#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ფსიქიკური ჯანმრთელობა განსაზღვრავს დემენციის განვითარების რისკს ახალგაზრდა ასაკში
კვლევა – 15 ფაქტორი, რომელიც ადრეული დემენციის რისკთან არის დაკავშირებული
მიუხედავად იმისა, რომ დემენცია უფრო გავრცელებული ხანდაზმულებშია, ყოველწლიურად ასობით ათას ადამიანს უსვამენ ადრეული დემენციის (YOD) დიაგნოზს. ამის მიზეზს გარკვეულ ნათელს ჰფენს ახალი, საკმაოდ ვრცელი კვლევა.
ამ სფეროში ჩატარებული კვლევების უმეტესობა თაობებს შორის გადაცემულ გენეტიკას სწავლობს, მაგრამ ამ ამჯერად, მკვლევართა ჯგუფმა ასევე გამოავლინა ცხოვრების სტილისა და ჯანმრთელობის 15 სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც ადრეული დემენციის რისკთან არის დაკავშირებული.
„ეს გახლავთ ყველაზე დიდი და მტკიცე კვლევა ამ მიმართულებით ჩატარებულთა შორის. საინტერესოა, რომ პირველი კვლევაა, რომელიც ცხადყოფს, რომ გარკვეული ქმედებებით შეგვიძლია შევამციროთ ამ დაავადების რისკი, თუკი მიზანში ამოვიღებთ სხვადასხვა ფაქტორს“, — ამბობს ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი დევიდ ლეველინი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაცია – ახალი სიტყვა თანამედროვე მიკროქირურგიულ ფლებოლოგიაში
პირველად საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ფლებოლოგმა უჩა დოლიძემ ჩაატარა ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაციის პროცედურა. ლაზერული აბლაციის (VALA – Vacuum Assisted Laser Ablation) ეს მეთოდი იძლევა შესაძლებლობას, საიმედოდ, უსაფრთხოდ და გართულებების რისკის გარეშე ლაზერით დაიხუროს დიდი, 15 მმ-ზე მეტი დიამეტრის ვარიკოზული ვენები.
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მინიინვაზიური მეთოდის, ლაზერული აბლაციის დროს ლაზერის ზემოქმედება ხდება ცარიელი ვენის კედელზე, პროცედურა ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით. თუმცა ბოლო დრომდე, დიდი დიამეტრის ვარიკოზული ვენების შემთხვევაში, ამ მეთოდის გამოყენება ტექნიკურ სირთულეებს უკავშირდებოდა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
კიბოს იმუნოთერაპიის პრინციპია, იმოქმედოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე ისე, რომ გააძლიეროს მისი უნარი კიბოს უჯრედის დასამარცხებლად
უკვე ერთ საუკუნეზე მეტია, რაც მეცნიერთა ყურადღება მიიქცია ორგანიზმის იმუნური სისტემის უნარმა, ებრძოლოს და დაამარცხოს სხვადასხვა დაავადების გამომწვევი. იმუნოლოგიის პრაქტიკულმა გამოყენებამ ონკოლოგიაში მედიცინის ახალი დარგი, იმუნოონკოლოგია შექმნა. ბოლო ათწლეულების მეცნიერული და ფარმაცევტული ტექნოლოგიების ერთობლივმა მიღწევებმა კიბოს მკურნალობაში, ხელმისაწვდომი გახადა აქამდე არსებულისაგან სრულიად განსხვავებული პრეპარატები.
კიბოს იმუნოთერაპიის პრინციპია, იმოქმედოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე ისე, რომ გააძლიეროს მისი უნარი კიბოს უჯრედის დასამარცხებლად. კლინიკა “კონსილიუმ მედულა” საქართველოში იმუნოთერაპიის, როგორც კიბოს სტანდარტული მკურნალობის დანერგვის პროცესის აქტიური მონაწილეა. ამის საფუძველს იძლევა საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში კლინიკის აქტიური მონაწილეობა 2004 წლიდან და უკვე იმუნოთერაპიაში გამოცდილი კლინიკური ონკოლოგების ძალისხმევა. კლინიკაში ჩატარებულ საერთაშორისო კვლევებში გამოყენებული რამდენიმე იმუნოპრეპარატი უკვე მთელს მსოფლიოშია აღიარებული და დაშვებულია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
კლინიკა “კონსილიუმ მედულაში” ძუძუს, ფილტვის, თირკმლისა და ღვიძლის კიბოს სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება იმუნოთერაპიული მედიკამენტები სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსებით. კლინიკაში მუდმივად მიმდინარე კლინიკურ კვლევებში ჩართულ ონკოლოგიურ პაციენტებს გამოკვლევები და იმუნოპრეპარატებით მკურნალობა უფასოდ უტარდებათ.
თუ თქვენ გაინტერესებთ, რამდენად შესაძლებელია იმუნოთერაპიის გამოყენება თქვენს შემთხვევაში, დაგვიკავშირდით, ჩვენი კლინიკური ონკოლოგები გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას.
კონსილიუმ მედულა ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.
პროსტატის კიბო აღარ არის ისეთი საშიში დაავადება როგორც ადრე, რადგან ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა…
პროსტატის კიბო აღარ არის ისეთი საშიში დაავადება როგორც ადრე, რადგან ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა…
პირის ღრუს ჰიგიენა ბრეკეტ-სისტემით მკურნალობის დროს…
პირის ღრუს ჰიგიენა ბრეკეტ-სისტემით მკურნალობის დროს…
ჯანმრთელი და მოვლილი კბილები ყველა ორთოდონტული მკურნალობის წინაპირობაა. იმისათვის, რომ ბრეკეტ-სისტემით მკურნალობისას შევინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა, მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების ზედმიწვენით დაცვა.
წესები ასეთია:
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სამედიცინო დაწესებულებებისთვის სახანძო უსაფრთხოების ნორმების დაცვა
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სამედიცინო დაწესებულებებისთვის სახანძო უსაფრთხოების ნორმების დაცვა
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ბავშვის დასამშვიდებლად მობილურისა და პლანშეტის გამოყენება არ შეიძლება
მართალია, მობილურის ან პლანშეტის ეკრანით ბავშვის დამშვიდება და გართობა ნაცადი და ძალიან ეფექტური ხერხია, თუმცა ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ეს ინდივიდის ფსიქიკისთვის დამაზიანებელია.
2018-2020 წლებში ჩატარებულ კვლევაში 422 მშობელი და ამდენივე 3-დან 5 წლამდე ბავშვი მონაწილეობდა.
მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ელექტრონული მოწყობილობების დამშვიდების მექანიზმად გამოყენება დაკავშირებულია ბავშვებში ემოციურ რეაქტიულობასთან და ემოციურ დისრეგულაციასთან. მაგალითად, ასეთი ბავშვების ხასიათი ძალიან სწრაფად იცვლება და იმპულუსურობა იმატებს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi










