#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სიმსუქნესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკებია…
ფიტნეს და სხვადასხვა სპორტულ კლუბებს სჭირდებათ კვალიფიციური პერსონალი
ერთად მუშაობის სარგებელი
ინდუსტრიაში თანამშრომელთა სამუშაო უნარებისა და სტანდარტების გასაუმჯობესებლად, თანამშრომლობის ზოგიერთი ძირითადი სარგებელი EREPS-ის პროგრამის საშუალებით, შეიძლება შემდეგნაირად შეჯამდეს :
- ფიტნეს და სხვადასხვა სპორტულ კლუბებს სჭირდებათ კვალიფიციური პერსონალი და მათი პროფესიული მიღწევები უნდა იყოს აღიარებული ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე (პირველ რიგში ევროპული, რადგან საქართველოს მისწრაფებაა, შეუერთდეს ევროპის სივრცეს);
- მსოფლიო მასშტაბით ფიტნეს ინდუსტრია სწრაფად მიიწევს წინ, დღის წესრიგში მოსახლეობის ჯანმრთელობის მეტად აქცენტირების მიმართულებით და ამასთან ერთად უფრო დიდი შესაძლებლობები ჩნდება, მაგრამ ყოველივე ეს მოითხოვს უფრო მაღალკვალიფიციურ და მეტ სამუშაო ძალას, ვიდრე ამჟამად არსებობს ფიტნეს ინდუსტრიაში;
- ინდუსტრიას ესაჭიროება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი პროდუქციისა და მომსახურების სფეროების გაზრდა, როგორც არსებული მომხმარებლებისთვის, ასევე მათთვის, ვისთვისაც საჭიროა წახალისება, რათა სისტემატიური მეთვალყურეობის ქვეშ რეგულარულად ივარჯიშონ;
- დასტურდება, რომ პერსონალის კვალიფიკაციის დონის ამაღლებისთვის მიღებული ზომები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას, ხოლო პერსონალისთვის ტექნიკური უნარების შენარჩუნება-განვითარებაზე ზრუნვა კი იწვევს მომხმარებლების შენარჩუნებას და მატებას;
- EREPS-ის მონაცემთა ბაზა დამოუკიდებელი და საიმედო რესურსია დარგის სპეციალისტების დადასტურებული უნარების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად მთავრობებისთვის, სააგენტოებისთვის, ოპერატორებისთვის და ა.შ.;
- ერთობლივად, EuropeActive–ისა და EREPS–ის მიზნის განხორციელებისათვის, დაეხმაროს ფიტნესის ინდუსტრიას განათლებისა და ტრენინგის ხარისხის გაუმჯობესებაში და მასში დასაქმებული მუშაკების განვითარებაში, მნიშვნელოვანია ეროვნული რეესტრების (როგორც ჩვენია უკვე) შექმნა და მათი ინტეგრაცია EREPS–თან (ჩვენ ამჟამად მალტის რეესტრის გავლით ვართ ინტეგრირებული) https://fitnessacademyeurope.com/faepro/
უწყვეტი სწავლებისთვის (მათ შორის, კარიერული და პროფესიული განვითარების) მოთხოვნების არსებობა ხელს შეუწყობს ინდუსტრიაში საყოველთაო სტანდარტებისა და უნარების განვითარებას გაუმჯობესებული სწავლების და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდის გზით.
სექტორის მიერ თვითორგანიზებისა და თვითრეგულირების შესაძლებლობის გამოვლენით, EREPS ეხმარება ეროვნულ ასოციაციებს და მათ პარტნიორებს მთავრობებთან ურთიერთობების დამყარებაში.
ეს პროცესი წარიმართება დამოუკიდებლად და გამომდინარე იქედან, რომ ყველა ეტაპზე გამოყენებულია ევროპული სტანდარტები, რომელსაც მხარს უჭერს ევროკომისია, მისი ოპერაციული პრინციპები ძლიერი და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულია.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
არის თუ არა ჭიები, ბავშვებში მუცლის ტკივილი მიზეზი…
არის თუ არა ჭიები ისეთი იპრობლემა, რომელიც მუცლის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.
გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ საუბრობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, „გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის“ პედიატრი, გასტროენტეროლოგი, ევროპის პედიატრთა, გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა ასოციაციის წევრი მარიამ ღუღუნიშვილი:
„ძველი დროის მიდგომებს დიდად ვერ გავკიცხავ, მაშინ სხვა დაავადებები დიდად ცნობილი არ იყო და ყველაფერი ჭიების ირგვლივ ტრიალებდა.
უამრავი ჩივილი, შეიძლება მივაწეროთ ჭიას და პარაზიტებს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა პარაზიტებზე ვსაუბრობთ, ასე კრებითი სახელით საუბარი, სწორი არ იქნება. ყველა პარაზიტს და ჰელმინთს მკურნალობა არ სჭირდება და არ ვმკურნალობთ. რა თქმა უნდა, არის გარკვეული პარაზიტებიც, რომელთაც აუცილებლად სჭირდებათ მკურნალობა, – ტოქსოკარა, ასკარიდა და ა.შ. შეიძლება, რომ ჟიარდიამ ძალიან ხშირად ფაღარათიც გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრის მკურნალობა თვითნებური არ იყოს“.
კითხვის ნიშნები აბორტის გარშემო…
ტელეკონსილიუმი თემაზე – აბორტი:
დაიწყეს მუშაობა დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებისათვის.
უნდა დაისვას შეკითხვა, – იმიტომ კი არა, რომ აბორტი შეამცირო, არამედ ნიშა განსაზღვრო…“
კითხვის ნიშნები აბორტის გარშემო…
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
ტაქიკარდია და არითმია, რომლის ეპიზოდიც ძლიერი ჩასუნთქვით ჩერდება
სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (სვტ) ხშირად ვლინდება გულის უეცარი (პაროქსიზმული) აჩქარებით. ეს აჩქარება, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე წამი, წუთი ან საათი და ის ჩერდება სპონტანურად, გარკვეული სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებით ან მედიკამენტურად.
არსებობს სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის მუდმივად (განუწყვეტლად) მიმდინარე ფორმებიც, თუმცა შედარებით იშვიათად. პაროქსიზმული ფორმის სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიის სიმპტომებსა და მკურნალობის გზებზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ არითმოლოგი გიორგი ცხომელიძე საუბრობს:
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
რა უნდა ვიცოდეთ კვერცხზე ალერგიის დროს?
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
კვებას ციკლის სხვადასხვა დღეებში ქალის განწყობასა და ფიზიკურ მდგომარეობას გავლენა…
მენსტრუალური ციკლი საშუალოდ,28 დღეს გრძელდება და რამდენიმე ფაზას მოიცავს. თითოეულ ფაზაში ქალი სრულიად განსხვავებულად გრძნობს თავს. ხან ემოციები ეძალება და ტირილი უნდა, ხან ტკბილზე აქვს მოთხოვნილება,შემდეგ მადა ეკარგება, მერე კი სამმაგი ძალით უნდა ჭამა.
აღმოჩნდა, რომ კვებას ციკლის სხვადასხვა დღეებში ქალის განწყობასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა და გაუმჯობესება შეუძლია.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
„DRG-ის დანერგვით მოსახლეობამ 170 მლნ უკვე დაზოგა“ – აზარაშვილი
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ყოფილი ხელმძღვანელი საზოგადოებას ამ პოსტით სამინისტროში 2-წლიანი მუშაობის ანგარიშს აბარებს.
„კლინიკებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული გადახდის სისტემის დანერგვით მოქალაქის მხრიდან თანაგადახდა ისტორიულ 10%-იან მინიმუმზეა და მოსახლეობამ 170 მლნ ლარი უკვე დაზოგა, მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში კი ბიუჯეტში მიტაცებული მილიონობით ლარი დაბრუნდა.
„გაურკვეველი წარმოშობის ონკომედიკამენტების დანიშვნის სქემაში, სავარაუდოდ, 60 ექიმია ჩართული“ – აზარაშვილი
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ყოფილი ხელმძღვანელი საზოგადოებას ამ პოსტით სამინისტროში 2-წლიანი მუშაობის ანგარიშს აბარებს.
“მინდა, საზოგადოებისთვის ჩემი სამინისტროში მოღვაწეობის ორწლიანი ანგარიში, მადლიერებით დავიწყო, რადგან ხშირად მოკლევადიანი პიარით მოხიბლულებს ვინ ვართ გვავიწყდება. გულწრფელი მადლობა მსურს, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს 4 წლის წინ გამოჩენილი ნდობისთვის, 20-წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ რომ მომცა შესაძლებლობა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ჯერ ქვეყნის თავდაცვის მიმართულებით და 2022 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროში. ამიტომ ჩემთვის უძვირფასესი ჩემი საქმიანობის მისი გულწრფელი შეფასებაა. სწორედ ამ მხარდაჭერითა და ერთსულოვნებით შევძელით სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება. ჩემთვის ეს ხომ ერთი ჩვეულებრივი სამსახური კი არა, ქვეყნისთვის მსახურება იყო.
იმ დროისთვის, ჯანდაცვის სექტორში მოცემულობა იყო კრიტიკულად რთული, სუსტი კონტროლით და სრული დერეგულაციით მიღებული სავალალო შედეგები კი – მყისიერად მოსაგვარებელი. ამას თან ერთვოდა კოვიდის მიმდინარე საფრთხეები; ზოგიერთი კლინიკის და ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად ფულის მიტაცების ცხადი ფაქტები.
სამინისტროში საქმიანობის ორწლიან პერიოდში, ყოველი დღე, იყო სტრესით, ზეწოლითა და პროტესტით სავსე. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება კი – პრინციპული, გაბედული და რისკიანი, ის ხომ სისტემაში წლობით ფესვგადგმულ უმსგავსობას პირდაპირ თუ ირიბად ეხებოდა. თუმცა, გუნდის ერთიანი სულისკვეთებით, საქმის კეთების მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით და ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით განვახორციელეთ რეფორმები, რომლებზე საუბარიც კი ბევრს წარმოუდგენელი ეჩვენებოდა.
კლინიკებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული გადახდის სისტემა იყო 30 წლის მანძილზე წინამორბედი ყველა მინისტრის დიდი სურვილი, რომ დაენერგათ. პირველივე წელს შევძელით და ამოქმედდა ეს სისტემა, რომელმაც ტრანსპარენტული გახადა ყველა არაკეთილსინდისიერი მოთამაშის ქმედება და დარღვევის ყველა დეტალი ზედაპირზე გამოიტანა. სწორედ ამიტომ, დავაინიცირეთ სამედიცინო რეგულირების კანონში ცვლილება, რომელსაც, სამწუხაროდ, კიდევ უფრო დიდი პროტესტი მოყვა, ეს ხომ ზოგიერთისთვის არაკეთილსინდისიერად, ხალხის სიცოცხლისა და ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებდა. DRG-ის დანერგვის შემდეგ მოქალაქის მხრიდან თანაგადახდა ისტორიულ 10%-იან მინიმუმზეა და მოსახლეობამ 170 მლნ ლარი უკვე დაზოგა, მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში კი ბიუჯეტში მიტაცებული მილიონობით ლარი დაბრუნდა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi










