ნიშვნელოვნად გაიზარდა დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის დიაგნოზის რისკი…
„გამოიკვეთა, რომ კლინიკის რეაბილიტაცია მიზანშეუწონელი იქნებოდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოს არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია“ – ზურაბ აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რამ განაპირობა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფოს აშენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კლინიკის შენობა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
„ხუთი სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, სამწუხაროდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეისთვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია. ასევე გვაქვს ბოლო დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი არსებული შენობის რეაბილიტაცია, მასზე დანახარჯების გაწევა და საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა. ისინი მუშაობდნენ დამოუკიდებელ საერთაშორისო მაკრედიტებელ კომპანიასთან ერთად, რომელიც ამავდროულად, იყო ჩვენი კონსულტანტი, თუ როგორი საერთაშორისო სტანდარტის უნდა იყოს ახალი კლინიკა. დასკვნის მიხედვით გამოიკეთა, რომ ყველა საჭირო და აუცილებელი სამუშაოების შემთხვევაში, რომელიც კლინიკაში ჩასატარებელია, ამ კლინიკის რეაბილიტაცია არახარჯეფექტური და მიზანშეუწონელი იქნებოდა. შედეგად, ჩვენ შემოთავაზებული გვაქვს ორი შენობის გარკვეული ნაწილის დატოვება. ძირითადი სამკურნალო კორპუსი რაც არის, იქ ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი აშენდება. იქნება 500 საწოლზე გათვლილი და ყველა ის მიმართულება თუ პროფილი ექნება, რაც აუცილებელია მრავალპროფილური კლინიკისთვის.
რამდენიმე დღის წინ ძლიერი ქარის დროს რესპუბლიკური საავადმყოფოს ფასადმა დაიწყო ცვენა, კონსტრუქცია არის საკმაოდ ამორტიზებული. ამ ნაწილში გვაქვს კიდევ ერთი დამატებითი დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, სადაც მითითებულია, რომ გადაუდებლად აუცილებელი, საჭიროა აღნიშნული ფასადის დემონტაჟი. შესაბამისად, მთავრობაზე მივიღეთ თანხმობა, რომ დავიწყებთ არსებული ფასადის სადემონტაჟო სამუშაოებს“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიონი ლარს შეადგენს, სამუშაოები კი 36-დან 48 თვემდე გაგრძელდება.
„თანხის ნაწილი მობილიზებული იქნება ჩვენი სახსრებიდან, ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საჭიროების შემთხვევაში, დონორები მზად არიან, ჩაერთონ როგორც აღჭურვის, ასევე მშენებლობის ნაწილში. ჯერ ასეთი საჭიროება არ იკვეთება“, – განაცხადა მინისტრმა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რას სთავაზობს ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს?
ჯანდაცვის სამინისტროს პროექტების განმახორციელებელი ერთეულის მენეჯერის, ნინო კვერნაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს კომპენსაციის რამდენიმე პაკეტი შესთავაზეს და მათ ფიქრისთვის 90 დღე აქვთ.
მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს თავიდან ააშენებს. არსებული შენობის დემონტაჟის აუცილებლობა ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა.
„დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შედგა შეხვედრა და მათ გაეცნოთ ყველა ის საკომპენსაციო პაკეტი და მოცულობა, რაზეც სამინისტრომ იმუშავა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. საკომპენსაციო პაკეტი განსხვავებულია შრომის კოდექსისგან და გაცილებით დიდია, რასაც შრომის კოდექსი ითვალისწინებს და რაც არის 2 თვე. თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს, მისთვის განსხვავებული პაკეტია შეთავაზებული და შეთავაზებები ეხება როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე ადმინისტრაციულ თანამშრომლებს. რაც შეეხება პაკეტს, იმ შემთხვევაში, თუ პირი თავიდანვე უარს იტყვის რესპუბლიკურთან გააგრძელოს რაიმე ტიპის შრომითი ხელშეკრულება, მიეცემა კომპენსაცია ხელფასის 12 თვის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ პირი მუშაობს სხვა სამსახურში, მას მიეცემა მხოლოდ 4 თვის კომპენსაცია, იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის 12-თვიან ანაზღაურებაზე, შესაძლებლობა მიეცემა, აირჩიოს სხვა ტოლფასი თანამდებობა და ამ შემთხვევაშიც კი, ის მიიღებს 4 თვის კომპენსაციას. თუ დასაქმებული უარს აცხადებს მიმდინარე პოზიციის დატოვებაზე და მასზე ვერ მოხდა ტოლფასი თანამდებობის შეთავაზება, ამ შემთხვევაში განიხილება, რომ მას შეუნარჩუნდეს 3-წლიანი ხელშეკრულება ხელფასის სრული ოდენობით, თუმცა განიხილება დასაქმების შესაძლებლობა იქამდე, ვიდრე არ დასაქმდება“, – განაცხადა ნინო კვერნაძემ და განმარტა, რომ ტოლფასი სამსახურის შეთავაზებაში განიხილება შინაარსობრივად იგივე სამსახური, თუმცა გეოგრაფიულად რამდენად მისაღები იქნება, ეს მოლაპარაკების საგანია.
ნინო კვერნაძე განმარტავს, რომ შესაძლებელია, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს იმაზე მეტი ხელფასი ჰქონდეს, ვიდრე სხვა კლინიკებს, რის გამოც ექიმებისთვის კომპენსაციების მიცემა გადაწყდა.
რაც შეეხება ექიმების პოზიციას, კვერნაძე ამბობს, რომ ექიმებთან არაერთი შეხვედრისას პოზიციების შეჯერება ხდებოდა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოს 600-მდე თანამშრომელი ჰყავს და მათ შეთავაზებაზე ფიქრისთვის 90 დღე აქვთ.
იდუმალი „დაავადება X“ – გაერო ახალი ეპიდემიის შესახებ გვაფრთხილებს
ეს ინფექციური დაავადება იმდენად მომაკვდინებელი და იდუმალებით მოცულია, რომ მის შესახებ არაფერი ვიცით. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეიძლება, იგი შემდეგი გლობალური ეპიდემია გახდეს. ამის შესახებ გაერო-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები იუწყებიან.
კოდური სახელწოდებით ცნობილი „დაავადება X“ იდუმალი პათოგენია, რომელიც აქამდე არავის აღმოუჩენია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისგან მოსალოდნელი საფრთხე თითქმის გარდაუვალია, მოხვდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის „ყველაზე სახიფათო სიაში“ — იმ პოტენციურ სამომავლო დაავადებათა კატალოგში, რომელთა გასანეიტრალებელი საშუალებებიც არადამაკმაყოფილებელია ან საერთოდაც არ არსებობს.
მაგრამ საინტერესოა, როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ასეთ საფრთხედ მივიჩნიოთ დაავადება, რომელიც ჯერ არც კი გამოვლენილა?
საუკეთესო გზა მასზე წარმოდგენის შესაქმნელად ისაა, რომ „დაავადება X“ ფლობს გადადების ისეთ შანსს, რომელსაც ჯერ არ შევხვედრივართ, მაგრამ მისი არსებობა სინამდვილეში შესაძლებელია. ის არის ე. წ. ცნობილი უცნობი. WHO-ს განცხადებით, საჭიროა სერიოზული მომზადება. სწორედ ამიტომ, ეს იდუმალი დაავადება უკვე შეტანილია ორგანიზაციის დაავადებათა პრიორიტეტების R&D Blueprint სიაში.
„დაავადება X წარმოადგენს აღქმას, რომ ამჟამად უცნობმა პათოგენმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული საერთაშორისო ეპიდემია“, — განმარტავს სპეციალურ განცხადებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
R&D Blueprint სია პირველად 2015 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად გადაიხედება. როგორც WHO განმარტავს, ამ სიის მიზანია იმ მოწინავე განვითარებადი პათოგენების პრიორიტეტიზაცია, რომლებმაც შეიძლება ახლო მომავალში სასტიკი ეპიდემიები გამოიწვიოს და რომელთათვისაც, ჯერ არ არსებობს მედიკამენტები.
სიას ბოლოს თებერვალში გადახედეს. ექსპრტები შეთანხმდნენ, რომ მკვლევართა ყურადღება სასწრაფოდ ესაჭიროება შემდეგ დაავადებებს: ყირიმ-კონგოს ცხელება (CCHF); ებოლასა და მარბურგის ვირუსული დაავადებები; ლასას ცხელება; ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი (MERS-CoV) და მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS); ნიპაჰისა და ჰენიპავირუსის დაავადებები; ხეობის ველის ცხელება (RVF) და ზიკას ვირუსი.
წელს WHO-მ სიას პირველად დაამატა „დაავადება X“. იქვე აღნიშნულია, რომ მაღალი ალბათობით, სიას მალე შესაძლოა დაემატოს კიდევ ერთი პათოგენი. ყოველივე ამან კი უნდა გაზარდოს მოახლოებული, უცნობი საფრთხის წინააღმდეგ მიმართულ კვლევათა ძალისხმევა.
„ისტორიული გამოცდილება ნათლად გვეუბნება, რომ შემდეგი დიდი ეპიდემია იქნება რაღაც ისეთი, რაც მანამდე არ გვინახავს“, — უთხრა The Telegraph-ს ნორვეგიის კვლევითი საბჭოს წევრმა და WHO-ს მრჩეველმა ჯონ-არნ როტინგენმა.
„შეიძლება უცნაური იყოს „დაავადება X“-ის დამატება, მაგრამ საქმე ისაა, რომ უნდა მოვემზადოთ მოქნილი გეგმისთვის ვაქცინისა და დიაგნოსტიკური ტესტების თვალსაზისით. გვსურს შევქმნათ პლატფორმები, რომლებიც იმუშავებს ნებისმიერი დაავადებისთვის; ეს უნდა იყოს სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს დროულად შევქმნათ დაავადებათა გასანეიტრალებელი საშუალებები“, — აღნიშნავს როტინგენი.
დაზუსტებით არავინ იცის, საიდან შეიძლება გამოჩნდეს „დაავადება X“, მაგრამ არსებობს მრავალი შესაძლო წყარო, მათ შორის არსებული ვირუსები, რომლებიც წარმოაჩენს ახალ ვირულენტობასა და სიმპტომებს (მაგალითად, ზიკა), გენური ინჟინერიის გზით მიღებული და ლაბორატორიებიდან გაპარული ვირუსები, ანდაც ბიოიარაღით გავრცელებული ვირუსები, ასევე, ზოონოზის გზით ცხოველებისგან ადამიანებზე გადასული ინფექციები.
„ეკოსისტემისა და ადამიანთა ჰაბიტატის ცვლილებასთან ერთად, ყოველთვის არსებობს ცხოველებისგან ადამიანებისთვის დაავადებების გადაცემის რისკი. ეს ბუნებრივი პროცესია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქმის კურსში ვიყოთ და მოვემზადოთ. სავარაუდოდ, ეს გახლავთ უდიდესი რისკი“, — ამბობს როტინგენი.
მართალია, მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ „დაავადება X“ ჯერ არ არსებობს, მაგრამ სამომავლოდ მისი გამოჩენის ალბათობა სწორედ ის ფაქტორია, რისთვისაც უნდა მოვემზადოთ იმ იმედით, რომ მომავლის ნებისმიერ დაავადებაზე ერთი ნაბიჯით წინ აღმოვჩნდეთ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ყოველდღიურად ვსპობთ ბუნებრივ გარემოს.
„მსოფლიოს განვითარებასთან ერთად, ადამიანთა და ცხოველთა კონტაქტი უფრო ინტენსიური ხდება და სავარაუდოდ, ახალი დაავადება სწორედ ამ გზიდან გამოჩნდება. სწრაფ გავრცელებას კი ხელს შეუწყობს თანამედროვე მოგზაურობა და ვაჭრობა“, — უთხრა The Telegraph-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნირო მრჩეველმა მარიონ კუპმენსმა.
მომზადებულია The Telegraph-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„ვცდილობთ, რომ უკვე აშენებული 2-სართულიანი შენობა დარჩეს და მინიმუმ გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული საჭიროებისთვის“
„რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფციით, უკვე აშენებული 2-სართულიანი შენობა, სავარაუდოდ, დარჩება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძველი შენობის ადგილას აშენდეს ახალი შენობა
„ჩვენი კონცეფციის მიხედვით და ახალი პროექტის მომზადებასთან ერთად ჩვენ გვექნება განხილვები კომპანიასთან, ვინც იქნება საერთაშორისო კომპანია შერჩეული პროექტირებისთვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ უკვე აშენებული 2-სართულიანი შენობა დარჩეს და მინიმუმ გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული საჭიროებისთვის, ხოლო ძველი შენობის ადგილას აშენდეს ახალი შენობა“, – თქვა აზარაშვილმა.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება, ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა დღეს აღნიშნა, რომ სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.
კითხვაზე, კითხვაზე, გააგრძელებს კლინიკა ფუნქციონირებას ამ სახით, როგორც არის, თუ შეწყვეტს მუშაობას, მინისტრი პასუხობს: „რამდენიმე თანმდევი პროცესია, როგორც შეთავაზებების ნაწილში, ასევე პროექტის ნაწილში. მოსამზადებელია როგორც კლინიკის პროექტი, ასევე დემონტაჟის.. კომპანია მოსაძებნია, მერე ყველაფერი შესათანხმებელი მერიასთან – ეს ყველაფერი ერთად არის გასაკეთებელი. ამ ეტაპზე პროცედურები მიდის“.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi










