საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
ერთი შეხედვით, ეს ზღაპრულ ცხოვრებას ჰგავს, მაგრამ ჯო კამერონისთვის უმტკივნეულო და შიშის გარეშე ცხოვრება ყოველდღიურობაა.
მეცნიერები ამ უჩვეულო შემთხვევას დიდი ხანია სწავლობენ და ახლა მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზს მიაგნეს. საუბარია „უსარგებლო” გენზე, რომელიც ადამიანში შიშს, შფოთვასა და ტკივილს სრულად აქრობს.
კამერონს, რომელიც შოტლანდიაში ცხოვრობს, ეს სიმპტომები შედარებით გვიან დაუფიქსირეს. აღმოჩნდა, რომ ქალს ცხოვრებაში არასოდეს განუცდია ტკივილი ან თუნდაც სერიოზული შფოთვა, აღარაფერს ვამბობთ შიშზე.
როგორღაც ისე მოხდა, რომ კამერონმა მსგავსი ჩივილებით ექიმს პირველად 65 წლის ასაკში მიმართა. შედეგად ექიმებმა აღმოაჩინეს სახსრების მძიმე დეგენერაცია, რასაც პაციენტისთვის საშინელი ტკივილი უნდა მიეყენებინა.
კამერონმა განაცხადა, რომ საერთოდ ვერ გრძნობდა ტკივილს. ერთი წლის შემდეგ, მას ჩაუტარდა სერიოზული ოპერაცია ხელზე, რომელსაც თან ახლავს მნიშვნელოვანი პოსტოპერაციული ტკივილები. კამერონმა კვლავ განაცხადა, რომ ვერ გრძნობდა ტკივილს ხელში. მეტიც, მას ცხოვრებაში ტკივილგამაყუჩებლების მიღება არ დასჭირვებია.
2019 წელს მკვლევრებმა გამოავლინეს გენი, FAAH-OUT, რომელიც, დაკავშირებულია ამ უჩვეულო მდგომარეობასთან. ჟურნალ Brain-შიახლად გამოქვეყნებული კვლევა დეტალურად აღწერს კამერონის ტკივილის უგრძნობლობის მოლეკულურ მექანიზმს. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მკვლევრების აზრით, FAAH-OUT-ისა და FAAH-ის გენების მუტაციები პასუხისმგებელნი არიან კამერონის ტკივილის მგრძნობელობის გამომუშავებაზე, ხოლო FAAH-OUT გენი, როგორც ჩანს, ამცირებს FAAH გენის გამოხატვას.
“კვლევამ გამოავლინა მოლეკულები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჭრილობის შეხორცებასა და შესაბამის პროცედურებზე. საბოლოოდ, ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს FAAH-OUT მუტაცია. ეს აღმოჩენები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მედიცინაზე. ზუსტად იმის გაგებით, თუ რა ხდება მოლეკულურ დონეზე, ჩვენ შეგვეძლება ტკივილის გაკონტროლება”, — ამბობენ მკვლევრები.
ყველაზე გასაოცარი რამ FAAH-OUT-სა და FAAH-ის შესახებ არის ის, რომ ისინი გვხვდება ადამიანის დნმ-ის 98%-ში, რომელიც არ არის კოდირებადი. მათ ხშირად უწოდებენ “უსარგებლო” დნმ-ს. რატომ? დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ეს გენები “არაფერს აკეთებენ”. როგორც კამერონის შემთხვევა ცხადყოფს, ეს ბევრად უფრო საინტერესო სფეროა, ვიდრე უბრალოდ არასაჭირო გენები.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
კვებასთან დაკავშირებული დეტალები ქალებისთვის!
ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯანსაღი კვება პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელ ორგანიზმსა და სხეულთან, მაგრამ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება საკმაოდ რთულია.
ეს არ არის გასაკვირი.
მარტივი არ არის უარის თქმა ტკბილეულსა და ცხიმებით გაჯერებულ „ჯანქ ფუდზე“.
ისინი მდიდარია მარტივი ნახშირწყლებით და ნაჯერი ცხიმებით; მარტივ ნახშირწყლებს, ნაჯერ ცხიმებსა და სხვა უამრავი მავნე ნივთიერებით მდიდარ საკვებს ჩვენი რაციონის უდიდესი ნაწილი უკავია.
მათ გავლენას აუცილებლად ვიგრძნობთ ახლო მომავალში; ცხოვრების წესსა და საკვებთან არის დაკავშირებული მძიმე დაავადებები, როგორიცაა: დიაბეტი, კიბო, გულსისხლძარღვთა გართულებები, არამედ, ფაქტობრივად, ჯანმრთელობის ყველა პრობლემა;
ასე რომ, კითხვაზე, – ნთუ როგორ დავიწყოთ სწორი კვება, პასუხი მარტივია – უპირველესად, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ არაჯანსაღი საკვები. ამის შემდეგ ნელ-ნელა დავნერგოთ სწორი, დაბალანსებული კვება
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
კვებასთან დაკავშირებული დეტალები ქალებისთვის!
ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯანსაღი კვება პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელ ორგანიზმსა და სხეულთან, მაგრამ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება საკმაოდ რთულია.
ეს არ არის გასაკვირი.
მარტივი არ არის უარის თქმა ტკბილეულსა და ცხიმებით გაჯერებულ „ჯანქ ფუდზე“.
ისინი მდიდარია მარტივი ნახშირწყლებით და ნაჯერი ცხიმებით; მარტივ ნახშირწყლებს, ნაჯერ ცხიმებსა და სხვა უამრავი მავნე ნივთიერებით მდიდარ საკვებს ჩვენი რაციონის უდიდესი ნაწილი უკავია.
მათ გავლენას აუცილებლად ვიგრძნობთ ახლო მომავალში; ცხოვრების წესსა და საკვებთან არის დაკავშირებული მძიმე დაავადებები, როგორიცაა: დიაბეტი, კიბო, გულსისხლძარღვთა გართულებები, არამედ, ფაქტობრივად, ჯანმრთელობის ყველა პრობლემა;
ასე რომ, კითხვაზე, – ნთუ როგორ დავიწყოთ სწორი კვება, პასუხი მარტივია – უპირველესად, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ არაჯანსაღი საკვები. ამის შემდეგ ნელ-ნელა დავნერგოთ სწორი, დაბალანსებული კვება;
კვების ძირითადი დეტალები:
კვების სწორი რეჟიმის დაცვა: ოპტიმალურად ითვლება საკვების მიღება ოთხჯერ, 4-5 საათიანი ინტერვალით, ერთსა და იმავე დროს. ამასთან, საუზმე უნდა შეადგენდეს სადღეღამისო რაციონის 25%-ს, სადილი – 35%-ს, სამხარი – 15%- ს, ხოლო ვახშამი – 25%-ს.
ვახშამირეკომენდებულია დაძინებამდე დაახლოებით 3 საათით ადრე.
რაციონის საკმარისი, მაგრამ არა გადაჭარბებული კალორიულობა:
მიღებული კალორიების რაოდენობა უნდა ანაზღაურებდეს ადამიანის ენერგოდანახარჯებს (რაც, გარკვეულწილად, დამოკიდებულია ადამიანის სქესზე, ასაკსა და ცხოვრების სტილზე, ასევე – შრომის თავისებურებაზე). ჯანმრთელობისთვის მავნებელია რაციონის როგორც დაბალი, ისე გადაჭარბებული კალორიულობა;
კვების ძირითადი კომპონენტების (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) სწორი ურთიერთშეფარდება: საშუალო დატვირთვისას ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შეფარდება არის 1:1:4, დიდი ფიზიკური დატვირთვისას – 1:1:5.
უნდა დაკმაყოფილდეს ძირითად საკვებ ნივთიერებებზე ორგანიზმის მოთხოვნილება (უპირველესად – შეუცვლელ ამინომჟავებზე, ცხიმოვან მჟავებზე, ვიტამინებზე, მიკროელემენტებზე, მინერალურ ნივთიერებებზე, წყალზე); საჭიროა მათი სწორი თანაფარდობა. სპეციალისტების რეკომენდაციით, ზრდადასრული და ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი დღეში სამჯერ ან ოთხჯერ უნდა იკვებებოდეს. ზოგჯერ, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებებისას, საკვების მიღებათა რიცხვი 5-6 -მდე იზრდება.
1. საკვები უნდა იყოს ახალი, ვინაიდან ის შენახვის შედეგად კარგავს ნუტრიენტულ თვისებებს. მომზადებული საკვების დიდი ხნით შენახვა არარეკომენდებულია. სასურველია, მიირთვათ ახლადდამზადებული საჭმელი;
2. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული. რაც უფრო მრავალფეროვანი პროდუქტია ჩართული რაციონში, მით მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას მიიღებს ორგანიზმი;
3. რაციონში ჩართული უნდა იყოს ბოსტნეული და ხილი. უმ ხილში კონცენტრირებულია სასიცოცხლო ძალა, მათში გაცილებით მეტი ვიტამინი და მიკროელემენტია, ვიდრე მოხარშულ ან კონსერვირებულ ხილში. უმი ხილი და ბოსტნეული აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას;
4. კვების სეზონურობა. გაზაფხულზე და ზაფხულში აუცილებელია მცენარეული საკვების რაოდენობის გაზრდა, ზამთარში – პირიქით, სჯობს საჭმელს დაემატოს ცილებითა და ცხიმებით მდიდარი პროდუქტები;
5. შეზღუდვა კვებაში – წონის მატება ძირითადად ვითარდება ენერგეტიკული დისბალანსის ფონზე, რის გამოც, სხეულის მასის დაკლების მიზნით, აუცილებელია კვების რაციონის ენერგეტიკულ ფასეულობათა შეზღუდვა. ამასთან, ბევრი საჭმელი იწვევს დაღლილობას და შრომის უნარის დაქვეითებას;
პროდუქტების გარკვეული თანაფარდობა:
არ შეიძლება ურთიერთშეუთავსებადი პროდუქტებით კვება, ეს აუცილებელი წესია. არათავსებადი პროდუქტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში იწვევს დუღილისა და ლპობის პროცესების გააქტიურებას, ორგანიზმში იწყება შლაკებისა და ტოქსინების დაგროვება. ამის გამო 40 წლის და მეტი ასაკის ადამიანებს ეწყებათ მუცლის შებერვა, გულძმარვა, უჩნდებათ ცუდი გემო და სუნი პირის ღრუში, ყაბზობა და სხვ. ეს მიუთითებს კვების წესის შეცვლის აუცილებლობაზე. აუცილებელი ვიტამინები ქალებისთვის: ფოლიუმის მჟავა; ვიტამინი B12; ვიტამინი D; კალციუმი; რკინა. ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემისათვის. ის პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორიცაა: დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოქმნა. ყველა ადამიანს სჭირდება ფოლიუმის მჟავა. იგი გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა მეხსიერე ბის დაკარგვა, ალცჰეიმერის დაავადება, სმენის ასაკობრივი დაქვეითება, ასაკობრივი მხედველობის პრობლემა, ოსტეოპოროზი, ძილის პრობლემები, დეპრესია, ნევრალგია, კუნთების ტკივილი, შიდსი, კანის დაავადება ვიტილიგო; ასევე გამოიყენება დაბერების ნიშნების შემცირების მიზნით. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ხელს უწყობს ანემიის განვითარებას. ანემია გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით: დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, გულმავიწყობა, უმადობა, ადვილად გაღიზიანებადობა, წონაში კლება. ფოლიუმის მჟავას დეფიციტის დროს ასევე იმატებს ინფარქტისა და ინსულტის, კიბოს ზოგიერთი ფორმის (მაგალითად, კუჭის კიბო), მამაკაცებში – უნაყოფობის რისკები და სხვა. კვლევებით დასტურდება, რომ ფოლიუმის მჟავა ასევე ხელს უშლის სხვა ისეთი დეფექტების განვითარებას, როგორიცაა კურდღლის ტუჩი, მგლის ხახა და გულის ზოგიერთი მანკი. არსებობს კვლევები, რომელიც ამტკიცებს ფოლიუმის მჟავას მნიშვნელობას ინსულტის, ნეირობლასტომისა და ლეიკოზების პრევენციისათვის.
ავტორი: ნინი გაწერელია
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
აგრესიის მედიკო-ქიმიური საფუძვლები…
აგრესია, მოტივები, მიზეზები და შედეგები.
„საგანგაშო მდგომარეობაა…“
საკვები, როგორც წამალი და საკვები როგორც საწამლავი.
„დაბალანსებული უნდა იყოს საკვები. ეს არის მთავარი პირობა ჯანმრთელობისათვის“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
პანკრეასის კიბოსთან დაკავშირებით, თქვენს მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებს რევაზ თურმანიძე პასუხობს.
„პანკრიასის ადენოკარცირომა არის პანკრიასის სადინრების ამოფენიეპითელიუმის ავთვისებიანი დაავადება, სხვაგვარად პანკრიასის კიბოსაც უწოდებენ…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
შაქარი ნახშირწყალია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება უამრავ საკვებში, რძეში შემავალი ლაქტოზადან დაწყებული, ხილსა და თაფლში ფრუქტოზამდე დამთავრებული. არსებობს შაქრის ორი ტიპი: ბუნებრივი შაქარი, როგორიცაა ლაქტოზა და დამატებული ან „თავისუფალი“ შაქარი, რომელიც შეიცავს დახვეწილ სუფრის შაქარს (საქაროზას), ასევე კონცენტრირებულ წყაროებს, როგორიცაა ხილის წვენი, თაფლი და სიროფი. ჯანდაცვის ორგანიზაციები, მათ შორის NHS გვირჩევენ, რომ შევამციროთ ეს „თავისუფალი შაქარი“.
რა რაოდენობით შაქრის მიღება შეიძლება ყოველდღიურად?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და დიდი ბრიტანეთის კვების ოფიციალური მრჩევლების რეკომენდაციებია, რომ ჩვენი ყოველდღიური კალორიების მხოლოდ 5% უნდა შედგებოდეს დამატებული “თავისუფალი” შაქრისგან.
ახალი კანონმდებლობა მიზნად ისახავს ევროკავშირის მზარდი შეფუთვის ნარჩენების დაგროვებას. ბლოკმა 2021 წელს ერთ მოსახლეზე 188,7 კილოგრამი შეფუთვის ნარჩენები შექმნა – ეს 10,8 კგ-ით მეტია ერთ ადამიანზე, ვიდრე 2020 წელს, რაც ყველაზე დიდი ზრდაა ბოლო 10 წლის განმავლობაში.
POLITICO-ს ინფორმაციით, აკრძალვის შემდეგ ბიზნესები ვალდებული იქნებიან, საკვებისა თუ სხვა პროდუქტების წამოსაღებად მომხმარებლებს საკუთარი, მრავალჯერადი კონტეინერების გამოყენების საშუალება მისცენ.
„ეს ისტორიული შეთანხმებაა. მოვუწოდებთ მომხმარებლებს, შეასრულონ თავიანთი როლი ნარჩენებთან ბრძოლაში“, — განაცხადა ევროპარლამენტარმა ფრედერიკ რაისმა, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს.
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო წლებში ევროკავშირში ნარჩენების რეკორდული ზრდის ტენდენციაა: 2021 წელს ერთ ადამიანზე 188.7 კილოგრამი შესაფუთი საშუალებების ნარჩენი დაგროვდა. ეს თითქმის 10.8-ჯერ მაღალი მაჩვენებელია 2020 წელთან შედარებით.
მთლიანობაში, ევროკავშირმა წარმოქმნა 84 მილიონი ტონა შესაფუთი ნარჩენი, საიდანაც 40,3% იყო ქაღალდი და მუყაო. პლასტმასი შეადგენდა 19.0%, მინა 18.5%, ხე 17.1% და ლითონი 4.9%.
2030 წლისთვის ევროკავშირის მასშტაბით ყველა მსგავსი შეფუთვა გადამუშავებული უნდა იყოს.
“ნაბეღლავის” უნიკალური მინერალური წყაროები თავისი სამკურნალო თვისებებით “ბორჯომს” არაფრით ჩამოუვარდება.
“ნაბეღლავი” — ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმ–კალციუმიანი სუფრის წყალია. წყარო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მიდამოებში, მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 475 მეტრის სიმაღლეზე.
სპეციალისტთა მტკიცებით, “ნაბეღლავის” რეგულარული მოხმარება წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებისგან და მას საჭირო მინერალებით ამდიდრებს.