წაიკითხეთ სრულად
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ეს ინფექციური დაავადება იმდენად მომაკვდინებელი და იდუმალებით მოცულია, რომ მის შესახებ არაფერი ვიცით. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეიძლება, იგი შემდეგი გლობალური ეპიდემია გახდეს. ამის შესახებ გაერო-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები იუწყებიან.
კოდური სახელწოდებით ცნობილი „დაავადება X“ იდუმალი პათოგენია, რომელიც აქამდე არავის აღმოუჩენია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისგან მოსალოდნელი საფრთხე თითქმის გარდაუვალია, მოხვდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის „ყველაზე სახიფათო სიაში“ — იმ პოტენციურ სამომავლო დაავადებათა კატალოგში, რომელთა გასანეიტრალებელი საშუალებებიც არადამაკმაყოფილებელია ან საერთოდაც არ არსებობს.
მაგრამ საინტერესოა, როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ასეთ საფრთხედ მივიჩნიოთ დაავადება, რომელიც ჯერ არც კი გამოვლენილა?
საუკეთესო გზა მასზე წარმოდგენის შესაქმნელად ისაა, რომ „დაავადება X“ ფლობს გადადების ისეთ შანსს, რომელსაც ჯერ არ შევხვედრივართ, მაგრამ მისი არსებობა სინამდვილეში შესაძლებელია. ის არის ე. წ. ცნობილი უცნობი. WHO-ს განცხადებით, საჭიროა სერიოზული მომზადება. სწორედ ამიტომ, ეს იდუმალი დაავადება უკვე შეტანილია ორგანიზაციის დაავადებათა პრიორიტეტების R&D Blueprint სიაში.
„დაავადება X წარმოადგენს აღქმას, რომ ამჟამად უცნობმა პათოგენმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული საერთაშორისო ეპიდემია“, — განმარტავს სპეციალურ განცხადებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
R&D Blueprint სია პირველად 2015 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად გადაიხედება. როგორც WHO განმარტავს, ამ სიის მიზანია იმ მოწინავე განვითარებადი პათოგენების პრიორიტეტიზაცია, რომლებმაც შეიძლება ახლო მომავალში სასტიკი ეპიდემიები გამოიწვიოს და რომელთათვისაც, ჯერ არ არსებობს მედიკამენტები.
სიას ბოლოს თებერვალში გადახედეს. ექსპრტები შეთანხმდნენ, რომ მკვლევართა ყურადღება სასწრაფოდ ესაჭიროება შემდეგ დაავადებებს: ყირიმ-კონგოს ცხელება (CCHF); ებოლასა და მარბურგის ვირუსული დაავადებები; ლასას ცხელება; ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი (MERS-CoV) და მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS); ნიპაჰისა და ჰენიპავირუსის დაავადებები; ხეობის ველის ცხელება (RVF) და ზიკას ვირუსი.
წელს WHO-მ სიას პირველად დაამატა „დაავადება X“. იქვე აღნიშნულია, რომ მაღალი ალბათობით, სიას მალე შესაძლოა დაემატოს კიდევ ერთი პათოგენი. ყოველივე ამან კი უნდა გაზარდოს მოახლოებული, უცნობი საფრთხის წინააღმდეგ მიმართულ კვლევათა ძალისხმევა.
„ისტორიული გამოცდილება ნათლად გვეუბნება, რომ შემდეგი დიდი ეპიდემია იქნება რაღაც ისეთი, რაც მანამდე არ გვინახავს“, — უთხრა The Telegraph-ს ნორვეგიის კვლევითი საბჭოს წევრმა და WHO-ს მრჩეველმა ჯონ-არნ როტინგენმა.
„შეიძლება უცნაური იყოს „დაავადება X“-ის დამატება, მაგრამ საქმე ისაა, რომ უნდა მოვემზადოთ მოქნილი გეგმისთვის ვაქცინისა და დიაგნოსტიკური ტესტების თვალსაზისით. გვსურს შევქმნათ პლატფორმები, რომლებიც იმუშავებს ნებისმიერი დაავადებისთვის; ეს უნდა იყოს სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს დროულად შევქმნათ დაავადებათა გასანეიტრალებელი საშუალებები“, — აღნიშნავს როტინგენი.
დაზუსტებით არავინ იცის, საიდან შეიძლება გამოჩნდეს „დაავადება X“, მაგრამ არსებობს მრავალი შესაძლო წყარო, მათ შორის არსებული ვირუსები, რომლებიც წარმოაჩენს ახალ ვირულენტობასა და სიმპტომებს (მაგალითად, ზიკა), გენური ინჟინერიის გზით მიღებული და ლაბორატორიებიდან გაპარული ვირუსები, ანდაც ბიოიარაღით გავრცელებული ვირუსები, ასევე, ზოონოზის გზით ცხოველებისგან ადამიანებზე გადასული ინფექციები.
„ეკოსისტემისა და ადამიანთა ჰაბიტატის ცვლილებასთან ერთად, ყოველთვის არსებობს ცხოველებისგან ადამიანებისთვის დაავადებების გადაცემის რისკი. ეს ბუნებრივი პროცესია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქმის კურსში ვიყოთ და მოვემზადოთ. სავარაუდოდ, ეს გახლავთ უდიდესი რისკი“, — ამბობს როტინგენი.
მართალია, მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ „დაავადება X“ ჯერ არ არსებობს, მაგრამ სამომავლოდ მისი გამოჩენის ალბათობა სწორედ ის ფაქტორია, რისთვისაც უნდა მოვემზადოთ იმ იმედით, რომ მომავლის ნებისმიერ დაავადებაზე ერთი ნაბიჯით წინ აღმოვჩნდეთ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ყოველდღიურად ვსპობთ ბუნებრივ გარემოს.
„მსოფლიოს განვითარებასთან ერთად, ადამიანთა და ცხოველთა კონტაქტი უფრო ინტენსიური ხდება და სავარაუდოდ, ახალი დაავადება სწორედ ამ გზიდან გამოჩნდება. სწრაფ გავრცელებას კი ხელს შეუწყობს თანამედროვე მოგზაურობა და ვაჭრობა“, — უთხრა The Telegraph-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნირო მრჩეველმა მარიონ კუპმენსმა.
მომზადებულია The Telegraph-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფციით, უკვე აშენებული 2-სართულიანი შენობა, სავარაუდოდ, დარჩება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძველი შენობის ადგილას აშენდეს ახალი შენობა
„ჩვენი კონცეფციის მიხედვით და ახალი პროექტის მომზადებასთან ერთად ჩვენ გვექნება განხილვები კომპანიასთან, ვინც იქნება საერთაშორისო კომპანია შერჩეული პროექტირებისთვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ უკვე აშენებული 2-სართულიანი შენობა დარჩეს და მინიმუმ გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული საჭიროებისთვის, ხოლო ძველი შენობის ადგილას აშენდეს ახალი შენობა“, – თქვა აზარაშვილმა.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება, ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა დღეს აღნიშნა, რომ სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.
კითხვაზე, კითხვაზე, გააგრძელებს კლინიკა ფუნქციონირებას ამ სახით, როგორც არის, თუ შეწყვეტს მუშაობას, მინისტრი პასუხობს: „რამდენიმე თანმდევი პროცესია, როგორც შეთავაზებების ნაწილში, ასევე პროექტის ნაწილში. მოსამზადებელია როგორც კლინიკის პროექტი, ასევე დემონტაჟის.. კომპანია მოსაძებნია, მერე ყველაფერი შესათანხმებელი მერიასთან – ეს ყველაფერი ერთად არის გასაკეთებელი. ამ ეტაპზე პროცედურები მიდის“.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
საშვილოსნოს ყელის კიბო არის დაავადების მეოთხე ყველაზე გავრცელებული ტიპი ქალებში დიდ ბრიტანეთში.
ყოველწლიურად თითქმის 10 000 ადამიანს უსვამენ საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზს, დაახლოებით 2 500 კი იღუპება. თუმცა, იმ ადამიანების 90%, ვინც ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენს დაავადებას, მკურნალობის შემდეგ ცხოვრებას აგრძელებს.
დაავადების აღმოსაჩენად, აუცილებელია ვიცოდეთ, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და გადავამოწმოთ. ესენია:
როგორც კი საშვილოსნოს კიბო უფრო მოწინავე სტადიას მიაღწევს, მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს:
ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ჯანმრთელობის ბევრად უფრო მსუბუქი პრობლემის ნიშანი, როგორიცაა ესტროგენის დაბალი დონე ან რეაქცია ჰორმონის შემცვლელ თერაპიაზე. მაგრამ მათმა არსებობამ ასევე შეიძლება მიუთითონ რამდენიმე პოტენციურად სერიოზულ მდგომარეობაზეც, როგორიცაა ენდომეტრიოზი, ფიბროიდები ან პოლიპები.
მენოპაუზის შემდეგ უჩვეულო ვაგინალური სისხლდენის ყოველი 10 შემთხვევიდან მხოლოდ ერთია გამოწვეული საშვილოსნოს კიბოთი.
პროფესორმა ემა კროსბიმ, Peaches Womb Cancer Trust-ის პრეზიდენტმა თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოს კიბო ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა დიდ ბრიტანეთში, ჩვენი გამოკითხვა ცხადყოფს, რომ ბრიტანეთში ყოველ მეოთხე ქალს არასოდეს სმენია ან არ არის დარწმუნებული, აქვს თუ არა რაიმე სიმპტომი. მსმენია საშვილოსნოს კიბოს შესახებ. ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა არ იცნობს ყველაზე გავრცელებულ „წითელ დროშის“ სიმპტომებს“.
ასევე, ათენა ლამნისოსმა, The Eve Appeal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დასძინა: „ჩვენ გვინდა, რომ ყველამ თავი განათლებულად და გაძლიერებულად იგრძნოს, როცა საქმე მათ ჯანმრთელობას ეხება და ეს ნიშნავს, რომ მეტი იცოდნენ ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური კიბოს, საშვილოსნოს კიბოს შესახებ.თუ რაიმე არანორმალური სისხლდენა გაქვთ, არ შეგეშინდეთ ექიმთან ვიზიტი და პასუხის მიღება საშვილოსნოს კიბოს გამოსარიცხად“.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გადაცემა „იმუნიტეტი“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მცენარეები გარშემორტყმულია აირადი ნაერთების თხელი ნისლით, რომელსაც ისინი კომუნიკაციის და თავდაცვისთვის იყენებენ. ეს ნაერთები ერთგვარი სუნის როლს ასრულებენ ბალახისმჭამელთა მოსაგერიებლად და მეზობელ მცენარეებს მომავალი თავდასხმის შესახებ აფრთხილებენ.
მცენარის ამ თავდაცვის საშუალების შესახებ მეცნიერებმა 1980-იანი წლებიდან იციან, როცა ის მცენარის 80-ზე მეტ სახეობაში დააფიქსირეს.
იაპონელ მეცნიერთა ჯგუფმა რეალურ დროში ვიზუალიზაციის მეთოდებით შეძლეს დაეფიქსირებინათ, როგორ იღებენ და პასუხობენ მცენარეები ამ საჰაერო განგაშებს.
მცენარეთა კომუნიკაციის შესახებ ჩვენს წარმოდგენაში ნამდვილად დიდი ნაპრალი არსებობდა. ვიცოდით, რომ ისინი ერთმანეთთან შეტყობინებებს აგზავნიან, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ იღებენ მათ.
ახალ კვლევაში, იაპონიის საიტამას უნივერსიტეტის მოლეკულურმა ბიოლოგებმა, იური არატანიმ, ტაკუია უემარამ და მათმა კოლეგებმა სპეციალური ტუმბოს საშუალებით, დაზიანებული, მწერებით სავსე მცენარეების მიერ გამოყოფილი ეს ნაერთები დაუზიანებელ მეზობლებს მიაფრქვიეს და შედეგს ფლუორესცენციური მიკროსკოპით დააკვირდნენ.
პომიდვრის და მდოგვის ოჯახის წარმომადგენელი სარეველა მცენარე Arabidopsis thaliana-ის მოჭრილ ტოტებზე მკვლევრებმა მუხლუხები (Spodoptera litura) დასხეს და ამ საფრთხეზე მეორე, ხელუხლებელი, მწერებისგან თავისუფალი Arabidopsis thaliana-ის პასუხი გადაიღეს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi