შაბათი, ივნისი 20, 2026

რატომ იმატებენ ქალბატონები განსხვავებულად წონაში, რაზე მიუთითებს მატება სხეულის სხვადასხვა ნაწილში – ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

რატომ იმატებენ ქალბატონები განსხვავებულად წონაში?

რაზე მიუთითებს მატება სხეულის სხვადასხვა ნაწილში?

საუბრობს ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო”.

„ქალბატონი მუცლის წინა ნაწილში თუ იმატებს, სასქესო ჰორმონების ბალანსი არის შეცვლილი. უფრო მეტად ტენდენცია არის მამაკაცური ჰორმონის დონის მატების.

თითქმის იდენტური მდგომარეობაა ქალბატონებში, როდესაც მხარ-ბეჭის, მკლავების მიდამოში ხდება მატება. დამახასიათებელია ასევე ზედმეტი თმიანობა, აქაც მამაკაცური ჰორმონები გარკვეულწილად მონაწილეობენ და ასევე თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებიც იწყებენ ხოლმე ბალანსის ცვალებადობას“, – განაცხადა ენდოკრინოლოგმა, შოთა ჯანჯღავამ.

მისი თქმით, ქალბატონების შემთხვევაში, რომლებიც მამაკაცური ტიპით იწყებენ გასუქებას, მოსალოდნელია პოლიკისტური საკვერცხეები, ხშირად აკნოზური გამონაყარია ზურგის მიდამოში, ასევე სახის მიდამოში.

„სახის მიდამოში გასუქებას არ ვეძახით, უფრო შეშუპებითი პროცესებია დამახასიათებელი, რაც შესაძლოა იყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ან ისეთი ჰორმონების დაქვეითებით, რომლებიც უფრო პასუხისმგებელია სითხური ბალანსის რეგულაციაზე ჩვენს ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, როცა პაციენტი შემოდის ვიზიტზე და ვიზუალურად ვუყურებთ (ხშირად ონლაინ კონსულტაციები არ არის სრულად ინფორმაციული, რადგან პაციენტი უნდა დავათვალიეროთ) ასევე ხელით უნდა გავსინჯოთ ცხიმოვანი მასა რა ადგილებშია, სიმაგრე როგორია ამ ცხიმოვანი მასის, რომ მიზანმიმართულად ვიმუშაოთ.

ქალბატონები, რომლებიც მამაკაცური ტიპით იწყებენ გასუქებას, მოსალოდნელია პოლიკისტური საკვერცხეები, ხშირად აკნოზური გამონაყარია ზურგის მიდამოში, ასევე სახის მიდამოში, კანის ცხიმიანობაა ცოტათი შეცვლილი და უფრო ცხიმიანია კანი. ასეთი ქალბატონები უფრო ოფლიანობისკენ არიან მიდრეკილი და ასევე აღნიშნავენ ხოლმე, რომ ოფლს ცოტა სპეციფიკური სუნი აქვს. ისინი უმეტეს შემთხვევაში უშვილობისკენ არიან მიდრეკილები, რადგან პოლიკისტური საკვერცხის დროს არ მწიფდება ფოლიკულა.

სახის მიდამოში სიმსუქნე, შეშუპება, უფრო ჰიპოთიროიდული, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე პროცესებია, რაც უკვე მთელ მეტაბოლიზმზე აისახება. ასეთი პაციენტები უფრო მოდუნებულები არიან, ძილიანობისკენ არიან მიდრეკილნი, ახასიათებთ ნერვული ლაბილობა, უმიზეზოდ შეიძლება იტირონ, შეიძლება ჰქონდეთ დეპრესიული მომენტები“, – აღნიშნა შოთა ჯანჯღავამ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

გლობალური დათბობის როლი და ზეგავლენა სეზონურ ალერგიაზე

სეზონური ალერგია,
გლობალური დათბობის როლი და ზეგავლენა სეზონურ ალერგიაზე;
მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ხე-მცენარეთა ყვავილობა. რა უნდა გავითვალისწინოთ?
ჭადარი – მითი და რეალობა;
საუბრობს “ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის” ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი გადაცემაში “ერთსულოვნების დილა”

სტრესის ჰორმონია, რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლების მიერ

რატომ ვიმატებთ წონაში სტრესის დროს და რა ზემოქმედებას ახდენს კორტიზოლი ცხომივან უჯრედებზე (ადიპოციტებზე).

ჩვენ არ ვართ დაზღვეული სტრესისაგან, რთული სამუშაო გრაფიკი, ძილის ნაკლებობა, ოჯახური პრობლემები და უმრავი სხვა ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სტრესს.

ცნობილი ენდოკრინოლოგის, ჰანს სელიეს თეორიის თანახმად, სტრესი არსებობს ორი ტიპის:

დისტრესი (ნეგატიური) და ეუტსტრესი (სასარგებლო სტრესი)

დისტრესი შეიძლება იყოს ფსიქო-ემოციური, ინფორმატიული და ფიზიოლოგიური.

ყველა ამ ნეგატიური სტრესის სახეობას აერთინებს ერთი რამ, -კორტიზოლის დონის სიჭარბე ორგანიზმში. თუმცა თავად კორტიზოლი არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ორგანიზმისათვის, თუ მისი დონე არის ზომიერი.

ფიზიკური დატვირთვის დროს ასევე გამოიყოფა კორტიზოლი და თუ ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმისათვის არ არის ძალიან მაღალი, კორტიზოლი 45 წუთის განმავლობაში დგება საწყის ნორმაში. ასეთი ვარჯიში პოზიტიურ სტრესს მიუკუთვნება (ეუტსტრესი).

წაიკითხეთ სრულა

სასუნთქ გზებში ობსტრუქციების შედეგად შეიძლება განვითარდეს ხვრინვა და ძილის აპნოე

სასუნთქ გზებში ობსტრუქციების შედეგად შეიძლება განვითარდეს ხვრინვა და ძილის აპნოე. არსებული პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტური საშუალება არის რობოტული ქირურგია.
ამ მიდგომით ჯანმრთელობის აღდგენა უფრო სწრაფია ტკივილგამაყუჩებლების შემცირებული საჭიროებით.
ქირურგიული პროცედურა ტარდება ჭრილობების და ნაწიბურების გარეშე, შესაბამისად მცირდება ჰოსპიტალიზაციის დრო.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

ბარიატრიული ქირურგია – ბევრი კითხვა, ბევრი პასუხი და ბევრი არგუმენტი

ბარიატრიული (წონის დაკლების) ქირურგია, ღია დისკუსია. ბევრი კითხვა, ბევრი პასუხი და ბევრი არგუმენტი.
სიკვდილიანობის ბარიატრიული ქირურგია.
30-დღიანი სიკვდილიანობის მაჩვენებელია 0.05-დან 6.68%-მდე (ასაკზე, BMI-ზე და სხვა კლინიკურ მდგომარეობებზე + ჯანდაცვის პროვაიდერებისა და დაწესებულებების ქვეყნის ხარისხზე დაყრდნობით).
ბარიატრიული ქირურგიის ძირითადი გართულებები/საკითხები:
– ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ მამაკაცები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე ქალები
– გულ-სისხლძარღვთა დაავადება
– ფსიქიკური აშლილობა (თვითმკვლელობა და დამოკიდებულება)
– დიაბეტი
– არასასურველი გავლენა ძვლებისა და ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობაზე.
– ბარიატრიული (წონის დაკლება) ქირურგია ცვლის საჭმლის მომნელებელ სისტემას, რაც იწვევს დარღვევებს და სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება ავადმყოფობად ან ინვალიდობად მივიჩნიოთ.
საუკეთესო პრაქტიკა:
კანადური სტანდარტების განსაზღვრა ასევე მიზნად ისახავს სიმსუქნის მქონე პაციენტებისადმი ყოვლისმომცველი, მულტიდისციპლინური მიდგომის ხელშეწყობას, ქირურგიული და სამედიცინო მომზადების მინიმალური კვალიფიკაციის განსაზღვრას და ბარიატრიული ქირურგიული და სამედიცინო ცენტრების სერთიფიკატის შეთავაზებას. გარდა ამისა, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ეროვნული რეესტრის შემუშავების მნიშვნელობას ქვეყნის მასშტაბით მოვლის ხარისხის შესაფასებლად და გრძელვადიანი მკურნალობის შედეგების შესაფასებლად. ეს რეკომენდაციები ეფუძნება ექსპერტთა აზრს, ისევე როგორც უახლეს კლინიკურ მტკიცებულებებს.
გაიდლაინები კანადის ბარიატრიული ქირურგიული და სამედიცინო ცენტრებისთვის: განცხადება კანადისგან,
ბარიატრიულ ექიმთა და ქირურგთა ასოციაცია
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8916020/

ექიმებმა ოპერაციის დროს Apple Vision Pro გამოიყენეს

ლონდონში, კლინიკა „კრომველის“ თანამშრომლებმა ხერხემალზე ოპერაციის ჩასატარებლად Apple Vision Pro გამოიყენეს. ამის შესახებ TechRadar-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციის, შერეული რეალობის სათვალე ერთ-ერთ მედდას ეკეთა. მოწყობილობა მას ქირურგების მუშაობაზე უფრო კარგ დაკვირვებასა და მათთვის საჭირო ინსტრუმენტების სწრაფად მიწოდებაში ეხმარებოდა.

ბრიტანელი მედიკოსების მუშაობაში ახალი ტექნოლოგიების ჩანერგვით სტრარტაპი eXeX არის დაკავებული. მისმა თანამშრომლებმა სპეციალური აპლიკაციაც კი შეიმუშავეს, რომელიც სპეციალისტებს ოპერაციის ჩატარებაში ეხმარება, აგროვებს მონაცემებს პაციენტის მდგომარეობის შესახებ და მათ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამუშავებს.

Apple Vision Pro გასული წლის ზაფხულში წარადგინეს. მისი გაყიდვა თებერვალში დაიწყო. ამ კვირაში კი Apple-მა წარადგინა პრეზენტაცია მოწყობილობის ჯანდაცვის სფეროში გამოყენების შესაძლებლობების შესახებ. კერძოდ, მასში ნაჩვენები იყო ვირტუალური და შერეული რეალობის აპლიკაციები, რომლებიც სპეციალისტებს ოპერაციების დაგეგმვაში, პაციენტების მოვლასა და ახალი თანამშრომლების ტრენინგი დაეხმარება.

კონფერენციის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ჯანმრთელობაა

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია კამპანიის ფარგლებში ორდღიან სამედიცინო კონფერენციას საქართველოში პირველად მასპინძლობს.

კონფერენციის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ჯანმრთელობაა. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი გეოგრაფიული, ფინანსური და ინფორმაციული ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის ხარისხიან და დროულ სერვისებზე.

რა როლი აქვს თამაშსა და სხვა აქტივობებს ბავშვის ცხოვრებაში?

რა როლი აქვს თამაშსა და სხვა აქტივობებს ბავშვის ცხოვრებაში?
საუბრობს ფსიქოლოგი თამთა ცირამუა:
„თამაში, ბავშვის, ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
საინტერესოა, რა გავლენას ახდენს?
თამაში ეს არის ბავშვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევა, განსაკუთრებთ, თუ საუბარია სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე…
შევუწყოთ ბავშვებს ხელი გამოავლინონ საკუთარი თავი…”

ალცჰაიმერის პროგნოზირება 7 წლით ადრე იქნება შესაძლებელი

ალცჰაიმერის დაავადებას ორი საკმაოდ გავრცელებული ვირუსის „შეამხანაგება“ იწვევს

ალცჰაიმერი ჯერჯერობით არ იკურნება, მაგრამ მისი ნაადრევი დიაგნოსტირება მდგომარეობის გაკონტროლებასა და დაავადების პროგრესირების შენელებაში გვეხმარება. ამის საშუალება, შესაძლოა, ახალმა ხელოვნურმა ინტელექტმა მოგვცეს, რომელიც ამ ნეიროდეგენერაციულ დარღვევას რამდენიმე წლით ადრე ავლენს.

კალიფორნიისა და სტენფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა AI მოდელი პაციენტთა 5 მილიონზე მეტ კლინიკურ ჩანაწერზე გაწვრთნეს, რათა მას ალცჰაიმერთან დაკავშირებული ინდიკატორები დაეფიქსირებინა. სისტემა იდეალური არაა, მაგრამ როცა ის იმ ადამიანების მონაცემებზე გამოცადეს, რომლებსაც მოგვიანებით ალცჰაიმერი დაუდასტურდათ, იმედის მომცემი შედეგი მიიღეს. AI-მ დაავადების პროგნოზირება შემთხვევების 72%-ში შეძლო, თანაც სიმპტომების გაჩენამდე 7 წლით ადრე გაკეთებული კლინიკური ჩანაწერების მიხედვითაც კი.

ამ ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპი ასეთია: ის სხვადასხვა რისკ-ფაქტორს აერთიანებს, რათა გამოითვალოს, რამდენადაა შანსი, რომ კონკრეტულ ადამიანს ალცჰაიმერი გამოუვლინდეს. მსგავსი ტექნოლოგია არა მხოლოდ დროული დიაგნოსტირებისთვისაა გამოსადეგი, არამედ დაავადების გამომწვევი ბიოლოგიური ფაქტორების შესწავლის საშუალებასაც იძლევა.

მაგალითად, სისტემა ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემაზე კონცენტრირდა, რომელიც შესაძლოა, ალცჰაიმერის რისკზე მიუთითებდეს. მათ შორისაა სისხლის მაღალი წნევა, ჭარბი ქოლესტერინი, ვიტამინ D-ს ნაკლებობა და დეპრესია. კაცებში ერექციული დისფუნქცია და პროსტატის გადიდება, ქალებში კი — ოსტეოპოროზი. დადგინდა ისიც, რომ ოსტეოპოროზს, ალცჰაიმერსა და გენ MS4A6A-ის ვარიანტს შორის გარკვეული კავშირია.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პრობლემების მქონე ინდივიდებს დემენცია აუცილებლად ჩამოუყალიბდებათ, მაგრამ AI მათ საყურადღებო ინდიკატორების სახით იყენებს.

შარ­დსაწ­ვე­თე­ბი კუნ­თო­ვა­ნი კედ­ლის მქო­ნე მი­ლე­ბი­ა, რომ­ლე­ბის სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 40 სა­ნ­­ტი­მეტ­რი­ა. ისი­ნი თი­თო­ე­ულ თირ­კმელს შარ­დის ბუშ­ტთან აკავ­ში­რებს

შარ­დსაწ­ვე­თე­ბი

შარ­დსაწ­ვე­თე­ბი კუნ­თო­ვა­ნი კედ­ლის მქო­ნე მი­ლე­ბი­ა, რომ­ლე­ბის სიგ­რძე და­ახ­ლო­ე­ბით 40 სა­ნ­­ტი­მეტ­რი­ა. ისი­ნი თი­თო­ე­ულ თირ­კმელს შარ­დის ბუშ­ტთან აკავ­ში­რებს.
თირ­კმლებ­ში წარ­მოქ­მნი­ლი შარ­დი შარ­დსაწ­ვე­თე­ბის გავ­ლით შარ­დის ბუშ­ტში ჩა­ე­დი­ნე­ბა. ეს არ არის პა­სი­უ­რი პრო­ცე­სი – შარ­დსაწ­ვე­თე­ბი შარ­დის მცი­რე ულუ­ფებს კედ­ლე­ბის შე­კუმ­შვით, და­ბა­ლი წნე­ვით გა­და­ა­ად­გი­ლე­ბენ ქვე­მოთ. შარ­დის ბუშ­ტის კე­დელ­ში თი­თო­ე­უ­ლი შარ­დსაწ­ვე­თი მცი­რე ზო­მის ხვრე­ლით იხ­სნე­ბა. ისი­ნი ბუშ­ტის შე­კუმ­შვის დროს იხუ­რე­ბა, რა­თა შარ­დი უკან, შარ­დსაწ­ვე­თებ­ში არ ავი­დეს (ე.წ. შარ­დის რეფ­ლუქ­სი).

თირ­კმლე­ბის ფუნ­ქცი­ე­ბი

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights