფრთხილდით ერთმანეთს.

აიცერით დროზე ფაიზერით, სანამ ის კიდევ არის ხელმისაწვდომი…


ჯანმრთელობას გისურვებთ.


პ.ს.: ისე მერსკი, ამ წამლის კვლევაში ჩართული კომპანიაა, ვაქცინაზე მუშაობდა და ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი ვაქცინა იყო, მაგრამ ვერ გაამართლა და განაცხადა, რომ მთელ რესურს წამალზე გადაიტანს. დაველოდოთ…” – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b/

“ჩვენ ვიცხოვრებთ ამასთან ერთად ძალიან დიდი ხანი. ორი წელი არის ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი”

0

27, 07, 2020 რადიო თავისუფლება.

ჩვენ ვიცხოვრებთ ამასთან ერთად ძალიან დიდი ხანი. ორი წელი არის ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი, რომ ვირუსი კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ მსოფლიოში“



გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, EWEC-ის წევრი, GAVI-ს პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი

საქართველოში ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით მცირედით, მაგრამ ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა.
რას ნიშნავს ეს ციფრები, რა ვითარებაა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მხრივ? ამ საკითხის განხილვით იწყება რადიო თავისუფლების „დილის საუბრები“, რომლის სტუმარი 27 ივლისს იყო – საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი (EWEC), ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

„როცა ვლაპარაკობთ სტატისტიკაზე, ეს ერთ-ერთი მაჩვენებელია, რომ ვირუსი ცირკულირებს საქართველოში. ის არსად წასულა და ჩვენ ახლა ვართ პრაქტიკულად იქ, სადაც ვიყავით 3-4 თვის წინ. ვირუსი არის და კიდევ კარგა ხანს იქნება. ეს არის რეალური სურათი.
რაც შეეხება ოფიციალურ ციფრებს, ეს შეიძლება იყოს 10-20-30-40 და ა.შ., ამაზე შეიძლება ვიდავოთ ძალიან ბევრი. არაერთ გადაცემაში მითქვამს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო მოგვაწოდებს ჯანდაცვის სრულ სტატისტიკას, რომელიც არ გვაქვს. არის რაღაც ამორფული მონაცემები და ბოლო წლებში საერთო სტატისტიკური ინფორმაციაც კი არ გვაქვს.
ერთ-ერთი მონაცემი, რაც მე, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს, ძალიან მაინტერესებს, არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მაინტერესებს ბოლო ხუთი თვის მანძილზე სიკვდილიანობის მაჩვენებლის შედარება წინა წლების მაჩვენებლებთან. ესეც დაგვეხმარება, დავინახოთ, სად რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და დღეს არსებული სტატისტიკის რეალურობის შეფასებაშიც.
დღეს რომ ავიღოთ ნებისმიერი სოფელი, ნებისმიერი ქალაქი საქართველოში და ჩავატაროთ მთლიანი ტესტირება, დამერწმუნეთ, ჩვენ ვნახავთ იმას, რასაც ვნახულობთ გარდაბანში. ვირუსი არის ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არ ვიცით სად არის. ძალიან ზედაპირულად ვაკეთებთ ტესტირებას.
ხარისხი კიდევ ცალკე საკითხია: ტესტირება არ არის მხოლოდ ის მოწყობილობები, რომლებზეც ტარდება ტესტი. ტესტირების პროცესი არის საკმაოდ რთული. ის გულისხმობს: პაციენტის მომზადებას, ნაცხის სწორად აღებას, მის შენახვა-ტრანსპორტირებას, ლაბორატორიაში სწორად ამოღებას, აპარატში მოთავსებას და ა.შ. ანუ, სანამ ჩვენ აპარატამდე და ქიმიამდე მივალთ, ლაპარაკია გრძელ ჯაჭვზე, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული.
ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კარგად არ ჩამოყალიბდა ბოლო 20-30 წელიწადია. რამდენი რეფორმაც ჩატარდა, პრაქტიკულად არც ერთი არ იყო ბოლომდე მიყვანილი. ჩვენთან ფიზიკურად არ არსებობს უწყვეტი სამედიცინო განათლება. წინა მთავრობის დროს ეს მოშალეს და გასაგებია, კორუფცია და ა.შ. იყო ამის მიზეზი, მაგრამ არ ჩამოაყალიბეს ახალი სისტემა და ამ მთავრობის პირობებშიც კი, როცა მე მაინც მეგონა, რომ რაღაც რეფორმა ტარდებოდა, არ გააკეთეს.
ჩვენ პრაქტიკულად გვყავს ექიმები, რომლებსაც არ აქვთ უწყვეტი სამედიცინო განათლება. ასეთი სისტემა არის მარტო სომალიში. შემიძლია ამის თქმა, რადგან მე სომალიშიც მიმუშავია და იქაც კი ცდილობენ რაღაც ტრენინგების ჩატარებას. აფრიკის ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში უწყვეტი განათლების სისტემა უკეთესად არის აწყობილი, ვიდრე საქართველოში“.
შეკითხვას – როგორც უნდა გაიზომოს, ვირუსის რა მასშტაბის გავრცელებას გაუძლებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა – გიორგი ფხაკაძე კვლავ ჯანდაცვის სისტემის გამოწვევების აღწერით პასუხობს:
„სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს…
მე საერთოდ არ მიყვარს ტყუილების ლაპარაკი. როცა მეცნიერი ხარ და ხარ დამოუკიდებელი, გაქვს ფუფუნება თქვა სიმართლე. სიმართლე ის არის, რომ ჩვენ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა არ ვიცით. ეს არის ყოველთვის მანიპულაცია. როცა სხვა ქვეყნების სტატისტიკას ვადარებ, მეცინება. ეს იგივეა, შეადარო ერთმანეთს ვაშლი და კვერცხი – ფორმითაც და შიგთავსითაც სხვადასხვაა.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ გვაქვს ჩამოყალიბებული, რადგან არ გვაქვს სისტემა. არ ვიცით, ადამიანი რისგან გარდაიცვლება. ეს არის ფუნდამენტი, რომ ააწყო ჯანდაცვის სისტემა. უნდა დაინახო, სად გაქვს პრობლემა და იმაზე ააწყო სისტემა. ეს არის პირველი საკითხი.
მთავრობის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც მივესალმები, იყო მოსახლეობის ჩაკეტვა. კიდევ კარგი, გვყავს პოლიცია, ანუ პატრულმა კარგად იმუშავა. ამით გადაარჩინეს ათასობით ადამიანი. ერთადერთი, რამაც კარგად იმუშავა, იყო კარანტინი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა მუშაობს.
95% ჯანდაცვის სისტემის არის კერძო. ჯანდაცვის სამინისტრო არის ღრუბლებში. ზოგიერთი ჯანდაცვის მუშაკებს მოუწოდებს, რომ გაიარონ ტრენინგები. უნდა მოითხოვო და აკონტროლო, რომ, ელემენტარულად, ყველამ ხელი დაიბანოს საავადმყოფოში. არ იბანენ ხელებს.
ჯანდაცვის სამინისტროში იციან, რა მდგომარეობაა ზოგადად ქვეყანაში. მე ვიყავი პირველი, ვინც ვლაპარაკობდი სიკვდილიანობაზე და მერე, როცა ვუთხარი – რამდენი აპარატი გვაქვს? რამდენი საწოლი გვაქვს? კი, ბატონო, მერე თქვეს, რომ ამდენი საწოლი გვაქვსო. იმ საწოლს სჭირდება სამედიცინო პერსონალი.
იცით, რამდენია სამედიცინო პერსონალი? იცით ასაკი? იცით ხელფასები ჩვენი ექთნების? საქართველოში გვყავს მეტი ექიმი, ვიდრე ექთანი. ეს აბსურდის თეატრია, როცა საქართველო წელიწადში უშვებს 2000 ექიმს და ძლივძლიობით 200 ექთანს, როცა უნდა იყოს პირიქით. მეორე – ექთნებს აქვთ ხელფასი დაახლოებით 200-300 ლარი და კიდევ: საქართველოში ექთნების საშუალო ასაკი არის 60 წელი. რეანიმაციის ექთნის პიკური ასაკი უნდა იყოს 45 წელი და ამის შემდეგ ადამიანი უნდა გადავიდეს უფრო ადმინისტრაციულ საქმიანობაზე, უნდა იყოს ტრენერი და არ უნდა იყოს ჩართული საოპერაციოს საქმიანობასა და ინტენსიურ თერაპიაში.
ამას რატომ ვამბობ? როცა ვლაპრაკობთ ინტენსიურ საწოლზე, ჩვენ გვჭირდება ინტენსიური თერაპიის მედდა, რადგან წამყვანი ამ პროცესში არის მედდა და არა – ექიმი. და ექთნები ხშირად მუშაობენ 2-3 ადგილას. ის თუ ავად გახდება, ჩამოგეშლება რამდენიმე საწოლი ერთდროულად.
აპარატების და საავადმყოფოების რაოდენობა არ ნიშნავს არაფერს, თუ არ გყავს ადამიანური რესურსი. როცა ვლაპარაკობთ კოვიდპაციენტზე, მისი მართვა ძირითადად ხდება ექთნების მიერ. ექიმი იძლევა ძირითად მიმართულებას, მაგრამ უშუალოდ მართვა არის ექთნის სამუშაო და ჩვენ არ გვყავს ექთნები. აქ გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა და ეს ძალიან კარგად ესმის ჩვენს სახელმწიფოს. იმიტომ ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 40-ის ზევით დღიურ მატებას სისტემა ვერ გაუძლებს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ“.
საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც გაურკვეველია, კორონავირუსის გავრცელების რა სტადიაშია ის. გიორგი ფხაკაძის შეფასებით, საქართველოში ჯერ არც ერთი ტალღა არ ყოფილა:
„ჩვენთან პრაქტიკულად კოვიდის აფეთქება არ ყოფილა. ანუ, ის, რაც იყო საქართველოში და ახლა რაც არის, ეს პირველი ტალღაც არ არის. ეს არაფერი არ არის.
ვირუსი ცირკულირებს, მაგრამ ტალღა, როგორც ასეთი, საქართველოს ჯერ არ გადაუტანია – არც პირველი და არც მეორე“.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი თვლის, რომ დღეს არსებულ ვითარებაში თუ რომელიმე ქვეყანას „გაუმართლა“, ეს შეიძლება ითქვას იმათზე, რომლებიც მომზადებულები შეხვდნენ პანდემიას:
„ყველაზე მეტად გაუმართლა იმ ქვეყნებს, სადაც ჯანდაცვის სისტემა არის გამართული, სადაც სტატისტიკა არის რეალური და სადაც გამოწვევებს ხალხი უყურებს ძალიან პირდაპირ, არ ემალება მათ და აკეთებენ დაგეგმარებას. ასეთი ქვეყნებია სამხრეთ კორეა და სინგაპური, სადაც წინა გამოცდილებიდან გამომდინარე – როცა SARS-მა ძალიან დიდი ადამიანური და ეკონომიკური დანაკარგი გამოიწვია რეგიონში – მთავრობები ძალიან სერიოზულად მოემზადნენ პანდემიებისთვის და როგორც კი მიიღეს ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, ავტომატურად ჩართეს პანდემიის საწინააღმდეგო სისტემა. ისინი აღმოჩნდნენ ყველაზე მომზადებულები, თავისი პლუსებით და მინუსებით. თუ იქ მაღალი მაჩვენებელია, არის იმიტომ, რომ ტესტირება არის ძალიან მაღალი, მოსახლეობის ჩართულობა არის ძალიან მაღალი. განათლება ეფუძნება მეცნიერებას და არა რაღაც ზოგად მოსაზრებებს“.
საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის ნაწილს სასწაულის, ერის „გენეტიკური კოდის“, რელიგიის იმედი აქვს და თვლის, რომ სწორედ ეს დაიცავს კორონავირუსისგან:
„უნდა ვიცოდეთ: ვირუსმა არ იცის საზღვარი, არ იცის ეროვნება, არ იცის რელიგია. ვირუსს არ სჭირდება პასპორტი. ის დადის თავისუფლად.
ერთადერთი, რაც ჩვენ დაგვანახა ამ ვირუსმა, არის ის, რომ ადამიანები ვართ ერთნი – არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ხარ და ვინ ხარ. მეგონა, ეს ვირუსი უფრო მეტ ერთიანობას მოიტანდა და მეტ საერთოს დაგვანახებდა, ვიდრე იმას, რაც გვყოფს“.
„დილის საუბრების“ ერთ-ერთი თემა იყო კორონავირუსისგან დამცავი ვაქცინის/ების განვითარების პერსპექტივა. გიორგი ფხაკაძე არ თვლის, რომ მსოფლიო წელს ან მომავალ წელს ვაქცინაციით შეძლებს ვირუსის გავრცელების გაკონტროლებას. ამასთან, აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყველა რესურსის გაერთიანება ვაქცინის შექმნის პროცესში და რომ მისი დაჩქარება დაუშვებელია:
„ვაქცინის შექმნა ძალიან რთული პროცესია და რეალობა გვაჩვენებს, რომ წარმატების ხარისხი ვაქცინის შექმნაში არის მხოლოდ 10%. ახლა 200-მდე ლაბორატორია მუშაობს, რომ შეიმუშაოს ახალი ვაქცინა. 27 ლაბორატორია უკვე გადავიდა სხვადასხვა სტადიის კლინიკურ კვლევებზე.
მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ პირველი ვინც გააკეთებს ვაქცინას, ის აიღებს ჯეკპოტს – მინიმუმ, 2 მილიარდ დოლარს იმ წუთასვე აიღებს, რადგან მოთხოვნა იქნება ძალიან დიდი.
ვაქცინის დაჩქარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მაგალითი გვაქვს 20 წლის წინანდელი, როცა შიდსთან დაკავშირებით იყო ლაპარაკი, რომ ვაქცინა გვექნებოდა. ფაუჩიც იყო ამაში ჩართული და დაჩქარებული წესით გადააბიჯეს ყველა პროცესს. როცა მივედით მესამე სტადიაზე, დავინახეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა შიდსით და ამით შეჩერდა ამ ვაქცინის განვითარება. შიდსის ვაქცინამ გადაიწია რამდენიმე ათეული წლით და ახლაც არ არის.
ვაქცინის განვითარების პროცესში არავითარ შემთხვევაში დაჩქარება არ შეიძლება, რადგან აქ არის ლაპარაკი ადამიანის სიცოცხლეზე და უსაფრთხოებაზე.
მაგალითად, FDA გვეუბნება, რომ თუ ვაქცინა არის ვალიდური 50%-ში, ჩვენ შეიძლება გავუშვათ ის მოსახლეობისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტით, 70-80%-ში უნდა იყოს ეფექტიანი. ჩვენ ვლაპრაკობთ ეფექტიანობაზე, მაგრამ ასევე ვლაპარაკობთ უსაფრთხოებაზე. აი, ახლა რამდენიმე კომპანია შედის კლინიკური კვლევების მესამე სტადიაში, რომელშიც უნდა ჩაერთოს დაახლოებით 10-20 ათასი ადამიანი და ამას სჭირდება, მინიმუმ, 6 თვე. ამ დროს ფიზიკურად ვერ შეამცირებთ და ამაში პოლიტიკის ჩართვა არის მავნებლობა“.
გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესი უნდა იყოს აპოლიტიკური:
„ჩვენ არ გვაქვს ნამდვილი, დამოუკიდებელი მოსაზრება – სად ვართ? და ეს არის ძალიან დიდი საკითხი. …როცა ვლაპარაკობთ სტატისტიკაზე და ეპიდემიოლოგიაზე, აქ პოლიტიკა უნდა გადავდოთ და ხალხი, ვინც ამ თემაზე ლაპარაკობს, უნდა იყოს რაც შეიძლება ნეიტრალური, აპოლიტიკური. NCDC უნდა იყოს სრულიად აპოლიტიკური, რადგან ემსახურება ყველას. ვირუსმა არ იცის, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრი ხართ. …თუ გვინდა წავიდეთ წინ, სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში“.
ვიდრე ვირუსი არსად წასულა და მისი დამარცხების ეფექტიანი იარაღი ჯერ არ არსებობს, „დილის საუბრების“ სტუმრის აზრით, საჭიროა:
„ყველაფერი გავაკეთოთ სოციალური დისტანცირების დასაცავად. პირბადეები უნდა იყოს ეფექტური და ყველამ იცოდეს სწორად ხმარება, ხელების დაბანა, რა თქმა უნდა.
უნდა გვქონდეს სწორი ინფორმაცია: იმ ენაზე და იმ გზით, რომლითაც ადამიანი გაიგებს და რომლითაც მისაწვდომი იქნება.
რაც მთავარია, უნდა გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა: ტრენინგები, ეკიპირება გავაძლიეროთ.
ეს არ დამთავრდება არც ერთ თვეში, არც ორ თვეში და არც ერთ წელიწადში. ჩვენ ვიცხოვრებთ ამასთან ერთად ძალიან დიდი ხანი. ორი წელიწადი არის ძალიან ოპტიმისტური, რომ ვირუსი კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ მსოფლიოში“.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/30750962.html

გიორგი ფხაკაძის ზღაპრული სახლი, რომლის რესტავრირებას პლასტიკური ქირურგის სიზუსტით მიუდგა

0

22/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორ, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი ზღაპრულად გამოიყურება. გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლის ფოტოები ჟურნალმა ინტერიერმა ორი წლის წინ გადაიღო.

ლინკი: https://www.facebook.com/interierimagazine/posts/2085324031798269


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, სახლის რესტავრირებას პლასტიკური ქირურგის სიზუსტით მიუდგა:

„ამ სახლს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც პირობითად სამ: შუასაუკუნეობრივ, საბჭოთა და თანამედროვე პერიოდებად შეგვიძლია დავყოთ. ისევე, როგორც ყველა ფეოდალური ქალაქი, თბილისიც გალავნით იყო შემოსაზღვრული. უცნაურია, რომ თბილისში ეს იყო ერთადერთი გალავნიანი სახლი, ე.წ. ციხე-სახლი, რომელიც სავარაუდოდ, X საუკუნეში იყო აგებული. XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევისას ციხე- სახლი ნანგრევებად იქცა. XVI საუკუნის მიწურულს ეს შენობა სომეხი სოვდაგრის, მელიქ ბებუთოვის საკუთრება გახდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა ბებუთოვმა სახლი თავის დას გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, იქაურობა დედა თამონასტრად გადააკეთა. 1795 წელს, კრწანისის ომის დროს, აღა-მაჰმად-ხანმა მთელი თბილისი გადაწვა და დაანგრია. საბედნიეროდ, სახლი გადარჩა და სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით ირკვევა, რომ შაჰი თბილისში ყოფნის დროს სწორედ ბებუთოვის რეზიდენციაში ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, თბილისის აღდგენამდე აქ უცხოვრია და აქვე გარდაცვლილა საქართველოს უკანასკნელი მონარქი-გიორგი XII. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეს ისტორიული შენობა, ოდესღაც მშვენიერი ციხე-სახლი მრავალ ბინიანი „კომუნალკა“ ხდება. 1998 წელს, სრულიად შემთხვევით, ამ შენობაში შევიძინე მცირე ფართი. 90-იანი წლების სიდუხჭირის გამო ძველ ქალაქში აღარავის უნდოდა ცხოვრება, მეზობლები სიხარულით ყიდიდნენ თავიანთ ბინებს და მეც ეტაპობრივად შევიძინე 23 ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი. ათწლეულების განმავლობაში დამახინჯებული შენობა მთელი თბილისის სარკე იყო თავისი ეთნიკური, კულტურული და სოციალური სიჭრელით.


შენობის ქვედა ნაწილი X საუკუნით თარიღდება, ხოლო აბანო და ცენტრალური კორიდორი XVI საუკუნის კლასიკური ირანული არქიტექტურის ნიმუშია. აბსოლუტური შოკი იყო სახლის ეზოში შუა საუკუნეების წყალსაცავის აღმოჩენა. პროფესიით ქირურგი ვარ და სახლის რესტავრაციას პლასტიკური ქირურგის სიფრთხილით მივუდექი. ზედმიწევნით გავითვალისწინე ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს თანამშრომელთა რჩევები და რესტავრაციის დროს ვიყენებდი მხოლოდ ავთენტურ მასალებს-კირსა და ძველ ქართულ აგურს. ინტერიერის დიზაინი ეკლექტურია, პროფესიონალებისთვის რჩევა არ მიკითხავს. გადავწყვიტე, ჩემი საყვარელი სტილი, არტ-დეკო, ძველ თბილისურ არქიტექტურასთან შემეხამებინა. სახლში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირები, ძველებური ავეჯი და ხელოვნების ნიმუშებია. ეს იყო ხანგრძლივი, თითქმის 15-წლიანი, რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესი. ახლა სახლი პრაქტიკულად პირვანდელ მდგომარეობაშია და ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. 1921 წლის მერე დაქუცმაცებული და დანაწევრებული სივრცე ისევ გაერთიანდა. დღეს სახლს La Residence ჰქვია და ყოველ წელს ჩემს უამრავ უცხოელ სტუმარს მასპინძლობს. თითოეულ ოთახს თავისი სახელი აქვს: ბირმა, ვენა, პარიზი, ლევანტე და ა.შ. მომავალში ვაპირებ გავხსნა საგამოფენო დარბაზი, რომელსაც Galery, La Residence-ს ერქმევა. იმედი მაქვს, რომ ეს უნიკალური შენობა გახდება ხელოვნებისა და ისტორიის შერწყმის საინტერესო ნიმუში“.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ჩვენი პატარები როდემდე უნდა იყვნენ სამედიცინო პირბადეებში? აიცერით! – გიორგი ფხაკაძე

0

05/09/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მშობლებს მიმართავს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სანამ მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 70% არ აიცრება, პირბადე უნდა იყოს სავალდებულო 2 წლის ასაკიდან.


„კარგი, თქვენი საკუთარი თავი არ გეცოდებათ, ჩვენმა პატარა ანგელოზებმა რა დააშავეს?! ჩვენი პატარები როდემდე უნდა იყვნენ სამედიცინო პირბადეებში? აიცერით და მიეცით საშუალება პატარებს, რომ ისუნთქონ სუფთა ჰაერი.

სანამ მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 70% არ აიცრება, პირბადე უნდა იყოს სავალდებულო 2 წლის ასაკიდან. გეყოთ სექტობანას თამაში (სექტები ძირითადად ადამიანის ემოციებზე და შიშზე თამაშობენ, რომ საბოლოოდ ფული იშოვონ თქვენზე) გეყოთ “მე ვიცი ყველაფერი“ თამაში (მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ათეული ძლიერი წამლის მარეგულირებელია და მათ იციან თავისი საქმე და თქვენ ჯობს, თქვენს საქმეს მიხედოთ).

გეყოთ „შეთქმულების თეორიები“, გეიტსი/ფაუჩი/ფხაკაძე მასონურ/ეშმაკისეურ/სატანისტურ“ უაზრო თეორიებზე საუბარი (რამე თუ არ იცი ან ვერ იგებ, არ ნიშნავს, რომ ის “ეშმაკისეულია”. ამის მსგავსად შუა საუკუნეებში ცეცხლზე წვავდნენ განათლებულ ხალხს, რომელი საუკუნეა ახლა?)

გეყოთ „ვაქცინაში რა არის“ (ეს ინფორმაცია საჯაროდ დევს წამლის სააგენტოების ვებგვერდებზე).

გეყოთ – “რას ჰქვია სავალდებულო ვაქცინაცია“ (რეგისტრირებულია ვაქცინა, ახლა მხოლოდ ფაიზერია რეგისტრირებული ამერიკაში, საჭირო და ზოგ შემთხვევაში აუცილებრლიც არის სავალდებულო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალში, პედაგოგებში, ჯარში და ასე შემდეგ და ეს უკვე ხორციელდება ამერიკაში და ევროპაში)“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/chveni-patarebi-rodemde-unda-ikvnen-sameditsino-pirbadeebshi-aitserit-giorgi-fkhakadze/


ამბობდა ფხაკაძე ბუსტერი უნდა ხალხსო… რატომ აფუჭებთ ამ საოცნებო ვაქცინას – რა ხდება სოცქსელში მას…

0

23/09/2021

გუშინ, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყნას საბოტაჟს უწყობს.


„ადრე, სანამ ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა და სხვათა შორის, ისიც დაგვიანდა ამ ანგაჟირებული ადამიანების გამო, რომ ჩინური ვაქცინა არ უნდოდათ, პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ: „მე გავიკეთებ მხოლოდ „ფაიზერს“ და ამიტომ სახელმწიფომ დააგვიანა შემოტანა. ახლა, „ფაიზერი“ გვაქვს სწორედ ყველაზე მეტი. „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გაუდის და რას შვრებით, ხალხო! ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს?! მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს „სინოვაკი“, „სინოფარმი“, „ასტრაზენეკა“, მივიღებთ „ჯონსონ და ჯონსონს“. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?! რას აკეთებთ?!“, – აღნიშნა ცერცვაძემ.


ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. ნაწილი ფიქრობს, რომ თუ აუცრელი ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა, მისი მკურნალობა სახელმწიფომ არ უნდა დაააფინანსოს.

„მაინც გვიფუჭდება ეს საოცნებო “ფაიზერი” და ბუსტერით მე და ჩემნაირები მაინც აგვცერით, ვინც ჯერ კიდევ მაშინ ავიცერით, როცა ექიმებსაც კი ეშინოდათ!..“;

ამბობდა ფხაკაძე ბუსტერი უნდა ხალხსო… რატომ აფუჭებთ ამ საოცნებო ვაქცინას. ავმა ძაღლმა არც თვითონ ჭამა, არც სხვას აწამაო“ ისეა ქართველი ხალხის საქმე“;

„ჰოდა ვინც იმას ვერ ხვდება რომ აცრით მინიმუმ სასუნთქ აპარატზე არ შეაერთებენ, საიდანაც ჯერ ცოცხალი არავინ მოუხსნიათ, იმას ვერც მე და ვერც მამაზეციერი ვეღარ მოიყვანს ჭკუაზე და იფიქრეთ მაშინ ბუსტერზე! რატომ აფუჭებთ ერთერთ საუკეთესო ვაქცინას?“;

„ყველა ვინც კი აწი დაავადდება ე.ი. არ აიცრა და ანტივაქსერია, 1 თეთრიც კი არ უნდა დაიხარჯოს უკვე ასეთებზე სახელმწიფომ და არ უმკურნალონ, ვნახოთ როგორ ისუნთქებენ 70 სატურაციით სახლებში, გაიგუდონ უჟანგბადოთ“;


„მხოლოდ ერთი გზა რჩება ასეთ შემთხვევაში, შეიქმნას ბაზა,სადაც წერილობითი განცხადება შევა ყველასი, ვინც აცრის წინააღმდეგია, ეს მათი უფლებაა, მაგრამ, დაინფიცირების შემთხვევაში არ დააფინანსოს სახელმწიფომ არცეთი თეთრით“;

„გაფუჭებას უმჯობესი იქნება რომელიმე ჩვენზე ღარიბ ქვეყანას აჩუქოთ პატივცემულო“, – წერენ განცხადების კომენტარებში.

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც გააკეთა. მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ Pfizer-ის გარკვეულ პარტიას ნოემბრის ბოლოს ვადა გასდის – სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და აქედან გამომდინარე, მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ მათ არა აქვთ რისკი იმის, რომ აიცრან ვადაგასული ვაქცინით და არც იმის რისკი არსებობს ქვეყანაში, რომ Pfizer-ს მოხმარების გარეშე გაუვიდეს ვადა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან დიდი დანაშაული და ამ დანაშაულს ჩვენ არ დავუშვებთ,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ მომენტისთვის, საქართველოში „ფაიზერის“ 818 812 დოზაა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ambobda-fkhakadze-busteri-unda-khalkhso-ratom-afutchebt-am-saotsnebo-vaqtsinas-ra-khdeba-sotsqselshi-mas-shemdeg-rats-gairkva-rom-faizers-vada-gasdis/


არ მინდა, 2021 წლის დეკემბერი იყოს საქართველოს განადგურების თვე – ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება, რომ…

0

11/11/2021


საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეხმაურება. ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაიკეთონ ვაქცინა და ამით შემდგომი გართულებები აირიდონ თავიდან.


„დღეს საქართველო დამარცხებულია, დღეს საქართველოს 77 მოქალაქემ დაკარგა სიცოცხლე და ამ დროს რა ხდება ქვეყანაში: ხელისუფლების რეაქცია – 0, ოპოზიციის რეაქცია – 0, ხალხის უმრავლესობის რეაქცია – 0. ყველა არის გახლეჩილი, სად არის ერთობა? ამას ჰქვია სამოქალაქო ომი.


დიახ, საქართველოში დაიწყო კოვიდის მე-5 ტალღა და დაიწყო სამოქალაქო ომი. კიდევ თუ არის საღი აზრი დარჩენილი სადმე, გთხოვთ, დაფიქრდეთ. მართლა არ მინდა, 2021 წლის დეკემბერი იყოს საქართველოს განადგურების თვე, ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ პოლიტიკა იჭრება ჯანდაცვაში… გთხოვთ, დავაყენოთ პრიორიტეტად ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ყველა სხვა საკითხები გადავიტანოთ მე-2 ადგილას. გავხადოთ ჯანდაცვა აპოლიტიკური, მივიღოთ აპოლიტიკური გადაწყვეტილებები ჯანდაცვაში. მცირე შანსი კიდევ გვაქვს, არ გავუშვათ ეს შანსი.

გადავიდეთ ერთ ყველაზე ეფექტურ ვაქცინაზე მსოფლიოში და ავცრათ მოსახლეობის 90%. გამოვიყენოთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე ყველგან, დავიცვათ დისტანცია“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ar-minda-2021-tslis-dekemberi-ikos-saqartvelos-ganadgurebis-tve-jer-kidev-gvaqvs-sashualeba-rom-mivighot-stsori-gadatskvetileba-fkhakadze/



„საქმე გააკეთეთ, საავადმყოფოებს მიხედეთ – ინფექციებით რომ ხალხი გეღუპებათ“- გიორგი ფხაკაძე

0

06/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მოვუსმინე „მთავარ არხზე“ გადაცემას – „ღამის მთავარი – ეკა კვესიტაძესთან ერთად“, ხუთი ადამიანი იყო სტუმრად. ერთ-ერთი იყო „ევექსის“ კლინიკური დირექტორი, გია ხურციძე. მე ვმუშაობდი „ევექსის“ კლინიკაში.


„ევექსის“ კლინიკური დირექტორი ამბობდა, რომ ჯანდაცვის მინისტრი ვერ აკეთებს საქმეს და მე ჩამოვიტან ვაქცინასო!.. ასეთი დიდი კორპორაცია რატომ ერევა ასეთ საქმეში?! ჯერ საკუთარ საავადმყოფოებს მიხედე! „ევექსის“ კორპორაცია ერთ-ერთი დიდი კორპორაციაა, რომელსაც აქვს 300-ზე მეტი აფთიაქი – „ჯიპისი“ და „ფარმადეპო“ (ნაგავ პირბადეებს რომ ყიდიან)…


ეს ის კომპანიაა, რომელიც ლონდონის ბირჟიდან გამოაგდეს, აქციების 85%-ის ფასი დაეცა და გამოაგდეს.


ჯერ საკუთარ საავადმყოფოებს მიხედეთ, ინფექციის გავრცელებაზე კონტროლი განახორციელეთ. ხალხი რომ გიკვდებათ საავადმყოფოებში „ჯოინ ქომიშნ“-ის სტანდარტი ვერ დააკმაყოფილეთ…


„ევექსმა“ გააკეთა მეგალაბი – ძალიან კარგი და საინტერესო პროექტია, ეროვნული პროექტია. ფეისბუქ გვერდზე უდევთ ინფორმაცია, „ჯოინ ქომიშნ“-ის სტანდარტის მიხედვით ვაკეთებთო, – ამაში ფული უნდა გადაიხადო. კერძო კორპორაცია ხართ, ლონდონში რეპუტაცია დაკარგული გაქვთ, ქვეყანაში რეპუტაცია დაკარგეთ, მიხედეთ საავადმყოფოებს – ექთნებს ხელფასი მოუმატეთ, ტრენინგები ჩაატარეთ, ხარისხი აწიეთ, დაასუფთავეთ საავადმყოფოები, ფასები დაწიეთ, ხარისხიანი პირბადეები შემოიტანეთ. პოლიტიკას თავი დაანებეთ! – ადამიანი როცა შედის საავადმყოფოში და არ აქვს სიცხე, 24 საათში თუ ტემპერატურა იწევს, ეს ნიშნავს, რომ შიდა ჰისპიტალური ინფექციაა! ინფექცია დაემართა კლინიკაში შესვლის მერე – 90% არის ჰოსპიტლის ბრალი!


საკვების და თეთრეულის პრობლემა ვერ მოგიგვარებიათ საავადმყოფოებში! ტუალეტები ვერ მოგიწესრიგებიათ!


უნდა გქონდეთ კარგი ხარისხის პირბადე, კარგი ხარისხის ხელთათმანი, კარგი ხარისხის წამალი!


დააბოლეთ ვინც გინდათ! ჩემს მეგობრებს მე ვერ დაგაბოლებინებთ! ვინც ჩემს ლაივებს უყურებს, ყველანი ჩემი მეგობრები არიან, მართალია ონლაინმეგობრები, მაგრამ მე მათ მეგობრებად მივიჩნევ! ამიტომაც, მათ ვაწოდებ მართალ ინფორმაციას! – ხალხის არ გეშინიათ, ღმერთის მაინც გეშინოდეთ! ცოტათი მაინც ხომ უნდა გეშინოდეთ ღმერთის!


ჩინურ ვაქცინას ვერ შემოიტანთ, არასერთიფიცირებულ ვაქცინას არ შემოგატანინებთ, ყოველთვის გამხელთ – დედას გიტირებთ!


გასაგებია, ფულის კეთება ყველას უყვარს, მაგრამ ფულის კეთებასთან ერთად საქმეც გააკეთეთ!


ყველას დაგესევით, ყველას გიყურებთ, ვერაფერს მიზამთ! – რა უნდა მიქნათ, გაეროდან ვერ გამაგდებენ იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ექსპერტი ვარ! გავ-იდან გამაგდებენ?! – იქაც დამოუკიდებელი ექსპერტი ვარ! ტვილდიანის სამედიცინო უნიევსრიტეტიდააც ვერ გამაგდებთ? – სრული პროფესორი ვარ, იქაც ვერაფერს მიზამთ!


შემოვლითი გზით, არაოფიციალურად ვაქცინების შესყიდვაზე მოლაპარაკებას ისეთი ქვეყნები აწარმოებენ, რომელი ქვეყნებიც არის ჩამოშლილი.


ერთ-ერთი ყველაზე დიდი კორპორაციის წარმომადგენელი („ევექსის“ კლინიკური დირექტორი) ამბობს, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას!


ორი დღის წინ მე ვთქვი, გამოვააშაკარავე ის, რაც ხდება, ზოგადად, საქართველოში ჯანდაცვის სფეროში!


რომ მითხრან, – საქართველოში ჩამოდი და საქმე გააკეთე, ჩემი პასუხი იქნებოდა, – კი ბატონო, ჩამოვალ, დაგეხმარებით, მაგრამ ყველამ, პატარა პარტიებიდან დაწყებული დიდამდე – ყველამ ერთად უნდა თქვან თანხმობა! ვიმუშავებ ხელფასის გარეშე, ხელფასი მექნება სიმბოლურად 1 თეთრი, 1 ლარი! საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საკმარისი მაქვს! არ მომიპარავს ერთი თეთრიც კი!- ეს უნდა იყოს არაპოლიტიკური თანამდებობა!- ჩამოვალ და ვიმუშავებ! არავინ არ უნდა ჩაერიოს ჩემს საქმეში! მე გავაკეთებ საქმეს, თუ გინდათ, 8 თვის მერე გამაგდეთ! მეტს მაინც არავინ გამაჩერებს. მაგრამ ამ 8 თვეში ასე თუ ისე დავალაგებ სიტუაციას ჯანდაცვაში, საავადმყოფოებში. დათანხმდებიან? არა მგონია! არავინ!


მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, გიჟი უნდა იყო, რასაც მე ვაკეთებ! – თქვენ გააკეთებდით ასეთ რამეს?! – არა!


ვაქცინების მომწოდებელთან მოლაპარაკება უნდა დაწყებულიყო სექტემბერში! ვაქცინა უნდა შემოიტანოს სახელმწიფომ!


რომ არ მეყვირა სამი დღის წინ… რა მოხდა?! – პრემიერმა დაუძახა მინისტრს და ამირან გამყრელიძეს, არ ვიცი, რა ელაპარაკა, – ორივე გამოვიდა ფერდაკარგული და მერე დაიწყეს შფოთვა, მოქმდება, – ვაქცინა შემოგვაქვსო!


ვაფრთხილებ ყველა ექსპერტსაც, – ბევრ არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ! – ვაი, თქვენი ბრალი!.. ყოველთვის ვიტყვი ხმამაღლა – ვინ ხართ, რა ხართ, რას აკეთებთ! გასაქანს არ მოგცემთ, მოატყუოთ ქართველი ხალხი და მათ ხარჯზე გააკეთოთ მილიონები!“- აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

INDEPENDENT ACCOUNTABILITY FOR WOMEN’S, CHILDREN’S AND ADOLESCENTS’ HEALTH IS AT RISK

0

19 November 2020


While independent accountability has been central to a landmark decade of progress in women’s, children’s and adolescents’ health, under the mobilization of the Every Woman Every Child (EWEC) movement, it is currently under threat. The UN Secretary-General’s office is considering closing both the Independent Accountability Panel (IAP) and EWEC by the end of the year, without a clear transition plan to a new mechanism. While the aim is to shift EWEC and IAP functions from a global to country focus in line with UN reform, it is notable that the COVID-19 crisis only highlights an urgent continued need for global solidarity and cooperation.

Current and former IAP, independent Expert Review Group (iERG) co-chairs and IAP Members, call upon WHO Director-General Dr Tedros Adhanom Ghebreyesus to establish an independent accountability panel for health-related SDGs and rights, focusing on those left behind, especially women, children and adolescents. They also call upon UN Secretary-General Antonio Guterres to ensure EWEC functions to assure the health and rights of women, children and adolescents get the highest level of political attention, investment and stakeholder commitment throughout the COVID-19 pandemic and beyond.

Now is the time to promote and inclusive culture of accountability in order to connect commitment to progress in a justifiable and constructive way. Through the democratization of accountability, the global community is better equipped to reflect and respond to the voices and experiences of people, especially those left behind. Global solidarity is needed now more than ever to take decisive action, underpinned by the principles of accountability, to bring relief to and uplift the health of everyone. There is no time to lose.

Read the full correspondence in the Lancet: here and download PDF: here



PIIS0140673620324843
.pdf
Download PDF • 206KB


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://iapewec.org/news/independent-accountability-for-womens-childrens-and-adolescents-health-is-at-risk/

ვირუსი დაგვანებებს თავს, როდესაც დედამიწაზე ბოლო პაციენტი განიკურნება – გიორგი ფხაკაძე16-04-2020

0

16.04.2020 Rustavi2

გაეროს ექსპერტი, ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გიორგი ფხაკაძე “დღის კურიერში” ამბობს, რომ ვირუსი მაშინ გაქრება, როდესაც მსოფლიოში აღარც ერთი დაინფიცირებული ადამიანი აღარ იქნება. გიორგი ფხაკაძე შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავალს ხედავს და ეს სოციალური დისტანცირებაა.

“ვირუსი დაგვანებებს თავს, როდესაც ბოლო პაციენტი დედამიწაზე იქნება განკურნებული, მანამდე ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს და ეს იქნება დამოკიდებული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ცხოვრობს დედამიწაზე.“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, თავდაპირველად იყო მოლოდინები რომ ვირუსი ზაფხულის პერიოდში გაქრებოდა, თუმცა ეს მოლოდინები მას შემდეგ გაქრა, როდესაც აფრიკის კონტინენტზე ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.

“ეს ვირუსი დაიწყო ზამთარში და ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ალბათ ზაფხული მოვა, ტემპერატურა აიწევს და ზაფხულში როგორც სეზონური გრიპი, ეს გრიპიც გაივლის. თქვენ ალბათ ნახეთ სტატისტიკურად, პირველ თვეებში აფრიკის ქვეყნებში ეკვატორის ირგვლივ ქვეყნებში არ იყო დაფიქსირებული ვირუსი, რაც ძალიან დიდ იმედებს იძლეოდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ალბათ აპრილი მაისში იქნება პიკი მთელს მსოფლიოში და უკვე ივლისი აგვისტო ამოვისუნთქებთ და ყველაფერი იქნება კარგად. მაგრამ, სამწუხაროდ, პირველი ინფორმაცია როცა წამოვიდა, რომ აფრიკულ კონტინენტზე ვირუსი გავრცელდა, ეს იყო პირველი საგანგაშო ზარი,“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/161581

Verified by MonsterInsights